გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
010210019002892744
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210019002892744

საქმე №2-698/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელი მოპასუხე) ვ---------- პ-----ი

წარმომადგენელი ნ---------------ე

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) ი-–-- პ-----ი

წარმომადგენელი ვ------- ლ------- თ---------- მ----------

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი - წარმომადგენელი: გ---–-------–--------

დავის საგანი:

სარჩელში - ალიმენტის დაკისრება;

შეგებებულ სარჩელში - მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს ი-–-- პ-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებული ე---------- პ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხე თანახმაა მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 300 ლარი, ასევე განმარტავს, რომ შექმნა ახალი ოჯახი, ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი, რომლებიც მხოლოდ მის კმაყოფაზე არიან.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

3.1. ი-–-- პ-----ს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილთან 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ ე---------- პ-----თან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. შესაბამისად ი-–-- პ-----ს განესაზღვროს მცირეწლოვან ე---------- პ-----თან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეს წაიყვანოს ე---------- პ-----ი თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყოველ შაბათ-კვირას, კერძოდ პარასკევს საღამოს საათებიდან კვირას საღამომდე;

 

3.2. ი-–-- პ-----ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ე---------- პ-----ი ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირით, ხოლო ყოველი წლის ზაფხულის არდადეგებზე ერთი თვით თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებით;

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე ვ---------- პ-----ი შეგებებულ სარჩელს ცნობს, მხოლოდ არ ეთანხმება კვირის დღეებს და თანახმაა მამამ შვილი წაიყვანოს კვირის სამუშაო დღეებში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. ვ---------- პ-----ი და ი-–-- პ-----ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2018 წლის 1 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა N77182001361.

 

5.1.2. ვ---------- პ-----ს და ი-–-- პ-----ს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, ე---------- პ-----ი, დაბადებული 2014 წლის 24 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ე---------- პ-----ის დაბადების მოწმობის ასლი;

 

5.1.3. ვ---------- პ-----ი და ი-–-- პ-----ი ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი შვილის ე---------- პ-----ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, ხ---–--------- N7, ბინა N2. ე---------- პ-----ი ამჟამად დადის საბავშვო ბაღში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.1.4. მოპასუხე ი-–-- პ-----ი მუშაობს კაზინო „პ----–---–ი“ მონიტორის ოპერატორად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს დაახლოებით 3400 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან;

 

5.1.5. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ი-–-- პ-----ი სარჩელის აღძვრამდე პერიოდულად ურიცხავდა მოსარჩელე ვ---------- პ-----ს გარკვეულ თანხებს, შვილის ე---------- პ-----ის ალიმენტის სახით, თავდაპირველად ურიცხავდა 800 ლარს, შემდგომში კი თანდათან შეამცირა თანხა და ამჟამად ყოველთვიურად უხდის 300 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

5.1.6. ი-–-- პ-----ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ნ------------ესთან და მათ 2019 წლის 9 ოქტომბერს შეეძინათ შვილი - ა-–------ანიდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ა-–------ანიდის დაბადების მოწმობის ასლი;

 

5.1.7. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ ვ---------- პ-----ი არ უკრძალავს შვილს ეკატარინე პ-----ს მამის ნახვას და ი-–-- პ-----ს ურთიერთობა აქვს შვილთან და პერიოდულად მიჰყვას მცირეწლოვანი შვილი თავისთან საცხოვრებელ სახლში, ასევე მცირწლოვან ე---------- პ-----თან ურთიერთობა აქვთ მამის მხრიდან ბებია, ბაბუას და ი-–-- პ-----ის მეუღლეს (მეორე ქორწინებიდან) ნ------------ეს და ასევე მათთაც მიჰყავთ ბავშვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

5.2.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ალიმენტის დაკისრება და შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადაო არაა. სადაოა დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---------- პ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს ი-–-- პ-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებული ე---------- პ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; ხოლო რომ ი-–-- პ-----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ: ი-–-- პ-----ს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილთან 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ ე---------- პ-----თან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. შესაბამისად ი-–-- პ-----ს განესაზღვროს მცირეწლოვან ე---------- პ-----თან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეს წაიყვანოს ე---------- პ-----ი თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყოველ პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; ი-–-- პ-----ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ე---------- პ-----ი ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირით, ხოლო ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) ერთი თვით თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცით და ბავშვის უფლებათა კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლებით.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (ას-976-2019 , 30 სექტემბერი, 2019 წელი) განმარტა, „რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტი-–--. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ...შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.’’

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

8.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2)ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.

 

საქმეზე დადგენილი ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირეწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც ამ დროისათვის უნდა დაეკისროს ი-–-- პ-----ს მცირეწლოვანი შვილის ე---------- პ-----ის სასარგებლოდ, იქნება თვეში 400 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენი-–--, რომ ი-–-- პ-----ს არასოდეს შეუწყვეტია ალიმენტის გადახდა და იგი ვ---------- პ-----ის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგაც იხდიდა ალიმენტის სახით 300 ლარს ყოველთვიურად. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე ი-–-- პ-----ს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2019 წლის 13 მარტიდან (რომელსაც გამოაკლდეს ი-–-- პ-----ის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტიდან ფაქტობრივად ალიმენტის სახით გადახდილი თანხა) უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ე---------- პ-----ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდა.

 

8.4. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს ი-–-- პ-----ის შეგებებულ სარჩელს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნი-–-- პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისათვის. ამავე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.

ზ/აღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.

 

8.5. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).

 

8.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

8.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ ე---------- პ-----ს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მათი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება და მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელთანაც იზრდებიან ბავშვები უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ მხარეები შეთანხმებული არიან ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე და არასრულწლოვანი ე---------- პ-----ი ცხოვრობს დედასთან, ვ---------- პ-----თან. ასევე დადგენი-–--, რომ მხარეები სრულად აცნობიერებენ თავიათ უფლება-მოვალეობებს მცირეწლოვანი შვილის მიმართ და ე---------- პ-----ს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს დედასთან, აქვს საშუალება ურთიერთობა იქონიოს მამასთან.

 

მართალია, როგორც მხარეთა განმარტებით დგინდება, ვ---------- პ-----ის მიერ ალიმენტთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ გარკვეული პერიოდი ი-–-- პ-----ს შეეზღუდა შვილთან ურთიერთობა, თუმცა როგორც სასამართლო სხდომაზე ვ---------- პ-----ის განმარტებით დგინდება, იგი არ არის წინააღმდეგი მამას ქონდეს ურთიერთობა შვილთან და წაიყვანოს იგი ღამის თევითაც, მათ შორის წაიყვანოს დასასვენებლად გარკვეული ვადით.

 

ამ ეტაპზე მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევით არ დასტურდება, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-- პ-----ს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს მცირეწლოვან ე---------- პ-----თან. მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით და მისი თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანით ი-–-- პ-----ი მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას.

 

8.8. ზ/ემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებით სასამართლო უფლებამოსი-–-- დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მშობლის მიერ მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა განმარტებების და ასევე თავად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი-–-- პ-----ს უნდა მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილთან ე---------- პ-----თან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაშიც. შესაბამისად ი-–-- პ-----ს უნდა განესაზღვროს მცირეწლოვან ე---------- პ-----თან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეს წაიყვანოს ე---------- პ-----ი თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყოველ პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; ი-–-- პ-----ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ე---------- პ-----ი ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირით, ხოლო ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) ერთი თვით თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვ---------- პ-----ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე დადგენი-–--, რომ შეგებებულ სარჩელზე ი-–-- პ-----ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროს ი-–-- პ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 144 ლარის გადახდა; ვ---------- პ-----ს დაეკისროს ი-–-- პ-----ის სასარგებლოდ ი-–-- პ-----ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე , 268-ე, 270-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვ---------- პ-----ის სარჩელი ი-–-- პ-----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე;

 

1.1. დაეკისროს ი-–-- პ-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებული ე---------- პ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით (რომელსაც გამოაკლდეს ი-–-- პ-----ის მიერ ამ პერიოდში ფაქტობრივად ალიმენტის სახით გადახდილი თანხა), ე---------- პ-----ის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

 

1.2. დაეკისროს ი-–-- პ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 144 ლარის ოდენობით;

 

2. დაკმაყოფილდეს ი-–-- პ-----ის შეგებებული სარჩელი ვ---------- პ-----ის მიმართ მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე;

2.1. ი-–-- პ-----ს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილთან 2014 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ ე---------- პ-----თან (პ/ნ 6----------) და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. შესაბამისად ი-–-- პ-----ს განესაზღვროს მცირეწლოვან ე---------- პ-----თან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეს წაიყვანოს ე---------- პ-----ი თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყოველ პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

2.2. ი-–-- პ-----ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ე---------- პ-----ი ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირით, ხოლო ყოველი წლის ზაფხულის თვეებში (მოსარჩელის არჩევით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით) ერთი თვით თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

2.3. ვ---------- პ-----ს დაეკისროს ი-–-- პ-----ის სასარგებლოდ ი-–-- პ-----ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე