გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210119003137534
#2/248-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.11.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,, კ------- ბანკი”
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: ვ----– კ--------ე, კ--- კ--------ე, კ------------- ბ--------, გ-- ა-----ე, ლ-- ხ------–--ე, მ------- კ--------ე, ლ-- ბ------–---–ი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ვ----– კ--------ის (პ/ნ 5----------), კ--- კ--------ის (პ/ნ 5----------), კ------------- ბ-------ის (პ/ნ 5----------), გ-- ა-----ის (პ/ნ 5----------), ლ-- ხ------–--ის (პ/ნ 5----------), მ------- კ--------ის (პ/ნ 0----------) და ლ-- ბ------–---–ის (პ/ნ 5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
სს „კ------- ბანკი“-ს წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წლის 10 მარტს სს მ----------------- ორგანიზაცია კ-------ს ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N17691011354VIG, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 15000 ლარის ოდენობით (2.1პ.ი) 48 თვის ვადით 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით (3.1.პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.4 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 13.85 %-ს დამატებული 6.75%( ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი) მაგრამ არანაკლებ 5%-სა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 24,88 %, საპროცენტო სარგებელი ცვალებადია-3.14,3,15,3.16 პ-ტი. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო); ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.275-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადა გადაცილებაზე (3.17 პ).
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს , რომ 2017 წლის 23 მარტს ლ-- ხ------–--ემ , 2017 წლის 06 მარტს მ------- კ--------ემ, 2017 წლის 07 მარტს კ--- კ--------ემ , კოსტანტინე ბ--------მ და გ-- ა-----ემ თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ვ----– კ--------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი თვის განმავლობაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება( თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე-15000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე-7234,54 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე- 810,24 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 23044,78 ლარი, შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოებზე- სს „ მ----------------- ორგანიზაცია კ-------მ „ 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად არის სს „კ------- ბანკი“.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ძირითადმა მოვალემ ვ----– კ--------ემ მრავალჯერ დაარღვია სესხის ხელშეკრულება და ასევე სესხის გადახდის გრაფიკი, 2019 წლის აპრილის შემდეგ ოთხჯერ გადააცილა სესხის გადახდის გრაფიკს, ამჟამად 2019 წლის 16 ივლისის გადასახდელი არ არის გადახდილი. მის მიერ ასევე დარღვეულია 2017 წლის 11 ნოემბრის N 173152173531FGF სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და იმყოფება 4 თვეზე მეტით ვადა გადაცილებაში.
ამჟამად 2017 წლის 10 მარტის N 17691011354VIG სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდილი აქვთ 10084.62 ( ათიათას ოთხმოცდაოთხი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარი, საიდანაც: 8107.82 ლარი არის სესხის ძირი, 1599,56 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 161.44 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 1438.12 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 354.48 ლარი სადაზღვეო შესატანი, 22.78 ლარი არის პირგასამტეხლო.
2017 წლის 11 ნოემბერს სს კ------- ბანკსა ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N173152173531 FGF, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით (2.1.პ-ი) 24 თვის ვადით 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით ( 3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.2 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 55%-ს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 79.69%-3.6 პ-ტი. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილ სრულ ძირ თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე) 3.7 პუნქტი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვ----– კ--------ის მიერ დარღვეულია 2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF, სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და იმყოფება 4 თვეზე მეტით ვადა გადაცილებაში, ბოლოს გადახდილია 2019 წლის 25 მარტის გადასახდელი.
ამჟამად 2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ----– კ--------ეს გადასახდელი აქვს 1517.68 ლარი , საიდანაც: 931.25 არის სესხის ძირი თანხა 202.16 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 140.76 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 61.40 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 40.64 ლარი სადაზღვეო შესატანი, 343.63 ლარი არის პირგასამტეხლო.
მას შემდეგ რაც ვ----– კ--------ეს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რაც ცნობილი გახდა მისი თავდების კ--- კ--------ის და მისი ოჯახის წევრებისათვის თავის უძრავი ქონებებიდან: საცხოვრებელი სახლი და ბინა თვალთმაქცური გარიგებით ჩუქების ხელშეკრულებებით კ--- კ--------ემ ერთ დღეს გაასხვისა ოჯახის წევრზე, დედაზე ლ-- ბ------–---–ზე; კერძოდ, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქალაქი ჭიათურა, ცხრა აპრილის ქუჩა N20, სართული 7, ბინა N26, საკადასტრო კოდი 3-.10.1-.0--.0-.0-- და საცხოვრებელ სახლში კუთვნილი წილი მდებარე ჭიათურის რაიონი, სოფელი დიდი კაცხი, საკადასტრო კოდი 3-.03.39.1--. საცხოვრებელ ბინას რეალურად ფლობს და სარგებლობს კ--- კ--------ე. სახეზე გვაქვს მოჩვენებითი გარიგება- მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება , რომლის რეალური მიზანი არა არის მესამე პირისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა, რაც გულისხმობს ნივთის ფლობას, სარგებლობას და განკარგვას, რეალურად მისი მიზანია თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ამის შემდეგ საერთოდ შეწყდა სესხის გადახდა.
მოსარჩელე ითხოვს:
ვ----– კ--------ეს, კ--- კ--------ეს, კ------------- ბ--------ს, გ-- ა-----ეს, ლ-- ხ------–--ეს, მ------- კ--------ეს და ლ-- ბ------–---–ს სს „კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2017 წლის 10 მარტის N 17691011354VIG სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10084.62 ( ათიათას ოთხმოცდაოთხი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარი, საიდანაც: 8107.82 ლარი არის სესხის ძირი, 1599,56 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 161.44 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 1438.12 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 354.48 ლარი სადაზღვეო შესატანი, 22.78 ლარი არის პირგასამტეხლო.
2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ----– კ--------ეს დაეკისროს 1517.68 ლარი , საიდანაც: 931.25 არის სესხის ძირი თანხა 202.16 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 140.76 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 61.40 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 40.64 ლარი სადაზღვეო შესატანი, 343.63 ლარი არის პირგასამტეხლო.
ბათილად იქნას ცნობილი კ--- კ--------ეს და ლ-- ბ------–---–ს შორის 2019 წლის 20 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ჭიათურა 9 აპრილის ქუჩა N20, სართული7, ბინა N26, საკადასტრო კოდი 3-.10.1-.0--.0-.0--.
მოსარჩელე ითხოვს ვ----– კ--------ე, კ--- კ--------ე, კ------------- ბ--------, გ-- ა-----ე, ლ-- ხ------–--ე, მ------- კ--------ე, ლ-- ბ------–---–ი მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 468 ლარის და 07 თეთრის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის ოდენობით , საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯი 11 ლარი, საჯარო რეესტრიდან ცნობის გამოთხოვის ხარჯი -21 ლარი , სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების ხარჯი-500 ლარის ოდენობით, უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი-20 ლარი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხეებმა ვ----– კ--------ემ, კ--- კ--------ემ, კ------------- ბ--------მ, გ-- ა-----ემ, ლ-- ხ------–--ემ, მ------- კ--------ემ, ლ-- ბ------–---–მა შემოიტანეს შესაგებელი ვ----– კ--------ე, კ--- კ--------ე, კ------------- ბ--------, გ-- ა-----ე, ლ-- ხ------–--ე, მ------- კ--------ე მოსამზადებელ ეტაპზე ცნობენ მხოლოდ ძირ თანხას. კ--- კ--------ე და ლ-- ბ------–---–ი არ ცნობენ ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარებმა მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, 2017 წლის 10 მარტს სს მ----------------- ორგანიზაცია კ-------ს ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N17691011354VIG, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 15000 ლარის ოდენობით (2.1პ.ი) 48 თვის ვადით 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით (3.1.პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.4 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 13.85 %-ს დამატებული 6.75%( ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი) მაგრამ არანაკლებ 5%-სა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 24,88 %, საპროცენტო სარგებელი ცვალებადია-3.14,3,15,3.16 პ-ტი. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო); ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.275-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადა გადაცილებაზე (3.17 პ).
მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 10 მარტის N 17691011354VIG სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 10084.62 ( ათიათას ოთხმოცდაოთხი მთელი სამოცდაორი მეასედი) ლარი, საიდანაც: 8107.82 ლარი არის სესხის ძირი, 1599,56 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 161.44 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 1438.12 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 354.48 ლარი სადაზღვეო შესატანი, 22.78 ლარი არის პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ შ.პ.ს.,, მ----------------- ორგანიზაცია კ-------“-ს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ს.ს. ,, კ------- ბანკი“(ს/კ 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულება #17691011354VlG(ს.ფ.28-32).
- სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი, (ს.ფ.33 ს.ფ.92).
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.125).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილ-- რომ, რომ 2017 წლის 23 მარტს ლ-- ხ------–--ემ , 2017 წლის 06 მარტს მ------- კ--------ემ, 2017 წლის 07 მარტს კ--- კ--------ემ , კოსტანტინე ბ--------მ და გ-- ა-----ემ თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ვ----– კ--------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი თვის განმავლობაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება( თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე-15000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე-7234,54 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე- 810,24 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 23044,78 ლარი, შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოებზე- თავდებობის ხელშეკრულების 2.1 3.1 3.7. პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (3.2. პ-ტი), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი)
სესხის ხელშეკრულების 9.6 პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.12 პ-ტის თანახმად მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულება #17691011354VlG (ს.ფ. 28-32)
- თავდებობის შესახებ განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 75-88).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია რომ, 2017 წლის 11 ნოემბერს სს კ------- ბანკსა ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N173152173531 FGF, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით (2.1.პ-ი) 24 თვის ვადით 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით ( 3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.2 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 55%-ს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 79.69%-3.6 პ-ტი. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილ სრულ ძირ თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე) 3.7 პუნქტი.
იგი მიუთითებს, რომ ვ----– კ--------ის მიერ დ----------–-- 2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF,სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და იმყოფება 4 თვეზე მეტით ვადა გადაცილებაში, ბოლოს გადახდილია 2019 წლის 25 მარტის გადასახდელი.
სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების , ასევე 8.1. პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად , გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები ( 8.2.პუნქტი).
ამჟამად 2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ----– კ--------ეს გადასახდელი აქვს 1517.68 ლარი , საიდანაც: 931.25 არის სესხის ძირი თანხა 202.16 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 140.76 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 61.40 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 40.64 ლარი სადაზღვეო შესატანი, 343.63 ლარი არის პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ.94-103).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეებს კ--- კ--------ესა და ლ-- ბ------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ 2019წლის 20 ივნისისათვის უძრავი ქონებაში საკადასტრო კოდითს/კ 3-.03.39.1-- კ--- კ--------ე საკუთრების უფლებით ფლობდა წილს, ხოლო 3-.10.1-.0--.0-.0-- უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე კ--- კ--------ის სახელზე. 2019 წლის 20 ივნისს კ--- კ--------ემ აჩუქა უძრავი ქონების -საკადასტრო კოდით ს/კ 3-.03.39.1--, წილი აჩუქა დედას ლ-- ბ------–---–ს, ასევე 2019 წლის 20 ივნისს უძრავი ქონება 3-.10.1-.0--.0-.0--, აჩუქა დედას- ლ-- ბ------–---–ს, აღნიშნული დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით. დადგენილია, რომ ლ-- ბ------–---–ი არის კ--- კ--------ის დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-რეესტრის ამონაწერი ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.108-122)
-დაბადების მოწმობა(ს.ფ.264)
3.2.5. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის თანხის გადახადა (ეს არ გამორიცხავს კანონითა და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: 7.1-პუნქტის თანახმად ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა” ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“;. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსეხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულება #17691011354VlG (ს.ფ.28-32).
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სარჩელი ვ----– კ--------ის, კ--- კ--------ის, კ------------- ბ-------ის, გ-- ა-----ის, ლ-- ხ------–--ის, მ------- კ--------ის და ლ-- ბ------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ვ----– კ--------ეს, კ--- კ--------ეს, კ------------- ბ--------ს, გ-- ა-----ეს, ლ-- ხ------–--ეს, მ------- კ--------ეს, ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის 10 მარტის N17691011354VIG, ხელშეკრულება) 9457.30 (ცხრა ათას ოთხასორმოცდაჩვიდმეტი ლარის და 30 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 8107,82 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 161,44 ლარი, 810 ლარი და 78 თეთრი არის მიუღებელი შემოსავალი, 354,48 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 22,78 ლარი არის პირგასამტეხლო).
ვ----– კ--------ეს ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს (2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF,, სესხის ხელშეკრულებიდან) 1267,18 (ათასორას სამოცდაშვიდი ლარი 18 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 931,25 ლარი არის ძირი თანხა, 202,16 სარგებელი, 40.64 ლარი სადაზღვევო შენატანი, 93,13 ლარი ჯარიმა).
ბათილად უნდა იქნას ცნობილი უძრავი ნივთის-3-.10.1-.0--.0-.0-- კ--- კ--------ის მიერ ლ-- ბ------–---–ისათვის ჩუქების 2019 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება.
სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე ,417-420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
6.2. დადგენილია რომ, 2017 წლის 10 მარტს სს მ----------------- ორგანიზაცია კ-------ს ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N17691011354VIG, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 15000 ლარის ოდენობით (2.1პ.ი) 48 თვის ვადით 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით (3.1.პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.4 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 13.85 %-ს დამატებული 6.75%( ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი) მაგრამ არანაკლებ 5%-სა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 24,88 %, საპროცენტო სარგებელი ცვალებადია-3.14,3,15,3.16 პ-ტი. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო); ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.275-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადა გადაცილებაზე (3.17 პ).
მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 10 მარტის N 17691011354VIG სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 10084.62 ( ათიათას ოთხმოცდაოთხი მთელი სამოცდაორი მეასედი) ლარი, საიდანაც: 8107.82 ლარი არის სესხის ძირი, 1599,56 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 161.44 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 1438.12 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 354.48 ლარი სადაზღვეო შესატანი, 22.78 ლარი არის პირგასამტეხლო.
6.3. დადგენილ-- რომ, 2017 წლის 11 ნოემბერს სს კ------- ბანკსა ( კრედიტორი, გამსესხებელი) და ვ----– კ--------ეს ( მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N173152173531 FGF, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით (2.1.პ-ი) 24 თვის ვადით 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით ( 3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად ( 3.2 პ-ტი და მე-5 მუხლი). სესხის წლიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 55%-ს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 79.69%-3.6 პ-ტი.
სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების , ასევე 8.1. პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად , გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები ( 8.2.პუნქტი).
ამჟამად 2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ----– კ--------ეს გადასახდელი აქვს 1517.68 ლარი , საიდანაც: 931.25 არის სესხის ძირი თანხა 202.16 ლარი საპროცენტო სარგებელი ( აქედან 140.76 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 61.40 ლარი პროცენტების სახით მიუღებელი შემოსავალი), 40.64 ლარი სადაზღვეო შესატანი, 343.63 ლარი არის პირგასამტეხლო.
6.4.დადგენილ-- რომ, რომ 20-7 წლის 23 მარტს ლ-- ხ------–--ემ , 20-7 წლის 06 მარტს მ------- კ--------ემ, 20-7 წლის 07 მარტს კ--- კ--------ემ , კოსტანტინე ბ--------მ და გ-- ა-----ემ თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ვ----– კ--------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი თვის განმავლობაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება( თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე-15000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე-7234,54 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე- 810,24 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლ--ნობაში შეიძლება შეადგინოს 23044,78 ლარი, შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოებზე- თავდებობის ხელშეკრულების 2.1 3.1 3.7. პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (3.2. პ-ტი), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი)
სესხის ხელშეკრულების 9.6 პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.12 პ-ტის თანახმად მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელ-- შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
6.6.მსესხებელის და თავმდებთა მიერ დარღვეულია სესხის ყველა ხელშეკრულება. მათ მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ასევე თავდებები არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელსა და თავდებებს ეცნობათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულ-- სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულ--, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
6.8. სასამართლო თვლის, რომ 20-7 წლის 10 მარტის N176910-1354VIG, სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლ--ნია, ასევე საფუძვლ--ნია სადაზღვევო შენატანის პირგასამტეხლოს , სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის მოთხოვნა. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალის მოთხოვნას ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9.სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.10.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლ--ნად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულ-- აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალ-- მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 41--ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.1-.სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელ-- ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულ--, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლ--ნ სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-20-6 17 თებერვალი, 20-7 წელი,)
სასამართლო თვლის, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 810 ლარისა და 78 თეთრის ფარგლებში.
6.12. სასამართლო თვლის, რომ 20-7 წლის 1- ნოემბრის N173152173531 FGF,, სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლ--ნია, ასევე საფუძვლ--ნია სადაზღვევო შენატანის პროცენტის და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნას ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ ძირი თანხის ათი პროცენტი.
6.13.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილ სრულ ძირ თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე) 3.7 პუნქტი.
იგი მიუთითებს, რომ ვ----– კ--------ის მიერ დარღვეულია 20-7 წლის 1- ნოემბრის N173152173531 FGF,სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და იმყოფება 4 თვეზე მეტით ვადა გადაცილებაში, ბოლოს გადახდილ-- 20-9 წლის 25 მარტის გადასახდელი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ არის გონივრული და უნდა შემცირდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 20-7 წლის 1- ნოემბრის N173152173531 FGF, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა შემირდეს 93,13 ლარამდე. მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დანარჩენი მოთხოვნები საფუძვლ--ნია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.14.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დადგენილ--, რომ მოპასუხეებს კ--- კ--------ესა და ლ-- ბ------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილ--, რომ 20-9წლის 20 ივნისისათვის უძრავი ქონებაში 3-.10.1-.0--.0-.0-- უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე კ--- კ--------ის სახელზე. 20-9 წლის 20 ივნისს უძრავი ქონება 3-.10.1-.0--.0-.0--, აჩუქა დედას- ლ-- ბ------–---–ს, აღნიშნული დადასტურებულ-- ნასყიდობის ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით. დადგენილ--, რომ ლ-- ბ------–---–ი არის კ--- კ--------ის დედა.
დადგენილ-- , რომ მსესხებლის მიერ ბოლოს გადახდილ-- 20-9 წლის 25 მარტის გადასახდელი. ამასთან ლ-- ბ------–---–ი არის კ--- კ--------ის დედა. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე ლ-- ბ------–---–ს უნდა სცოდნოდა და იცოდა კ--- კ--------ის მდგომარეობის შესახებ სესხებთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგების გაფორმება მოხდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. სასარჩელო მოთხოვნა 3-.10.1-.0--.0-.0-- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში საფუძვლ--ნია.
6.15.სასამართლო თვლის, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიან სადავო გარიგების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველი იყო. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. კ--- კ--------ის მიერ საკუთრებაში არსებულ კუთვნილ წილზე ერთადერთ უძრავ ქონებაზე გარიგების დადება, კერძოდ ჩუქება დედისათვის ზუსტად იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მას წარმოეშვა სასესხო დავალ--ნებები , აჩენს საფუძვლ--ნ ეჭვს, რომ კ--- კ--------ე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელ--, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულ-- მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელ-- ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ.სუსგ #-ას-789-754-20-5 6.1-.20-5 წელი).
ამდენად სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი უძრავი ნივთის ს/კ 3-.10.1-.0--.0-.0-- ჩუქების ხელშეკრულება რომლითაც კ--- კ--------ემ ლ-- ბ------–---–ს აჩუქა მოცემული ნივთი.
6.16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლ--ნობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლ--ნი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლ--ნი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლ--ნი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულ-- დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულ--. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულ-- ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს ხარჯების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სარჩელი ვ----– კ--------ის, კ--- კ--------ის, კ------------- ბ-------ის, გ-- ა-----ის, ლ-- ხ------–--ის, მ------- კ--------ის და ლ-- ბ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ვ----– კ--------ეს, კ--- კ--------ეს, კ------------- ბ--------ს, გ-- ა-----ეს, ლ-- ხ------–--ეს, მ------- კ--------ეს, ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის 10 მარტის N17691011354VIG, ხელშეკრულება) 9457.30 (ცხრა ათას ოთხასორმოცდაჩვიდმეტი ლარის და 30 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 8107,82 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 161,44 ლარი, 810 ლარი და 78 თეთრი არის მიუღებელი შემოსავალი, 354,48 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 22,78 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.2. ვ----– კ--------ეს ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს (2017 წლის 11 ნოემბრის N173152173531 FGF,, სესხის ხელშეკრულებიდანხელშეკრულება) 1267,18 (ათასორასსამოცდაშვიდი ლარი 18 თთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 931,25 ლარი არის ძირი თანხა, 202,16 სარგებელი, 40,64 ლარი სადაზღვევო შენატანი, 93,13 ლარი ჯარიმა)
1.3. ბათილად იქნას ცნობილი უძრავი ნივთის-3-.10.1-.0--.0-.0-- კ--- კ--------ის მიერ ლ-- ბ------–---–ისათვის ჩუქების 2019 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება.
სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ვ----– კ--------ეს, კ--- კ--------ეს, კ------------- ბ--------ს, გ-- ა-----ეს, ლ-- ხ------–--ეს, მ------- კ--------ეს, სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს (ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა) 40 ლარის და 48 თეთრის გადახდა.
3. ვ----– კ--------ეს, ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს (ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი) 10 ლარის და 08 თეთრის გადხხდა.
4. კ--- კ--------ეს და ლ-- ბ------–---–ს სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს (ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი) 120 ლარის გადახდა.
5. ვ----– კ--------ეს, კ--- კ--------ეს, კ------------- ბ--------ს, გ-- ა-----ეს, ლ-- ხ------–--ეს, მ------- კ--------ეს, სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს სასარგებლოდ
დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბანკი”-ს მიერ გადახდილი 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი), 11 ლარის (რეესტრის განახლების) 21 ლარის (საჯარო რეესტრიდან ცნობის გამოთხოვის) 500 ლარის (აღსრულების ხარჯი) 20 ლარის (საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის) გადახდა.
6. ს.ს. ,,კ------- ბანკს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 271 ლარი და 17 თეთრი (გადახდის თარიღი – 25.07.2019 წ; საგადახდო დავალება - №739683; გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბანკი“; გადამხდელის ბანკი – სს ”კ------- ბანკი”; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა -348.07 ლარი) კანონით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი