განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2381-19
N0-----------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- გ------–--ე, გ------- დ---–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. რ---- რ------ე - დაბადებული 1--- წლის 0-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილის ს------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ც------------------------------------------------------------------
ადვოკატი - ლ---- მ------–---–ი
2. გ------- ყ----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 0------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ---------–------------–----------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–--------------------------------------------------.
კვალიფიკაცია:
1. რ---- რ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით;
2. გ------- ყ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით;
სხდომის სახე - ღია
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, ც--------------------------------------------- კორპუსის სადარბაზოში, რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა, წინასწარი შეთანხმებით, ს-------- პ---–----ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცეს 130 ლარად ღირებული „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 20 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებით. ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას ს-------- პ---–----მა მოახერხა გაქცევა ც-----------------------------ის მიმართულებით, რომელსაც გაეკიდნენ რ---- რ------ე და გ------- ყ----–-–---–ი და კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ ფიზიკური ძალადობის გზით ს-------- პ---–----ი წააქციეს ასფალტზე და რ---- რ------ემ პ---–----ს ხელიდან გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი 200 ლარად ღირებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც რ---- რ------ე და გ------- ყ----–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის აღნიშნული ქმედებით ს-------- პ---–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიადგა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით,რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის
2.1. დაზარალებულმა ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ გ------- ყ----–-–---–თან ერთად მუშაობდა ე-–----------------ზე, შემდეგ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და ახდენდა ფილების რეალიზაციას. მას ქვის ფილებს რეალიზაციისთვის აწვდიდა გ------- ყ----–-–---–ის ნათესავი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ს-------- პ---–----მა ვერ მოახდინა საქმიანობის წარმატებით გაგრძელება და დაედო გ------- ყ----–-–---–ის ნათესავის ვალი. მას შეხვდა გ------- ყ----–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა ნათესავმა ვალი გადააბარა მას და მისთვის უნდა გადაეცა ფულადი თანხა. ს-------- პ---–----მა თავდაპირველად გ------- ყ----–-–---–ს გადასცა 100 ლარი და გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტი არ ჰქონია. 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს-------- პ---–----ი იმყოფებოდა ც----------------ს ქუჩაზე, რა დროსაც შეხვდა გ------- ყ----–-–---–ი თანხმლებ პირთან ერთად. გ------- ყ----–-–---–მა ს-------- პ---–----ი სასაუბროდ შეიყვანა კორპუსის სადარბაზოში, სადაც ჰკითხა თუ როდის გადასცემდა ფულს, რამდენიმე ხანში გ------- ყ----–-–---–მა დაუძახა რ---- რ------ეს, რომელიც თანხმლებ პირთან ერთად მივიდა მათთან. რ---- რ------ე ს-------- პ---–----ს დაემუქრა, რომ ის იყო ნასამართლევი და მოსთხოვა დროულად ფულის გადაცემა, ასევე უთხრა, რომ ჰქონდა მხოლოდ ტელეფონზე ახლობელთან ერთხელ დაკავშირების უფლება, შემდეგ კი ჩაკეტავდა სადარბაზოში არსებულ სარდაფში. ს-------- პ---–----სა და რ---- რ------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, ს-------- პ---–----ს რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა მიაყენეს სიტყვიერ შეურაცხყოფა, შემდეგ დაუწყეს ცემა, გ------- ყ----–-–---–მა დაუჭირა ხელი და რ---- რ------ემ ს-------- პ---–----ს შარვლის უკანა ჯიბიდან ამოაცალა საფულე. რ---- რ------ე ს-------- პ---–----ს დაემუქრა თუ გაბედავდა გაქცევას ესროდა, როდესაც რ---- რ------ემ ხელი წაიღო უკანა მხარეს, ს-------- პ---–----ს შეეშინდა და სადარბაზოს მეორე გასასვლელიდან გაიქცა, მას დაედევნენ გ------- ყ----–-–---–ი და რ---- რ------ე, ის ცდილობდა მობილური ტელეფონით დაკავშირებოდა 1---ს, მაგრამ ვერ მოახერხა. ს-------- პ---–----ს გ------- ყ----–-–---–ი დაეწია სს ,,ს----------–--------ის“ ფილიალთან, შემდეგ მათთან მივარდა რ---- რ------ე, მათ ს-------- პ---–----ს დაუწყეს ცემა და წააქციეს, რა დროსაც ს-------- პ---–----ს ხელიდან გასტაცეს ,,აიფონ 5ს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ს-------- პ---–----ის განმარტებით, მან ,,აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში გადაიხადა 300 ლარი.
2.2. მოწმე ბ--- ბ----–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა სს ,,ს----------–--------ის“ ც----------------ს ქუჩაზე მდებარე ფილიალში. 2019 წლის 12 აპრილს დღის მეორე ნახევარში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ქუჩის მხრიდან გაიგონა ხმაური, როდესაც გავიდა შენობიდან დაინახა, რომ ორი პიროვნება აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ერთ ადამიანს, რომელიც წაიქცა ძირს, შემდეგ ეს ორი პიროვნება ერთი მიმართულებით წავიდა.
2.3. მოწმე ნ--- მ--------–---–მა განმარტა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ს-------- პ---–----ის მიმართ ჩადენილი ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა რ---- რ------ეს, რომელიც იმ პერიოდისთვის უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, დ----------------ში. მან მიღებული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
2.4. მოწმე გ------- ვ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 22 მაისს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ს-------- პ---–----ის მიმართ ჩადენილი ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, ს-------- პ---–----ის ძარცვაში მონაწილეობა უნდა მიეღო გ------- ყ----–-–---–ს, რომელიც ინფორმაციის მიღების მომენტისთვის უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის მიმდებარედ. მან მიღებული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
2.5. მოწმე გ------- ი-----–---–მა დაადასტურა, რომ ს-------- პ---–----მა მისგან 450 ლარად შეიძინა ,,Iphone 5s” ფირმის მობილური ტელეფონი.
2.6. მოწმე თ----- პ----–---–მა დაადასტურა, რომ ს-------- პ---–----მა მისგან 300 ლარად შეიძინა ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
2.7. მოწმე მ--–---- ბ---–---–მა დაადასტურა, რომ გამომძიებელს გადასცა ,,ვ-----–-ს“ ბენზინგასამართი სადგურის გარე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერი.
2.8. ბრალდებულმა გ------- ყ----–-–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ დიდ ხანია იცნობს ს-------- პ---–----ს, ერთად იყვნენ თ-----–-------–--ში, შემდეგ ერთად მუშაობდნენ. წლების განმავლობაში მისი ვალი ჰქონდა ს-------- პ---–----ს, რომელიც პირდებოდა თანხის დაბრუნებას, მაგრამ ყოველთვის ატყუებდა. გ------- ყ----–-–---–მა აღნიშნა, რომ ის და რ---- რ------ე 2019 წლის 12 აპრილს შემთხვევით შეხვდნენ ს-------- პ---–----ს, რომელსაც უსაყვედურა ტყუილების გამო და მოთხოვა ვალის დაბრუნება. თავის მხრივ, ს-------- პ---–----მა გამოთქვა სურვილი, რომ ის ნაწილ-ნაწილ დააბრუნებდა ვალს, ხოლო იმ მომენტში გ------- ყ----–-–---–ს 100 ლარის ვალის სანაცვლოდ გადასცა კუთვნილი ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ასევე, ს-------- პ---–----მა გ------- ყ----–-–---–ს სთხოვა მობილური ტელეფონით სარგებლობა, რათა ნაწილი თანხის გადაცემა მოეხერხებინა. გ------- ყ----–-–---–მა გადასცა თავისი მობილური ტელეფონი ს-------- პ---–----ს, რომელიც მალევე გაიქცა. გ------- ყ----–-–---–ი გაეკიდა ს-------- პ---–----ს, რომელსაც დაეწია სს ,,ს----------–--------ის“ შენობასთან. მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც წააქცია ს-------- პ---–----ი, მათთან მივიდა რ---- რ------ე, რომელმაც დაპირისპირების შემდეგ პ---–----ს გამოართვა მობილური ტელეფონი და გადასცა გ------- ყ----–-–---–ს, რომელიც აღმოჩნდა ს-------- პ---–----ის კუთვნილი. გ------- ყ----–-–---–ს რ---- რ------ე დაპირდა, რომ ის დაუკავშირდებოდა უბნის პოლიციის უფროსს, რომელიც დაეხმარებოდა მობილური ტელეფონის დაბრუნებაში, სანაცვლოდ კი ს-------- პ---–----ს გადასცემდა მის ორ მობილურ ტელეფონს. გ------- ყ----–-–---–მა განმარტა, რომ დაკავების შემდეგ, მასზე პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
2.9. ბრალდებულმა რ---- რ------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ს-------- პ---–----ს გარკვეული ფულადი ვალდებულება თუ გააჩნდა გ------- ყ----–-–---–ის მიმართ, ამის თაობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა და შემთხვევით შეესწრო გ------- ყ----–-–---–სა და ს-------- პ---–----ს შორის საუბარს, სადაც ს-------- პ---–----მა ვალის სანაცვლოდ გ------- ყ----–-–---–ს გადასცა ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი. შემდეგ კი ნაწილი თანხის თაობაზე დარეკვის მიზნით გ------- ყ----–-–---–მა თავისი მობილური ტელეფონი ათხოვა ს-------- პ---–----ს, რა დროსაც ს-------- პ---–----ი გაიქცა, რომელსაც გაეკიდა გ------- ყ----–-–---–ი. ვინაიდან რ---- რ------ეს არ შეეძლო სწრაფად გადაადგილება, როცა იგი მივიდა გ------- ყ----–-–---–თან დაინახა, რომ ს-------- პ---–----ი და გ------- ყ----–-–---–ი ძიძგილაობდნენ, რა დროსაც ს-------- პ---–----მა მოახერხა გაქცევა, მაგრამ მალევე დაიჭირა გ------- ყ----–-–---–მა. რ---- რ------ის განმარტებით, როდესაც ის მიუახლოვდა გ------- ყ----–-–---–ს და ს-------- პ---–----ს, მან ს-------- პ---–----ს თავში ჩაარტყა ხელი და წაართვა, მისი აზრით, გ------- ყ----–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც შემდეგში აღმოჩნდა ს-------- პ---–----ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. რ---- რ------ე მომხდარი ფაქტის გამო დაუკავშირდა გ-–-----------–-------------------- განყოფილების პოლიციის უფროსს ბ------ ქ-------ეს, რომელსაც მომხდარი ფაქტის თაობაზე განუცხადა და დაპირდა, რომ ის და გ------- ყ----–-–---–ი ს-------- პ---–----ს დაუბრუნებდნენ მობილურ ტელეფონებს, სანაცვლოდ კი ს-------- პ---–----ს უნდა დაებრუნებნი გ------- ყ----–-–---–ისთვის მობილური ტელეფონი. რ---- რ------ემ აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად ბ------ ქ-------ე პირდებოდა დახმარებას, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც უნდა მიეტანა მობილური ტელეფონები ბ------ ქ-------ისთვის, ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებულის სახით.
2.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ს-------- პ---–----ის მონაწილეობით. ს-------- პ---–----ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ც----------------ს მ------------------–------------------ს სადარბაზოსთან, სადაც განთავსებულია მაღაზია ,,ო----------ი“ და აფთიაქი ,,კ------“. ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ აღნიშნულ სადარბაზოში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ და გასტაცეს მობილური ტელეფონი, რის შემდეგ მოახერხა გაქცევა, სს ,,ს----------–--------ის“ ფილიალთან დაეწია ჯერ გ------- ყ----–-–---–ი, რომელმაც დაუწყო ცემა, შემდეგ კი მათთან მივიდა რ---- რ------ე, რომელმაც ასევე დაუწყო ცემა. ცემის შედეგად ს-------- პ---–----ი ძირს დაეცა, მას თავდამსხმელებმა წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი ,,აიფონ 5ს“.
2.10.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ნ---- ლ-----მ.
2.11. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ---- რ------ის პირადი ჩხრეკისას მისი ტანთცმული შავი ფერის უსახელო ჟილეტის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი ლათინური წარწერით ASUS, ტელეფონის მარჯვენა მხარეს არსებულ ჩარჩოზე აღენიშნება დაზიანება, მოტეხილია მისი მცირე ნაწილი, მოიხსნა მისი უკანა პანელი და მასში არ არის მოთავსებული სიმ ბარათი. ტელეფონი არის ჩართულ მდგომარეობაში, აიკრიფა კომბინაცია *#06#, რის შემდეგაც დაფიქსირდა იმეი კოდი 0--------------- ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია შავი ფერის დამცავ სილიკონში, ვინაიდან ტელეფონის უკანა მხარე არის ვერცხლისფერი, ხოლო წინა მხარე კი არის შავი ფერის, ტელეფონს ვიზუალურად არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, მასში არ არის მოთავსებული სიმ ბარათი, მაგრამ ტელეფონი არის ჩართულ მდგომარეობაში, აიკრიბა კომბინაცია *#06#, რის შემდეგაც დაფიქსირდა ტელეფონის IMEL კოდი 0--------------. დათვალიერების შემდგომ გამოირთო ორივე ტელეფონი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
2.11.1. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურა გამომძიებელმა გ------- გ------–--ემ.
2.12. 2019 წლის 22 მაისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-------- პ---–----მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე მდგომი მამაკაცი (გ------- ყ----–-–---–ი) და განმარტა, რომ 2019 წლის 12 აპრილს რ---- რ------ესთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონები ,,ასუსის“ ფირმის და ,,აიფონის“ ფირმის და საფულე. მან გ------- ყ----–-–---–ი ამოიცნო საშუალო აღნაგობით, ვიზუალით, მოკლე შეჭრილი თმით, ფართო შუბლით, სიმელოტით, ფართო პირისახით.
2.12.1 პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ---–- გ------მ.
2.13. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-------- პ---–----მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნივ პირველი მამაკაცი (რ---- რ------ე) და განმარტა, რომ მან გ-------სთან (გ------- ყ----–-–---–ი) ერთად მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გასტაცეს ორი ცალი მობილური ტელეფონი და საფულე. მან რ---- რ------ე ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, თმის ფერით, თვალის ფერით და ცხვირის და ტუჩების ფორმით, სახის მოყვანილობით.
2.13.1 პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ზ---- ზ-------–---–მა.
2.14. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით 2019 წლის 15 აპრილს, მოქ. ს-------- პ---–----ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები ხანდაზმულობით შეესაბამებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით არ შეესაბამება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2.14.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა.
2.15. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ს-------- პ---–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, ც----------------ს მ--------------------- კორპუსის მიმდებარედ აფთიაქ ,,კ------ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერის 17:44:05 საათზე კადრში ჩნდება სამი პიროვნება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობენ. აღნიშნული პიროვნებებიდან შუაში მდგარ მამაკაცს ტანთ აცვია ღია ფერის ზედა, შავი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი და ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი. აღნიშნული პიროვნების დანახვაზე ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ ეს არის თავად ს-------- პ---–----ი. მის გვერდით მდგარ მამაკაცს, რომელიც არის ოდნავ მელოტი, ტანთ აცვია მოლურჯო ფერის მაისური, შავი ფერის ქურთუკი, მუქი მონაცრისფრო ფერის შარვალი და მონაცრისფრო ფერის ფეხსაცმელები, აღნიშნული მამაკაცის დანახვაზე ს-------- პ---–----მა განმარტა, რომ ეს პიროვნება არის მისი ნაცნობი სახელად გ-------, რომლის გვარი არ ახსოვს. ს-------- პ---–----ის მეორე მხარეს მდგარ მამაკაცს ტანთ აცვია შავი ფერის მაისური, მონაცრისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. აღნიშნული პიროვნების დანახვაზე ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ მისი სახელი და გვარი არ იცის. 17:44:18 საათზე ს-------- პ---–----ი ზემოხსენებულ ორ მამაკაცთან ერთად შედის აფთიაქ ,,კ------ს“ გვერდით მდებარე შესასვლელში, ს-------- პ---–----ის განმარტებით, ისინი შედიან კორპუსის სადარბაზოში. შემდეგ ს-------- პ---–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა სს ,,ვ-----–----------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. მესამე ვიდეოჩანაწერი დათარიღებულია 04.12.2019, ქვედა კუთხეში წარწერა ,,CAM 3”. ვიდეოჩანაწერის 18:00:35 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც მორბის ავტომობილის სავალ გზაზე, მას ხელში უკავია ტელეფონი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბრობს ტელეფონზე. აღნიშნულზე ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ ეს პიროვნება არის თავად ს-------- პ---–----ი და მისი განმარტებით, როგორც ახსოვს, იგი ამ დროს ცდილობს 1---ის ოპერატორთან დაკავშირებას. 18:01:06 საათზე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–-ს“ მოპირდაპირე მხარეს არსებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩნდება რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდებიან N---–- სამშობიაროს მიმართულებით. აღნიშნული პიროვნებების დანახვაზე ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ ესენი არიან ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ სადარბაზოში და როდესაც იგი გამოექცა მათ დაედევნენ. შემდეგ ს-------- პ---–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა სს ,,ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. მეორე ვიდეოჩანაწერის 18:06:20 საათზე კადრში ჩნდება სამი მამაკაცი, რომელთაგან ორი ეჩხუბება ერთს, ამის დანახვაზე ს-------- პ---–----მა განმარტა, რომ სწორედ ეს პიროვნება არის თვითონ, ხოლო ის ორი ვინც ეჩხუბება მას არის რ---- რ------ე, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის უსახელო ჟილეტი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ხოლო მეორე კი არის მისი ნაცნობი გ-------, ს-------- პ---–----ი მათ წააქციეს ასფალტის ზედაპირზე, რა დროსაც მას გ------- აწვება ხელებით სახეზე, ხოლო რ---- რ------ე კი ცდილობს და ართმევს მარჯვენა ხელიდან რაღაც ნივთს, რაზეც ს-------- პ---–----მა განმარტა, რომ სწორედ ამ დროს რ---- რ------ემ მას ხელიდან წაართვა ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ამის დანახვაზე ბანკიდან გამოვიდა რამოდენიმე პირი დასახმარებლად, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ბანკის დაცვის თანამშრომელი, რის შემდეგაც რ---- რ------ე და გ------- წავიდნენ უკანა მიმართულებით, ხოლო ს-------- პ---–----ი კი დატოვეს წაქცეული, რის შემდეგაც იგი დგება ფეხზე და გადის კადრიდან, ცოტახანში კი ს-------- პ---–----ი ჩნდება კადრში და მიდის ე.წ. კ-------------ს მიმართულებით და ისევ გადის კადრიდან. პირველი ვიდეოჩანაწერის 18:05:59 საათზე, კადრში ჩნდება ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი ეჩხუბება მეორეს, ამის დანახვაზე ს-------- პ---–----მა განაცხადა, რომ შავმაისურიანი პირი არის თვითონ, ხოლო მეორე კი გ-------, ამ დროს ასევე კადრში ჩნდება მათი მიმართულებით მორბენალი მამაკაცი, რომლის დანახვაზეც ს-------- პ---–----მა განმარტა, რომ იგი არის რ---- რ------ე, რომელიც ჩაერთო ჩხუბში და ს-------- პ---–----ს თავში ჩაარტყა ხელი, მათ წააქციეს ს-------- პ---–----ი, რ---- რ------ე ხელიდან ართმევს მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც ისინი მიდიან უკანა მიმართულებით, ს-------- პ---–----ი წამოდგომის შემდეგ მიდის მათი მიმართულებით, იცმევს მონაცრისფრო ზედატანს, რომელიც გახადეს ჩხუბისას, რის შემდეგაც მიდის ე.წ. კ-------------ს მიმართულებით. მეექვსე ვიდეოჩანაწერის 18:05:56 საათზე კადრში ჩნდება ს-------- პ---–----ი, რომელიც გარბის და რომელსაც მოსდევს გ------- და იჭერს ხელით და ეჩხუბება მას, ხოლო 18:06:07 საათზე კადრში ასევე ჩნდება მათი მიმართულებით მორბენალი რ---- რ------ე, რომლებიც მირბის მათთან და ერევა ჩხუბში, შორ ფონზე ჩანს თუ როგორ აქცევენ ს-------- პ---–----ს, რის შემდეგაც ორივე მათგანი ბრუნდება უკან, ხოლო ს-------- პ---–----ი კი მიდის ე.წ. კ-------------ს მიმართულებით.
2.15.1. ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა კ------------- ყ------მა.
2.16. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის, თანახმად სს 0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს 0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ გ------- ყ----–-–---–ის ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს 0----------- დაკავშირებით, გამომძიებლის მიერ წარდგენილი გ------- ყ----–-–---–ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნების გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების გამოსახულება.
2.16.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ--------ემ.
2.17. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ,,ს--–------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დისკზე მოთავსებულია ტელეფონის ნომრის 9----------- მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები: ს-------- პ---–----ი 2---------- პირადი ნომერი 0----------, ასევე მითითებულია ინფორმაცია ტელეფონის აპარატში, რომლის იმეი კოდია 0--------------, მოთავსებული სიმ ბარათისა და განხორციელებული ზარების მომსახურე ანძების მითითებით.
2.18. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,ვ----------------–--დან’’ გამოთხოვილი კომპიუტერული დისკი. დისკზე მოთავსებულია ტელეფონის ნომრების 9----------8, 9----------2 და 9--------22 მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები. კერძოდ: ტელეფონის ნომერი 9----------8 ეკუთვნის გ------- ე--------ეს, ხოლო დანარჩენი ორი ტელეფონის ნომრის მფლობელია ს-------- პ---–----ი, ასევე მითითებულია ინფორმაცია ტელეფონის აპარატში, რომლის იმეი კოდია 0--------------- მოთავსებული სიმბარათისა და განხორციელებული ზარების მითითებით.
2.19. ბრალდებულ გ------- ყ----–-–---–ის ადვოკატის პოზიციით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული გ------- ყ----–-–---–ის ბრალი. გ------- ყ----–-–---–ი და ს-------- პ---–----ი არიან დიდი ხნის ნაცნობები, ერთად იყვნენ ა--------ში სამშვიდობო მისიით და კონფლიქტი მოუვიდათ ვალის გამო, რომელიც სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე ს-------- პ---–----ს მართებდა გ------- ყ----–-–---–ის მიმართ. ს-------- პ---–----ის მხრიდან ნებაყოფლობით მოხდა ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონის გადაცემა და დადევნება მოხდა მას შემდეგ, რაც ს-------- პ---–----მა გასტაცა გ------- ყ----–-–---–ს მისი კუთვნილი მობილური. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ------- ყ----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.20. ბრალდებულ რ---- რ------ის ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში რ---- რ------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ რ---- რ------ე საერთოდ არ იცნობდა ს-------- პ---–----ს, შემთხვევით დაესწრო მათ საუბარს და ს-------- პ---–----ზე დადევნება მოხდა გ------- ყ----–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნების მიზნით. შესაბამისად, მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება.
2.21. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.22. სასამართლომ შეაფასა რა რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა ჩაიდინეს ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:
2.22.1. დაზარალებულ ს-------- პ---–----ის, მოწმეების გ------- ი-----–---–ის და თ----- პ----–---–ის ჩვენებებით, ,,ს--–------დან“ და შპს ,,ვ----------------–--დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-------- პ---–----მა გ------- ი-----–---–ისგან 450 ლარად შეიძინა ,,Iphone 5s” ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო თ----- პ----–---–ისგან ს-------- პ---–----მა 300 ლარად შეიძინა ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დროს ს-------- პ---–----ი სარგებლობდა აღნიშნული ტელეფონებით.
2.22.2. დაზარალებულ ს-------- პ---–----ის, მოწმე ბ--- ბ----–--–---–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, ც----------------ს ქუჩაზე რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა ს-------- პ---–----ს აშკარად გასტაცეს „ასუსის“ და „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონები.
2.22.3. რ---- რ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ რ---- რ------ისგან ამოღებული იქნა ს-------- პ---–----ის კუთვნილი ორივე ტელეფონი.
2.22.4. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ს-------- პ---–----ის კუთვნილი მობილური ტელეფონების ბრალდებულების მიერ დაუფლების ფაქტს არც ბრალდებულები ხდიან სადაოდ, იმ განსხვავებით, რომ ბრალდებულების განმარტებით, ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი ვალის სანაცვლოდ ნებაყოფლობით გადასცა ს-------- პ---–----მა გ------- ყ----–-–---–ს, ხოლო „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი რ---- რ------ემ შეცდომით, გ------- ყ----–-–---–ის კუთვნილი ტელეფონის სანაცვლოდ, წაართვა ს-------- პ---–----ს.
2.22.5. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ბრალდებულების ჩვენებებს, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ გ------- ყ----–-–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ს-------- პ---–----მა გ------- ყ----–-–---–ს 100 ლარის ვალის სანაცვლოდ გადასცა კუთვნილი ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი. იმ ფაქტს, რომ ს-------- პ---–----ს გ------- ყ----–-–---–თან აკავშირებდა ყოფილი სამუშაო ადგილი და მას ჰქონდა გ------- ყ----–-–---–ის ნათესავის ვალი, არ უარყოფს ს-------- პ---–----ი, მაგრამ იგი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი ვალის სანაცვლოდ გადასცა გ------- ყ----–-–---–ს, პირიქით, ს-------- პ---–----მა აჩვენა, რომ ბრალდებულებმა მას აშკარად წაართვეს ჯერ ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო შემდეგ, როდესაც ს-------- პ---–----ი გაქცევით შეეცადა ბრალდებულებისგან თავის დაღწევას, მას დაედევნენ ბრალდებულები და აშკარად, ძალის გამოყენებით, წაართვეს მეორე - ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ამდენად, ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის ტელეფონების გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით აშკარა წინააღმდეგობაა. აღნიშნულ წინააღმდეგობრივ ჩვენებებს შორის სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენებას, რადგან იგი თანმიმდევრულია, დამაჯერებელია და გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
2.22.6. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ს-------- პ---–----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ნებაყოფლობით არ გადაუცია ბრალდებულებისთვის ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და იგი წაართვეს, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ს-------- პ---–----ი იძულებული გახდა სადარბაზოდან გაქცეოდა ბრალდებულებს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულების მხრიდან სადარბაზოში მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი; ის ფაქტიც არ არის სადაო, რომ ს-------- პ---–----ს ბრალდებულებთან შეხვედრისას თან ჰქონდა ორი ტელეფონი, რომელიც რ---- რ------ის პირადი ჩხრეკისას აღმოჩნდა რ---- რ------ესთან; იმის გათვალისწინებით, რომ ს-------- პ---–----ს თან ჰქონდა ორი ტელეფონი სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულთა ჩვენებას, რომ გ------- ყ----–-–---–მა დარეკვის მიზნით ათხოვა ს-------- პ---–----ს თავისი ტელეფონი, რის შემდეგაც პ---–----ი გაიქცა; ასევე დამაჯერებლობას მოკლებულია ბრალდებულთა ჩვენება იმის თაობაზე, რომ გ------- ყ----–-–---–ის კუთვნილის მობილური ტელეფონის დაბრუნების მიზნით დაედევნენ ს-------- პ---–----ს და შეცდომით წაართვეს მისი ტელეფონი.
2.22.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულთა ჩვენებები ყოველგვარ არგუმენტაციას არის მოკლებული და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს-------- პ---–----ის ფულად ვალდებულებებს გ------- ყ----–-–---–ის მიმართ; სასამართლოსთვის გაურკვეველია რ---- რ------ის აქტიური როლი გ------- ყ----–-–---–სა და ს-------- პ---–----ს შორის არსებული ვალდებულებების (თუკი ასეთი არსებობდა) გარკვევის პროცესში; საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამგვარ ვალდებულებასაც რომ ჰქონდა ადგილი, გ------- ყ----–-–---–ს და, მით უმეტეს რ---- რ------ეს, არ ჰქონდათ უფლება ს-------- პ---–----ის ნების საწინააღმდეგოდ აშკარად წაერთმიათ მისთვის კუთვნილი ნივთები.
2.22.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძარცვა, რომელიც ხელყოფს საკუთრების უფლებას, რა დროსაც სხვისი ქონების დაუფლება ხდება აშკარად, თვალნათლივ, როგორც იმ პირისთვის ვის საკუთრებაშიც იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის სუბიექტური მხრე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. დამნაშავე გაცნობიერებულად მოქმედებს, რომ მისი ქმედებით ნივთის მესაკუთრეს მიადგება მატერიალური ზიანი.
2.22.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ივნისის N7აპ-15 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ: პირის ქმედება, რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება. 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.
2.22.10. კონკრეტულ საქმეში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ------- ყ----–-–---–ი და რ---- რ------ე ს-------- პ---–----ის ნების საწინააღმდეგოდ, მისი კუთვნილი ტელეფონების და საფულის მისაკუთრების მიზნით, აშკარად, ძალადობრივი გზით, დაეუფლნენ ს-------- პ---–----ის კუთვნილ ნივთებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ გ------- ყ----–-–---–ის და რ---- რ------ის ქმედებაში სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ძარცვის ქმედების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა.
2.22.11. სასამართლო ქმედების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქმედების მართლწინააღმდეგობაზე. სამართლებრივი თვალსაზრისით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის ქონების მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და ამიტომ მის მიერ ქონების დაუფლება უკანონოა. კონკრეტულ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს-------- პ---–----ს ჰქონდა გ------- ყ----–-–---–ის ვალი და ამ უკანასკნელს და რ---- რ------ეს ჰქონდათ კანონიერი საფუძველი დაუფლებოდნენ ს-------- პ---–----ის კუთვნილ ტელეფონებს. აღნიშნული მოწმობს, რომ რ---- რ------ე და გ------- ყ----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
2.22.12. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულების პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნულ დანაშაულში რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის ბრალეულობას.
2.22.13. დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ყ----–-–---–ის და რ---- რ------ის ბრალდებას მასში, რომ 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, ც--------------------------------------------- კორპუსის სადარბაზოში რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა, ს-------- პ---–----ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცეს 130 ლარად ღირებული „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებით. ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას ს-------- პ---–----მა მოახერხა გაქცევა ც-----------------------------ის მიმართულებით, რომელსაც დაედევნენ რ---- რ------ე და გ------- ყ----–-–---–ი და კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ ფიზიკური ძალადობის გზით ს-------- პ---–----ი წააქციეს ასფალტზე და რ---- რ------ემ პ---–----ს ხელიდან გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი 200 ლარად ღირებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც რ---- რ------ე და გ------- ყ----–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ ჩაიდინეს ძარცვა, ე,ი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.24. დაზარალებულ ს-------- პ---–----ის, მოწმეების გ------- ი-----–---–ის და თ----- პ----–---–ის ჩვენებებით დაადასტურა, რომ ს-------- პ---–----მა გ------- ი-----–---–ისგან 450 ლარად შეიძინა ,,Iphone 5s” ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო თ----- პ----–---–ისგან 300 ლარად შეიძინა ,,ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ბრალდებულებმა 20 ლარად ღირებულ საფულესთან ერთად გასტაცეს ს-------- პ---–----ს.
2.25. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,iPhone 5S” საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,ASUS ZenFone 2E” საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 130 (ასოცდაათი) ლარს.
2.25.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ბ---------–---–მა.
2.26. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის ქმედებით ს-------- პ---–----ს მიადგა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის ჩადენილი ქმედებებით დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს.
2.28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ ჩაიდინეს ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.30. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.
2.31. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ისინი ერთად შეხვდნენ ს-------- პ---–----ს, ერთად მოსთხოვეს თანხა, ერთად გამოართვეს ტელეფონი, ერთად დაედევნენ და ძალის გამოყენებით, ერთობლივი ქმედებით, გასტაცეს მეორე ტელეფონი, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა ჩაიდინეს ძარცვა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც
საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის
2.33. დაზარალებულ ს-------- პ---–----ის, მოწმე ბ--- ბ----–--–---–ის ჩვენებებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა დაზარალებულ ს-------- პ---–----ის მობილური ტელეფონის აშკარად გატაცებისას მის მიმართ გამოიყენეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
2.34. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით 2019 წლის 15 აპრილს, მოქ. ს-------- პ---–----ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები ხანდაზმულობით შეესაბამებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით არ შეესაბამება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2.34.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა.
2.35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა რ---- რ------ემ და გ------- ყ----–-–---–მა ჩაიდინეს ძარცვა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---- რ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით; ბრალდებულმა გ------- ყ----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით;
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ---- რ------ის და გ------- ყ----–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ---- რ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
4.2. გ------- ყ----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავეების პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: რ---- რ------ეს და გ------- ყ----–-–---–ს ბრალი ედებათ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; გ------- ყ----–-–---–ს წარსული ნასამართლობა მოხსნილი აქვს, 2006-2009 წლებში იგი მსახურობდა საქართველოს თ-----–-------–--ში და მონაწილეობას ღებულობდა ე----–ი სამშვიდობო მისიაში, ბატალიონის უფროსისგან ხასიათდება დადებითად; რ---- რ------ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებისთვის, ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, რ---- რ------ეს და გ------- ყ----–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა გ------- ყ----–-–---–მა და რ---- რ------ემ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. რ---- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ ასუსის“ და „აიფონის“ მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. ს-------- პ---–----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო სურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. აფთიაქ ,,კ------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. სს ,,ვ-----–----------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.5. სს ,,ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.6. გ------- ყ----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ერთი ცალი ქურთუკი, ერთი ცალი შარვალი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.7. გ------- ყ----–-–---–ის ფოტოსურათები ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.8. გ------- ყ----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------- ყ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. გ------- ყ----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. გ------- ყ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 22 მაისიდან.
4. რ---- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. რ---- რ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ---- რ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ---- რ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, რ---- რ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს 2015 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
9. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
9.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
10. რ---- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 13 აპრილიდან.
11. ნივთმტკიცებები:
11.1. რ---- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ ასუსის“ და „აიფონის“ მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11.2. ს-------- პ---–----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო სურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.3. აფთიაქ ,,კ------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.4. სს ,,ვ-----–----------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.5. სს ,,ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.6. გ------- ყ----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ერთი ცალი ქურთუკი, ერთი ცალი შარვალი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11.7. გ------- ყ----–-–---–ის ფოტოსურათები ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.8. გ------- ყ----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება გ-–-----------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/