განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
080100119003032769
დავის ტიპი
126
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003032769

საქმე №1/467-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19.11. 2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: რე----------------ა;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: ეთ--------–----ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული - გე----ი ლუ----ე

მამის სახელი: ნ---

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ზე---------ის რაიონი სოფელი კვ--–---ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ზე---------ის რაიონი, სოფელი ქვედა კვ--–---ი, მ--- ქუჩა №--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: გე----ი ლუ----ემ ჩაიდინა ჯგუფურად, არაერთგზის, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

ბრალდებული - გ--- ლუ----ე

მამის სახელი: გე----ი

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 1---------9

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ზე---------ის რაიონი სოფელი კვ--–---ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ზე---------ის რაიონი, სოფელი ქვედა კვ--–---ი, მ--- ქუჩა №--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: გ--- ლუ----ემ ჩაიდინა ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2018 წლის 31 იანვარს ზე---------ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გე----ი ლუ----ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ზე---------ში, კვ--–---ის დასახლებაში, კე---–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გე----ი ბო------–---–ი, სადაც დახვდა გე----ი ლუ----ე და მისი შვილი გ--- ლუ----ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მათ მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გე----ი ბო------–---–ს, მარჯვენა თვალბუდის არეში მუჭი დაარტყა გე----ი ლუ----ემ, იმავდროულად შუბლისა და მარცხენა წარბის არეში მასვე მუჭი დაარტყა გ--- ლუ----ემ, რის გამოც იგი ძირს წაიქცა, ცემის შედეგად გე----ი ბოჭორიშვიმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 2018 წლის 31 იანვარს ზე---------ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გე----ი ლუ----ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. ზე---------ში, კვ--–---ის დასახლებაში, კე---–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გე----ი ბო------–---–ი, მეუღლესთან შო----ა ფუ--------ესთან და შვილთან გი------ი ბო------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გე----ი ლუ----ე, მისი მეუღლე ნ--- ლუ----ე და შვილი გ--- ლუ----ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მათ მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გე----ი ბო------–---–ს, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ერთობლივად ცემა გ--- ლუ----ემ და გე----ი ლუ----ემ, ცემის შედეგად გე----ი ბო------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. ზე---------ში, კვ--–---ის დასახლებაში, კე---–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გე----ი ბო------–---–ი, მეუღლესთან შო----ა ფუ--------ესთან და შვილთან გი------ი ბო------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გ--- ლუ----ე, მშობლებთან ნ--- ლუ----ესთან და გე----ი ლუ----ესთან ერთად. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გე----ი ლუ----ესა და გე----ი ბო------–---–ს მოხდა კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გე----ი ბო------–---–ს, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჯგუფურად ცემა გ--- ლუ----ემ და გე----ი ლუ----ემ, ცემის შედეგად გე----ი ბოჭორიშვიმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.4 2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ზე---------ში, კვ--–---ის დასახლებაში, კე---–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გე----ი ბო------–---–ი, შვილთან გი-----ი ბო------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გე----ი ლუ----ე და მისი შვილი გ--- ლუ----ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გე----ი ბო------–---–სა და გე----ი ლუ----ეს ერთმანეთში მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გე----ი ბო------–---–ს შუბლისა და მარცხენა წარბის არეში მუჭი დაარტყა გ--- ლუ----ემ, ხოლო იმავდროულად, მარჯვენა თვალბუდის არეში მას მუჭი დაარტყა გე----ი ლუ----ემ, რის გამოც გე----ი ბო------–---–ი ძირს წაიქცა, შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ჯგუფურად, არაერთგზის, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულებმა სადავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო----–------–-–---–მა განმარტა, რომ - ის ზე---------ში კვ--–---ის დასახლებაში, კე---–--ის ქუჩაზე მივიდა სარიტუალო დარბაზში, სადაც ასევე მივიდნენ გე----ი ბო------–---–ი და მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი. გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი ერთმანეთის სიძე-ცოლისძმა არიან. გე----ი ლუ----ე ეუბნებოდა ბო------–---–ს, რომ დარბაზის საერთო ფული, 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, რომელიც მას ქონდა წაღებული დაებრუნებინა უკან, რის შემდეგაც ისევ გაეგრძელებინათ ერთად მუშაობა. მოწმის განმარტებით გე----ი ბო------–---–ი არ უარყოფდა, რომ მას წაღებული ჰქონდა ეს თანხა, თუმცა წინააღმდეგი იყო თანხის დაბრუნებაზე და ამ თანხის სანაცვლოდ მიწას სთავაზობდა. მოწმემ განმარტა, რომ ის საუბრის დასრულებამდე არ გაჩერებულა, რადგან მისი ორსული მეუღლე შეუძლოდ გახდა და წავიდა. ზემოთ აღნიშნული პირების გარდა დარბაზში იმყოფებოდა მოწმის ბიძა, მუ----------------ე, რომელთან ერთადაც მივიდა დარბაზში შო----–------–-–---–ი. დარბაზში, მოწმის ყოფნის დროს, გე----ი ლუ----ესა და გე----ი ბო------–---–ს შორის არ ყოფილა რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება, ისინი მხოლოდ ისხდნენ და საუბრობდნენ. გე----ი ბო------–---–ი არის შო----–------–-–---–ის დედის ძმა და მასთან აქვს ახლო ნათესაური კავშირი. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ----------ემ განმარტა, რომ - შემთხვევის დღეს ის ლა–--თან ერთად სვამდა ყავას, გე----ი გამოვიდა გარეთ, დარბაზის გვერდით, სადაც იყო ხმამაღალი, არასასიამოვნო საუბარი, რის გამოც ისინიც გამოვიდნენ გარეთ და იქ მივიდა ასევე გე----ი ბო------–---–იც. მოწმემ განმარტა, რომ სანამ ის გარეთ გავიდოდა, მას არ შეეძლო დაენახა თუ რა ხდებოდა გარეთ. ასევე არ შეუძლია ზუსტი თარიღი დაასახელოს თუ როდის მოხდა აღნიშნული შემთხვევა, მაგრამ მისი აზრით ეს იყო იანვარში ან თებერვალში. ლუ----ეების სახლიდან დაახლოებით 150 მეტრშია სარიტუალო დარბაზი. საუბარი მხარეებს შორის მიდიოდა იმის თაობაზე, რომ გე----ის ბო------–---–ს უნდა დაებრუნებინა ობიექტის საერთო მოხმარების ფული, რომელიც მან აიღო, ამ თანხის ოდენობა იყო 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, გე----ი ლუ----ეს ამ თანხით ბანკის ვალი უნდა გადაეხადა, რაზედაც გე----ი ბო------–---–მა უთხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ მას აძლევდა მიწას და ვალი დარჩებოდა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. საუბარი მშვიდ გარემოში არ მიმდინარეობდა. იქ ასევე იყვნენ გე----ი ბო------–---–ის მეუღლე და მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი, თუმცა როგორც ასეთი ჩხუბი იქ არ ყოფილია, მოწმე მათ შორის იდგა და ამშვიდებდა ორივე მხარეს. მხარეებს შორის მსგავსი სახით ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მოწმემ განმარტა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ის ესაუბრა გე----ი ბო------–---–ს და მან უთხრა რომ პრობლემის გადასაწყვეტად მიემართა სასამართლოსათვის. საუბრისას გე----ი ბო------–---–ს მსგავსი რაიმე იმის შესახებ, რომ ვინმემ მას ხელი დაარტყა არ უთქვია, მოწმე მოუწოდებდა მას, რომ შეენარჩუნებინა სიმშვიდე. ამ დროს გე----ი ბო------–---–ის შვილი გი-----ი ბო------–---–ი სხვას ესაუბრებოდა. მოწმე ნ----------ეს კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა როგორც გე----ისთან და მის შვილთან გი-----ისთან. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა–--------–---–მა განმარტა, რომ - შემთხვევის დღეს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ვარაუდობს რომ იყო თებერვალი, ეზოში იყვნენ ის და მისი მეგობარი ნ----------ე, როდესაც გ--- და მისი მშობლები გავიდნენ გარეთ ბიძამისთან შესახვედრად. ისინი თბ--–--ში უნდა წასულიყვნენ და გაუარეს გ---ს. როდესაც მას ელოდებოდნენ გაიგონეს ხმაური, გავიდნენ გარეთ სადაც გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი დაობდნენ თანხაზე 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარზე. გ--- ლუ----ის გასვლის შემდეგ ლა–--------–---–ი და ნ----------ე დაახლოებით 5 წუთში გავიდნენ გარეთ, რაც გამოწვეული იყო ხმაურის გაგონებით. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა სარიტუალო დარბაზის გვერდით. ადგილზე იყო გ--- გუ----ე, გე----ი ლუ----ე, ნ--- ბო------–---–ი, გე----ი ბო------–---–ი და მისი შვილი, იქ ასევე იყვნენ სხვა პიროვნებები თუმცა მოწმემ განმარტა, რომ ის მათ არ იცნობს. გე----ი ლუ----ე გე----ი ბო------–---–ს არ უშვებდა დარბაზში რადგან მას ჰქონდა მისი ვალი, უნდა მიეტანა საერთო თანხა, რომელიც იყო ბანკში შესატანი. ხმამაღალი საუბარი მხარებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა, ფიზიკურ დაპირისპირება ადგილი არ ჰქონდა და მოწმეს არ შეუნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. შელაპარაკების დასრულებისას გე----ი ბო------–---–მა თქვა, რომ ისევ მივიდოდა მათთან, თუმცა მოწმისთვის უცნობია ის თანხას მიიტანდა თუ არა. ლა–--------–---–ი გე----ი ბო------–---–ს აღნიშნულ ფაქტამდე იცნობდა. მხარებს, გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის ოჯახს, ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ლა–--------–---–მა იცოდა, რომ ამ ორ ოჯახს ერთმანეთთან დავა ჰქონდათ სარიტუალო დარბაზთან დაკავშირებით, რომელიც გე----ი ბო------–---–ისა და გე----ი ლუ----ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა. გე----ი ბო------–---–ი არ უარყოფდა მის ვალს და სთავაზობდა ვალის სანაცვლოთ, გრ-----–---ში არსებულ მიწის ნაკვეთს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მუ---------------ემ განმარტა, რომ - გე----ი ბო------–---–ი არის მისი ცოლის ძმა. მას მისი ქვისლი გე----ი ლუ----ე დაუკავშირდა ტელეფონზე და უთხრა, რომ გე----ი ბო------–---–ს უნდოდა ბატონ გე----ი ლუ----ესთან შეხვედრა, მათ კუთვნილ სარიტუალო დარბაზში. მოწმე წავიდა მათთან, მას თან ახლდა შო----–------–-–---–ი. მივიდნენ დარბაზში, რამდენიმე ხანში იქ მივიდა გე----ი ბო------–---–ი და მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი. მოწმემ იცოდა, რომ საუბარი უნდა ყოფილიყო თანხაზე, რომელიც უნდა მოეტანა გე----ი ლუ----ისთვის გე----ი ბო------–---–ს, რომელიც არ აბრუნებდა ამ თანხას. როგორც შემდგომში აღმოჩნდა მისატანი თანხა იყო 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი. გე----ი ბო------–---–სა და გე----ი ლუ----ეს შორის საუბარი წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. ისინი სარიტუალო დარბაზის კარიდან დაახლოებით 4-5 მეტრში იდგნენ. მოწმემ განმარტა, რომ ის გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც დარბაზში დარჩნენ: გე----ი ლუ----ე, გე----ი ბო------–---–ი, გი-----ი ბო------–---–ი, შო----–------–-–---–ი, ნ--- ბო------–---–ი და ასევე მისთვის უცნობი პიროვნებები. მისი გარეთ ყოფნის პერიოდში, მოწმეს დარბაზიდან ხმაური არ გაუგონია. იმ შემთხვევაში დარბაზში რაიმე შეხლა-შემოხლა ან დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო, არა----არ შემთხვევაში არ დატოვებდა დარბაზს. როდესაც ის უკან დაბრუნდა, ამ დროს დარბაზიდან გამოდიოდა გე----ი ბო------–---–ი, რომელსაც სახეზე კარგი ფერი არ ჰქონდა. მოწმემ ჰკითხა თუ რა ჭირდა მას, რაზეც გე----იმ უპასუხა, რომ გული ჰქონდა ცუდად. მუ---------------ემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ გე----ი ლუ----ე შეურაცხყოფას მიაყენებდა გე----ი ბო------–---–ს, ის მას ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა. მოწმემ ის წაიყვანა, მობანა სახე და კაპლი შეასუნთქა რათა უკეთ გამხდარიყო, მიიყვანა მანქანასთან და მძღოლის გვერდით სავარძელში დასვა. გი-----ი ბო------–---–ი ამ დროს იმყოფებოდა შიგნით, გე----იმ მას უთხრა რომ დაეძახა გი-----ისთვის და სახლში წასულიყვნენ, რის შემდეგაც მუ---------------ემ ნახა გი-----ი ბო------–---–ი და უთხრა, რომ მამამისი ელოდებოდა. საბოლოოდ გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი არაფერზე არ შეთანხმებულან. მოწმემ ნახა ნაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ გე----ი ბო------–---–ს გე----ი ლუ----ისთვის მისატანი ჰქონდა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, მაგრამ ეს კაცი ამბობდა, რომ მას დასჭირდა ეს თანხა, ამი----მ ვერ მიაქვს ეს თანხა, ხოლო გე----ი ლუ----ე სთხოვდა, რომ მოეტანა მისთვის ფული და გაეგრძელებინათ ერთად მუშაობა. სანამ უშუალოდ ეს ფაქტი მოხდებოდა ბატონმა მუ----ნმა, ყურმოკვრით იცოდა რომ გე----ი ლუ----ესა და გე----ი ბო------–---–ს თანხასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი-----ი გრ-----–-–---–მა (ექსპერტი) განმარტა, რომ - იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კა-------------------ის მომართვის საფუძველზე, მის მიერ ჩატარდა პირადი გასინჯვა ლაბორატორიულად, გი-----ი ბო------–---–ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. კითხვები იყო შემდეგი: გე----ი შა-–-ას ძე ბო------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა თუ არა დაზიანების (დაზიანებათა) კვლები? დადებით შემთხვევაში განგვისაზღვრეთ მათი წარმოშობის მექანიზმი, ლოკალიზაცია, ურთიერთ განლაგება, ხარისხი და ხანდაზმულობა. მოწმის მიერ გე----ი ბო------–---–ის შემოწმება მოხდა 2019 წლის 26 თებერვალს, 19:52 საათზე. დასკვნის ნომერი: 0--------. მოქ. გე----ი ბო------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება გარემოებას 2019 წლის 26 თებერვალს ზე---------ის რაიონის სოფელ ქვედა კვ--–---ში მცხოვრებ გე----ი ბო------–---–ის მიმართ განხორციელებული იქნა ძალადობა. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 16:30 სთ-ზე ზე---------ში, კე---–--ის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზში „ვ---–-ა“, მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება სიძესთან გე----ი ლუ----ესთან და მის შვილთან გ--- ლუ----ესთან, რა დროსაც ამ უკანაკნელებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. პირადი გასინჯვის მონაცემებით ირკვევა რომ, გე----ი ბო------–---–ი უჩიოდა ტკივილებს ორივე თვალბუდის მოდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვრივი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.5X0.2სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შემოწმება ჩატარდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს რუ--------------ემ განმარტა, რომ - 2019 წლის იანვრის ბოლო რიცხვები იყო როდესაც, მას შო----ა ფუ--------ემ თხოვა, რომ წაყოლოდა, აპირებდნენ დარბაზის გადაბარებას და დაეთვალათ ჭურჭელი. მეორე დღეს დაახლოებით 11:00 საათი იქნებოდა, როდესაც ისინი მანქანით წავიდნენ დარბაზში. მათი იქ მისვლის მიზანი იყო, რომ დაეთვალათ და აღეწერათ იქ არსებული ინვენტარი, რადგან ისინი აპირებდნენ დარბაზის გადაბარებას გე----ი ლუ----ისგან. ადგილზე მისვლისას მათ დარბაზის კარი არ გაუღეს და არ შეუშვეს შიგნით. გე----ი ბო------–---–ი და მისი ცოლ-შვილი შეეცადნენ დარბაზის კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლეს. დარბაზში მოწმესთან ერთად წავიდნენ გე----ი ბო------–---–ი, გი-----ი ბო------–---–ი და შო----ა ფუ--------ე. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ გე----ი ლუ----ე, გ--- ლუ----ე, ნ--- ლუ----ე და გ---ს სამი მეგობარი. დარბაზში შეკრებილებმა, თავდაპირველად დაიწყეს საუბარი, რაც შემდგომში გადაიზარდა ჩხუბში. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა თუ როგორ დაარტყა გე----ი ლუ----ემ გე----ი ბო------–---–ს. მან ასევე დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე და მისი ხელმოწერის სისწორე მისივე გამოკითხვის ოქმზე. მოწმე რუ--------------ეს ზუსტად არ დაუნახავს სხეულის რა ნაწილზე დაარტყეს გე----ი ბო------–---–ს. ამის შემდეგ ისინი წამოვიდნენ, გე----იმ ის დატოვა კვ--–---ის გადასახვევთან, ჩასხდნენ ტაქსში და წავიდნენ სახლში. დარბაზიდან კვ--–---ის გადასახვევი დაახლოებით მდებარეობს 200 მეტრში. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცოდა, რომ მხარეებს შორის დავა იყო, მას ჰქონდა მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარბაზი ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო გე----ი ლუ----ის, ხოლო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გე----ი ბო------–---–ის. ჩხუბი და შელაპარაკება ხდებოდა დარბაზის მხარეს და ასევე მის წინა მხარეს. მოწმე რუ--------------ის ყოფნის პერიოდში, იქ არ ყოფილა საუბარი თანხაზე, მისთვის უცნობია რამ გამოიწვია ჩხუბი და უთანხმოება. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო----ა ფუ--------ემ განმარტა, რომ - მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდა დავა და ჩხუბი. დავა იყო სარიტუალო დარბაზის თაობაზე, რომელიც მდებარეობას ზე---------ში კე---–--ის ქუჩაზე. დავა იყო გე----ი ბო------–---–სა და გე----ი ლუ----ეს შორის, რომლის მიზეზი ის იყო, რომ ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ დარბაზში იმუშავებდნენ გაყოფით, ანუ ერთი წელი ერთი მხარე და მეორე წელი მეორე მხარე. როდესაც გავიდა ეს ერთი წელი, ისინი პირველ თებერვალს უნდა შესულიყვნენ დარბაზში, მივიდნენ კიდეც, რომ დაეთვალათ ჭურჭელი და ჩაებარებინათ ინვენტარი და მომდევნო ერთი წელი ემუშავათ მათ. ადგილზე მივიდნენ მოწმე შო----ა ფუ--------ე, მისი მეუღლე გე----ი ბო------–---–ი, მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი და დასახმარებლად გაჰყვათ ბიძაშვილის ცოლი - რუ--------------ე. დარბაზი არის გე----ი ლუ----ის სახლთან ახლოს, ისინი ოთხივე შევიდნენ დარბაზის ეზოში, მან დაინახა, რომ გარეთ იდგა გე----ი და ახლდა რამდენიმე ბიჭი. გ--- ლუ----ემ გაიყვანა გე----ი და გი-----ი ბო------–---–ები დარბაზის გვერდზე, სადაც უსიამოვნება მოხდა, ჩხუბის ხმაზე დანარჩენებიც გავიდნენ. როცა იქ მივიდნენ გე----ი ბო------–---–ის კეპი ძირს ეგდო, რომელიც აიღო შო----ა ფუ--------ის მულმა, ესროლა მას სახეში და ქალბატონ შო----ას მოძვრა საყურე, დაიხარა საყურის ასაღებად და თან რუსუდანს ეუბნებოდა თუ რა უნდოდა მასთან. მოწმის განმარტებით იქ იყო ჩხუბი, სრული ქაოსი, გ--- ხელით იწევდა გე----ი ბო------–---–ისკენ და სახეში ურტყამდა მას. ჯერ გ--- ლუ----ემ დაარტყა გე----ი ბო------–---–ს, ხოლო შემდეგ გე----ი ლუ----ემ. ამ ყველაფრის შემდეგ შო----ა ფუ--------ის მულმა თავისი ოჯახის წევრები და სტუმრები შეიყვანა სახლში და იქ დარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელიც საუბრობდა და მოუწოდებდა მათ დამშვიდებისა და დაწყნარებისაკენ. შო----ა ფუ--------ე, რუ--------------ე და გი-----ი ბო------–---–ი კვ--–---ის გადასახვევიდან სახლში ტაქსით წავიდნენ, ხოლო გე----ი ბო------–---–ი მათთან ერთად არ წასულა. ხანდახან გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი ბაზარში საყიდლებზე ერთად დადიოდნენ ხოლმე, მაგრამ იყო ასევე შემთხვევა, როდესაც ისინი ცალ-ცალკე დადიოდნენ. მოწმის განმარტებით, როდესაც გე----ი ლუ----ე მიდიოდა ბაზარში მარტო და სახლში მოსვლისას ანგარიში გასწორდებოდა, უმეტეს შემთხვევაში იყო დანაკლისი, რაც გახდა სწორედ ჩხუბის მიზეზი. გამომდინარე იქედან, რომ გე----ი ლუ----ის სახლთან არის ახლოს სარიტუალო დარბაზი, დარბაზის საერთო თანხა ინახებოდა მათთან. იყო შემთხვევა, როდესაც ამ საერთო თანხას, რომელიც ინახებოდა გე----ი ლუ----ის ოჯახში აკლდა რაღაც რაოდენობის თანხა. მან უთხრა გე----ი ბო------–---–ს, რომ ეთქვა მისთვის თანხის დაკლების შესახებ. შო----ა ფუ--------ის შვილს, გი-----ი ბო------–---–ს ჰქონდა ქორწილი, რა დროსაც გე----ი ბო------–---–ს მეორე დილისთვის, საყიდლებისთვის დასჭირდა 2 000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც სთხოვა მის დას. საღამოს გაასწორეს ანგარიში და თან გე----ი ბო------–---–მა გააფრთხილა მისი და, რომ ყურადღება მიექცია თანხისთვის რადგან თანხა იკარგებოდა. მეორე დილით, როდესაც გადაითვალეს თანხა აკლდა 50 (ორმოცდაათი) ლარი. გე----ი ბო------–---–ის დამ ნ--- ლუ----ემ ივარაუდა, რომ ამ თანხას მისი შვილი გ--- ლუ----ე აიღებდა, ხოლო გე----იმ უპასუხა, რომ გ--- ამ ფულს არ აიღებდა და კარგად მიექცია ამ თანხისთვის ყურადღება. ამ ყველაფრიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოწმესთან მივიდა მისი მეუღლე გე----ი ბო------–---–ი და მას მისცა ცელოფნით ფული და ხურდები. რვეული, რომელში აღრიცხული იყო დახარჯული თანხები, მოწმის თქმით ნ---მ დაუგდო მანქანის კაპოტზე და თან მიაძახა - მე ვერ ვინახავ ფულს სახლში ქურდები მყოლიაო და ეს ფული იყოს შენთანო. ასე მოხდა აღნიშნული თანხა გე----ი ბო------–---–ის ოჯახში. დარბაზის ხარჯებს ნ--- ლუ----ე, გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი ერთად ანგარიშობდნენ, ასევე ერთად იხდიდნენ გადასახადებს, ერთად აიღეს სესხი, დარბაზის ადგილი ერთად იყიდეს, მაგრამ ის გაფორმებული იყო გე----ი ლუ----ის სახელზე და დარეგისტრირებული იყო როგორც ინდ. მეწარმე. როდესაც მოლაპარაკება დაიწყო დარბაზის გაყოფის საკითხთან დაკავშირებით, შო----ა ფუ--------ე და მისი შვილი წინააღმდეგები იყვნენ, რომ დარბაზი პირველ ჯერზე დაეკავებინათ ლუ----ეებს. შო----ა ფუ--------ეს ყავს შვილიშვილი, რომელსაც აქვს დაავადება - ფენიმკეტონურია. ე.ი. ორგანიზმში უგროვდება ცილები, სჭირდება სპეციალური საკვები, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოდის აქ არ იყიდება, ხოლო მედიკამენტები რომელიც ბავშვს სჭირდება უფასოა და მათ აძლევს მთავრობა. ბავშვს სჭირდება თვეში ორჯერ თბ--–--ში წასვლა და ანალიზების გაკონტროლება, რაც ძალიან ძვირი ჯდება, ამი----მ მოწმე იყო ძალიან წინააღმდეგი, რომ ლუ----ეები პირველები შესულიყვნენ დარბაზში. გი-----ი ბო------–---–მა სთხოვა ლუ----ეებს, რომ პირველი ის შესულიყო დარბაზში, რადგან ბავშვი ჰყავდა სამკურნალო. მოწმემ განმარტა, რომ მათ იყიდეს გრ-----–---ში მიწის ნაკვეთი, რომელიც გე----ი ლუ----ის სახელზეა გაფორმებული. გე----ი ბო------–---–მა გ--- ლუ----ეს უთხრა, რომ არ უნდოდა ეს ადგილი და თანხას დაი----ვებდა გრ-----–---ში არსებული ნაკვეთის სანაცვლოდ. გ--- დაეთანხმა, შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დარბაზში პირველები შევიდოდნენ ლუ----ეები და თანხა რომელიც იყო დარჩენილი ის თანხა დარჩებოდა ბო------–---–ებს, გრ-----–---ში არსებული ნაკვეთის სანაცვლოდ. შეთანხმება მოხდა გ--- ლუ----ესა და გი-----ი ბო------–---–ს შორის. თავდაპირველად დარბაზისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი შეიძინეს გე----ი ლუ----ემ და გე----ი ბო------–---–მა თავიანთი ხარჯებით, შემდეგ ააშენეს დარბაზი, რისთვისაც დამატებით გამოიტანეს ბანკიდან სესხი. სესხი შეადგენდა 140 000 (ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გამოტანილი იყო გე----ი ლუ----ის სახელზე. თანხის მიღება-ჩაბარებას აწარმოებდა გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი, ხოლო შემდეგ თანხებს ასწორებდა გე----ი ბო------–---–ი. ბანკში თანხა შეჰქონდა დარბაზიდან მიღებული მოგების თანხიდან, არც გე----ი ლუ----ეს და არც გე----ი ბო------–---–ს არ შეჰქონდა ბანკში თანხა პირადი ანგარიშიდან. დარბაზთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა 2018 წლის იანვრის ბოლოს და შემდგომ დარბაზი დაიკავეს ლუ----ეებმა. სანამ დარბაზი გაიყოფოდა მანამდე არც გე----ი ლუ----ე და არც მისი მეუღლე არ შედიოდნენ დარბაზში. მას არ გაუგონია, რომ გე----ი ლუ----ეს პირადად მოეთხოვა გე----ი ბო------–---–ისთვის 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის რაოდენობის თანხა, მაგრამ მოწმე აღნიშნავს, რომ მასთან მიდიოდა ხმები, რომ გე----ი ლუ----ე ითხოვდა აღნიშნულ თანხას ბო------–---–ისაგან. თუმცა მათ 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი არ ჰქონიათ, მხოლოდ 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი ჰქონდათ, რომელიც ლუ----ეებმა მისცეს. შო----ა ფუ--------ისათვის ცნობილია, რომ გე----ი ლუ----ეს ჰყავს იმავე დაავადებით დაავადებული შვილი, რა დაავადებაც აქვს გი-----ი ბო------–---–ის შვილს. გ--- ლუ----ემ დაურეკა გე----ი ბო------–---–ს, რადგან უნდოდა მასთან შეხვედრა. მან უთხრა, რომ შეხვდებოდა ჯვართან. ჯვარი არის როგორც სოფელ კვ--–---ში, ასევე ლუ----ეების სახლთან, ხოლო გე----ი ბო------–---–ი და გ--- ლუ----ე შეხვდნენ ლუ----ეების სახლთან არსებულ ჯვართან. შეხვედრისას მოწმე მანქანაში იმყოფებოდა და ესმოდა მათი საუბარი. მათ ახსენეს გრ-----–---ში არსებული ნაკვეთი და ასევე საერთო თანხა და გ--- ლუ----ემ თქვა, რომ მას არ უნდოდა გრ-----–---ის ნაკვეთი. რაზედაც გე----ი ბო------–---–მა შესთავაზა, რომ გაეყიდათ ეს ნაკვეთი და თანხა მოეხმარათ. გ--- ლუ----ემ უთხრა გე----ი ბო------–---–ს, რომ 50 % წილი, რომელიც მას ეკუთვნოდა ართმევდნენ მას და უთხრა რომ ბავშვი ჰყავდა ავად გე----ი ბო------–---–ს და ამი----მ შეიფარეს ის და მხოლოდ 20 % წაართვეს მას და დაუტოვეს 30 % ქურდებმა, გ--- ლუ----ე ასახელებდა გვარს, რომელიც მოწმეს არ ახსოვს, რაზეც გე----ი ბო------–---–მა უპასუხა, რომ სანამ ის იქნებოდა დარბაზში მიეხედა მის საქმეს, ხოლო როდესაც გე----ი ბო------–---–ი შევიდოდა დარბაზში ის გასცემდა პასუხს, თუ ვინმე მოსთხოვდა რაიმეს. გ--- ლუ----ემ გაიყვანა გე----ი ბო------–---–ი გვერდზე, მათთან ერთად იყვნენ ასევე გ--- ლუ----ის სამი მეგობარი, გე----ი ლუ----ე და ნ--- ლუ----ეც. როდესაც ჩხუბი მოხდა და გე----ი ბო------–---–ს დაარტყეს, მოწმე შო----ა ფუ--------ე ცუდად გახდა, ის გაბრუნდა ჩამოხურული გარაჟისკენ და დაინახა როგორ ცდილობდა გ--- ლუ----ე დანის ამოღებას, ხოლო დედამისი ცდილობდა მის შეჩერებას. აღნიშნული ფაქტი შო----ა ფუ--------ემ არ განაცხადა შესაბამის უწყებაში. მოწმემ იმ დროისათვის არ იცოდა, რომ მისი მეუღლე იქ მივიდა სათანადო ჩამწერი აღჭურვილობით. გრ-----–---ის მიწის ნაკვეთი გაიცვალა, დარბაზის საერთო თანხაზე, რაც იყო 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი, მაგრამ ამ თანხას მოაკლდა 480 ლარი, რომელიც შო----ა ფუ--------ემ გადასცა როზა ლუ----ეს. საჭიროების შემთხვევაში ბო------–---–ები დაამატებდნენ თანხას გრ-----–---ის მიწის სანაცვლოდ. შეთანხმება არ ყოფილა იმის შესახებ, რომ თანხის მიტანის შემდეგ შეძლებდნენ ბო------–---–ები დარბაზში შესვლას. მან არ იცის გ--- ლუ----ემ რომელიმე შეხვედრაზე მიიყვანა იქ თუ არა ქურდი. პირველ შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალბატონი შო----ა, მისი თქმით იქ იყო ხალხი მაგრამ არ იცის რომელიმე მათგანი იყო თუ არა ქურდი, ხოლო მეორე შეხვედრას ის არ ესწრებოდა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი-----ი ბო------–---–მა განმარტა, რომ - ის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთი - გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ზე---------ის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში. მისი მამაც ადრე მუშაობდა პოლიციის უწყებაში. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ კანონიერ ქურდებთან. მოწმის თქმით მან არ იცის ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა გ--- ლუ----ესა და გე----ი ლუ----ეს კანონიერ ქურდებთან. მან გამოძიებას მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მამამისს გე----ი ბო------–---–სა და გე----ი ლუ----ეს ერთად ჰქონდა აშენებული სარიტუალო დარბაზი, რომელიც გაიხსნა 2016 წელს. დარბაზი ააშენეს ბანკიდან გამოტანილი სესხით. სესხი გამოტანილი იყო გე----ი ლუ----ის სახელზე, ჩადებული იყო გე----ი ბო------–---–ის მაღაზიაც და მისი სახლიც. დარბაზიდან მიღებული თანხა გე----ი ლუ----ეს შეჰქონდა ბანკში და მოგებას ცალკე იყოფდნენ. ისინი ერთად მუშაობდნენ, მოგების თანხას იყოფდნენ თანაბრად. შემდეგ მოუვიდათ რაღაც უთანხმოება, რაც მოწმემ შემდგომში შეიტყო. ერთ დღეს როდესაც მამამისი მივიდა სახლში გი-----ის უთხრა, რომ დარბაზში ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ ლუ----ეები, ხოლო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იქნებოდნენ ისინი. გი-----ი ბო------–---–ი არ დათანხმდა მამას, რადგან ბავშვი ჰყავს ავად, ის შეხვდა გ--- ლუ----ეს და უთხრა მას რომ ისინი შესულიყვნენ პირველები დარბაზში. მან აუხსნა გ---ს თუ რატომ უნდოდა პირველი შესულიყო დარბაზში, რაზედაც გ---მ უპასუხა, რომ ის და გე----ი ბო------–---–ი შეთანხმებულები იყვნენ, რომ საერთო თანხის ნახევარს მისცემდა გე----ი ბო------–---–ს და სანაცვლოდ დარჩებოდა გრ-----–---ში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბო------–---–ები შევიდოდნენ დარბაზში. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბო------–---–ები დარბაზში უნდა შესულიყვნენ, წინა დღით გი-----ის უთხრა მამამისმა, რომ ელაპარაკა გ---ს, რა დროსაც მან უთხრა გე----ის რომ ის ელაპარაკა ქურდებს, რის შესახებაც განცხადება დაწერა. 31 იანვარს ისინი წავიდნენ დარბაზში გადმოსაბარებლად. ადგილზე მისვლისას ლუ----ეებმა უთხრეს გე----ი ბო------–---–ს, რომ დარბაზის გვერდზე გასულიყვნენ, რაზედაც გე----ი ბო------–---–მა უარი განუცხადა. ლუ----ეები ბო------–---–ებს არ უშვებდნენ დარბაზში. საუბარი დაიწყო გოჭის მოპარვაზე, ლუ----ეებმა უთხრეს გე----ი ბო------–---–ს რომ მათ გოჭები მოპარეს და შეურაცხყოფა მიაყენეს გე----ი ბო------–---–ს. ამის შემდგე შუაში ჩადგნენ გ---ს მეგობრები, ჯერ გ--- ლუ----ემ დაარტყა ხელი გე----ი ბო------–---–ს, ხოლო შემდეგ გე----ი ლუ----ემ. შემდეგ გააშველეს ისინი და წამოვიდნენ. დარბაზის გადასაბარებლად წავიდნენ მოწმე გი-----ი ბო------–---–ი, მამამისი გე----ი ბო------–---–ი, დედამისი შო----ა ფუ--------ე და რუ--------------ე. ადგილზე მისვლისას დახვდათ გე----ი ლუ----ე, გ--- ლუ----ე, ნ--- ლუ----ე ლა–--------–---–ი, ნ---, რომლის გვარიც მოწმემ არ იცი და ასევე იქ იყო კიდევ ერთი პირი რომლის სახელი და გვარიც არ იცის. კონფლიქტის მიზეზი იყო, რომ ადგილზე მისვლისას ისინი დარბაზში არ შეუშვეს, მათ თქვეს, რომ მათ არ ჰქონიათ შეთანხმება და ბო------–---–ს ზ---- უნდა მიეყვანა. სწორედ ამ შელაპარაკების შემდეგ დაარტყეს გე----ი ბო------–---–ს. მოწმის აზრით, ხსენებული ზ---- არის ზ---- ბო------–---–ი, მაგრამ არ გამორიცხავს რომ ეს პიროვნება სხვა ზ---- ყოფილიყო. ოჯახების დაპირისპირების მიზეზი გახდა, ფულისა და გოჭების მოპარვა. პირველად მისვლისას ლუ----ეებს თანხა არ უხსენებიათ, ხოლო მეორედ მისვლისას ახსენეს თანხა. 26 თებერვალს მოწმე და გე----ი ბო------–---–ი მეორედ მივიდნენ გე----ი ლუ----ესთან, იქ ასევე იყვნენ გ--- ლუ----ე, მუ---------------ე, შო----–------–-–---–ი და კიდევ ერთი, მოწმისთვის უცნობი პიროვნება. ამ შეხვედრისას ლუ----ემ უთხრა ბო------–---–ს, რომ მას უნდა მიეტანა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი. გე----ი ბო------–---–მა უთხრა, რომ თანხა იყო არა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, არამედ 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი, რომელზედაც ის და გ--- შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა დარჩებოდა ბო------–---–ს გრ-----–---ში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. სწორედ ეს იყო გე----ი ლუ----ის გაბრაზების მიზეზი და დაარტყა გე----ი ბო------–---–ს. გე----ი ლუ----ე უშუალოდ თხოვდა გე----ი ბო------–---–ს 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის მიტანას, რის შემდეგაც ის შეძლებდა დარბაზის დაკავებას. გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ისინი იქ მყოფებმა გააშველეს, ხოლო შემდეგ გე----ი ბო------–---–ს დაარტყა გ--- ლუ----ემ და დავარდა ძირს, ხოლო მუ---------------ემ ის ააყენა და გარეთ გაიყვანა ეზოში და გი-----ი ბო------–---–იც გამოყვა. გე----ი ლუ----ემ ბო------–---–ს, მარჯვენა ხელი დარტყა მარცხენა მხარეს, ხოლო გ--- ლუ----ემ გვერდიდან ჩაარტყა თვალის არეში. ამ შეხვედრის შემდეგ გე----ი ლუ----ე ესაუბრა გი-----ი ბო------–---–ს და უთხრა, რომ 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი ჰქონდათ მათ მისატანი, ხოლო ამ თანხის მიტანის შემდეგ გაემტიხრათ დარბაზი. ამ შეხვედრების პერიოდში მოწმეს არ გაუგონია, რომ გე----ი ლუ----ეს გე----ი ბო------–---–ისთვის ეთქვა, თუ რატომ მიუყვანა მას 9 კაცი და საჭირო რეპუტაციის პიროვნებები. მათი შეხვედრების დროს იყვნენ რამდენიმე ბიჭი, რომლებსაც მოწმე არ იცნობს. ისინი გამოირჩეოდნენ, მაგრამ მისთვის ხელი არ დაურტყამს არც ერთს, თუმცა მათგან რომელიღაცამ მოარტყა მას გვერდებში მაგრამ არ დაუნახავს რომელმა. ნ--- აწყნარებდა მას, ხოლო ლა–--------–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით. გი-----ი ბო------–---–ს გე----ი ბო------–---–მა უთხრა, რომ გ--- ლუ----ე ქურდ ლ-–--–--–---–---–ს უხდიდა 20 პროცენტს და მან უთხრა გე----ი ბო------–---–ს, რომ ისევ გაეგრძელებინა თანხის გადახდა აღნიშნული პიროვნებისთვის. თურმე ლ-–--–--–---–---–ი მთლიანად ართმევდა 50 %-ს, მაგრამ გ---მ უთხრა, რომ ბო------–---–ებს ჰყავდათ ავადმყოფი ბავშვი და გამოერთმია მისთვის მხოლო 20 %. ამ ყველაფრის შესახებ გი-----ი ბო------–---–მა გაიგო დარბაზში მისვლამდე 2-3 დღით ადრე, ხოლო მამამისი წასულა ქუ-----ში, პოლიციაში და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუწერია განცხადება. გი-----ი ბო------–---–მა არ იცოდა, რომ მამამისი შეხვედრის დროს იყო აღჭურვილი შესაბამისი აღჭურვილობით, ამის შესახებ მან შემდეგ გაიგო. მისთვის ცნობილი იყო, რომ მამამისს განცხადება ჰქონდა დაწერილი, 31 იანვრის ფაქტზე, მან აცნობა მის უშუალო უფროსს. მოწმე არ იცნობს ვინმე ჩი---- ქა–-----ეს, მაგრამ გაუგია ამ პიროვნების შესახებ. ეს პიროვნება, არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა იქ. სანამ ლუ----ეები შევიდოდნენ დარბაზში, გე----ი ლუ----ემ და გე----ი ბო------–---–მა გაასწორეს ანგარიში, გადაიხადეს გადასახადები, რის შემდეგადაც ლუ----ეს გადაეცა დარბაზი ერთი წლის განმავლობაში. გადასახადები გასწორდა საერთო ფულიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გაიქვითა მიწის ნაკვეთში. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გე----ი ბო------–---–მა განმარტა, რომ - მან და გე----ი ლუ----ემ, კვ--–---ის დასახლებაში კე---–--ის ქუჩაზე, იყიდეს მიწის ნაკვეთი. გადაწყვიტეს ერთობლივად დარბაზის გაკეთება, რის შემდეგადაც დაიწყეს ერთობლივად მუშაობა. დარბაზმა მუშაობა 2016 წელს დაიწყო და ორი წელ ნახევრის განმავლობაში, 2018 წლის პირველ თებერვლამდე გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ი ერთობლივად მუშაობდნენ. ისინი ერთად დადიოდნენ ბაზარში, ყიდულობდნენ პროდუქტს, რაც დარბაზში იყო საჭირო. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს არ ეცალა, ცალ-ცალკე დადიოდნენ ბაზარში. ფულის დაკლება გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი. ფულის დაკლება რამდენჯერმე მოხდა, ასევე სახლში შენახულ თანხას მოაკლდა ნაწილი. როდესაც საღამოს ჩააბარეს თანხა, დილით მისულ გე----ი ლუ----ეს დახვდა, რომ 3000 ლარს აკლდა 50 ლარი. როდესაც გე----ი ბო------–---–მა ამ ფაქტთან დაკავშირებით უთხრა ლუ----ეს, მისმა დამ თანხა დაუყარა მანქანის კაპოტზე და უთხრა, რომ ამიერიდან ფულისთვის მიეხედა მას. ეს თანხა იყო დარბაზიდან შემოსული დაგროვებული თანხა, რომელიც შეადგენდა 26 372 (ოცდაექვსი ათას სამას სამოცდათორმეტი) ლარს. 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი რასაც ედავებიან მას არ იცის რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ის თანხაა რითიც ლუ----ეები დაეჩემნენ და ქურდებისთვის უნდა გადაეხადათ. აღნიშნული თანხები ჩაწერილია რვეულში. ხოლო 26 372 (ოცდაექვსი ათას სამას სამოცდათორმეტი) ლარი არის დარბაზიდან მიღებული მოგება. ამ თანხას ისინი იყოფდნენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახდელი იყო კომუნალურების თანხები, ან დასაფარი იყო ბანკში არსებული ვალი იყენებდნენ საერთო მოგების თანხას. ბანკის ვალის გადახდისა და კომუნალურების გადახდის შემდეგ, გე----ი ბო------–---–ს დარჩა 14 470 ლარი. ამ ყველაფრის შემდეგ მათ ერთად მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ. გარკვეული დროის შემდეგ გე----ი ბო------–---–ი და გ--- ლუ----ე შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დარბაზი იქნებოდა გე----ი ლუ----ის, ხოლო მომდევნო ერთი წელი იქნებოდა გე----ი ბო------–---–ის. გე----ი ბო------–---–ისა და გ--- ლუ----ის შეთანხმება შედგა, დარბაზის გვერდით და ადგილზე მათ გარდა სხვა არავინ არ ყოფილა. ბო------–---–მა გ--- ლუ----ეს უთხრა, რომ მას პატარა ბავშვი ჰყავდა სამკურნალო, ის ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იქნებოდა და საერთო თანხას დაი----ვებდა, თავის სარჩე----, გრ-----–---ში არსებული ნაკვეთის სანაცვლოდ. ეს ნაკვეთი ლუ----ეს და ბო------–---–ს ერთად ჰქონდათ ნაყიდი, მაგრამ დარეგისტრირებული იყო გე----ი ლუ----ის სახელზე. ამ შეთავაზებაზე გ--- ლუ----ეც დათანხმდა. გე----ი ბო------–---–ი დარბაზიდან გამოვიდა პირველ თებერვალს და შევიდნენ ლუ----ეები. მათ ერთი წელი უნდა ემუშავათ დარბაზში, ხოლო ერთი წლის შემდეგ იმუშავებდნენ ბო------–---–ები. გ--- ლუ----ემ უთხრა ბო------–---–ს, რომ მისი საქმე ქურდმა გადაწყვიტა. ლ-–--–--–---–---–ი 50%-ს სულ ართმევდა ბო------–---–ს, ხოლო გ--- ლუ----ე მას შეეხვეწა, რომ 50% მთლიანად არ წაერთმია, რადგან შვილიშვილი ჰყავდა ავად, რის შემდეგაც ქურდმა ლ-–--–--–---–---–მა 30% დაუტოვა გე----ი ბო------–---–ს და თვითონ 20% წაიღო. გე----ი ბო------–---–მა უთხრა გ--- ლუ----ეს, რომ მიეხედა თავისი 50%-სთვის, ხოლო შემდეგ როდესაც ის შევიდოდა დარბაზში თვითონ მიხედავდა და გაარკვევდა საქმეს. ამ საუბრის შემდეგ გე----ი ბო------–---–მა ქუ-----ის სამხარეოში დაწერა განცხადება. გე----ი ბო------–---–მა გ--- ლუ----ესთან შეთანხმების შესახებ მოუყვა ოჯახის წევრებს. მისი შვილი გი-----ი, როდესაც შეთანხმების შესახებ გაიგო, წავიდა გ--- ლუ----ესთან და უთხრა მას, რომ შვილი ჰყავდა ავად, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა და პირველი ერთი წელი დარბაზი ყოფილიყო მათი, ხოლო მომდევნო წელი ლუ----ის. რაზედაც გ---მ უპასუხა, რომ ის და ბიძამისი შეთანხმდნენ, რომ გრ-----–---ის მიწას ი----ვებდნენ ისინი საერთო თანხის სანაცვლოდ, ხოლო ერთი წლის მერე დარბაზში შევიდოდნენ ბო------–---–ები. საერთო თანხა იყო 14470 ლარი. ამ თანხის ნახევარი ეკუთვნოდა გე----ი ლუ----ეს და ნახევარი გე----ი ბო------–---–ს. მაგრამ ის ნახევარი იმი----მ დაი----ვა, რომ ერთი წელი ერჩინათ თავი, ერთი წლის მერე მივიდოდა და გააგრძელებდა მუშაობას. პირველ თებერვალს, როდესაც ერთი წელი გავიდა და ბო------–---–ები უნდა შესულიყვნენ დარბაზში, იქ მივიდნენ გე----ი ბო------–---–ი, მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი, მისი მეუღლე და ბიძაშვილის ცოლი რუსუდან კვინ---ძე. დარბაზთან მისვლისას იქ მათ დახვდა გე----ი და გ--- ლუ----ეები და არ შეუშვეს დარბაზში. უთხრეს რომ გაჰყოლოდა დარბაზის უკანა მხარეს, სადაც იყო 5 სხვა ბიჭი, რის შემდეგადაც შეატყო, რომ იქ სიტუაცია უფრო დაიძაბებოდა, შემდეგ მას გ---მ დაარტყა, უკნიდან გე----ი ურტყამდა, ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. პირველად გე----ი ბო------–---–ს დაარტყა მისმა დისშვილმა გ---მ სახეში, მეორედ გე----ი ლუ----ემ სახეში დაარტყა და საათი გაძვრა, შემდეგ წიხლები დაარტყა. შემდეგ სხვები ჩაერივნენ და გააშველეს. ამ ყველაფრის მერე გე----ი ბო------–---–ს 4-5 დღე ტკივილები ჰქონდა. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს და მივიდნენ დარბაზში. მეორე შეხვედრის დროს იქ იყო გე----ი ბო------–---–ის დის ქმარი, მუ----------------ე, მისი დისშვილი და კიდევ ერთი ბიჭი რომლის სახელიც არ იცის მოწმემ. ეს ბიჭი ლუ----ეებისა და ბო------–---–ების პირველი შეხვედრის დროსაც იყო, მაგრამ მას არანირი რეაგირება არ ჰქონია და არც ხმა არ ამოუღია. მეორე შეხვედრისას გე----ი ბო------–---–თან ერთად იყო მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი. ადგილზე დახვდათ შოთიკო შერგელაშვილი, გ--- ლუ----ე, გე----ი ლუ----ე, მუ----------------ე და კივე ერთი ბიჭი. გე----ი და გი-----ი ბო------–---–ები ამ ჯერზე შევიდნენ დარბაზში და დასხდნენ დარბაზის კარებიდან მოშორებით დაახლოებით 3-4 მეტრ მანძილზე მდგომ მაგიდასთან. საუბარი შეეხებოდა, გრ-----–---ში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამ ლაპარაკში კი გე----ი ლუ----ემ დაარტყა გე----ი ბო------–---–ს თვალის არეში. როცა შემოტრიალდა და თავის არიდებას ცდილობდა დაარტყა გ--- ლუ----ემ და წაიქცა, რის შემდეგაც მას დასცხო წიხლები. ამ დროს გადაეფარა მუ----------------ე და ეუბნებოდა მათ, რომ ხელი აღარ დაერტყათ. გე----ი ბო------–---–ი ადგა ფეხზე, ძალიან ტკიოდა თვალი და მუ----------------ემ გამოიყვანა გარეთ. მას სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან, იქვე აუზი იყო, მუ----------------ემ მოწმინდა სახე და შეასუნთქა კაპლი, მიიყვანა მანქანასთან და ჩააჯინა შიგნით. მოწმემ უთხრა მუ----ნს, რომ ცუდად იყო და დაეძახებინა გი-----ისთვის, რათა წაეყვანა. გი-----ის მისვლის შემდეგ წავიდნენ. გე----ი ლუ----ე და გე----ი ბო------–---–ს შორის იყო მაგიდა, ისინი ფეხზე იდგნენ, გე----ი ბო------–---–ის მარცხენა მხარეს იყო შო----–------–-–---–ი, ხოლო ახლოს იდგა მუ---------------ე. მას შემდეგ რაც მათ შორის აღნიშნული ფაქტი მოხდა გე----ი ბო------–---–ი წავიდა ქუ-----ში სამხარეო პოლიციაში, სადაც ის დაკითხეს და ჩაუტარეს ექსპერტიზა. როდესაც მან განცხადება დაწერა, ის დათანხმდა პოლიციელებს, რომ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები, კერძო უნდა მომხდარიყო ჩაწერა მტკიცებულების სახით და ჩატარებულიყო საიდუმლო გამოძიება. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიმართ ორჯერ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ერთი ფაქტი იყო დარბაზის გვერდით, ხოლო მეორე თვითონ დარბაზში. ამ ორივე შემთხვევაში ის იყო აღჭურვილი სპეციალური აღჭურვილობით იმისათვის, რომ საიდუმლო ჩანაწერები, მტკიცებულება ჰქონოდა, რადგან ისინი ხშირად ცვლიდნენ და უარყოფდნენ, მანამდე თავიათ ნათქვამს. მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაკავშირებია და შეხება არ ჰქონია კანონიერ ქურდებთან, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პირველი ჩხუბიდან ნახევარი საათის შემდეგ მას დაურეკა ჩი---- ქა–-----ემ, რომელმაც უთხრა რომ შეხვედროდა რადგან საქმე ჰქონდა მასთან. სამხარეოს პოლიციის გარდა არავინ არ იცოდა, რომ გე----ი ბო------–---–ი აღჭურვილი იყო შესაბამისი აღჭურვილობით. გე----ი ბო------–---–მა არ იცის ვინაა ზ----, რომლის მიყვანასაც სთხოვდა გ--- ლუ----ე. მოწმე იცნობს ორ ზ----ს, ერთი რომელიც არის მისი ბიძაშვილი მამის მხრიდა და მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო რომლის მიყვანას თხოვდა გ--- ლუ----ე არ იცის, რადგან მას გვარი არ დაუსახელებია. როდესაც გ--- ლუ----ე ეუბნებოდა მას, რომ მიეყვანა ვინმე ზ----, გე----იმ უთხრა რო ეს პიროვნება თვითონ ჭირდებოდა და თვითონ მიეყვანა. მიზეზი იმისა, თუ რატომ აღიჭურვა გე----ი ბო------–---–ი შესაბამისი აღჭურვილობით, იყო რომ მას ეგონა შეხვედრის დროს იქ იქნებოდნენ ქურდები, რადგან წილის დათმობასთან დაკავშირებით ლუ----ეები მას ეჩემებოდნენ ქურდებით. მოწმე 4 წლის გამავლობაში მუშაობდა პოლიციაში. ის როგორც 31 იანვარს, ასევე 26 თებერვალს, ლუ----ეებთან შეხვედრების დროს აღჭურვილი იყო სპეციალური აღჭურვილობით, მაგრამ ეს აღჭურვილობა არ აძლევდა იმის საფუძველს, რომ დანაშაულის პროვოცირება მოეხდინა (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და---------–------ემ განმარტა, რომ - მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაიწყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, კერძოდ დეტექტივების სამმართველოში. გამოძიება დაიწყო გე----ი ბო------–---–ის განცხადების საფუძველზე, სადაც ის მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია გამომძიებელ და---------–------ის მიერ, მათ შორის, მოწმემ რამდენჯერმე დაკითხა დაზარალებული გე----ი ბო------–---–ი მოწმის სახით, ასევე გამოკითხული ჰყავს ყველა ის მოწმე რომელიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს. დანიშნული აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და მიღებული აქვს დასკვნები. ასევე ამ საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულ იქნა მასალები, კერძოდ როდესაც გე----ი ბო------–---–ი გამოცხადდა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში და განცხადებით განმარტა, რომ მის მიმართ ხდებოდა უკანონო მოქმედებები, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მას შეთავაზება მიეცა, რომ მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, რაზედაც თანხმობა განაცხადა. ის გე----ი და გ--- ლუ----ეებთან შეხვედრის დროს ფარულად იქნა აღჭურვილი, სათანადო სამსახურის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ჩატარდა მათი შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება თავდაპირველად დაიწყო გე----ი ბო------–---–ის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა გე----ი და გ--- ლუ----ეების, კანონიერ ქურდებთან გარკვეულ კავშირს და პროცენტების 20% დათმობას. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, ვინაიდან განცხადებაში იკვეთებოდა ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტი გ--- და გე----ი ლუ----ეების მხრიდან. თავდაპირველად მათ ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადება, ასევე აუდიო-ვიდეო ჩაწერა შეხვედრების დროს. ამ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ერთი პირის, ჩი---- ქა–-----ის მიმართ ქურდული სამყაროს წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტები და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად. გე----ი და გ--- ლუ----ეების მიმართ, მოცემულ საქმეში გამოიკვეთა ძალადობის ნიშნები, რაც აისახებოდა გე----ი ბო------–---–ის ცემის ფაქტებზე. ეს მოხდა 2019 წლის 31 იანვარს და 26 თებერვალს. კონკრეტულად, გე----ი ბო------–---–ი შეხვდა, დარბაზის გადაბარების მიზნით, გ--- და გე----ი ლუ----ეებს. პირველ შემთხვევაში შეხვდნენ სარიტუალო დარბაზის ეზოში, სადაც მოხდა მისი ცემა გე----ი და გ--- ლუ----ეების მიერ, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულები, ნ--- ლუ----ე, გ---ს მეგობრები ლა–--------–---–ი და ნი----–--ზ ა-----ე. ხოლო მეორე შეხვედრა მოხდა უშუალოდ დარბაზში, სადაც კამათის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და გე----ი და გ--- ლუ----ეებმა სცემეს გე----ი ბო------–---–ი, ამ შემთხვევას ესწრებოდა გე----ი ლუ----ის ქვისლი მუ----------------ე, ცოლის დისშვილი შო----–------–-–---–ი, ასევე მეუღლე. ეს ყოველივე ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში, ეს მასალა გადაცემულია დაცვის მხარისათვის და მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში. ფაქტი, რომ გე----ი და გ--- ლუ----ეებს ჰქონდათ კანონიერ ქურდებთან კავშირი, გამოძიებით არ დადასტურდა, თუმცა ამ საქმეში ერთი ეპიზოდი დადასტურდა, რომ საქმეში ჩაერია ქურდული სამყაროს წევრი ჩი---- ქა–-----ე და მის მიმართ საქმე წარიმართა სასამართლოში, ხოლო გე----ი და გ--- ლუ----ეების მიმართ გამოეყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში ძალადობრივ ფაქტებზე, კერძოდ გე----ი და გ--- ლუ----ეების მიერ გე----ი ბო------–---–ის ცემის ფაქტზე, ორი ეპიზოდი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ისმინებოდა გე----ი და გ--- ლუ----ეების სატელეფონო საუბრები. ვინაიდან განცხადებაში იკვეთებოდა ისეთი ფაქტი, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერ ქურდებთან კავშირი, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში განხორციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, პირადი შეხვედრების აუდიო და ვიდეო ფარული ჩაწერა. გე----ი ლუ----ის განცხადება მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, ამ გაცხადებაში იკვეთება სამოქალაქო დავა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორ კერძო ფიზიკურ პირებს შორის დარბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება, ჯერ შეკამათება შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, რაც საკმარისი იყო გამოძიებისათვის. სხვა თანხების ბრუნვასთან დაკავშირებით გამოძიება არ წარიმართა ამ მიმართულებით, იმი----მ რომ გამოძიებისათვის ეს არ იყო საინტერესო, არაერთხელ მიეცა მითითება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეეძლო გე----ი ლუ----ეს მიემართა სასამართლოსთვის სამოქალაქო წესით. აქედან გამომდინარე მათ გამოიძიეს მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული. აღნიშნულ განცხადებაში არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნები, ამი----მ განცხადება დაერთო საქმეს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი: მამა-შვილი გე----ი და გ--- ლუ----ეები არიან ქურდული სამყაროს აქტიური წევრები, რომლებსაც კავშირი აქვთ კანონიერ ქურდებთან, რომელთა დავალებით ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. (ტ.1 ს.ფ 3)

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 26.02.2019წ. 19:52-20:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გე----ი ბო------–---–ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 16:30 სთ-ზე ზე---------ში, კე---–--ის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზში „ვ---–-ა“, მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება სიძესთან გე----ი ლუ----ესთან და მის შვილთან გ--- ლუ----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს.

 

პირადი გასინჯვის მონაცემები: 26.02.2019წ. 19:52-20:05 სთ. უჩივის ტკივილებს ორთავე თვალბუდის მიდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,5X 0,2სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.2 ს.ფ 104-107)

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 31.01.2019წ.22:00-22:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გე----ი ბო------–---–ის სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 31 იანვარს ზე---------ში კვ--–---ის დასახლებაში არსებული დარბაზის ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 12:30 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--- და გე----ი ლუ----ეებმა მას მიაყენეს სხეულის დაზიანებები ხელის დარტყმით სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

პირადი გასინჯვის მონაცემები: 31.01.2019წ.22:00-22:10 სთ. ჩივილები არ აქვს. მოქ. გე----ი ბო------–---–ის სხეულზე, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1 ს.ფ 132-135)

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 17:40 სთ, დასრულების დრო: 18:00 სთ, დათვალიერებაში მონაწილე პირები არიან - გე----ი ბო------–---–ი და მე-----–-----–ია - გამოკითხვის შემდეგ გე----ი ბო------–---–მა წარმოადგინა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, თანხმობა განაცხადა მოხდეს მისი დათვალიერება. ტელეფონი არის ,,ნოკიას“ ფირმის, შავი ფერის კლავიატურიანი კორპუსით. მენიუს დათვალიერებით ირკვევა, რომ მისი იმეი კოდებია 3-------------- და 3--------------. ტელეფონში მოთავსებულია ,,ჯე-----–ის“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5--------. ტელეფონის კონტაქტების მენიუში სახელით Gaga Dishvili ჩაწერილია ნომერი 5-------- და სახელით Gaga Disvili 2 ს ჩაწერილია ნომერი 5-----------, რომლებითაც გე----ი ბო------–---–ის განმარტებით ეკუთვნის მის დისშვილს გ--- ლუ----ეს, სახელით Genadi Size ჩაწერილია ნომერი 5----------- , რომელიც გე----ი ბო------–---–ის განმარტებით ეკუთვნის მის სიძეს, დისქმარ გე----ი ლუ----ეს და სახელით Nana ჩაწერილია ნომერი 5-----------, რომელიც გე----ი ბო------–---–ის განმარტებით ეკუთვნის მის დას ნ--- ლუ----ეს. დათვალიერების პროცესში ზემოხსენებულ ჩანაწერებზე გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო ოქმს. დათვალიერების შემდეგ მობილური ტელეფონი დაუბრუნდა გე----ი ბო------–---–ს. (ტ.1 ს.ფ 8-15)

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 19:19 სთ, დასრულების დრო: 19:40 სთ, ოქმის შემდგენი პირია მე-----–-----–ია - მოქ. გე----ი ბო------–---–ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გე----ი შა-–-ას ძე ბო------–---–ი, დაბ: 08/08/1968 წელს, საქართველო, ზე---------ი, რეგისტრაციის ადგილი ზე---------ის რაიონი, სოფელი ქვედა კვ--–---ი, 29-ე ქ.N12, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის ელექტრონული მოწმობის N 1--------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გე----ი ბო------–---–ის საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5-----------.

მოქ. გე----ი ლუ----ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გე----ი ნ---ს ძე ლუ----ე, დაბ: 05/07/1958 წელს, საქართველო, ზე---------ი, რეგისტრაციის ადგილი ზე---------ის რაიონი, სოფელი კვ--–---ი, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის მოწმობის N დ 1------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გე----ი ლუ----ის საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის და მართვის მოწმობების ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5-----------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 13 აპრილს ამხილეს სოფელ ქვედა საქარაში მცხოვრები, 1966 წელს დ. მუ----ნ ნო--------------------ე და სოფელ კვ--–---ში მცხოვრები 1958 წ. დ. გე----ი ნ---ს ძე ლუ----ე, რომლებმაც ქ. ზე---------ში ჭა-------იას ქუჩაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ქ. ზე---------ი ჩი--–--ას ქ.N8/22-ში მცხოვრებ 1974 წ.დ. ნ--- და----ის ასულ ჭა-------იძეს და სოფელ ქვედა სა------ში მცხოვრებ 1993 წ.დ. ნი----–--ზ თა------------------ეს. მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლით.

 

მოქ. გ--- ლუ----ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გ--- გე----ის ძე ლუ----ე, დაბ: 14/03/1989 წელს, საქართველო, თბ--–--ი, რეგისტრაციის ადგილი ზე---------ის რაიონი, სოფელი ქვედა კვ--–---ი, 9-ე ქ.N15, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1---------9, პირადობის ელექტრონული მოწმობის N1--------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გე----ი ლუ----ის საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5-----------.

 

მოქ. ნ--- ლუ----ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ ნ--- შა-–-ას ასული ლუ----ე დაბ: 22/08/1963 წელს, საქართველო, ზე---------ი, რეგისტრაციის ადგილი ზე---------ის რაიონი, სოფელი ქვედა კვ--–---ი, 9-ე ქ.N15, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის ელექტრონული მოწმობის N 1--------. მოძიებული ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა 08 ფურცლად და დაერთო დათვალიერების ოქმს. (ტ1, ს.ფ 26-35)

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 19:45 სთ, დასრულების დრო: 20:00 სთ, ოქმის შემდგენი პირია მე-----–-----–ია - სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, მე-----–-----–იას სარგებლობაში არსებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის საშუალებით მან ჩაატარა სატელეფონო აპლიკაციის ,,მობილური ნომრების ბაზის“ დათვალიერება:

 

5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - G----------------------------------------------------------------------------; - 5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - Lutidze Genadi, გე----ი ლუ----ე, Genka Lutidze, genka; - 5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - Gaga Lutidze, გ--- ლუ----ე, lutidze gaga, Gaga, genkovichi;

 

5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - arab fred, goga, gogaloo. 5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - Nana Bochorishvili, Nana Mamidaa, nana zastafoni, Nana Deida. მონაცემები გადაღებული იქნა პროგრამა სქრინშოთის საშუალებით, რაც გადატანილი იქნა პერსონალურ კომპიუტერში, ამოიბეჭდა და დაერთო ოქმს. (ტ.1, ს.ფ 36-42).

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები. ასევე, ნივთიერი მტიცებულებები, კერძოდ, DVD-R დისკები, რომელზეც მოსამართლის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული იყო ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა 2019 წლის 31 იანვრის და 2019 წლის 26 თებერვლის.

 

5. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა გე----ი ლუ----ემ განმარტა, რომ - გე----ი ბო------–---–ი არის მისი მეუღლის ძმა, ისინი ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას, ჰქონდათ გაკეთებული სარიტუალო დარბაზი, თუმცა მათ შორის შემდეგ მოხდა კონფლიქტი. ზუსტი დრო არ ახსოვს, თუ როდის დაიწყო სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, თუმცა ის ტერი----რია სადაც ეს დარბაზი მდებარეობს ეკუთვნოდა მას. თავიდან მათ გაუჩნდათ იდეა, რომ შეესყიდათ ერთობლივად ეს მიწა და აეშენებინათ სარიტუალო დარბაზი, რაც შეძლეს კიდეც და მისივე სახსრებით ააშენეს დარბაზი და დახურეს. ბანკმა პირადად გე----ი ლუ----ეს მისცა სესხი 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი, რის საფუძველზეც ყველანაირი ქონება რაც მას გააჩნდა უძრავი თუ მოძრავი ჩადებული აქვს ბანკში. მოწმემ განმარტა, რომ ეს თანხა მან მიიღო სამ ეტაპად და ჩააბარა მის მეუღლეს, ანუ გე----ი ბო------–---–ის დას. საღამოს, ზუსტი რიცხვი და თვე არ ახსოვს, დაიწყეს სამომავლო გეგმების შედგენა, თუ როგორ განეკარგათ ეს თანხები, რაში უნდა დაეხარჯათ, რა უნდა ეყიდათ და რა უნდა გაეკეთებინათ. ამ ლაპარაკისას გე----ი ბო------–---–ი წამოდგა და უთხრა მოწმეს, რომ მათ ამ საქმეში წილში უნდა ჩაესვათ ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც მათ ,,კრიშად’’ ეყოლებოდათ, ვისთვისაც მოწმეს უნდა მიეცა ფული, ანუ სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო ეს თანხა. გე----ი ლუ----ემ ამაზე უარი განაცხადა და განუმარტა გე----ი ბო------–---–ს, რომ ის თუ მის საკუთარ მიწაზე რაიმეს გააკეთებდა და გაუკეთებდა მის ავადმყოფ შვილს, მას არანაირი ,,კრიშა’’ არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ გე----ი ბო------–---–ი წამოხტა მაგიდიდან, წავიდა კარებისკენ და კარებთან როცა მივიდა იქედან დაუძახა მოწმეს, რომ ,,დაგანახებ თუ არ ინანებო’’ და შემდეგ წავიდა. 1 თვის მერე მოვიდა მოწმესთან გე----ი ბო------–---–ი და უთხრა, რომ 30 (ოცდაათ) ტონა ცემენტი იშოვა 1 პაჭკა 5 ლარად, მაშინ 1 პაჭკა ცემენტი ღირდა 10 (ათი) ლარი, მან უთხრა, რომ ამ ცემენტს მოიტანდა და ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ მუშაობას. იმის გამო, რომ მოყვრები იყვნენ, ძალიან კარგი ხალხი ჰყავდა, გააგრძელეს ისევ ერთად მუშაობა სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე. გააკეთეს დარბაზი, დარბაზმა დაიწყო ფუნქციონირება, მათ დაიწყეს ვალების გადახდა. გე----ი ლუ----ემ განაცხადა, რომ მას ჰყავს ავადმყოფი ბავშვი, რომელიც მთავრობამ ჩასვა სახელმწიფო პროგრამაში და ყოველ კვირას ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს უნდა ეტარებინა თბ--–--ში, დაკვირვებებს აწარმოებდნენ, წამალს რომ მიიღებდა როგორ იმოქმედებდა, რის გამოც მას უკვე აღარ ეცალა დარბაზისთვის. მოწმე ატყობდა, რომ თანხები შემცირდა თუ მაგალითად 100 კაციან სუფრაზე ღებულობდა 100 ( ასი) ლარს, მერე მიიღო 50 (ორმოცდაათი), ამან მოწმეს გაუჩინა ეჭვი, ამ ეჭვის ნიადაგზე მან დაიჭირა მისი ცოლის ძმა გე----ი ბო------–---–ი, რომელმაც მას მოპარა სამი გოჭი და ცამეტი წიწილი. ამაზე მოხდა დავა და ჩხუბი. მათ შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, რომ ერთი წელი ამ დარბაზში იქნებოდა გე----ი ლუ----ე და ერთი წელი გე----ი ბო------–---–ი. ამის შემდეგ გე----ი ბო------–---–ი წავიდა და ერთი წლის მერე დაურეკა მოწმეს, იმის თაობაზე, რომ დარბაზში სურდა მისვლა, თუმცა გე----ი ლუ----ემ მას უთხრა, რომ თუ ფულს არ წამოიღებდა ისე არ მისულიყო მასთან. 2018 წლის 31 იანვარს გე----ი ბო------–---–ი, მის მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა დარბაზში ეზოში და ითხოვდა, რომ გადაიბარებდნენ ჭურჭელს, რაზედაც მოწმემ უარი განუცხადა და უთხრა, რომ თუ ის თანხას არ მოიტანდა ის დარბაზში ვერ შევიდოდა. პირველი შეხვედრა ასე დასრულდა. 1 თვის შემდეგ მოწმეს დაურეკა გე----ი ბო------–---–ის შვილმა გი-----ი ბო------–---–მა და უთხრა, რომ მამასთან ერთად უნდა მისულიყო მასთან და დალაპარაკებოდა, რაზეც მოწმემ განუცხადა, რომ ისიც მიიყვანდა მუ---------------ეს, შოთიკო შერგელაშვილს, ერთი მისი სიძე იყო, მეორე დისშვილი, ასევე მის მეუღლეს და შვილს, ხოლო გე----ი ბო------–---–ს უნდა მოეტანა თანხა და შემდეგ გააგრძელებდნენ საუბარს დარბაზზე. ამაზე გე----ი ბო------–---–მა განუცხადა, რომ თუ ის იპარავდა და მეორე დარბაზში მიჰქონდა რაიმე, წილსაც აძლევდა მას, ამაზე მოხდა შეხლა-შემოხლა თუმცა არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია, მოწმის განმარტებით მას არავიზე არ დაურტყია ხელი, უბრალოდ იქ იყო შეხლა-შემოხლა ხმამაღალი ლაპარაკი. მან უბრალოდ მოსთხოვა გე----ი ბო------–---–ს, რომ მოეტანა ის თანხა, რაც მან წაიღო, რადგანაც მას მიადგა ამითი დიდი მატერიალური ზიანი, ხელი არავიზე არ დაურტყია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეხლა-შემოხლას. მოწმემ განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ გე----ი ბო------–---–ისათვის რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა, რადგანაც ის თითქმის მის ოჯახში იყო გაზრდილი, ახლობლები იყვნენ და თუ თანხას მოიტანდა მიტევებაც სურდა. პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ გ--- ლუ----ე - შვილი, ნი----–--ზ ა-----ე, ნ--- ბო------–---–ი-ლუ----ე - მეუღლე, თავად მოწმე და მისი ავადმყოფი შვილი. გე----ი ბო------–---–ის მხრიდან კი ესწრებოდნენ თავად გე----ი, მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი, რუ--------------ე და შო----ა ფუ--------ე. 2018 წლის 26 თებერვლის შეხვედრას მოწმის მხრიდან ესწრებოდნენ შვილი გ--- ლუ----ე, შვილი გოგა ლუ----ე, მეუღლე - ნ--- ლუ----ე, მუ---------------ე, შოთიკო შერგელაშვილი, რომლებიც ყველა იყვნენ ახლობლები. ამ ხალხის მოყვანა მოხდა გი-----ი ბო------–---–თან შეთანხმებით. გე----ი ლუ----ის განმარტებით მას არანაირი კავშირი არა აქვს კრიმინალურ სამყაროსთან, ის არის ერთი პატიოსანი ადამიანი. მოწმემ განაცხადა, რომ ის არ იცნობს ჩითო ქა–-----ეს, არასდროს არ უნახავს. გე----ი ლუ----ის განმარტებით მან მეორე შეხვედრაზე, როდესაც ისინი დარბაზში შეხვდნენ ერთმანეთს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გე----ი ბო------–---–ს, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დამსწრე პირები პერიოდულად გადიოდნენ დარბაზიდან სიგარეტის მოსაწევად და ისევ ბრუნდებოდნენ, ხოლო ამ დროს ის და გე----ი ბო------–---–ი მშვიდად საუბრობდნენ. 31 იანვრის შეხვედრის დროსაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხმამაღალ საუბრებს, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, გე----ი ბო------–---–ი იდგა გვერდზე და თურმე კინოს უღებდა მათ, რაც მან არ იცოდა, მხოლოდ სიტყვიერი საუბარი იყო, რომ თანხა უნდა მოეტანათ მათთვის. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა გ--- ლუ----ემ განმარტა, რომ - გე----ი ლუ----ე არის მამამისი, ხოლო გე----ი ბო------–---–ი კი მისი ბიძაა, ანუ დედის ძმა, ვისთან ერთადაც გააკეთეს სარიტუალო დარბაზი. მამამისსა და დაზარალებულ გე----ი ბო------–---–ს შორის მოხდა უთანხმოება, გოჭებთან და ქათამთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა დარბაზში აკეთებდნენ. მათ ვალად ჰქონდათ გამოტანილი თანხა 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი, რომელიც დარბაზის ფუნქციონირებამდე გამოიტანეს და იყო მამამისის გე----ი ლუ----ის სახელზე, საიდანაც გე----ი ბო------–---–მა აიღო ფული 21.000 (ოცდაერთი ათასი) ლარი და დღემდე არ აქვს ეს თანხა მიცემული. 31 იანვრის შეხვედრის ინიციატორები თავად გე----ი და გი-----ი ბო------–---–ები იყვნენ, მათ უბრალოდ უნდოდათ შეხვედრა და საუბარი, ხოლო როგორც მოწმემ განმარტა მას და მამამისს ნათქვამი ჰქონდათ, რომ თანხა მოეტანათ და ისე მოსულიყვნენ, რადგანაც თანხის გარეშე აზრი არ ჰქონდა შეხვედრას და საუბარს. შეხვედრა მოხდა დარბაზის გვერდზე, გე----ი ბო------–---–ს ახლდა თავისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი, მეუღლე შო----ა ფუ--------ე და მეზობელი რუ--------------ე, მათი მხრიდან იყვნენ თავად მოწმე გ--- ლუ----ე, მამამისი გე----ი ლუ----ე, ძმა გოგა ლუ----ე, დედა - ნ--- ბო------–---–ი, თავისი ძმაკაცი ნი----–--ზ ა-----ე და ლა–--------–---–ი. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს რა თანხაზე იყო საუბარი, თუმცა გე----ი ბო------–---–ი გრ-----–---ის მიწას სთავაზობდა ამ თანხის სანაცვლოდ. გრ-----–---ის მიწა რა შუაში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ბანკის ვალი იყო აღებული. მოწმის განმარტებით რაიმე შეურაცხყოფას და ფიზიკური ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. მეორე შეხვედრის ინიციატორები ისევ გე----ი ბო------–---–ი და გი-----ი ბო------–---–ი იყვნენ. შეხვედრა მოხდა დარბაზში, სადაც იყვნენ თავად მოწმე გ--- ლუ----ე, მამამისი გე----ი ლუ----ე, ძმა გოგა ლუ----ე, დედა ნ--- ბო------–---–ი, თვითონ გე----ი ბო------–---–ი, მისი შვილი გი-----ი ბო------–---–ი, მუ----------------ე და შოთიკო შერგელაშვილი. ამ შეხვედრის დროსაც არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გე----ი ბო------–---–ი ადრე მუშაობდა პოლიციაში, საიდანაც გამოაგდეს. მათ შორის რაიმე შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა, არანაირ ერთ წელზე. როდესაც უშუალოდ დარბაზში მოხდა შეხვედრა მათსა და გე----ი ბო------–---–ს შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ ის რომ შეხვედროს დროს გე----ი ბო------–---–მა თქვა ვერ ვიხედები თვალში და ავად ვარ გამიყვანეთო, ალბათ სცენარი იყო და მსახიობური სპექტაკლი, სხვას ვერაფერს დაარქმევს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--- ლუ----ემ განმარტა, რომ განმარტა, რომ ის თავის ოჯახით ცხოვრობს სოფელ კვ--–---ში. მათ შეისყიდეს ეს ადგილი, რომელიც მისი მეუღლის სახელზე იყო დარეგისტრირებული, შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ გამოეტანათ სესხი და დაეწყოთ დარბაზის მშენებლობა. ვინაიდან ნ--- ლუ----ის ძმასაც უნდოდა წილში შემოსვლა, გე----ი ბო------–---–ი და გე----ი ლუ----ე შეზიარდნენ და ერთობლივად დაიწყეს მშენებლობა, რაც მორჩა თანხა ეს უნდა შეენახათ და როცა გაუჭირდებოდათ ბანკში შეიტანდნენ. დაახლოებით 17.000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი ჰქონდათ დადებული ფული. შემდეგ გააგრძელეს მუშაობა. ერთხელ გე----ი ბო------–---–ი გაუბრაზდა მათ იმის გამო, რომ ვიღაც უნდა ჩაეჯინათ წილში, გაიქცა ერთი თვე არ გამოჩენილა, მერე მივიდა ისევ მათთან და უთხრა, რომ მის ახლობელს ჰქონდა რამდენიმე ტონა ცემენტი და უნდა ეყიდათ. მათაც არ უნდოდათ უსიამოვნება და გადაწყვიტეს რომ გე----ი ბო------–---–ს მოეტანა ეს ცემენტი და ისევ გააგრძელეს მშენებლობა, მას ასეთი რაღაცები ახასიათებდა, მაგრამ ვინაიდან მოწმის ძმა იყო თმობდნენ ყველაფერს. შემდეგ ერთობლივად იხდიდნენ ვალსაც, აშენებდნენ კიდეც ერთად. მათ ჰქონდათ შეგროვებული ფული დადებული, რითაც ძირი უნდა მოეკლოთ ერთიანად ბანკის ვალებისთვის, ზოგს რაღაცეებს ამატებდნენ და აგროვებდნენ. მისი მეუღლე ალალმართალი და პატიოსანი კაცი იყო, მისი შრომით აკეთებდნენ ყველაფერს. გე----ი ბო------–---–ს კრიმინალებთან ჰქონდა ურთიერთობა. 5 თვე აშინებდა მის მეუღლეს მოგკლავო და 5 თვე ისინი საერთოდ არ შესულან დარბაზში. 2018 წლის თებერვალში შევიდა დარბაზში გე----ი ლუ----ის ოჯახი. არა----არი შეთანხმება არ ყოფილა რა ვადით უნდა შესულიყო, უბრალოდ დარჩა დაგროვილი 21.000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, რომელიც წაიღო გე----ი ბო------–---–მა, რის მერეც არანაირად არ მიეკარა მათ. გე----ი ბო------–---–ი ემუქრებოდა ამოწყვეტით ნ--- ლუ----ის ოჯახს. 2019 წლის 26 იანვარი იყო დაახლოებით, გე----ი ბო------–---–ს ფული უნდა მოეტანა. შეხვედრას ჯი---–---–---–-–ა და ა-----ე ნი----–--ზიც ესწრებოდა, ასევე გე----ი ბო------–---–ს მეუღლე, შვილი და ბიძაშვილის ცოლიც ახლდა, შეხვედრის ინიციატორები თავად იყვნენ. მერე თებერვალში ისევ დაურეკეს და ისევ მოვიდნენ, სადაც სიძე და და იყო, ყოველთვის ოჯახური წრე იყო ყოველთვის როცა ხვდებოდნენ, მეორეჯერ თებერვალში იყო შეხვედრა თვითონ შენობაში. რაიმე შეურაცხმყოფელ მიმართვას და ფიზიკურ შეურაცხყოფას გე----ი ბო------–---–თან მიმართებაში არ ჰქონია ადგილი. ფიზიკური შეურაცხყოფა არავის არ მიუყენებია მისი ძმისათვის, ღირსი კი იყო ყველაფრის, მაგრამ არ ჰქონია ასეთ ფაქტს ადგილი. მეუღლეს და შვილს კრიმინალებთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა, ძნელი სათქმელია მაგრამ ძმას ჰქონდა ურთიერთობა კრიმინალებთან და ბევრჯერ გაამწარა სხვები. ფარულ ჩაწერას თუ იკადრებდა მისი ძმა არ ეგონა. ორივე შეხვედრის დროს დარბაზის გარეთაც და დარბაზის შიგნითაც, არ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი ძმის მიმართულებით. (იხ. სხდომის ოქმი)

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გე----ი და გ--- ლუ----ეებს ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენიათ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია გე----ი და გ--- ლუ----ეების დანაშაულში მონაწილეობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

აღნიშნული განმარტებების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გე----ი და გ--- ლუ----ეების მხრიდან გე----ი ბო------–---–ის ცემის ფაქტი დადასტურებულია თვითმხილველი ბრალდების მოწმეების ჩვენებებით. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია გი-----ი ბო------–---–ის, შო----ა ფუ--------ის, რუ--------------ის ჩვენებებთან, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, ფარულ აუდიო ვიდეო ჩანაწერებთან. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ მათი გამოკვლევის შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულმა გ--- ლუ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბრალდებულმა გე----ი ლუ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი).

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--- ლუ----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

გე----ი ლუ----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

8. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--- ლუ----ეს და გე----ი ლუ----ეს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან გ--- ლუ----ე ნასამართლობის არ მქონე პირია და პირველადაა სამართალში.

 

ამდე----, გ--- ლუ----ეს და გე----ი ლუ----ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მათი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--- ლუ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის და გე----ი ლუ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის გამოყენება, იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- ლუ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ლუ----ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

1.4. გ--- ლუ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

1.5. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

2. გე----ი ლუ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გე----ი ლუ----ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

2.4. გაუქმდეს გე----ი ლუ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გ--- ლუ----ის და გე----ი ლუ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გე----ი ლუ----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით 300.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, მდებარე ლა-------ის რაიონი სოფელი გრ-----–---ი (ს/კ 2-----------) - გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

 

2.5. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.

 

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

3.1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა CD-R დისკზე, დალუქული 08 (რვა) პაკეტად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.2 ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა - DVD-R დისკზე, დალუქული 03 პაკეტად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე