გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/710-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე
მოსარჩელე - ნ--------------ე
წარმომადგენელი - ლ--------------ე
მოპასუხე - ზ--------------ე
დავის საგანი - განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ნ--------------ესა და ზ--------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N3-);
1.2. სარჩელის საფუძვლები:
ნ--------------ე და ზ--------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- დეკემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მხარეებს შორის ცოლქმრული ურთიერთობა არ აეწყო ხასითის და ინტერესების შეუთავსებლობის გამო. თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის მხრიდან არასახარბიელო ქმედებების, მუდმივი პრობლემებისა და უთანხმოების შედეგად ზ--------------ესა და ნ--------------ეს შორის ფაქტობრივად შეწყდა ქორწინება და თითქმის 10 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მხარეთა ოჯახური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ნ--------------ე და მოპასუხე ზ--------------ე დაქორწინდნენ 1--- წლის 1- დეკემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, მათ შორის ერთი - გიორგი ქარჩაიძე (დაბ: 2---------წელს) ამჟამად არის არასრულწლოვანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 3- (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები - ნ--------------ე და ზ--------------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოსარჩელე ნ--------------ე ცხოვრობს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, ხოლო მოპასუხე ზ--------------ე ცხოვრობს საქართველოში, ქალაქ მცხეთაში. შვილები იზრდებიან დედასთან, მათ შორის არასრულწლოვანი გიორგი ქარჩაიძეც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-1123-ე, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას; სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლენის ნენაყოფლობითობას. ამ მუხლით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება, ამ მუხლის თანახმად, სრუწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. 1. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1--- წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არცერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია განქორწინება;
სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში;
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემოდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ საერთო მიზნები და ინტერესები.
,,სამოქალაქო აქტების’’ შესახებ კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას; ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------ესა და ზ--------------ეს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს, რადგან მხარეები წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ ერთად; შესაბამისად, ვერ აღდგება ოჯახური თანახოვრება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა. ამჟამად მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა; საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ მოპასუხე ზ--------------ის მიზანი არაა სამომავლოდ მყარი ოჯახის ქონა, მისი განმარტებით იგი არ აპირებს მოსარჩელრე მხარესთან თანაცხოვრებას, მათ შორის ქორწინების შენარჩუნება მხოლოდ მისი მხრიდან პრინციპულობის გამოხატვაა; ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მხარეებს საერთო ინტერესები აღარ აქვთ. ქორწინება და ოჯახი არის მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არსებული ერთობა, შესაბამისად ქორწინების არსებობისათვის აუცილებელია მეუღლეთა ერთობლივი გაცნობიერებული ნება ერთად ცხოვრების შესახებ. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რაზეც მიუთითებს ნ--------------ის კატეგორიული უარი იცხოვროს ზ--------------ესთან ერთად, ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება მიუთითებს, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. შესაბამისად, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ--------------ეს მოსარჩელე ნ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 243-244-ე; 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369- მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ნ--------------ესა (დაბადებული: 1--------- წ, პ/ნ 3----------) და ზ--------------ეს (დაბადებული: 3--------- წელს, პ/ნ 3----------) შორის შეწყდეს 1--- წლის 1- დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ადგილი: მცხეთის რაიონის მმრ განყოფილება, აქტის ჩანაწერი # 3-);
3. მოპასუხე ზ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა