განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002820857
საქმე N 1-25-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
02. 12. 2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: მა--------------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნი---------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: პა-----–----–---–-ანი
მამის სახელი : დი------ი
დაბადებული: 12. 04.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლა--------, სოფელი ჩ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2----–-–----------------, დაახლოებით 16:00 საათზე, ლა--------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩი----–- ,,იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში’’ წევრები მა-–------------–--ლი და ამ უკანასკნელის მეუღლე ინ----------–---–ი ეწეოდნენ რელიგიურ მოღვაწეობას და იეჰოვას რელიგიური მრწამსის შესახებ ესაუბრებოდნენ პა-----–----–---–-ანს მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. აღნიშნულზე განაწყენდა პა-----–----–---–-ანი, რომელმაც მა-–------------–--ლის და ინ----------–---–ის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით განახორციელა დევნა მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, კერძოდ, საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი და მუქარით, რომ რელიგიურ მოღვაწეობის მიზნით აღარ დაენახა ისინი მასთან მისული, გაისროლა მათი მიმართულებით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით;
2.1. პა-----–----–---–-ანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით.
2.2. პა-----–----–---–-ანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პა-----–----–---–-ანის ბრალეულობას.
2.3. ბრალდებულმა პა-----–----–---–-ანმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საბოლოო სიტყვაში პა-----–----–---–-ანმა განმარტა, რომ არ განუხორციელებია დევნა ინ-----–---–--ის მიმართ მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, იარაღიდან უკან ხევში ისროლა და არა ინ-----–---–--ის მიმართულებით.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა მა-–------------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს სამხატვრო სკოლაში პედაგოგად. შემთხვევამდე პა-----–----–---–-ანს არ იცნობდა და არ ჰქონია ურთიერთობა. მეუღლესთან - ინ----------–---–თან ერთად არის საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის წევრები და იმ დღეს მსახურებას ეწეოდნენ. ხალხთან კარდაკარ დადიან და რელიგიურ თემებზე ესაუბრებიან. პა---- იმყოფებოდა თავისი სახლის შუა ეზოში. მიუხედავად პა----ს მიერ ეზოში შეპატიჟებისა, ისინი ეზოში არ ჩასულან და პა---- მივიდა ჭიშკართან. თავიდან დაიწყო საუბრით, რომელიც ეხებოდა მოახლოებულ არჩევნებს, მერე კი პა----ს ორჯერ უთხრა, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან იყვნენ, ჰქონდა პლანშეტი და წაკითხვას აპირებდა. პა----მ ჰკითხა პასპორტი თუ სჭირდებოდა, რაზეც უარით უპასუხა. პა----მ თქვა, ერთი წუთით ტელეფონიო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, ელოდებოდნენ. დაახლოებით ნახევარ წუთში გამოვიდა სახლიდან პა---- სანადირო თოფით, რომელიც გადაკეცილი ჰქონდა. მან მეუღლეს გადაულაპარაკა, რომ მათი საქმე კარგად არ იყო. პა----მ ორი ვაზნა ჩადო თოფში და დაიწყო ლანძღვა უშვერი სიტყვებით მათი მისამართით ,,თქვენ ხართ რელიგიური ორგანიზაციიდან ხომ, მე თქვენ გაჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციასო. მეორედ არ დაგინახოთ აქ მოსულიო’’ და მუქარასთან ერთად გაისროლა თოფი მათი მიმართულებით, საფანტიც მათკენ წამოვიდა. თავად მონადირეა და იცის თოფის სროლის შემდეგ საფანტი რა ხმას გამოსცემს. მათი მიმართულებით რომ გაისროლა, საფანტის ხმით მიხვდა. შეშინდა, რადგან იცოდა, რომ მეორე ვაზნაც ჰქონდა თოფში ჩადებული და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდნენ იქედან. მათ გარდა, სხვა იქ არავინ არ ყოფილა.
დაზარალებულმა ინ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ პა-----–----–---–-ანს ადრე არ იცნობდა. მეუღლესთან - მა-–------------–--ლთან ერთად არის იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წარმომადგენელი. სოფელ ჩი----–- ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებს და მიადგნენ პა-----–----–---–-ანის ჭიშკარს. პა---- იდგა ეზოს შუაში. ისინი ეზოში არ ჩასულან, მა-–------------–--ლის დაძახებაზე პა-----–----–---–-ანი მათთან მივიდა და ესაუბრებოდნენ ჭიშკრის გარეთ. პა----ს კითხვას - ხომ არ უნდოდათ პირადობის მოწმობა, მა-–------------–--ლმა უარით უპასუხა და უთხრა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყვნენ მისულები, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან იყვნენ. საუბრისას მა-–----იმ ორჯერ აღნიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან იყვნენ. პა----მ თქვა ერთი წუთით ტელეფონიო და წავიდა. ელოდებოდნენ, რადგან საუბარი არ ჰქონდათ დასრულებული და იფიქრეს, რომ პა---- ტელეფონის გამოსატანად წავიდა. მალე გამოვიდა პა---- სახლიდან თოფით ხელში, რომელიც იყო გადახსნილი, მათ თვალწინ ჩადო ორი ტყვია, თოფის ლულა მიმართა მათკენ და თქვა: „მე თქვენ გიჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციასო“, რასაც მოჰყვა მათი ლანძღვა და გინება და ერთი გასროლა მათი მიმართულებით. შორიახლოს გაიგონა ტყვიის ,,წუილის ხმა" და მიხვდა, რომ ცუდად იყო საქმე. გასროლა მოხდა სახლის გვერდით, მარცხენა მხრიდან. ამ დროს იქ არავინ დაუნახავს, არც ეზოში და არც სამეზობლოში. ამის შემდეგ აჩქარებული ნაბიჯით წამოვიდნენ იქედან, რადგან შეიძლებოდა მეორე ტყვიაც ესროლა მათთვის.
შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რე------–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს აჩვენა, რომ 2----–-–-------------------------------–---–---- ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და ადასტურებს ოქმში მითითებულ გარემოებებს. სოფელ ჩი----–-, პა-----–----–---–-ანის სახლთან ინ----------–---–მა მიუთითა ადგილი, სადაც იდგნენ საუბრის დროს, ასევე მიუთითა ის ადგილი, საიდანაც გაისროლა პა-----–----–---–-ანმა. ინ----------–---–ის განმარტებით, მათ პა-----–----–---–-ანს უთხრეს, რომ იყვნენ იეჰოვას მოწმეები და ამ საკითხზე უნდოდათ საუბარი, პა----ს მათთვის უთქვამს ,,ერთი წუთით ტელეფონიო’’ და გასულა. ინ----------–---–მა განმარტა, რომ დაინახა სახლიდან გამოსული პა-----–----–---–-ანი გადახსნილი თოფით, რომელმაც ჩადო თოფში ,,გილზები’’ და გაისროლა.
შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გი--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ არის სოფელ ჩ------ს უბნის რწმუნებული და მისთვის ცნობილია შემთხვევის ადგილი. გასროლის ადგილიდან იმ ადგილამდე მანძილი, სადაც დაზარალებულები იდგენენ, 48 მეტრს შეადგენს. მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა და-----–-------ემ, დაადასტურა პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკაში მონაწილეობის მიღების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა თე---------------–--ემ, დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების ფაქტი, ასევე პა-----–----–---–-ანისაგან ანაწმენდის ნიმუშის აღების ფაქტი.
შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გი--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ჩა----რა საგამოძიებო მოქმედებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზვ-------------მ დაადასტურა, რომ ჩა----რა საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.
დაცვის მხარის მოწმემ ირ---–-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ ამ ინციდენტის დროს-25 ოქტომბერს იმყოფებოდა მეზობელის - ნო---------------–-ძის მანდარინის ბაღში, რომელიც მდებარეობს პა-----–----–---–-ანის ჭიშკრის მოპირდაპირედ, ზემოთ მხარეს, 100 მეტრში, შემაღლებაზე და ეხმარებოდა მანდარინის კრეფაში. ამ დროს დაინახეს პა----, რომელიც გამოვიდა სახლის გვერდიდან სანადირო თოფით ხელში. დაინახეს ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც როგორც შემდეგ გაიგო იყვნენ იეჰოვას მოწმეები და პა----ს დაუძახეს. ამ უკანასკნელმა ,,მიაყუდა’’ თოფი სახლის გვერდით და გამოეხმაურა მათ. შემდეგ მივიდა ჭიშკართან და მათ ცოტა ხმამარალი ტონით უთხრა: ,,კი ვიცი მე თქვენ საიდან ხართო’’, გატრიალდა და წავიდა. ამით დამთავრდა ეს ინციდენტი. რამდენიმე წუთის შემდეგ, დაახლოებით 50 მეტრში დაინახა, რომ პა---- სახლის უკან იყო გასული და ტყისკენ ისროლა ერთხელ, ამ დროს ჭიშკართან არავინ იდგა. არც გასროლის დროს და არც გასროლის შემდეგ იქ არავინ ყოფილა. მერე შემობრუნდა პა---- და თოფი სახლში შეიტანა.
დაცვის მხარის მოწმემ ნო---------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს პა-----–----–---–-ანის მეზობლად. იმ დღეს 25 ნოემბერს მუშაობდა მანდარინის ბაღში, რომელიც მდებარეობს პა-----–----–---–-ანის ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გადაჰყურებს პა----ს ჭიშკარს და ეზოს. ესტუმრა მეზობელი ირ---–-----------–--ე და კრეფდნენ მანდარინს. შენიშნეს ქუჩაში ქალი და მამაკაცი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ისინი შეჩერდნენ პა----ს ჭიშკართან და დაუძახეს. პა---- ხშირად დადის ეზოში თოფით, მონადირეა და იმ დღესაც თოფით იყო ეზოში. პა----მ ისინი შეიპატიჟა, თუმცა სტუმრებმა ჭიშკართან იხმეს იგი. პა---- ჭიშკართან მივიდა, სტუმრებმა ,,რომ დაუძახეს რელიგიის წარმომადგენლები ვართო ეს გავიგე’’, მაგრამ შემდეგ რაზე საუბრობდნენ, არ გაუგონია. ცოტა ხანში პა---- მიბრუნდა უკან, ,,აღარ გვაქვს სალაპარაკო, აღარ მოხვიდეთ აქეთო’’ უთხრა ხმამაღლა და წავიდა უკანა მხარეს, სახლის იქეთ. შემდეგ გაიგონა თოფის ერთხელ გასროლის ხმა, რა დროსაც ჭიშკართან არავინ არ იმყოფებოდა. თოფის გასროლის მომენტი მას არ დაუნახავს, რადგან იქედან, სადაც თვითონ იდგა პა---- არ ჩანდა.
პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2018 წლის 25 ნოემბრის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ლა--------ს მუნციპლიტეტის სოფელ ჩი----–-, პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ერთი ცალი სავაზნე და მასში მოთავსებული 12 კალიბრის წარწერის მქონე 8 ცალი ვაზნა, რომელთგან ერთი ცალი არის დაუმუხტავი, ხოლო 7 ცალი - დამუხტული. ასევე კარადაში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი, TOZ–ВM მოდელის ორლულიანი თოფი აწყობილ მდგომარეობაში,, რომლის ცივიოზე, კონდახზე და ლულაზე იკითხება ნომერი N 5-------- ასევე ამოღებული იქნა ორლულიანი, MP 27 მოდელის სანადირო თოფი, რომლის ცივიოზე იკითხება N 1-------–---–------------------ ხოლო კონდახზე - N 1--------- ამასთან, ამოღებული იქნა მისაღებ ოთახში არსებულ ტახტზე მოთავსებული მუქი ფერის შარვალი, რომელსაც მარჯვენა ტოტზე აქვს მორუხო ფერის გარე ჯიბე და მუქი ფერის, ელვა შესაკრავის მქონე, ნაჭრის სპორტული ქურთუკი , რომლეbიც პა-----–----–---–-ანის განმარტებით, მას ეცვა 2----–-–---------------- მომხადარი ინციდენტის დროს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით კნონიერად იქნა ცნობილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–---------------- ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლა--------ს მუნიციპლიტეტის სოფელ ჩი----–-, პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ეზოში. დათვალიერების დროს პა-----–----–---–-ანმა მიუთითა ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე, საიადანაც დაუძახა მისთვის უცნობმა პიროვნებამ გაუსაბრების მიზნით. მანვე მიუთითა საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარების გვერდით არსებულ ფანჯარაზე და აღნიშნა, რომ ფანჯარასთან მოათავსა სანადირო თოფი, როდესაც ჭიშკრიდან დაუძახეს მისთვის უცნობმა პირებმა. პა-----–----–---–-ანმა მიუთითა იმ ადგილზეც, სადაც მოთავსებული ჰქონდა სანადირო თოფი და განმარტა, რომ უცნობ პირებთან გაუსაბრების შემდეგ დაბრუნდა სახლთან, აიღო სანადირო თოფი და გავიდა სახლის უკან, დამხმარე ნაგებობის უკანა მხარეს არსებულ ეზოში, სადაც გაისროლა ერთი ვაზნა ქორის დასაფრთხობად, რის შემდეგ დაბრუნდა სახლში და შეინახა მისი კუთვნილი სანადირო თოფი.
2----–-–---------------- ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ პა-----–----–---–-ნისაგან ექსპერტ თე---------------–--ის მიერ აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები მარჯვენა და მარცხენა ხელიდან.
2----–-–---------------- მა-–------------–--ლის მონაწილეობით ჩატარებული საგამძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ლა--------ს მუნიციპლიტეტის სოფელ ჩი----–- მდებარე პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ეზოში მა-–------------–--ლმა მიუთითა ადგილი, სადაც იდგა პა-----–----–---–-ანი მასთან გასაუბრების დროს. მა-–------------–--ლმა მიუთითა ასევე ეზოში, სახლთან ახლოს იმ ადგილზე, საიდანაც პა-----–----–---–-ანმა მისი და ინ----------–---–ის მისამართით სანადირო თოფიდან გაისროლა ერთხელ.
2----–-–---------------- ინგა ინჯიბაშვილის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ლა--------ს მუნიციპლიტეტის სოფელ ჩი----–- მდებარე პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ეზოში ინ----------–---–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისმა მეუღლემ დაუძახა პა-----–----–---–-ანს გასაუბრების მიზნით. ინ----------–---–მა მიუთითა ასევე ის ადგილი, სადაც იდგა პა-----–----–---–-ანი და საუბრობდნენ. ინ----------–---–მა მიუთითა ადგილზე ეზოში, სახლთნ ახლოს, საიდანაც პა-----–----–---–-ანმა მისი და მა-–------------–--ლის მისამართით სანადირო თოფიდან ერთხელ გაისროლა.
სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის 2----–-–-------------------- დასკვნით და თანდართული ფოტოცხრილით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი N------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,TOZ–ВM’’ მოდელის, 16 კალიბრიანი ორლულიანი თოფი, რომელიც მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ექსპერტიზაზე წარდგენილი N 1-------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, ,----------- მოდელის, 12 კალიბრიანი ორლულიანი თოფი, რომელიც მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ექსპერტიზაზე წარდგენილი 7 (შვიდი) ცალი ობიექტიდან 4 ცალი ობიექტი არის კუსტარული წესით დამუხტული 12 კალიბრის ვაზნა, ხოლო 3 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამუხტული 12 კალიბრის ვაზნა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი ,----------- მოდელის, 12 კალიბრიან N 1-------- გლუვლულიან სანადირო თოფისათვისაც) განკუთვნილ საბრძოლო მასალთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის პლასტმასის მასალისაგან დამზადებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფებისთვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი ,----------- მოდელის, 12 კალიბრიან N 1-------- გლუვლულიან სანადირო თოფისათვისაც) განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი- მასრა. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალთა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილ ,----------- მოდელის, 12 კალიბრის N 1-------- თოფის ქვედა ლულაში.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2----–-–---------------–-----–--- დასტურდება, რომ საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, 16 კალიბრის ,,TOZ–ВM’’ მარკის N-------65 თოფზე ნებართვა გაიცა 2010 წელს, 12 კალიბრის ,----------- მარკის N 1-------- თოფზე ნებართვა გაიცა 2014 წელს და რეგისტრირებულია პა-----–----–---–-ანის სახელზე.
2019 წლის 23 იანვარს ინ----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ ინ----------–---–ის მითითებით საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი მივიდნენ ლა--------ს მუნიციპლიტეტის სოფელ ჩი----–- მდებარე პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხრიდან საცხოვრებელი სახლები არ ესაზღვრება. პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელ სახლს მოპირდაპირედ, დაახლობით 100 მეტრში ესაზღვრება მაღლობზე მდებარე საცხოვრებელი სახლი. ინ----------–---–მა მიუთითა პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან იმ ადგილზე, სადაც მეუღლემ დაუძახა პა-----–----–---–-ანს გასაუბრებისათვის. შემდეგ ინ----------–---–მა მიუთითა ეზოში, სახლთან ახლოს არსებულ იმ ადგილზე, საიდანაც პა-----–----–---–-ანი მათ ემუქრებოდა და სანადირო თოფიდან განახორციელა ერთი გასროლა მათი მიმართულებით. ამის შემდეგ სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით იმ ადგილიდან, სადაც გასროლის დროს იდგა პა-----–----–---–-ანი, გაზომილი იქნა მანძილი ჭიშკრამდე, სადაც იდგნენ ინ----------–---–ი და მა-–------------–--ლი, როდესაც მთი მიმართულებით სანადირო თოფიდან გაისროლა პა-----–----–---–-ანმა. მანძილი სახლიდან ჭიშკრამდე შეადგენს 48 მეტრს. პა-----–----–---–-ანის მიერ სანადირო თოფიდან გასროლის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ არ დაუნახავს.
ინ----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურა მა-–------------–--ლმა, მისი მონაწილეობით, 2019 წლის 23 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
ქიმიური ექსპერტიზის 2----–-–--------------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღებიდან: TOZ–ის მოდელის N------ ორლულიანი თოფიდან და MP-27 მოდელის N 1-------- ორლულიანი თოფიდან ბოლო გასროლის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 0-/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში პა-----–----–---–-ანის გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ პა-----–----–---–-ანმა განახორციელა დაზარალებულების, მა-–---- და ინ----------–---–ების დევნა მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით;
2.5. ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით
დადგენილია, რომ მა-–---- და ინ----------–---–ები არიან ,,იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში’’ წევრები.
დაზარალებულების: მა-–------------–--ლის და ინ----------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ იმის შემდეგ, რაც პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან გამართული საუბრის დროს, პა-----–----–---–-ანმა მათგან გაიგო, რომ რელიგიური ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ამასთან, მა-–------------–--ლს თან ჰქონდა პლანშეტი და ამ თემაზე საუბარის გაგრძელებას აპირებდა, განაწყენებული პა-----–----–---–-ანი დაშორდა მათ და სახლისკენ წავიდა, ხოლო მა-–---- და ინ----------–---–ები ელოდებოდნენ პა----ს დაბრუნებას, რადგან საუბარი არ ჰქონდათ დასრულებული.
თვით დაცვის მხარის მოწმე ირ---–-----------–--ე ადასტურებს იმ გარემოებს, რომ გაიგონა ჭიშკართან პა----ს ხმამაღალი ტონით ნათქვამი ,,კი ვიცი მე თქვენ საიდან ხართო’’, ხოლო მოწმე ნო---------------–-ძემ, რომელიც ასევე დაცვის მხარის ინციატივით იქნა დაკითხული, დაადასტურა, რომ გაიგონა ინ-----–---–--ის მიერ პა----სათვის ნათქვამი, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან იყვნენ, ცოტა ხანში კი გაიგო პა----ს ხმამაღალი სიტყვები ,,აღარ გვაქვს სალაპარაკო, აღარ მოხვიდეთ აქეთო’’.
2.6. ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით;
დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერენ პა-----–----–---–-ანის მოქმედებას სახლიდან გამოსვლის შემდეგ. მა-–---- და ინ----------–---–ები აღნიშნავენ, რომ პა---- გამოვიდა გადახსნილი სანადირო თოფით, მათ თვალწინ ჩადო ორი ვაზნა, თოფის ლულა მიმართა ინ-----–---–--ისკენ და მუქარით ,,...მე თქვენ გაჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას, მეორედ არ დაგინახოთ აქ მოსულიო’’, მოახდინა ერთი გასროლა მა-–---- და ინ----------–---–ების მიმართულებით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმებით დასტურდება, რომ მა-–---- და ინ----------–---–ებმა მიუთითეს პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან იმ ადგილზე, სადაც მა-–------------–--ლმა დაუძახა პა-----–----–---–-ანს გასაუბრების მიზნით. ასევე აჩვენეს ის ადგილი ეზოში, სახლთან ახლოს, საიდანაც პა-----–----–---–-ანი ემუქრებოდა მა-–---- და ინ----------–---–ებს და ადგილი, საიდანაც მოახდინა სანადირო თოფიდან ერთი გასროლა მათი მიმართულებით.
შსს ლა--------ს რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა: რე------–---------ემ, გი--------------–--ემ, და-----–-------ემ, გი--------------–---–მა, ზვ-------------მ დაადასტურეს როგორც მათ მიერ, ასევე უშუალოდ მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმეების პირდაპირი ჩვენებების გარდა, მსგავსი შეფასება უნდა მიეცეს სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებებს, როგორიცაა სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი სავაზნე მასში მოთავსებული 12 კალიბრის 8 ცალი ვაზნით, რომელთგან ერთი ცალი დაუმუხტავი, ხოლო 7 ცალი დამუხტულია, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი, TOZ–ВM მოდელის ორლულიანი თოფი N-------65 და MP 27 მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, რომლის კონდახზე იკითხება ნომერი 1---------
დადგენილია და მხარეებს შორის სადავოდ არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორივე ცეცხლსასროლი იარაღი: 16 კალიბრის ,,TOZ–ВM’’ მარკის N------ თოფი და 12 კალიბრის ,----------- მარკის N 1-------- თოფი რეგისტრირებულია პა-----–----–---–-ანის სახელზე.
სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ როგორც ,,TOZ–ВM’’ მოდელის, 16 კალიბრიანი ორლულიანი თოფი ნომრით 56458, ასევე ,----------- მოდელის, 12 კალიბრიანი ორლულიანი თოფი ნომრით 1--------, მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ პა-----–----–---–-ანმა გასროლა განახორციელა არა ინ-----–---–--ის მიმართულებით, არამედ სახლის უკანა მხრიდან ქორის დასაფრთხობად, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პა-----–----–---–-ანისათვის ცნობილი გახდა რა ის გარემოება, რომ ინ-----–---–--ი რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ და ამასთან დაკავშირებით მასთან სასაუბროდ იყვნენ მისული, განაწყენდა და განხორციელა მათი დევნა იარაღის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით.
დაცვის მხარის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზა ვერ ადასტურებს რა მიმართულებით მოხდა გასროლა, ვერ იქნა ნანახი საფანტის კვალი, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პა-----–----–---–-ანის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები - ორი ცალი სანადირო თოფი, დადგენილია და თვით დაცვის მხარის მოწმეებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პა-----–----–---–-ანმა ნამდვილად განხორციელა ერთი გასროლა მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან, თუმცა გაუგებარია რატომ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პა-----–----–---–-ანმა, რომელიც დასცილდა ინ-----–---–--ს და მალევე უკან დაბრუნდა თოფით ხელში და მუქარის სიტყვებით ,,გიჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას’’, სახლის უკან გაისროლა ქორის დასაფრთხობად, მაშინ როდესაც დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული ფაქტის უშუალო თვითმხილველი დაზარალებულების: მა-–---- და ინ----------–---–ების ჩვენებები, რომლებიც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიუთითებენ, პა-----–----–---–-ანის მიერ, მათი მიმართულების განხორციელებული გასროლის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლით მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამ ნორმის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულება კანონით დაშვებული, შეიცავს თუ არა ის საქმისთვის რელევანტურ, მნიშვნელოვან ინფორმაციას, კანონით დადგენილი წესით შეამოწმოს, რამდენად ადასტურებს იმ ფაქტსა თუ გარემოებას, რომლის დასამტკიცებლადაც არის წარმოდგენილი. თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეების: ირ---–-----------–--ის და ნო---------------–-ძის არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხება პა-----–----–---–-ანის ადგილსამყოფელს იარაღიდან გასროლის მომენტში.
მოწმე ირ---–-----------–--ე მიუთითებს, რომ 50 მეტრში დაინახა სახლის უკან გადასული პა-----–----–---–-ანი, რომელმაც სახლის უკანა მხარეს, ტყეში ისროლა, ამ დროს ჭიშკართან არავინ იდგა, ჭიშკარსაც პირდაპირ ხედავდა და პა----საც, რომ პა---- სახლის უკან იყო გადასული, კუხნა აქვს და იმის უკან იდგა, პირდაპირ უყურებდა ზევიდან, ხოლო მოწმე ნო---------------–-ძე, რომელიც იმ დროს ირ---–-----------–--ესთან ერთად იმყოფებოდა, აღნიშნავს, დაინახა, რომ შემთხვევის დღეს პა---- წავიდა უკან, სახლისკენ. თოფის გასროლის დროს უკანა მხარეს იყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ ხედავდა. გასროლის დროს ინ-----–---–--ი წასული იყვნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარის მოწმეები განსხვავებულად აფიქსირებენ პა-----–----–---–-ანსა და ინ-----–---–--ს შორის მომხდარი ინციდენტის დროს. ირ---–-----------–--ე აღნიშნავს, რომ ინციდენტი მოხდა გასული წლის 25 ოქტომბერს, ხოლო ნო---------------–-ძე აფიქსირებს, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა შარშან ნოემბერში, მანდარინის კრეფის დროს.
სასამართლოს არასარწმუნოდ მიიჩნევს ირ---–-----------–--ის და ნო---------------–-ძის ჩვენებებს იმ ნაწილშიც, რომელიც ეხება პა-----–----–---–-ანის მიერ იარაღიდან გასროლის მიზეზს - ქორის დაფრთხობას, რადგან ასეთი არ დასტურდება საქმეზე შეკრებული არც ერთი სახის მტკიცებულებით, უფრო მეტიც, პირდაპირი მტკიცებულებები, დაზარალებულების: მა-–---- და ინ----------–---–ების ჩვენებები ადასტურებენ საწინააღმდეგოს.
შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ირ---–-----------–--ის და ნო---------------–-ძის ჩვენებებს, რადგან აღნიშნული ჩვენებები არ არის სარწმუნო, წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან და ეფუძნება ვარაუდებს. ამდენად, მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობა, არათანმიმდევრულობა და წინააღმდეგობრივი ხასიათი, ეჭვის ქვეშ აყენებს მათ სანდოობას, რის გამოც ნო---------------–-ძის და ირ---–-----------–--ის ჩვენებები არ შეიძლება განხილული იქნეს პა-----–----–---–-ანის უდანაშაულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად.
ფაქტის უშუალო შემსწრე დაზარალებულები: მა-–---- და ინ----------–---–ები კი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ მათთან გასაუბრების შემდეგ, თოფით ხელში უკან დაბრუნებულმა პა-----–----–---–-ანმა თოფის ლულა მათკენ მიმართა და მუქარის სიტყვებით: ,,აჩვენებდა მათ რელიგიურ ორგანიზაციას, იქ აღარ მისულიყვნენ", განახორციელა ერთი გასროლა ინ-----–---–--ის მიმართულებით. ამ დროს მათ გარდა არავინ არ იმყოფებოდა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ნო---------------–-ძის და ირ---–-----------–--ის ჩვენებები შინაარსობრივად შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და თითოეული მოწმის ჩვენება არ არის გამყარებული მეორე მოწმის ჩვენებით.
დაცვის მხარის მიერ მოწოდებული სხვადასხვა ვერსიების სამართლებრივი შეფასებისას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მიუკერძოებელი, თვითმხილველი მოწმის პირდაპირი ჩვენება, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ თუკი სხვა ლეგიტიმური მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები აშკარად გამორიცხავენ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობასა და რეალურ სინამდვილესთან მის შესაბამისობას, მაშინ ეს ვერსია არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული. ამიტომ სასამართლო არ იზიარებს, დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებს.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ელ-------------–--------------------------ს გამოკითხვის ოქმების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ პა-----–----–---–-ანმა ჩაიდინა ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით;
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ საქმეში დაცვის მხარეს არ წამოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებიდან ერთ-ერთს გაამყარებდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/0 -, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/0-, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას პა-----–----–---–-ანის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია პა-----–----–---–-ანის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პა-----–----–---–-ანმა ჩაიდინა ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით პა-----–----–---–-ანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პა-----–----–---–-ანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
პა-----–----–---–-ანის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება განეკუთვნება განზრახი კატეგორიის, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა რიგს, რაც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ პა-----–----–---–-ანი ითვლება ნასამართლობის არ მქონედ, მისი პიროვნული მახასიათებლების სრულყოფილად შეფასებისათვის, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2----–-–---------------- პა-----–----–---–-ანი გასამართლებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-------------- ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, პა-----–----–---–-ანი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადისაგან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------------------- პა-----–----–---–-ანი კვლავ იქნა მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლელული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, რომ პა-----–----–---–-ანის საზოგადოებისაგან იზოლირება არ არის აუცილებელი. ამდენად, პა-----–----–---–-ანს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, პა-----–----–---–-ანს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი - ჯარიმის სახით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
16 კალიბრიანი TOZ–ВM მოდელის N------ ორლულიანი თოფი, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანს, 12 კალიბრიანი ,----------- მოდელის N 1-------- ორლულიანი თოფი, 5 ცალი 12 კალიბრის ვაზნა, 1 ცალი 12 კალიბრის მასრა და ვაზნების მოსათავსებელი ბუდე უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანის შარვალი და ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანს. მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანისაგან ამოღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 41-42-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პა-----–----–---–-ანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული პა-----–----–---–-ანის (პ/ნ 2----------) კუთვნილი ქონება, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3600.00 კვ.მ. მდებარე ლა--------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩი----–-, საკადასტრო კოდი 27.0-.---1--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტა:
3.1. 16 კალიბრიანი TOZ–ВM მოდელის N------ ორლულიანი თოფი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანს.
3.2. 12 კალიბრიანი ,----------- მოდელის N 1-------- ორლულიანი თოფი, 5 ცალი 12 კალიბრის ვაზნა, 1 ცალი 12 კალიბრის მასრა და ვაზნების მოსათავსებელი ბუდე უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
3.3. მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანის შარვალი და ქურთუკი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანს.
3.4. მსჯავრდებულ პა-----–----–---–-ანისაგან ამოღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარინა კიკნაძე