გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2019
საქმის ნომერი
041210019003171556
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 041210019003171556

N2/122-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე - სა---------–-----------------------------------------------------------ო;

წარმომადგენელი - ეკ-----–--ე,მოპასუხე - შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“

დირექტორი - გრი----–-----------–-–---–ი,დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -სათვის სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ 360.95 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შ--------–---------------ს, სა---------–-----------------------------------------------------------ოსა და სს „ენ------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-121 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს დავალიანებაა 360.95 ლარი.

 

შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს დავალიანება წარმოიშვა სს ,,საქ--------–-------------------–----------------–--------------------ის" მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რადგან აბონენტმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა. მოპასუხე ვალდებულია სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის დასახელებული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია სს ,,საქ--------–-------------------–----------------–--------------------ის" მიმართ. მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადახდილი აქვს სრულად, ამასთან, კიდევაც რომ ჰქონდეს დავალიანება, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 10 ოქტომბერს სსიპ „საწ-----------------ის“ სააგენტოს ბრძანების (№1-3---6) საფუძველზე განხორციელდა სს „რი-------ს“, სს „გუ----------ს კა------ს“, სს „ლა------------ს“, სს „ძე------–----ს“, სს „შა--------ს“, შპს „აწ----ს“, სს „საქ--------–-------------------–----------------–--------------------ისა“ და შპს „აჭ----------------------ის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ენე--------I“-ე, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება (№1-3---6);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.1.2. 2010 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შ--------–---------------ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მეორე მხრივ, სს „ენე--------I-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდა კრედიტორისათვის, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება;

- მიღება-ჩაბარების აქტი.

- მოსარჩელის განმარტება

 

3.1.3. სს „ენ------------ს” დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნის თანახმად, სა---------–-----------------------------------------------------------ოსათვის გადაცემულ მოთხოვნებში შედიოდა შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“-ს (აბონენტის №21-------2) მიმართ დავალიანების თაობაზე მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დებიტორული მოთხოვნების შეფასების 2009 წლის 14 დეკემბრის N-5/20-აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა.

- აბონენტის ბარათი.

 

3.2.4. მოპასუხე შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“-ს (აბონენტის №21-------2) მიეწოდებოდა სს ,,საქ--------–-------------------–----------------–--------------------ის" მიერ ელექტროენერგია, რომელსაც იგი მოიხმარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 360.95 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს 2005-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი;

- ქვითარი.

 

3.2.2.შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2007 წლის 15 ივნისის ჩათვლით გადახდილი აქვს სს „ენე--------I-სათვის“ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რის გამოც მას დავალიანება არ გააჩნია. კიდევაც, რომ გააჩნდეს დავალიანება კომპანიას, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების 360.95 ლარის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 207, 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მუხლი.

- საქარ-----–---------------------------–-------–------------–ი კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი “

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ფომინი მოლდოვას წინააღმდეგ აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში Suominen v. Finland §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.

 

შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.( საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას, თუმცა სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდა, თუმცა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.

 

6.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისმენს რა მხარეთა პოზიციებს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს ”საქ--------–-------------------–----------------–--------------------ა" ელექტროენერგიას აწვდიდა შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს, ხოლო მოპასუხეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები და ამტკიცოს, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს, რომ ამასთან სარჩელი ხანდაზმულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“-ს და სს ,,სა---------–-------------------–---------------–--------------------ას" შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სა---------–-----------------------------------------------------------ომ დავალიანების წარმოშობის პერიოდად მიუთითა 2005-2007 წლები, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით, ქვითრით და ბილინგის ამონაწერით. მხარეთა განმარტებით უდავოა და დადგენილია, რომ შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხეს, იმის დასადასტურებლად, რომ მას სრულად აქვს გადახდილი 2005-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005 წლის 01 დეკემბრიდან 2007 წლის 15 ივნისამდე პერიოდში მოპასუხემ მოიხმარა 360.95 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და თანხა არ გადაუხდია.

 

2007 წლის 30 მაისამდე სს „საქ--------–-------------------–----------------–--------------------ის “ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქარ-----–---------------------------–-------–------------–ი კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ” საქ--------–-------------------–----------------–--------------------ის ”საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის ” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქარ-----–---------------------------–-------–------------–ი კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის “ მიხედვით.

 

საქარ-----–---------------------------–-------–------------–ი კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა გაფორმებულიყო შედარების აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენდა და მომხმარებელს წარუდგენდა ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავდა ასევე საქარ-----–---------------------------–-------–------------–ი კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს სს „ საქ--------–-------------------–----------------–--------------------ას “ წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

6.5. სსიპ „ საწ-----------------ის “ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3---6 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რი-------ს“, სს „გუ----------ს კა------ს“, სს „ლა------------ს“, სს „ძე------–----ს“, სს „შა--------ს“, შპს „აწ----ს“, სს „საქ--------–-------------------–----------------–--------------------ისა“ და შპს „აჭ----------------------ის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ენე--------I“-ე, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია. შესაბამისად სს ,,ენე--------I”-ის მიმართ, რომელიც შეიქმნა სსიპ ,,საწ-----------------ის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3---6 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს გააჩნდა დავალიანება 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2007 წლის 15 ივნისამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 360.95 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შ--------–---------------ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და, მეორე მხრივ, სს „ენე--------I“ -ის გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდა კრედიტორისათვის, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, სს „ენე--------I“-ს და მეორე მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შ--------–---------------ს (კრედიტორი) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქონების მიმღები) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მიმღებს გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“ -ს დავალიანება 360.95 ლარის ოდენობით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების შეძენის შესახებ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო.

 

მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

როგორც აღინიშნა მოსარჩელე სა---------–-----------------------------------------------------------ოს მოპასუხე შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“-ს მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, მაგრამ იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე ანუ ხანგრძლივი დროის გასვლამ განსაზღვრული სახით გავლენა მოახდინა პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის შპს „პრ-----------–--------------–------------------------------------ო“-ს მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე ირიცხება 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2007 წლის 15 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 360.95 ლარის დავალიანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული.

 

საქმეზე თანდართული ბრუნვის ისტორიის თანახმად, მოპასუხე მხარეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა უნდა ეწარმოებინა ყოველ მომდევნო თვეში.

 

6.8. მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის დავალიანება. 2007 წლიდან კი გასულია სამ წელზე ბევრად მეტი დრო. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ცალსახად ხანდაზმულია. რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს „პრ------------–--------------–------------------------------------ო“-ს მიმართ ფულადი თანხის 360.95 ლარის გადახდევინების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე