განაჩენი

სისხლის სამართლის 08.12.2019
საქმის ნომერი
190100119002913255
თარიღი
08.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/225-19

(№012220219007)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ--------------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასარული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------------–-–------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------------------–----–-----–-----------------–--–----------–--------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული დ------------------ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, განათლების გარეშე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------------–-–------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------------------–----–-----–-----------------–--–----------–--------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა” და „ბ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის;

 

ადვოკატები: ელდარ გვალია და შოთა გელაშვილი,თარჯიმანი: თალე ალიევა,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით მ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. აღნიშნული ჯარიმა გადაუხდელია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

დ------------------ი 2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში, თ---–-----–------–--------------------–--------ზე მდებარე, ე.წ. "-------------ის’’ მალში, რა დროსაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ--------------------თან და ვ--------–--–---–-–---–თან ერთად, ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ზემოაღნიშნული ხიდის ანტისეისმური ლითონის საბჯენებსა და მათ სამაგრებს. მ--------------------მა, დ------------------მა და ვ--------–--–---–-–---–მა თავიანთი განზრახვის დასრულება ვერ შეძლეს, რადგან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედების დასრულების შემთხვევაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ--------------------ი იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში თ---–-----–------–--------------------–--------ზე მდებარე, ე.წ. "-------------ის’’ მალში, რა დროსაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დ------------------თან და ვ--------–--–---–-–---–თან ერთად, ცდილობდა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ზემოაღნიშნული ხიდის ანტისეისმური ლითონის საბჯენებსა და მათ სამაგრებს. მ--------------------მა, დ------------------მა და ვ--------–--–---–-–---–მა თავიანთი განზრახვის დასრულება ვერ შეძლეს, რადგან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედების დასრულების შემთხვევაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა მ--------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი განმარტებით, 2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 2-3 საათი იქნებოდა, როდესაც მასთან და მის ძმასთან მივიდა ვ--------–--–---–-–---–ი და სთხოვა გაყოლოდა ხიდთან. მან გამოიძახა ტაქსი და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ვ-------მა თავად მოჭრა რკინის დეტალები და მხოლოდ იმაში დაეხმარა, რომ ჩაალაგებინა ისინი მანქანაში. პოლიციელებმა ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და არა შემთხვევის ადგილზე, გარდა ამისა დააკავეს სამმართველოს თანამშრომლებმა და არა მესამე განყოფილების. მისი ძმა დ------------------ი დაკავების დროს მათთან არ იმყოფებოდა, იგი ადრე გადავიდა მანქანიდან და მეცხვარეებთან მივიდა. მიიჩნევს, რომ ვ--------–--–---–-–---–ს თავად აქვს პრობლემები სამართალდამცავებთან და ამიტომ მისცა მათ საწინააღმდეგო ჩვენება გამოძიებას.

 

ბრალდებულმა დ------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვ--------–--–---–-–---–მა მათ რკინის საჭრელი სთხოვა და დასახმარებლად გაყვნენ რაღაცის დემონტაჟის. კონკრეტულად რა უნდა დაეჭრა არ უთქვამს. მისმა ძმამ მ-------მა ნაცნობ ტაქსის მძღოლს დაურეკა და სამივე მანქანით წავიდნენ. თვითონ ადრე ჩამოვიდა, მწყემსებთან მივიდა, ხოლო მ-------მა და ვ-------მა ტაქსით გააგრძელეს გზა. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და უტხრეს, რომ მისი ძმა დაკავებული იყო, რადგან ხიდს აფეთქებდა და ისიც უნდა დაეკავებინათ.

 

მტკიცებულებები საქმეზე ჩატარებულ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით:

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები: ბ-----------–--ე, გ------------–-ა, დ----------–--ე, დ---------–--–---–ი, შ-------–-----ე, ზ------ ვა-------–---–-- ა----------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების კანონშესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე და არ გამოვლენილა რაიმე არსებითი კანონდარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

მოწმე ბ-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 22 თებერვალს საღამოს საათებში მიიღო ინფორმაცია, რომ ხიდის ლითონის კონსტრუქციებს ხსნიდნენ ძმები ა-------------ი, თ---–-----–------–-------------------–--------ზე სოფელ გაჩიანთან.

 

მოწმე გ------------–-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ვინაიდან კონკრეტულად არ იცოდნენ ხიდის რა ნაწილში ხდებოდა დანაშაული, შ/ადგილზე სხვადასხვა მიმართულებით გავიდნენ. პირველად დ---------–--–---–მა შენიშნა, რომ ბრალდებულები ა/მანქანაში ალაგებდნენ ლითონის ნაჭრებს. პირადად მან ადგილზე ჩაატარა ა/მანქანის ჩხრეკა და ამოიღო ლითონის 12 დეტალი და რკინის საჭრელი.

 

მოწმე დ----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო მ--------------------ის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ქანჩი, ხოლო მოწმე დ---------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დ------------------ს ჩხრეკა ჩაუტარდა ე-–---------------ის მ/ტერიტორიაზე და ამოღებულ იქნა ერთი ცალი ქანჩი.

 

2019 წლი 22 თებერვალს, 21:20-21:35 დროის შუალედში, თ---–-----–------–--–----------------–--------------------------–----------------თან“, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლის ზ------ ვ-------აშვილის მიერ ჩატარებული იქნა დ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლითონის ქანჩი. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გარეშე პირი და თარჯიმანი. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი.

 

2019 წლის 22 თებერვალს, 21:20 - 21:35 დროის შუალედში, თ---–-----–------–--–----------------–--------------------------–----------------თან“, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლის გ-----–---–-----ის მიერ ჩატარებული იქნა მ--------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლითონის ქანჩი. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გარეშე პირი და თარჯიმანი. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი.

 

2019 წლის 23 თებერვალს 21:20 - 21:35 დროის შუალედში, საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლის გ------------–-ას მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - ვ--–------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ,---------------------------------ის, ს----–-–------------------------- - ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 4 ცალი ლითონის ხიდის საყრდენო სამაგრი, 3 ცალი ლითონის ხიდის საყრდენი სამაგრები, 5 ცალი ლითონის ხიდის საყრდენი სამაგრი, 8 ცალი ე.წ. „ბოლტ-გაიკა“.

 

მოწმე ა----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე ვ--------–--–---–-–---–ი. საპროცესო წარმომადგენელის დანიშვნა საჭირო გახდა, რადგან მან კითხვა არ იცოდა და როგორც უთხრა არ ცხოვრობდა ოჯახთან ბოლო რამდენიმე წელი. შესაბამისად არ არსებობდა სანდო პირის მოძიების შესაძლებლობა.

 

მოწმე ვ--–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ----- და მ--------------------ები მისი ნაცნობები არიან. შემთხვევის დღეს ერთ-ერთმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სახლთან მისულიყო მანქანით. მათ ჩაალაგეს ე.წ. სვარკის აპარატი და სხვა ნივთები და გ------------თან წაყვანა სთხოვეს. ასევე ახლდათ ვ--------–--–---–-–---–ი. მითითებულ ადგილას ჩამოსვა მანქანიდან და მალევე ისევ დაურეკეს, რომ მათი სახლიდან ქანჩები წამოეღო. დაუტოვა ისინიც და უკან გაბრუნდა. საღამოს დ------ა კვლავ დაურეკა და ხიდთან მისვლა სთხოვა. ძმები და ვ-–--–---–-–---–ი ხიდის ძირიდან რკინის ნაჭრებს იღებდნენ და მანქანის საბარგულში ალაგებდნენ, უთხრეს, რომ ეს მასალა სამშენებლოდ სჭირდებოდათ და სახლში უნდა მიეტანათ. როდესაც ხიდზე გადმოდიოდნენ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ამ დროს მანქანაში მ-------ი და ვ-------ი ისხდნენ, ხოლო დ------ა უთხრა, რომ ხიდის ქვემოდან დახვდებოდა მათ და იგი იქ დააკავეს.

 

2019 წლის 23 თებერვალს მოწმე ვ--–------------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მანვე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მისი მონაწილეობა და მის მიერ მითითებული ფატქები. მისი განმარტებით, მ-------ი და მისი ძმა დ-----ი არიან ნაცნობები და გამოძახების საფუძველზე გაემგზავრა მათ საცხოვრებელ მისამართზე. სახლიდან დ----- და მ--------------------ებმა, აგრეთვე მათმა მეგობარმა ვ--------–--–---–-–---–მა, მეტსახელად „–--–---–-მ“, მის მანქანაში ჩააწყვეს ცისფერი, მცირე და საშუალო ზომის ჟანგბადის ბალონები, ცისფერი გაზის ბალონი, შლანგები, ე.წ. „რეზაკი“ და გაემართნენ გ------------ის მიმდებარედ. ძმებმა და ვ-------მა ავტომობილიდან გადმოალაგეს მათ მიერ ჩალაგებული ზემოთხსენებული ნივთები. დახლოებით 1 საათში დაუკავშირდა მ--------------------ი, და სთხოვა სახლში მისვლა, ქანჩებისა და ბრტყელტუჩას წამოსაღებად. ჯ-----–---–მა აღნიშნა რომ, მან ა-------------ის სახლიდან წამოიღო 3 დიდი ზომის ქანჩი, რომელიც გადასცა ე-–---------------თან, ხიდის ქვედა ნაწილის ლითონის კონსტრუქციიდან გამოსულ მ-------ს, საიდანაც ისმოდა ლითონის მეტალებზე დარტყმის შედეგად გამოცემული ხმა. ჯ-----–---–ის თქმით, სწორედ ამ ადგილზე ყოფნისას, აუხსნა მას მ-------მა, რომ ე.წ. „------------ის“ ქვედა ნაწილში ჭრიდნენ და ხსნიდნენ ხიდის ამორტიზირებულ დეტალებს, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. საღამოს კვლავ დაუკავშირდა მ--------------------ი, რომელმაც ისევ სთხოვა გ------------თან მისვლა, რის შემდგომაც ჯ-----–---–ი მივიდა აღნიშნულ ადგილას. მან მიუთითა ხიდის კონსტრუქციაზე, საიდანაც ვ--------–--–---–-–---–ი და დ------------------ი ხსნიდნენ რკინის დეტალებს. ჯ-----–---–მა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ხიდის რკინის კონსტრუქციიდან მოხსნილ რკინის დეტალებს, დ----- და მ--------------------ები, ასევე ვ--------–--–---–-–---–ი ალაგებდნენ მისი ავტომობილის საბარგულში ისე, რომ ჯ-----–---–ი თავად ავტომობილიდან არ გადმოსულა. ჯ-----–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე, გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განახორციელეს მისი კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკა და მ--------------------ის, დ------------------ის და ვ--------–--–---–-–---–ის პირადი ჩხრეკა.

მოწმე ა-–-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა 2019 წლის 23 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტში, პოლიციაში გამოცხადდნენ ის და მ-–--------–----ე. მოწმე ვ.ჯ-----–---–ი უთითებდა თუ საიდან ხსნიდნენ ა-------------ი ლითონს და სად ეყენა თავად მანქანა.

 

მოწმე თ----–------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო დ------------------ის პირადი ჩხრეკაში. იგი დააკავეს ე-–---------------ის ქვეშ, ხოლო ჩხრეკის შედეგად ქანჩი იქნა ამოღებული.

 

2019 წლის 23 თებერვალს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თ---–-----–---------–--–-----------------–----------- მდებარე ე.წ. „გ------------ი“, რა დროსაც ამოღებულ იქნა სპორტული ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 1 ცალი ბრტყელტუჩა, 1 ცალი დანა, 1 ცალი ქლიბი, ასევე ამოღებულ იქნა ლითონის საჭრელი მოწყობილობა, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ბალონი.

 

მოწმე ვ-–---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მათ მოვალეობაში შედის აღმოსავლეთ საქართველოში გზების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია. ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, მაგრამ სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ გარკვეული პირები ხიდის ნაშენში სავარაუდოდ საქმიანობდნენ უკანონოდ. როგორც შემდეგ გაირკვა ლითონის ნაჭრები იყო წაღებული. ზუსტად ზიანის მითითება არ შეუძლია, რადგან ხელშეკრულებით 1 ტონის ფასი არის 4160 ლარი, ხოლო წაღებული იყო 300 კილომდე. ლითონის ნაჭრები ამ ეტაპზე დაბრუნებულია, თუმცა საჭიროა მისი ხელახალი მონტაჟი, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვინაიდან არასრულწლოვან მოწმე მ-----–-–--–---–-–---–ის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. გამოკითხვას ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი ე--------------------–---–ი. გამოკითხვის ოქმის მიხედვით: იგი ცხოვრობს ქ.მარნეულში მშობლებთან ერთად, თუმცა სამი წლის წინ წამოვიდა სახლიდან და ეს პერიოდი ცხოვრობს თბილისი-წითელი ხიდის 23-ე კილომეტრთან მისი მეგობრის დ----- და მ--------------------ების სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს მათი დედა. თვითონ არ მუშაობს და ფინანსურად დამოკიდებულია მის მეგობარ ა-------------ზე. 2019 წლის 22 თებერვალს, მან და ძმებმა ერთად მოილაპარაკეს რომ მოეპარათ გ------------ის რკინის დეტალები, შემდეგ ჩაებარებინათ ჯართში და აღებული თანხა უნდა გამოეყენებინათ პირადი საჭიროებისათვის. დაახლოებით 15:00 საათისათვის მ------- (ვასო) ა-----------მა დაურეკა მათ ნაცნობ ტაქსის მძღოლ ვ--–---ის, რომელსაც უთხრა, რომ უნდა წაეყვანათ ე. წ. „გ------------თან“, თუმცა მას მძღოლისათვის მიზეზი არ უთქვამს თუ რატომ მიდიოდნენ იქ. ტაქსის საბარგულში მან და ძმებმა ა-------------მა ჩააწყვეს ცისფერი პატარა და ასევე ცისფერი შედარებით დიდი ზომის ჟანგბადის ბალონები, ასევე ცისფერი ფერის პატარა ზომის გაზის ბალონი, შლანგები, რეზაკი, დიდი ზომის ქანჩი და ბრტყელტუჩა, მათ ამ ნივთების გამოყენებით უნდა მოეხსნათ ხიდის რკინის დეტალები, მივიდნენ ე.წ. „გ------------თან“. მანქანა გააჩერებინეს გზის პირასვე, უთხრეს რომ რამდენიმე საათში ისევ მოეკითხა მათთვის და წაეყვანა უკან სახლში. შემდეგ მისი საბარგულიდან ამოალაგეს ნივთები. ისინი სამივე ერთად მათ მიერ წაღებულ ნივთებთან ერთად ჩავიდნენ ხიდის ქვემოთ და აძვრნენ ხიდის რკინის კონსტრუქციის ქვეშ და შეეცადნენ ბალონების გამოყენებით გადაეჭრათ ხიდის რკინის დეტალები, მან გაზის ბალონის გამოყენებით გადაჭრა რკინის მცირე ზომის დეტალი, მაგრამ ბალონში გაზი გათავდა და მისი გამოყენება ვეღარ შეძლო, რის შემდგომაც მან და ძმებმა ა-------------მა დაიწყეს ერთი ქანჩით ხიდის რკინის დეტალების დახსნა. თუმცა ვინაიდან შეხედეს, ერთი ცალი ქანჩით დიდი ზომის რკინის დეტალების მოხსნისათვის ბევრი დრო დასჭირდებოდათ, ამის გამო "ვ-----" ისევ დაურეკა ტაქსისტს და სთხოვა, რომ მისულიყო მასთან სახლში და იმ ადგილზე მიეტანა ქანჩი. სანამ ვ--–---ი მათთან მივიდა მან და აიდმიროვებმა მოახერხეს ხიდიდან მოეხსნათ რამდენიმე ცალი რკინის დიდი ზომის, საკმაოდ მძიმე დეტალი, რა დროსაც ძია ვ--–---ი მივიდა გ------------ან, მას გზის პირას დახვდა ვ----, ხოლო ამ დროს ის და დ----- განაგრძობდნენ რკინის დეტალის მოხსნას ხიდიდან, ვ----ც ძალიან მალე დაბრუნდა ისევ ხიდის ქვეშ, მას ხელში ეჭირა სამი ცალი სხვადასხვა ზომის, მაგრამ სამივე დიდი ქანჩი და თითო ცალი დაურიგა მას და დ-----ს, რის შემდეგაც სამივემ ერთად გააგრძელეს ხიდის ქვეშ რკინის დეტალების მოხსნა, როდესაც დაასრულეს ხიდის ქვეშ რკინის კოსტრუქციების მოხსნა, მთლიანობაში მოხსნილი ჰქონდათ 12 ცალი დიდი ზომის დეტალი, ვ----- დაურეკა ძია ვ--–---ის და სთხოვა ისევ გ------------თან მისულიყო მაგრამ ამ შემთხვევაში ჩასულიყო ხიდის ქვეშ. ძია ვ--–---ი ისევ რამდენიმე წუთში მივიდა მათთან, მან და ძმებმა ა-------------მა მის საბარგულში ჩააწყვეს მათ მიერ ა-------------ის სახლიდან წამოღებული ბალონები, შლანგები, რეზაკი და ასევე იქვე ჩაალაგეს ხიდიდან რამდენიმე წუთით ადრე მოპარული რკინის დიდი, 12 ცალი დეტალი თავის დიდი ზომის „ბოლტ გაიკებთან“ ერთად და ის იყო უნდა ჩამსხდარიყვნენ მანქანაში, რომ მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, პოლიციის თანამშრომლებმა წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები და განუმარტეს, რომ უნდა მომხდარიყო მათი პირადი ჩხრეკები, მათ ასევე ტაქსისტს უთხრეს რომ უნდა გაეჩხრიკათ მისი მანქანაც. პოლიციელებმა, გარეშე პირის თანდასწრებით გააცნეს დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა რა დროსაც მისი მუქი ფერის ჯინსის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ერთი ცალი ქანჩი, რომელიც მათ მიერ მის თვალწინ იქნა დალუქული, პარალელურად მიმდინარეობდა ა-------------ისა და ვ--–---ის მანქანის ჩხრეკვაც. ჟანგბადისა და გაზის ბალონები, ასევე შლანგები, ქანჩები და რეზაკი ძმებ ა-------------ს ჰქონდათ სახლში, მაგრამ საიდან ჰქონდათ მისთვის უცნობია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

სისხლის სამართლის კოდექსის რიგი ნორმები ქმედების ჩადენას კრძალავს ნივთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მომეტებული საფრთხის ან იმ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რომელთა დაუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია ზიანის მიყენება ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ან სახელმწიფოსთვის. სსკ-ს 177-ე მუხლის შემადგენლობისთვის კანონმდებელი ნივთის სახეობასა და მის მნიშვნელობაზე არანაირ დათქმას არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ ნივთი უნდა იყოს სხვისი და მოძრავი, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთის ფუნქცია, მისი თვისობრივი, ღირებულებითი და ხარისხობრივი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს დამნაშავის ნებას მიისაკუთროს იგი - მის მიერ ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ.

 

ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისთვის უნდა დადგინეს შემდეგი ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მისაკუთრების მიზანი, 2. ქმედების ფარული ხასიათი და 3. არის თუ არა ნივთი სხვისი. ამ გარემოებებიდან თუნდაც ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება ვერ ჩაითვლება ქურდობად. ქურდობა განზრახი დანაშაულია და განზრახვის შეფასებისას უნდა დაგინდეს, რომ პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებს ამ ქმედებით გამოწვეული დამდგარ შედეგს ან ასეთის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანუ აქვს ქმედების განხორციელების სურვილი. მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება გულისხმობს, რომ პირი აცნობიერებს, რომ ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, ითვალისწინებს, რომ მის ქმედებას მოჰყვება შედეგი, რომლითაც ზიანი ადგება სხვა პირს ან სახელმწიფოს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა. ქურდობის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნივთი, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება, იყოს სხვისი. ასევე აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის განზრახვა შესაძლოა პირს ჰქონდეს როგორც წინასწარ მოფიქრებული, ისე უეცრად წარმოშობილი, ანუ სხვისი ნივთის ქურდობის განზრახვა შესაძლებელია პირს გაუჩნდეს ნივთით დაინტერესების მომენტში და მის დანახვამდე ან დაუფლებამდე არც ითვალისწინებდეს არსებობას.

 

ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ნიშნების დადგენისას, თავდაპირველად სასამართლო აქცენტს აკეთებს ქმედების შემადგენლობის ძირითად ნიშნებზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ისეთი გარემოებები, როგორიცაა დანაშაულის ადგილი, საშუალება, საგანი, ხერხი და ა.შ. აუცილებელი წინაპირობაა სწორი კვალიფიკაციისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დასტურდება, რომ ბრალდებულები ნივთების დაუფლების დროს მოქმედებდნენ ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მათი ქმედება არ იყო შესამჩნევი.

 

იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან დ----- და მ--------------------ების განზრახვა მოიცავდა იმ ნივთების დაუფლებას, რომელიც არ იყო მათი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდათ ამ ნივთებზე, დასაუფლებლად ისინი მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგო მიზნით.

 

პირველ რიგში სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მხარეთა საყურადღებოდ განმარტოს, რომ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო იხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება სს დევნის განხორციელებას უკავშირდება და პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარმოუდგინოს ის მტკიცებულებები, რომელსაც საკმარისად მიიჩნევს ამათუ იმ საქმეზე პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი უფლებაა მოიპოვოს მტკიცებულება და ასეთის შემთხვევაში სასამართლო იკვლევს მათ და აფასებს ისეთივე პირობებში, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და ბრალდების მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა.

 

დაცვის მხარის განმარტებით, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს, მოწმე ვ.ჯ-----–---–ი არ არის ობიექტური, ხოლო სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ გამოძიებაში არასრულწლოვან ვ--------–--–---–-–---–ის მიცემულ ჩვენებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულების მიმართ მოწმეების რაიმე დაინტერესება, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ გამოვლენილა. გარდა აღნიშნულისა გაუგებარია რატომ აფასებს მხოლოდ ვ--------–--–---–-–---–ის ჩვენებას დაცვის მხარე, მაშინ როდესაც საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა და ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა ვ.ჯ-----–---–მა, რომელიც არათუ საქმეზე დაინტერესებული პირია, არამედ თავად ბრალდებულების თხოვნით და მათი მითითებით მივიდა იგი შემთხვევის ადგილზე და მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად დადგენილ გარემოებებთან, ასევე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც არ არის მხარე პროცესში და არ არის პასუხისმგებელი საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე. გ------------ის მ/ტერიტორიაზე ხიდის რკინის ნაჭრების, მათ დასაჭრელად განკუთვნილი ხელსაწყოების შემთხვევის ადგილზე აღმოჩენა და ბრალდებულების დაკავება შეესაბამება როგორც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შექმნილ საპროცესო დოკუმენტებში მითითებულ გარემოებებს, ასევე ნეიტრალური პირების - ექსპერტის, თარჯიმნის და მოწმე ვ--–------------–---–ის ჩვენებებს. შესაბამისად ბრალდებულების არათანმიმდევრული განმარტებები, რაც საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოვლინდა, რისკის ქვეშ ვერ დაყენებს და ვერ აბათილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ დ------------------ი და მ--------------------ი ფაქტობრივად ვერ დაეუფლნენ ნივთებს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი დაკავება), შესაბამისად ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დაუმთავრებელი დანაშაული მე-19 მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულები წინასწარ დაუკავშირდნენ ტაქსის მძღოლს ვ.ჯ-----–---–ს, მის ა/მანქანაში ჩაალაგეს რკინის დასაჭრელად საჭირო იარაღები და სთხოვეს გ------------თან მიყვანა, შემდეგ კი ისევ სახლში დაბრუნება, აშკარად მიუთითებს, რომ ისინი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით და ერთობლივად, შესაბამისად, ვინაიდან ნივთების დაუფლების მომენტში დ------------------ი და მ--------------------ი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ერთდროულად მიიღეს მონაწილეობა რკინის ნაჭრების ქურდობაში, მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება ბრალდებულების, კერძოდ მ--------------------ის განმარტებას, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს, თუმცა მას არ ჰქონია ნივთების მისაკუთრების მიზანი, მხოლოდ ვ--------–--–---–-–---–ს დაეხმარა მანქანში ნივთების ჩალაგებაში, ხოლო დ------------------მა საერთოდ უარყო ნივთების დაუფლების მომენტში შემთხვევის ადგილზე ყოფნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების აღნიშნული პოზიცია მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყურად დგინდება, რომ მ------- და დ------------------ების ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - ქურდობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად, ბრალდების მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენება და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული გარემოებებიც დამყარებულია მის ჩვენებაზე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილზე. დაზარალებულის წარმომადგენელმა სასამართლოში განმარტა, რომ მოპარული ნივთების 1 ტონის გამოცვლის ფასი არის 4 160 ლარი, ხოლო ამ შემთხვევაში მონტაჟი საჭიროა 300 კილომდე რკინის მასალისთვის. რაც ობიექტურად აღემატება 150 ლარს.

 

ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ------------------მა და მ--------------------მა მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - გაცნობიერებული ჰქონდათ რა, რომ ნივთები წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, სურდათ მათი დაუფლება და სცადეს დაუფლებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ ხიდის ანტისეისმური ლითონის საბჯენებსა და მათ სამაგრებს, დ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მ--------------------მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ბრალდებულების ნასამართლობის საკითხი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით მ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით, რომელიც გადაუხდელია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირობით გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა.

 

მ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ნასამართლობის პერიოდში განზრახი დანაშაულის ჩადენა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აღნიშნავს, რომ დ------------------ის მიმართ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში - 4 წელი და 9 თვე, ხოლო ვინაიდან სსკ-ის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მას ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოყენების შედეგად გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, დ------------------ის მიმართ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. რაც შეეხება მ--------------------ს, მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში- 4 წელი და 9 თვე, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და იგი აღკვეთილ იქნა მცდელობის სტადიაზე, რამაც თავის მხრივ გაამარტივა დაზარალებული ორგანიზაციისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი, მიზანშეუწონელია სასჯელის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებით განსაზღვრა.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

დ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

მ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თ/ა 1 წელი და 9 თვე) და საბოლოოდ, დ------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დ------------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.

3. დ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. მ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ--------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

5. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ--------------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.

 

6. მ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. საქმეზე დართული ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე