განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
010100119002905419
დავის ტიპი
260 5 ბ , 260 5 ბ , 260 5 ა , 260 5 ა , 260 3 ბ , 260 3 ა
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119002905419

1-213/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

პროკურორი - ი-----–- დ--------–-ძე

 

ბრალდებულები - მ--------ა ქ-------–, ი----ე მ--–-------ნი

ადვოკატები - მ--–------------------–-------------–--------------------------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

გამოძიების საქმის ნომერი №1-----------

 

ბრალდებული: ი----ე მ--–-------ნი

მამის სახელი: კ--------

დაბადებული: 17.08.1-----–--–---------–--------------------–------------–---------–----–----------------------------------------------------------------------------–-----------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტით და მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი

 

ბრალდებული: მ--------ა ქ-------–

მამის სახელი: ს-----

დაბადებული: 01.10.1-----–--–---------–------------------------------–---------–----–-----------------------------------------------–----–---------------------------------–----------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტით და მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ--------ა ქ-------–იმ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

მ--------ა ქ-------–იმ ი----ე მ--–-------ნთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს და 2019 წლის 29 იანვარს ი----ე მ--–-------ნთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ გაასაღა გ------- კ--–---------ე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა გ------- კ--–------ისგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

მ--------ა ქ-------–იმ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

მ--------ა ქ-------–იმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,224 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც - 0,024 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი ამოღებული იქნა 2019 წლის 6 თებერვალს ქ. ბათუმში ზ. გამსახურდიას და ი. გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისივე პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაწილი - 0,168 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი ამოღებული იქნა ქ. ბათუმში ზ. ბ-----ეს შესახვევში, N8-ში მდებარე მ--------ა ქ-------–ის და ი----ე მ--–-------ნის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ხოლო დარჩენილი დიდი ოდენობით 0.032 გრამი გრამი ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი, 2019 წლის 6 თებერვალს ი----ე მ--–-------ნთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ გაასაღა გ------- კ--–---------ე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა გ------- კ--–------ისგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაკითხ პირთა სიაში მითითებული ბრალდების მხარის მოწმე მ-----ნ ფ---------ძე მიჩნეული იქნეს, როგორც უდავო მტკიცებულებად და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ” დ ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–იმ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნის.

 

გარდა საქმეში არსებული უდაო მტკიცებულებებისა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სრულად დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

პირველი ეპიზოდი

 

ბრალდებულმა ი----ე მ--–-------ნმა წარდგენილ ბრალდებაში, რომლის მიხედვით მან მ--------ა ქ-------–თან ერთად ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა შენახვა და გასაღება თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

მოწმე გ------- კ--–------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში. იცნობს ი----ე მ--–-------ნს. 2019 წლის 21 იანვარს ი----ე მ--–-------ნმა გააცნო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------ა ქ-------–ი, რომელმაც შესთავაზა რომ საქართველოში შემოიტანდა ნარკოტიკულ საშუალებას და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ დახმარებოდა ნარკოტიკის რეალიზაციაში. გ------- კ--–------ემ ქ-------–ისგან შეთავაზებული წინადადება აცნობა საგამოძიებო სამსახურს და ასევე დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და მოეხდინა შესაბამისი ვიდეო ჩაწერა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. 2019 წლის 29 იანვარს ბათუმში ზ. ბ-----ის შესახვევი N8-ში მ--------ა ქ-------–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში შეხვდა მ--------ა ქ-------–ს, რომლისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ 550 ლარად. ეს თანხა მას წინასწარ გადასცეს პოლიციის მუშაკებმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე იმაზე მ--–-------ნი, რომელიც კარგად ფლობს თურქულს და სწორედ მისი საშუალებით ელაპარაკებოდა ქ-------–ს. ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების ფაქტის ჩაწერა მოახდინა სპეციალური აპარატურით. ამგვარი შეხვედრა ასევე განხორციელდა მ--------ა ქ-------–თან და ი----ე მ--–-------ნთან 2019 წლის 06 თებერვალს ბათუმში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც წინასწარ შეთანხმებისამებრ მ--------ა ქ-------–მა გადასცა 550 ლარად ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“. ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების ფაქტის ჩაწერა მოახდინა სპეციალური აპარატურით. მ--------ა ქ-------–ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები „სუბოქსინი“ მისგან ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ.

 

2019 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მიერ საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ კ--ა ტ----ეს მიერ გ------- კ--–---------ე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების „ შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის “ უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულ იქნა 550 ლარი, 5 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა ნომრებით F29693994, F30351611, F37030552, F30854983, F34606265 და სამი ას ლარიანი კუპიურა ნომრებით G20777485, AA08130859, AA06666501. ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

2019 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმის შინაარსი მიმდინარეობა შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

2019 წლის 29 იანვარს ბათუმში ზ. ბ-----ის შესახვევში მდებარე ბინა N8-ში 14;03 საათიდან 14;12 საათამდე განხორცილებული ფარული ვიდეო -აუდიო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლოში სადაც ნათლად ჩანს მ--------ა ქ-------–ისა და ი----ე მშკუდიანი მიერ გ------- კ--–---------ე ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.

 

სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ გ------- კ--–------ე გადასცემს ნარკოტიკული საშუალების შესასყიდ ფულს ხოლო მ--------ა ქ-------–ი, ითვლის აღებულ თანხის სათითაოდ კუპიურებს. იხ სფ 45-48.

 

2019 წლის 29 იანვარს ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ გ---–---ი კ--------ის მიერ მოქალაქე გ------- კ--–------ისგან ამოღებულ იქნა ხუთი ცალი ტაბლეტი, რომელსაც ლათინური ასოებით აწერია “ suboxne”, დამზადებულია ქარხნული წესით. გ------- კ--–------ის განმარტებით სწორედ ეს ტაბლეტები შეიძინა მ--------ა ქ-------–ისგან. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზევე.

 

2019 წლის 29 იანვარს შედგენილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის მიმდინარეობა, შედეგები და ხელმოწერების ნამდვილობა სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

N ქ--- სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კვლევისათვის ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ნივთიერებები „5 (ხუთი) ცალი ტაბლეტი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,04 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N ქ--- დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------ა მ----–----იამ.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება " ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში.

 

მ--------ა ქ-------–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ” ბუპრენორფინის ” შეძენის და შენახვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინს”

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღებაში იგულისხმება, რომ პირმა იგი ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე გაასაღა სხვა პირზე.

 

უკანონო გასაღება ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: გაყიდვით, სესხის სანაცვლოდ გაცემით, გაჩუქებით და ა .შ )

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით მ--------ა ქ-------–ს არ ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შენახვის ან გასაღების.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა 2019 წლის 29 იანვარს უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის (ჯგუფური დანაშაული) მეორე ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ბრალდებულ ი----ე მ--–-------ნის აღიარებითი ჩვენებით, გ------- კ--–------ის დაკითხვის ოქმით, ვიდეო ჩანაწერებით და უდავოდ დადგენილია, რომ მ--------ა ქ-------–ი და ი----ე მ--–-------ნი წინასწარ იყვნენ შეთანხმებული და დაგეგმილად მოქმედებდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა 2019 წლის 29 იანვარს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ გაასაღა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

დიდი ოდენობა.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

N ქ--- / ს.ქ სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქ-------–ის მიერ გ------- კ--–---------ე გასაღებული „5 (ხუთი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,04 გრამის ოდენობით.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით 0,04 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა შეიძინა, ინახავდა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

მეორე ეპიზოდი

 

ბრალდებულმა ი----ე მ--–-------ნმა წარდგენილ ბრალდებაში, რომლის მიხედვით მან მ--------ა ქ-------–თან ერთად ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა შენახვა და გასაღება თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

მოწმე გ------- კ--–------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში. იცნობს ი----ე მ--–-------ნს. 2019 წლის 21 იანვარს ი----ე მ--–-------ნმა გააცნო გაიცნო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------ა ქ-------–ი, რომელმაც შესთავაზა რომ საქართველოში შემოიტანდა ნარკოტიკულ საშუალებას და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ დახმარებოდა ნარკოტიკის რეალიზაციაში. გ------- კ--–------ემ შეთავაზებული წინადადება აცნობა საგამოძიებო სამსახურს და ასევე დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და მოეხდინა შესაბამისი ვიდეო ჩაწერა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. 2019 წლის 29 იანვარს ბათუმში ზ. ბ-----ის შესახვევი N8-ში მ--------ა ქ-------–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში შეხვდა მ--------ა ქ-------–ს, რომლისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ 550 ლარად. ეს თანხა მას წინასწარ გადასცეს პოლიციის მუშაკებმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე იმაზე მ--–-------ნი, რომელიც კარგად ფლობს თურქულს და სწორედ მისი საშუალებით ელაპარაკებოდა ქ-------–ს. ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების ფაქტის ჩაწერა მოახდინა სპეციალური აპარატურით. ამგვარი შეხვედრა ასევე განხორციელდა მ--------ა ქ-------–თან და ი----ე მ--–-------ნთან 2019 წლის 06 თებერვალს ბათუმში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც წინასწარ შეთანხმებისამებრ მ--------ა ქ-------–მა გადასცა 550 ლარად ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“. ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების ფაქტის ჩაწერა მოახდინა სპეციალური აპარატურით. მ--------ა ქ-------–ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები „სუბოქსინი“ მისგან ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ.

 

2019 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მიერ საქართველოს შსს აჭარის ა .რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ კ--ა ტ----ეს მიერ გ------- კ--–---------ე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების „ შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის “ უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულ იქნა 550 ლარი, 5 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა ნომრებით F29693994, F30351611, F37030552, F30854983, F34606265 და სამი ას ლარიანი კუპიურა ნომრებით G20777485, AA08130859, AA06666501. ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

2019 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მიერ საქართველოს შსს აჭარის ა .რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ კ--ა ტ----ეს მიერ გ------- კ--–---------ე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების „ შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის “ უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულ იქნა 550 ლარი,11 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა ნომრებით F31267841, F36829665, F31745591, F30753109, F30513264, F39077339, F369773283 AA08939232, AA18241493, AA14728732, AA00283855 ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

2019 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმის შინაარსი მიმდინარეობა შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გ---–---ი კ--------ემ.

 

2019 წლის 31 იანვარს ბათუმში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 15;32 საათიდან 15;40 საათამდე განხორცილებული ფარული ვიდეო -აუდიო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლოში სადაც ნათლად ჩანს ი----ე მ--–-------ნსა და გ------- კ--–---------ე ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ფულის გადაცემის ფაქტი.

 

სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ გ------- კ--–------ე გადასცემს ნარკოტიკული საშუალების შესასყიდ ფულს ი----ე მ--–-------ნს. იხ სფ 193-194.

 

2019 წლის 6 თებერვალს ბათუმში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:46 საათიდან 12;07 საათამდე განხორცილებული ფარული ვიდეო -აუდიო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლოში სადაც ნათლად ჩანს ი----ე მ--–-------ნსა და გ------- კ--–---------ე ნარკოტიკული საშუალების შესაძენად განხორციელებადი გეგმების შესახებ შეთანხმების გარემოებები.

 

სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა. იხ სფ 196-200.

 

2019 წლის 6 თებერვალს ბათუმში ბულვარში 14:51 საათიდან 15:12 საათამდე განხორცილებული ფარული ვიდეო -აუდიო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლოში სადაც ნათლად ჩანს მ--------ა ქ-------–ისა და ი----ე მ--–-------ნის მიერ გ------- კ--–---------ე ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.

 

სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა. იხ სფ 200-204.

 

2019 წლის 6 თებერვალს ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ გ------ლ ბაჯელიძის მიერ მოქალაქე გ------- კ--–------ისგან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი ტაბლეტი რომელსაც ლათინური ასოებით აწერია “ suboxne”, დამზადებულია ქარხნული წესით. გ------- კ--–------ის განმარტებით სწორედ ეს ტაბლეტები შეიძინა მ--------ა ქ-------–ისგან 550 ლარად. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზევე.

 

2019 წლის 06 თებერვალს შედგენილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის მიმდინარეობა, შედეგები და ხელმოწერების ნამდვილობა სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ლ ბ-----–---მ.

 

2019 წლის 06 თებერვალს ჩატარებული დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში გამსახურდია ქუჩაზე გამომძიებელ გ---–---ი კ--------ის მიერ დაკავებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------ა ქ-------–ი, რომელსაც ჩაუტარდა ჩხრეკა. ჩხრეკისა ამოღებული იქნა პიჯაკის შიდა მარცხენა ჯიბიდან სამი აბი, რომელთაც აწერიათ “ suboxne”. ამოღებული აბები დაილუქა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მუშაკები გ-- შ----–-–--ლი და გ-----ი ზ-----. ასევე თარჯიმანი . ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა ასევე- მ--------ა ქ-------–მა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შენახული აქვს დროებით საცხოვრებელ სახლში ბათუმში ზ. ბ-----ის შესახვევ N 8 - ში.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ--------ა ქ-------–ის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა პოლიციელებმა გ-----ი ზ-----მ, გ-- შ----–-–--ლმა და გ---–---ი კ--------ემ სრულად დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

N ქ--- / სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქარბალის მიერ გ------- კ--–---------ე გასაღებული „4 (ოთხი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,032 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქ-------–ისგან ამოღებულ „3 (სამი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,024 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N ქ--- დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------ა მ----–----იამ.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება " ბუპრენორფინი ” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღებაში იგულისხმება, რომ პირმა იგი ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე გაასაღა სხვა პირზე.

 

უკანონო გასაღება ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: გაყიდვით, სესხის სანაცვლოდ გაცემით, გაჩუქებით და ა .შ )

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით მ--------ა ქრაბალს არ ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის გასაღების.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა 2019 წლის 06 თებერვალს უკანონოდ, გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის (ჯგუფური დანაშაული) მეორე ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ბრალდებულ ი----ე მ--–-------ნის აღიარებითი ჩვენებით, გ------- კ--–------ის დაკითხვის ოქმით, ამოღების ოქმით, ვიდეო ჩანაწერებით და უდავოდ დადგენილია, რომ მ--------ა ქ-------–ი და ი----ე მ--–-------ნი წინასწარ იყვნენ შეთანხმებული და დაგეგმილად მოქმედებდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა 2019 წლის 06 თებერვალს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

დიდი ოდენობა.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

N ქ--- სამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქარბალის მიერ გ------- კ--–---------ე გასაღებული „4 (ოთხი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,032 გრამის ოდენობით.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით 0,032 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

2019 წლის 6 თებერვალს ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში ზ. ბ-----ის ქუჩა N 8-ში მესაკუთრე დ------ კ--იძის თანხმობითა და მონაწილეობით გამომძიებელ რ----ნ სირაძის მიერ ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ე------ გ-------ე და თ-----------–-–---–ი. ჩხრეკისას ბინაში ტანსაცმლის კარადაში შავი ფერის ქურთუკის საყელოში აღმოჩენილი იქნა 21 აბი, რომელთაც აწერიათ “ suboxne”.

ამოღებული აბები დაილუქა.

 

ბინის ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობა იღებდნენ ჩხრეკაში, დ------ კ--ი--მ, რ----ნ ს------მ, ე------ გ-------ემ და თ-----------–-–---–მა.

 

2019 წლის 6 თებერვალს ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმის შედეგები დადგენილია ასევე უდავოდ ცნობილი ი----ე მ--–-------ნის ბრალდებული გამოკითხვის ოქმით სადაც მან მიუთითა რომ მ--------ა ქ-------–ი ნაწილს ნარკოტიკების ინახავდა შავი ქურთუკის საყელოში. იხ სფ 181-184.

 

ნივთმტკიცება შავი ქურთუკი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას.

 

სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი სადაც ნათლად ჩანს როგორ გადაკვეთა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარი მ--------ა ქ-------–იმ და შემოვიდა საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით რა დროსაც მას აცვია შავი ქურთუკი.

 

N ქ--- / სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქარბალის მიერ გ------- კ--–---------ე გასაღებული „4 (ოთხი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,032 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქ-------–ისგან ამოღებულ „3 (სამი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,024 გრამის ოდენობით.

 

ბინის ჩხრეკისას მ--------ა ქ-------–ის ქურთუკიდან ამოღებულ „21 (ოცდაერთი) ცალი ტაბლეტი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშულებას და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,168 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N ქ--- დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------ა მ----–----იამ.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

N ქ--- სამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--------ა ქარბალის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 21 ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს 0,168 გრამის ოდენობით.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით 0,168 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს განსაკურებით დიდ ოდენობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------ა ქ-------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არავითარი ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა და გასაღება არ ჩაუდენია.

 

თუმცა ვერ უარყო და დაადასტურა, რომ მას პირადი ჩხრეკის დროს მართლაც ქონდა ხსენებული სამი აბი მაგრამ ეს სამი აბი გ------- კ--–------ემ გადასცა ალკოჰოლის მიდრეკილებისაგან თავის დასაღწევად. ბრალდებულმა ასევე ვერ უარყო და დაადასტურა, რომ ქურთუკი რომელიც გამოიკვლია სასამართლომ ბრალდების მხარის ნივთმტკიცებად მას ეკუთვნის და მართალია, რომ სწორედ ამ ქურთუკით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მაგრამ ნარკოტიკები რომელიც აღმოჩენილი იქნა ქურთუკის საყელოში ეჭვი აქვს, რომ შიგნით ჩადო გ------- კ--–------ემ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას. სასამართლო აანალიზებს იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოღებული იქნა მ--------ა ქ-------–ის ქურთუკის საყელოდან არა ჩადებული არამედ ჩაკერებული იყო. ქურთუკის საყელოში სამი კონვალუტის ფირფიტის ჩაკერება გარკვეულ დროს საჭიროებს და მის განხორციელება ცარიელი ხელებით შეუძლებელია, საჭიროა სპეციალური ნივთები. რათქმაუნდა სასამართლო უშვებს იმ გარემოებასაც, რომ პრაქტიკულად ადვილი შესაძლებელია და განსახორციელებელიც, რომ გარეშე პირმა მოასწროს და მფლობელის მალულად ნარკოტიკული საშულება ჩადოს სხვის ქურთუკში. მაგრამ მაშინ, როდესაც მოწმე და ბრალდებულიც ერთ ოთახში ერთად იმყოფებოდნენ მფლობელის შეუმჩნევლად აიღოს ქურთუკი, დაშალოს იგი შეუმჩნევლად, შემდეგ საყელოში მოათავსოს კონვალუტს ფირფიტების სამი ნაჭერი და შედეგ გაკეროს ისე, რომ ვერაფერი ვერ დაინახოს მფლობელმა და ვერ მიხვდეს რაიმეს ამგვარი ფაქტი სასამართლოს დაუჯერებლად მიაჩნია და თვლის, რომ მოგონილია ბრალდებულის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. ჩაკერებული კონვალუტის ფირფიტები ცალსახად მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალება სწორედ ქურთუკის მფლობელს ეკუთვნის მან მიზანმიმართულად დამალა იგი ქურთუკში. ამ გარემოებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ერთითაიგივე სახეობის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული მ--------ა ქ-------–სგან პირადი ჩხკრეკის დროს, აესევე ასაღებდა გ------- კ--–---------ე რაც აშკარაა ფარული ვიდეო ჩანაწერებით და იმავდროულად საუბრობს ჩანაწრებში ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციის შემდგომ გეგმებზე გ------- კ--–------ესთან.

 

სასამართლო ვერ დარწმუნდა ბრალდებულის ჩვენებებში მოყვანილ გარემოებების სინამდვილეში, ვერც ბრალდებულისგან და ვერც დაცვის მხარისგან ვერ მოისმინა სასამართლომ თუნდაც იმ ფაქტის ახსნა თუ, რატომ მიუთითა მოწმემ მასზე, როგორც წინასწარი გამოძიებისას ისე სასამართლო პროცესზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ------- კ--–------ეს მ--------ა ქ-------–თან მანამდე რაიმე ურთიერთობა არ ქონდა. არც საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირებს დანაშაულის ჩადენამდე არანაირი კავშირი ბრალდებულთან არ გააჩნდათ და არცერთ მოწმეს რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა.

 

აქედან გამომდინარე სასამართლოს არ აქვს მოწმეებს შემხვედრ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში არ გამოკვეთილა მოწმეთა მხრიდან ბრალდებულთან მიმართებაში მანამდე, რაიმე სახის მოტივი, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოში მოწმეთა ჩვენებების მიკერძოებაზე და აფიქრებინებდა, რომ ისინი შეგნებულად იგონებენ რაიმეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა ჩვენებები არის დამაჯერებელი, გულწრფელი და თანამიმდევრული.

 

სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------ა ქ-------–იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მ--------ა ქ-------–იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მ--------ა ქ-------–იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მ--------ა ქ-------–იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქ/პუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ” ა ” და „ ბ “ ქვეპუნქტით.

 

ასევე დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ” ა ” და „ ბ “ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ” ა ” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--------ა ქ-------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

მ--------ა ქ-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა, ნარკოტიკული საშუალების სხვადსხვა ტიპის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ--------ა ქ-------–ის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ი----ე მ--–-------ნის მიმართ:

 

ი----ე მ--–-------ნმა მ--------ა ქ-------–ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს და 2019 წლის 29 იანვარს მ--------ა ქ-------–ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ გაასაღა გ------- კ--–---------ე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა გ------- კ--–------ისგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

2019 წლის 6 თებერვალს ი----ე მ--–-------ნმა, მ--------ა ქ-------–ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ გ------- კ--–---------ე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით - 0,032 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა გ------- კ--–------ისგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: -შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების გ------- გოგიტი--ს, გ------- კ--–------ეს, თ--------------–ი--ს, თ-----------–-–---–ის, გ-- შ----–-–--ლის, დ------ კ--ი--ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ი----ე მ--–-------ნის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 25 იანვრის შუამდგომლობა (21/ს), 2019 წლის 27 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს №11/დ-58/19ს განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, 2019 წლის 29 იანვრის ოქმი 23/ს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე პირზე ინსტრუქტაჟის ჩატარების და თანხის გადაცემის შესახებ, 2019 წლის 29 იანვარს სსიპ საქართველოს ოპერატიულ სააგენტოდან მიღებული წერილი 6/4/2-16ს, კრებსი (რეგ. N 5ს) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი დისკი (რეგ. N 9ს), 2019 წლის 6 თებერვლის დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად არსებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ქ/ 74 2019 წლის 31 იანვრის ოქმი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე პირზე ინსტრუქტაჟის ჩატარების და თანხის გადაცემის შესახებ - ოქმი 26/ს. 2019 წლის 7 თებერვალს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში შემოსული სსიპ საქართველოს ოპერატიულ სააგენტოდან მიღებული წერილი 6/4/1-24 ს, 2019 წლის 7 თებერვალს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში შემოსული სსიპ საქართველოს ოპერატიულ სააგენტოდან მიღებული წერილი 6/4/1-21ს. კრებსი 3 (სამი) ცალი (რეგ. N 10ს, რეგ. N 16ს, რეგ. N 17ს), ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი დისკი 3 (სამი) ცალი (რეგ. N 14 ს, რეგ. N 15 ს, რეგ. N 16 ს),2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად არსებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, ი----ე მ--–-------ნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მ--------ა ქ-------–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობები საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებები საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ქ--- და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----ე მ--–-------ნმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----ე მ--–-------ნმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქ/პუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ” ა ” და „ ბ “ ქვეპუნქტით.

 

ასევე დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ” ა ” და „ ბ “ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი----ე მ--–-------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

ი----ე მ--–-------ნს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა, ნარკოტიკული საშუალების სხვადსხვა ტიპის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ--------ა ქ-------–ის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული მ--------ა ქ-------– ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტით და მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ბრალდებული მ--------ა ქ-------– ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------ა ქ-------–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მ--------ა ქ-------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მ--------ა ქ-------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 06 თებერვლიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე მ--------ა ქ-------–ის 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ბრალდებული ი----ე მ--–-------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტით და მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ბრალდებული ი----ე მ--–-------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი----ე მ--–-------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი----ე მ--–-------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 06 თებერვლიდან

 

ი----ე მ--–-------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე ი----ე მ--–-------ნს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი