განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
190100119002926201
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/243-19

(№0-----------)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ხ-----------------ა, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პ/ნ 0----------, ს----------–----------–---, ა---------–----–----–----------–---თ, ქმედების ჩადენისას ნ----------–------------ე, გ-------–-------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------–-----------–--------------–-----------;

 

ადვოკატი - დავით აბესაძე,თარჯიმანი - რამილა რასულოვა,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1.სასამართლომ დაადგინა:

რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით ხ-----------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2-----–---ის ოდენობით.

 

ხ-----------------ამ რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით დანიშნული ჯარიმა გადაიხადა 2----–-–-----------ს.

 

2----–-–------------------- საათზე, ხ-----------------ა ქ--–-------------ში, დ-----------–-----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 5.8204 გრამ ჰეროინს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

2----–-–----------------–--–-----------------–-------–-–-------------------ში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ------–------------–----------–--------------–----------ში მცხოვრები ხ-----------------ას მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ამავე განყოფილების თანამშრომლის ი-----–------–---ს პატაკი, რომლის თანახმად ხ-----------------ა სისტემატიურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებას და ნარკოტიკულ საშუალებას უნდა ინახავდეს როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ მისამართებზე.

 

აღნიშნული ინფორმაციის ირგვლივ 2----–-–----------------–ს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ი-----–------–--- 1---------- დროის შუალედში.

 

2----–-–----------------–ს გაცემული იქნა სასამართლოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებს ნება დაერთოთ ჩაეტარებინათ ხ-----------------ას (პირადი ნომერი 0----------) - პირადი ჩხრეკა.

 

ხ-----------------ას პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2----–-–--------------------12:05 დროის შუალედში, რა დროსაც მისი ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი ქ--------------–--ე, ხ-----------------ამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ჩხრეკის ოქმის ხელის მოწერაზე.

 

პირადი ჩხრეკის კანონიერების საკითხზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ჩხრეკა და მსგავსი სახის საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ზღუდავს პირის უფლებებს, ექვემდებარება დაუყონებლივ კონტროლს სასამართლოს მხრიდან. კერძოდ პირადი ჩრეკა უნდა ჩატარდეს სასამართლოს განჩინებით, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ასევე სასამართლოს მიერ კანონიერების შესწავლით. აქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებულია ვარაუდი, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.

 

საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაცვა არის კანონის სავალდებულო მოთხოვნა და აღნიშნულის არარსებობა წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების არაკანონიერად ცნობის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხ-----------------ას პირადი ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინებით, ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, საქმეზე არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია პირის კონკრეტული ადგილსამყოფელის მითითებით და მოწმის ჩვენება, რომელიც აღწერდა მიღებული ინფორმაციის სინამდვილეს. ნარკოტიკული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, როდესაც ძირითად მტკიცებულებას ბრუნვიდან ამოღებული ნივთი წარმოადგენს და ბრალდების მხარეს ამ ნივთის შეძენა, შენახვის ფაქტის დადგენა ევალება, საქმეზე გატარებული ღონისძიებები, სასამართლოს შეფასებით ქმნიდა იმ ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იყო მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

 

ბრალდებულმა ხ-----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მეგობარ ნ-----------------თან იმყოფებოდა სტუმრად და მიდიოდნენ ექიმთან, როდესაც ქუჩაში პოლიციის მანქანა შენიშნა, თანამშრომლებმა კი უთხრეს, რომ მას ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი ა/მანქანის შეჯახების გამო და უნდა გაჰყოლოდა მათ განყოფილებაში. ჩაჯდა ავტომობილში და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მდედრობითი სქესის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სთხოვეს სპორტული ქურთუკის გახდა და ჯიბეში რა ნივთებიც ჰქონდა ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა. მან შეამჩნია, რომ მისი ქურთუკი ერთ-ერთ მამაკაცს ეჭირა ხელში და დაუყვირა, რომ დაედო, ცოტა ხნის შემდეგ ამავე მამაკაცმა უთხრა ქალბატონებს, რომ ქურთუკი გაეჩხრიკათ და სწორედ მაშინ ამოიღეს მისი ჯიბიდან რაღაც ნივთი. იგი ცდილობდა აეხსნა, რომ ეს ნივთი მისი არ იყო და ის განყოფილებაში მოტყუებით იმყოფებოდა, თუმცა მას არავინ უსმენდა და უთხრეს, რომ დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულისათვის. ამ პროცესს თარჯიმანი მხოლოდ ბოლო ეტაპზე დაესწრო. მისგან ნიმუშები არ აუღიათ და ვერ ხსნის რატომ დაემთხვა მისი გენეტიკური პროფილი.

 

ხ-----------------ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები და თარჯიმანი.

 

მოწმე შ----------–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2----–-–----------------–ს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიგეგმა ხ-----------------ას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შეატყობინეს, რომ იგი გადაადგილდებოდა ქ.გ---------ში ა----–-----–-------აზე. ბრალდებული იმყოფებოდა ქალბატონთან ერთად, რა დროსაც იგი შეაჩერეს და გააცნეს სასამართლოს განჩინება პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით. მან ხელი არ მოაწერა. შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა და მისი ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი მცირე ზომის შეკვრა და 2 ცალი მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა და მან ამ შემთხვევაშიც უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ყველა მოქმედებაში მონაწილეობდა თარჯიმანი, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა მას. დაცვის მხარის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ამ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად თარჯიმანი განყოფილებაში იმყოფებოდა თუ მაშინ დაიბარეს - არ ახსოვს. ჩხრეკა ჩატარდა ა----–-----–-------აზე მაღაზია "---------------ს გვერდით მდგომი კორპუსის წინ. ქალბატონი, რომელიც მას თან ახლდა მოშორებით იდგა. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმე ს-----------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ხ-----------------ას პირად ჩხრეკაში, რა დროსაც თ----------------–---–ის მიერ წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და მობილური ტელეფონები. იგი გადაადგილდებოდა აღმაშენებელის ქუჩაზე, მეგობარ გოგონასთან ერთად. ადგილი სადაც ჩხრეკა ჩატარდა არის ა----–-----–-------ა და იქ მდებარეობს მაღაზია"---------------, ჩხრეკა ჩატარდა მაღაზიის წინ. იმ ადგილას საავტომობილო გზა არ არის.

 

მოწმე თ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2----–-–-----------ს ორი მანქანით გავიდნენ ქ.გ---------ში ა----–-----–---------------ის მ/ტერიტორიაზე ხ-----------------ას მიმართ პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად. მათთვის ცნობილი იყო, რომ იგი გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად. მათ დანახვაზე შეცბა. თ----------------მა გააცნო განჩინება და გაიყვანეს მოშორებით, ჩხრეკა ჩატარდა მაღაზიის კედლის გვერდით, იქვე მდგარ შენობას შორის. ბრალდებულის მეგობარი ჩხრეკას არ ესწრებოდა და არ იცის უყურებდა თუ არა მათ, იგი იდგა მშვიდად და ხელს არ უშლიდა.

 

მოწმე თ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ-----------------------–--ში მიიღეს დავალება საქმის მწარმოებელი გამომძიებლის ს-------–----------გან, რომ ხ----------- ხშირად გადაადგილდებოდა ქ.გ---------ში და შესაძლებელია საჭირო გამხდარიყო მათი დახმარება. 1 მარტს მიიღეს ინფორმაცია, რომ ხ----------- გადაადგილდებოდა გ---------ში, ადგილზე გავიდნენ გამომძიებლებთან და თარჯიმანთან ერთად ორი მანქანით. ხ-----------------ა გადაადგილდებოდა ტროტუარზე მეგობარ გოგონასთან ერთად. მას წარუდგინეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე, რაზეც ხელი არ მოაწერა, შემდეგ მოხდა მისი პ/ ჩხრეკა და წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი თავმოკრული ნივთიერება. იგი შეაჩერეს მაღაზია ო----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც კორპუსიდან გამოვიდნენ. ვიდეო-ჩანაწერების გამოთხოვაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

 

მოწმე ქ--------------–--ემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო როგორ თარჯიმანმა. იგი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გ---------------------–-------------–--ში და მუშაობს სტანდარტული გრაფიკით, ძირითადად იმყოფება სამმართველოში, რადგან ხშირად არის მისი დასწრება საჭირო სხვადასხვა მოქმედებების დროს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უთარგმნა განჩინება და შეატყობინა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. ასევე უთარგმნა დაკავების პროცესი.

 

მოწმე ი-----–------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს პ---–-–------------------–------------------ში. მიმდინარე წლის 2------------–ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ხ-----------------ა რომელიც ცხოვრობდა ფ-------–-ში ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღებას, ასევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა--------- საცხოვრებელ სახლშიც და პირადადაც ატარებდა ნარკოტიკულ საშუალებას. ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელს.

 

მოწმე ს-------–---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოძიება დაიწყეს 2------------–ს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხ-----------------ა ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღებას, ასევე შესაძლებელი იყო საცხოვრებელ სახლში შენახული ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ 2------------–ს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა ნებართვა ხ----------ს პირად ჩხრეკისა და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე. დაიწყეს ამ პიროვნების შესწავლა, გადაადგილების არეალი, ასევე სურდათ რომ ენახათ ისეთი პიროვნება, რომელიც იძენდა მისგან ნარკოტიკულ საშუალებას. ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხ-----------------ა ხშირად გადაადგილდებოდა გ---------ში და ამის თაობაზე დაურეკა გამომძიებელ შ----------–--–-–---–ს და უთხრა, რომ შესაძლოა მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. ვინაიდან ვერ მოხერხდა იმ პირის დადგენა, რომელიც ბრალდებულისგან იძენდა ნაროტიკულ საშუალებას, გადაწყდა მისი პირადი ჩხრეკის ჩატარება და დაევალა იმავე სქესის პოლიციის თანამშრომლებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისგან ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში და შემდგომში მათზე დაინიშნა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა.

 

საქმეზე ჩატარებული 2----–-–-------------------------------------ის თანახმად, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 9,31 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ სასუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 8,8204 გრამს.

 

2----–-–------------ს პ-------–----------–-------–-----------–-------–---ში ხ-----------------ასაგან, ადვოკატ ვ----–----------ის, თარჯიმან რ----–-------------სა და ექსპერტ ზ---------------–---–ის მონაწილეობით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ორ ბილოგიური ჩხირზე. ნიმუშის აღების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი, მათ შორის ხ-----------------ა.

 

მოწმე ნ--------–-----სა და საქმეზე ჩატარებული 2----–-–------------ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: „შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ-----------------ას. ექსპერტის განმარტებით, პაკეტები იყო დალუქულ მდგომარეობაში. შესადარებლად წარმოდგენილი იყო ხ-----------------ას ნერწყვის ნიმუში. თავდაპირველად ხდება საკვლევი ნიმუშის გამოკვლევა და შემდეგ შედარება. კვალის წარმოშობის დადგენა ექსპერტების მიერ არ ხდება. თუ პროფილი შერეულია, დასკვნაში აისახება.

სსკ-ს 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ნ----------------- გამოკითხვის ოქმი. ჩვენებაში იგი განმარტავს, რომ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად გ----------------------------–-----------ში, მაგრამ შარშან გათხოვდა ქ------–--–----------–----------–-ში მცხოვრებ კ----–--------ზე, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. დაახლოებით ორი თვის წინ, სოფელ ფ-------–-ში, გაიცნო იმავე სოფელში მცხოვრები ხ-----------------ა, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. დაახლოებით ორი კვირის წინ, ხ-----------------ამ მისი კუთვნილი შავი ფერის „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად გადასცა იმ მიზნით, რომ მასთან დაკავშირება შეძლებოდა. აღნიშნული მობილური ტელეფონით დღემდე სარგებლობს რომელიც ორსიმბარათიანია და მასში გააქტიურებულია შემდეგი სატელეფონო ნომრები - 5-------------------------, მას აღნიშნული ტელეფონით სარგებლობისას სიმბარათები არ შეუცვლია. 2----–-–-----------ს, დაახლოებით დილის 1---- საათზე, მასთან ახლად ნაქირავებ ბინაში მივიდა მისი ახლო მეგობარი ხ-----------------ა, რომელმაც მისვლის მიზეზად ოჯახის წევრებთან ჩხუბი დაასახელა და სთხოვა, რომ მასთან დარჩებოდა საცხოვრებლად, რაზეც უთხრა რომ მოიფიქრებდა და პასუხს ეტყოდა. ცოტახნის საუბრის შემდეგ, ა---------მ საქმე მოიმიზეზა და წასვლის წინ მობილური ტელეფონის დაბრუნება მოსთხოვა. მან დაუბრუნა ტელეფონი, რომელიც შარვლის ჯიბეში ჩაიდო ა---------მ, ამ უკანასკნელს ასევე, თან ჰქონდა მისი კუთვნილი ოქროსფერი „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი. გ-------ა გაცილების მიზნით გაჰყვა ა---------ს გაჩერებამდე. ქ.გ---------ში, დ.ა----–-----–-------აზე მოძრაობისას იმავე ქ----------------------------ზე, ის და ა--------- გააჩერეს პოლიციის უნიფორმიანმა ქალბატონებმა. მათ თარჯიმნის მეშვეობით თავი წარუდგინეს, რომ იყვნენ შსს გ---------------------–--------------–----------–------–-ბი, წარმოადგინეს სამსახურებრივი მოწმობები და მათაც მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენა. მას თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც მან ზეპირად მოახსენა შსს-ის თანამშრომლებს, რომ იგი იყო ნ---------------ა, ხოლო ხ-----------------ამ მათ გადასცა მისი პირადობის ელექტრონული მოწმობა, რის შემდეგაც შსს-ის თანამშრომლებმა მას რამდენიმე მეტრით გვერდით გაწევა მოსთხოვეს, ვინაიდან ა---------სთან უნდა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ის დაემორჩილა და 7-8 მეტრით უკან დაიხია. მან დაინახა, რომ შსს-ის თანამშრომელი რაღაცას კითხულობდა, რომელსაც უთარგმნიდა თარჯიმანი, ხოლო შემდეგ დაიწყეს ხ-----------------ას პირადი ჩხრეკა. სიშორიდან გამომდინარე, ვერ შეძლო გაეგონა და დაენახა თუ რაზე ესაუბრებოდნენ ა---------ს და რა ამოიღეს ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას. მხოლოდ იმის დანახვა შეძლო, თუ როგორ დაადეს ა---------ს ხელებზე ბორკილები და ჩასვეს იქვე გაჩერებულ პოლიციის მანქანაში. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ერთ-ერთი შსს-ოს თანამშრომელი ავსებდა რაღაც დოკუმენტს. მას შემდეგ რაც ა--------- მოთავსებულ იქნა პოლიციის ავტომანქანაში, მასთან მივიდა შსს-ის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ იგი უნდა გამოცხადებულიყო შსს გ---------------------–--------------–--ში გამოკითხვის მიზნით, რადგან მათ მიერ ა--------- დაკავებულ იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. ხ-----------------ას პოლიციის თანამშრომლებისათვის არც ჩხრეკისას და არც დაკავებისას არ გაუწევია წინააღმდეგობა. მიუხედავად ბრალდებულთან ახლო მეგობრობისა, ა---------ს საქმიანობის შესახებ მას წარმოდგენა არ აქვს, რადგან აღნიშნულზე მათ არ უსაუბრიათ.

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”.

 

ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

ხ-----------------ას ბრალეულობის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს მისი პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან, ხოლო პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, რომლის გაცემიდან საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია გონივრულ ვადაში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შესაფუთი მასალის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული გენეტიკური პროფილისა და ხ-----------------ასაგან აღებული ნერწყვის ნიმუშის იდენტურობა ასევე ადასტურებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ხ-----------------ას 2----–-–-----------ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, ხოლო უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჟაკეტის ჯიბეში მოთავსებით, საიდანაც იქნა კიდეც ამოღებული, მიუთითებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაზე.

 

დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებული არგუმენტების საპასუხოდ სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

სასამართლოს შეფასებით, გადაჭარბებულია და საპროცესო კოდექსის არცერთ იმ ნორმასთან შეუთავსებელი არ არის თარჯიმან ქ--------------–--ის მიერ, როგორც საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის, ისე მისი სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობის და უტყუარობის საკითხი. ის, რომ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ ქ--------------–--ე საუბრობდა მრავლობით რიცხვში და ჩვენ ნაცვალსახელის გამოყენებით მიუთითებდა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თანმიმდევრულობაზე, გაუგებარია უპირობოდ რატომ გულისხმობს, რომ იგი პოლიციის თანამშრომელია, მაშინ როდესაც ამავე ორგანოში დასაქმებულია ხელშეკრულების საფუძველზე და საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობს საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი გრაფიკით. იგი არათუ გამოტყდა, რომ იყო გ-----------------------–--ს თანამშრომელი, არამედ რეალურად მუშაობს ამ სამმართველოში თარჯიმნად და საპროცესო მოქმედებებში მისი როლი არ სცილდება თარგმანის განხორციელებას. იგი არ არის პასუხისმგებელი არც რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაგეგმვაზე, და არც მის ხარისხზე, შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, რომ თარჯიმნის ჩვენება უნდა შეფასდეს, როგორც არაუფლებამოსილი პირის ჩვენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თარჯიმნის დაკითხვის აუცილებლობას როგორც წესი იწვევს სსკ-ს 78-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა ან რომელთანაც ინახებოდა იგი, ამასთან თარჯიმანს მოწმის სტატუსი აქვს სსსკ-47-ე მუხლიდან გამომდინარე და ბრალდების მხარე როგორც წესი წარადგენს მას სასამართლოში თარგმანის დასადასტურებლად. ამდენად ბრალდების მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მოწმედ დაეკითხა ყველა ის პირი ვინც მონაწილეობდა იმ საგამოძიებო მოქმედებებში, რომლებიც ჩატარდა ხ-----------------ას მიმართ.

 

სსსკ-ს მე-100-ე და 101-ე მუხლების თანახმად, ანონიმური შეტყობინება არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა დაუშვებელია პირის მიმართ ს/ს დევნის განხორციელება. დაცვის მხარის მითითება თუ რა გახდა ბრალდებულის მიმართ 2----–-–-----------ს ჩხრეკის ჩატარების საფუძველი, სადავო შეიძლება იყოს ნებისმიერი თარიღის შემთხვევაში, თუ სხვა რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ წარმოშობს ეჭვს ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძვლიანობასა და რეალურობის შესახებ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარის შეფასება მოწმეთა მხრიდან ჩხრეკის ჩატარების ადგილად სხვადასხვა გარემოებების მითითებაზე არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვინაიდან პირადი ჩხრეკის ოქმისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ხ-----------------ას ჩხრეკა ჩატარდა ქ.გ---------ში დ------–-----–------ის მ/ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მაღაზია "--------------. ხაზგასმა "ო----------ის წინ" და "მის გვერდზე მდგარი კორპუსის წინ" ყველა შემთხვევაში ქმნის მიმდებარე ტერიტორიას და ჩვენებები ამ ნაწილში არის ცხადი და რეალური. შესაბამისად სასამართლოს არ აქვს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი მათ სისწორეში ეჭვის შეტანის და ჩხრეკის ჩატარების ადგილის დაზუსტების დროს არ გამოკვეთილა არსებითი წინააღმდეგობები.

 

რაც შეეხება მოწმე ნ----------------- გამოძიებაში მიცემული ჩვენების საჯაროდ გამოკვლევას, პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულება არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, პირიქით, მოწმის ჩვენება ხ-----------------ას მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ადგილის, დროის და სხვა გარემოებების შესახებ სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა პირთა ჩვენებებს, რომლებიც ასევე ამომწურავ და შეთანხმებულ ერთობლიობას ქმნის. გარდა ამისა, სასამართლომ არაერთი სხდომა დანიშნა და ყველა ზომა მიიღო (3 სხდომაზე დაადგინა მისი იძულებით მოყვანა), მათ შორის დაცვის მხარის ჩართულობით, მოწმე ნ----------------- სასამართლოში გამოსაცხადებლად, თუმცა მისი წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოკვლევის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე „ჰუსეინლი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ (პუნქტი10) ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, საქმის წარმოება მთლიანობაში, მათ შორის ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოპოვებულ და განხილულ იქნა მტკიცებულებები, სამართლიანი იყო თუ არა. კერძოდ, მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულებები და მათ გამოყენებას შეწინააღმდეგებოდა; იყო თუ არა დაცული შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 4378/02 , §§ 88 და 90, 10 მარტი, 2009 წ. და როუი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 28901/95 , § 60, ECHR, 2000-II). საქმეში „იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ 6.1 მუხლის ფარგლებში არსებული სამართლიანი განხილვის უფლება არის უპირობო უფლება. თუმცა სამართლიანი განხილვის არსი ვერ იქნება ერთი უცვლელი წესი, არამედ ის დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე (იხ. ო’ჰალორანი და ფრანცისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N15809/02 და N25624/02 , §53, ECHR, 2007-III). სასამართლოს მთავარი ამოცანა 6.1 მუხლის ფარგლებში არის სისხლის სამართლის მთლიანი პროცესის სამართლიანობის შეფასება (იხ. ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 926/05 , § 84, ECHR, 2010 და ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 9154/10 , § 101, ECHR, 2015). 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (საჩივარი № 9154/10) განმარტებულია: “რაც შეეხება სასამართლო პროცესზე გამოუცხადებელ მოწმეთა ჩვენებების წარდგენას, და რომელთა დაკითხვაც ბრალდებულმა ვერ შეძლო სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში Al-Khawaja and Tahery (§§ 119-147) განმარტა, რომ იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა ამგვარი მტკიცებულების დაშვება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შესაბამისი, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა მოწმის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის სათანადო მიზეზი. მეორე, როდესაც სასამართლო პროცესზე გამოუცხადებელი მოწმის ჩვენება არის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი, უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც აღნიშნული მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებობას იძლევა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery, §§ 119 და 147).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ნ----------------- ჩვენება არ არის ის ძირითადი მტკიცებულება, რომელიც გახდა ხ-----------------ას მსჯავრდების საფუძველი, ამ ჩვენებაზე დაყრდნობით ბრალდების მხარემ სხვა მტკიცებულებებს შესძინა მეტი დამაჯერებლობა, რომლის გარეშეც ანალოგიურად დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ვერ ასუსტებს და რისკის ქვეშ ვერ აყენებს თავად ბრალდებულის ჩვენება და მის მიერ მითითებული გარემოებები. იგი იმდენად არაზუსტი და არათანმიმდევრულია, რომ შეუძლებელს ხდის მის სასარგებლოდ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. ბრალდებული არ არის გულწრფელი, როდესაც საუბრობს, რომ მისგან ნიმუშები არ აღებულა, მაშინ როდესაც ნერწყვის ნიმუშის აღება ადვოკატის თანდასწრებით ჩატარდა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ-----------------ას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის დათქმას ნარკოტიკული საშუალების სახესა და ოდენობის თაობაზე და იმისდა მიხედვით თუ რა სახის ნივთიერების შეძენა-შენახვა ან გასაღება აქვს ბრალდებულს ჩადენილი, სასჯელის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა როგორიცაა ჰეროინი, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, ჰეროინის დაბალი ოდენობა საკმარისია ფართო წრის პირთა მოხმარებისთვის, ასევე ითვალისწინებს, რომ ნ/საშუალების ოდენობა 5-ჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საშიში ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისთვის დაწესებული სასჯელის ფარგლებში.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ხ-----------------ს უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ხ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უნდა განადგურდეს, ხოლო ბრალდებულის პირადი ნივთები, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

2. ხ-----------------ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად:

 

5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ხ-----------------ას დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.

 

4. ხ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბრალდებულის პირადი ნივთები, დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე