გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/537-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - მ----------- თ---------;
წარმომადგენელი - ნ---------------ე, ლ------ შ--–----ე,გ------- ჯ------ე, პ-----–-- თ---------ი;
მოპასუხე - მ---- თ---------;
წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–ი;
მესამე პირი ნოტარიუსი - ლ----------ე
წარმომადგენელი - დ----------------–ი;
თარჯიმანი - დ------------------ი;
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–-- 0-----–--ს ნოტარიუსის ლ----------ის მიერ მ---- თ---------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1--------, შესაბამისად მ----------- თ---------ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი მამის ა------– თ---------ის (პ/ნ 0----------) დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით დაიბადა და გაიზარდა ა-----ის რაიონის სოფელ დ----–აში, მისი მშობლები ა-----–-- და ნ----- თ---------ები, მათი კომლის წევრებად 1995 წლამდე აღრიცხული იყვნენ თვითონ მ----------- თ---------ი, მისი მეუღლე პ-----–-- თ---------ი მისი შვილი ა-------- თ---------ი და მისი ძმა მ---- თ---------ი. 1995 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მისი მეუღლე და შვილები დარჩნენ მისი მშობლების ბინაში საცხოვრებლად, დედამისი ნ----- თ---------ი გარდაიცვალა 1----–-–----------------–ს, ხოლო 2----–-–-----------ს გარდაიცვალა მამა ა------– თ--------- (პ/ნ 0----------), მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს სოფელ დ----–აში მდებარე 0.35 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, საიდანაც 2251 კვმ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1153 კვმ-ს.
ა------– თ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან თვითონ მ----------- თ---------ი, მისი ძმა მ---- თ---------ი და მათი და ა---ტ ბ--–-----ი (თ---------ი). 2----–-–-- მ---ის თვეში მისმა ძმამ მ---- თ---------მა განუცხადა მას და მის დას ა---ტ ბ--–-----ს, რომ სურდა მათი მშობლების დანაშთი სამკვიდრო ქონება გაეფორმებინა საკუთრების უფლებით. მან უთხრა, რომ საქრთველოში იმ დროისათვის მოქმედი კანონების შესაბამისად აუცილებლობას მოითხოვდა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაუფლებოდა თვითონ მისი ძმა მ---- თ---------ი მათი ნებართვით, (სიადვილის მიზნით ესენი იტყოდნენ უარს სამკვიდრო ქონებაზე მის სასარგებლოდ), შემდეგ იგი ჩავიდოდა საქართველოში გადაიფორმებდა ორივე ნაკვეთს და შემდეგ ერთ მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი ამჟამად შეადგენს 1153 კვმ-ს საკუთრებაში გადაუფორმებდა მას და თუ ამას არ დათანხმდებოდა მთელ დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაკარგავდნენ, სამივე შეთანხმდნენ და 2----–-–-- 2- მ---ს შეადგინეთ შესაბამისი თანხმობები მან და მისმა დამ ა---ტ ბ--–-----მა, რომლებიც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის ალექსანდრე კვიტოს მიერ.
თანხმობების მიღების შემდეგ მისმა ძმამ მ---- თ---------მა დაურეკა და უთხრა დღეიდან მათი მშობლების დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მათი აღარაფერია ყველაფერი მას ეკუთვნის. კითხვაზე თუ როდის გადმოუფორმებდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს მათი შეთანხმებიდან გამომდინარე, უთხრა რომ მან იცხოვრა მშობლებთან ბოლოს და მან გასწია მათი დაკრძალვის ხარჯები, ის არის მათი კანონიერი მემკვიდრე და ამიტომ არანაირ მიწის ნაკვეთს არ გადაუფორმებდა, მას შემდეგ, როგორც მან და მისმა დამ რამდენჯერმე დაურეკეს მ---- თ---------ს და თხოვეს მათი შეთანხმების პირობები შეესრულებინა, რაზეც მან უთხრა, რომ იგი არაფერს გადაუფორმებდა და საკითხის გადასაწყვეტად მიემართათ სასამართლოსათვის.
თავისი წარმომადგენლების მეშვეობით გამოითხოვეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, აღმოჩნდა, რომ 2----–-–-- 0-----–--ს ნოტარიუსის ლ----------ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის მიხედვითაც მამამისის მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 30000 (ოცდაათი ათასი) ლარად და მემკვიდრედ გამოცხადდა მისი ძმა მ---- თ---------ი, ხოლო აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მას მოთხოვილი აქვს ორივე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ვინაიდან მოპასუხემ მოატყუა და მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა, ამიტომ მიმართეს სასამართლოს სარჩელით და ითხოვს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა იქნას ბათილად ცნობილი, შესაბამისად ხელახლა განწილდეს მამამისის დანაშთი სამკვიდრო ქონება და მიეკუთნოს 1/3 წილი.
მას და მის უმცროს ძმას თ--------- მ---- ა------–ის ძეს და მის დას ა---ტ ა------–ის ასულ ბ--–-----ს (თ---------ს) შორის იყო ზეპირი შეთანხმება სამკვიდრო ქონების გაფორმებისათვის პროცედურების გაიოლების მიზნით უარი უნდა ეთქვა მას და მის დას სამკვიდრო ქონებაზე, ხოლო როდესაც მისი ძმა მ----------- თ---------ი დაასრულებდა აღნიშნული საბუთების გაფორმებას მის სახელზე, მაშინვე გადმოუფორმებდა ცალკე ნაკვეთს 1153კვმ-ს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მ---- თ---------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ნოტარიუსის მიერ შედგენილი სამკვიდრო მოწმობა შედგენილია კანონის სრული დაცვით. ამასთან, მშობლებს უვლიდა და ზრუნავდა მ---- თ---------ი, მშობლების გარდაცვალების შემდგომ კი დაკრძალვის ხარჯები გასწია მან. ასევე უძრავი ქონების მოვლა-პატრონობასაც ახორციელებდა იგი. 2002 წელს მთლიანად დაიწვა მშობლების სახლი და მის ადგილზე მ---- თ---------მა საკუთარი სახსრებით ააშენა საცხოვრებელი სახლი. როგორც მ----------- თ---------ი ასევე მეორე მემკვიდრე ა---ტ ბ--–-----ი აცნობიერებდნენ და კარგად იყო მათთვის ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ და არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ სამკვიდრო ქონებაზე. მათ გამოავლინეს თავისუფალი ნება და დააფიქსირეს პოზიცია, რომ უარს აცხადებდნენ თავიანთ სამკვიდრო წილზე მ---- თ---------ის სასარგებლოდ. ასევე რაიმე სახის შეთანხმებას და დაპირებას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია.
2.2. მოპასუხე ნოტარიუსმა ლ----------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით, რასაც მოსარჩელეც არ უარყოფს. ნოტარიუსის მოპასუხედ/მესამე პირად ჩართვას ამ პროცესში არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან მოსარჩელე ეჭვის ქვეშაც არ აყენებს სამკვიდრო მოწმობის კანონიერების საკითხს, ის გარემოება, რომ მემკვიდრეებს შორის კონკრეტული შეთანხმება იყო სამკვიდრო წილის დათმობასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ნოტარიუსისათვის ცნობილი არ იყო, წარდგენილი დოკუმენტები იძლეოდა სანოტარო აქტის გაცემის შესაძლებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის მ----------- ოროიანის დედა ნ----- თ---------ი გარდაიცვალა 1----–-–----------------–ს, ხოლო 2----–-–-----------ს რუსეთის ფედერაციაში გარდაიცვალა მამა ა------– თ--------- (პ/ნ 0----------), რომელიც იმ დროისათვის ცხოვრობდა მ---- თ---------ის საცხოვრებელ სახლში. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს სოფელ დ----–აში მდებარე 0.35 ჰა. ფართობის მიწის ნაკვეთები, საიდანაც 2251 კვმ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1153 კვ.მ-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საარქივო ცნობა( იხ. სფ 23-24);
მიწის განაწილების სია( იხ. სფ 25);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1 ა------– თ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან თვითონ მ----------- თ---------ი, მისი ძმა მ---- თ---------ი და მათი და - ა---ტ ბ--–-----ი (თ---------ი). 2----–-–-- მ---ის თვეში მ---- თ---------მა სურვილი გამოთქვა მიეღო მემკვიდრეობა და განუცხადა მოსარჩელეს, რომ სურდა მშობლების დანაშთი სამკვიდრო ქონება გაეფორმებინა საკუთრების უფლებით. შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელემ 2----–-–-- 2- მ---ს ნოტარიუსის მონაწილეობით შეადგინეს დოკუმენტი ძმის მ---- თ---------ის სასარგებლოდ დედისა და მამის სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმის შესახებ სადაც მითითებულია, რომ მ----------- თ---------მა და ა---ტ ბ--–-----მა იციან რა, რომ 2----–-–-----------ს გარდაცვლილი მამის ა------– თ---------ისა და 1----–-–----------------–ს გარდაცვლილი დედის ნ----- თ---------ის სამკვიდროს გახსნის შესახებ. აცხადებენ, რომ სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული აქვთ, სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე გაშვებული ვადის აღდგენაზე სასამართლოს არ მიმართავენ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით არ სარგებლობენ, სამკვიდროზე უარის თქმა შეუქცევადია, არ დაიშვება სამკვიდროზე უარის თქმა ნაწილობრივ. დოკუმენტი დამოწმებული იქნა მ-------ის ოლქის ო----–------ ნოტარიუსის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამკვიდრო მოწმობა( იხ. სფ 19-22 );
მ----------- თ---------ისა და ა---ტ ბ--–-----ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, იხ. სხდომის ოქმი 17.10.19წ., 08.11.2019წ.
3.2.2. მოსარჩელემ 2----–-–-- 2- მ---ს ნოტარიუსის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტშიც მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონებით ფაქტობრივი ფლობითა და მართვით არ სარგებლობდა და საქმის განხილვითაც ვერ დადგინდა, რომ მოსარჩელე მ----------- თ---------ი რაიმე ფორმით ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას. სამკვიდრო ქონება მდებარეობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც, უკანასკნელ პერიოდამდე, საქართველოში არ ჩამოსულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ.სას. სხდომის ოქმი);
3.2.3. 2----–-–-- 0-----–--ს ნოტარიუსის ლ----------ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა N1-------- მ---- თ---------ის სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც მ---- თ---------ის მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 30000 (ოცდაათი ათასი) ლარად. მ---- თ---------მა მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა სამკვიდრო უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები, განცხადების მიღების ბარათი (იხ. სხდომის ოქმი 08.11.2019წ.);
3.2.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა სხვაგვარი შეთანხმება სამკვიდრო ქონების განაწილებაზე მანამდე ვიდრე მ---- თ---------ი მიიღებდა სამკვიდრო მოწმობას. მოსარჩელე მხარის მითითებით შეთანხმება გულისხმობდა, რომ სამკვიდრო ქონების გაფორმებისათვის პროცედურების გაიოლების მიზნით უარი უნდა ეთქვა მოსარჩელეს სამკვიდრო ქონებაზე, ხოლო როდესაც მისი ძმა მ----------- თ---------ი დაასრულებდა აღნიშნული საბუთების გაფორმებას მათ სახელზე ,,გადააფორმებდა" სამკვიდრო მასაში შემავალ 1153 კვმ. მიწის ნაკვეთს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ უარი თქვა სამკვიდრო ქონების მიღებაზე დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, ამჟამად ძალაშია არ გაუქმებულა. მოსარჩელისვე განმარტებით ეს სანოტარო დოკუმენტები შედგენილია ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით. მმ----------- თ---------სა და ა---ტ ბ--–-----ს გააზრებული ჰქონდათ, რომ ამ დოკუმენტის შედგენის შემდეგ მოპასუხე მიიღებდა მათივე მშობლების დანაშთ ქონებას სრულად. მოსარჩელეთა განმარტება კონკრეტული შეთანხმების შესახებ არ დასტურდება მოპასუხის განმარტებით, ამ შეთანხმების შესახებ არ შედგენილა რაიმე დოკუმენტი. მხოლოდ ახლო ნათესავების მითითება ასეთი შეთანხმების შესახებ ვერ დაადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან არ ასახავს რეალურ ვითარებას და არის მიკერძოებული დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1478-ე, 1500-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 2----–-–-----------ს გარდაცვლილ ა------– თ---------ს და 1----–-–----------------–ს გარდაცვლილ ნ----- თ---------ს ანდერძი არ დაუტოვებიათ. ა------– თ---------ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები: მ----------- თ---------ი, მ---- თ---------ი და ა---ტ ბ--–-----ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მეორე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მესამე ნაწილით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–-- 0-----–--ს ნოტარიუსის ლ----------ის მიერ 2----–-–-- 2- მ---ს შედგენილი მ----------- თ---------ის და ა---ტ ბ--–-----ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობებზე დაყრდნობით გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის მიხედვითაც მამკვიდრებლის ა------– თ---------ის სამკვიდრო ქონება მიიღო მ---- თ---------მა.
ნოტარიუს ლ----------ის მიერ შესწავლილი იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დარწმუნდა, რომ ა------– თ---------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურებულია ა------– თ---------ის გარდაცვალების მოწმობით N1----------, გაცემული სრს ა-----ის სამსახურის მიერ 0-.0-.2019 წ, სამკვიდროს გახსნის ადგილია ა-----ა სოფ. დ----–ა, მემკვიდრეობა გაიხსნა ა------– თ---------ის დანაშთ მთლიან სამკვიდრო ქონებაზე. მ---- თ--------- არის მამკვიდრებლის, ა------– თ---------ის 1-ლი რიგის მემკვიდრეა – შვილი, რაც დასტურდება მისი დაბადების მოწმობით N5---------- გაცემული სსგს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2-.0-.2019 წელს. მამკვიდრებლის სხვა 1-ლი რიგის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღებასე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. კერძოდ, მამკვიდრებლის მეუღლე, ნ----- თ--------- გარდაცვლილია, ხოლო შვილებს: მ----------- თ---------ს და ა---ტ ბ--–-----ს წარმოდგენილი აქვთ განცხადებები სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებს დამოწმებული რფ ნოტარიუსის ა-–----------------ოს მიერ 2-.0-.2019 წელს, რეესტრი L-----------------------; მემკვიდრის განცხადებით სხვა (რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ. სხვა პირს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება მის სანოტარო ბიუროში არ წარუდგენია. ასეთი განცხადება არ არის რეგისტრირებული ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში.
დადგენილია, რომ ა------– თ---------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს სოფელ დ----–აში მდებარე 0.35 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, საიდანაც 2251 კვმ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1153 კვმ-ს.მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 30000 (ოცდაათი ათასი) ლარად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ მოატყუა, მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა და ამ გზით დაეუფლა ქონებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ---- თ---------ზე მის მშობლების სამკვიდრო ქონებაზე, 2----–-–-- 2 ივლისს სამკვიდრო მოწმობა N1-------- გაიცა კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. სამკვიდრო შეიძლება მიღებული იქნეს ორი საშუალებით: სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობითა და მართვით. განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს წერილობით სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში. ქონების ფაქტობრივი ფლობა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. ქონების ფაქტობრივად ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, მამკვიდრებლის ფასიანი ქაღალდების და სხვ. შენახვა. სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
6.2. მოსარჩელემ ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ქონებაზე სოფელ დ----–აში მდებარე 0.35 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, საიდანაც 2251 კვმ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1153 კვმ-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი დროს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სამკვიდრო არ მიუღია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ სამკვიდრო ქონებაზე. მათ გამოავლინეს თავისუფალი ნება და დააფიქსირეს პოზიცია, რომ უარს აცხადებდნენ თავიანთ სამკვიდრო წილზე მ---- თ---------ის სასარგებლოდ არ არსებობს სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს არ გააჩნია სასამართლოს მიერ სამკვიდრო მოწმობის ბათილად აღიარების იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ იგი ფაქტობრივი ფლობით, (რაიმე ფორმით) არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიუხედავად მისთვის იურიდიული შედეგი ვერ დადგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–-- 0-----–--ს ნოტარიუსის ლ----------ის მიერ მ---- თ---------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1-------- და მ----------- თ---------ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი მამის ა------– თ---------ის (პ/ნ 0----------) დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის, მ----------- თ---------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხე მ---- თ---------ი გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------- თ---------ის სარჩელი, მ---- თ---------ის და მესამე პირის ნოტარიუს ლ----------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მ----------- თ---------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი