გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2019
საქმის ნომერი
210210018002309780
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002309780

საქმე №2/122-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 ნოემბერი 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელეები მა------–-----------ი;

წარმომადგენელი: მა-------------ა, მა--------ა;

 

მოპასუხე სა-----–---------;

წარმომადგენელი თ---–------ე;

 

დავის საგანი: სამკვედრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მესაკუთრედ ცნობა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა და ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მა-----–------ს მიერ 2014 წლის 08 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, რეესტრის ნომერი 140342279.

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაწემებში მა------–-----------ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილი გაიზარდოს და საბოლოოდ მა------–-----------ი ცნობილ იქნეს, უძრავი ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–-- (საკადასტრო კოდი: 55.22.53.2--) 3/4 (სამი მეოთხედი) წილის მესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩანაწერებში.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–--ში მა------–-----------ის მეუღლის ა------–-------–---------ს სახელზე 1960 წლიდან ირიცხება უძრავი ქონება 1366 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცობა-დახასიათების მიხედვით ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია ა------–-------–---------. მა------–-----------ი და ა------–--------–--------- დაქორწინდნენ 1955 წლის 13 იანვარს. ხსენებულ ქონებაზე მეუღლეებლა საკუთრების უფლება მოიპოვეს თანაცხოვრების პერიოდში. შესაბამისად მოსარჩელეს საკუთრების უფლება წარმოეშვა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილზე. მოპასუხე სა-----–---------ს სახელზე 2014 წლის 08 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე საგარეჯოს რაიონი, სოფელ ი------------–--ში მდებარე მთელი უძრავი ქონების ს/კ N55.22.53.2-- ½ ნაწილი. მა------–-----------ი, როგორც 1994 წლის 11 მარტს გარდაცვლილი ა------–-------–---------ს მეუღლე, არის საგარეჯო, სოფელ ი------------–--ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე და ამასთან ა------–------–---------ს კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე. მოსარჩელემ მეუღლესთან ერთად თანაცხოვრების პერიოში შეიძინა ხსენებული უძრავი ქონება, შესაბამისად მან მოიპოვა მეუღლესთან ერთად თანა საკუთრების უფლება, რაც საფუძველია საჯარო რეესტრში მთელი უძრავი ქონების ½ ნაწილის საკუთრების უფლების აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა------–------------ი ცნობილი იქნა გარდაცვლილი მეუღლის ა------–-------–---------ს სამკვიდრო აქტივის საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში (ს/კ 55.22.53.2--) არსებული უძრავი ქონების 1/6 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. მოსარჩელემ 2015 წლის 02 დეკემებრს მიმართა ნოტარიუსს და მოთხოვა 1994 წლის 11 მარტს გარდაცვლილი მეუღლის ა------–-------–---------ს კუთვნილი სამკვიდროში ღიად დარჩენილ მიუღებელ სამკვიდრო წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილებით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მა------–-----------ის უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სა-----–---------ა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება, რომელიც ტექ. ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის საფუძველზე აღრიცხულია ა------–-------–---------ს სახელზე, აშენებულია ა------–-------–---------ს მშობლების მიერ, ხოლო იმ დროისათვის, როდესაც მოხდა ტექ. ინვენტარიზაცია, მისი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ და უძრავი ქონება აღირიცხა ა------–-------–---------ს სახელზე. როგორც ქორწინების მოწმობიდან ჩანს მოსარჩელე დაქორწინდა 1955 წელს, მაგრამ აღნიშნული ქონება არ არის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება, იგი იყო ა------–-------–---------ს მშობლების კომლის საკუთრება, რომლის გარდაცვალების შემდგომ, 1988 წელს ტექ.ინვენტარიზაციის დროს, უძრავი ქონების ასახვა მოხდა ა------–-------–---------ს საკუთრებად. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ უძრავი ქონება რომელსაც დღეს მინიჭებული აქვს ს/კ 55.22.53.2-- რომლის 1/6 წილის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობილ იქნა მა------–-----------ი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ ბ “ პუნქტის მიხედვით: მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენიდან და დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის (საქმე №2/171-14) გადაწყვეტილებით (მოსარჩელე მა------–-----------ი, ალ-------–--------ი, ნუ----- ალ------ა, ვ------- შ--------ი, ფ-----– შ--------ი, - მოპასუხე: სა-----–---------; დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა) მოსარჩელე მა------–-----------ი ცნობილ იქნა მეუღლის ა.წ გარდაცვლილი ა------–------ შ--------ის სამკვიდრო აქტივის საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში (საკადასტრო კოდი 55.22.53.2--) არსებული უძრავი ქონების 1/6 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. დანარჩენ მოსარჩელეებს ამ ქონების 1/6 -ი წილების მოთხოვნებზე უარი ეთქვა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ ა------–------ შ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება - საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–--–- მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მისი გარდაცვალების შემდგომ ექვს თვიან ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს მხოლოდ მისმა პირველი რიგის ორმა მემკვიდრემ - მეუღლემ მა------–-----------იმ და შვილმა ვ----- შ--------მა.

 

3.1.2. მა------–-----------ი და ა------–------ შ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1955 წლის 13 იანვრიდან. საგარეჯოს რაიონ, სოფელ ი------------–--ში მდებარე უძრავი ქონება 1366კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები ირიცხება ა------–-------–---------ს სახელზე 1960 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა

- საარქივო ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. ა------–------ შ--------ის გარდაცვალების მომენტისათვის (11 მარტი, 1994 წელი, რა დროსაც გაიხსნა სამკვიდრო) მამკვედრებელს ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მქონე 6 პირი, მეუღლე მა------–-----------ი, შვილები - ვ------- შ--------ი, ნუ----- ალ------ა, ალ-------–--------ი, ფ-----– შ--------ი და ვ----- შ--------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა;

-დაბადების მოწმობები ;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. ა------–------ შ--------ი გარდაიცვალა 1994 წლის 11 მარტს, ხოლო ვ----- შ--------ი (მოპასუხის მამა) 2012 წლის 22 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობები ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.5. სა-----–--------- არის ვ----- შ--------ის შვილი და ა------–------ შ--------ის შვილიშვილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-08.04.2014 წლის სამკვიდრო მოწმობა N140342279

-მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.6 2014 წლის 08 აპრილს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით (რეესტრის N140342279) სა-----–---------ა, როგორც გარდაცვლილი ვ----- შ--------ის შვილმა და ა------–------ შ--------ის შვილიშვილმა, მიიღო საკუთრებაში მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების - საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, ფართობი 1367.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, N01/2 საცხოვრებელი გაშენების ფართი 90 კვ.მ. N02/1 დამხმარე - 80 კვ.მ., 1/2 წილი და აღრიცხა იგი საკუთრების უფლებით თავის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამკვიდრო მოწმობა 08.04.2014წ, რეესტრის N1140312279 ;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი N55.22.53.2--;

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა მტკიცებულებათა სახეობების იმ ნუსხას, რომლითაც მოსარჩელე სარჩელში, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძენს, მათ შორისაა, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ექსპერტთა დასკვნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან მტკიცებულების არცერთ სახეობას უპირატესობა არ ენიჭება, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მამკვიდრებელ ა------–------ შ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება - საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–--–- მდებარე საცხოვრებელი სახლი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი მისი გარდაცვალების შემდგომ ექვს თვიან ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს მხოლოდ მისმა პირველი რიგის ორმა მემკვიდრემ - მეუღლემ მა------–-----------იმ და შვილმა ვ----- შ--------მა.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მა------–-----------ი და ა------–------ შ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1955 წლიდან ა------–------ შ--------ის გარდაცვალებამდე. სამკვიდრო ქონება (მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–--), რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა ს----- შ--------ზე (რეესტრის ნომერი 140342279), აშენებული არის 1960 წლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელე მა------–-----------ი წარმოადგენდა ამ ქონების თანა მესაკუთრეს ½ წილში, და ქონების მე-2 ნახევარის ½ წილის კანონისმიერ მემკვიდრეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა;

-დაბადების მოწმობები;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლების სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1499-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ხოლო 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად პირველ რიგში ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მეორე რიგში კი ითვლებიან – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

 

ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი, შესაბამისად თუ მამკვიდრებელს სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით მასზე ხანდაზმულობის ვადები ვერ გავრცელდება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ასევე მაგალითად მიწიდან მოსავლის მიღებით, მითუმეტეს, როდესაც სამკვიდრო მასაში შესული ქონება მემკვიდრისათვის არამუდმივი საცხოვრებელი ადგილია. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისათვის სხვა სტანდარტი მოქმედებს, მაშინ როდესაც სამკვიდროში არ შედის მემკვიდრის მუდმივ ადგილსამყოფელზე, ფაქტობრივ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სამკვიდრო საცხოვრებელ სახლის სააგარაკედ სეზონურად გამოყენებით, ასევე სარემონტო სამუშაოების შესრულებაში.

 

6.3 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მამკვიდრებელ ა------–------ შ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება - საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე საცხოვრებელი სახლი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი მისი გარდაცვალების შემდგომ ექვს თვიან ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ მ-------–------------–-- და შვილმა ვ----- შ--------მა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მა------–-----------ი და ა------–------ შ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1955 წლიდან ა------–------ შ--------ის გარდაცვალებამდე. სამკვიდრო ქონება (მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალნო), რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა ს----- შ--------ზე (რეესტრის ნომერი 140342279), აშენებული არის 1960 წლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელე მა------–-----------ი წარმოადგენდა ამ ქონების თანა მესაკუთრეს ½ იდეალურ წილში, და ქონების მე-2 ნახევარის ½ წილის კანონისმიერ მემკვიდრეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოსარჩელის წილი სამკვიდრო ქონებაში უნდა გაიზარდოს და საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე უნდა აღირიცხოს მთელი ქონების 3/4.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუსის მ.ილაურის მიერ 2014 წლის 08 აპრილს ს----- შ--------ზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების განხორციელების შესახებ და მისი წილი უნდა შემცირდეს 1/4-დე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მა------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაბამისად მოპასუხე ს----- შ--------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 2 ივნისის №ას-443-415-2017 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ი “ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის გაზრდას და დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ კმაყოფილდება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს თანხა მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდილად, ხოლო 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1 უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.მა------–-----------ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მა-----–------ს მიერ 2014 წლის 08 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის ნომერი 140342279.

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში მა------–-----------ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილი გაიზარდოს და საბოლოოდ მა------–-----------ი ცნობილ იქნეს, უძრავი ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში (საკადასტრო კოდი 55.22.53.2--) 3/4 (სამი მეოთხედი) წილის მესაკუთრედ. ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემებში და მა------–-----------ის სახელზე აღირიცხოს მითითებული უძრავი ქონების 3/4 (სამი მეოთხედი) წილი.

 

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში (საკადასტრო კოდი 55.22.53.2--) რეგისტრირებულ მონაწემებში სა-----–---------ს სახელზე რეგისტრირებული 1/2 წილი შემცირდეს და სა-----–---------ს წილი განისაზღროს 1/4 (ერთი მეოთხედით) და შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემებში.

 

2.მოსარჩელე მა------–-----------ის დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 (სამოცი) ლარი (საგადახდო დავალება - №15967867; თარიღი: 16.02.2018, გადამხდელის ბანკი - სს „ლ-------- ბანკი“, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ანგარიში/სახაზინო კოდი 300523150, ბანკის კოდი TRESGE22; თანხა - 120 ლარი, გადამხდელი - ალ-------–--------ი პ/ნ3----------).

 

3. მოპასუხე ს----- შ--------ს მოსარჩელე მა------–-----------ის დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე