გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003058016
საქმე №2-2040/19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ს---–--- ს---------ე, ნ------- ღ------------ე, ო---- ს---------ე
წარმომადგენელი - ვ-–-----------–---–ი
მოპასუხე - მ--------- ტ------–--ე
წარმომადგენელი - გ--–----------ე
დავის საგანი- შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელეებს, ს---–--- ს---------ეს, ო---- ს---------ეს და ნ------- ღ------------ეს მცირეწლოვან ს--- ს---------ესთან განესაზღვროთ ურთიერთობის დღეები: კერძოდ, მამას, ს---–--- ს---------ეს, ბაბუას ო---- ს---------ეს და ბებიას ნ------- ღ------------ეს, ჰქონდეთ უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათს დღის 17:00 საათიდან 21:00 საათამდე დამოუკიდებლად შეხვდნენ და ჰქონდეთ ურთიერთობა ს--- ს---------ესთან, ხოლო ყველა შაბათ კვირას, შაბთს დღის 09:00 საათიდან, კვირა დღის 21:00 საათამდე ს--- ს---------ე წაიყვანონ ღამის თევით მოსარჩელეების ოჯახში. ასევე ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელეთა არჩევით) მცირეწლოვანი ს--- ს---------ე 20 დღის ვადით მოსარჩელეებმა წაიყვანონ დასასვენებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ--------- ტ------–--ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეებს ურთიერთობა ჰქონდეთ მცირეწლოვან ს--- ს---------ესთან, მაგრამ ვინაიდან დედა მ--------- ტ------–--ე მუშაობს და ისვენებს შაბათ კვირას. თანახმაა ს---–--- ს---------ემ წაიყვანოს თავისთან ს--- ს---------ე შაბათ დღეს 09:00 საათიდან კვირას 09:00 საათამდე ღამის თევით, ასევე თანახმაა, რომ ზაფხულში დასასვენებლად წაიყვანოს 10 დღემდე ვადით, რაც შეეხება ბებიას და ბაბუას თანახმაა, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ შვილიშვილთან, მხოლოდ თანახმა არაა წაიყვანონ ს--- ს---------ე ღამის თევით და დასასვენებლად, მითუმეტეს როცა მამა წაიყვანს თავისთან ისედაც ექნებათ ურთიერთობა, რადგან ს---–--- ს---------ე ცხოვრობს მშობლების ოჯახში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--------- ტ------–--ე და ს---–--- ს---------ე დაქორწინდნენ 2012 წლის 6 ნოემბერს. მეეუღლეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი;
3.1.2. მ--------- ტ------–--ეს და ს---–--- ს---------ეს ჰყავთ ერთი შვილი, 2012 წლის 11 დეკემბერს დაბადებული ს--- ს---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ს--- ს---------ის დაბადების მოწმობის ასლი;
3.1.3. მ--------- ტ------–--ე და ს---–--- ს---------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად, განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, ჭ--------- ქუჩა N51-57, ბინა N72
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ს--- ს---------ე ნ------- ღ------------ის და ო---- ს---------ის შვილიშვილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ს---–--- ს---------ის დაბადების მოწმობის ასლი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--------- ტ------–--ე ქორწინების განმავლობაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ს--- ს---------ესთან ერთად ცხოვრობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წ-----–- მე-2, N51, ბინა N3-ში მეუღლის მშობლებთან, კერძოდ მამამთილთან ო---- ს---------ესთან და დედამთილთან ნ------- ღ------------ესთან ერთად. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მცირეწლოვანი ს--- ს---------ე შეჩვეულია ბებიასა და ბაბუასთან ერთად ცხოვრებას და ურთიერთობას, შეს---მისად აქვს მათთან კარგი ურთიერთობა.
სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ რაც მ--------- ტ------–--ე განქორწინდა და საცხოვრებლად გადავიდა შვილთან ერთად ქ. ბათუმში, ბებიას ნ------- ღ------------ეს, ბაბუას ო---- ს---------ეს და მამას ს---–--- ს---------ეს ხანმოკლე დროით აძლევდა საშუალებას ენახათ მცირეწლოვანი ს--- ს---------ე, ბოლო რამოდენინე თვეა მოსარჩელეებს არ აძლევს ბავშვთან შეხვედრის უფლებას, რითაც იზღუდება მათი უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მიიჩნევს, რომ ს---–--- ს---------ის, ნ------- ღ------------ის და ო---- ს---------ის სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე მ--------- ტ------–--ე დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეებს ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობაში. ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს მიეცეთ საშუალება ურთიერთობა იქონიონ თავის არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან, 2012 წლის 9 დეკემბერს დაბადებულ ს--- ს---------ესთან და მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. შეს---მისად ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს განესაზღვროს არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეთ წაიყვანონ ს--- ს---------ე თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვეში ორჯერ, კერძოდ ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს საღამოს 19:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; ს---–--- ს---------ეს მიეცეს უფლება წაიყვანოს ს--- ს---------ე ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) 20 დღით დასასვენებლად ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცით და ბავშვის უფლებათა კოდექსით, ასევე სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შეს---მისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შეს---მისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ მხარეები ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს დედის, მ--------- ტ------–--ის საცხოვრებელი ადგილი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებია-ბაბუასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებთ სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვებისა და მშობლების, აგრეთვე, ბებია-ბაბუას ურთიერთდამოკიდებულება, ბავშვების ასაკი, ემოციური კავშირი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს (შდრ: სუსგ №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი, პ-1.6.2).
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილის აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე.
ზ/ემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს პაპისა და ბებიის მიერ არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესს.
დადგენილია, რომ ბებიას ნ------- ღ------------ეს და ბაბუას ო---- ს---------ეს მოპასუხე მ--------- ტ------–--ე ხანმოკლე დროით აძლევდა საშუალებას ენახათ მცირეწლოვანი ს--- ს---------ე, ბოლო რამოდენიმე თვეა ბებიასა და ბაბუას არ ეძლევათ მცირეწლოვან ს--- ს---------ესთან შეხვედრის საშუალება, რითაც იზღუდება მათი უფლება.
6.4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისათვის. ამავე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.
6.5. ზ/ემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მშობლის მიერ მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს, ასევე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს პაპასა და ბებიის მიერ მცირეწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა განმარტებების და ასევე თავად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უნდა მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილთან/შვილიშვილთან და მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაშიც. შეს---მისად: მოპასუხე მ--------- ტ------–--ე დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეებს ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობაში. ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს მიეცეთ საშუალება ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან, 2012 წლის 9 დეკემბერს დაბადებულ ს--- ს---------ესთან და მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. შეს---მისად ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს განესაზღვროთ არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეთ წაიყვანონ ს--- ს---------ე თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვეში ორჯერ, კერძოდ ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს საღამოს 19:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; ს---–--- ს---------ეს მიეცეს უფლება წაიყვანოს ს--- ს---------ე ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) 20 დღით დასასვენებლად ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეს---მისად მოპასუხე მ--------- ტ------–--ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის ოდენობით გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---–--- ს---------ის, ნ------- ღ------------ის და ო---- ს---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე მ--------- ტ------–--ე დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეებს ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობაში;
1.2. ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს მიეცეთ საშუალება ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან, 2012 წლის 9 დეკემბერს დაბადებულ ს--- ს---------ესთან და მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. შეს---მისად ს---–--- ს---------ეს, ნ------- ღ------------ეს და ო---- ს---------ეს განესაზღვროთ არასრულწლოვან ს--- ს---------ესთან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეთ წაიყვანონ ს--- ს---------ე თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვეში ორჯერ, კერძოდ ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს საღამოს 19:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;
1.3. ს---–--- ს---------ეს მიეცეს უფლება წაიყვანოს ს--- ს---------ე ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) 20 დღით დასასვენებლად ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
2. მოპასუხე მ--------- ტ------–--ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე