განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
010100119002975103
დავის ტიპი
187 1 , 126 1
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002975103

1-343/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - თ--------------–---–ი

 

ბრალდებული - ი---- ო-------ლი

ადვოკატი - მ-------- ზ----ე

თარჯიმანი - ი--- გ-----ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: ი---- ო-------ლ

დაბადებული: 05.11.1-----------–------------------------------–--------–----–------------------------------------------------–----–--------------------------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბათუმი, ფ----------------- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა N1-- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი---- ო-------ლმა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს---------ას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბათუმი, ფ----------------- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა N1-- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი---- ო-------ლმა იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს---------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი SAMSUN GALAXI S7 EDGE, რამაც გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

დაზარალებულ გ---––--- ს---------ას ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბათუმში, ფ----------------- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა N1-- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი---- ო-------ლმა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს---------ას, რამაც გამოიწვია მის ფიზიკური ტკივილი, ასევე გამოართვა და იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს---------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი SAMSUN GALAXI S7 EDGE, რამაც გამოიწვია 500 ლარის ზიანი.

 

დაზარალებულ გულშათ ს---------ას ჩვენება სრულად დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ ს---–- გ---–---ას ჩვენებით, რომლის ანალიზით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ყოფნისას ი---- ო-------ლმა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს---------ას, გამოართვა და იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს---------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

მოწმე ჟ--- გ--------ის ჩენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 მარტს დილის საათებში, დაახლოებით 9 საათზე მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში, როდესაც სადარბაზოში შევიდა მას დახვდა ორი გოგონა. ერთი მათგანი ტიროდა და ამბობდა, რომ ცემა ვიღაც თურქმა მამაკაცმა, წაართვა ტელეფონი და ქალბატონს სთხოვდა დახმარებას და პოლიციაში დარეკვას. გოგონას რომელიც, ტიროდა და დახმარებას ითხოვდა აღენიშნებოდა სიწითლეები სახეზე და ხელებზე. მოწმე აღნიშნა, რომ შეეცოდა და გოგონას დახმარების მიზნით დარეკა პოლიციაში.

 

2019 წლის 7 მარტს ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გივი გიორგაძის მიერ გ---––--- ს---------ას მონაწილეობით. გ---––--- ს---------ასგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი სამსუნგის ფირმის დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც შეიფუთა და დაილუქა.

 

მობილურ ტელეფონზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის N 2---- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ტელეფონის კოდია 3-------------- და დაზიანებამდე მის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ღირებულება შეადგენს 550 ლარს.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა რ----- ზ----ემ.

 

მობილურ ტელეფონზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის N 4---- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ტელეფონის კოდია 3-------------- და დაზიანებით მასზე მიყენებული ზარალი შეადგენს 500 ლარს.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა რ----- ზ----ემ.

 

გ---––--- ს---------ას სხეულზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, რომლის თანახმად 2019 წლის 7 მარტს გ---––--- ს---------ას აღენიშნებოდა ნასკდომი ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

2019 წლის 22 მარტს შედგენილი ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ი---- ო-------ლი დაკავებულ იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გივი გიორგაძის მიერ 20 საათსა და 54 წუთზე პოლიციის შენობაში.

 

პოლიციის გამომძიებლებმა ი-----–--–--–--------------–------------------------მ, სასამართლოში დაკითხვისას განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, გამოძიებისას მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები ზუსტად ასახავენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას შინაარს და შედეგებს. ოქმში აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.

 

ბრალდებულ ი---- ო-------ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ფულთან დაკავშირებით მოუვიდა კამათი დაზარალებულთან რადგან იმ საღამოს დაზარალებულს 1000 ლარზე მეტიც კი გადაუხადა კაზინოში. არანაირ ძალადობას და ქონების დაზიანებას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია და დაზარალებული იმდენად ნასვამი იყო, რომ გაუჭირდა მისი სახლიდან გაყვანა. ციხეში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულს სხვა მსგავსი 2-3 შემთხვევა ქონია და ამიტომ დაზარალებულის ჩვენება არ არის გასაზიარებელი. დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებების შესახებ ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზიანებანი დაზარალებულს ქონდა მასტან ჯერ კიდევ სახლში მისვლამდე და ამის შესახებ სახლში მისვლის შემდეგ შენიშნა მაშინ, როდესაც დაზარალებული ტანზე იცვლიდა. დაინახა, რომ დაზარალებულს ორივე მკლავზე დაზიანებანი აღენიშნებოდა.

 

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა არ იქნას გაზიარებული დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებები და ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ი---- ო-------ლს დანაშაული არ ჩაუდენია და დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტების არის ტყუილი და მოგონილი. იმავდროულად დაზარალებული არის ის პირი ვინც სხვა საქმეებშიც მონაწილეობს, როგორც დაზარალებული და ის დაკავებულია ამგვარი პროვოკაციული ქმედებებით. ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული მხრიდან დაზარალებულზე ანაზღაურებული იქნა მიყენებული ზარალი ტელეფონი და ეს ფაქტიც გაითვალისწინოს სასამართლომ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და ასევე მისი ადვოკატის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზედ რადგან არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული ურთიერთ-შეთანხმებული მტკიცებულებებიდან. სასამართლოში რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულებები დაზარალებულის მხრიდან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის პროვოცირებაზე არ წარმოდგენილა. სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებული და ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დღემდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. მათ შორის, რაიმე წყენა ან დაპირისპირება არ ყოფილა და არანაირი ინტერესი დაზარალებულს ბრალდებულის არ ქონია. აქედან გამომდინარე რატომ უნდა დაებრალებინა დაზარალებულს ბრალდებულისთვის დანაშაული, მისი ცემა და ტელეფონის დაზიანება. გარდა ამისა მარტო დაზარალებული არ მიუთითებს ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე არამედ მეორე მოწმეც, რომელიც შეესწრო დანაშაულს. არსებობს კიდევ ერთი მოწმე კერძოდ ჟ--- გ--------ი, სწორედ მან ნახა დანაშაულის ჩადენისთანავრ სახლის სადარბაზოში ნაცემი დაზარალებული, რომელიც შველას ითხოვდა. ეს სამი ჩვენება სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ყოვლად დამაჯერებელია. იმავდროულად სასამართლო ვერ მიიღებს ადვოკატის მოსაზრების ლოგიკას დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების თაობაზედ. თუ ბრალდებულმა აუნაზღაურა ზიანი ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულმა გაათვითცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ნანობს მას და ამგვარი განცდის გამო მიიღო გადაწყვეტილება აენაზღაურებინა ზიანი და ამით ერთგვარად გამოხატა ნება წარმოჩენილიყო ინიციატორად სამართლიანობის აღდგენის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სრულიად საპირისპირო გარემოებასთან გვაქვს საქმე. ბრალდებულს აცხადებს, რომ იგი არის უდანაშაულო, რომ მას ზიანი არ მიუყენებია და ტელეფონი თვითონ დაზარალებულმა დააზიანა. ამ აზრს მიყვება ადვოკატიც და მიიჩნევს, რომ დაზარალებული სხვა საქმეებშიც ფიგურირებს, როგორც დაზარალებული და დაკავებულია დანაშაულის პროვოცირებით და შემდეგ ცდილობს ასეთი საქმეებიდან, როგორც დაზარალებულმა სარგებელი ნახოს. მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დაზარალებული ასე მოიქცა. აქედან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულს არც სინანული გააჩნია ჩადენილ დანაშაულის მიმართ, არც აღიარებს დანაშაულს და არც დაზარალებულზე ახალი ტელეფონის გადაცემა იყო მიმართული სამართლიანობის აღდგენისაკენ. ამიტომ სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ ახალი ტელეფონის გადაცემა დაზარალებულზე დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სურვილით იყო გამოწვეული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანი არ ანაზღაურებულა.

 

დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი 150 ლარზე მეტია და იგი შეადგენს 500 ლარს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- ო-------ლმა დააზიანა დაზარალებულ გ---––--- ს---------ას საკუთრებაში არსებულ ტელეფონის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ო-------ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ი---- ო-------ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი---- ო-------ლს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ი---- ო-------ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი---- ო-------ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი---- ო-------ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა

 

მსჯავრდებულ ი---- ო-------ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2019 წლის 22 მარტიდან.

 

ი---- ო-------ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცება სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი