გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
330210019003034438
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13305-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ა---------–---–-

წარმომადგენელი - ზ-----------------

მოპასუხე - გ----------------–---–-

წარმომადგენელი - გ------------

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ----------------–---–-სთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------- დაბადებული ნ-----–-------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 07 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2 გ----------------–---–-სთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------- დაბადებული ს------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 07 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

ა---------–---–- და გ----------------–---–- 2010 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------- დაბადებული ნ-----–-------------–---–- და 2----–-–---------------- დაბადებული ს------------–---–ი. მხარეებმა მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს შეეწყვიტათ თანაცხოვრება, არასრულწლოვნები დარჩნენ დედასთან საცხოვრებლად.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე არ იჩენს მზრუნველობას ბავშვების მიმართ, არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში და არ ეხმარება მატერიალურად, პირიქით თუ რაიმე იყო მისი ფულით შეძენილი, დაშორების შემდეგ თან წაიღო, კერძოდ ტელევიზორი, მაცივარი, კომპიუტერი, კომპიუტერის მაგიდა.

მოპასუხე არის დასაქმებული და მუშაობს სსიპ კ---–--- ,,ს-------–-“, როგორც დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე, ასევე ამავე კ---–---ში მუშაობს პ---------- თანამდებობაზე. გარდა აღნიშნულისა დაკავებულია არაოფიციალური ბიზნესით, კერძოდ, საზღვარგარეთიდან შემოჰყავს ძვირადღირებული ავტომობილები, შლის მას სათადარიგო ნაწილებად და ყიდის, საიდანაც აქვს გარკვეული შემოსავალი.

მოსარჩელე მუშაობს 72-ე ბაგა-ბ---–- მ---------–--------–--–ის თანამდებობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ----------------–---–მა შესაგებელში აღნიშნა, რომ არ ცნობს სარჩელს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, რომ თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ა---------–---–- და გ----------------–---–- 2010 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. ა---------–---–ს და გ----------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------- დაბადებული - ნ-----–-------------–---–- და 2----–-–---------------- დაბადებული - ს------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–-------------–---–-ს დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.15);

- ს------------–---–ის დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.16);

3.1.3. ა---------–---–- და გ----------------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ნ-----–-------------–---–- და ს------------–---–ი ცხოვრობენ დედასთან - ა---------–---–თან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.07.2019 წლის (#2----------) ინფორმაციით, ა---------–---–-ს (პ/ნ 0----------) შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 2527.55 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 495,4 ლარი, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 406.43 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 35-38);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.07.2019 წლის (#2----------) ინფორმაციით, გ----------------–---–-ს (პ/ნ 24) შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 6527.55 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 1279,4 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 40-42);

 

3.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, 2019 წლის 05 ივნისის ცნობის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გ----------------–---–-ს (პ/ნ 2----------) სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ,,ლ-----------------------------------“, სახელმწიფო ნომერი V------, ფერი - მწვანე 8/8, გამოშვების წელი - 1996, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი- S----------------, რეგისტრაციის თარიღი – 03.01.2---–.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 05 ივნისის ცნობა #4---------------- (იხ.ს.ფ 18);

 

3.2.4. 2019 წლის 08 ოქტომბერს სსიპ კ---–---ი ,,ს--------ს“ მიერ გაცემული ცნობის (#MES 819--------) მიხედვით გ----------------–---–- მუშაობს სსიპ კ---–---ში ,,ს--------“ პ------------–---------–--ის მ--–---–---–----------------- პოზიციაზე. 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დ-------ს პოზიციაზე მისი დარიცხული ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით, ხოლო პ------------–---------–--ის მ--–---–---–-ს პოზიციაზე მისი დარიცხული ხელფასი განისაზღვრა იანვარში- 450 ლარი, თებერვალში-1210 ლარი, მარტში- 500 ლარი, აპრილში 1267.55 ლარი, ივნისში - 1260 ლარი, ივლისში - 2950.20 ლარი, აგვისტოში- 1409.59 ლარი, სექტემბერში - 623.50 ლარი, რაც საშუალოდ ყოველთვიურად შეადგენს - 1208,85 ლარს. ხოლო ყოველთვიური სრული ხელფასი ორივე პოზიციიდან გამომდინარე საშუალოდ შეადგენს თვეში - 1708.85 (1208.85+500) ლარს.

 

ამავე ცნობაში მითითებულია, რომ ,,სსიპ კ---–---ში ,,ს--------“ 2019 წლის საშემოდგომო მიღების (ქვოტა) დამტკიცების შესახებ“ სსიპ კ---–---ის ,,ს--------“დირექტორის 2019 წლის 23 სექტემბრის #485 ბრძანების თანახმად, პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე - ფ--–--–----- არ ცხადდება აპლიკანტთა მიღება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 08 ოქტომბერს, სსიპ კ---–---ი ,,ს--------ს“ მიერ გაცემული ცნობა (#MES 819--------) (იხ.ს.ფ 70-71);

3.2.5. 2----–-–---------------- სს ,,მ-----------------------------–----------------–სა“ (ერთის მხრივ გამსესხებელი) და ა---------–---–ს (მსესხებელი) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის ლიმიტი განისაზღვრა 2850 ლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი 2023 წლის 20 ნოემბერი. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20.11.2018 წელს დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო #K-----, მარკა, მოდელი -ლ-----------------------------------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 1999, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი- S----------------) გირავნობის ხელშკრულება # G---------------/1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 20 ნოემბერის სს ,,მ-----------------------------–----------------–სა“ და ა---------–---–ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშკრულება #G--------------- (იხ.ს.ფ 84-101 );

- 2018 წლის 20 ნოემბერის ავტოსატრანსპორტო გირავნობის ხელშკრულება #G---------------/1 (იხ. ს.ფ72-84);

 

3.2.6. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეს---მისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ----------------–---–- არის დასაქმებული სსიპ კ---–---ში ,,ს--------“, როგორც დ-------ს ასევე პ------------–---------–--ის მ--–---–---–-ს პოზიციაზე. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ის 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით მუშაობდა სსიპ კ---–--- ,,ს-------–-“ პ------------–---------–--ის მ--–---–---–-ს თანამდებობაზე, მაგრამ შტატების გაუქმების გამო აღარ მუშაობს ამ პოზიციაზე სექტემბრის თვიდან, მუშაობს მხოლოდ დ-------ს პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 400 ლარს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მან წარმოადგინა 2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებული, სსიპ კ---–---ი ,,ს--------ს“ მიერ გაცემული ცნობა (#MES 819--------) რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გ----------------–---–- 2019 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობს სსიპ კ---–---ში ,,ს--------“ როგორც პ------------–---------–--ის მ--–---–---–-ს, ასევეა დ-------ს პოზიციაზე, ხოლო ამავე ცნობაში მითითებული გარემოება, რომ ,,სსიპ კ---–---ში ,,ს--------“ 2019 წლის საშემოდგომო მიღების (ქვოტა) დამტკიცების შესახებ“ სსიპ კ---–---ის ,,ს--------“ დირექტორის 2019 წლის 23 სექტემბრის #485 ბრძანების თანახმად, პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე - ფ--–--–----- - არ ცხადდება აპლიკანტთა მიღება, ვერ გამოდგება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შეს---მისი დოკუმენტი, რომ მისი პ------------- საქმიანობა ამავე კ---–---ში არის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა - ფ--–--–----- და შეს---მისი საშტატო ერთეული არის გაუქმებული.

 

3.2.7. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულება სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიმართ და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი მის მიერ მითითებულ ოდენობაზე მეტი.

მოპასუხე განმარტავს, რომ სს ,,მ-----------------------------–----------------–ში“ ა---------–---–-ს სახელზე აღებული აქვს ა----------- 2850 ლარის ოდენობით, რითაც შეიძინა ავტომანქანა ,,რ-----------------“, აღნიშნულ სესხზე ყოველთვიურად იხდის თანხას 135 ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ყოველთვიური გადასახდელი სასესხო ვალდებულება 2018 წლის 26 დეკემბრიდან შეადგენს 131,03 ლარს, ხოლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს თვეში საშუალოდ - 1708.85 ლარს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საშუალო ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა ს--- და ნ-----–-------------–---–ებისა მოპასუხეს არ ეკისრება, მას შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეს---მისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–---------------- დაბადებული - ნ-----–-------------–---–- და 2----–-–---------------- დაბადებული - ს------------–---–ი, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა---------–---–- და გ----------------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შეს---მისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შეს---მისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შეს---მისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ს--- და ნ-----–-------------–---–ების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ----------------–---–- დასაქმებულია სსიპ კ---–--- ,,ს-------–-“ პ------------–---------–--ის მ--–---–---–----------------- პოზიციაზე. 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დ-------ს პოზიციაზე მისი დარიცხული ხელფასი განისაზღვრა თვეში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო პ------------–---------–--ის მ--–---–---–-ს პოზიციაზე მისი დარიცხული ხელფასი საშუალოდ ყოველთვიურად შეადგინს - 1208,85 ლარს. გ----------------–---–-ს ყოველთვიური სრული დარიცხული ხელფასი შეადგენს - 1708.85 (1208.85+500) ლარს.

 

მოსარჩელე ა---------–---–- ასევე არის დასაქმებული თბილისის #---- ს---ვშვო ბაგა-ბ---–- მ---------–--------–--–ის პოზიციაზე და მის შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 2527.55 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 495,4 ლარი, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 406.43 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე, ვერ შეძლებს სარჩელში მითითებული ალიმენტის ოდენობის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_ id=178&lang=geo ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის სექტემბრის თვისათვის - 189.9 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეეს---მება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შეს---მისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარი. არასრულწლოვნი ს--- და ნ-----–-------------–---–ებისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის თვეში – 180 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 07 ივნისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისათვის თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შეს---მისად, მოსარჩელე ა---------–---–- ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 100-100 ლარის ნაწილში, გ----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–---–-ს სარჩელი გ----------------–---–-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. გ----------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ნ-----–-------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 07 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2. გ----------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ს------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 07 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

3. გ----------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე