გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 020210019002943433 (2/567-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.10.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე კახ-----------ე
წარმომადგენელი ნი----------–---–-ა
მოპასუხე ეთ---------------ა
წარმომადგენელი ას-----------ა
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ვე--------------ს სამკვიდრო ქონებაზე გუ------------–---–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობა
2. გუ------------–---–სა და ეთ--------------ას შორის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და კახ-----------ის დ ცნობა ქ. ზუგდიდი, კედიას 1–ლი ჩიხი #4–ში მდებარე 514 მ2 მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობის ს/კ 43.36.01.0-- მესაკუთრედ.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მამკვიდრებელმა უკანონოდ მიიღო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე და შემდეგ უკანონოდ გადასცა მოპასუხეს. გუ------------–---–ი არ არის ვე--------------ს მემკვიდრო, ხოლო ეთ--------------ა ამ ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. სადავო ქონების ერთადერთი მემკვიდრეა კახ-----------ე, რის გამოც მას საკუთრების უფლებით უნდა გადაეცეს სამკვიდრო ქონების მეორე ნახევარიც, რომელიც ამჟამად ეთ--------------ას საკუთრებაშია რეგისტრირებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხის მტკიცებით მისმა მეუღლემ გუ------------–---–მა ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით და ასევე მართლზომიერად გადასცა საკუთრების უფლება მეუღლეს.
ითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელის მამიდა ვ--------------ე ცხოვრობდა ქ. ზუგდიდი, კეიდიას 1–ლი შეს. #4–ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია ვე--------------ს საკუთრებაში 14.08.2001 წ-დან.
სახლმფლობელობაზე ცნობა-დახასიათება გაცემულია ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გუ------------–---–ის მოთხოვნით მისივე განცხადებაზე 08.08.2001 წ. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (განაცხადის რეგისტრაციის #00328/01, თარიღი 14.08.2019), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 07/05/01/0--
–დაბადების მოწმობები #28186001212 (კახ-----------ის), #28186002760 (ვა-–--------------ის), #28186004399 (ვე--------------ს)
- გუ------------–---–ის განცხადება ტექ. აღრიცხვის სამსახურს (შემოს. #91, 03.08.2001)
-ცნობა-დახასიათება
3.2. ვე--------------ს მეუღლე იყო პა------------–---–ი. მათ ჰყავდათ შვილები ვა-------------–---–ი და გუ-----------–---–ი.
ეს პირები გარდაცვლილები არიან.
გარდაცვლილია ვე--------------ს ძმა (მოსარჩელის მამა) კახ-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- ქორწინების მოწმობა #28181001292 (ვე--------------ს და პა------------–---–ის)
-დაბადების მოწმობები #28186004786 (გუ-----------–---–ის), #28186005000 (ვა-------------–---–ის)
–გარდაცვალების მოწმობები #28187002900 (ვე--------------ს), #28187001892 (ვა-–--------------ის), #28187001362 (გუ------------–---–ის), #28187001360 (ვა-------------–---–ის)
3.3. 13.08.2002 წლის ვე--------------ს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს გუ------------–---–ს.
გუ------------–---–ის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001 წ გადაწყვეტილებით (საქმე #2/286) ქ. ზუგდიდი, კედიას პირველი შეს. #4–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვე---------------------–------------ს საკუთრებად.
იმავე გადაწყვეტილებით გუ-------------------------–---–ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აღსრულებულია. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა გუ------------–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ ვე--------------ს ქონების ½ ნაწილზე.
შესაბამისად გუ------------–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ამ ქონების (მთელი ქონების ½ ნაწილი) მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–სამკვიდრო მოწმობა13.08.202 წ, სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის #1/168, ნოტარიუსი ლო------–--–---–ი
–ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 08.08.2001 წ , საქმე #2/286
–მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (განაცხადის რეგისტრაციის #00328/01, თარიღი 14.08.2019), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 07/05/01/0--
3.4. გუ------------–---–მა მის საკუთრებაში არსებული ქონება აჩუქა მეუღლეს ეთ--------------ას.
ეთ--------------ა დარეგისტრირდა ამ ქონების ახალ მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- ქორწინების მოწმობა - მნ #380604
–მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (განაცხადის რეგისტრაციის #00328/01, თარიღი 14.08.2019), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 07/05/01/0--
3.5. გუ------------–---–ი გარდაიცვალა 12.12.2008 წ.
სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით გუ------------–---–ის მსობლები არიან მამა პარ----------------------–-ილი, დედა ვე---------------------–--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–გარდაცვალების მოწმობა - ალ #329410
- სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მომართვა #29/214171, 22.07.2019 წ.
3.6. კახ-----------ისთვის იმთავითვე ცნობილია მამიდას გარდაცვალების შესახებ. 12.04.2019 წ–მდე მამიდას სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით დავა მას არ უწარმოებია.
უფრო მეტიც, მან სამკვიდრო მოწმობა (მთელი ქონების 1/2 ნაწილზე) მიიღო 13.03.2019 წ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 27.02.2019 წ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე /საქმე #020210218002773791 (2/2394–18)/, სადაც არ მიუთითებია ქონებით დაინტერესებული პირებისა და მათთან დავის არსებობის შესახებ.
ამჟამად, მას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ვე--------------ს სამკვიდროს ½ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–გარდაცვალების მოწმობა (ვე--------------ს) #28187002900
-სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #190268864, თარიღი 13.03.2019 წ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ხანდაზმულია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, 128-ე, 130-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მიხედვით 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
იმავე კოდექსის 1336-ე მუხლით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
მოცემულ შემთხვევაში გუ------------–---–ს ვე--------------ს სამკვიდრო მიღებული აქვს კანონით მემკვიდრეობის გზით, როგორც 1-ლი რიგის კანონით მემკვიდრეს - შვილს. ამგვარი ნათესაური კავშირის შესახებ მითითებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში, რომლითაც ქ. ზუგდიდი, კედიას პირველი შეს. #4–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვე---------------------–------------ს საკუთრებად, ხოლო გუ-------------------------–---–ს გაუგრძელდა ვე--------------ს სამკვიდროს მიღების ვადა.
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ის აღსრულებულია. მის საფუძველზე გუ------------–---–მა მოიპოვა საკუთრების უფლება ვე--------------ს სამკვიდროს 1/2 ნაწილზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
იმავე კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამ წესით გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად მასში მითითებული ფაქტები პრეიუდიციული ძალის მქონეა და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი 1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. 3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
იმავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ვ--------------ე გარდაიცვალა 13.01.1987 წ. გუ------------–---–მა სადავო ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა 13.08.2002 წ, ხოლო ეთ--------------ამ 18.09.2002 წ. ყველა ამ თარიღიდან გასულია ხანდაზმულობის ზოგადი ვადა 10 წელი, რადგან ყველა ამ ფაქტის შესახებ იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშსზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.04.2019 წ განჩინებით /საქმე #020217719002931695 (2/უზ–4–19) – ყადაღა დაედო ეთ--------------ას თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზუგდიდი, კედიას პირველი ჩიხი #4–ში ს/კ 43.31.55.--- (ნაკვეთის წინა ნომერი 43.36.01.0--, მთელი ქონების ½ ნაწილი).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახ. ბაჟი გადახდილია
3. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.04.2019 წ განჩინებით /საქმე #020217719002931695 (2/უზ–4–19) გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა ეთ--------------ას თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზუგდიდი, კედიას პირველი ჩიხი #4–ში ს/კ 43.31.55.--- (ნაკვეთის წინა ნომერი 43.36.01.0--, მთელი ქონების ½ ნაწილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა