განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4605-17
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ი------------–---–-ს, ლ------------ის, მ------–--------ს, ლ-–----------–---–-ს,ბრალდებულების _ გ----------------ს, ბ----------------ს,ადვოკატების _ თ---------–-----ს, ს----------–--------ს, თ----------------ს, გ------------------–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------------------–--------------ს (დაბადებული 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, არასრული-საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----კში, ი-----------------------ის, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–----------------------------------------------–------–-----------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,ბრალდებულ ბ----------------------------ს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------–-----------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ვ---------–--------------------------–---------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ვ---------–--------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------- და ბ----------------, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ი----------–--ს კუთვნილ „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით A------) საბურავებს, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ:
დაზარალებულ ი----------–--ს ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს, ღამის საათებში, პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა მისი კუთვნილი, „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის საბურავების ქურდობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მანქანის საბურავებს მოხსნილი ჰქონდა ჭანჭიკები. აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა მის საკუთრებას, თუმცა ოფიციალურად მის სახელზე რეგისტრირებული არ იყო. მანქანა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იდგა ქუჩაში. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას ზიანი არ მისდგომია.
მოწმე ნ-----------–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს, ღამის საათებში, მეწყვილეებთან: პ---------------ესთან და გ--------------–---ძესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ვ---------–--------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა ორი მამაკაცი, რომლებიც იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით ერთი საათის შემდგომ, კვლავ დაბრუნდნენ N---- კორპუსთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მდგარ „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანასთან შენიშნეს ჩაცუცქულ მდგომარეობაში მყოფი ზემოაღნიშნული ორი პიროვნება, რომლებიც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობდნენ მანქანის საბურავების მოხსნას. მათთან მიახლოებისას აღნიშნული პირები, რომლებიც აღმოჩნდნენ გ---------------- და ბ----------------, შეეცადნენ მიმალვას, თუმცა შეძლეს მათი შეჩერება და ბრალდებულის სახით დაკავება. მისივე განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ბ----------------ს დაკავებაში, რომლის პირადი ჩხრეკისას, მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები და ჭანჭიკის მოსაშვები ქანჩი, ხოლო მარცხენა ხელიდან - ოთხი ჭანჭიკი. გ---------------- და ბ---------------- აღიარებდნენ ჩადენილ ქმედებას და ითხოვდნენ პატიებას.
მოწმე პ---------------ის ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს, ღამის საათებში, მეწყვილეებთან: ნ-----------–-–---–თან და გ--------------–---ძესთან ერთად მოძრაობდა თბილისში, ვ---------–--------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნა ორი პიროვნება, რომლებიც ფანჩატურში სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით ერთ საათში კვლავ დაბრუნდნენ იმავე ადგილას, სადაც შენიშნეს ზემოაღნიშნული ორი პიროვნება, რომლებიც კორპუსის წინ გაჩერებული „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანიდან ცდილობდნენ საბურავების მოხსნას. მათთან მიახლოებისას აღნიშნული ორი პიროვნება, რომლებიც აღმოჩნდნენ გ---------------- და ბ----------------, შეეცადნენ გაქცევას, თუმცა შეძლეს მათი დაკავება. დაკავებულებს ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბ----------------ს მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები და ჭანჭიკის მოსაშვები ქანჩი, ხოლო მარცხენა ხელიდან - ოთხი ჭანჭიკი. გ----------------ს პირადი ჩხრეკისას კი ამოიღეს ოთხი ჭანჭიკი და ორი ჭანჭიკის მოსახსნელი დეტალი, რომელსაც ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალი ეჭირა ხელში, ხოლო ოთხი ჭანჭიკი ამოუღეს შარვლის ჯიბიდან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--------–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს, გ----------------სგან და ბ----------------სგან აიღო სუნის ნიმუშები, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 06 ნოემბერს გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2017 წლის 07 ოქტომბერს, თ---–--–-------------–---------------- მ/რაიონის, N---- კორპუსთან გაჩერებული „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: A------) საბურავების ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ზემოაღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან და ამავე მანქანის საბარგულის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის და იდენტურია ბრალდებულებისაგან: ბ----------------საგან და გ----------------საგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ------------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ნ----------------სთან ერთად გამოცხადდა თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსთან, სადაც მონაწილეობა მიიღო „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებაში, რომელსაც საბურავების სამაგრი ჭანჭიკები ჰქონდა მოხსნილი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი------------ის ჩვენებით, 2017 წლის 13 დეკემბერს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ჯ------საგან ამოღებული ნივთები“, მოთავსებულ მონაცრისფრო ჭანჭიკებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ----------------ს (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული გ------------------–--------------ს დაბ. 07.0--1--- წ. პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N1-ის გენეტიკურ პროფილში ბ----------------ს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ბ----------------------------ს დაბ. 0--0--1---წ. პირის ღრუდან“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მონაცრისფრო-მოყავისფრო ჭანჭიკებზე და პაკეტში, წარწერით: „ტ-------საგან ამოღებული ნივთები“, მოთავსებულ ორ მეტალის ხელსაწყოსა და ჭანჭიკებზე (ობ.N2-5) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------------------ის ჩვენებით, 2017 წლის ოქტომბერში, ბრალდებულ გ----------------საგან სტერილური დოლბანდის გამოყენებით აიღო სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის ოქტომბერში, ბრალდებულებისგან: ბ----------------სგან და გ----------------სგან აიღო ნერწყვის ნიმუში და ჩაატარა მათი დაქტილოსკოპირება, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ჯ----------–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსთან, სადაც მონაწილეობა მიიღო „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებაში. ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან და საბარგულის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან აიღო სუნის ნიმუშები, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.
ბრალდებულ გ----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, დილიდან, ბ----------------სთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც ლუდის სმა განაგრძეს თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ფანჩატურში. თან ჰქონდა ავტომანქანის ხელსაწყოები, რითაც დღის განმავლობაში ეხმარებოდა ბიძას მანქანის გაკეთებაში. ბრალდებულის ჩვენებით, მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის განზრახვა არ ჰქონია, ბ----------------სთან ერთად ცდილობდა ავტომანქანის საბურავებზე ჭანჭიკების მოხსნას. იყო ძლიერად ნასვამი და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. როდესაც შეძლო ვითარების გაცნობიერება, დატოვა შემთხვევის ადგილი, თუმცა დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოუღეს ჭანჭიკები, რომლებიც მოხსნა ი----------–--ს მანქანის ე.წ. „დისკებს“.
ბრალდებულ ბ----------------ს ჩვენებით, თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ავტოსამრეცხაოში მუშაობა დაასრულა დაახლოებით 18:00-19:00 საათზე, რის შემდეგაც გ----------------სთან ერთად დალია ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ლუდის სმა განაგრძეს თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ფანჩატურში. 07 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, შენიშნეს რამდენიმე მეტრში გაჩერებული „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანა, რაზეც გ----------------მ შესთავაზა მანქანის საბურავების მოხსნა, მისი გაყიდვა და მიღებული თანხით სასმელების შეძენა. იგი დასთანხმდა გ----------------ს შეთავაზებას, რის შემდეგაც გ-------მ ადგილზე მიიტანა ჭანჭიკების მოსახსნელი ქანჩი და დაიწყეს ავტომანქანის საბურავებზე ჭანჭიკების მოხსნა. საბურავების მოხსნამდე ისინი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც შეეცადნენ გაქცევას, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს მათი დაკავება. ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ქანჩები და ავტომანქანის ე.წ. „დისკებიდან“ მოხსნილი ჭანჭიკები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსის ეზოში, სადაც გაჩერებულია „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: A------. მანქანა დგას ბალახებში, რომელსაც აქვს ოთხი საბურავი და ოთხი კარი. მანქანის ოთხივე ე.წ. „დისკზე“ მოხსნილია ჭანჭიკები. ავტომანქანას აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება და ჩამტვრეული აქვს მინები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, კერძოდ, ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან და ავტომანქანის საბარგულის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, ბ---------------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 07 ოქტომბერს, 00:30 საათზე. მისი პირადი ჩხრეკის დროს, მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები, ხოლო მარცხენა ხელიდან - ოთხი ჭანჭიკი.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, გ---------------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 07 ოქტომბერს, 00:30 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკის დროს, შარვლის მარცხენა უკანა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საბურავის ოთხი ჭანჭიკი და ჭანჭიკის მოსახსნელი დეტალები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ----------------ს და ბ----------------ს ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. ამასთან, ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
სუბიექტური კრიტერიუმი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
რაც შეეხება ქურდობის მცდელობის დროს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დანაშაულის ბოლომდე მიყვანა არ ხდება დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებლად და ქმედება წყდება მცდელობის ეტაპზე, რა დროსაც დაზარალებულს არ ადგება ქონებრივი ზიანი, გასათვალისწინებელია ის გარემოება, დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შემთხვევაში, რა სახის ზიანი შესაძლოა მისდგომოდა დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ გ----------------ს და ბ----------------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ----------------ს და ბ----------------ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ გ---------------- ბ----------------სთან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ი----------–--ს კუთვნილი ავტომანქანის საბურავებს, დასტურდება როგორც დაზარალებულ ი----------–--ს, ბრალდებულ ბ----------------სა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ი----------–--მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მართალია იგი არ შესწრებია უშუალოდ ქურდობის მცდელობის ფაქტს, თუმცა როგორც პოლიციის თანამშრომლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, ორი პიროვნება, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობდა მისი ავტომანქანის საბურავების ფარულად დაუფლებას. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის დათვალიერებაში, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა საბურავების სამაგრი ჭანჭიკები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: ნ-----------–-–---–-ს და პ---------------ის ჩვენებებზე, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულების მიერ შესრულებული ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე, ასევე ჩადენის დროს და დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ გ---------------- და ბ---------------- არიან ის პირები, რომლებიც 2017 წლის 07 ოქტომბერს, თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ი----------–--ს კუთვნილი ავტომანქანის საბურავებს. საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მართალია გ----------------მ და ბ----------------მ მოხსნეს მანქანის საბურავების ჭანჭიკები, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, ვინაიდან დააკავეს ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელთა პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ავტომანქანის საბურავების ჭანჭიკები და ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები.
ის რომ ბრალდებულების: გ----------------ს და ბ----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ადგილი ჰქონდა დაზარალებულ ი----------–--ს კუთვნილი ავტომანქანის საბურავებიდან მოხსნილი ჭანჭიკების ამოღებას, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სრულად დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული ჩხრეკის ოქმებით, რითაც დგინდება, რომ ბრალდებულ ბ----------------ს პირადი ჩხრეკის დროს, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები, ხოლო მარცხენა ხელიდან - ოთხი ჭანჭიკი. ბრალდებულ გ----------------ს პირადი ჩხრეკისას კი, მისი შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საბურავის ოთხი ჭანჭიკი და ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები.
ჩხრეკის ოქმებში მითითებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ ავტომანქანის დათვალიერების ოქმთან, რითაც დასტურდება, რომ „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: A------, ოთხივე საბურავის ე.წ. „დისკზე“ მოხსნილი აქვს ჭანჭიკები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუშები ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან და ავტომანქანის საბარგულის წინ, ნიადაგის ზედაპირიდან, რაზეც გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: ბ----------------სგან და გ----------------სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
გ----------------ს და ბ----------------ს მხრიდან დაზარალებულ ი----------–--ს კუთვნილი ავტომანქანის საბურავების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტს ასევე ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რაც უტყუარად მოწმობს გ----------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურობას მისგან ამოღებული მონაცრისფრო ჭანჭიკებზე არსებულ გენეტიკურ პროფილთან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ ბ----------------ს ჩვენების იმ ნაწილზე, რომელმაც სრულად აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ სწორედ გ---------------- იყო ის პიროვნება, რომელმაც შესთავაზა თბილისში, ვ---------–------------------------ს, N---- კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული „ალფა რომეოს“ მარკის ავტომანქანის საბურავების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლება, რისთვისაც ადგილზე მიიტანეს სპეციალური ხელსაწყოები, რომელთა გამოყენებითაც ერთად მოხსნეს მანქანის ე.წ. „დისკებზე“ ჭანჭიკები, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, ვინაიდან ისინი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც დააკავეს და ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ჭანჭიკების მოსახსნელი ხელსაწყოები და ი----------–--ს კუთვნილი ავტომანქანის ე.წ. „დისკებიდან“ მოხსნილი ჭანჭიკები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ----------------ს ჩვენება, რომელმაც უარყო ავტომანქანის საბურავების ქურდობის განზრახვა და მიუთითა, რომ თითქოს საბურავის მოხსნის მცდელობა გამოწვეული იყო მისი სიმთვრალით, რა დროსაც ვერ აცნობიერებდა მისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათს, ხოლო მას შემდეგ, რაც შეძლო აღნიშნულის გაცნობიერება, შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება, წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რითაც დადგენილია, რომ გ---------------- დაკავებულია უშუალოდ ავტომანქანის ე.წ. „დისკებიდან“ ჭანჭიკების მოხსნის ფაქტზე, როდესაც იგი ჩაცუცქულ მდგომარეობაში ცდილობდა მანქანიდან საბურავის მოხსნას და არა ავტომანქანიდან მოშორებით, როგორც ამას ბრალდებული აღწერს მიცემულ ჩვენებაში. გ----------------ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებთან, არამედ უშუალოდ მის თანამზრახველ ბ----------------ს ჩვენებასთანაც, რომელმაც დეტალურად აღწერა გ----------------ს მიერ შესრულებული ქმედებები და მიუთითა, რომ სწორედ გ---------------- იყო ინიციატორი ავტომანქანიდან მოეხსნათ საბურავები და გაეყიდათ, რისთვისაც ადგილზე მიიტანეს სპეციალური ხელსაწყოები და ერთად ცდილობდნენ მანქანიდან საბურავების მოხსნას, რა დროსაც ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. გ---------------- აღნიშნული პოზიციით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. მის მიერ მიცემული ჩვენება არის არასარწმუნო და არათანმიმდევრული, რის გამოც სასამართლოს მიერ იგი გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, ფარულად დაეუფლონ სხვის ქონებას, რაც გ----------------მ და ბ----------------მ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით სისრულეში ვერ მოიყვანეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების: გ----------------ს და ბ----------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ბრალდებულ ბ----------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ბ----------------სა და თ---–--------------------------------–--------------------------------------–-–----------–--ლს შორის, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - ი----------–--სთან.
2019 წლის 11 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, პროკურორმა ლ-–----------–--ლმა ითხოვა, მასსა და ბრალდებულ ბ----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, კერძოდ, ბ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ლ-–----------–--ლმა, ბრალდებულმა ბ----------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----------------მ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ, საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულ ბ----------------სთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გაკეთებულია სწორად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულ ბ----------------ს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ითანამშრომლა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე
ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა ბრალდებულ ბ----------------ს მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ბ----------------ს და გ----------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები და საბურავის რვა ჭანჭიკი; ბ----------------ს და გ----------------ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე ბ----------------ს და გ----------------ს სუნის ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ს----------–----–------------------------------------------------------–------------------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–--------------------------------–--------------------------------------–-–----------–--ლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ლ-–----------–--ლსა და ბრალდებულ ბ----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი;
ბ----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, ბ----------------ს და გ----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს.
მსჯავრდებულ ბ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 07 ოქტომბრიდან - იმავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ----------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 07 ოქტომბრიდან - იმავე წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ბ----------------ს და გ----------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ჭანჭიკების მოსახსნელი დეტალები და საბურავის რვა ჭანჭიკი; ბ----------------ს და გ----------------ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე ბ----------------ს და გ----------------ს სუნის ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ს----------–----–------------------------------------------------------–------------------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
ბ----------------ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გ----------------ს მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე