განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
330100119002885376
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/984-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - თ----------–-----–---–--------–----–---–--

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ლ------------–---–---------------------------------–-------–-–---------------------------–---- მცხოვრები კ-----------------------–-----––---–--

ადვოკატები - ს---–--------–-----------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;

 

საქართველოს სსკ 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება;

 

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის;

 

საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტები - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, სადაც არ არის საქართველოს სსკ ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

I. დაზარალებული რ------–---–---–-- ეპიზოდი -

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით (ა) და სსკ 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბ) გათვალისწინებული დანაშაულები დაზარალებული გ-------------–---- ეპიზოდი -

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით (გ)

 

გათვალისწინებული დანაშაული

 

სასამართლომ დაადგინა:

ა) 2018 წლის 23 ოქტომბრის 19:00 საათიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის 06:30 საათამდე შუალედში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის-------------- განაჩენით საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ------------–---–-, ქ. თბილისში, გ-–----------------------- N37კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------–---–---–-- კუთვნილი „---------------- მარკის ავტომანქანიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ავტომანქანის მაგნიტოფონს, ღირებულს 30 ლარად, 100 ლარად ღირებულ ხელსაწყოებს და საბურავის 15 ლარად ღირებულ ქანჩს. (საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათალისწინებული დანაშაული)

ბ) 2014 წლის 23 ოქტომბრის 19:00 საათიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის 06:30 საათამდე შუალედში, ქ. თბილისში, გ-–----------------------- N37 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, რ------–---–---–-- კუთვნილი „---------------- მარკის ავტომანქანიდან, ლ------------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამ უკანაკნელის პირად დოკუმენტებს - ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, მართვის მოწმობას და საქართველოს მოქალაქის პასპორტს. (საქართველოს სსკ 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათალისწინებული დანაშაული)

გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის-------------- განაჩენით საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ------------–---–-, 2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში,----–--–---------- N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------–---–---–-- პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გ-------------–---- კუთვნილ ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით M--------, რითაც ამ უკანსკნელს მიადგა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი. (საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტები გათალისწინებული დანაშაული)

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა რ------–---–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაიქურდა თბილისში, გ-–----------------------- N37 კორპუსთან მდგარი, მისი კუთვნილი, „---------------- მარკის ავტომანქანა, რა დროსაც მანქანიდან წაღებული იქნა მისი დოკუმენტები - ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე - 30 ლარად ღირებული ავტომანქანის მაგნიტოფონი, 100 ლარად ღირებული ხელსაწყოები და საბურავის 15 ლარად ღირებული ქანჩი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი განცხადების საფუძველზე, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს---–-----------–------- სამმართველოში დაიწყო გამოძიება. მოგვიანებით იგი დაბარებული იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოში, სადაც შეიტყო, რომ არსებობდა მისი სახელისა და სხვა პირადი მონაცემების გამოყენებით გაფორმებული ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელთანაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა და ტელეფონის ნომრებიც არ ეკუთვნოდა მას.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს, 08:00-09:00 სთ. პერიოდში, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ფ------------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც დათვალიერდა თბილისში, გ-–----------------------- N37-ე კორპუსთან მდგარი, „---------------- მარკის ავტომანქანა, რომლის საკეტები აღმოჩნდა ღია, სალონი და საბარგული კი - არეული. ავტომანქანის ე.წ. „ტორპედოში“ მოთავსებული არ იყო მაგნიტოფონი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტების მიერ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის კვლები.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ავტომანქანის ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვლები იდენტური აღმოჩნდა დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული,---.01.1--- წელს დაბადებული ლ--------------------–---–-- თითის ანაბეჭდების ნიმუშებისა.

 

დაზარალებულმა გ-------------–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს დღიურად, დღეში 55 ლარად, ვინმე რ------–---–---–---, შესაბამისი ხელშეკრულებით, გააქირავა მისი კუთვნილი „TOYOTA PRIUS”-ის მარკის, რუხი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------. აღნიშნული პიროვნება დროის გარკვეულ მონაკვეთში იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ქირას, 2018 წლის 30 დეკემბრის შემდეგ კი დაქირავებულ ავტომანქანასთან ერთად აღარ გამოჩენილა, კონტაქტზე არ გამოსულა და მასთან კომუნიკაციაც შეუძლებელი გახდა, რადგან მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. 2019 წლის 03 იანვარს დახმარების მისაღებად პოლიციას მიმართა, სადაც განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის დამქირავებელს ვეღარ უკავშირდებოდა და მანქანის ბედიც მისთვის ცნობილი არ იყო. 2019 წლის 15 იანვარს, ქ. თბილისში,-------- ქუჩაზე, შუქნიშანზე, მის გვერდით შეჩერებულ „HONDA FIT“-ის მარკის ავტომანქანაში შენიშნა საჭესთან მჯდომი ზემოაღნიშნული პირი, რომელსაც ავტომანქანის ფანჯრიდან მოუწოდა გზის სავალი ნაწილის კიდესთან გაჩერებულიყო, რაზედაც იგი დასთანხმდა, თუმცა, შემდეგ, ავტომანქანის დაძვრისთანავე, გაიქცა. გაედევნა მას, გზად „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ ავტომანქანით მისდევდა პიროვნებას, რომელმაც მისგან მოტყუებით წაიყვანა ავტომანქანა და ემალებოდა.----–--–---–-- ქუჩაზე მათი ავტომანქანების შეჯახება მოხდა. ბრალდებული შეჯახების ადგილიდან კვლავ გაიქცა და ისიც გაედევნა, თუმცა ვეღარ დაეწია, რადგან საწვავი გაუთავდა და მანქანა გაუჩერდა. დაზარალებულმა გ-------------–---- დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ ლ------------–---–-- ქმედების შედეგად 11 000 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა. მოგვიანებით ავტომანქანა დაუბრუნდა, თუმცა მას საბურავები აკლდა.

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 24 იანვარს,---:20-21:50 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ მ------------------ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გ-------------–---- მისთვის წარდგენილ ფოტოსურათებში ამოიცნო პირი, რომელიც გაეცნო, როგორც რ------–---–---–- და რომელთანაც საკუთარ ოფისთან ორჯერ ჰქონდა პირადი, ვიზუალური კომუნიკაცია. გ-------------–---- მიერ ამოცნობილი პიროვნება აღმოჩნდა ლ------------–---–-.

 

გ-------------–---- ოფისიდან ამოღებული, ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს რ------–---–---–-- (პ/ნ------------) დროებითი სარგებლობისა და ექსპლოატაციისათვის მეიჯარისგან ჩაიბარა „TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია რ--–---–---–-- სახელით შესრულებული ხელმოწერა და მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები - 5----------- და 5-----------.

გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა „----–---–---–-- შესრულებულია ლ------------–---–-- მიერ.

 

შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლეტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გ-------------–----- (მობილური ტელეფონის ნომერი - 5-----------) და 5----------- ნომრის მფლობელ პირს შორის განხორციელდა კომუნიკაციის 40-ზე მეტი ფაქტი.

ოქმით ინფორმაციის გადამოწმების შესახებ დგინდება, რომ 2019 წლის 05 იანვარს-----------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ ხ------------------- მიერ შსს საინფორმაციო ცენტრის ერთიან ბაზაში გადამოწმდა რა 5----------- ნომრის მფლობელი პირის ვინაობა, დადგინდა, რომ აღნიშნული ნომერი რეგისტრირებულია ლ------------–---–---.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ა) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის "TOYOTA PRIUS" სახ. ნომრით M-------- საბაზრო ღირებულება, მუშა მდგომარეობის და ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარს; ბ) ავტომანქანის - "TOYOTA PRIUS", სახ. ნომრით M-------- - ერთი დისკიანი საბურავის (ზომით: „185/65 R15 M+S”) საბაზრო ღირებულება, ექსპუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 60 (სამოცი) ლარს.

 

მოწმე გ-----------------, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გ-------------–---- კუთვნილი, თაღლითურად დაუფლებული ავტომანქანა - „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით M--------, - იმყოფებოდა ქ. თბილისში,--–------ ჩიხი N16-ის მიმდებარედ. მიღებული ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახად, 2019 წლის 24 იანვარს, 16:10-17:10 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამნეტის-----------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელ ბ-----------–----- მიერ, გ-------------–---- და ექსპერტების მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც დათვალიერდა თბილისში,--–------ ჩიხი N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი „TOYOTA PRIUS”-ის მარკის, რუხი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------. ავტომანქანის დათვალიერებით დადგინდა, რომ მას მოხსნილი ჰქონდა ორი საბურავი.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 24 იანვარს,---:52 სთ-ზე, პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელ ზ-------–-------–---–-- მიერ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ------------–---–-, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა პულტიანი გასაღები, „ტოიოტას“ საფირმო ლოგოთი, ბრალდებულის განმარტებით, - „TOYOTA PRIUS“-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით M--------) გასაღები.

 

მოწმე ე----–------------ ჩვენებით, სატრანსპორტო საშუალების იჯარის ხელშეკრულებითა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 იანვარს ე----–---------------------–---–---–--------------------- ერთი დღით, 50 ლარად, გააქირავა „HONDA FIT“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით O--------, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მეორე დღეს. 2019 წლის 16 იანვარს ე----–------------ ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მიერ ნანახი იქნა--–----–----- ქუჩაზე. ავტომანქანა იყო მიტოვებული და დაზიანებული. დათვალიერებისას მანქანაში, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩნდა რ------–---–---–-- მართვის მოწმობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის-------------- განაჩენით ლ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 03 (სამი) წელი კი ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ცნობით თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შესახებ დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის-------------- განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, - ლ------------–---–-- მოიხადა 2017 წლის 11 აგვისტოს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N------ შეტყობინებით ირკვევა, რომ ლ------------–---–-- მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის-------------- განაჩენის საფუძველზე. აღნიშნული განაჩენის თანახმად, ლ---------–---–- პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა უნდა დაწყებოდა 2017 წლის 15 თებერვალს, რომელიც დაუსრულდებოდა----- წლის 15 თებერვალს, თუმცა ლ---------–---–-- მიმართ სააღსრულებო საქმიწარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის----------------- განაჩენის საფუძველზე, რომლითაც პირობით მსჯავრდებული ლ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 03 წლის გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის 29 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს N--------- განჩინებით ლ------------–---–- გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 01 ერთი) თვით (გამოსაცდელი ვადის დასასრული: 10.09.2----–--

 

ბრალდებულმა ლ------------–---–-- წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მივიდა დასკვნამდე, რომ ლ------------–---–-- მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურდა სრულად. კერძოდ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა შემდეგი:

 

2018 წლის 23 ოქტომბერს ლ------------–---–-- გაქურდა რ------–---–---–-- კუთვნილი „---------------- მარკის ავტომანქანა, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამ უკანაკნელის პირად დოკუმენტებს - ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, მართვის მოწმობას და საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ასევე - ავტომანქანის მაგნიტოფონს, ღირებულს 30 ლარად, 100 ლარად ღირებულ ხელსაწყოებს და საბურავის 15 ლარად ღირებულ ქანჩს. ლ------------–---–-- მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა დასტურდება რ------–---–---–-- ავტომანქანაზე მისი თითის ანაბეჭდების აღმოჩენის ფაქტით და ქვემოთ განხილული მტკიცებულებების ერთოლიობით.

 

2018 წლის 14 დეკემბერს რ------–---–---–-- დოკუმენტების გამოყენებით ლ------------–---–-----------------–------- იჯარით აიღო ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------, რომლის საიჯარო თანხას იგი იხდიდა მხოლოდ 2018 წლის 30 დეკემბრამდე, შემდეგ კი გამორთო მობილური ტელეფონი, ავტომანქანას მოხსნა ორი ბორბალი და ქ. თბილისში,--–------ ქ. N16-ის მიმდებარედ მიატოვა. იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნა სწორედ ლ------------–---–-- მიერ, დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ:

 

- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, - რომლითაც ირკვევა, რომ გ-------------–---- ფოტოსურათებში ამოიცნო პირი, რომელმაც მისგან იქირავა ავტომანქანა და იგი აღმოჩნდა ლ------------–---–-;

 

- გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, - რომლითაც დგინდება, რომ გ-------------–-------- გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაზე რ------–---–---–-- სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის ლ------------–---–-;

 

- ოქმით ინფორმაციის გადამოწმების შესახებ და შემავალ-გამავალი ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხით, - რომელთა თანახმადაც, გ-------------–-------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოიჯარის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი ეკუთვნის ლ------------–---–- და ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მასა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაციის რამდენიმე ათეულ ფაქტს.

 

- ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, - სადაც აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას ბრალდებულს აღმოაჩნდა ავტომანქანის პულტიანი გასაღები, რომელზეც აღბეჭდილი იყო „ტოიოტას“ საფირმო ლოგო. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ლ------------–---–-- თავად აღიარა, რომ ამოღებული გასაღები იყო გ-------------–---- კუთვნილი, ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანის.

 

- დაზარალებული გ-------------–---- ჩვენებით, სატრანსპორტო საშუალების იჯარის ხელშეკრულებითა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, - რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ გ-------------–----, მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალების მოიჯარე მისი ავტომანქანიანად მიემალა, იგი შემთხვევით ნახა ქუჩაში, „HONDA FIT“-ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით O--------, რომელიც მისი დევნისას დააზიანა კიდეც. გ-------------–---- განცხადების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის მიერ მოძიებულ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში სხვა ნივთებთან ერთად ნანახი იქნა რ------–---–---–-- მართვის მოწმობა.

 

ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს ლ------------–---–- რ------–---–---–-- კუთვნილი „---------------- მარკის ავტომანქანიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამ უკანაკნელის პირად დოკუმენტებს - ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, მართვის მოწმობას და საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ასევე, - ავტომანქანის მაგნიტოფონს, ღირებულს 30 ლარად, 100 ლარად ღირებულ ხელსაწყოებს და საბურავის 15 ლარად ღირებულ ქანჩს. 2018 წლის 14 დეკემბერს კი ლ------------–---–-, რ------–---–---–-- პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ-------------–---- კუთვნილ „TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით M--------, რითაც ამ უკანსკნელს 11 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

ა) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის,სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი) და არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ მე-15 მუხლის თანახმად, ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დადგინდა, რომ 2018 წლის 23-24 ოქტომბერს ლ------------–---–- რ------–---–---–-- კუთვნილ „-----------------ის მარკის ავტომანქანიდან ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ავტომანქანის მაგნიტოფონს, ღირებულს 30 ლარად, 100 ლარად ღირებულ ხელსაწყოებს და 15 ლარად ღირებულ საბურავის ქანჩს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ლ------------–---–- ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------------–---–-- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.

 

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი

პირადი დოკუმენტის გატაცება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლით კრიმინალიზებულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვ. დანაშაულის ობიექტური მხარე ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცებას, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სხვისი მფლობელობიდან ამოღებას გულისხმობს, როგორც მისაკუთრების მიზნით, ისე მის გარეშე. დანაშაულს ფორმალური შემადგენლობა აქვს და იგი დამთავრებულად აღნიშნული დოკუმენტის გატაცების მომენტიდან ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 23-24 ოქტომბერს ლ------------–---–- რ------–---–---–-- კუთვნილი „-----------------ის მარკის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამ უკანაკნელის პირად დოკუმენტებს - ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, მართვის მოწმობას და საქართველოს მოქალაქის პასპორტს. შესაბამისად, ლ------------–---–-- ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება, რაც ამ დანაშაულისთვის ლ------------–---–-- მსჯავრდების საფუძველია.

 

გ) თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით,ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისთვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ასევე - გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს.

საქართველოს სსკ 180-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს თაღლითობის ჩადენას დიდი ოდენობით (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 10 000 ლარს ზევით. კანონმდებელი საქართველოს სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად ასევე თვლის მის ჩადენას არაერთგზის (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი, სხვისი კუთვნილი ნივთის მისაკუთრების განზრახვით მოქმედი, საქართველოს სსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ------------–---–- ნდობის მოსაპოვებლად სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა გ-------------–--------, რის შემდეგაც მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის 11 000 ლარად ღირებულ ავტომანქანას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------------–---–-- დანაშაულებრივი განზრახვა ცალსახად დასტურდება მის მიერ მეიჯარისთვის საკუთარი ვინაობის დამალვის, მიმალვისა და იჯარით აღებული ავტომანქანის, როგორც საკუთარის განკარგვის ფაქტით (საპატრულო პოლიციის მიერ მოძიებულ, ზემოაღნიშნულ ავტომანქანას აკლდა ბორბლები).

დადგენილი ფაქტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ------------–---–-- ქმედებაში აშკარად იკვეთება თაღლითობის, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის.

 

II. დაზარალებული დ---------------–---–-- ეპიზოდი -

საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის-------------- განაჩენით საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ლ------------–---–--, 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, დ---------------–---–----- იქირავა ავტომანქანა „HONDA FIT“, სახელმწიფო ნომრით DA 590 TO. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ლ------------–---–- მისთვის უნდა გადაეხადა დღეში 40 ლარი. ორი კვირის საფასურის გადახდის შემდეგ ლ------------–---–-- გამორთო მობილური ტელეფონი და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. 2018 წლის 13 დეკემბერს ლ------------–---–- შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და მისგან ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ლ------------–---–-- ქმედებით დ---------------–---–- მიადგა 1 360 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა დ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ინტერნეტ გვერდ ,------------ზე განცხადების განთავსების გზით აქირავებდა მის საკუთრებაში არსებულ, „HONDA FIT“-ის მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით----------. მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ვინმე ზ-----, რომელმაც გამოთქვა სურვილი ორი დღით ექირავებინა ავტომანქანა. ზ----- ავტომანქანის წასაყვანად თავის მეგობარ ი------------–---–--- ერთად მივიდა მასთან. ვინაიდან ზ------ არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისმა მეგობარმა, ი------------–---–-- თავისი პირადობის მოწმობა დაუტოვა, რის შემდეგაც ზ------ ავტომანქანა გაატანა. შეთანხმებული ვადის, ორი დღის გასვლის შემდეგ ზ------ მანქანა არ დაუბრუნებია, ამიტომ დაუკავშირდა მას. ზ------ უთხრა, რომ იმყოფებოდა სოფელში, ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და თანხას დამატებით გადაუხდიდა. ორი კვირის განმავლობაში ზ----- თანხას მართლაც ურიცხავდა, შემდეგ კი არც თანხა ჩაურიცხავს, არც ტელეფონზე დაკონტაქტებია და მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. მანქანის მოძებნაში დახმარების მიღების მიზნით მიმართა პოლიციას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი, რომელიც ზ------ სახელით გაეცნო და მისგან ავტომანქანა იქირავა, აღმოჩნდა ლ------------–---–-. ავტომანქანის ჩამორთმევის შემდეგ, ლ------------–---–--, გადასახდელი ქირის თანხა - 1360 ლარი - გადაუხადა სრულად.

 

მოწმე ლ-–------–----, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს დაიწყო გამოძიება დ---------------–---–-- განცხადების საფუძველზე. იმავე დღეს დ---------------–---–-- ავტომობილი, - „HONDA FIT“, სახ. ნომრით----------, - მისი მოძიების მიზნით, აიყვანეს ძებნაზე. მეორე დღეს მიიღეს ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომელსაც ლ------------–---–- მართავდა. ავტომანქანა ამოღებული იქნა და მოგვიანებით დაუბრუნდა დაზარალებულს.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 დეკემბერს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - თ--------------–---–-------–--------------–---–-- მიერ, ქ. თბილისში, ა-------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ------------–---–------ ამოღებული იქნა „HONDA FIT“-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით----------.

 

მოწმე თ--------------–---–--, გ-–-----------–------- სამმართველოს მ----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება გასულიყო აუზ „-–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციის მიერ შეჩერებული იყო დ---------------–---–-- კუთვნილი ავტომანქანა. ინსპექტორ-გამომძიებელ შ--------------–---–---- ერთად ადგილზე მისულს იქ დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ავტომანქანა „HONDA FIT“-ის მძღოლი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ლ------------–---–-. მოახდინეს ავტომანქანის ამოღება. ლ------------–---–- წინააღმდეგობა არაფერზე გაუწევია და საგამოძიებო მოქმედების ოქმსაც მოაწერა ხელი.

 

ბრალდებულმა ლ------------–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ლ------------–---–-- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დ---------------–---–-- ავტომანქანის დროებითი სარგებლობისა და ექსპლოატაციისას მოტყუებით თავი აარიდა ამ უკანასკნელისათვის შეთანხმებული თანხის გადახდას, რამაც მეიჯარეს 1 360 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული სწორედ ლ------------–---–-- ჩაიდინა, დასტურდება არამხოლოდ ავტომანქანის ამოღების ოქმითა და დაკითხულ პირთა ჩვენებებით, არამედ, ლ------------–---–-- მიერ დ---------------–---–-------- მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტითაც.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, სადაც არ არის

საქართველოს სსკ ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანებისათვის მოტყუებით.

 

აღნიშნული დანაშაული არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის ხერხს, თაღლითობის მსგავსად, მოტყუება წარმოადგენს. ამ დანაშაულთა გამიჯვნა უნდა მოხდეს შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: ა) თაღლითობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დაუფლებითი დანაშაული, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით კი - არა; ბ) თაღლითობისას მოტყუება არის სხვისი ქონებიდან ნივთის ამოღების ხერხი (დამნაშავე მოტყუებით ნივთს „ამოქაჩავს“ სხვისი ჯიბიდან და გადაქაჩავს საკუთარ ჯიბეში“), ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს არ აძლევს კუთვნილ სარგებლს, რა დროსაც დაზარალებულის ქონება არ მცირდება, მაგრამ ზიანი დგება აცდენილი მოგების სახით (კუთვნილი მოგების მიუღებლობით), სწორედ ამიტომ იგი არაა დაუფლებითი დანაშაული; გ) თაღლითობისას მოტყუება აუცილებლად წინ უძღვის სხვისი ნივთის დაუფლებას, ხოლო ქმედების სსკ 185-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას არაერთგზის (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი), ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „მნიშვნელოვან ზიანად“ მიიჩნევა ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ ლ------------–---–--------------------–---–----- იქირავა ავტომანქანა, დღეში 40 ლარის გადახდის პირობით, თუმცა, ორი კვირის შემდეგ თანხის გადახდა შეწყვიტა, გამორთო მობილური ტელეფონი და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. შედეგად, დ---------------–---–- ვეღარ იღებდა შემოსავალს, რომელიც ლ------------–---–---- დადებული გარიგების შედეგად უნდა მიეღო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ლ------------–---–------ ავტომანქანის ამოღებამდე განიცადა 1360 ლარის მატერიალური ზიანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როცა არ არის საქართველოს სსკ ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებით დადგენილ ფარგლებში ლ------------–---–-------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, გარდა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებებისა, სასამართლო მხედველობაში იღებს: 1) საქართველოს სსკ 58-ე მუხლით გათვალისწინებულ, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილ აუცილებლობას, დანაშაულის რეციდივის გამო; 2) იმ გარემოებას, რომ ლ------------–---–-- მიერ განზრახი დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმების და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით, სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ პუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ------------–---–- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის----------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულად შთანთქოს დანაშაულთა ერთობლიობისათვის ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ------------–---–- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

ლ------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის----------------

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტი“, ,,ტოიოტა პრიუსი“ და მისივე გასაღები, ქურთუკი და ,,ჰონდა ფიტიდან“ ამოღებული ნივთები, მოწმობები, ბარათები, დ-----------–---–-- ავტომანქანა - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს; 2. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 3. სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები - განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე