განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0201001190032123-4 (1/576-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- კო---------------------------------------–--ს
დაცვის მხარე: ადვოკატი- ზვ-----------–---ს
ბრალდებული - ჯა-------–------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ჯა-------–------ს მიმართ
მამის სახელი: ვა---
დაბადებული: 3- ია-----ი 19-7 წელს
პირადი ნომერი: 30--------2
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა:მქონე
მისამართი: მე--------------–--–-----ი
რეგისტრირებული: დმ--------------–------------ი
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111151 -ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ჯა-------–------ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 12:25 საათზე ქ. ზუ------–---------------ს ქუჩა №58-ში მდებარე რესტორან „და-----––ი“ ურთიერთშელაპარაკებისას ჯა-------–------ა სახის არეში ხელის ორჯერ გარტყმით, უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და სისხლნაჟღენთის სახით, ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა მუ----------------–--ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი სამი პირის მიმართ
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე დროის მონაკვეთში, მე------------------------–-–-----–ი მცხოვრები, მთვრალ მდგომაროებაში მყო--- ჯა-------–------, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - ვა--- გი--–-----ს, დედას - რა---–-----–---ს და დას- სო---ო გი--–-----ს, რის შედეგად ჯა-------–------ს მშობლები და და განიცდიდნენ ტანჯვას.
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე დროის მონაკვეთში, მე------------------------–-–-----–ი მცხოვრები, მთვრალ მდგომაროებაში მყო--- ჯა-------–------, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მამას- ვა--- გი--–-----ს, დედას- რა---–-----–---ს და დას- სო---ო გი--–-----ს, რის შედეგად ჯა-------–------ს მშობლებს და დას უჩნდებოდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, იმის მიერ ვინ ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობილმა, ნასამართ- ლობის მქონე და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯა-------–------ა 2019 წლის 16 აგვისტოს დილის საათებში, ქ. ზუ------–ი დაიქირავა მუ----------------–--ს მართვის ქვეშ მყო--- ტაქსი და ისარგებლა მისი მომსახურებით, თუმცა არ გადაიხადა ტაქსით მომსახურების საფასური 20 (ოცი) ლარი, რითაც მუ----------------–--ს მიაყენა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
მანვე ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობილმა, ნასამართ- ლობის მქონე და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯა-------–------ა 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 12:25 საათზე ქ. ზუ------–---------------ს ქუჩა №58-ში მდებარე შპს „იდ---––ი“ (რესტორან და-----––ი), შეუკვეთა სადილი და არ გადაიხადა რესტორნის მომსახურების საფასური - სადილის ღირებულება 41 (ორმოცდაერთი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი, რითაც შპს „იდ---–ს“ (რესტორანი და-----–ი) მიაყენა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
2019 წლის 28 ნოემბერს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული, გარდა დაზარალებულ თა----------–---–ის ჩვენებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყო---ლია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 28 აგვისტოს შეტყობინება მე------------------------–-–-----–ი ჯა-------–------ს მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე (ს.ფ1)
19-7 წლის 18----------–-ს N 2 დაბადების აქტის ჩანაწერით (ს.ფ 99)
19-0 წლის 10--------ს №1 ქორწინების მოწმობით (ს.ფ 105)
19-0 წლის 10--------ს №43---0 დაბადების მოწმობით (ს.ფ 106)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით (ს.ფ 138-142)
2019 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 18-23, ტ2)
2019 წლის 16 აგვისტოს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მუ----------------–--ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 8-15)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მუ----------------–--ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ 96-9-, ტ2)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს №00------9 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მუ----------------–--ს მიმართ (ს.ფ. 88-91)
დაზარალებულების ვა--- გი--–-----ის, რა---–-----–---ს, სო---ო გი--–-----ის, მუ----------------–--ს გამოკითხვის ოქმებით.
მოწმეების და--------------------------------------------------------------------------------------–------------------------–--–-----------------------------------------–-----ს ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
ჯა-------–-----ს ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა და ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყო---სათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ჯა-------–------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში. მან ჩაიდინა მუ----------------–--ს ცემა, რომელიც წარმოადგენს ძალადობის ერთერთ სახეს და ნიშნავს სხვა ადამიანის მიმართ ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე, ზემოთაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას და დამთავრებულად ითვლება შესაბამისი შედეგის დადგომის მომენტიდან, რაც გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის დადგენას პირის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა, ამდენად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ჯა-------–------ს ქმედებას - მუ----------------–--ს მიმართ ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილის მიყენებას შორის.
სუბიექტური მხრივ ჯა-------–------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, მას შეგნებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, კერძოდ, დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება.
მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოწვია, ჩადენილი სამი პირის მიმართ.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყო---თ, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყო---ლი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყო--- პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყო---ლი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ჯა-------–------ს მიერ ოჯახის წევრების, მშობლების ვა--- გი--–-----ის, რა---–-----–---ს და დის - სო---ო გი--–-----ის მიმართ ჩადენილია სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.
ბრალდებულ ჯა-------–------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ჯა-------–-----ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
ჯა-------–-----ს ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც მათ გაუჩნდათ საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულების სიმშვიდე დაარღვია და მათი აფორიაქება გამოიწვია.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.
ჯა-------–-----ს ასევე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, რა დროსაც დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს არ აძლევს სარგებელს და დაზარალებულს ზიანი ადგება მოგების მიუღებლობის გამო, აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ქონების მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ზიანის მიყენების მომენტიდან.
დანაშაულის ჩადენისას ჯა-------–------ მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ დაზარალე- ბულს აყენებდა ქონებრივ ზიანს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა, ამასთან მისი მხრიდან დანაშაული ჩადენილია ანგარების მოტივით და ამოძრავებდა სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა- ზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ჯა-------–------ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი სამი პირის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, იმის მიერ ვინ ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
ამდენად, ბრალდებულ ჯა-------–------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოე- ბები:
ჯა-------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდე- ლი ვადის პერიოდში.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ჯა-------–------ა მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაეთანხმა და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ჯა-------–------ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 19-1 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით ჯა-------–------ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის, 01 (ერთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 01 (ერთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ჯა-------–-----ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის, 01 (ერთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 01 (ერთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ჯა-------–------ ადრე ნასამართლევია განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რა დროსაც დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფ- ლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართ- ული დანაშაულისათვის ნასამართლობა არის ამ მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება, მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ უნდა გავრცელდეს და ჯა-------–------ს მიმართ შესაძლებელია მინიმალური სასჯელის გამოყენება.
შესაბამისად, ჯა-------–------ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
ბრალდების მხარის ინიციატივით ჯა-------–------ს მიმართ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა სტაციონარული, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნით ჯა-------–-----ს ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), აღნიშნული მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ გამოკვლეულა, რის გამოც სასამართლო მას გამოიყენებს როგორც ჯა-------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რადგან საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდულ შერაცხადობის მდგომარეობაში, ე. ი. ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან ეხელმძღვანელა მისთვის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდე- ბულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, მუ----------------–--ს პერანგი, რომელიც ინახება საქართვე- ლოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მუ----------------–--ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ჯა-------–------ (პირადი ნომერი 30--------2) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111151 -ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2.საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 111151 -ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
6.საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
7.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯა-------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
8.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ჯა-------–------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯა-------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
9.ჯა-------–------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 3- აგვისტოს 10:15 საათიდან.
10.ჯა-------–------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
11.ნივთიერი მტკიცებულება, მუ----------------–--ს პერანგი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მუ----------------–--ს.
12.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია