განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119002892219
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1058-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2019 წელი თ---–--ი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-------------–--ის, გ--------------–---–-ს, ნ--------------ის,ბრალდებულ _ გ-----------–---–-ს,ადვოკატების _ ბ--–-------–----ს, კ------------------------–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-----------------------–---–-ს (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-----ში, ს------–-----–-----ში, N--------------ის ბინა N---–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ---–--ში, ქ-----------ის N---- წინ, ქურდობისთვის ნასამართლევი გ-----------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე--------------ის კუთვნილ 12 000 ლარად ღირებულ „მ-----------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: A--------.

2019 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი გ-----------–---–- ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თ---–--ში, დავით ს-------–---–------------ს N---ის წინ დამონტაჟებულ, შპს „დ---------------------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას, რისთვისაც იგი ცდილობდა აპარატის კარის გატეხვას. გ-----------–---–მა ფულის დაუფლება ვერ მოახერხა, რადგან იგი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულის წარმომადგენელ ლ-------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობდა შპს „დ---------------------------ში“ უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. აღნიშნულ კომპანიას სხვადასხვა ტერიტორიაზე დამონტაჟებული აქვს „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. 2019 წლის 04 თებერვალს მიიღო განგაშის სიგნალი დ.ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარედ მდგარი ჩარიცხვის აპარატიდან. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ აპარატის კარი იყო დაზიანებული, კერძოდ, ზედა ნაწილი იყო გადმოწეული, თუმცა კარი გაღებული არ ყოფილა და აპარატიდან თანხა წაღებული არ იყო. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურის გაყოლებაზე ძირს ეყარა სახრახნისი, გატეხილი დანა, ავტომანქანის გასაღები და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. როგორც მისთვის ცნობილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატში იყო დაახლოებით 2 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

დაზარალებულ ე--------------ის ჩვენებით, მუშაობს ინტერიერის დიზაინის პოზიციაზე. მისი ოფისი მდებარეობს თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში, სადაც მასთან ერთად ასევე მუშაობდა გ-----------–---–-, რომლის მოვალეობაში შედიოდა ინვენტარის ადგილზე მიტანა და მძღოლის ფუნქციების შესრულება. გ-----------–---–- გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი „მ-----------“ მარკის ავტომანქანით, რაც იმ პერიოდისთვის რეგისტრირებული იყო მისი თანამშრომლის - ლ-–-----------–იძის სახელზე, რომელიც ასევე მუშაობდა მასთან მძღოლის და დიზაინერის პოზიციაზე. მის ყველა თანამშრომელს უფლება ჰქონდა ესარგებლა მისი კუთვნილი ავტომანქანებით, პლასტიკური ბარათებითა და ფულადი თანხით, მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. „მ-----------“ მარკის ავტომანქანას ჰქონდა ორი გასაღები, რის შესახებაც იცოდა გ-----------–---–მა, რომელიც მასთან მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ის არის მისი მეგობარი და ოჯახის ახლობელი. 2019 წლის 03 თებერვალს, საღამოს საათებში, თანამშრომლებთან: ლ-–-----------–---სთან, ნ-----–----------–-–---–თან და დ---–--------სთან ერთად იმყოფებოდა ფუნიკულიორზე. ოფისში დაბრუნების დროს „მ-----------“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს ოფისის წინ, ხოლო მანქანის გასაღები შეინახა ჩანთაში. მეორე გასაღები სად იყო, მისთვის ცნობილი არ იყო. 2019 წლის 04 თებერვლის დილას მივიდა სამსახურში, რის შემდეგაც წავიდა შეხვედრაზე. სამსახურში ნახა ლ-–-----------–---, რომელსაც მანქანასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მოგვიანებით დაუკავშირდა ლ-–-----------–---, რომელმაც ჰკითხა თუ სად იყო მანქანა. ავტომანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში. მას დაზიანება არ ჰქონია. გ-----------–---–- სამსახურიდან წასვლის შემდგომ, ნახა მომხდარ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, რომელმაც სთხოვა ფულადი თანხით დახმარება, თუმცა მანქანა მას არ უხსენებია. პოლიციაში ყოფნისას შეიტყო მანქანის ადგილსამყოფელი, რომელიც წაყვანილი ჰყავდა გ-----------–---–ს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა მისი მონაწილეობით დაათვალიერეს მანქანა, საიდანაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთი. გ-----------–---–ს, რომ ეთხოვა მისთვის მანქანა, აუცილებლად ათხოვებდა. 2019 წლის 03 თებერვლის საღამოს იყო დაღლილი, რის გამოც ტელეფონი ჰქონდა გამორთული. მეორე დღეს, დილის საათებში, ტელეფონის ჩართვისას მიუვიდა ექვსი შეტყობინება, რომ გ-----------–---–- 03 თებერვლის საღამოს ცდილობდა მასთან დაკავშირებას. იმ შემთხვევაში თუ გ-----------–---–ს დასჭირდებოდა ავტომანქანა და ვერ შეძლებდა მასთან დაკავშირებას, მას ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მის დაუკითხავად წაეყვანა მანქანა. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გ-----------–---–- ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას და წაუყვანია მანქანა. გ-----------–---–-ს ქმედებით მას ზიანი არ მისდგომია. იმ შემთხვევაში თუ გ-----------–---–- მიუყვანდა დაზიანებულ მანქანას, გაბრაზდებოდა, იჩხუბებდა, მაგრამ პრობლემას არ შეუქმნიდა. მისივე ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია არავის მხრიდან. გამომძიებელი წერდა იმას, რასაც თავად ამბობდა. დაკითხვის დასრულების შემდგომ, გაეცნო გამოკითხვის ოქმს და ხელმოწერით დაადასტურა მისი ნამდვილობა.

მოწმე მ---------------ის ჩვენებით, მისი მეუღლე ლ-–-----------–--- მუშაობდა ე--------------ის ოფისში მძღოლის პოზიციაზე. 2019 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში მივიდა თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე, ე--------------ის სამუშაო ოფისთან. ოფისის წინ შენიშნა „მ-----------“ მარკის ავტომანქანა, რაც რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, თუმცა წარმოადგენდა ე--------------ის საკუთრებას. ავტომანქანასთან იმყოფებოდა ე--------------ის თანამშრომელი გ-----------–---–- კართან ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ხელში ეჭირა მოგრძო მავთული და ცდილობდა ავტომანქანის კარის გაღებას. მის შეკითხვაზე თუ რას აკეთებდა, გ-----------–---–მა უპასუხა, რომ სურდა მანქანის წაყვანა, რომელშიც იდო მანქანის გასაღები, რის შესახებაც ინფორმირებული ჰყავდა ე--------------ი. თავად შეეცადა ე--------------თან დარეკვას, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ტელეფონი ჰქონდა გამორთული. 2019 წლის 04 თებერვალს, მეუღლისგან შეიტყო, რომ „მ-----------“ მარკის ავტომანქანა იყო მოპარული, რის შემდეგაც მეუღლეს უთხრა მის მიერ ნანახი ფაქტის შესახებ. მოწმის განმარტებით, მისი იქ ყოფნის დროს ავტომანქანას არც ერთი ფანჯარა დაზიანებული არ ჰქონია.

მოწმე ლ-–-----------–იძის ჩვენებით, მუშაობდა თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე ე--------------ის ოფისში მძღოლის და დიზაინერის პოზიციაზე. სარგებლობაში ჰყავდა ე--------------ის კუთვნილი „მ-----------“ მარკის ავტომანქანა, რაც რეგისტრირებული იყო მის სახელზე. 2019 წლის 03 თებერვალს, სამუშაოდან დაბრუნებულმა მანქანა გააჩერა ოფისის წინ ბორდიურზე, ხოლო მანქანის გასაღები გადასცა ე--------------ს. 04 თებერვალს ოფისთან არ დახვდა ავტომანქანა, რაზეც დაურეკა ე--------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მანქანის გასაღები ჰქონდა თავად, ხოლო მანქანა სად იყო, მისთვის ცნობილი არ იყო. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა მისი მეუღლე - მ---------------ე, რომელმაც საუბრისას უთხრა, რომ 03 თებერვალს, თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე ოფისთან ყოფნისას დაინახა გ-----------–---–-, რომელიც იმყოფებოდა „მ-----------“ მარკის მანქანასთან ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ხელში ეჭირა მავთულისმაგვარი საგანი და ცდილობდა მანქანის კარის გაღებას. მოწმის განმარტებით, 03 თებერვალს, როდესაც ავტომანქანა გააჩერა ოფისთან, მას ფანჯარა ჩამსხვრეული ან დაზიანებული არ ჰქონია. მისთვის უცნობი იყო მანქანაში ინახებოდა თუ არა მანქანის მეორე გასაღები. ე--------------თან მუშაობის დროს მასთან ათანხმებდა მანქანით სარგებლობის საკითხს, თუმცა როდესაც მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ავტომანქანით უსარგებლია მის დაუკითხავად.

მოწმე ი-----–---------ს ჩვენებით, 2019 წლის 04 თებერვალს მეწყვილე გ---------------–---–თან ერთად მოძრაობდა თ---–--ში, ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა ხეს ამოფარებული პიროვნება, რომელიც გაიქცა მათ დანახვაზე. გ---------------–---–ი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო თავად დაედევნა მამაკაცს, რომელსაც ჯიბიდან ამოუვარდა რაღაც საგანი, რაც ანათებდა. მამაკაცი გაიქცა რიონის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც დაკარგა მისი კვალი. უკან მობრუნებისას ნახა, რომ განათებული ნივთი, რაც გაქცეულ მამაკაცს დაუვარდა ძირს, იყო მობილური ტელეფონი. იქვე ახლოს ეყარა დანისმაგვარი დეფორმირებული ნივთი, სახრახნისი და „მ-----------“ მარკის ავტომანქანის გასაღები. ამის შემდგომ, ოპერატიული მორიგისგან მიიღო შეტყობინება, რომ დაზიანებული იყო თ---–--ში, ს-------–---–------------ს N---ში მდებარე „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულ იქნა გამოძიება.

მოწმე მ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 04 თებერვალს მონაწილეობა მიიღო „მ-----------“ მარკის ავტომანქანის ამოღებაში და ბრალდებულის სახით გ-----------–---–-ს დაკავებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე თ-----------ის ჩვენებით, 2019 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარდა ავტომანქანის ამოღება, რაც რეგისტრირებული იყო ლ-–-----------–იძის სახელზე, თუმცა ეკუთვნოდა ე--------------ს. დაზარალებულთა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა ავტომანქანა, საიდანაც ამოიღო გ-----------–---–-ს არაერთი ნივთი, რასთან დაკავშირებითაც დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა და გამოკითხა მოწმეები. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო გ-----------–---–-ს მიერ, რის შემდეგაც ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მოხდა გ-----------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავება.

მოწმე ნ-----–-------–----ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულის სახით დააკავა გ-----------–---–- და დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა.

მოწმე ლ------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 04 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტი ჩადენილი იყო ლ-–-----------–იძის მიერ, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე მივიდა „მ-----------“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: A--------, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ც-------------–---–--ს ჩვენებით, 2019 წლის 05 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ „-----------–---------ს“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობა და „მ-----------“ მარკის ავტომანქანის ქურდობა ჩადენილი ჰქონდა გ-----------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა გ-–---------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარედ და აპირებდა მიმალვას, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ზ---------------–---–-ს ჩვენებით, თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში ფლობს კომერციულ ფართს. მისი ოფისის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ოთხი ვიდეოკამერა. მისი კომერციული ფართის მარცხენა მხარეს დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა აღნიშნულ აპარატს აფიქსირებს თუ არა რომელიმე ვიდეოკამერა, მისთვის უცნობია. ე--------------თან, რომელსაც ნაქირავები აქვს მისი ერთ-ერთი ობიექტი, აკავშირებს ახლო ნაცნობობა.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ კ----------------ს ჩვენებით, 2019 წლის 04 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ--------–-----სთან ერთად გამოცხადდა თ---–--ში, დ.ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ადგილზე განთავსებული იყო „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის 10 მეტრის მოშორებით მიწის ზედაპირზე ნანახი და ამოღებულ იქნა „მ-----------“ მარკის ავტომანქანის გასაღები. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებულ იქნა დაზიანებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სახრახნისი სწორი პირით, გატეხილი დანა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ტერმინალის N1----.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ--------–----ის ჩვენებით, 2019 წლის 15 აგვისტოს, ექსპერტ ნ-----------–---–თან ერთად გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტებში, წარწერებით: „ავტომანქანის გასაღები, ამოღებული მიწის ზედაპირიდან“ მოთავსებულ გასაღებზე (ობ. N1), „მობილური ტელეფონი, ამოღებული მიწის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ტელეფონზე (ობ. N2) და „სანთებელა, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ სანთებელაზე (ობ. N3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1,3-ის პროფილების მაჟორული წილი და ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან... აღებული ბრალდებული გ-----------------------–---–-). ობ. N1-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: „სათვალე, ასანთის კოლოფი, ნაჭრის შალითა, პლასტიკური ბარათი, ქაღალდი ნაბეჭდი ტექსტით, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ სათვალეზე (ობ. N4), შალითაზე (ობ. N5), ასანთის კოლოფზე (ობ. N6), პლასტიკურ ბარათზე (ობ. N7) და ქაღალდზე (ობ. N8) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია;

ობიექტი N4-ის პროფილის მაჟორული წილი და ობიექტი N6-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება გ-----------–---–-ს (ობ. N69) გენეტიკური პროფილისგან;

ობიექტი N7-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ-----------–---–-ს (ობ. N69) გენეტიკური პროფილისგან და ობიექტი N4,6-ის პროფილების ერთ-ერთი წილისგან;

ობიექტი N5,8-ის გენეტიკური პროფილები და ობიექტი N7-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: „ასანთის კოლოფი, სარეკლამო ბროშურა, ქვითარი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ასანთის კოლოფზე, ბროშურაზე და გადახდის ქვითარზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ-----------–---–-სა (ობ. N69) და ობ. N4,7-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილისგან. ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტებში, წარწერებით: „ორი მეტალის საგანი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ მეტალის ფირფიტებზე (ობ. N10,11), „სამი მეტალის საგანი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ მეტალის ფირფიტებზე (ობ. N12-14) და „ერთი მეტალის საგანი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ მეტალის ფირფიტაზე (ობ. N15), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით: „სახრახნისი დაზიანებული პირით, მოყავისფრო სახელური“, მოთავსებულ სახრახნისზე (ობ. N16) და დანაზე (ობ. N17,18) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N16,18-ის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა ერთი წილი და ობ. N17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69). ობ. N18-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: „რეზინის დეტალი, მასში არსებული მინის ნამსხვრევებით, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ დეტალზე (ობ. N19) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: „ნაჭრის ჩანთა შიგთავსით“, მოთავსებულ ზურგჩანთაზე (ობ. N20,21), მასში მოთავსებულ დამტენზე (ობ. N22), სახრახნისზე (ობ. N23), ქურთუკზე (ობ. N25,26), შარვალზე (ობ. N27,28), ხელთათმანებზე (ობ. N29,30), თასმაზე (ობ. N31) და ფანარზე (ობ. N32) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N20-22,31,32-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N20-22,32-ის გენეტიკური პროფილების ერთი წილი და ობ. N23,25-30-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69). ობ. N20-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. N31-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. ზურგჩანთის ჯიბეში მოთავსებულ მეტალის ფირფიტაზე (ობ. N--), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტებში, წარწერებით: „თექვსმეტი ანაწმენდის ნიმუში, აღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N33-48), „ორი ლატექსის ხელთათმანი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ორ ხელთათმანზე (ობ. N49,50) და „ორი ლატექსის ხელთათმანი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------, ე.წ. „ბარის“ სათავსოდან“ მოთავსებულ ორ ხელთათმანზე (ობ. N51,52) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით: „ორი ქაღალდი, მასზე არსებული ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტით, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე და გადახდის ქვითარზე (ობ. N53) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69). ობ. N53-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: „ფურცლები ნაბეჭდი ტექსტით, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ქაღალდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N54) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება გ-----------–---–-ს (ობ. N69) გენეტიკური თანამონაწილეობა;

პაკეტებში, წარწერებით: „მოთეთრო საგანი, ამოღებული აპარატის მონიტორის და სარეკლამოს შორის“ მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე (ობ. N55) და „სიგარეტის ღერი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ სიგარეტის ღერზე (ობ. N56) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით: „ხუთლარიანი ქაღალდის კუპიურა, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ხუთლარიან კუპიურაზე ბიომასალაზე საეჭვო ხილული ლაქები არ აღინიშნება;

პაკეტში, წარწერით: „ერთი წყვილი ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. N57) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69);

პაკეტში, წარწერით: „ნაჭრის ქურთუკი, ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ. N58) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------–---–ს (ობ. N69);

პაკეტში, წარწერით: „მიკრონაწილაკები ათ მწ/ფირზე, აღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: A--------“, მოთავსებულ ორ მწებავ ფირზე (ობ. N61; კონვერტი, წარწერით: „მიკრონაწილაკები მწ/ფირზე, აღებული ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და ობ. N67 კონვერტი, წარწერით: „მიკრონაწილაკები მწ/ფირზე აღებული ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N61-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი და ობ. N67-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, იდენტურია ობ. N9-ის პროფილის მაჟორული წილის და განსხვავდება გ-----------–---–-ს (ობ. N69) გენეტიკური პროფილისაგან და ობ. N4,7-ის პროფილების მაჟორული წილისაგან. ობ. N61-ის პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

დანარჩენ რვა მწებავ ფირზე (ობ. N59,60,62–66,68), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: ზ-------–----ის და დ-------------–---–-ს ჩვენებებით, 2019 წლის 28 თებერვალს გასცეს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N4------------ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, „M------------------“-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო NA--------, დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კარის სტაციონარული მინა. აღნიშნული მინა შესაძლებელია დაზიანებული იყოს როგორც რბილი, ასევე საფარის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, „M------------------“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო NA--------, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციური ცვეთის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 12 000 ლარს.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, „M------------------“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო NA--------, უკანა მარცხენა კარის სტაციონარული მინის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 40 ლარს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-–-----------ს ჩვენებით, ბრალდებულ გ-----------–---–-საგან, მისივე თანხმობით, სტერილური ჩხირის გამოყენებით აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: ნ-------------ს და ლ-----–----–----ის ჩვენებებით, 2019 წლის 11 თებერვალს გასცეს ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N2-------------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ შპს „დ---------------------------ს“ კუთვნილ, „EXSPRESS BANK”-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები დეფორმაციის, ჭყლეტის, ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

ექსპერტიზაზე წარდგენილ შპს „დ---------------------------ს“ კუთვნილ, „EXSPRESS BANK”-ის სწრაფი ჩასარიცხი აპარატის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 120 ლარს, ხოლო „EXSPRESS BANK”-ის სწრაფი ჩასარიცხი აპარატის საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 3 800 ლარს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ--------–--------–---–-ს ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ-------------–--ლთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნივთიერი მტკიცებულების - დალუქული ავტომანქანის დათვალიერებაში, რისი მიმდინარეობაც აისახა შესაბამის ოქმში, სადაც დაფიქსირებულია იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც ამოღებულ იქნა ავტომანქანის დათვალიერების დროს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 04 ივლისს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომანქანის გასაღების ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

მობილური ტელეფონის ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი, ფრაგმენტის სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

დაზიანებული სანთებელას ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

სათვალის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

ქაღალდის (ნაბეჭდი წარწერით) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

პლასტიკური ბარათის (წარწერით: „Gulf CLUB“) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

ასანთის კოლოფის ერთ-ერთი გვერდის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

ქაღალდის სარეკლამო ბროშურის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

ასანთის კოლოფის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

საქართველოს ბანკის გადახდის ქვითრის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

ლითონის ორი საგნიდან, ერთ-ერთი, შედარებით დიდი ზომის საგანზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

ლითონის სამი საგნის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

ლითონის ერთი საგნის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

სახრახნისის და გატეხილი დანის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

შავი რეზინოვანი მასალის, სამკუთხა ფორმის დეტალის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

შავი დამტენის (ელ. სადენით) ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

სახრახნისის (მონარინჯისფრო ტარით) ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

მოვერცხლისფრო ლითონის, მოგრძო ფორმის, ბრტყელი ფირფიტის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;

მოყავისფრო ფანრის ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 47X51მმ (კონვერტი, წარწერით: „ერთი დ/ფირი ს/კვლებით ამოღებული ავტომანქანის წინა მარცხენა კარის ჩარჩოს გარეთა ზედაპ.“), გადატანილი ხელის ორი თითის კვალიდან მარჯვენა მხარეს მდებარე კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია (პირობითად კვალი N1);

დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 29X45მმ (კონვერტი, წარწერით: „ერთი დ/ფირი ნ/კვლებით ამოღ. ა/მ სიჩქარის გადართვის კოლოფის ღერძის მიმდებარედ ე.წ. ბარის ზედაპირზე“), გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების ნაკადის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

დაქტილოფირზე, მაქს. 25X45მმ (კონვერტი, წარწერით: „ერთი დ/ფირი ნ/კვლებით ამოღ. ა/მ ე.წ. „ბარის“ სათავსოს ხუფის ზედაპ.“), გადატანილი ხელის ორი თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

მოწმის ჩვენებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამჟამად არ არსებობს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა. ბიუროს არა აქვს წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზასთან, რის გამოც დაქტილოფირზე გადატანილი, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის თითის კვალი (პირობითად კვალი N1) ვერ იქნა შედარებული ბაზასთან.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 06 თებერვალს, ბრალდებულ გ-----------–---–-სგან, მისივე თანხმობით აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-----------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 30 ივლისს გასცა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, „მ-----------“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: A--------”, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის, საზურგის, წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეციალურ წებოვან ფირფიტებზე; პაკეტში წარწერით: „ერთი წყვილი ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი“, მოთავსებული მარცხენა ფეხსაცმლის და პაკეტში წარწერით“ „ერთი ნაჭრის ქურთუკი, მოთავსებული ქურთუკის ზედაპირებზე“ აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: „ერთი ნაჭრის ჩანთა შიგთავსით“, მოთავსებულ ჩანთაში არსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ვინაიდან აღნიშნული სახის ბოჭკოები არიან ფართოდ გავრცელებული, მათ გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, პაკეტებში წარწერით: „16 ანაწმენდის ნიმუში, აღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: A--------, შიდა და გარეთა ზედაპირიდან“ და „ნერწყვის ნიმუში, აღებული ბრალდებულ გ-----------------------–---–-სგან“, მოთავსებულ სპეციალურ დანიშნულების ბამბისთავიან ჩხირებზე, ბოჭკოები და მიკრონაწილაკები გამოსაკვლევად უვარგისია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.

ბრალდებულ გ-----------–---–-ს ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს დაზარალებულ ე--------------თან. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მის ოფისში მძღოლის პოზიციაზე. სარგებლობდა ე--------------ის კუთვნილი სამი ავტომანქანით, მათ შორის „მ-----------“ მარკის ავტომანქანითაც. ე--------------თან ჰქონდა იმდენად ახლო ურთიერთობა, რომ მის დაუკითხავად შეეძლო ესარგებლა სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით. ე-----სგან იცოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ ვერ დაუკავშირდებოდა მას, ჰქონდა სრული უფლება ესარგებლა მისი ავტომანქანით, რითაც არაერთხელ უსარგებლია. 2019 წლის 03 თებერვალს ცდილობდა ე--------------თან დაკავშირებას, თუმცა ვერ შეძლო. ღამის საათებში მისული იყო თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე ოფისში, სადაც ასევე მივიდა ლ-–-----------–იძის მეუღლე, რომელმაც იკითხა ე-----, რის შემდეგაც დაურეკა მას და წავიდა. მანქანის მოპარვის მცდელობა არ ჰქონია და მავთულის გამოყენებით მანქანის გახსნა არ უცდია. „მ-----------“ მარკის ავტომანქანით აპირებდა სოფელში წასვლას, რისთვისაც უკავშირდებოდა ე--------------ს, თუმცა ვინაიდან ვერ დაუკავშირდა და იცოდა მანქანის გასაღების ადგილსამყოფელი, აიღო გასაღები და წაიყვანა მანქანა. იანვრის თვის ბოლოს ე--------------ისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ 03 თებერვალს შესაძლოა დასჭირვებოდა მანქანა. ბრალდებულის განმარტებით, ავტომანქანას დაზიანება არ ჰქონია. მანქანით ჩავიდა სოფელში, მივიდა სახლში, გახსნა ჭიშკარი და მანქანის ეზოში შეყვანის დროს დაიკეტა კარი, რა დროსაც მანქანის სახელური მოხვდა მინას და გატყდა უკანა კარის მინა. თ---–--ში დაბრუნების დროს, „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან გაუთავდა საწვავი. გადმოვიდა მანქანიდან, ჯიბეში ჩაიდო დანა და წავიდა ბენზინის შესაძენად. ჩასარიცხ აპარატთან შეხება არ ჰქონია. ბენზინის შეძენა ვერ შეძლო, რის შემდეგაც მიბრუნდა უკან და იმ დროს, როდესაც მოძრაობდა ჩასარიცხი აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის მიმართულებით და იმყოფებოდა აპარატიდან 30 მეტრის დაშორებით, ჩაუარა მანქანამ, საიდანაც გადმოხტნენ მამაკაცები, რომლებმაც მოსთხოვეს შეჩერება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, შეეშინდა მათი და შეეცადა გაქცევას, რა დროსაც ძირს დაუვარდა მანქანის გასაღები, ტელეფონი და დანა. ამის შემდგომ მისული იყო ე-----ს საცხოვრებელ სახლთან და ელოდებოდა მასთან შეხვედრას, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--ში, დ.ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარედ ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც დგას „-----------–---------ს“ ყვითელი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატის კარი, რომელზეც დამონტაჟებულია ფულის და ქვითრის მიმღები მოწყობილობები, არის ოდნავ წინ გადმოწეული და კარის ზედა მარცხენა მხარეს აღენიშნება დეფორმაციის და დაზიანების კვალი. აპარატიდან დაახლოებით 10 მეტრში, ფეხით სავალი ნაწილის გვერდით, მიწის ნიადაგზე დევს შავი „მ-----------“ მარკის ავტომანქანის გასაღები რკინის ჩამოსაკიდით, გატეხილი დანა ყავისფერი ტარით და ბრტყელპირიანი რკინის სახრახნისი. ბორდიურის გაყოლებაზე, რიონის ქუჩის კვეთასთან, მიწის ნიადაგზე დევს მუქი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ნივთები ამოიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

ამოღების ოქმის შესაბამისად, ე--------------ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის გასაღები.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2019 წლის 04 თებერვალს ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: A--------, დალუქულ მდგომარეობაში. ავტომანქანა დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა მესაკუთრეების: ლ-–-----------–იძის და ე--------------ის მონაწილეობით. მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა 16 ანაწმენდი, მიკრონაწილაკები, რეზინის დეტალი მასში არსებული მინის ნამსხვრევებით, ორი ლატექსის (რეზინის) ხელთათმანი, ერთი წყვილი ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი, სიგარეტის ღერი, ორი ასანთის კოლოფი, სარეკლამო ბროშურა, ქვითარი, სათვალე, ნაჭრის ჩალითა, პლასტიკური ბარათი, ქაღალდი ნაბეჭდი ტექსტით, ხუთლარიანი კუპიურა, ორი მეტალის საგანი, სანთებელა, ორი ქაღალდი მასზე არსებული ნაბეჭდი და ხელით ნაწერი ტექსტებით, ქურთუკი, „ჯეოსელის“ სიმ-ბარათი, მეტალის საგნები, ნაჭრის ჩანთა მასში მოთავსებული სახრახნისით, ტელეფონის სატენით, შავი ქურთუკით, ერთი წყვილი ხელთათმანით, ჯინსის შარვლით და სამი დაქტილოფირი ხელის კვლებით.

დაკავების ოქმის თანახმად, გ-----------–---–- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 05 თებერვალს, 22:35 საათზე.

 

ქმედებების ჩადენა არაერთგზის:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით, გ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------------–-–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;

გ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ც----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

გ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი------–----–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

გ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------------–-–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ც----------–--ის, ი------–----–----ის და ნ--------------ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი;

გ-----------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

გ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, გ-----------–---–მა გადაიხადა 2017 წლის 24 თებერვალს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის ცნობის მიხედვით, გ-----------–---–მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაასრულა 2017 წლის 16 ნოემბერს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-----------–---–-სთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება გ-----------–---–-ს წინააღმდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------–---–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულების, კერძოდ, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ-----------–---–-ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ასევე სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულთა საკუთრების უფლებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

ის ფაქტი, რომ გ-----------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე--------------ის კუთვნილ ავტომანქანას, რის შემდგომაც ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლებას დასტურდება, როგორც დაზარალებულ ე--------------ის, დაზარალებულის წარმომადგენელ ლ-------------–---–-ს და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმე მ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, იგი თავად შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ ცდილობდა გ-----------–---–- ე--------------ის კუთვნილი „მ-----------“ მარკის ავტომანქანის კარის გაღებას და აღნიშნა, რომ თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე ოფისთან ყოფნისას, შენიშნა გ-----------–---–-, რომელიც იმყოფებოდა მანქანასთან ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ხელში ეჭირა მოგრძო მავთული და ცდილობდა მანქანის კარის გაღებას. გ-----------–---–მა კი განუმარტა, რომ მას ე--------------თან შეთანხმებული ჰქონდა მანქანის წაყვანის საკითხი, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, იმ პერიოდში, როდესაც მისი მეუღლე ცდილობდა ავტომანქანის ადგილსამყოფელის დადგენას, ე--------------ისთვის არ იყო ცნობილი მანქანის ადგილმდებარეობა და დაზარალებულმა მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას შეიტყო ის ფაქტი, რომ ავტომანქანა წაყვანილი ჰყავდა მის ყოფილ თანამშრომელს - გ-----------–---–ს.

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–-----------–---მ სასამართლოს, რომელმაც 03 თებერვალს თავად გააჩერა ავტომანქანა თ---–--ში, ქ-----------ის N2ა-ში მდებარე ოფისის წინ და მანქანის გასაღები პირადად გადასცა ე--------------ს, თუმცა 04 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ მანქანა არ იყო ადგილზე, დაუკავშირდა ე--------------ს, რომლისთვისაც უცნობი იყო ავტომანქანის ადგილსამყოფელი. მოწმის განმარტებით, როგორც მისი მეუღლისგან გახდა ცნობილი, 03 თებერვალს, ღამის საათებში, გ-----------–---–- მავთულის გამოყენებით ცდილობდა მანქანის კარის გაღებას, რა დროსაც მანქანა იყო დაუზიანებელ მდგომარეობაში და არც მინა ჰქონია დაზიანებული.

ის ფაქტი, რომ გ-----------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „დ---------------------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას, რისთვისაც ცდილობდა აპარატის კარის გატეხვას, დასტურდება დაზარალებულის წარმომადგენელ ლ-------------–---–-ს ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 2019 წლის 04 თებერვალს მიიღო განგაშის სიგნალი თ---–--ში, დ.ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან. ადგილზე მისვლისას თავად ნახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი იყო დაზიანებული, თუმცა კარი არ იყო გაღებული და ფულადი თანხა იყო ადგილზე. დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურის გაყოლებაზე ნანახი იქნა ძირს დაგდებული სახრახნისი, გატეხილი დანა, ავტომანქანის გასაღები და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ნივთებზე დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა და გაცემულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ავტომანქანის გასაღებზე და ავტომანქანიდან ამოღებულ სანთებელაზე არსებული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე არსებული გენეტიკური პროფილის წილი ეკუთვნის გ-----------–---–ს. ამავე ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ დადგენილია, რომ სახრახნისზე დაზიანებული პირით, მოყავისფრო სახელურზე და დანაზე არსებული ადამიანის ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–---–ს. ნაჭრის ზურგჩანთაზე, მასში მოთავსებულ დამტენზე, სახრახნისზე, ქურთუკზე, შარვალზე, ხელთათმანზე, თასმაზე და ფანარზე აღმოჩენილი ადამიანის ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და მისი ერთი წილი ეკუთვნის გ-----------–---–ს. გ-----------–---–-ს გენეტიკური თანამონაწილეობა ასევე ვლინდება „მ-----------“ მარკის მანქანიდან ამოღებულ ქაღალდებზე.

მოწმე ც-------------–---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობა და „მ-----------“ მარკის ავტომანქანის ქურდობა ჩადენილი ჰქონდა გ-----------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა თ---–--ში, გ-–---------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარედ და აპირებდა მიმალვას. რაც შეეხება მოწმე ი-----–---------ს ჩვენებას, დასტურდება, რომ 2019 წლის 04 თებერვალს, თ---–--ში ს-------–---–------------ს N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყვილე გ---------------–---–თან ერთად მოძრაობისას, შენიშნა ხეს ამოფარებული პიროვნება, რომელიც გაიქცა მათ დანახვაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაედევნა და ცდილობდა მის შეჩერებას, მამაკაცმა შეძლო გაქცევა, რა დროსაც ძირს დაუვარდა მობილური ტელეფონი. იქვე ახლოს კი ნანახი იქნა დანისმაგვარი დეფორმირებული ნივთი, სახრახნისი და „მ-----------“ მარკის ავტომანქანის გასაღები, რის შემდეგაც ოპერატიული მორიგისგან მიღებულ იქნა შეტყობინება თ---–--ში, ს-------–---–------------ს N---ში მდებარე „-----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებასთან დაკავშირებით.

ის ფაქტი, რომ გ-----------–---–- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარის დაზიანების გზით ცდილობდა მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლებას და იმავე მეთოდით დაეუფლა „მ-----------“ მარკის ავტომანქანას, დასტურდება მოწმეების: ნ-------------ს და ლ-----–----–----ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ შპს „დ---------------------------ს“ კუთვნილ, „EXSPRESS BANK”-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები დეფორმაციის, ჭყლეტის, ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, ხოლო რაც შეეხება ზ-------–----ის და დ-------------–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, დასტურდება, რომ მათ მიერ გაცემული სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ „M------------------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო NA--------, დაზიანებული ჰქონდა უკანა მარცხენა კარის სტაციონარული მინა. აღნიშნული მინა შესაძლებელია დაზიანებული ყოფილიყო როგორც რბილი, ასევე საფარის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დათვალიერების ოქმზე, რითაც დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2019 წლის 04 თებერვალს ამოღებული „მ-----------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: A--------, დალუქულ მდგომარეობაში. ავტომანქანა დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაზარალებულ ე--------------ის მონაწილეობით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს მის საკუთრებას, რაც რეგისტრირებული იყო თანამშრომელ ლ-–-----------–იძის სახელზე. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მართალია განმარტა, რომ მის ყველა თანამშრომელს, მათ შორის გ-----------–---–ს, უფლება ჰქონდა ესარგებლათ მისი კუთვნილი ავტომანქანით, თუმცა ამავე დროს დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე, სადაც იგი უთითებს, რომ გ-----------–---–-სთვის მანქანა არ უთხოვებია და არც ნება დაურთავს მისთვის ავტომანქანის ადგილიდან გაყვანის. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებაში დაზარალებული გაკვირვებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლო გ-----------–---–მა ოფისში შეღწევა იმ პირობებში, როდესაც ოფისის გასაღები აქვს მხოლოდ მას და დამლაგებელს, ხოლო სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ოფისის გასაღები ინახება ოფისში ისეთ ადგილას, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია გასაღებით სარგებლობა. რაც შეეხება ავტომანქანის გასაღების მეორე ეგზემპლართან მიმართებით დასმულ კითხვას, მართალია დაზარალებული განმარტავს, რომ 03 თებერვალს, ოფისის წინ, ავტომანქანის გაჩერების შემდგომ, მანქანის გასაღები შეინახა ჩანთაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი სად ინახებოდა, მისთვის უცნობი იყო, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მანქანის გასაღების მეორე ეგზემპლარი ყოველთვის ინახებოდა ავტომანქანაში, რის შესახებაც ცნობილი იყო მხოლოდ მისთვის და გ-----------–---–-სთვის.

დაზარალებულ ე--------------ის ჩვენების სარწმუნოობის და დამაჯერებლობის შეფასების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა, რომელმაც განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის დროს მასზე იძულებას ადგილი არ ჰქონია, თავად ნებაყოფლობით აძლევდა ჩვენებას, დაკითხვის დასრულების შემდგომ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ხელმოწერით დაადასტურა მისი სისწორე, საერთოდ არ მიუთითებია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა გ-----------–---–ს, როგორც მის ყოფილ თანამშრომელს ან მეგობარს, მისი ნებართვის გარეშე მანქანით სარგებლობის უფლება. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, როდესაც დაზარალებულ ე--------------სა და ბრალდებულ გ-----------–---–ს შორის შეხვედრა შედგა მომხდარ ფაქტამდე ერთი დღით ადრე და მანქანის თხოვებასთან დაკავშირებით მათ შორის საუბარი არ ყოფილა, ასევე იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული ე--------------ი ერთის მხრივ ადასტურებს მის მიერ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენების სისწორეს, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განსხვავებულად აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ე--------------ის სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომელსაც ახლო მეგობრული ურთიერთობა და ოჯახებით ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ გ-----------–---–თან, წინააღმდეგობაში მოდის როგორც მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ სხდომაზე მიცემული ჩვენება არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, ემსახურება ბრალდებულისთვის, როგორც მისი მეგობრისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და იგი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს, წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება - 10 000 ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს ნამდვილად მიადგა თუ არა დიდი ოდენობით ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, ასევე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რითაც დადგენილია, რომ „M------------------“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო NA--------, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციური ცვეთის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 12 000 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ვინაიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 10 000 ლარს.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

საქმის მასალების მიხედვით, ვინაიდან გ-----------–---–- ნასამართლევია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით, დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ქურდობა და ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება და დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-----------–---–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან - ათ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან - შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ-----------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომელთა მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას კი, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სანთებელა; „ჯეოსელის“ სიმ-ბარათი; ხუთლარიანი კუპიურა; ხაკისფერი ქურთუკი; ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ნაჭრის ჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით; რეზინის დეტალი; სათვალე; ნაჭრის შალითა; პლასტიკური ბარათი; ქაღალდი ნაბეჭდი ტექსტით; ქაღალდი მასზე არსებული ნაბეჭდი და ხელით ნაწერი ტექსტებით; სარეკლამო ბროშურა; ქვითარი; ფურცლები ნაბეჭდი ტექსტით; ავტომანქანის გასაღები და მობილური ტელეფონი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს შესანახად შპს „დ---------------------------ს“ წარმომადგენელს; „მ-----------“ მარკის ავტომანქანა და გასაღები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარებული აქვთ ე--------------სა და ლ-–-----------–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

სიგარეტის ღერი; ორი ასანთის კოლოფი; სამი მეტალის საგანი; რეზინის ლატექსი; რეზინის ხელთათმანი; თეთრი საგანი; სახრახნისი; გატეხილი დანა; დაქტილოფირი ხელის კვლებით; ანაწმენდის ნიმუში; მიკრონაწილაკები ათ ფირზე და გ-----------–---–-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე და ავტომანქანის გახსნისა და დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

გ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით, გ-----------–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ გ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 05 თებერვლის 22:35 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სანთებელა; „ჯეოსელის“ სიმ-ბარათი; ხუთლარიანი კუპიურა; ხაკისფერი ქურთუკი; ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ნაჭრის ჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით; რეზინის დეტალი; სათვალე; ნაჭრის შალითა; პლასტიკური ბარათი; ქაღალდი ნაბეჭდი ტექსტით; ქაღალდი მასზე არსებული ნაბეჭდი და ხელით ნაწერი ტექსტებით; სარეკლამო ბროშურა; ქვითარი; ფურცლები ნაბეჭდი ტექსტით; ავტომანქანის გასაღები და მობილური ტელეფონი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს შესანახად შპს „დ---------------------------ს“ წარმომადგენელს; „მ-----------“ მარკის ავტომანქანა და გასაღები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარებული აქვთ ე--------------სა და ლ-–-----------–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

სიგარეტის ღერი; ორი ასანთის კოლოფი; სამი მეტალის საგანი; რეზინის ლატექსი; რეზინის ხელთათმანი; თეთრი საგანი; სახრახნისი; გატეხილი დანა; დაქტილოფირი ხელის კვლებით; ანაწმენდის ნიმუში; მიკრონაწილაკები ათ ფირზე და გ-----------–---–-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე და ავტომანქანის გახსნისა და დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე