გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN030210018002551917
N2/859-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.11.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’
წარმომადგენელი თ----- ბ----–---, ი-----–- გ-----–--
მოპასუხე ზ----- შ---------, ა-–---------- ქ----–----- ა-–---------- ც-----,გ------- ა-–--–---
დავის საგანი: საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს: ზ----- შ---------ს, ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს სოლიდარულად სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სასრგებლოდ 23.06.2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების 40667,67 ლარის გადახდა.
1.2. 23.06.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 33 379.83 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 18.07.2018წ გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 114,1%-ის (12,9ლ. დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების გადახდევინება დაეკისროს მოვალეებს სოლიდარულად.
1.3. გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:
ზ----- შ---------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ხობი, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაღები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.
1.4. სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელეს სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი 1220.03 ლარის სახ. ბაჟის გადახდა.
2. მხარეთა პოზიცია.
2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:
2017 წლის 23 ივნისის სს ,,ს----------–--- ბ-----’’ და ზ----- შ---------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ლიმიტზე. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა უძრავი ქონების იპოთეკით, კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------.
საკრედიტო ხაზის ფარგლებში, ზ. შ---------მ, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N5929448 საფუძველზე მსესხებელმა ბანკიდან მიიღო კრედიტი 35 000 ლარი, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 14.1%-ის დარიცხვით. კრედიტის უზრუნველსაყოფად დამატებით გაფორმდა ფიზიკური პირების: ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს სოლიდარული თავდებობა.
ზ. შ---------ს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ 2017 წლის ოქტომბრიდან. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებებზე დღიური 0,5%-ის ოდენობით.
18.07.2018 წ (სარჩელის მომზადების დღისათვის) მდგომარეობით მოვალეებს: ზ----- შ---------ს, ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს სოლიდარული ვალდებულება შეადგენს 40667,67 ლარს (ძირი - 33379,83 ლარი, პროცენტი - 3290,33 ლარი, ჯარიმა - 3997,51 ლარი).
2.2. მოპასუხეთა მოსაზრებები:
მოპასუხეები აღიარებენ და ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნებს სესხის ძირი - 33379,83 ლარისა და პროცენტი - 3290,33 ლარის ნაწილში, სხვა ნაწილში სარჩელს არ ცნობენ. ითხოვენ სახ. ბაჟის საკითხი სასამართლომ გადაწყვიტოს და დაკისრებული თანხა გაუწილვადოს 2 წლის მანძილზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,ს----------–--- ბ-----’’ და ზ----- შ---------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 23.06.2017წ.
3.2.2. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადებული სს ,,ს----------–--- ბ-----’’ და ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს, ა-–---------- ქ----–----- შორის.
3.2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით (17.07.2017წ. მომზადებული), ზ----- შ---------- საკუთრებას წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პ------- ფ----–-, ს/კ 4-----------. მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 7003 კვ.მ, განაშენიანების ფართობი N1------- კვ.მ., N2------ კვ.მ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხეებს: ზ----- შ---------ს, ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს და გ------- ა-–--–---ს სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 36870,16 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 33379,83 ლარი, პროცენტი - 3290,33 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი) გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა - 23.06.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 33379,83 ლარზე, სარჩელის მომზადების დღიდან 18.07.2018 წ. გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 14,1%-ის (12,3 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების მოვალეებისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით, ზ----- შ---------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაღები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.
მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2017 წლის 23 ივნისის სს ,,ს----------–--- ბ-----’’ და ზ----- შ---------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ლიმიტზე. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა უძრავი ქონების იპოთეკით, კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------.
საკრედიტო ხაზის ფარგლებში, ზ. შ---------მ, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N5929448 საფუძველზე მსესხებელმა ბანკიდან მიიღო კრედიტი 35 000 ლარი, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 14.1%-ის დარიცხვით. კრედიტის უზრუნველსაყოფად დამატებით გაფორმდა ფიზიკური პირების ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს სოლიდარული თავდებობა.
ზ. შ---------ს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრული ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ 2017 წლის ოქტომბრიდან. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებებზე დღიური 0,5%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საკრედიტო ხაზის ფარგლებში, ზ. შ---------მ, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N5929448 საფუძველზე მსესხებელმა ბანკიდან მიიღო კრედიტი 35 000 ლარი, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 14.1%-ის დარიცხვით. კრედიტის უზრუნველსაყოფად დამატებით გაფორმდა ფიზიკური პირების ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს, გ------- ა-–--–---ს სოლიდარული თავდებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, კერძოდ, ძირი თანხის 33379,83 ლარის და სარგებლის 3290,33 ლარის გადახდის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, იგი უნდა შემცირდეს. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს 3997,51 ლარის დაკისრება, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და თანაზომიერებით ვალდებულების დარღვევასთან უნდა განისაზღვროს გონივრულ, სამართლიან ფარგლებში, შესაბამისად ის უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. (იხ. ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი-მუხლი 1, ,,თ’’ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნად ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სსკ-ის 348-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი თანხებია ოდენობისა და საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს სასესხო ხელშეკრულებების დარღვევის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ის საფუძველი აღარ იარსებებს, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ექნება არა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა - 23.06.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 33379,83 ლარზე, სარჩელის მომზადების დღიდან 18.07.2018 წ. გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 14,1%-ის (12,3 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების მოვალეებისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
2017 წლის 23 ივნისის სს ,,ს----------–--- ბ-----’’ და ზ----- შ---------- შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონების იპოთეკით, კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვინაიდან, მოპასუხე ზ----- შ---------მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4----------- (მესაკუთრე ზ----- შ---------) რეალიზაცია.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაღები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდვ უნდა მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
ამ საკითხის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სს ,,ს----------–--- ბ----’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 1220,03 ლარიდან 1100,10 ლარი (გადამხდელი ბანკი: სს ,,ს----------–--- ბ----’’, საგადახდო დავალება N7--, თარიღი: 19 ივლისი, 2018 წელი, ანგარიში/სახაზინო კოდი 300423150, ბანკის კოდი TRESGE22), 49 თეთრი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 119,93 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: ზ----- შ---------ს, ა-–---------- ქ----–-----, ა-–---------- ც-----ს და გ------- ა-–--–---ს სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 36870,16 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 33379,83 ლარი, პროცენტი - 3290,33 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი) გადახდა.
3. სასარჩელო მოთხოვნა - 23.06.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 33379,83 ლარზე, სარჩელის მომზადების დღიდან 18.07.2018 წ. გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 14,1%-ის (12,3 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების მოვალეებისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით, ზ----- შ---------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ-----, ს/კ 4-----------.
5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაღები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.
6. მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.
8. სს ,,ს----------–--- ბ----’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 1220,03 ლარიდან 1100,10 ლარი (გადამხდელი ბანკი: სს ,,ს----------–--- ბ----’’, საგადახდო დავალება N7--, თარიღი: 19 ივლისი, 2018 წელი, ანგარიში/სახაზინო კოდი 300423150, ბანკის კოდი TRESGE22), 49 თეთრი დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 119,93 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე