განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
140100117002550790
დავის ტიპი
182 3 ბ , 182 2 დ
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100117002550790

№ 1/424-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

20.11.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დ-------ე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

(ბრალდებულის დაუსწრებლად)

 

ბრალდების მხარე

 

უფროსი პროკურორი - ზ-----ბ წერეთელი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ალექსანდრე მგელაძე

 

ბრალდებული - ხ------- ბ-------ს ა----–- გ------–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ქვრივი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. გორი, ე------------------–---–ის ქუჩა N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი-----–--------------------------

 

კვალიფიკაცია

 

მითვისება, ე.ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების და პროკურორის მიერ დასკვნით სიტყვაში დაზუსტებული პოზიციის მიხედვით, ხ------- გ------–-–---–მა ჩაიდინა მითვისება, ე.ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ (ს/ნ 2--------) ბუღალტერმა - ხ------- გ------–-–---–მა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, ზემოაღნიშნული კლინიკის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ: ხ------- გ------–-–---–მა, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის კუთვნილი ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშებზე, სხვადასხვა დანიშნულების მითითებით გადარიცხა და სალაროდან ხელზე გაიტანა სულ 514 972,14 ლარი, მათ შორის, სს „პროკრედიტ ბანკის“ და სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშებიდან - 487 898,91 ლარი, სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან - 6378,23 ლარი, ხოლო სალაროდან ხელზე გაიტანა 20 695 ლარი, ასევე, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ბუღალტერმა - მ------ გ---–--–--ემ ამავე კლინიკის კუთვნილი სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის კუთვნილ სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა 6900 ლარი. საერთო ჯამში, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში აღმოჩნდა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 521 872,14 ლარის ოდენობით.

 

ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ფულადი თანხიდან - 521 872,14 ლარიდან, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის და დ----- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ანგარიშზე უკან შეტანილი და ჩარიცხულია, ასევე, კლინიკის საჭიროებისათვის გახარჯულია და ხ------- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----იდან“ ხელფასის სახით მიღებულია ფულადი თანხა 146 575,75 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ხ------- გ------–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 375 296, 39 ლარის ოდენობით (521 872,14 – 146 575,75 ლარი), რის შედეგადაც შპს „ჯ--------------–---–-----–----ას“ მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო სრულად ეთანხმება წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას და მიიჩნევს, რომ ხ------- გ------–-–---–ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, თუმცა, თვლის, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ და პროკურორის დასკვნით სიტყვაში დაზუსტებულ მითვისებული თანხის საერთო ოდენობას უნდა გამოაკლდეს 2729 ლარი (1329+1400 ლარი) და საბოლოოდ, ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხის ოდენობა განისაზღვროს 372 567, 39 ლარით (სამას სამოცდ-----რმეტი ათას ხუთას სამოცდაშვიდი ლარით და ოცდაცხრამეტი თეთრით). მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოება არავითარ გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 23 ოქტომბრის რედაქციით) ხ------- გ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ------- გ------–-–---–მა ჩაიდინა მითვისება, ე.ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ (ს/ნ 2--------) ბუღალტერმა - ხ------- გ------–-–---–მა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, ზემოაღნიშნული კლინიკის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ: ხ------- გ------–-–---–მა, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშებზე, სხვადასხვა დანიშნულების მითითებით, გადარიცხა და სალაროდან ხელზე გაიტანა სულ 514 972, 14 ლარი, მათ შორის, სს „პროკრედიტ ბანკის“ და სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშებიდან - 487 898, 91 ლარი, სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან - 6378, 23 ლარი, ხოლო სალაროდან ხელზე გაიტანა 20 695 ლარი, ასევე, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ბუღალტერმა - მ------ გ---–--–--ემ ამავე კლინიკის კუთვნილი სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის კუთვნილ სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა 6900 ლარი. საერთო ჯამში, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში აღმოჩნდა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 521 872, 14 ლარის ოდენობით.

 

ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ფულადი თანხიდან - 521 872,14 ლარიდან, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის და დ----- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ანგარიშზე უკან შეტანილი და ჩარიცხულია, ასევე, კლინიკის საჭიროებისათვის გახარჯულია და ხ------- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----იდან“ ხელფასის სახით მიღებულია ფულადი თანხა 149 304, 75 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ხ------- გ------–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 372 567, 39 ლარის ოდენობით (521 872,14 – 149 304,75 ლარი), რის შედეგადაც შპს „ჯ--------------–---–-----–----ას“ მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს მოწმეთა ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნებს, გააანალიზებს დაცვის მხარის მიერ ჩამოყალიბებულ ვერსიას მისი სანდოობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ დამფუძნებლის - მ----- გ------, ამავე კლინიკის დირექტორის - ჯ------- გ-----–---–ის და ბრალდებულ ხ------- გ------–-–---–ის ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ი 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში წარმოადგენდა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ მთავარ ბუღალტერს და თანხების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულ პირს.

 

უდავოა და აღნიშნული გარემოება დაკითხვისას თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–მა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშებზე, სხვადასხვა დანიშნულების მითითებით, გადარიცხა და სალაროდან ხელზე გაიტანა ფულადი თანხა 514 972, 14 ლარის ოდენობით, მათ შორის, სს „პროკრედიტ ბანკის“ და სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშებიდან - 487 898, 91 ლარი, სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან - 6378, 23 ლარი, ხოლო სალაროდან ხელზე გაიტანა 20 695 ლარი, ასევე, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ბუღალტერმა - მ------ გ---–--–--ემ ამავე კლინიკის კუთვნილი სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის კუთვნილ სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა 6900 ლარი. საერთო ჯამში, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში აღმოჩნდა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 521 872, 14 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულმა ხ------- გ------–-–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი თანხების საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა განპირობებული იყო კლინიკისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების ინტერესით, რაც წინასწარ შეთანხმებული იყო კლინიკის დამფუძნებელთან და დირექტორთან. კლინიკის დირექტორი - ჯ------- გ-----–---–ი მისგან მოითხოვდა ე.წ. „შავი ბუღალტერიის“ წარმოებას, რათა კლინიკას კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები შეძლებისდაგვარად ნაკლები ოდენობით გადაეხადა და იმავდროულად, ხ------- გ------–-–---–ს საბუღალტრო დოკუმენტებში მონაცემები კანონიერად აესახა. ხ------- გ------–-–---–ის განმარტებით, ჯ------- გ-----–---–ს ან მასთან შეთანხმებით კლინიკის სხვა თანამშრომლებს კლინიკის სალაროდან ხშირად გაჰქონდათ ნაღდი ფული სხვადასხვა მიზნებისათვის, თუმცა, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები კლინიკაში დროულად ან საერთოდ არ ბრუნდებოდა. იმისათვის, რომ სალაროდან თანხის გადინება და მისი ხარჯვა გაემართლებინათ და, ასევე, კლინიკის დაბეგვრა თავიდან აეცილებინათ, ხ------- გ------–-–---–ი, როგორც ანგარიშვალდებული პირი, კლინიკის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული სქემით (აღნიშნული სქემა დაცვის მხარემ გრაფიკულად წარმოადგინა საქმის არსებითი განხილვისას), კლინიკის კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშებზე ე.წ. „საქვეანგარიშოდ“ რიცხავდა, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად, სხვადასხვა გზით, კლინიკის კუთვნილ ანგარიშებზე უკან აბრუნებდა. გარდა ბრალდების მხარის და სასამართლოს მიერ კლინიკისათვის უკან დაბრუნებულად ჩათვლილი თანხებისა, ხ------- გ------–-–---–მა დაკითხვისას მიუთითა, რომ მისი შვილის - ლ---- გ------–-–---–ის მიერ კლინიკის საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხებიც (232 874 ლარი) კლინიკისათვის დაბრუნებულ თანხებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს სწორედ ის თანხებია, რომელიც, კლინიკის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული სქემით, ხ------- გ------–-–---–მა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოიტანა და ლ---- გ------–-–---–ს ხელზე გადასცა, რის შემდეგაც მან ეს თანხები კლინიკის ანგარიშებზე უკან დააბრუნა. ბრალდებულის განმარტებით, ბრალდების მხარის პოზიცია ლ---- გ------–-–---–ის მიერ კლინიკის საბანკო ანგარიშებზე თანხების შეტანის ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მას სალაროში კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები შეჰქონდა კლინიკის საბანკო ანგარიშებზე, მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რადგან ე.წ. „ტაბელებში“ ლ---- გ------–-–---–ის ხელმოწერები სალაროდან თანხების მიღების შესახებ დაფიქსირებული არ არის, არ არსებობს ასევე სხვა სრულყოფილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ლ---- გ------–-–---–ის მიერ სალაროდან აღნიშნული თანხების მიღება დადასტურდებოდა. ხ------- გ------–-–---–ის განმარტებით, კლინიკის დაფუძნების ეტაპზე, მან, ჯ------- გ-----–---–ის თხოვნით, კლინიკას ასესხა გარკვეული ფულადი თანხა პროცენტიანი სარგებლით, რომელიც ჯ------- გ-----–---–ს მისთვის არ დაუბრუნებია, ამიტომ ამ ნაწილში კლინიკის საბანკო ანგარიშებიდან თავის ანგარიშებზე გადარიცხული თანხებიდან, 85 202 ლარი სწორედ ჯ------- გ-----–---–ის მიერ ხ------- გ------–-–---–ისათვის სესხის დაფარვის სახით დაბრუნებულ თანხად უნდა მივიჩნიოთ. ხ------- გ------–-–---–ის განმარტებით, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, მისი, როგორც მთავარი ბუღალტრის ხელფასად უნდა ჩაითვალოს 60 800 ლარი, რაც ასევე უნდა გამოაკლდეს მის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულ თანხებს, რადგან მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა კლინიკაში დადგენილი ე.წ. „კალკულაციით“. დაცვის მხარის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, ხ------- გ------–-–---–ს სხვადასხვა გზით სრულად დაბრუნებული აქვს შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი თანხები (იხ. დაცვის მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა), რის გამოც იგი უდანაშაულოა და უნდა სრულად გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ხ------- გ------–-–---–ი ზემოაღნიშნული, არარეალური, დანაშაულებრივი სქემის წარმოდგენით შეეცადა შეცდომაში შეეყვანა სასამართლო და ამ გზით თავი დაეღწია მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს ზემოაღნიშნული სქემით ფულადი თანხების კლინიკისათვის დაბრუნების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, აღნიშნული ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობითაც, სახელდობრ:

 

მოწმეების - ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2002 წელს მათ მოახდინეს შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ამჟამინდელი შენობის პრივატიზაცია და ეტაპობრივად საკუთარი სახსრებით გაარემონტეს იგი. 2007 წლიდან მათ აღნიშნულ ობიექტზე გახსნილი ჰქონდათ ქალთა კონსულტაციის ცენტრი. 2008 წელს, გარკვეული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის გამო, ჯ------- გ-----–---–მა მიაკითხა გორის საგადასახადო სამსახურის თანამშრომელს, მის მეზობელს - ხ------- გ------–-–---–ს, რომელიც მას დაეხმარა საგადასახადო დავალიანების დაფარვაში. 2009 წლიდან ხ------- გ------–-–---–მა მუშაობა დაიწყო ჯ--------------–---–-----–----ის მთავარ ბუღალტრად და მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით. ჯ------- გ-----–---–ი და მ----- გ----ა ფინ--სურ საკითხებში ვერ ერკვეოდნენ, რის გამოც მათ ბუღალტრული კუთხით კლინიკის საქმიანობა მთლიანად მიანდეს ხ------- გ------–-–---–ს. 2010 წლის მდგომარეობით კლინიკის ამჟამინდელი შენობის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებული იყო, ხოლო 2011 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო შპს „ჯ--------------–---–-----–----ამ“. კლინიკას გახსნილი ჰქონდა ანგარიშები „ვი-თი-ბი ბანკში“, „პროკრედიტ ბანკში“, „საქართველოს ბანკში“ და „რესპუბლიკა ბანკში“, მათ ასევე გააქტიურებული ჰქონდათ ინტერნეტბანკის სერვისები. „საქართველოს ბანკის“ ანგარიშს ისინი იყენებდნენ განვადებებისთვის, რაც დადასტურებულია მ----- გ------ მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით (მთლიანი ბრუნვა ამ ანგარიშზე იყო დაახლოებით 6000 ლარის ოდენობით). ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა ხ------- გ------–-–---–ს, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა კლინიკის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვებს 2014 წლამდე, ვიდრე კლინიკაში მ------ გ---–--–--ეს დანიშნავდნენ დამხმარე ბუღალტრად. აღნიშნულის შემდეგ საბანკო გადარიცხვებს ახორციელებდა მ------ გ---–--–--ე, თუმცა, მას წვდომა ჰქონდა მხოლოდ „ბანკ რესპუბლიკაში“ გახსნილ ანგარიშზე. კლინიკა ასევე რეგისტრირებული იყო გადასახადის გადამხდელად და შესაბამისი rs.ge-ის მომხმარებლის სახელი და პაროლიც ჰქონდა მხოლოდ ხ------- გ------–-–---–ს. 2014 წლის ბოლოს კლინიკას შეექმნა გარკვეული პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან და სხვადასხვა მომწოდებელთან, რის გამოც ჯ------- გ-----–---–მა და მ----- გ----ამ გადაწყვიტეს აუდიტის მოწვევა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ხ------- გ------–-–---–ისათვის, რომელიც აუდიტის ჩატარების წინააღმდეგი იყო და მათ განუცხადა, რომ იგი აუდიტორის შემოწმებას არ საჭიროებდა. რამდენიმე თვის შემდეგ ჯ------- გ-----–---–მა კვლავ გადაწყვიტა აუდიტორის მოწვევა, რაზედაც ხ------- გ------–-–---–ი კვლავ წინააღმდეგი წავიდა. ჯ------- გ-----–---–ი და მ----- გ----ა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აუდიტორ ი-–-- ბორეცთან, თუმცა, იგი აუდიტის ჩასატარებლად კლინიკაში აღარ მივიდა. როგორც მან მ----- გ------ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი იყო ხ------- გ------–-–---–თან არსებული კონფლიქტი აუდიტის ჩატარების საკითხზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ მცდელობები კლინიკაში ე.წ. „დამოუკიდებელი, გარე აუდიტის“ მოწვევის შესახებ და ხ------- გ------–-–---–ის კატეგორიული წინააღმდეგობა მისი საბუღალტრო საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჯ------- გ-----–---–მა არაფერი იცოდა კლინიკაში მიმდინარე ბუღალტრული დარღვევებისა და იმ ე.წ. „სქემის“ შესახებ, რომელიც ხ------- გ------–-–---–მა დაკითხვისას წარმოადგინა. ამასთან, ხ------- გ------–-–---–ის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი ჯ------- გ-----–---–თან წინასწარი შეთანხმებით აწარმოებდა ე.წ. „შავ ბუღალტერიას“ და ამ მიზნით რიცხავდა კლინიკის კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშზე, არ დაადასტურა არამხოლოდ კლინიკის დირექტორმა - ჯ------- გ-----–---–მა და დამფუძნებელმა - მ----- გ----ამ, არამედ კლინიკის სხვა არც ერთმა თანამშრომელმა.

 

ზემოაღნიშნულ პერიოდში კლინიკაში დაინიშნა შემოსავლების სამსახურის შემოწმება, რაზეც ხ------- გ------–-–---–მა ჯ------- გ-----–---–ს და მ----- გ------ უთხრა, რომ არ ენერვიულათ, რადგან შემოწმება გაგრძელდებოდა 6 თვემდე, დოკუმენტაციას რევიზორებს თვითონ მიაწვდიდა და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ხოლო თუ კლინიკას რაიმე გადასახადი დაერიცხებოდა, პასუხისმგებლობას თვითონ აიღებდა და თანხას პირადად გადაიხდიდა. ექვსი თვის შემდეგ კლინიკაში შევიდა შეტყობინება, კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ კლინიკა დაჯარიმებული იყო 264 000 ლარით. აღნიშნულზე ხ------- გ------–-–---–მა ჯ------- გ-----–---–ს უთხრა, რომ ეს იყო შეცდომა, რომლის გამოსწორებისთვისაც თვითონ იზრუნებდა. შემოწმების დაწყებიდან მის დამთავრებამდე შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა ჰქონდა ხ------- გ------–-–---–ს, მასთან ინახებოდა ასევე კლინიკის სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია. საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ხ------- გ------–-–---–მა ჯ------- გ-----–---–ს წარუდგინა შემოწმების აქტი, სადაც ეწერა, რომ კლინიკას 1400 ლარი ჰქონდა გადასახდელი და სთხოვა გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. აღნიშნულზე ჯ------- გ-----–---–მა ხელი არ მოაწერა იმ მოტივით, რომ შემოსავლების სამსახურში დეტალები პირადად უნდა გაერკვია. ამის შემდეგ ხ------- გ------–-–---–ი კლინიკიდან წავიდა და სამსახურში აღარ გამოჩენილა. ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებების ერთობლიობით დადგენი-–--, რომ კლინიკის სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია ინახებოდა ხ------- გ------–-–---–თან, რომელიც საგადასახადო შემოწმების დროს მან სახლში წაიღო და დიდი ნაწილი აღარ დააბრუნა. ჯ------- გ-----–---–ის დავალებით ქ------- კ-----–---მ ხ------- გ------–-–---–ს გამოართვა rs.ge-ს მოდულის პაროლი და როდესაც ისინი ჯ--------------–---–-----–----ის გვერდზე შევიდნენ, ნახეს, რომ კლინიკას დარიცხული ჰქონდა დაახლოებით 264 000 ლარის დავალიანება. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ხ------- გ------–-–---–ის მიერ გამოწერილი იყო ყალბი ანგარიშფაქტურები, რომელთა შესახებაც იმ მომენტამდე მათ არაფერი იცოდნენ.

 

ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებების ერთობლიობით ასევე დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ის შვილი - ლ---- გ------–-–---–ი კლინიკაში თავდაპირველად დაინიშნა ბუღალტრის დამხმარედ, მოგვიანებით კი ფინ--სურ მენეჯერად. 2011-2014 წლებში კლინიკას შემოსავალი ჰქონდა ორი გზით: მიღებული სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტების მხრიდან გადახდილი და სალაროში ნაღდი ფულის სახით შესული შემოსავლები და სადაზღვეო კომპანიებიდან კლინიკის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული თანხები. სალაროში შემოსული თანხები იხარჯებოდა კლინიკის მიზნებისთვის, ხოლო რაც რჩებოდა ნაშთის სახით ძირითადად მოლარე ქ------- კ-----–---ს და ლ---- გ------–-–---–ს შეჰქონდათ ბანკში. ჯ------- გ-----–---–ი და მ----- გ----ა პირადად არაერთხელ შესწრებიან ფაქტს, როგორ გაჰქონდა სალაროდან ბანკში შესატანად ლ---- გ------–-–---–ს კლინიკის კუთვნილი თანხები. მათი აზრით, ლ---- გ------–-–---–ს დაახლოებით 300 000 ლარზე მეტი ექნება გატანილი სალაროდან ბანკში შესატანად. თავის მხრივ, ხ------- გ------–-–--–საც გაუტანია ფული სალაროდან ბანკში შესატანად. ხ------- გ------–-–---–ს სალაროდან თანხა მიჰქონდა ასევე „ჰუმანადან“ და „გლობალფარმიდან“ წამლების შესაძენად, რაც საჭიროებისამებრ დაახლოებით თვეში 600 ლარს შეადგენდა, შეძენილი წამლები კი ან თვითონ ან მის მეუღლეს - დ----- გ------–-–---–ს კლინიკაში მიჰქონდა.

 

ჯ------- გ-----–---–მა და მ----- გ----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ხ------- გ------–-–---–ს მათთვის კლინიკის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის თაობაზე არაფერი უთქვამს და ამის შესახებ მათ გამოძიების დაწყებამდე არ იცოდნენ. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ხ------- გ------–-–---–ს მათთვის ხელზე ფულადი თანხა გადაეცეს. ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებებით, ფულადი თანხები, რაც ხ------- გ------–-–---–მა კლინიკის ანგარიშიდან თავის ანგარიშებზე გადარიცხა, კლინიკის მიზნებისთვის არ დაუხარჯავს და უკან არ დაუბრუნებია. მან მიითვისა კლინიკის კუთვნილი თანხები, დირექტორს და დამფუძნებელს კი არწმუნებდა, რომ კლინიკას შემოსავალი არ ჰქონდა.

 

ვ----–------–---–-------------------------------------------–---–-------–-------------–---–---–-------------------–-–------ ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ი მათ ფირმებს უწევდა საბუღალტრო მომსახურებას, რომელმაც მათთან შეუთანხმელად, მათი ფირმების სახელით, გამოწერა ყალბი ანგარიშფაქტურები შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ სახელზე. თ------- ლ-–-----მ განმარტა, რომ გარდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერისა, ხ------- გ------–-–---–მა ასევე მიითვისა შპს „კონტრატეკის“ კუთვნილი ფულადი თანხები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით ხ------- გ------–-–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადებისათვის გამოყენების მიზნით და გამოყენებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენი ხ------- გ------–-–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი. გასათვალიწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით ხ------- გ------–-–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმებულია და მას მოხსნილი აქვს ნასამართლობა.

 

ქ------- კ-----–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2011 წლის 31 მაისიდან მუშაობს შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“. 2014 წლის აპრილამდე მუშაობდა მოლარის პოზიციაზე, ხოლო 2014 წლის აპრილიდან არის ფინ--სური მენეჯერი. მოლარედ მუშაობისას მის მოვალეობებში შედიოდა ნაღდი ფულის მიღება სალაროში, სისტემატიზაცია და შემდგომში ბანკში შეტანა. ფინ--სური მენეჯერის მოვალეობებში შედის თითოეული პაციენტისთვის მისი კუთვნილი გადასახდელი თანხების ხარჯთაღრიცხვების გამოანგარიშება, კლინიკის თანამშრომლებისთვის ხელფასის ოდენობების დათვლა, წამლების მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიკამენტების ნაშთების აღრიცხვა და სხვა. კლინიკის მთავარი ბუღალტერი, საქმიანობის მთელ პერიოდში, იყო ხ------- გ------–-–---–ი. 2011 წლიდან 2013 წლამდე კლინიკაში ბუღალტრად მუშაობდა ხ------- გ------–-–---–ის შვილი - ლ---- გ------–-–---–ი, რომელმაც 2013 წლიდან შეითავსა ფინ--სური მენეჯერის ფუნქციაც და 2014 წლამდე ორივე პოზიციაზე განაგრძობდა მუშაობას. მოლარედ მუშაობისას ქ------- კ-----–--- ახდენდა კლინიკის სალაროში თანხების მიღებას, აღნიშნულზე სალარო აპარატის ჩეკის გამოწერას და შემოსულ თანხაზე სპეციალური ფორმის შევსებას. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ქ------- კ-----–--- ახდენდა სალაროში მთლიანად შემოსულ თანხაზე სალაროს შემოსავლის ორდერის გამოწერას. დადგენილი წესის თანახმად, კლინიკის სალაროში არსებული ნაშთი უნდა შესულიყო კლინიკის საბანკო ანგარიშზე, რასაც ახორციელებდა როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე, მიღებული თანხის სხვა პირზე გადაცემით, რათა მას ხსენებული თანხა საბანკო ანგარიშზე შეეტანა. აღნიშნულ გადაცემულ თანხაზე ქ------- კ-----–--- ადგენდა სალაროს გასავლის ორდერს და უთითებდა პიროვნებას, ვისაც თანხა ბანკში უნდა შეეტანა. ბანკში თანხები ძირითადად შეჰქონდა ქ------- კ-----–---ს და ლ---- გ------–-–---–ს, ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თანხა ბანკში შეიტანა ხ------- გ------–-–---–მა. ქ------- კ-----–---მ განმარტა, რომ პროცენტულად მას ბანკში შეტანილი ექნება დაახლოებით 60%, ლ---- გ------–-–---–ს კი 40%. ქ------- კ-----–--ის ჩვენებით, მისი მოლარედ მუშაობის პერიოდში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ხ------- გ------–-–---–ს, ლ---- გ------–-–---–ს ან დ----- გ------–-–---–ს სალაროში თანხა შემოეტანათ. ყურადსაღებია, რომ ქ------- კ-----–--ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია რევიზიის შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლის მიხედვითაც, ქ------- კ-----–--ის მიერ ჯ--------------–---–-----–----ის ანგარიშზე 2012-2015 წლებში შეტანი-–-- სალაროდან გატანილი თანხა 522 000 ლარზე მეტი ოდენობით, ხოლო ლ---- გ------–-–---–ის მიერ - ფულადი თანხა 310 000 ლარზე მეტი ოდენობით.

 

ქ------- კ-----–---მ დაკითხვისას აღნიშნა, რომ გარდა სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერებისა, ის პირადად ადგენდა ცხრილებს, ე.წ. „ტაბელების“ სახით, სადაც უთითებდა ყველა იმ პირის მონაცემს, ვისზეც სალაროდან თანხები გაიცემოდა. ქ------- კ-----–--- თანხის მიმღებ პირს ტაბელში ხელს აწერინებდა, ასევე უთითებდა დანიშნულებას. აღნიშნული ტაბელების ნაწილი, ისევე როგორც კლინიკის მთლიანი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ინახებოდა ხ------- გ------–-–---–თან. მასთან დარჩა მხოლოდ ტაბელები 18 ფურცლად, რომელიც მან გამოძიებას წარუდგინა. ქ------- კ-----–---მ განმარტა, რომ კლინიკის სალაროდან ლ---- გ------–-–---–ი ძირითადად კლინიკის საბანკო ანგარიშებზე შესატანად იღებდა თანხას და ხშირ შემთხვევაში თანხის მიღებას ტაბელებზე ხელის მოწერით ადასტურებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ლ---- გ------–-–---–ი ამბობდა, რომ ეჩქარებოდა და თანხა ხელის მოუწერლად მიჰქონდა ბანკში შესატანად, ან ხელის მოწერის ნაცვლად, ტაბელში „x“ აღნიშვნას აკეთებდა. ქ------- კ-----–--ის განმარტებით, ტაბელებში მითითებული თანხები ნამდვილად მიღებული აქვთ ლ---- გ------–-–---–ს და ხ------- გ------–-–---–ს მიუხედავად იმისა, არის თუ არა დაფიქსირებული მათი ხელმოწერები. მის მიერ წარმოდგენილი ტაბელები იძლევა მხოლოდ ნაწილობრივ ინფორმაციას ხ------- გ------–-–---–ის და ლ---- გ------–-–---–ის მიერ სალაროდან გატანილი თანხების შესახებ, რადგან ხ------- გ------–-–---–მა საბუღალტრო დოკუმენტაცია სრული მოცულობით არ წარმოადგინა. ქ------- კ-----–--ის განმარტებით, ყოველი თვის ბოლოს ტაბელებს და სალაროს ორდერებს ხ------- გ------–-–---–ს აბარებდა, რომელიც სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აწარმოებდა კლინიკის ბუღალტერიას.

 

ქ------- კ-----–--ის ჩვენებით, 2015 წელს აპირებდნენ კლინიკაში კერძო აუდიტორის მოწვევას, რისი წინააღმდეგიც იყო ხ------- გ------–-–---–ი. ამავე პერიოდში, კლინიკაში მიუვიდათ შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დაწყების თაობაზე. საგადასახადო შემოწმების შედეგად კლინიკას დაერიცხა გარკვეული გადასახადი, რის გამოც ჯ------- გ-----–---–ს და ხ------- გ------–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. ხ------- გ------–-–---–ი ჯ------- გ-----–---–ს არწმუნებდა, რომ ყველაფერს თვითონ მოაგვარებდა, თუმცა, ჯ------- გ-----–---–მა სიტუაციაში პირადად გარკვევის მიზნით, ქ------- კ-----–--ის მეშვეობით, ხ------- გ------–-–---–ს rs.ge-ს პაროლი მოსთხოვა. ქ------- კ-----–---მ ხ------- გ------–-–--–ის მიერ მიცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი გადასცა კლინიკის იმჟამინდელ ბუღალტერს - მ------ გ---–--–--ეს. მ------ გ---–--–--ემ, მ----- გ----ამ და ქ------- კ-----–---მ ერთად გახსნეს შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ გადამხდელის ელექტრონული rs.ge-ს მოდული, სადაც ნახეს, რომ ხ------- გ------–-–---–ს ყალბად ჰქონდა გამოწერილი ანგარიშფაქტურები და კლინიკას აქტივში ჰქონდა დიდი ოდენობით დღგ-ს თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მათ ნახეს, რომ კლინიკას ჰქონდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, დაახლოებით 264 000 ლარის ოდენობით. 2015 წლის დეკემბრის თვეში კლინიკის დირექტორმა - ჯ------- გ-----–---–მა სს „პროკრედიტ ბანკიდან“ ამოიღო კლინიკის საბანკო ანგარიშის ამონაწერები, საიდანაც როგორც კლინიკის თანამშრომელმა მ------ გ---–--–--ემ აღმოაჩინა, წლების განმავლობაში, კლინიკის ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის ანგარიშზე გადარიცხული იყო სხვადასხვა ოდენობის თანხები, დანიშნულებაში კი სხვადასხვა მიზნობრიობა იყო მითითებული. გადარიცხული თანხები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ბუღალტერ ხ------- გ------–-–---–ის ხელფასი. ქ------- კ-----–--ის განმარტებით, 2014 წლამდე, ვიდრე მ------ გ---–--–--ე დამხმარე ბუღალტრად დაინიშნებოდა, კლინიკის ინტერნეტ ბანკზე და rs.ge მოდულზე წვდომა მხოლოდ ხ------- გ------–-–---–ს ჰქონდა. ქ------- კ-----–--ის ჩვენებით, გასავლის ორდერის გარეშე სალაროდან თანხა არავის გაჰქონდა. სალაროს გასავლის ორდერის და ტაბელის ჩანაწერებში მითითებული თანხები მხოლოდ სალაროდან გაიცემოდა, არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას გასავლის ორდერი გამოეწეროს და სალაროს გასვლის ორდერში მითითებული თანხა საბანკო ანგარიშიდან გაცემულიყოს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კლინიკის სალაროდან გაცემული თანხა, რომლის ხარჯვის დამდასტურებელი დოკუმენტებიც არ არსებობდა, გაიცემოდა სალაროდან არასრულყოფილად შევსებული გასავლის ორდერებით, რათა ეს თანხა დაუყოვნებლივ დაბეგრილიყო. აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად გამორიცხავს ხ------- გ------–-–---–ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, თითქოს კლინიკის ხელმძღვანელების მიზანი იყო სალაროდან აღებული თანხის დაუბეგრავად ხარჯვა. ლოგიკურია, რომ კლინიკის ხელმძღვანელებს აღნიშნული განზრახვა რეალურად რომ ჰქონოდათ, სალაროდან თანხის გატანას საერთოდ არ აჩვენებდნენ, ვიდრე ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდნენ, თუნდაც, ფიქტიურს, როგორც ამას ხ------- გ------–-–---–ი ჩვენებაში მიუთითებდა. თუ ვინმე სალაროს შეამოწმებდა, დანაკლისს აუცილებლად აღმოაჩენდა და თუ ხ------- გ------–-–---–ს კლინიკის კუთვნილი თანხა საკუთარ ანგარიშზე ექნებოდა გადარიცხული, ორივე შემთხვევაში, თანხა 20 %-ით დაიბეგრებოდა.

 

ქ------- კ-----–--ის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია მოწმე თ-- ბ------–---–ის ჩვენებით. მისი განმარტებით, 2013 წლის დასაწყისიდან მუშაობდა შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“, საწყის ეტაპზე, პროვიზორის თანაშემწედ, ხოლო 2014 წლიდან - მოლარედ. პროვიზორის თანაშემწედ მუშაობისას მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოლარე ქ------- კ-----–---სთან, ასევე, მისი არყოფნის შემთხვეაში, თ-- ბ------–---–ი ითავსებდა მოლარის ფუნქციას. მისი განმარტებით, კლინიკის მთავარი ბუღალტერი იყო ხ------- გ------–-–---–ი, ხოლო იმავე კლინიკაში ბუღალტრის თანაშემწის, ასევე ფინ--სური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ხ------- გ------–-–---–ის შვილი - ლ---- გ------–-–---–ი. თ-- ბ------–---–ის ჩვენებით, საღამოს საათებში იგი ხშირად იმყოფებოდა მოლარე ქ------- კ-----–--ის სამუშაო ადგილზე, სადაც ხშირად შესწრებია ქ------- კ-----–--ის მიერ ლ---- გ------–-–---–ისთვის კლინიკის საბანკო ანგარიშზე შესატანად სალაროდან თანხის გადაცემის ფაქტებს. აღნიშნულზე ქ------- კ-----–--- ადგენდა სალაროს გასავლის ორდერებს და სალაროდან თანხის გაცემას ცხრილებში აფიქსირებდა. თ-- ბ------–---–ი ასევე შესწრებია შემთხვევას, როდესაც ხ------- გ------–-–---–ს გაჰქონდა თანხები სალაროდან კლინიკის ანგარიშზე შესატანად. აღნიშნული გაგრძელდა ასევე 2014 წელს, მისი მოლარის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც, კერძოდ, ისიც ატანდა შესაბამისი გასავლის ორდერებით და ცხრილებში დაფიქსირებით ლ---- გ------–-–---–ს და ხ------- გ------–-–---–ს ფულად თანხებს კლინიკის ანგარიშზე შესატანად. თ-- ბ------–---–ის განმარტებით, აღნიშნული სალაროს გასავლის ორდერები და ცხრილები მან სრულად გადასცა ხ------- გ------–-–---–ს, როგორც მთავარ ბუღალტერს. მისი განმარტებით, ხ------- გ------–-–---–მა კლინიკის სალაროდან გაიტანა თანხა 600 ლარის ოდენობით ბუღალტრული პროგრამის შესაძენად, რომელიც, როგორც მოგვიანებით შეიტყო, ხ------- გ------–-–---–ს არ შეუძენია. თ-- ბ------–---–ის ჩვენებით, იგი ხელფასს იღებდა ყოველთვის ბანკში ჩარიცხვით და ხ------- გ------–-–---–ს მისთვის ხელზე კლინიკის თანხები ან მისი კუთვნილი ხელფასი არასოდეს გადაუცია.

 

მოწმე ქ------- კ-------- ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2013 წლის ივნისის თვიდან მუშაობდა შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“. ხ------- გ------–-–---–ს იცნობს, როგორც კლინიკის მთავარ ბუღალტერს, ასევე იცნობს კლინიკის ყოფილ დამხმარე ბუღალტერს და ფინ--სურ მენეჯერს - ლ---- გ------–-–---–ს, რომელთანაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ქ------- კ------ე ხშირად იმყოფებოდა ლ---- გ------–-–---–ის სამუშაო ოთახში, სადაც ხშირად შესწრებია მოლარე ქ------- კ-----–--ის მიერ კლინიკის საბანკო ანგარიშზე შეტანის მიზნით ლ---- გ------–-–---–ისათვის კლინიკის კუთვნილი თანხების გადაცემის ფაქტებს. ქ------- კ-------- განმარტებით, ხ------- გ------–-–---–ს უშუალოდ მისთვის ხელფასი ან სხვა რაიმე თანხა ხელზე არასოდეს მიუცია.

 

მ------ გ---–--–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის პირველი ივნისიდან მუშაობს შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“ ბუღალტრად. მისი ძირითად მოვალეობაში შედის საბანკო ოპერაციების განხორციელება, საბანკო გადარიცხვები და ასევე კლინიკასა და სხვადასხვა უწყებებს შორის კორესპონდენციის წარმოება. 2014 წელს ჯ------- გ-----–---–მა სთხოვა მას ენახა აუდიტორი, რომელიც ჩაატარებდა კლინიკის აუდიტორულ შემოწმებას. მ------ გ---–--–--ემ მართლაც ნახა აუდიტორი, შეუთანხმდა მას აუდიტის ჩატარების პირობებზე, რაც ჯ------- გ-----–---–ს გააცნო. აღნიშნული ასევე ცნობილი გახდა კლინიკის მთავარი ბუღალტრის - ხ------- გ------–-–---–ისათვის, რომელმაც გამოხატა უკმაყოფილება კლინიკაში აუდიტორის მოწვევაზე, რადგან მისი განცხადებით, პირადად შეეძლო აუდიტის ჩატარება. აუდიტორთან მოლაპარაკების მიმდინარეობისას, საბოლოოდ, მათ აღარ მოიწვიეს აუდიტორი, რადგან შემოსავლების სამსახურიდან მიიღეს წერილი კლინიკაში საგადასახადო შემოწმების დაწყების თაობაზე. აღნიშნულზე ხ------- გ------–-–---–მა განაცხადა, რომ თვითონ მიხედავდა საგადასახადო შემოწმების საკითხს და ამით კლინიკას არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდა. შემოწმების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კლინიკაში შევიდა შემოსავლების სამსახურის წერილი საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, სადაც მითითებული იყო, რომ შემოწმების შედეგად კლინიკას დაერიცხა დაახლოებით 264 000 ლარის გადახდა ჯარიმისა და საურავების სახით. აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი იყო ჯ------- გ-----–---–ისათვის და კლინიკის თანამშრომლებისთვის. ხ------- გ------–-–---–მა საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯ------- გ-----–---–ს განუცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც იგი გაასაჩივრებდა და დარიცხული თანხის ოდენობას შემცირებინებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხ------- გ------–-–---–მა ჯ------- გ-----–---–ს შეუტანა დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ საგადასახადო დავალიანება შემცირებული იყო 1 400 ლარამდე. თავის მხრივ, აღნიშნული ფურცელი ჯ------- გ-----–---–მა აჩვენა მ------ გ---–--–--ეს, რომელსაც ჰკითხა შეესაბამებოდ თუ არა იგი რეალობას. მ------ გ---–--–--ემ მას განუცხადა, რომ 3-4 დღეში საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრება და ახალი გადაწყვეტილების გამოცემა ვერ მოესწრებოდა, ხოლო სრულყოფილი პასუხის გასაცემად მოსთხოვა rs.ge მოდულზე შესასვლელი პაროლი. იმავე დღეს ჯ------- გ-----–---–ის დაჟინებული მოთხოვნით ხ------- გ------–-–---–მა მას პაროლი ფურცელზე დაუწერა, თუმცა, აღნიშნული პაროლით rs.ge მოდულზე შესვლა მათ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ჯ------- გ-----–---–ი თავად იყო მისული შემოსავლების სამსახურში, საიდანაც გამოითხოვა გადამხდელის ელექტრონული rs.ge-ს მოდულის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რაც მ------ გ---–--–--ეს და ქ------- კ-----–---ს გადასცა, თუმცა, მათ კვლავ ვერ მოახერხეს შესვლა. ამის შემდეგ ქ------- კ-----–---მ ჯ------- გ-----–---–ის დავალებით დაურეკა ხ------- გ------–-–---–ს და გამოართვა მომხმარებლის სახელი და პაროლი. ხ------- გ------–-–---–მა პაროლის გადაცემისას ქ------- კ-----–---ს უთხრა, რომ იგი აღარ მუშაობდა კლინიკაში და თავად უნდა მოეგვარებინათ შექმნილი ფინ--სური პრობლემები. rs.ge-ს მოდულზე შესვლისას მათ ნახეს, რომ კლინიკაზე დარიცხული იყო დაახლოებით 264 000 ლარი, ასევე იყო კლინიკის სახელზე დღგ-ში ჩათვლილი დიდი ოდენობით თანხები, კლინიკის სახელზე სხვადასხვა ფირმებიდან ფიქსირდებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სულ დაახლოებით მილიონამდე ლარის ოდენობით, რაც იყო ყალბი. აღნიშნული ფაქტურების და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობის ნახვის შემდეგ კლინიკის დირექტორმა და მ------ გ---–--–--ემ სს „პროკრედიტ ბანკიდან“ ამოიღეს ამონაწერი, რომლის საფუძველზეც დაადგინეს, რომ წლების განმავლობაში ხ------- გ------–-–---–ის სახელზე კლინიკიდან გადარიცხული იყო სხვადასხვა ოდენობის თანხები გაურკვეველი დანიშნულებებით, რაც მანამდე როგორც მ------ გ---–--–--ისთვის, ისე ჯ------- გ-----–---–ისთვის უცნობი იყო. მ------ გ---–--–--ის განმარტებით, საგადასახადო მოთხოვნა კლინიკას ძირითადად თანამშრომლების ხელფასებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში წარედგინა, რაც მათ გაუკვირადათ, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ საშემოსავლო გადასახადს კლინიკა ხელფასის გაცემისთანავე რიცხავდა, ხოლო როდესაც „პროკრედიტ ბანკის“ ამონაწერი ამოიღეს, ნახეს, რომ საშემოსავლო გადასახადის დანიშნულებით კლინიკის ანგარიშიდან თანხები, ხაზინის ანგარიშის ნაცვლად, გადარიცხული იყო ხ------- გ------–-–---–ის ანგარიშზე.

 

ხ------- გ------–-–--–ის მიერ მისი ანგარიშიდან კლინიკის „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე ჩარიცხულ 1329 ლართან დაკავშირებით, მ------ გ---–--–--ემ განმარტა, რომ მისთვის და ჯ------- გ-----–---–ისათვის ცნობლი იყო, რომ მას შემდეგ, რაც კლინიკა „ბანკი რესპუბლიკას“ ანგარიშზე გადავიდა, ხ------- გ------–-–---–ს „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიში უნდა დაეხურა. პსპ-ს დაზღვევას კლინიკისთვის ჩასარიცხი ჰქონდა თანხა 1329 ლარის ოდენობით, რომელიც მ------ გ---–--–--ემ მოიძია და პსპ-ს დაზღვევაში გაარკვია, რომ ეს თანხა მათ ჩარიცხული ჰქონდათ კლინიკის „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშზე. ამ დროს მათთვის ცნობილი გახდა, რომ „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიში არ იყო დახურული და ეს თანხა „პროკრედიტ ბანკის“ აღნიშნულ ანგარიშზე არ აღმოჩნდა. საბანკო ამონაწერში ჩანდა, რომ დასახელებული თანხა ხ------- გ------–-–---–მა გადაირიცხა თავისი „თი-ბი-სი ბანკის“ ანგარიშზე. ამის შემდეგ მ----- გ----ამ ხ------- გ------–-–---–ს თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რის შემდეგაც ხ------- გ------–-–---–მა ნებაყოფლობით აღნიშნული თანხა კლინიკის ანგარიშზე გადარიცხა.

 

მ------ გ---–--–--ის განმარტებით, მისი ბუღალტრად მუშაობის პერიოდში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მას თავის ანგარიშზე გადაერიცხოს თანხა კლინიკიდან და ისე დაეხარჯოს კლინიკის მიზნებისთვის, მათ შორის, ასეთი რამ კლინიკის დირექტორს -ჯ------- გ-----–---–ს არასოდეს დაუვალებია. მ------ გ---–--–--ეს, ბუღალტრად მუშაობის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის ანგარიშზე, გარდა ხელფასისა, ფულადი თანხა არ გადაურიცხავს გადაურიცხავს. მისივე მუშაობის პერიოდში სალაროდან თანხები იხარჯებოდა გასვლის ორდერებით, ხოლო რისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ ჰქონდათ, ადგენდნენ უწყისს და ხარჯებს საშემოსავლო გადასახადით ბეგრავდნენ. მ------ გ---–--–--ის ჩვენებით ასევე დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ის ხელფასი, ისევე როგორც მისი ხელფასი, შეადგენდა თვეში არაუმეტეს 500 ლარს.

 

ზ----- გ----–--ის ჩვენებით, 2011 წლიდან მუშაობს შპს .,,ჯ--------------–---–-----–----აში“ სანიტრად. იგი ხშირად შესწრებია ფაქტს, როდესაც მოლარე ქ------- კ-----–--- ლ---- გ------–-–---–ს ხელზე აძლევდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს. რამდენადაც ზ----- გ----–---მ მათი საუბრის შინაარსიდან იცოდა, აღნიშნული თანხები ლ---- გ------–-–---–ს კლინიკის საბანკო ანგარიშებზე უნდა შეეტანა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქ------- კ-----–---ს სალაროდან ხ------- გ------–-–---–ისთვის გადაუცია ფულადი თანხა.

 

მ------- დ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“ სამეურნეო საკითხების სპეციალისტად. გარდა ამისა, იგი უშუალოდ ყიდულობს კლინიკის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სამეურნეო საქონელს, რომლის შესაძენად სალაროდან თანხას იღებს მოლარისგან. ყიდვის შემდეგ შესაბამის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტს იგი წარადგენს მოლარესთან. იმგვარი სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც თვითონ არ აქვს, ქირაობს მუშას, რომელსაც ანაზღაურებას აძლევს კლინიკის სალაროდან. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ხ------- გ------–-–---–ს მისთვის ან მის მიერ დაქირავებული რომელიმე პირისთვის ფულადი თანხა გადაეცა. მ------- დ-------ის განმარტებით, იგი კლინიკის სალაროდან აღებულ თანხას ყოველთვის კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე ხარჯავდა და კლინიკის კუთვნილი ფული სხვა მიზნებისათვის არასოდეს გამოუყენებია.

 

მოწმე ც----ა ს------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ჯ--------------–---–-----–----აში ექიმად. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 350 ლარიდან 400 ლარამდე იმის მიხედვით, თუ რამდენი მორიგეობა მოუწევს თვის განმავლობაში. 2014 წელს მან ხ------- გ------–-–---–ს მოსთხოვა ცნობა მასზე დარიცხული ხელფასის ოდენობის თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს მას ხელფასი ერიცხებოდა თვეში 850 ლარის ოდენობით. საკითხის გასარკვევად ც----ა ს------ა მივიდა ჯ------- გ-----–---–თან, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე არაფერი იცოდა, რის შემდეგაც, დირექტორის რჩევით, მან მიაკითხა ბანკს. გადამოწმების შედეგად ც----ა ს------ამ დაადგინა, რომ ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითითებული თანხები მის ანგარიშზე ნამდვილად არ ირიცხებოდა. ამის შემდეგ მან საკითხი გაარკვია შემოსავლების სამსახურში, სადაც დაუდასტურეს, რომ ამ ოდენობით ხელფასის გაცემა მის სახელზე არ იყო დეკლარირებული.

 

მოწმეების - ლ--–ი დ-------ის, მ----- მ-----–---–-ს, მ--------------–-–---–------------------–-–---–-----–-----------–---–----------------–-–---–-----–-------------–---–-------------------–--–---–-----------------------–---–-- ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ისინი მუშაობენ შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“ სხვადასხვა პოზიციაზე. ხ------- გ------–-–---–ს იცნობენ, როგორც კლინიკის მთავარ ბუღალტერს, თუმცა, მისგან ხელფასი ან სხვა რაიმე თანხა ხელზე არასდროს მიუღიათ.

მოწმეების - ვ----------------–------------------------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 14 ნომერში, ჯ------- გ-----–---–ი ფლობდა მიწის ნაკვეთს, სადაც ვ------- ყ-------– მა და ზ-----ბ კ------ის მამამ - თ----- კ------ემ, მათივე სახსრებით, ააშენეს ორსართულიანი შენობა ისე, რომ ჯ------- გ-----–---–ს მშენებლობაში ფინ--სური მონაწილეობა არ მიუღია. როდესაც მშენებლობა დასრულდა, აშენებული ფართის ნახევარი მათ ჯ------- გ-----–---–ის გადასცეს მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ხოლო მეორე ნახევარი დარჩა მათ საკუთრებაში. ჯ------- გ-----–---–ის კუთვნილი შენობის ნაწილი გარედან იყო მოპირკეთებული, ხოლო შიდა ფასადი იყო შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც ჯ------- გ-----–---–მა და მ----- გ----ამ გაარემონტეს.

 

მოწმე ლ---- გ------–-–---–ის ჩვენებით, 2011-2014 წლებში მუშაობდა შპს „ჯ--------------–---–-----–----აში“, ჯერ ბუღალტრის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ - ფინ--სურ მენეჯერად. ლ---- გ------–-–---–მა დაადასტურა, რომ ქ------- კ-----–--- კლინიკის სალაროდან აძლევდა მას თანხას კლინიკის საბანკო ანგარიშზე შესატანად. აღნიშნული თანხები მას იმავე დღეს ან რამდენიმე დღის დაგვიანებით კლინიკის საბანკო ანგარიშზე შეჰქონდა. ლ---- გ------–-–---–ის განმარტებით, ხ------- გ------–-–---–იც აძლევდა მას თანხას სალაროში შესატანად. ყურადსაღებია, რომ განსხვავებით ხ------- გ------–-–---–ისგან, ლ---- გ------–-–---–მა აღნიშნული თანხების წარმომავლობა ახსნა ისე, თითქოს ხ------- გ------–-–---–ი კლინიკის კუთვნილ თანხას კლინიკის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა, რაც საჭირო იყო კლინიკის სამეურნეო საქმიანობისა და ჯ------- გ-----–---–ის პირადი მიზნებისათვის. თანხის თავის ანგარიშზე გადარიცხვის ერთ-ერთი მიზეზი ასევე იყო ის, რომ ის ჩათვლილიყო ხ------- გ------–-–---–ის ხელფასად და დაბეგრილიყო, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხ------- გ------–-–---–ის მიერ ამ საკითხზე მიცემულ განმარტებას. ლ---- გ------–-–---–ის განმარტებით, მაგალითად, კლინიკის ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 ლარი, აქედან, ჯ------- გ-----–---–ს პირადი მიზნებისთვის გადაეცა 2000-3000 ლარი, რომელსაც ჯ------- გ-----–---–ი და მ----- გ----ა თვითონ აძლევდნენ მუშებს სამშენებლო ობიექტების ასაშენებლად, თანხის რაღაც ნაწილი კი აღარ დასჭირდათ, რაც ლ---- გ------–-–---–ს გადაეცემოდა, რაც მას ბანკში კლინიკის ანგარიშზე შეჰქონდა. ხ------- გ------–-–---–მა ამავე საკითხზე განმარტა, რომ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხული თანხიდან კი არ ხარჯავდა ჯ------- გ-----–---–ის მიზნებისთვის ფულს, არამედ ჯ------- გ-----–---–ის მიერ სალაროდან უკვე აღებულ ფულს „ათეთრებდა“. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- და ხ------- გ------–-–---–ების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები გამოწვეულია მათი სურვილით შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო, თითქოს ლ---- გ------–-–---–ის მიერ ბანკში შეტანილი თანხების ნაწილი არის ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხის ნაწილი, რომელიც მათ კლინიკას უკან დაუბრუნეს. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერსია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ის ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და შემოწმების აქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარმემოებებს, ასევე საქმეში არსებულ ყველა სხვა წერილობით მტკიცებულებას. ლ---- გ------–-–---–ი ასევე შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას თითქოს მის მამას - დ----- გ------–-–---–ს ხ------- გ------–-–---–ი აძლევდა ფულს თავისივე ანგარიშზე გადარიცხული თანხებიდან კლინიკისთვის მედიკამენტების შესაძენად, რადგან მტკიცებულებების ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ი, ყველა ჯერზე, როდესაც მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს კლინიკისათვის მედიკამენტები თბილისიდან უნდა ჩამოეტანათ, ფულს იღებდნენ სალაროდან და ამ თანხებს ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებულ თანხასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამასთან, კლინიკის აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს ხარჯები კლინიკას თვითონ აქვს გაწეული, ხ------- გ------–-–---–ის მიერ გადარიცხული თანხების გარეშე.

 

საგადასახადო შემოწმების აქტებით და აუდიტორების - ი-----–- ყ------ას, გ-------------–-----------–---------–---–--------------–-------–-–---–-- ჩვენებების ერთობლიობით დადგენი-–--, რომ 2012-2015 წლებში ჯ--------------–---–-----–----ის საერთო შემოსავალი იყო (1 726 726+1 717 325) 3 444 051 ლარი, მათ შორის, უშუალოდ სალაროში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 458 998 ლარი. ხოლო ხარჯი იყო (1 521 766+1 683 021) 3 204 787 ლარი, სალაროში უნდა ყოფილიყო (204960+34203) 239163 ლარი. ხ------- გ------–-–---–მა საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და კლინიკის მიზნებისთვის აღარ დახარჯა (312357+37656) 350 013 ლარი. საწარმოს პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, შიდა სტანდარტით, სალაროს შემოსავლების ორდერებით მიღებულ შემოსავალსა და სალარო აპარატის ამონაწერით დათვლილ შემოსავალს შორის სხვაობა გამოვლინდა (4189+4877) 9066 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტით და აუდიტორების ჩვენებით ცალსახად დადგენი-–--, რომ მხოლოდ 2012-2015 წლებში ხ------- გ------–-–---–მა მის ანგარიშზე კლინიკის ანგარიშიდან გადარიცხა 396 001 ლარი, საიდანაც კლინიკის ანგარიშზე უკან დააბრუნა 45 988 ლარი ხოლო 350 013 ლარის დაბრუნება ან კლინიკის მიზნებისთვის ხარჯვა არ დაფიქსირდა, გარდა იმ თანხებისა, რომელიც გადარიცხული ჰქონდა მისი კუთვნილი ხელფასის სახით, რაც კლინიკის მიზნებისთვის არ გამოუყენებია და არც შესაბამისი ხარჯვის დოკუმენტაცია წარუდგენია შემმოწმებელთან. ამის გამო აღნიშნული თანხა საგადასახადო შემოწმებამ ჩათვალა თანამშრომელზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაბეგრა გადასახადით. აუდიტორების ჩვენებით, დადგენი-–--, რომ კლინიკამ მისთვის საჭირო ყველა ხარჯი გაიღო დამოუკიდებლად, ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული ზემოაღნიშნული თანხის გარეშე. ხ------- გ------–-–---–ს შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშზე თანხები გადარიცხული ჰქონდა სხვადასხვა ხარჯვითი დანიშნულებით, თუმცა, აღნიშნული ხარჯები კლინიკას უშუალოდ ჰქონდა გაწეული თავისი ფულით და შესაბამისად, ხ------- გ------–-–---–ი რეალურად აღნიშნულ ხარჯებს ვეღარ გაწევდა. მათივე ჩვენებით დადგენი-–--, რომ კლინიკას ჰქონდა სათანადო მატერიალური რესურსი, მეტიც, ყველა ხარჯის გაწევის და ხ------- გ------–-–---–ის მიერ ამ წლებში კლინიკის საბანკო ანგარიშიდან 350 013 ლარის მითვისების მიუხედავად, სალაროში ნაშთის სახით უნდა ყოფილიყო 239 163 ლარი. მართალია, საგადასახადო შემოწმებამ არ ჩათვალა ხარჯის დოკუმენტებად სალაროს გასავლის ორდერები, რომლებიც სრულყოფილად არ იყო შევსებული და გამოიყენებოდა კლინიკის ყოველდღიური ხარჯებისთვის, მაგალითად, საკვები პროდუქტების შესაძენად და ა.შ., თუმცა, აუდიტორების ჩვენებით, ცალსახად დადგენი-–--, რომ სალაროს დანაკლისს არავითარი შემხებლობა არ აქვს ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებულ 350 013 ლართან, რადგან ეს თანხა უკვე საბანკო ანგარიშზე იყო მოხვედრილი. აუდიტორებმა განმარტეს, რომ სალაროს დანაკლისში - 239 163 ლარში შეიძლება მოიაზრებოდეს ის თანხები, რომლებიც გაწერი-–-- არასრულყოფილი გასავლის ორდერებით საკვები პროდუქტების და სხვა ნივთების შესაძენად, რომლებიც მათი არასრულყოფილად შევსების გამო, საგადასახადო შემოწმებამ ხარჯებში ვერ გაითვალისწინა, თუმცა, საბუღალტრო ექსპერტიზით დადგენი-–--, რომ ამგვარი გასავლის ორდერებით ნაჩვენები თანხის საერთო ოდენობაა 149 604,16 ლარი, შესაბამისად, სალაროს დანაკლისს 239 163 ლარს რომ გამოვაკლოთ არასრულყოფილად შედგენილი გასავლის ორდერებში მითითებული თანხების ჯამი 149 604.16 ლარი, სალაროში დანაკლისის სახით რჩება 89 559.84 ლარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯ--------------–---–-----–----ას ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა ხ------- გ------–-–---–ის მიერ თანხის მითვისების მიუხედავად, დაეფარა ყველა ხარჯი. ამასთან, აუდიტორების ჩვენებებით დგინდება, რომ კლინიკამ ყველა მიმდინარე ხარჯი დაფარა. შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ საბანკო ანგარიშზე ლ---- გ------–-–---–ის მერ შეტანილ თანხებთან დაკავშირებით, აუდიტორების ჩვენებების ერთობლიობით დადგინდა, რომ მათ აღნიშნული შენატანები განიხილეს, როგორც შემოსავალი, რაც შედარებული იქნა კლინიკის მიერ პირველად დოკუმენტაციაში მითითებულ თანხებთან და კლინიკის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობასთან, ეს კი ძირითად ნაწილში ერთმანეთს დაემთხვა. მათივე ჩვენებებით დადგენი-–--, რომ თუ ლ---- გ------–-–---–ი მისთვის ხ------- გ------–-–---–ის მიერ გადაცემულ თანხებს კლინიკის ანგარიშზე შეიტანდა დანიშნულებით „შემოსავალი მომსახურებიდან“, ეს გამოიწვევდა თანხების გაორებას და პირველად დოკუმენტაციასთან შედარებით, საბანკო ანგარიშზე დაფიქსირებული შემოსავლის რიცხვი გაიზრდებოდა მხოლოდ 2012-2015 წლებში 310 265 ლარით, რაც ლ---- გ------–-–---–ის მიერ არის შეტანილი კლინიკის ანგარიშზე, აღნიშნულს კი ადგილი არ ჰქონია. აუდიტორებმა კატეგორიულად მიუთითეს, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ კლინიკის ანგარიშზე შეტანილი თანხები არის კლინიკის სალაროში შესული თანხები, რომელიც პირველადად აისახა ბანკში ლ---- გ------–-–---–ის მიერ შეტანის დროს. გარდა აუდიტორების ჩვენებებისა, ლ---- გ------–-–---–ს დაახლოებით 310 265 ლარის ოდენობით თანხა რომ აქვს წაღებული კლინიკის სალაროდან ბანკში შესატანად, დასტურდება ასევე კლინიკის ზემოაღნიშნული თანამშრომლების, მათ შორის, მოლარე ქ------- კ-----–--ის ჩვენებებით, რომელიც უშუალოდ ატანდა მას ფულს ბანკში შესატანად. ამასთან, აუდიტორებმა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ ბანკში შეტანილი თანხების შემთხვევაში ყველა ჯერზე ფიქსირდება დანიშნულება ან „შემოსავლები მომსახურებიდან“ ან „ამონაგები თანხები“ ან „მომსახურების თანხები“, რაც ასევე დადასტურებულია საბანკო ამონაწერებით. ამდენად, ხსენებული თანხები წარმოადგენს იდენტიფიცირებად თანხებს, ვინაიდან აუდიტორებმა შემოწმებისას შეისწავლეს სალაროში ფულის მოძრაობაც, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ სალაროში შეტანილი თანხები მეტწილად შედიოდა საბანკო ანგარიშზე და ჯამურ შესამოწმებელ პერიოდში სალაროში შესულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ლ---- გ------–-–---–ის მიერ ბანკშია შეტანილი ანუ 310 265 ლარი. აღნიშნული გარემოება ასევე ცხადყოფს, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ ბანკში შეტანილი თანხა არის იმ თანხის ნაწილი, რაც საერთო ჯამში კლინიკის სალაროში იყო შესული. კლინიკის საბანკო ანგარიშზე შესული თანხის წარმომავლობის დადგენისას მნიშვნელოვანია ასევე მათი დანიშნულებები, სადაც ნათლად დაფიქსირებულია, რომ შეტანილი თანხა წარმოადგენს კლინიკის სალაროში ნაღდი ფულის სახით შესულ თანხებს, რომელიც ბანკში იქნა შეტანილი როგორც ან შემოსავლები მომსახურებიდან ან ამონაგები თანხები ან მომსახურების თანხები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც თუ ვინ არის და რა პროფესიის ადამიანია ლ---- გ------–-–---–ი. იგი არის ბრალდებულ ხ------- გ------–-–---–ის შვილი, რომელიც კლინიკას ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა, პროფესიით არის ბუღალტერი და მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თუ სალაროს ნაშთს ანგარიშზე დააბრუნებდა, არ უნდა შეეტანა დანიშნულებით „შემოსავლები მომსახურებიდან“, არამედ უნდა შეეტანა დანიშნულებით „საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის უკან დაბრუნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევდა კლინიკის შემოსავლების ზრდას ბუღალტრულ აღრიცხვაში, რაც როგორც დაცვის მხარე მიუთითებდა, კლინიკის ინტერესში არ შედიოდა.

 

გასათვალისწინებელია ასევე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ჯ--------------–---–-----–----ას დამატებით გადასახადი დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის დაუდეკლარირებლობის გამო. ამავე შემოწმების აქტით და აუდიტორების ჩვენებებით დადგენი-–--, რომ დარიცხვის ერთ-ერი მიზეზი იყო ხ------- გ------–-–---–ის მიერ მის ანგარიშზე კლინიკის კუთვნილი თანხების გადარიცხვა, რაც შემმოწმებლის მიერ ჩათვლილ იქნა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ეს გახდა ხ------- გ------–-–---–ის მიერ მინდობილობის გამოყენებით კლინიკის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის საფუძველი, რათა მას ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად შეექმნა კლინიკისთვის ყალბი აქტივი, რომელსაც დარიცხული თანხების გადასახდელად გამოიყენებდა. ნიშანდობლივია, რომ ხ------- გ------–-–---–მა სხვა კომპანიების სახელით ყალბი ანგარიშფაქტურები ჯ--------------–---–-----–----ის სახელზე დაამზადა და გამოიყენა, რის გამოც გორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ლ---- გ------–-–---–მა ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა იმ ე.წ. „სქემის“ მიხედვით მოქმედება, რაზეც ბრალდებული დაკითხვისას მიუთითებდა, თითქოს კლინიკის სალაროდან ჯ------- გ-----–---–ი იღებდა თანხებს და სწორედ სალაროს აღნიშნული დანაკლისის გასასწორებლად ხ------- გ------–-–---–ი რიცხავდა კლინიკის კუთვნილ თანხებს თავის ანგარიშზე, რის შემდეგაც მას თითქოს თავისი ანგარიშიდან გამოჰქონდა და ფულს ლ---- გ------–-–---–ს აძლევდა იმისათვის, რომ მას თანხა ისევ კლინიკის ანგარიშზე შეეტანა. მართალია, ლ---- გ------–-–---–მა დაკითხვისას მიუთითა, რომ ხ------- გ------–-–---–ი მას თანხას აძლევდა კლინიკის ანგარიშზე შესატანად, თუმცა, მისი განმარტებით, ხ------- გ------–-–---–ი თავისსავე ანგარიშზე გადარიცხულ თანხებს ხარჯავდა ჯ--------------–---–-----–----ის მიზნებისთვის და თუ გამოტანილი თანხა სრულად არ დაიხარჯებოდა, გაუხარჯავ თანხას ატანდა ანგარიშზე შესატანად, ეს კი არსებითად განსხვავდება ხ------- გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „სქემისგან“.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ კლინიკის ანგარიშზე შეტანილი თანხები აუდიტორებმა მართებულად ჩათვალეს კლინიკის სალაროს შემოსავლად.

 

საქართველოს ფინ--სთა სამინისტროს სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 26 თებერვლის ცნობით და ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის ფინ--სური და ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, მოწმეების - ნ--ა დ-------ის, შ-----------–---–------------–-----------ს ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში ხ------- გ------–-–---–მა შპს „ჯ------- გ-----–---–ი კლინიკის“ „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშიდან, თავის „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხა 487 898.91 ლარი, „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშზე გადაირიცხა 6 378.23 ლარი, კლინიკის „ბანკი რესპუბლიკას“ ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ს „ბანკი რესპუბლიკას“ ანგარიშზე ჩაერიცხა ხელფასი 6 900 ლარი, ქ------- კ-----–--ის მიერ წარმოდგენილი ტაბელების თანახმად სალაროდან ხელზე გაიტანა 20 695 ლარი. ამ გზით იგი ჯამში დაეუფლა კლინიკის კუთვნილ თანხას 521 872.14 ლარის ოდენობით, საიდანაც იმავე საანგარიშო პერიოდში კლინიკის „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშზე ხ------- გ------–-–---–ს შეტანილი და ჩარიცხული აქვს 64 436,61 ლარი და 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1968.52, იმავე ანგარიშზე ხ------- გ------–-–---–ის მეუღლის დ----- გ------–-–---–ის მიერ შეტანი-–-- 29 133 ლარი და 6200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 10 193.80 ლარი, ხ------- გ------–-–---–ის „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშიდან კლინიკის თანამშრომლებზე ხელფასის სახით ჩარიცხულია 788.7 ლარი, იმავე ანგარიშიდან გაწეულია ხარჯი კლინიკის მიზნებისთვის 1754.12 ლარი და კლინიკის საქართველოს ბანკის ანგარიშზე დაბრუნებულია სულ 3741 ლარი, ხ------- გ------–-–---–ის „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშიდან კლინიკის თანამშრომლებზე ჩარიცხულია ხელფასი 2160 ლარი, ამ გზით სულ უკან დაბრუნებულია და კლინიკის მიზნებისთვის დახარჯულია 114 175.75 ლარი, ასევე რესპუბლიკა ბანკში ჩარიცხულია მისი კუთვნილი ხელფასია 6 900 ლარი, ჯამში 121 075, შესაბამისად აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, მის მიერ მიღებული თანხებიდან ხ------- გ------–-–---–მა კლინიკის მიზნებისთვის არ დახარჯა 400 797 ლარი. ექსპერტებმა დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და დაადასტურეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხ------- გ------–-–---–ი მის ანგარიშზე ერთხელ უკვე გადარიცხულ თანხას გამოიტანდა, გადასცემდა ლ---- გ------–-–---–ს და ლ---- გ------–-–---–ი ამ თანხას კლინიკის ანგარიშზე დანიშნულებით „შემოსავალი მომსახურებიდან“ უკან შეიტანდა, ეს გამოიწვევდა კლინიკის ანგარიშზე ბრუნვის გაზრდას შემოსავლების ნაწილში, რადგან თუ ხ------- გ------–-–---–ს კლინიკის ანგარიშიდან გამოტანილი თანხის უკან დაბრუნება სურდა, კლინიკის ანგარიშზე თანხა უნდა შეეტანათ დანიშნულებით „საქვეანგარიშოდ გამოტანილი თანხის უკან დაბრუნება“. ამ მიმართებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიური ჩვენება მისცა აუდიტორმა ი-----–- ყ------ამაც, რომელმაც განმარტა, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ შეტანილ თანხებს არ გამოუწვევია კლინიკის საბანკო ანგარიშზე ბრუნვის გაზრდა შემოსავლის ნაწილში და ის ემთხვეოდა კლინიკის პირველად დოკუმენტაციაში მითითებულ შემოსავლების ოდენობას, ეს კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ლ---- გ------–-–---–ის მიერ შეტანილი თანხები კლინიკის ანგარიშზე არის სწორედ ის თანხები, რომელიც მას სალაროდან მიჰქონდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ---- გ------–-–---–ს ფულადი თანხა 317 139 ლარის ოდენობით შეტანილი აქვს შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ანგარიშზე, თუმცა. სასამართლო არ იზიარებს ხ------- გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სქემას“ კლინიკის დირექტორთან წინასწარი შეთანხმებით ე.წ. „შავი ბუღალტერიის“ წარმოების შესახებ. სინამდვილეს არ შეესაბამება დაცვის მხარის ვერსია, თითქოს ჯ------- გ-----–---–ი სალაროდან იღებდა თანხას და სალაროს დანაკლისი რომ არ დაეფიქსირებინათ და არ დაებეგრათ, ამის გამო ხ------- გ------–-–---–მა კლინიკის ანგარიშიდან გადარიცხა თანხა თავის ანგარიშებზე, შემდეგ გამოიტანა და ლ---- გ------–-–---–ს უკან შეატანინა კლინიკის ანგარიშზე, როგორც „შემოსავალი მომსახურებიდან“, რათა სალაროს ნაშთი გასწორებულიყო. ამ მიმართებით სასამართლო სრულად ეთანხმება საქმეზე დაკითხული ყველა აუდიტორის და ექსპერტის ჩვენებებს, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში კლინიკის საბანკო ანგარიშზე ბრუნვა გაიზრდებოდა, შემოსავლის ნაწილში ის აღარ დაემთხვეოდა კლინიკის პირველად დოკუმენტაციას და ანგარიშზე შემოსავლის გაორებას იმ ოდენობით (232 874 ლარით) გამოიწვევდა, რასაც ლ---- გ------–-–---–ი კლინიკის ანგარიშზე შეიტანდა. ამასთან, აუდიტორ ი-----–- ყ------ას ჩვენებით, საგადასახადო შემოწმების დასკვნით და კლინიკის საბანკო ამონაწერებით დადგენი-–--, რომ ასეთი გაორმაგება კლინიკის ანგარიშზე არ მომხდარა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ------–-–---–მა კლინიკის ანგარიშზე შეიტანა არა ხ------- გ------–-–---–ის საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი ფული, არამედ სალაროდან მასზე გაცემული თანხები. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ქ------- კ-----–--ის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ტაბელებში“ მითითებული მონაცემებიც, რომელიც ეხება მხოლოდ 2013-2014 წლებს, არის მცირე ოდენობით და არ შეიცავს ყველა თვის მონაცემს. ამგვარი არასრული „ტაბელებითაც“ კი ლ---- გ------–-–---–ის სახელზე გაცემულად არის ნაჩვენები 133 457.7 ლარი, საიდანაც 84 265 ლარის მიღებაზე ფიქსირდება ლ---- გ------–-–---–ის ხელმოწერა. სწორდ ამის გამო დაცვის მხარე აკლებს ლ---- გ------–-–---–ის მიერ შეტანილ თანხას 317 139 ლარს 84 265 ლარს და აცხადებს, რომ რაზეც ხელის მოწერა არ არის დაფიქსირებული, ის თანხები ლ---- გ------–-–---–ს სალაროდან მიღებული არ აქვს, რადგან ეს არის ხ------- გ------–-–---–ის მიერ საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი და ლ---- გ------–-–---–ისთვის გადაცემული თანხები. ერთი მხრივ, მოლარე ქ------- კ-----–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ტაბელში მითითებული ყველა თანხა, მიუხედავად იმისა ხელმოწერი-–-- თუ არა, მიღებული აქვს ლ---- გ------–-–---–ს და შეტანი-–-- მის მიერ ბანკში, აღნიშნული ტაბელები კი მხოლოდ 2013-2014 წლების რამდენიმე თვეს მოიცავს, მეორე მხრივ კი საბანკო ამონაწერებით უტყურად დადასტურებულია ლ---- გ------–-–---–ის მერ შეტანილი თანხის - 317 139 ლარის წარმომავლობა და მიზნობრიობა. ყურადსაღებია ასევე ზემოთმიმოხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ კლინიკის საბუღალტრო დოკუმენტაცია, მათ შორის, ე.წ. „ტაბელები“ ინახებოდა მთავარ ბუღალტერთან - ხ------- გ------–-–---–თან, რაც მან არ წარადგინა არც აუდიტორებთან და არც სასამართლოში. აუდიტორებმა დააჯამეს თანხა, რომელიც უნდა ყოფილიყო უშუალოდ სალაროში, რომლის დანაკლისიც აღმოჩნდა 239 163 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხაში ცალსახად მოიაზრება არასრულყოფილად შედგენილი სალაროს გასავლის ორდერებით გაცემული თანხებიც, რომელიც უშუალოდ სალაროდან იხარჯებოდა, რაც საგადასახადო შემოწმების თანახმად, შეადგენს 38 583 ლარს. დაცვის მხარე აღნიშნულ თანხას უსაფუძვლოდ პირდაპირ უმატებს ტაბელებში მითითებულ თანხას და მიუთთებს, რომ 239 163 ლარზე გაცილებით დიდი თანხა უნდა ჩაითვალოს, რის გამოც ლ---- გ------–-–---–ი სალაროდან 317 139 ლარს ვერ შეიტანდა. ამგვარი მსჯელობა მცდარია და მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ, რადგან ტაბელებში მითითებული თანხების ნაწილი შეტანი-–-- ბანკში, რომელიც უკვე ბანკის შემოსავალში ფიქსირდება და სალაროსთან საერთო აღარაფერი აქვს, ნაწილი კი დახარჯულია კლინიკის მიზნებისთვის და გათვალისწინებულია კლინიკის ხარჯში, რომელსაც ასევე არაფერი აქვს საერთო სალაროს ნაშთთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის გაანგარიშება სალაროს ნაშთთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს სალაროში საკმარისი თანხა ვერ იქნებოდა იმისათვის, რათა ლ---- გ------–-–---–ს კლინიკის ანგარიშზე შეეტანა. სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი მიდგომა მიმართულია პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საგადასახადო შემოწმების დასკვნას და აუდიტორების ჩვენებებს. აუდიტორული შემოწმების დასკვნით დადგენი-–--, რომ აუდიტორულმა შემოწმებამ, მიუხედავად იმისა, რომ ტაბელები არ იყო სრულად წარდგენილი, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების და საბანკო ამონაწერების მიხედვით, აქტის შედგენისას, მაქსიმალურად ყველა ხარჯი გაითვალისწინა. ტაბელში რომ არის მითითებული თანხის გატანა ბანკში შესატანად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაბელი არ წარედგინა შემმოწმებელს, მან ბანკის ანგარიშზე შესული თანხა დაიანგარიშა, რაც თავისთავად გულისხმობს ტაბელში მითითებული მონაცემების გამოკვლევასაც. ასევე კლინიკის მიზნებისთვის დახარჯული თანხა, რომელზეც იყო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტორების მიერ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოკვლეულია. იმავე აუდიტორული შემოწმების დასკვნით დადგენი-–--, რომ 2013 წელს, რომელ წელზეც დაცვის მხარე აპილირებდა, სალაროს დანაკლისი აღმოჩნდა 41 876 ლარის ოდენობით. აუდიტორ ი-----–- ყ------ას გამოკითხვის ოქმზე დართული ცხრილის თანახმად, შემოწმებამ არ გაითვალისწინა რევიზიის ჩატარებისას მხოლოდ 38 583 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი გასავლის ორდერები, ვინაიდან ისინი არ იყო სრულყოფილად შევსებული, ამ თანხიდან, ამავე ცხრილის თანახმად, 2013 წელს სახეზეა მხოლოდ 872 ლარის გასავლის ორდერები, შესაბამისად, შემმოწმებელმა გამოიკვლია 2013 წლის ფულის მოძრაობა, მათ შორის, ლ---- გ------–-–---–ის ის მიერ 317 000-მდე ლარის შეტანა დადგენილ გარემოებად მიიჩნია და ამ ვითარებაში ვერ დათვალა მხოლოდ 872 ლარის ხარჯვა. მიუხედავად ამისა, ქ------- კ-----–---ს, ლ---- გ------–-–---–ს, ხ------- გ------–-–---–ს და სხვა პირებს რაც გატანილი აქვთ სალაროდან და რისი ხარჯვაც დასტურდება, ამ ყველა თანხის შემოსავლიდან გამოკლების შედეგადაც კი სალაროში უნდა დარჩენილიყო ნაშის სახით 41 876 ლარი. ამ თანხას სრულადაც რომ გამოვაკლოთ 2013 წელს გაუთვალისწინებელ ტაბელებში მითითებული თანხა 872 ლარის ოდენობით, სალაროში ნაშთის სახით მაინც უნდა დარჩენილიყო 40 004 ლარი. ამდენად, დაცვის მხარე უსაფუძვლოდ აცხადებს, თითქოს სალაროში იმ ოდენობის თანხა ვერ იქნებოდა, რომ ლ---- გ------–-–---–ს კლინიკის საბანკო ანგარიშზე შეეტანა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებულ ხ------- გ------–-–---–ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მან 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, კლინიკის ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხა და სალაროდან ხელზე გაიტანა ფულად თანხა 521 872.14 ლარის ლარის ოდენობით, თუმცა, დაკითხვისას ბრალდებულმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა სრულად აქვს დაბრუნებული კლინიკისთვის, მათ შორის, დახარჯული აქვს კლინიკის მიზნებისთვის. ამასთან, ვინაიდან მითითებულ პერიოდამდე ჯ------- გ-----–---–ს ჰქონდა მისი ვალი, თანხის ნაწილი სესხის დაბრუნებად უნდა მივიჩნიოთ. ხ------- გ------–-–---–მა ჩვენების მიცემისას წარმოადგინა მის მიერვე შედგენილი ცხრილი, სადაც ასახულია დაცვის მხარის პოზიცია თუ რა თანხა, როდის და რა მიზნობრიობით დააბრუნა ხ------- გ------–-–---–მა. აღნიშნული ცხრილის თანახმად, მიღებული 521 872.14 ლარიდან 64 436,61 ლარი და 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 1968.52 ლარი ხ------- გ------–-–---–მა პირადად დააბრუნა კლინიკის ანგარიშზე, მისი მეუღლის - დ----- გ------–-–---–ის მიერ შეტანი-–-- 29 133 ლარი და 6200 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში - 10 193.80 ლარის ოდენობით, მისი „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშიდან კლინიკის თანამშრომლებზე ხელფასის სახით ჩარიცხულია 788.70 ლარი, იმავე ანგარიშიდან გაწეულია ხარჯი კლინიკის მიზნებისთვის 1754.12 ლარის ოდენობით, კლინიკის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე დაბრუნებულია 3741 ლარი, საერთო ჯამში, 112 015.75 ლარი, რასაც სასამართლო ეთანხმება და აღნიშნული თანხა გამოკლებულია ხ------- გ------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც.

 

ხ------- გ------–-–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ დარჩენილი თანხიდან - 409 856 ლარიდან 1329 ლარი მას დაბრუნებული აქვს კლინიკის „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე. სასამართლო იზიარებს ამ ნაწილში ბრალდებულის პოზიციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს მის მიერ მითვისებული თანხის საერთო ოდენობას. ბრალდების მხარემ ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ ხ------- გ------–-–---–მა აღნიშნული თანხა თავის ანგარიშზე დანაშაულებრივი განზრახვით, მითვისების მიზნით, გადარიცხა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან მ----- გ------ მითითების შემდეგ ნებაყოფლობით დააბრუნა აღნიშნული თანხა კლინიკის ანგარიშზე, ვერ ჩაითვლება ხ------- გ------–-–---–ის მიერ მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული კლინიკის კუთვნილი თანხის მითვისებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა გამორიცხული გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ხ------- გ------–-–---–მა ამ შემთხვევაში დაუშვა შეცდომა, რომლის აღმოჩენისთანავე მან არასწორად გადარიცხული თანხა კლინიკის ანგარიშზე ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ დააბრუნა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოების გამოვლენისას, კლინიკის დამფუძნებელსა და დირექტორს სამართალმდაცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავთ. ამდენად, ამ ნაწილში ობიექტურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ხ------- გ------–-–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მის მიერ კლინიკის „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე ნებაყოფლობით დაბრუნებული 1329 ლარი, რაც შესაბამისად, უნდა გამოაკლდეს მითვისებული თანხის საერთო ოდენობას.

 

მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–--, რომ ხ------- გ------–-–---–ს თავისი „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან 3560 ლარი გადარიცხული აქვს კლინიკის ანგარიშებზე. აღნიშნული თანხა უნდა დავყოთ სამ ნაწილად. ნ--ა დ-------ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილ ფინ--სური შემოწმების ცნობით დადგენი-–--, რომ აღნიშნული თანხიდან 2160 ლარი არის კლინიკის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი, რაც ხ------- გ------–-–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოკლებულია მის მიერ მითვისებული თანხიდან. დარჩენილი 1 400 ლარიდან 400 ლარი ხ------- გ------–-–---–ის მიერ გადარიცხულია ქ------- კ-----–--ისათვის დანიშნულებით „პირადი გადარიცხვა“, ხოლო 1 000 ლარი გადარიცხულია მ------ გ---–--–--ისათვის ასევე დანიშნულებით „პირადი გადარიცხვა“.

 

ხ------- გ------–-–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ დარჩენილი თანხიდან - 409 856 ლარიდან 1400 ლარი მას კლინიკის თანამშრომლებისათვის - ქ------- კ-----–--ისა (400 ლარი) და მ------ გ---–--–--ისათვის (1000 ლარი) აქვს გადარიცხული, რაც უნდა ჩაითვალოს კლინიკისათვის თანხის ნებაყოფლობით დაბრუნებად. სასამართლო იზიარებს ამ ნაწილში ბრალდებულის პოზიციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა ასევე უნდა გამოაკლდეს მის მიერ მითვისებული თანხის საერთო ოდენობას. ბრალდების მხარემ ამ მიმართებით ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ხ------- გ------–-–---–ის პირადი თანხა და არა კლინიკის კუთვნილი ფული, როგორც ამის შესახებ პროკურორი დასკვნით სიტყვაში მიუთითებდა. ერთი მხრივ, უდავოა, რომ ხ------- გ------–-–---–მა აღნიშნული თანხა ნებაყოფლობით გადაურიცხა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ თანამშრომლებს, რითაც ფაქტია, რომ მან აღნიშნული თანხა განკარგა არა პირადი, არამედ კლინიკის მიზნებისათვის, მეორე მხრივ კი ალოგიკურია რატომ უნდა გადაერიცხა მას თავისი კუთვნილი თანხა ქ------- კ-----–--ის და მ------ გ---–--–--ისათვის, რისი ობიექტური წინაპირობების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. თუ ხ------- გ------–-–---–ს ჰქონდა აღნიშნული თანხის მითვისების დანაშაულებრივი განზრახვა, რატომ გადაურიცხა მან ის კლინიკის თანამშრომლებს?! და თუ ეს იყო მისი კუთვნილი თანხა, გაუგებარია ამ ნაწილში როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ ხ------- გ------–-–---–ის მიერ მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული კლინიკის კუთვნილი თანხის მითვისებაზე?! ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ------- გ------–-–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მის მიერ ქ------- კ-----–--ისა და მ------ გ---–--–--ისათვის ნებაყოფლობით გადარიცხული 1400 ლარი, რაც შესაბამისად, უნდა გამოაკლდეს მითვისებული თანხის საერთო ოდენობას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დარჩენილი თანხიდან - 409 856 ლარიდან 1400 ლარი ხ------- გ------–-–---–ის „პროკრედიტ ბანკის“ ანგარიშიდან გადარიცხულია „სოკარში“ კლინიკის გაზის გადასახადის სახით, სადაც კლინიკის დასახელების გარეშე მხოლოდ კლინიკის აბონენტის ნომერია მითითებული. სასამართლო ამ ნაწილში სრულად ეთანხმება ბრალდების მხარეს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ასევე უნდა გამოაკლდეს ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხის საერთო ოდენობას.

 

სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება ბრალდების მხარეს ხ------- გ------–-–---–ის კუთვნილი ხელფასის დაანგარიშების ნაწილში და მიიჩნევს, რომ დარჩენილი თანხიდან - 409 856 ლარიდან, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ზე გაცემულ ხელფასად უნდა მიჩნეულ იქნეს 31000 ლარი. მოწმეების - ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებებით, რომლებიც იყვნენ ხ------- გ------–-–---–ის უშუალო დამსაქმებლები, ასევე, მოლარე ქ------- კ-----–--ის და ბუღალტერ მ------ გ---–--–--ის ჩვენებებით და შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ ხ------- გ------–-–---–ის შრომის ანაზღაურება მისი ბუღალტრად მუშაობის პერიოდში შეადგენდა არაუმეტეს 500 ლარს. ბრალად შერაცხული ქმედების პერიოდის გათვალისწინებით, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე, არის არასრული 62 თვე. იმის გათვალისწინებით, რომ 62 თვის მანძილზე ხ------- გ------–-–---–ის მიერ ყოველთვიურად მისაღები ხელფასი შეადგენდა არაუმეტეს 500 ლარს, მას ხელფასის სახით უნდა მიეღო სულ 62X500=31 000 ლარი, რომლის ნაწილი 6900 ლარი, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უკვე გამოკლებულია მითვისებული თანხის საერთო ოდენობიდან, ხოლო დარჩენილი ნაწილი 24 100 ლარი ასევე უნდა გამოაკლდეს მითვისებულ თანხას. სასამართლო არ უარყოფს, რომ ხ------- გ------–-–---–თან დადებულ შრომის ხელშეკრულებებში ფორმალურად მითითებულია შრომის ანაზღაურება დადგენილი ე.წ. „კალკულაციის“ მიხედვით, თუმცა, რას გულისხმობს აღნიშნული კალკულაცია და რატომ უნდა გაიზიაროს სასამართლომ ბრალდებულის არასარწმუნო ჩვენებაში შემოთავაზებული ვერსია დაუსაბუთებელი კალკულაციით ხ------- გ------–-–---–ის ხელფასის ოდენობის დაანგარიშების შესახებ, დაცვის მხარემ სათანადო არგუმენტებით ვერ დაასაბუთა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსათვის გადამწყვეტია დამსაქმებლების პოზიცია და ის საბანკო ამონაწერები, რომელთა მიხედვითაც ხ------- გ------–-–---–ის ყოველთვიური ხელფასი არასოდეს აღემატებოდა 500 ლარს.

 

934 ლარი, დანიშნულებით „თანხის შეტანა“, კლინიკის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე შეტანილი აქვს ლ---- გ------–-–---–ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ------–-–---–ს, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აღნიშნული თანხა აღებული აქვს კლინიკის სალაროდან, რადგან ლოგიკურია, რომ როდესაც კლინიკის ანგარიშიდან თანხის პირდაპირ გადარიცხვა არ ხორციელდებოდა, ასეთი თანხა კლინიკის მიზნებისთვის მხოლოდ კლინიკის სალაროდან გაიცემოდა. ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–--, რომ კლინიკის საბუღალტრო დოკუმენტაცია მთავარ ბუღალტერთან - ხ------- გ------–-–---–თან ინახებოდა, თუმცა, დაცვის მხარეს დასახელებული კონკრეტული თანხის სალაროდან გაცემის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. მას ასევე არ წარმოუდგენია არავითარი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული თანხა ხ------- გ------–-–---–მა საკუთარი ანგარიშიდან გამოიტანა, ლ---- გ------–-–---–ს გადასცა, რის შემდეგაც მან ის კლინიკის ანგარიშზე შეიტანა. ამდენად, გაუგებარია თუ რაზე დაყრდნობით აცხადებს დაცვის მხარე, რომ აღნიშნული თანხა ლ---- გ------–-–---–ს სალაროდან არ ჰქონდა მიღებული.

 

რაც შეეხება 1600 ლარს და 721 ლარს, რაც გადახდი-–-- „საქართველოს ბანკში“ დანიშნულებით „ალდაგის დაზღვევის დავალიანების დაფარვა“. ერთი მხრივ, აღნიშნული ქვითრიდან არ ირკვევა, რომ ეს არის კლინიკის დაზღვევისათვის გაწეული ხარჯი, მეორე მხრივ კი დაუდგენელია რა მიზნით და ვისი დაზღვევისთვის შეიტანა ეს თანხა ხ------- გ------–-–---–მა საქართველოს ბანკის ანგარიშზე. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული 1600 ლარი და 721 ლარი გადარიცხულია არა ხ------- გ------–-–---–ის ანგარიშიდან, არამედ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით არის შეტანილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული თანხა, ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხის საერთო ოდენობას არ უნდა გამოაკლდეს და ის უნდა ჩაითვალოს კლინიკის მიერ გაწეულ ხარჯად.

ბრალდებულ ხ------- გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილ ცხრილში მითითებული თანხები დანიშნულებებით: 42 ლარი, ცნობები საგადასახადოდან, ბანკში გადაიხადა ლ----იმ, 306 სალარო აპარატის შეძენა ბანკის ქვითარი, ლ----ის გადახდა, 60 ლარი სალარო აპარატის მომსახურების გადახდა ლ----ი, 562 კლინიკის ელ ენერგიის გადახდა ბანკში დ-----, 650 ლარი, 60 ლარი, 660 ლარი, 75 ლარი, 120 ლარი ლ----ის მიერ გადახდილი შპს „დელტა პლიუსში“, 142.50 ლ----ის მიერ გადახდილი შპს „მანათეში“, 875 ლარი, 300 ლარი, 475 ლარი, 240 ლარი, 743 ლარი, 603 ლარი, 600 ლარი გლობალფარმი გადახდილი დ-----ს მიერ სალაროს შემოსავლის ორდერი, (ამ ორდერებით არ დგინდება ვინ გადაიხადა), 50 ლარი, 950 ლარი, 1 224.64 ლარი, 390 ლარი, 600 ლარი, 500 ლარი, 1 000 ლარი, 150 ლარი ჰუმანა გადახდილი დ-----ს მიერ სალაროს შემოსავლის ორდერი, (ამ ორდერებით არ დგინდება ვინ გადაიხადა), 65.70 ლარი, 55.90 ლარი დ. გ------–---–ის საკანც. ნივთები გადახდილი ჩემს მიერ, 500 ლარი ლიტერას საკანც. ნივთები გადახდილი ჩემს მიერ, 908.72 ლარი წყლის გადახდილი ჩემს მიერ, 3.80 ბიულეტენის ფურცლის გადახდილი დ-----ს მიერ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული თანხები გლობალფარმში, დელტა პლიუსში, ჰუმანაში, დ. გ------–---–ის საკანცელარიო ნივთებში კონკრეტულად ვინ გადაიხადა, ამასთან, გაუგებარია რაზე დაყრდნობით აპელირებს დაცვის მხარე, რომ ეს თანხები გადახდი-–-- ხ------- გ------–-–---–ის, ლ---- გ------–-–---–ის ან დ----- გ------–-–---–ის მიერ. დაცვის მხარემ ვერ დაადასტურა, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა არ არის კლინიკის სალაროდან გაცემული ფული. ნათელია, რომ აღნიშნული დანახარჯები არის ყველა ისეთი ხარჯი, რომელზეც იმწუთიერად გამოიწერებოდა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესაბამისად, იმის საჭიროება აღარ არსებობდა, რომ თუნდაც „შავი ბუღალტერიის“ საწარმოებლად ხ------- გ------–-–---–ს მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა გამოეტანა და ამით გაეწია ზემოაღნიშნული ხარჯები. იმავდროულად არ ფიქსირდება ამ ხარჯების გაწევის დღეს ამ ოდენობის თანხების გამოტანა თავისი ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის მიერ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აუდიტორული შემოწმების დასკვნით და აუდიტორების ჩვენებებით დადგენი-–--, რომ კლინიკას ყველა ხარჯი გაწეული ჰქონდა თავისი სახსრებით, ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხების გარეშე. ზემოაღნიშნული ხარჯები ყველა დადასტურებულ ხარჯებად არის განხილული აუდიტორული შემოწმების ფარგლებში, ამასთან ჰუმანადან და გლობალფარმიდან წამლების შესაძენი თანხა, დადგენი-–--, რომ ყოველთვის სალაროდან გაჰქონდა ხ------- გ------–-–---–ს. მიუხედავად იმისა, რომ ხ------- გ------–-–---–ს ბრალი ედება უშუალოდ სალაროდან გატანილი 20 695 ლარის მითვისებაში, ზემოაღნიშნული თანხები არ უნდა გამოაკლდეს ამ თანხას, რადგან ე.წ. „ტაბელებში“ მითითებული თანხები, რომელთა საერთო ჯამის მითვისებაშიც ბრალი ედება ხ------- გ------–-–---–ს, არც თარიღებით და არც თანხების ოდენობით არ ემთხვევა ზემოაღნიშნულ თანხებს.

 

სადაზღვეო პოლისის თანხის გადახდა, სალარო აპარატის შეძენა, სალარო აპარატის მომსახურება, შპს დელტა პლიუსიდან, შპს მანათედან, გლობალფარმიდან, ჰუმანადან, ლიტერადან, დ. გ------–---–ის საკანცელარიო ნივთებდან შეძენები, წყლის გადასახადის, ბიულეტინის ფურცლის თანხები - ყველა აღნიშნული ხარჯი არის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელზეც ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მათი შეძენისთანავე დგებოდა და ე.წ. „სქემით ფულის გათეთრებას“, რასაც დაცვის მხარე უთითებს, არ საჭიროებდა. იმავდროულად, საგადასახადო შემოწმების აქტით და აუდიტორების ჩვენებებით დადგენი-–--, რომ კლინიკას ყველა ხარჯი თვითონ აქვს გაწეული ხ------- გ------–-–---–ის მიერ მითვისებული თანხის გარეშე. ხ------- გ------–-–--–ის მიერ მითვისებული თანხა კლინიკის მიზნებისთვის რომ დახარჯულიყო, შემოწმების აქტით ეს აღარ ჩაითვლებოდა ხ------- გ------–-–---–ზე გაცემულ უპროცენტო სესხად, მიემატებოდა კლინიკის ხარჯებს და კლინიკა დაიბეგრებოდა ნაკლები თანხით, ხოლო ზემოაღნიშნული ხარჯები ტაბელებში ხ------- გ------–-–---–ის სახელზე გაცემულად მითითებული თანხით რომ არ არის გაწეული, უტუარად დასტუდრება ტაბელებში ხ------- გ------–-–---–ზე თანხის გაცემისას დაფიქსირებულ თარიღების, თანხის ოდენობების და დანიშნულებების მიხედვით, რაც არ ემთხვევა აღნიშნულ შეძენებს.

ხ------- გ------–-–---–ის წარმოდგენილ ცხრილში მითითებული თანხა 85 202 ლარის ოდენობით, ბრალდებულის განმარტებით, სასამართლომ უნდა მიიჩნიოს როგორც შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ მიერ მისთვის სესხის დაბრუნებად. ბრალდებულის ჩვენებით, 2009-2010 წლებში აღნიშნული თანხა მან ასესხა ჯ------- გ-----–---–ს, რომელსაც იმ პერიოდისათვის ფინ--სური პრობლემები ჰქონდა. სასამართლო დაცვის მხარის მიერ შეთხზულ, დასახელებულ დაუსაბუთებელ ვერსიას ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი თუნდაც ერთი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის ჩვენებას, რომელმაც დაკითხვის საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ ჯ------- გ-----–---–ს კლინიკის გარემონტებისა და მისი ამუშავების კუთხით ფინ--სურად მისი მძახალი ეხმარებოდა, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ თითქოს 85 202 ლარი მან ჯ------- გ-----–---–ს ასესხა. აღნიშული ვერსია ასევე წინააღმდეგობაში მოდის ჯ------- გ-----–---–ის და მ----- გ------ ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლოში დაკითხვისას განაცხადეს, რომ ხ------- გ------–-–---–ს მათთვის ფული არასოდეს მიუცია.

 

ამდენად, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ------- გ------–-–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ (ს/ნ 2--------) ბუღალტერმა - ხ------- გ------–-–---–მა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, ზემოაღნიშნული კლინიკის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ: ხ------- გ------–-–---–მა, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშებზე, სხვადასხვა დანიშნულების მითითებით, გადარიცხა და სალაროდან ხელზე გაიტანა სულ 514 972, 14 ლარი, მათ შორის, სს „პროკრედიტ ბანკის“ და სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშებიდან - 487 898, 91 ლარი, სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან - 6378, 23 ლარი, ხოლო სალაროდან ხელზე გაიტანა 20 695 ლარი, ასევე, შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ბუღალტერმა - მ------ გ---–--–--ემ ამავე კლინიკის კუთვნილი სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშიდან ხ------- გ------–-–---–ის კუთვნილ სს „რესპუბლიკა ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა 6900 ლარი. საერთო ჯამში, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში აღმოჩნდა შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 521 872, 14 ლარის ოდენობით.

 

ხ------- გ------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ფულადი თანხიდან - 521 872,14 ლარიდან, 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ხ------- გ------–-–---–ის და დ----- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ ანგარიშზე უკან შეტანილი და ჩარიცხულია, ასევე, კლინიკის საჭიროებისათვის გახარჯულია და ხ------- გ------–-–---–ის მიერ შპს „ჯ--------------–---–-----–----იდან“ ხელფასის სახით მიღებულია ფულადი თანხა 149 304, 75 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ხ------- გ------–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული შპს „ჯ--------------–---–-----–----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 372 567, 39 ლარის ოდენობით (521 872,14 – 149 304,75 ლარი), რის შედეგადაც შპს „ჯ--------------–---–-----–----ას“ მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ------- გ------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 23 ოქტომბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ------- გ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოოპოვება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

ხ------- გ------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ეკონომიკურ დანაშაულთა რიგს, რომელმაც დაზარალებულისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია. ბრალდებულის პიროვნების, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი წარსული ცხოვრების, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის და სასამართლოში ბრალდებულის ქცევის (ხ------- გ------–-–---–ი არარეალური, მცდარი გარემოებების მითითებით მუდმივად ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას) შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ------- გ------–-–---–ის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს მხოლოდ ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ხ------- გ------–-–---–ი 50 წლისაა, არის ქვრივი, მან ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპამდე მუდმივად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში, რითაც მას საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელი არ შეუშლია.

 

ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობის და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ხ------- გ------–-–---–ს ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ხ------- გ------–-–---–ს მაქსიმალური ვადით - 3 (სამი) წლით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და საბუღალტრო-აუდიტორული საქმიანობის უფლება.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს შპს „კონტრატეკში“ და შპს „რიელ ისთეით კომპანიში“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების შესაძლო ფაქტებზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე, 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხ------- გ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 23 ოქტომბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და საბუღალტრო-აუდიტორული საქმიანობის უფლება.

 

2. მსჯავრდებულ ხ------- გ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან.

 

3. მსჯავრდებული ხ------- გ------–-–---–ი დაპატიმრების შემთხვევაში მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

 

4. მსჯავრდებულ ხ------- გ------–-–---–ისათვის თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შპს „კონტრატეკში“ და შპს „რიელ ისთეით კომპანიში“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების შესაძლო ფაქტებზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. ბრალდების მხარის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით 1 (ერთი) თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლ---- დ-------ე