გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119003037346
N2/335-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.11.2019 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: სს კ------- ბანკი,წარმომადგენელი: ლ-- ბ--------–---–ი,მოპასუხე: მ--- ჯ--------ე,ი----- ბ------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება,დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესარულება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის მ--- ჯ--------ისა და ი----- ბ------ისათვის, სს ,, კ------- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 30 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალ--ნების 6513.32 ლარის გადახდა, საიდანაც 3 568.48 ლარის არის ძირითდი თანხა, 804.59 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 209 .72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, 1734.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 196.16 ლარი არის 0.5 ჯარიმა ძირზე(იხ. სხდომის ოქმი).
1.2 მ--- ჯ--------ის და ი----- ბ------ისათვის ს.ს. ,,კ------- ბანკის’’ სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 199.90 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების 11 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
მოსარჩელის პოზიცია
2017 წლის 30 იანვარს შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცის კ-------სა“ და გ------ი გ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 6200.00 ლარი 24 თვით, 2019 წლის 05 თებერვლის ჩათვლით, 2.50 % თვიური კლებადი საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარი, ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 %, არაუმეტეს 275 დღისა.
მსესხებელს ყავს სამი თავდები. ი----- ბ------ე, მ--- ჯ--------ე და ი---- კ--------ე. ისინი თავდებობის ხელშეკრულებით კისრულობენ ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკენლის ვალდებულების შესასრულებლად. 2017 წლის 30 იანვარს ი----- ბ------ის, მ--- ჯ--------ის და ი---- კ--------ის თავდებობის განცხადების საფუძველზე დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება , მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითდი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მოპასუხე გ------ი გ-------ემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ------ი გ-------ეს და ი---- კ--------ეს უკვე დაეკისრათ სარჩელით მოთხოვნილი თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ბრძანების საფუძველზე და დაწყებულ-- აღსრულება, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის მოსარჩელეს, სარჩელი აღძრას თავდები პირების მიმართ საერთო წესით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ--- ჯ--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს როგორც მოსამზადებელ სხდომაზე ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ჯერ უნდა მოხდეს ძირითადი მოვალის გ------ი გ-------ის მიმართ, ხოლო შემდგომ თავდებების მიმართ.
მოპასუხე ი----- ბ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ასევე არ ცნო სარჩელი არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე. განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ბევრად აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგნილ საპროცენტო განაკვეთს. ვალდებულების შესრულება ჯერ უნდა მოეთხოვა ძირითდი მოსარჩელისათვის- გ------ი გ-------ისათვის. ამასთან, გ------ი გ-------ემ და ი---- კ--------ემ აღიარეს ვალდებულების არსებობა და მათ მიმართ დაწყებულ-- სააღსრულებო წარმოება.
3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. 2017 წლის 30 იანვარს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“–სა და გ------ი გ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1------------ რომლის საფუძველზეც მან ისესხა 6200.00 (ექვსი ათას ორასი) ლარი 24 თვით 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, 2.50% თვიური კლებადი საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.15–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევის თანხაც.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 30 იანვრის სესხის ხელშეკრულება.
3.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს ი---- კ--------ეს, ი----- ბ------ეს და მ--- ჯ--------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 30 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებები.
3.3 მსესხებელმა დავალ--ნება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2019 წლის 05 თებერვლის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- დავალ--ნების შესახებ გადახდის ისტორია.
3.4. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალ--ნება სს ,,მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------ს’’ მიმართ შეადგენს 6 513.32 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 3 568.48 ლარი, პროცენტი- 804.59 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა -209.72 ლარი, ჯარიმა ძირზე 0.27% -1734.37 ლარი, ერთჯერადი 5%-იანი ჯარიმა ძირზე -196.16 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
_ დავალ--ნების შესახებ გადახდის ისტორია.
3.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში რესპოდენტმა: გ------ი გ-------ემ და ი---- კ--------ემ სრულად აღიარა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“–ს მოთხოვნა და მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოიცა ბრძანება დავალ--ნების გადახდევინების შესახებ #S-----------------, რომელიც უკვე მიექცა აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საქმის ნომერი A--------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- ღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება დავალ--ნების გადახდევინების შესახებ #S-----------------, განცხადების მიღების ბარათი.
3..6 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მე-7 პრიმა მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალ--ნების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტების წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს მ--- ჯ--------ეს და ი----- ბ------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალ--ნების, კერძოდ - 6513.32 ლარის გადახდა საიდანაც:
-3568.48ლარი არის ძირითადი თანხა;
-804.59 ლარი არის არის სესხზე დარიცხული პროცენტი;
-209.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა;
-1734.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე;
-196.16 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე ;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.7 შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ'' 2017 წლის 17 მარტს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კ------- ბანკი''.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილი პირების რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,კ------- ბანკის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-418-ე, 623-625-ე, 403-ე, 411-ე, 873-ე, 891-ე, 898-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 268-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილ-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილ-- არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად დადგენილ-- და სადავო არ არის რომ მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკსა" და მოპასუხე გ------ი გ-------ეს შორის 2017 წლის 30 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი გ-------ემ სესხად მიიღო 6200 ლარი 24 თვის ვადით, 2019 წლის 05 თებერვლის ჩათვლით, 2.50% თვიური კლებადი საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სარგებელთან და სიცოცლხის დაზღვევასთან ერთად.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,კ------- ბანკსა“ და მსესხებლებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლ--ნად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი).
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დადგენილ--, რომ გ------ი გ-------ეს სესხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით. სესხის გადახდა შეწყვიტა 2019 წლის მარტიდან. მიუხედავად გაფრთხილებისა არ უზრუნველყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 896-ე მუხლის თანახმად კი თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლ--ნი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილ--, რომ მოპასუხეებმა მ--- ჯ--------ემ და ი----- ბ------ემ განაცხადეს თანხმობა და იკისრეს პასუხისმგებლობა სს ,,კ------- ბანკსა’’ და გ------ი გ-------ეს შორის 2017 წლის 30 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12 ლარის ფარგლებში. მათ აიღეს პასუხისმგებლობა გ------ი გ-------ის მიერ ვალდებულების შესრულებაზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს გ------ი გ-------ესთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე გ------ი გ-------ემ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად დათქმულ დროს. 2017 წლის 30 იანვრის N 1------------, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი გრაფიკით სესხის თანხის გადახდა შეწყვიტა 2019 წლის მარტიდან-ბოლო გადახდა განახორციელა 2019 წლის 05 თებერვალს. დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალ--ნება, მას დავალ--ნება სრულად არ დაუფარავს, არაერთხელ გადააცილა სესხის გადახდის ვადას.
უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულ-- საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბანკი“ უფლებამოსილ-- მოპასუხეებისაგან მ--- ჯ--------ისა და ი----- ბ------ისაგან სოლიდალურად მოითხოვოს გ------ი გ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.4 მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი განისაზღვა 2.50 %-ით.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულ-- დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლ--ნად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლ--ნად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
ამდენად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლ--ნია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულ-- წინამდებრე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. 5.4. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულ-- დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
მხარეებს შორის 2017 წლის 30 იანვრის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულ-- ლარით.
ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულებით და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
6.7. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 30 იანვარს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხე გ------ი გ-------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა პირველვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 275 დღისა.
მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებაზე მოითხოვა პირგასამტეხლო ჯამში 1930.53 ლარის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულ--.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლ--ნობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელწერილი, დავალ--ნების ფურცელი), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სესხის და თავდებობის ხელშეკრულების პირობები მოპასუხეებს სადაოდ არ გაუხდიათ, სამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბანკის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცვნეს, შესაბამისად მ--- ჯ--------ეს და ი----- ბ------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 199.90 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.
ასევე მოპასუხეებს მ--- ჯ--------ეს და ი----- ბ------ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებითი ხარჯის - უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების 11 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ--- ჯ--------ის პ/ნ 1---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარეს ქალაქ ზესტაფონში, საკადასტრო კოდით 32.10.41.012 უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
1. მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. მოპასუხე მ--- ჯ--------ეს (პ/ნ 1----------), ი----- ბ------ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სოლიდარულად მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გ-----------------ესთან 2017 წლის 30 იანვარს დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების 6 513.32 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 3 568.48 ლარი არის ძირითადი თანხა, 804.59 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 209.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 1734.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირ თანხაზე, 196.16 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე. ( აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე გ------ი გ-------ისა და ი---- კ--------ის მიმართ მიმდინარეობს აღსრულება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების წესით საქმის N A---------)
3 მოპასუხე მ--- ჯ--------ეს (პ/ნ 1----------), ი----- ბ------ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სოლიდარულად მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 199.90 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 11 ლარის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი სააპლიკაციო და ყადაღის საფასურის 150 ლარის, ჯამში 431.90 ლარის ანაზღაურება.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე მ--- ჯ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მდებარე ზესტაფონში, უ.ჩხეიძის ქუჩა N29, ს/კ 32.10.41.012 დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე ელენე ოსაძე