გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
110210019003070219
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1102100-9003070219

N2/ 375-20-9

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.11.2019 წ. ქ. ზ---------ნი

შესავალი ნაწილი

ზ---------ნის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე ს------- ც----ე,წარმომადგენელი ნ----------–---–ი,მოპასუხე ბ---------------ე,წარმომადგენელი ე--------------ე

დავის საგანი: უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ხ--------–ში, ნ-------ის ქუჩა N- ს/კ 3--0-.3-.3-- ცნობა.

 

მოსარჩელის პოზიცია

2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ბ---------------ესთან და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ი-----–------------ე დაბადებული 2002 წლის 27 ივნისს, თ----------------ე დაბადებული 2004 წლის 18 ოქტომბერს და თ-----------------ე დაბადებული 2009 წლის 15 ივლისს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, 12„5 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 156 კვ.მ საცხოვრებელი სახლით მდებარე დაბა ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N 9, ს/კ 3--0-.3-.3--. აღნიშნული ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდა 20-8 წლის 15 ივნისს მოპასუხე ბ---------------ის სახელზე, იგი თანამესაკუთრედ არ არის მითითებული. მეუღლეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი. იგი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ზესტაფონში თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე სხვა პიროვნებასთან არის ფაქტობრივ ქორწინებაში, როგორც მისთვის ცნობილია აპირებს ამ ქონების გასხვისებას, რომლის თანამესაკუთრეც თვითონაც არის და არ აძლევს თანხმობას თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე. ითხოვს ცნობილი იქნეს ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ბ---------------ემ, როგორც შესაგებელით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას. იგი არის მისი მშობლების კუთვნილება და მისი მშობლები დღესაც ფლობენ ამ ქონებას და ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან მისი მამა არის ინსულტიანი, ფიზიკურად ვერ მოხერხდა მის მიერ ამ უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირება, ამიტომ საჯარო რეესტრში სადავო ქონება მისი მშობლების თანხმობით დარეგისტრირდა მის სახელზე. ეს ქონება არის მისი მშობლებისაგან მიღებული ქონება და არის მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრება. ეს არ არის საერთო საკუთრება და არ შეძენილა მეუღლეთა საერთო ქონებით ან საერთო დანაზოგით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ს------- ც----ე და მოპასუხე ბ---------------ე 2002 წლის 25 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი - ი-----–------------ე დაბადებული 2002 წლის 27 ივნისს, თ----------------ე დაბადებული 2004 წლის 18 ოქტომბერს და თ-----------------ე დაბადებული 2009 წლის 15 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ქორწინების მოწმობის და დაბადების მოწმობების ასლები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხემ ცოლად შეირთო მოსარჩელე და საცხოვრებლად მიიყვანა ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩაზე მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც იცხოვრეს რამდენიმე ხანი, შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდნენ ზ---------ნში მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელ სახლში და ბავშვებიც ზ---------ნში მიიყვანეს საბავშვო ბაღში და სკოლაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- ვიდეო მასალა;

-მოწმე ჟ--–------–------ის ჩვენება.

 

3.1.3. გასულ წელში ოჯახური უსიამოვნების გამო მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და მოსარჩელე ს------- ც----ე სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ. არასრულწლოვანი შვილები იზრდებიან და ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელ სახლში ქალაქ ზ---------ნში მოპასუხის ბ---------------ის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო სადავო საცხოვრებელ სახლს არ მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ქონებად, ვინაიდან დასტურდება, რომ მოპასუხის დედის ჟ--–------–------ის 1964 წლის 25 აპრილის განცხადების საფუძველზე ო-----------ის (დღევანდელი ხ---------–ის) რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 11 ივლისის N236 გადაწყვეტილებით მას გამოეყო სამოსახლო მიწის ნაკვეთი, ,ახალი დასახლების უბანში„ 600 კვ.მ. და ნება დაერთო ეწარმოებინა ბინათმშენებლობა წარდგენილი პროექტის მიხედვით. დახმარება და კონტროლი პროექტის მიხედვით მშენებლობის მიმდინარეობაში დაევალა კომუნალური მეურნეობის კომბინატის დირექტორს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ჟ--–------–------ის განცხადება, ცნობა და მიმართვა;

- ო-----------ის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 11 ივლისის N236 გადაწყვეტილება;

- მოპასუხის განმარტება;

- მოწმე ჟ--–------–------ის ჩვენება;

 

3.2.2 მოპასუხის მშობლებმა ჟ--–------–------ემ და გ------------------ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე 1965 წელში დაიწყეს სახლის მშენებლობა შედგენილი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. სახლის მშენებლობა დასრულდა და დაიხურა 1972 წელში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ხარჯთაღრიცხვა;

- მოპასუხის განმარტება;

- მოწმე ჟ--–------–------ის ჩვენება;

 

3.2.3. ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 750 კვ.მ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 164.80 კვ.მ. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1986 წლის 08 აპრილს გაცემული ტექნიკური პასპორტის თანახმად წარმოადგენს მოპასუხის მამის გ------------------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება;

- მოპასუხის განმარტება;

- მოწმე ჟ--–------–------ის ჩვენება;

 

3.2.4 საჯარო რეესტრში უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის საკუთრების რეგისტრაცია გ-----------------ის სახელზე ვერ განხორციელდა ვინაიდან იგი არის შშმ პირი, ქმედუუნარო, რის გამოც მშობლებმა აღნიშნული უძრავი ქონება გადასცეს მოპასუხეს , რაც უნდა ჩაითვალოს ჩუქებად და ვერ იქნება მიჩნეული თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძვლად. შესაბამისად მოსარჩელე ვერ იქნება ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრე, რადგან ქონების შეძენა არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- აუდიტის დასკვნა;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.5. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაციის გამო საჯარო რეესტრის სააგენტომ დოკუმენტაცია შესწავლისათვის გადააგზავნა ხ---------–ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. 20-8 წლის 1 ოქტომბერს გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა და უძრავი ქონება ხ---------–ში ნ-------ის ქუჩა N--ში ს/კ 3--0-.3-.3-- მდებარე მიწის ნაკვეთი უკვე 1215 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 156 კვ.მ დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებაში.

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება მოპასუხის საკითრებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი 750 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი 164.34 კვ.მ. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში კი მოპასუხე გახდა 1215 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. შესაბამისად მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ 465 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ნახევარზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მოპასუხის განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 1158-ე, 1161-ე, 1162-ე, 1164-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი იყენებს კანონით მასზედ მინიჭებულ უფლებას, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრედ იგი უნდა იქნეს აღრიცხული.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მიერ მითითებულ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა ფაქტობრივ გარემოებასა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩლემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელთა ერთობლიობაში განხილვის შედეგად უტყუარად დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რომ საცხოვრებული სახლი მდებარე ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N-- ში შეიძინეს თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა.

 

6.3. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ სახედ: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1161-ე და 1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომით და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა, სწავლა და ა.შ.) გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების პერიოდში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ს------- ც----ეს რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა სადავო საცხოვრებელი სახლის შეძენას თანაცხოვრების პერიოდში არ წარმოუდგენია, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი მდებარე ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N--ში, რომელიც რეგისტრირებულია მოპასუხე ბ---------------ის საკუთრებაში, შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების დროს და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და სადავო უძრავი ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ო-----------ის (დღევანდელი ხ---------–ის) რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 11 ივლისის N236 გადაწყვეტილებით მოპასუხის დედას ჟ--–------–------ეს გამოეყო სამოსახლო მიწის ნაკვეთი, ,ახალი დასახლების უბანში„ 600 კვ.მ. და ნება დაერთო ეწარმოებინა ბინათმშენებლობა წარდგენილი პროექტის მიხედვით. მოპასუხის მშობლებმა ჟ--–------–------ემ და გ------------------ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე 1965 წელში დაიწყეს სახლის მშენებლობა შედგენილი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. სახლის მშენებლობა დაასრულეს და დახურეს 1972 წელში. ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 750 კვ.მ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფართით 164.80 კვ.მ. მესაკუთრედ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა მოპასუხის მამის გ------------------ის საკუთრებად და გაიცა ტექნიკური პასპორტი.

 

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და არ არის შეძენილი თანაცხოვრების პერიოდში. მხარეები როდესაც დაქორწინდნენ მოსარჩელე მიიყვანეს სადავო საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სადავო საცხოვრებელი სახლის ერთობლივი ცხოვრების პერიოდში შეძენის დამადასტურებელი, გარდა მისი განმარტებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერისა.

 

6.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმე ჟ--–------–------ის ჩვენებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 750 კვ.მ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 164.80 კვ.მ. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის თანახმად წარმოადგენს მოპასუხის მამის გ------------------ის საკუთრებას. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში მასზე ვერ განხორციელდა რეგისტრაცია და მშობლების შეთანხმებით სადავო უძრავი ქონება გადაეცა მოპასუხეს , რაც უნდა ჩაითვალოს ჩუქებად და ვერ იქნება მიჩნეული თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძვლად. შესაბამისად მოსარჩელე ვერ იქნება ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრე, რადგან ქონების შეძენა არ მომხდარა.

 

ინდივიდუალურ საკუთრებაში კი მოიაზრება ის ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით და შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრება არ ვრცელდება. მოპასუხემ მშობლებისაგან მიიღო ინდივიდუალურ საკუთრებაში უძრავი ნივთი. ის ფაქტი, რომ ქონების გადაცემა და მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაცია მოხდა მოსარჩელესთან ცხოვრების პერიოდში, არ ცვლის ქონების გადაცემის დანიშნულებას და არ წარმოადგენს ეს ფაქტი ქონებაზე საერთო საკუთრების რეჟიმის გავრცელების საფუძველს.

 

კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით განსაზღვრა მეუღლის ინდივიდუალური ქონების წარმოშობის საფუძვლად უსასყიდლოდ ქონების მიღება ერთ-ერთი მეუღლის მიერ - ჩუქება. მიზანი კანონმდებლისა ის იყო, რომ ერთ-ერთი მეუღლისათვის მესამე პირის მიერ ქონების გადაცემა უსასყიდლოდ - როგორც უშუალოდ დასაჩუქრებულის მიერ მიღებული სიკეთე მჩუქებლისაგან მადლიერებისა თუ პატივისცემის, ან ზრუნვისა თუ სხვ. ნიშნად - ყოფილიყო სწორედ ამ მეუღლის - დასაჩუქრებულის ქონება. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლის მიზნიდან გამომდინარე, რომელი მიზანიც ჰქონდა მას სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლთან მიმართებით, სადავო ქონება უნდა შეფასდეს, როგორც ,,დასაჩუქრებული“ ბ---------------ის ინდივიდუალური ქონება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე ბ---------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. შესაბამისად, სადავო ქონებაზე მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მასზე როგორც თანასაკუთრების საგანზე, მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ გააჩნია. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი გამოდის იმ ვარაუდიდან (პრეზუმფცია), რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად ხ---------–ში ნ-------ის ქუჩა N--ში (ს/კ 3--0-.3-.3--) მდებარე უძრავი ქონებიდან 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებად.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების თანახმად მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა, კერძოდ ის, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელზეც მეუღლეთა თანასაკუთრება არ ვრცელდება.

 

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით და ცნობა-დახასიათებით დგინდება მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი 750 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი 164.34 კვ.მ. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში კი მოპასუხე გახდა 1215 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

 

მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომ სასამართლოს მიერ მის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნეული უძრავი ქონების გარდა, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებდან 465 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ასევე წარმოადგენს მის ინდივიდულაურ საკუთრებას ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება ვრცელდება მოპასუხის ინდივიდუალურ საკითრების გარდა არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ მხოლოდ 465 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ნახევარზე, რომლითაც ფაქტობრივად გაიზარდა მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრება.

 

შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე აღიარებული უნდა იქნეს მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მხოლოდ 465 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რაც შეადგენს 30 ლარს.

 

ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 30 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ზ---------ნის რაიონული სასამართლოს მიერ20-9 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N--ში ს/კ 3--0-.3-.3-- მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ს------- ც----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1 მოსარჩელე ს------- ც----ე (პ/ნ 1----------) აღიარებული იქნეს თანამესაკუთრედ 20-8 წლის 15 ივნისს მოპასუხე ბ---------------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N--ში, (ს/კ 3--0-.3-.3--) მდებარე 1215 კვ მ მიწის ნაკვეთიდან 465 კვ მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ 1/2 ნაწილზე.

2 მოსარჩელე ს------- ც----ეს (პ/ნ 1----------) უარი ეთქვას 20-8 წლის 15 ივნისს მოპასუხე ბ---------------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავი ქონების 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 156 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის მდებარე ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N-, ს/კ 3--0-.3-.3-- 1/2 წილის თანამესაკუთრედ აღიარებაზე.

3. მოპასუხე ბ---------------ეს(პ/ნ 5----------) დაეკისროს მოსარჩელე ს------- ც----ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 30(ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

3.1. მოსარჩელე ს------- ც----ის (პ/ნ 1----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30(ოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. ზ---------ნის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ხ---------–ში, ნ-------ის ქუჩა N--ში ს/კ 3--0-.3-.3-- მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------ნის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ---------ნის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე