განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100119002920801
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1351-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ--------------

 

ბრალდებული - მ----------------–---–- (პირადი #3----------), დაბადებული 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები ს-------- რიონის სოფელ ჭ-------–-–-, მ--- I ჩიხი #--ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი მ----------------–---–- 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, ე---------- ქ.#--ის მიმდებარედ ყოფნისას, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

ცივი იარაღის ტარება

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის მთავარი ს-----------–------–-----------–--------------------–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მოწმე რ------------------ ჩვენებით, 2019 წლის 19 იანვარს, მეწყვილესთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მეტროსადგურ ,------------- ზედა მხარეს, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს მ----------------–---–-. უთხრეს, თუ რამე ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო, წარედგინა, რის შემდეგაც მან წარადგინა დანა. აღნიშულთან დაკავშირებით შეადგინეს ოქმები და ადგილზე დალუქეს დანა, რაც შემდეგ ექსპერტიზაზე გაიგზავნა. მიღებული დასკვნის თანახმად, აღნიშნული დანა წარმოადგენდა ქარხნულ წესით დამზადებულ ცივ იარაღს. გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და ნასამართლობის შესახებ, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მ----------------–---–- ნასამართლევი იყო, რის შემდეგაც გამოძიება აწარმოა თ----–------–------–---–--.

 

ამავე განყოფილების გამომძიებლის, მოწმე თ----–------–------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს, რ------------------ პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მ----------------–---–-ს მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე, რადგან აღნიშნული პირი ნასამართლევი იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით და იმ დროისათვის გადაუხდელი ჰქონდა ჯარიმა. ჩაატარა საჭირო ღონისძიებები, წარუდგინა ბრალდება, რასაც მ----------------–---–- სრულად ეთანხმებოდა და დადგენილებას ხელიც მოაწერა.

 

მოწმემ განმარტა, რომ, საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 10 იანვარს მ----------------–---–- შეჩერებული იყო მეტრო ,------------- მიმდებარედ, შედგენილი იყო ოქმები დანის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით. დანა მ----------------–---–- ჩამორთმეული ჰქონდა პირადი გასინჯვით, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, რომლის დასკვნითაც, დანა ცივ იარაღს მიეკუთვნებოდა.

 

პირის ზედაპირული შემოწმებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმების თანახმად, 2019 წლის 10 იანვარს, თბილისში, თ.ე---------- ქ.#--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერებულ იქნა მოქ. მ----------------–---–-, რა დროსაც ზედაპირული შემოწმებით აღმოაჩნდა შავტარიანი დანისმაგვარი გასაშლელი საგანი, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში არის დაახლოებით 20 სმ. პირზე წარწერით ,,Columbia‘‘. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი რ----------------- და მ----------------–---–-.

 

2019 წლის 10 იანვრის რეაგირების ოქმით, მ----------------–---–- ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა დანისმაგვარი გასაშლელი საგანი, რაზეც განაცხადა, რომ ეკუთვნის მას, რომელსაც ატარებს ხშირად. მანვე განმარტა, რომ ხსენებულ საგანს არ მოიხმარს უკანონობისთვის, მას მოსწონს მსგავსი ნივთების ქონა. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი რ----------------- და მ----------------–---–-.

 

2019 წლის 17 იანვრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #----–- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, მ----------------–---–-ს პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------------- და განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა დალუქულ მდგომარეობაში, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გახსნისას მასში აღმოჩნდა დანა, რაც გამოკვლეულ იქნა როგორც კრიმინალისტიკურად, ისე - ოპტიკურ-კრიმინალისტიკური ხელსაწყოების მეშვეობით. დადგინდა, რომ დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ამის შემდეგ დანა დაილუქა პაკეტთან ერთად და ჩაბარდა კანცელარიას, დასკვნასთან ერთად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით, მ----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

მ----------------–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------- განჩინებით ზემოხსენებული განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა ჯარიმით 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის წერილით, მ----------------–---–-ს მიმართ 2----–-–----------- განჩინების საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, თუმცა მოვალეს არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლი 16 იანვრის წერილით, მ----------------–---–- 2----–-–----------------- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის ვადა დაუსრულდა 2018 წლის 29 დეკემბერს.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, ზემოთ განხილული, რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დადასტურებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი მ----------------–---–- 2019 წლის 10 იანვარს, თბილისში, ერსთავის ქ.#--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივი იარაღს - დანას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ, მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალდებულ მ----------------–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის მე-2 მუხლის ,,ო‘‘ პუნქტის თანახმად, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი.

 

ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მოცემულ შემთხვევაში, მ----------------–---–- დანა შენახული ჰქონდა ქურთუკის ჯიბეში, თბილისში, მეტროსადგურ ,------------- ზედა მხარეს, ე---------- ქუჩაზე გადაადგილებისას, ე.ი. მ----------------–---–- ატარებდა ცივი იარაღს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს.

 

ამრიგად, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლის არსებობის პიროებებშიც არ დაეკისრება პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის. 2019 წლის 10 იანვრის რეაგირების ოქმით ირკვევა მ----------------–---–-ს პოზიცია დანის აღმოჩენის შემდეგ. კერძოდ, მან დანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხშირად ატარებს, რადგან მოსწონს მსგავსი ნივთები. ამასთან, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოვლენილა აღნიშნული მუხლის შენიშვნაში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით მ----------------–---–- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისათვის, რაც, ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის წერილით ირკვევა, რომ მ----------------–---–- 2----–-–----------------- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი დაუსრულდა 2018 წლის 29 დეკემბერს, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის წერილის თანახმად, მ----------------–---–- არ აქვს გადახდილი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------- განჩინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობის გამო განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის შეცვლისას.

 

შესაბამისად, 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მ----------------–---–- არ ჰქონდა გადახდილი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა. აქედან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის დროს მ----------------–---–- ნასამართლევი იყო.

 

ამდენად, სახეზეა მ----------------–---–-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ყველა ნიშანი - დანა, რომელსაც იგი ფლობდა 2019 წლის 10 იანვარს თბილისში, ე---------- ქუჩაზე, წარმოადგენს ცივ იარაღს, ამასთან, იგი ნასამართლევი იყო განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ მ----------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, როგორც ფაქტობრივ, ისე, სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ, მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ მ----------------–---–-- ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს დანაშაულის ჩადენისათვის მითითებული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია, რადგანაც ცივი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან მისი გამოყენება სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც შერჩეული სასჯელის მეშვეობით მსჯავრდებულსა და სხვა პირზე უნდა განხორციელდეს კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მ----------------–---–- 2----–-–----------------- განაჩენით მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობას, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე გარემოებას სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მ----------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ამასთან, სასამართლო, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მ----------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული და 2----–-–----------- განჩინებით შეცვლილი მოუხდელი სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანაშაულის საგანი - დანა უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს მ----------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------- განჩინებით შეცვლილი მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----------------–---–- სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ----------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მ----------------–---–-ს პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე