განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/4059-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ქ------- ყ------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. დ----- თ------ე - დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------–----–----------------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ყ------–-------------------------
2. ზ------ ს-------–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული - მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–-------------–--------------
კვალიფიკაცია:
1. დ----- თ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
2. ზ------ ს-------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი შევიდნენ ქ. თბილისში, დ----------------------------–------–-----------------------------ში მდებარე ბინაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ---–- ბ-----ის საკუთრებაში არსებულ ,,ნიკონის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა 550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულ გ---–- ბ-----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 მაისს დაახლოებით 12:00 საათზე სახლში მარტო იმყოფებოდა, შევიდა აბაზანაში, სადაც დაჰყო დაახლოებით 40 წუთი, როდესაც გამოვიდა დახვდა მისი ძმა ს-------- ბ-----ე და მისი მეგობარი ლ-–---------- კ---------ე, რომლებმაც სთხოვეს მისი კუთვნილი ,,ნიკონის’’ ფირმის ფოტოაპარატის თხოვება. როდესაც მოიძია ფოტოაპარატი, რომელიც სანამ აბაზანაში შევიდოდა საწოლზე იდო, ვერ იპოვა და აღნიშნულზე შეატყობინა პოლიციას. გ---–- ბ-----ის ჩვენების თანახმად, ბინის კარის გასაღები ვიდრე აბაზანაში შევიდოდა, მის ძმას დაუტოვა ბინის კართან ნოხის ქვეშ, რადგან მისმა ძმამ კარები ჩვეულებრივად გასაღებით გააღო, გ---–- ბ-----ის აზრით, ქურდმა გასაღებით ისარგებლა და ისევ ისე დატოვა ნოხის ქვეშ. ფოტოაპარატი იდო ჩანთაში, რომელშიც ასევე იდო ორი ობიექტივი, ე.წ. კომპიუტერზე გადამყვანი სადენი და დამტენი. ფოტოაპარატი მშობლებმა აჩუქეს, იგი არის ნიკონი D---- ფირმის. აღნიშნული ქმედებით გ---–- ბ-----ეს მიადგა 1500 ლარის მატერიალური ზიანი, რაც არის ფოტოაპარატის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება.
2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ------ ს-------–-–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2018 წლის 15 მაისს მას და დ----- თ------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდათ სასამართლო სხდომა. ისინი სასამართლოში გამოცხადნენ 11:30 საათზე, 12:00 საათზე დაიწყო სასამართლო სხდომა, რომელიც რამდენიმე წუთში დასრულდა. ზ------ ს-------–-–---–ის განმარტებით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დ----- თ------ე წავიდა მის საქმეებზე, ხოლო თავად შეხვდა ნაცნობი ბ--- ვ----–---–ი, რომელთანაც რამდენიმე წუთი ისაუბრა, შემდეგ გაემართა ჯერ სახლში - ვ-–-–-------ში, შემდეგ დ------------ში, სადაც კვლავ შეხვდა დ----- თ------ე, რომელსაც ხელში ეჭირა ჩანთა და უთხრა, რომ ჰქონდა ფოტოაპარატი, რომლის გაყიდვა სურდა და რადგან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, თუ იყო შესაძლებელი მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით გაეყიდა ფოტოაპარატი, რაზედაც დათანხმდა. ზ------ ს-------–-–---–ი დ----- თ------ესთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე ლომბარდში, მეტრო ,,დ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, წ-------–-----------ზე, შემდეგ ვ-----–-----------ზე, სადაც დ----- თ------ემ ერთ-ერთ ლომბარდში 450 ლარად გაყიდა ფოტოაპარატი, ზ------ ს-------–-–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით. ზ------ ს-------–-–---–მა განმარტა, რომ ზუსტად არ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა ფოტოაპარატი, მან ჩათვალა, რომ ვინაიდან ფოტოაპარატი ჩანთით დ----- თ------ეს ჰქონდა, იგი იყო დ----- თ------ის ოჯახის საკუთრება.
2.3. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- თ------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თავისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით დააფიქსირა დასკვნითი სიტყვისას და აღნიშნა, რომ მეგობრობს ზ------ ს-------–-–---–თან, 2019 წლის 15 მაისს ორივე ერთად იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჰქონდათ პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ წავიდნენ თავიანთ საქმეებზე. დ----- თ------ე იმყოფებოდა დ------------ში, პარკში, სადაც უცნობი პირებისგან 200 ლარად შეიძინა ,,ნიკონის’’ ფირმის ფოტოაპარატი. დ------------ში მას შეხვდა ზ------ ს-------–-–---–ი, რომელსაც სთხოვა მისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ფოტოაპარატის მეორად მაღაზიაში ჩაბარება, ვინაიდან დ----- თ------ეს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, რაზეც ზ------ ს-------–-–---–ი დათანხმდა, რის შემდეგაც ორივემ ერთად ფოტოაპარატი ჩააბარეს ს---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მეორადი ფოტოაპარატების მაღაზიაში.
2.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, გ-----------–------–----------------------ში, დათვალიერების შედეგად ბინიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ერთ ქილად, ხელის კვლები 11 ც დ/ფირზე, კარის გასაღები.
2.4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურეს მოწმეებმა თ-------- ნ-----–---–მა, დ----- ც-----–-–---–მა და თ---------- ა----–---–მა.
2.5. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 15 მაისს, ქ. თბილისში, გ-----------–------–------------------------ში მდებარე გ---–- ბ-----ის საცხოვრებელი ბინა N---ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის რიგით მეორე საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით პარკეტის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ზ------ თ------ის ძე ს-------–-–---–ისაგან (დაბადებული 2--------- წელს) და დ----- ს-----ს ძე თ------ისაგან (დაბადებული 1--------- წელს) აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2.5.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.
2.6. ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი გ--–--------------ში მდებარე მეორადი მობილური ტელეფონებისა და ფოტოაპარატების მაღაზია ..---’’-დან მაღაზიის მფლობელ ზ---- დ----–--ს მონაწილეობით ამოღებულ იქნა მოშაო ფერის ,,ნიკონი 3200’’-ის ფირმის ფოტოაპარატი, ობიექტივი, ელ-სადენი, მოშავო ფერის ჩანთა, რომელსაც წინა მხარეს აქვს ელვაშესაკრავიანი ჯიბე, რომლის ზედა ნაწილზე არის მოთეთრო ფერის წარწერა ,,გ---–-’’; ასევე ამოღებულ იქნა მოქალაქე ზ------ ს-------–-–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ასლი.
2.7. ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, თბილისი გ--–--------------ში მდებარე მეორადი მობილური ტელეფონებისა და ფოტოაპარატების მაღაზია ..---’’-დან ამოღებული ფოტოაპარატი ამოცნობილ იქნა გ---–- ბ-----ის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფოტოაპარატი არის მისი კუთვნილება.
2.8. დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ბრალდებებს ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ: დაზარალებულ გ---–- ბ-----ის, მოწმეების - ვ-–- დ------–---–-ს, ზ---- დ----–--ს, ს-------- ბ-----ის და ლ-–---------- კ---------ის ჩვენებები, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა. მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.9. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.10. სასამართლომ შეაფასა რა დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ჩაიდინეს ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:
2.10.1. დაზარალებულ გ---–- ბ-----ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 15 მაისს დაახლოებით 12:00 საათზე მისი საცხოვრებელი ბინიდან - მდებარე ქ. თბილისში, დ--------------, გ-----------–------–-----------------------, ბინა N--, მოპარულ იქნა ,,ნიკონის D----’’ ფირმის ფოტოაპარატი ჩანთით, რომელშიც ასევე იდო ორი ობიექტივი, სადენი და დამტენი.
2.10.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 მაისს, ქ. თბილისში, გ-----------–------–------------------------ში მდებარე გ---–- ბ-----ის საცხოვრებელი ბინა N---ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ბინის რიგით მეორე საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით პარკეტის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ზ------ თ------ის ძე ს-------–-–---–ისაგან და დ----- ს-----ს ძე თ------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2.10.3. მოწმე ზ---- დ----–--ს ჩვენებით, ამოღების ოქმით, ბრალდებულების ზ------ ს-------–-–---–ის და დ----- თ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისი გ--–--------------ში მდებარე მეორადი ფოტოაპარატების მაღაზია ,,7--’’-ში 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, 450 ლარად ჩააბარეს ,,ნიკონის D----’’ ფირმის ფოტოაპარატი, ჩანთით და თავისი აქსესუარებით.
2.10.4. მოწმე ზ---- დ----–--ს ჩვენებით, ამოღების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მაღაზია ,,7--’’-დან ამოღებულ იქნა ბრალდებულების ზ------ ს-------–-–---–ის და დ----- თ------ის მიერ ჩაბარებული ,,ნიკონის D----’’ ფირმის ფოტოაპარატი ჩანთით და აქსესუარებით.
2.10.5. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისი გ--–--------------ში მდებარე მეორადი ფოტოაპარატების მაღაზია ,,7--’’-დან ამოღებული ,,ნიკონის D----’’ ფოტოაპარატი არის დაზარალებულ გ---–- ბ-----ის კუთვნილება.
2.10.6. ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2019 წლის 15 მაისს დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი ფარულად შევიდნენ ქ. თბილისში, გ-----------–------–------------------------ში მდებარე გ---–- ბ-----ის საცხოვრებელი ბინა N---ში, სადაც საძინებელ ოთახში ფარულად დაეუფლნენ გ---–- ბ-----ის კუთვნილი ფოტოაპარატს, რაც იმავე დღესვე ჩააბარეს მეორადი ფოტოაპარატების მაღაზიაში, რაშიც აიღეს 450 ლარი.
2.10.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულების დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ჩვენებებს მათი უდანაშაულობის თაობაზე. ბრალდებულების პოზიცია ემყარება ე.წ. ალიბს იმის შესახებ, რომ 2019 წლის 15 მაისს 12 საათზე ისინი იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რასაც ადასტურებენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერით, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის მიერ 2018 წლის 15 მაისს 12:05:23 საათზე გაიხსნა სასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების ზ------ ს-------–-–---–ის და დ----- თ------ის მონაწილეობით, რომელიც დასრულდა 12:09:31 საათზე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ 2018 წლის 15 მაისს 12:00-12:10 საათის განმავლობაში ბრალდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ იმ დღეს პროცესის დასრულების შემდეგ ისინი არ შეიძლება ყოფილიყვნენ გ-----–------–-ს ქუჩაზე მდებარე გ---–- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული დრო არ არის ზუსტი დრო, მითითებულია ,,დაახლოებით 12 საათზე“, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფნის დრო არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრალდებულების ალიბად. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის მოხდენის ზუსტი დროის დაუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საფუძველი ბრალდებულების უდანაშაულოდ მიჩნევის. მით უმეტეს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად ადასტურებს ბრალდებულების დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნის ფაქტს, ხოლო შემდეგში მოპოვებული მტკიცებულებები, გ---–- ბ-----ის კუთვნილი ფოტოაპარატის ბრალდებულების მიერ მეორად მაღაზიაში ჩაბარების თაობაზე, უტყუარად ადასტურებს ბრალად შერაცხული ქმედების ბრალდებულების მიერ ჩადენას.
2.10.8. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავენ ბრალდებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს. საკასაციო სასამართლომ საქმეში #96ap-17 /10 მაისი, 2017 წ./ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს სხვა მტკიცებულებები და პოლიციელთა მხრიდან ბრალდებულის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება, მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
2.10.9. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულების პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნულ დანაშაულში დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ბრალეულობას.
2.10.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა.
2.10.11. დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი შევიდნენ ქ. თბილისში, დ--------------, გ-----------–------–-----------------------, N---ში მდებარე ბინაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ---–- ბ-----ის საკუთრებაში არსებულ ,,ნიკონის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა 550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.11. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, ბრალდებულებმა დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.12. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ,,NIKON”-ის ფირმის ფოტოაპარატის ,,NIKON DIGITAL CAMERA D 3200” ობიექტივით ,,NIKON VR AF-S NIKKor 18-55 mm 1:3.5-5.6 G II, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 350 (სამაცორმოცდაათი) ლარს. ,,NIKON”-ის ფირმის ფოტოაპარატის ობიექტივის ,,NIKON DX AF-S NIKKOR 55-300 mm 1:4.5-5 GED VR”, ,,NIKON HB-57”-ის ფირმის ლინზის მზისგან დამცავით, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 200 (ორასი) ლარს.
2.13. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.14. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 550 ლარს.
2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.17. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. კონკრეტულ საქმეში ის გარემოებები, რომ 2018 წლის 15 მაისს დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი 12 საათზე ერთად იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავენ, ერთად გადაადგილდებოდნენ დ------------ში, მეტრო ,,დ-------ს’’ ტერიტორიაზე, წ-------–-----------ზე, ს---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთად ჩააბარეს დაზარალებულ გ---–- ბ-----ის ბინიდან ფარულად დაუფლებული ფოტოაპარატი, ამასთანავე, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი იმყოფებოდნენ გ---–- ბ-----ის ბინაში, ყოველივე აღნიშნული მთლიანობაში ადასტურებს, რომ დ----- თ------ე და ზ------ ს-------–-–---–ი წინასწარ შეკავშირდნენ ქურდობის ჩადენის მიზნით.
2.18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.19. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული გ---–- ბ-----ე ცხოვრობდა ქ. თბილისში, დ--------------, გ-----------–------–-----------------------, ბინა N---ში. 2018 წლის 15 მაისს გ---–- ბ-----ე მარტო იმყოფებოდა ბინაში, იგი იყო აბაზანაში, როდესაც დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ისარგებლეს იმ გარემოებით, რომ მათ იპოვეს გ---–- ბ-----ის მიერ მისი ძმისთვის შესასვლელ კარებთან ხალიჩის ქვეშ დატოვებული გასაღები, რომლითაც დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა გააღეს კარები და ფარულად, უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც დაეუფლნენ გ---–- ბ-----ის კუთვნილ ფოტოაპარატს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ---–- ბ-----ეს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ნაცნობობა ან რაიმე ურთიერთობა არ აკავშირებს დ----- თ------ესთან და ზ------ ს-------–-–---–თან.
2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით ბინაში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ----- თ------ეს და ზ------ ს-------–-–---–ს გ---–- ბ-----ის ნებართვის გარეშე არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც შეაღწიეს ფარულად.
2.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა ქურდობა ჩაიდინეს გ---–- ბ-----ის ბინაში უკანონო შეღწევით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- თ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით;
ბრალდებულმა ზ------ ს-------–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ----- თ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ზ------ ს-------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: დ----- თ------ეს და ზ------ ს-------–-–---–ს ბრალი ედებათ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში.
5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით დ----- თ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2-----------ს N---- განჩინების საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით ზ------ ს-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელიდან 2(ორი) წელი უნდა მოეხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
აღნიშნული ნასამართლობა წარმოადგენს საფუძველს დ----- თ------ის და ზ------ ს-------–-–---–ის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის განსაზღვრის.
5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, დ----- თ------ეს და ზ------ ს-------–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა.
5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა დ----- თ------ემ და ზ------ ს-------–-–---–მა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. ,,NIKON”-ის ფირმის D---- ფირმის ციფრული ფოტოაპარატი (2 ცალი ხუფით და 1 ცალი ელსადენით, ფოტოაპარატის ხელჩანთა), 1 (ერთი) ცალი ბინაში შესასვლელი კარის გასაღები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. სუნის ნიმუში სამ ქილად, ანაწმენდი 1 პაკეტად, ნერწყვის ნიმუში 2 პაკეტად, 11 ცალი დაქტილოფირი - 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ----- თ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. დ----- თ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ----- თ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დ----- თ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2-----------ს N---- განჩინების საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- თ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
5.1. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
6. დ----- თ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
7. დ----- თ------ე დაკავებული იქნეს სასამართლო დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 ნოემბრის 14:26 საათიდან.
8. ზ------ ს-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
9. ზ------ ს-------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ------ ს-------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 2(ორი) წელი უნდა მოეხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი ჩათვლილი აქვს პირობით 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ზ------ ს-------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
12. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ ს-------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
12.1. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
13. ზ------ ს-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 11 ნოემბრიდან. ზ------ ს-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---- განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 05 ივლისიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
14. მსჯავრდებულ დ----- თ------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
15. მსჯავრდებულ ზ------ ს-------–-–---–ის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
16. ნივთმტკიცებები:
16.1 ,,NIKON”-ის ფირმის D---- ფირმის ციფრული ფოტოაპარატი (2 ცალი ხუფით და 1 ცალი ელსადენით, ფოტოაპარატის ხელჩანთა), 1 (ერთი) ცალი ბინაში შესასვლელი კარის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
16.2. სუნის ნიმუში სამ ქილად, ანაწმენდი 1 პაკეტად, ნერწყვის ნიმუში 2 პაკეტად, 11 ცალი დაქტილოფირი - 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/