გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/980-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე
მოსარჩელე - სს ფ----------------------–--;
წარმომადგენლები - მ-----------ა, ნ-----–-----------–--–---–ი;
მოპასუხეები - ზ----------–--, ი----------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ზ----------–--ს და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ფ----------------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირი თანხის - 26726.61 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ზ----------–--ს და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ფ----------------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 10976.57 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს ზ----------–--ს და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ფ----------------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საურავის სახით - 838.89 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეებს ზ----------–--ს და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ფ----------------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 55.09 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 17 ნოემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ე----–--------მ სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 30000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 17.11.2017 წლიდან 29.11.2021 წლამდე ანუ 1473 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 21.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია ზ----------–--სა და ი----------------ესთან გაფორმებული თავდებობით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 45700 ლარით. ვინაიდან აღნიშნულ სესხზე თავდებები სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს მოთხოვნას უყენებს მხოლოდ თავდებებს. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს მიმართ ერიცხებათ დავალიანება 38597.16 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 26726.61 ლარი, სარგებელი - 10976.57 ლარი, საურავი - 838.89 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 55.09 ლარი. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. ვინაიდან მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელე მხარე წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობებს და მიმართავს სასამართლოს, მოპასუხისაგან დავალიანების თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ----------–--მ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 10000 ლარის ნაწილში, რადგან ის ე----–--------ს თავდებში ჩაუდგა 10000 ლარის სესხის ნაწილში და მისგან იცოდა, რომ ე----–-------- სს ,,ფ----------------------–--საგან“ იღებდა სესხის სახით 10000 ლარს.
2.2. მოპასუხე ი----------------ემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 ნოემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ე----–--------მ სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 30000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 17.11.2017 წლიდან 29.11.2021 წლამდე ანუ 1473 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 21.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება N136880.3500.003 , N136880.3500.004 (იხ.ს.ფ. 16-22; 43-48 );
-გრაფიკი (იხ.ს.ფ. 21-22 );
-სოციალური დაზღვევის პოლისი (იხ.ს.ფ. 24-27 )
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. სესხი უზრუნველყოფილია ზ----------–--სა და ი----------------ესთან გაფორმებული თავდებობით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 45700 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 ნოემბრის თავდებობის წერილები (იხ.ს.ფ. 28-32 );
3.1.3.მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 34 )
-გაფრთხილების წერილები (იხ.ს.ფ. 35 -42 )
-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ფ----------------------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 17 ნოემბრის თავდებობის წერილების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ამღები მოპასუხის მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იქნა დათქმულ ვადაში. მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხეებისათვის გაგზავნილ შეტყობინებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობაა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ზ----------–--მ სარჩელი ცნო სესხის 10000 ლარის დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე ი----------------ემ სარჩელი ცნო მთლიანად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების, 38597.16 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებული არიან აუნაზღაურონ მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებელი 10976.57 ლარის ოდენობით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, რომელიც წარმოადგენს 838.89 ლარს.
7.0. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებსა და სს ფ----------------------–--ს შორის გფორმებული თავდებობის წერილებით, ზ----------–-- და ი----------------ე წარმოადგენენ სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს ბანკის წინაშე.
7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულებაშესაბამისად სს ფინკა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ზ----------–--სა და ი----------------ისგან სესხის ძირითადი დავალიანების 26726.61 ლარის, სარგებლის - 10976.57 ლარის, საურავის - 838.89 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის - 55.09 ლარის სოლიდარულად გადახდა.
7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში მხარები საკრედიტო სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტისა და თავდებობის წერილებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილ;ების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ზოია ჯანაშიამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 10000 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხე ი----------------ემ სარჩელი ცნო მთლიანად, შესაბამისად მოპასუხე ზ----------–--ს უნდა დაეკისროს - 28597.16 ლარის 3% - ის 857.91 ლარის გადახდა. სს ფ----------------------–--ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით და ზედმეტად გადახდილი 97.51 ლარი.
ამასთან მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სააღსრულებო ბიუროში რეგისტრაციის საფასურის 200 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ფ----------------------–--“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.:
1.1. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 26726.61 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით - 10976.57 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საურავის სახით - 838.89 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სიცოცხლის დაზღვევის - 55.09 ლარის გადახდა.
1.5. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
1.6. მოპასუხეებს ზ----------–--სა და ი----------------ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი, საბანკო ანგარიშებზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 200 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ზ----------–--ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 857.91 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2018 წლის 08 ნოემბერს სს ,,ფ----------------------–--“-ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1255.42 ლარის ნაწილი 397.51 ლარის ოდენობით, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №87012506; გადამხდელის ბანკი - სს ,,ფ----------------------–--“, ბანკის კოდი - F-------; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-3--------; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა