გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
821210019003008789
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/75-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.11.2019 წელი ქ. დუშეთი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე - ბადრი შონია

სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”მ-----------------------------–----------------–-”

წარმომადგენელი - ან---------–-–---–ი

 

მოპასუხე - ჯა-----–----------–---–ი და ალ-----------ე

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ჯა-----–----------–---–ისთვის და ალ-----------ისთვის სს ”მი-----------------–-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად 1------ ლარის დაკისრება;

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ სს '’მ------------------–--” და ჯა-----–----------–---–ს შორის 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №3-------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2--- ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლი შეადგენს 1----- ლარს. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 19 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად სს ”მ------------------–--” და ალ-----------ეს შორის გაფრომდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალ-----------ე იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას ჯა-----–----------–---–ის ვალდებულებაზე.

 

2019 წლის 29 ნოემბერს, მოსამზადებელ სასამრთლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ან---------–-–---–მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს ჯა-----–----------–---–ს და ალ-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ”მ------------------–-------” 1------ ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1------ ლარი, სარგებელი 3----- ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე ჯა-----–----------–---–მა წერილობით შესაგებელში და მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, იგი მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა მოსარჩელისთვის 1------ (სესხის ძირითადი თანხის) ლარის გადახდას.

 

მოპასუხე ალ-----------ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი სასამართლოში, იგი არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №3-------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2--- ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლი შეადგენს 1----- ლარს. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 19 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა;

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 19 სექტემბერს სს ”მ-----------------------------–----------------–-” და ალ-----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 19 ოქტომბერს და აღნიშნული თარიღის შემდეგ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი ( ტომი I,ს.ფ.1-16, 1ტ);

- შესაგებელი ( ტომი I,ს.ფ.73-82, 1ტ);

- სესხის ხელშეკრულება №3------- (ტომი I, ს.ფ. 17-25)

- 2017 წლის 19 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 27-29);

- ცნობა დავალიანების სესახებ (ტომი I, ს.ფ. 30);

- სესხის ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 31-33);

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ ყოფილა

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, და პროცენტისა გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე მუხლის ”ა” პუნქტი, 401-ე, 405-ე, 407-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 893-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,მ-----------------------------–----------------–-ა’’ და ჯა-----–----------–---–ს შორის 2017 წლის 19 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე ჯა-----–----------–---–მა სესხად მიიღო 2--- ლარი 24 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 69,60 %. ასევე, 2017 წლის 19 სექტემბერს სს ,,მ-----------------------------–----------------–-ა’’ და ალ-----------ეს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება №3-------, რომლის საფუძველზე აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა ჯა-----–---------–---–-ს მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე.

 

ამდენად, მხარეებს შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჯა-----–----------–---–მა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ამასთან, კრედიტი სარგებლიანია, გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ხოლო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება, რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამ შემთხვევაში ჯა-----–----------–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, დარღვეულია კრედიტის დაბრუნების გრაფიკი. კერძოდ, შემადგენელი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა 2--- ლარი, რომლის გადახდის ვადა დარღვეულია 2018 წლის 19 ოქტომბერიდან.

 

ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტის დაბრუნების ვადების დარღვევის გამო. მოსარჩელის მოთხოვნა შინაარსით არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და შეწყვეტის გამო მოვალისაგან კრედიტის დაბრუნების მოთხოვნა. ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოვალეს ეკისრება შეწყვეტის დროისათვის არსებული სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. 2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვეულია 2018 წლის 19 ოქტომბრიდან, რადგან თანხის გადახდის გრაფიკის მიხედვით მოპასუხეს სესხი ამ დღეს უნდა გადაეხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის შემდეგ. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელი წერილობით ატყობინებს 10 დღისთ ადრე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრავს ვადას. მსესხებელი ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, რის გამოც მოვალე ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანება, დარჩენილი პერიოდის გადაუხდელი სარგებელი.

 

აღნიშნული გარემოებების გამო ჯა-----–----------–---–ს ეკისრება საკრედიტო ვალდებულების შესრულება - სესხის ძირითადი ნაწილის, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ალ-----------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სესხის დაბრუნება, რადგან მისი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ძირითადმა მოვალემ ჯა-----–----------–---–მა დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, ვალდებულება არ შესრულდა არც დამატებით ვადაში, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.

 

ამ შემთხვევაში ალ-----------ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ჯა-----–----------–---–ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

7. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ მოითხოვა 1------ ლარის დაკისრება მოპასუხისთვის, საიდანაც მოპასუხემ ცნო 1------ ლარი, რაც შეადგენს ძირითადი მოთხოვნის 77,75%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის (50 ლარი) 77,75%, რაც შეადგენს 38,87 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 1---- ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,მ-----------------------------–----------------–-ს’’ სარჩელი;

 

1.1. ჯა-----–----------–---–ს (პ/ნ 1----------) და ალ-----------ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროთ სს ,,მ-----------------------------–----------------–-სთვის’’ (ს/კ 2--------) სოლიდარულად 1------ ლარის გადახდა;

 

2. ჯა-----–----------–---–ს (პ/ნ 1----------) და ალ-----------ეს (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,მ-----------------------------–----------------–-სთვის’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1---- ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია