გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.10.2019
საქმის ნომერი
330210117001972359
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15814-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს „ბლ-------------ა“

მოსარჩელის წარმომადგენლები - გი-----------–-–---–ი, ავ--------–---–---–--ე

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ო

წარმომადგენელი - ნი-----------------ე

 

ძირითადი სარჩელის დავის საგანი - ვალდებულების არარსებობის აღიარება, ვალდებულების შეწყვეტა გაქვითვით

 

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აღიარებულ იქნეს შპს „ბლ-------------ას“ მხრიდან სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მიმართ საჯარიმო თანხის - 253642.073 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს 2017 წლის 12 აპრილის წერილით (N3-----) დადგენილი მოთხოვნა შპს „ბლ-------------ასთვის“ საჯარიმო თანხის - 253 642.073 ლარის დაკისრებაზე;

 

1.3. შეწყდეს სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მიერ შპს „ბლ--------------სთვის“ ავანსის სახით გადახდილი 574 754.67 ლარის დაბრუნების ვალდებულება შპს „ბლ-------------ას მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 530235,34 ლარის (აქედან გაწეული სამუშაოს ღირებულება - 394 450.52 ლარი და შეძენილი სამშენებლო მასალების ღირებულება - 135 784.82 ლარი) და ხელშეკრულების მოშლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 44 519.33 ლარის გაქვითვის გზით.

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

2.1. შპს „ბლ--------------ს“ სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით 253642,073 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

ტენდერში გამარჯვების საფუძველზე შპს „ბლ--------------სა“ და სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს შორის 2016 წლის 1 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა საჯარო სკოლის კორპუსის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 255 2397.83 ლარით, სამუშაოს დასრულების ვადა - 2017 წლის 24 ივლისი. მოსარჩელემ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს წარუდგინა სს ბა------------ს საბანკო გარანტია, სამუშაოს ღირებულების 10%-ზე - 255 239.78 ლარზე.

 

ხელშეკრულებაში 2017 წლის 3 თებერვლის შეთანხმებით ცვლილება შევიდა და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 აგვისტო, ხოლო 2017 წლის 28 თებერვლის შეთანხმებით, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირდა 15977,11 ლარით და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2536420,73 ლარის ოდენობით.

 

სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ მოსარჩელეს ჯამში გადაუხადა 765 700 ლარი, რაზეც შპს „ბლ--------------მ“ წარუდგინა სს „ბა------------ს“ საბანკო გარანტია 500 000 ლარზე და 265700 ლარზე.

 

შპს „ბლ-------------- ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებებს, შესრულებული აქვს 394 450.52 ლარის სამუშაო, ასევე შეძენილი და სამშენებლო ობიექტზე განთავსებული აქვს 135 784.82 ლარის სამშენებლო მასალა, ჯამში 530 235.34 ლარი.

 

2017 წლის 6 აპრილს სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ მოსარჩელეს მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, შეძლებდა თუ არა კომპანია სამუშაოების ვადაში დასრულებას. წერილზე კომპანიამ უპასუხა 11 აპრილს, სადაც დაადასტურა შესრულების მზაობა, თუკი იქნებოდა დამკვეთის მხრიდანაც შესაბამისი ხელშეწყობა.

 

2017 წლის 12 აპრილს სააგენტომ გაუგზავნა სრულიად ალოგიკური წერილი, სადაც მიუთითა, თითქოს კომპანიამ დაადასტურა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა და უსაფუძვლოდ, ხელშეკრულების 12.4 პუნქტზე დაყრდნობით შეწყვიტა ხელშეკრულება, ასევე მოითხოვა შეთანხმებული ჯარიმის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის - 253 642.07 ლარის გადახდა.

 

გარდა ამისა, სააგენტომ 2017 წლის 12 ივნისს მიმართა სს „ბა-----------ს“ და როგორც ბენეფიციარმა მოითხოვა საბანკო გარანტიის - 255 239.78 ლარის, ასევე 500 000 ლარისა და 265 700 ლარის 5 დღის ვადაში ჩარიცხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სააგენტო ერთის მხრივ უსაფუძვლოდ აჯარიმებს კომპანიას ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით და ითხოვს ამ თანხას ბანკისგან გარანტიის საფუძველზე, ასევე იტოვებს შესრულებულ სამუშაოს და ობიექტზე დასაწყობებულ სამშენებლო მასალებს. დამატებით, უსაფუძვლოდ მოითხოვს სამუშაოთა შესასრულებლად გაღებულ საავანსო თანხებს ჯამში 765 700 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიით. ფაქტობრივად, სააგენტო საზღაურის გარეშე მოითხოვს კომპანიისგან სამუშაოების შესრულებას და დამატებით მოითხოვს ჯარიმის თანხას.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს „ბლ-------------ას“ მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით 44 519.33 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულია ხარჯთაღრიცხვაში. ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო, მოსარჩელე დაასრულებდა სამუშაოების დადგენილ ვადებში და მიიღებდა მოგებას ჯამში 44 519.33 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, როგორც საჯარიმო თანხასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ბათილობის, ასევე ვალდებულების არარსებობის აღიარებისა და გაქვითვის გზით ვალდებულების შეწყვეტის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ბლ--------------ს“ არ ექნება მოპასუხის მიერ საჯარიმო თანხის, ასევე ავანსის თანხის გადახდის ვალდებულება. მათი ბათილობით, საჯარიმო თანხის გადახდის არარსებობის დადგენითა და გაქვითვის გზით ვალდებულების შეწყვეტით კომპანია თავიდან აიცილებს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების დაკარგვას, დამატებითი მოთხოვნების წარმოშობას ბანკის მხრიდან (როგორც ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიით განაღდებული თანხის ოდენობით, ისე განაღდების შემდგომ ბანკის მიერ დარიცხული გაზრდილი პროცენტები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა შპს „ბლ-------------ას“ პოზიციას მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ: მხარეთა შორის 2017 წლის 3 თებერვალს მიღწეულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 16 იანვრის N4 ოქმით საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა გეგმა-გრაფიკიდან საგრძნობი ჩამორჩენის გამო, შესაძლებლად მიიჩნია მოსარჩელეს შეწყვეტოდა ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოსარჩელეს, რომელმაც 3 თებერვალს წერილით მიმართა სააგენტოს და ითხოვა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება ხელშეკრულების გამკაცრებული პირობებით.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 29 მარტს შპს „ბლ-------------ამ“ წერილით აცნობა სააგენტოს, რომ სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში დასრულება დაკავშირებული იყო დიდ რისკებთან, რასაც შეიძლება გამოეწვია ხარისხის გაუარესება. სწორედ ამიტომ სააგენტომ, 2017 წლის 6 აპრილს მიმართა დამაზუსტებელი წერილით და მოითხოვა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი: შეძლებდა თუ არა სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში და ჯეროვნად შესრულებას.

 

ხელშეკრულება შეწყდა 12.4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ შემსყიდველი დარწმუნდება, რომ შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე, იგი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი დააჯარიმოს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით. აღნიშნული პუნქტით, სწორედაც, რომ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რადგანაც სააგენტოს ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა, ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში, რაზედაც ეცნობა მოსარჩელეს. მხარეთა შორის შემდგარი მიმოწერა კიდევ ერთხელ ამყარებს მოპასუხის პოზიციას და ხელშეკრულების შეწყვეტაც განხორციელდა კანონის სრული დაცვით. ამასთან, მოსარჩელის მიერ სამუშაოები ხარვეზით და არაჯეროვნად სრულდებოდა. სამშენებლო ობიექტის +0 ნიშნულზე, გადახურვის ფილის ბეტონის ხარისხი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ბეტონის კლასს. ამასთან, უკვე განხორციელებული სამუშაოების ნაწილი ექვემდებარება დემონტაჟს და ხელმეორედ აშენებას. ამდენად, მოპასუხის მიერ წერილში მითითებული პოზიცია, მისი მზაობა სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდიოდა არსებულ რეალობასთან. არაჯეროვანი შესრულების პირობებში მიუღებელ შემოსავალზე საუბარი ალოგიკური იყო.

 

ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო მიმწოდებლის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებით. საავანსო საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხა მოთხოვნილი იქნა სრულად, რადგან გამოთხოვის დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ.

 

მართალია შპს „ბლ-------------ას“ სამშენებლო ობიექტზე შესრულებული აქვს გარკვეული მოცულობის სამუშაოები, თუმცა მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია მისი ღირებულების განსაზღვრა, შესრულებული სამუშაოების შესახებ დანიშნულია ექსპერტიზა და დასკვნის შესაბამისად გახდება ცნობილი მისი ღირებულება. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, ობიექტზე განთავსებული არ არის.

 

შესაგებლით სააგენტომ დაადასტურა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მზაობა, შუალედური ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, საავანსო თანხის სრულად გამოქვითვის შემდგომ.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებულ იქნა შემდეგი:

შპს „ბლ--------------სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას კა----------–----–----------------–------–ეს საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა 2017 წლის 16 იანვრის N4 ოქმით გეგმა-გრაფიკიდან საგრძნობი ჩამორჩენის გამო შესაძლებლად მიიჩნია კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნულთან დაკავშირებით ამავე სამსახურის მიერ მომზადდა სამსახურებრივი ბარათი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

გარდა ამისა, ლე---------------–--------–-----------------–------------------------ოს N5--------- დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ სამშენებლო ობიექტის ნული ნიშნულის გადახურვის ფილის ბეტონის მარკა არ შეესაბამებოდა პროექტით განსაზღვრულ კლასს.

 

2017 წლის 3 თებერვალს შპს „ბლ--------------მ“ წერილით მიმართა სააგენტოს და ითხოვა გამკაცრებული პირობებით ხელშეკრულების გაგრძელება, კერძოდ გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მზად იყო დაკისრებოდა სანქციები, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

მხარეებს შორის 2017 წლის 3 თებერვალს მიღწეული იქნა შეთანხმება და სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, ხელშეკრულებას დაემატა ცალკეული პირობები. ხოლო 2017 წლის 28 თებერვლის შეთანხმებით შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა, შემცირდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 15 977.11 ლარით და საბოლოოდ განისაზღვრა 253 6420.73 ლარით.

 

2017 წლის 6 აპრილს შპს „ბლ--------------მ“ წერილით მიმართა სააგენტოს, სადაც მიუთითებდა გარკვეულ რისკ-ფაქტორებზე, მათ შორის ხარისხის გაუარესებისა და სამუშაოთა მოცულობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეუსრულებლობის შესახებ. აღნიშნული გამო, სააგენტომ 2017 წლის 6 აპრილის წერილით მოსთხოვა კომპანიას დაზუსტებული ინფორმაცია წარედგინა საკითხებზე: ა) უზრუნველყოფდა თუ არა სამუშაოების დასრულებას 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით; ბ) ამავე ვადაში უზრუნველყოფდა თუ არა ხელშეკრულებით, პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნულის პასუხად კომპანიამ აცნობა, რომ უზრუნველყოფს სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დასრულებას, სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში.

 

სააგენტომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, ხელშეკრულების 12.4 პუნქტის საფუძველზე და მიმწოდებელი დააჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით - 253 642.073 ლარით, რაც მას უნდა გადაეხადა 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით.

 

შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

სიმართლეს არ შეესაბამებოდა სააგენტოს განმარტება, რომ ვალდებულება არაჯეროვნად სრულდებოდა. სააგენტოს მიერ მითითებული 2017 წლის 7 მარტის დასკვნით დადასტურებულია, რომ გამოსაკვლევი გადახურვის ფრაგმენტების შემოწმებითმა ანგარიშებმა დაადასტურა განსახილველი მონაკვეთების მზიდუნარიანობა სათანადო საექსპლუატაციო დატვირთვების მარაგით. რაც შეეხებოდა ბეტონის კლასს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, გარემო პირობების დათბობის შემდეგ, ბეტონის სიმტკიცის მატების პროცესი გაგრძელდება და საჭირო იყო დამატებითი კვლევის ჩატარება. ექსპერტიზის 2017 წლის 10 მაისის დასკვნით დასტურდება, რომ +0 ნიშნულზე, გადახურვის ფილის ბეტონის ხარისხის განმეორებითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფილის ცალკეულ მონაკვეთებში მოხდა ბეტონის კუმშვაზე სიმტკიცის მნიშვნელოვანი ზრდა და მარკამ აიწია და შესრულებული სამუშაო შესაბამისობაშია პროექტით განსაზღვრულ კლასთან.

 

რაც შეეხებოდა 2017 წლის 28 მარტის წერილს, რისკ-ფაქტორების შეტყობინების ვალდებულება ნებისმიერ შემსრულებელს აკისრია, რომ საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი შესაძლო უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. წერილი ეხებოდა იმ გარემოებას, რომ დასაბეტონებელი იყო სამი გადახურვა, ხოლო გადახურვის დატვირთვა კედლების, ტიხრებისა და იატაკის მომზადების სახით შეადგენდა 420 ტონას, რა დატვირთვაც შესაძლებელი იყო მხოლოდ დაბეტონებიდან 21 დღის ვადაში, ხოლო 14 დრის ვადაში დატვირთვას შეეძლო გამოეწვია ბეტონის ჩაღუნვა, რაც გამოიწვევდა შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუარესებას. აღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის დასტურს, რასაც ეყრდნობა სააგენტო. კომპანიამ სააგენტოს 2017 წლის 2 აპრილის წერილზე უპასუხა, სადაც დაუდასტურდა ხელშეკრულების შესრულების მზაობა, თუკი იქნებოდა დამკვეთის მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობა, რაც გულისხმობდა შემსყიდველის მხრიდან თანხების გადახდა.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან კომპანია სრულად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ შპს „ბლ--------------“ ვადაში ვერ დაასრულებდა სამუშაოებს. ფაქტია, რომ თავად სააგენტომ შეუშალა ხელი სამუშაოების ვადაში დასრულებას.

 

შპს „ბლ--------------მ“ დამატებით განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაც შეუსაბამოდ მაღალი იყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 1 აპრილს სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს (შემსყიდველი) და შპს „ბლ--------------ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მიმწოდებლის მხრიდან კა----------–----–----------------–------–ეს საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.

 

ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 552 397.86 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში, 480 კალენდარულ დღეში, 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით (1.6. პუნქტი).

 

ხელშეკრულებით სხვა პირობებთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად პირობებზე: ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის და წუნდების მიზეზის მითითებით, ხოლო ხარვეზების აღმოფხვრა მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს (7.1., 7.5., 7.6. პუნქტები).

 

მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, საქართველოში მოქმედი საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით შესრულება. თუ მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუსაბუთებლად, შემსყიდველის გაფრთხილების მიუხედავად ვერ ასრულებს სამუშაოებს, შემსყიდველი უფლებამოსილი შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით (5.1. და 5.4. პუნქტები).

 

თუ შემსყიდველი დარწმუნდება, რომ შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე, იგი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი დააჯარიმოს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით (12.4. პუნქტ).

 

მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი საავანსო ანგარიშსწორება, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნას მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია (9.3. პუნქტი).

 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ უპირობო გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომლის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ით. უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერ ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო (11.1., 11.2., 11.3. პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით ორჯერ განხორციელდა ცვლილება, მათ შორის: ა) 2017 წლის 3 თებერვლის შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა და განისაზღვრა 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ბ) 2017 წლის 28 თებერვლის შეთანხმებით შემცირდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და განისაზღვრა 2 536 420.73 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.02.2017 წლის შეთანხმება N3---------------;

- 28.02.2017 წლის შეთანხმება N3---------------;

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ბა------------მ“ 2016 წლის 1 აპრილს გასცა საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის, საერთო ჯამში 255 239.78 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 21 თებერვლის შეტყობინების თანახმად, 01.04.2016 წლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2017 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტმა იკისრა უპირობო გამოუთხოვადი ვალდებულება, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, ბენეფიციარის (სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს) საგადახდო მოთხოვნის მიღების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს ნებისმიერი თანხა საბანკო გარანტიით შეთანხმებული თანხის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.04.2016 წლის N2--------- საბანკო გარანტია;

- 21.02.2017 წლის შეტყობინება საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების შესახებ.

 

3.1.4. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ შპს „ბლ--------------ს“ ავანსის სახით გადაურიცხა 500 000 ლარი და 265 700 ლარი. თავის მხრივ შპს „ბლ-------------ას“ მიერ წარდგენილ იქნა სს „ბა------------ს“ მიერ იმავე ოდენობის თანხებზე გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.06.2016 წლის N5--------- საბანკო გარანტია;

- 27.10.2016 წლის N5--------- საბანკო გარანტია;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიერ 2017 წლის 16 იანვარს შედგა სხდომის ოქმი, სადაც განხილულ იქნა შპს „ბლ--------------ს“ მხრიდან მშენებლობის გრაფიკიდან ჩამორჩენის თაობაზე საკითხები. ოქმში აღინიშნა, რომ კომპანიას 26.08.2016 წელს, 02.09.2016 წელს, 17.10.2016 წელს 16.12.2016 წელს და 09.01.2017 წელს მიეცა წერილობითი გაფრთხილება სამშენებლო გეგმა-გრაფიკიდან ჩამორჩენაზე. ხოვლეს საჯარო სკოლის ტექნიკური ზედამხედველის განმარტებით, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო 22.12.2016 წლიდან 15.01.2017 წლის ჩათვლით ობიექტზე შეჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოები.

 

სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ჯგუფის რეკომენდაციით შპს „ბლ--------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულება უნდა შეწყდეს.

 

აღნიშნული დოკუმენტებისა და თავად შპს „ბლ-------------ას“ 2017 წლის 02 თებერვლის N2---------- წერილის საფუძველზე მხარეებს შორის 2017 წლის 3 თებერვალს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.01.2017 წლის სხდომის ოქმი N4;

- 17.01.2017 წლის სამსახურებრივი ბარათი;

- 03.02.2017 წლის შეთანხმება.

- შპს „ბლ-------------ას“ 2017 წლის 02 თებერვლის N2---------- წერილი;

 

3.1.6. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ 2017 წლის 12 აპრილს ცალმხრივად შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რის შესახებაც კომპანიას აცნობა ამავე რიცხვის წერილით.

 

ხელშეკრულება სააგენტომ შეწყვიტა ხელშეკრულების 12.4 პუნქტის საფუძველზე და შპს „ბლ--------------ს“ მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის 253 642.073 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.04.2017 წლის წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2017 წლის 12 ივნისს სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ წერილით მიმართა სს „ბა-----------ს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება:

ა) საავანსო გადახდის საბანკო გარანტიების შესაბამისად ნაკისრი ჯამში 765 700 ლარის გადარიცხვა;

ბ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შესაბამისად ნაკისრი 255 239.78 ლარის გადარიცხვა.

 

საგარანტიო თანხები არც საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში და არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის გარანტის მხრიდან ბენეფიციარის სასარგებლოდ არ გადარიცხულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.06.2017 წლის წერილი N6----- (ტ.1. ს.ფ. 90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მიერ შპს „ბლ--------------სთვის“ ავანსად გადარიცხული თანხის გარდა სხვა თანხები ანაზღაურებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შპს „ბლ--------------ს“ აღარ გააჩნია სასამართლო მოთხოვნების დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი. დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

3.2.2. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის არ არსებობდა ხელშეკრულების 12.4 პუნქტით შეწყვეტის საფუძველი. სასამართლო ასევე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სააგენტოს პოზიციას შპს „ბლ--------------ს“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.

 

ხელშეკრულების 12.4. პუნქტი შემსყიდველს ანიჭებდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუ იგი დარწმუნდებოდა, რომ შეუძლებელი იყო შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე. აღნიშნული პუნქტში შემსყიდველისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებასთან მიმართებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეეხოს მხარის მხრიდან უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად გამოყენების საკითხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ხოლო 115-ე მუხლის თანახმად, უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად, კი აუცილებელია მისი გამყენების წინაპირობათა მართლზომიერების შეფასება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელია სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს ქმედება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ჯდებოდა თუ არა შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენება კეთილსინდისიერების ფარგლებში. შეწყვეტასთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიცია ემყარება მსჯელობას, რომ მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი და მოხსენებითი ბარათები მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულება შპს „ბლ--------------ს“ მხრიდან დროულად და ჯეროვნად ვერ შესრულდებოდა. გარდა ამისა, უკვე არსებული შესრულებაც ნაკლიანი იყო.

 

ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა სააგენტოს 2017 წლის 6 აპრილის წერილი, რომლითაც სააგენტო ითხოვდა შპს „ბლ--------------სგან“ დაზუსტებას: ა) არსებული მონაცემების გათვალისწინებით მიმწოდებელი უზრუნველყოფდა თუ არა სამუშაოების დასრულებას 2017 წლის 24 აგვისტომდე; ბ) ამავე ვადაში უზრუნველყოფდა თუ არა ხელშეკრულებით, პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის სამუშაოების შესრულებას, რაზეც შპს „ბლ--------------მ“ 2017 წლის 12 აპრილის წერილით დაუდასტურა სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულების მზაობა. ამავდროულად აღნიშნული პირობა დაუკავშირა თავად სააგენტოს მხრიდან შესაბამისს ხელშეწყობას.

 

თავის მხრივ 06.04.2017 წლის წერილის გაგზავნის საფუძველი გახდა კომპანიის 2017 წლის 28 მარტის წერილი, რომლითაც შპს „ბლ--------------მ“ სააგენტოს აცნობა, რომ გარკვეული გარემოებების გამო, სამუშაოთა სამ თვეში დამთავრება გამოიწვევდა ხარისხის გაუარესებას და ძირითადი კორპუსის სათანადო ხარისხით ჩაბარება დამატებით დროის საჭიროებას მოითხოვდა.

 

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული წერილები, ასევე მანამდე არსებული მიმოწერა ადასტურებდა ხელშეკრულების ვადაში შესრულების შეუძლებლობას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო არ იზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომ შპს „ბლ--------------ს“ 2017 წლის 28 მარტის და 12 აპრილის წერილები უპირობოდ გულისხმობდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას. 28 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ სართულშუა გადახურვაზე მოსული მუდმივი დატვირთვა კედლების, ტიხრების და იატაკის მომზადების სახით შეადგენს 420 ტონას, ამ დატვირთვის გადაცემა სართულშუა გადახურვაზე დასაშვებია დაბეტონებიდან 21 დღის შემდეგ, დასაბეტონებელია სამი გადახურვა, შესაბამისად, სამუშაოების დაჩქარებისთვის, თუ ადრე ანუ 14 დღეში მოხდებოდა დატვრითვა, ამას შესაძლებელია გამოეწვია ჩაღუნვა, შესაბამისად სხვა თანმდევი სამუშაოთა დამთავრება სამ თვეში გამოიწვევდა ხარისხის გაუარესებას. ამიტომ ძირითადი კორპუსის სათანადო ხარისხით ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით შესაძლოა დასჭირვებოდათ დამატებითი დრო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ წერილში კომპანია შემსყიდველს აცნობებს საქმის გეგმა-გრაფიკითა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შესრულების შემთხვევაში შესაძლო გართულებების შესახებ, რაც არ გულისხმობს სახელშეკრულებო ვალდებულების უპირობო დარღვევას. რაც შეეხება 2017 წლის 12 აპრილის წერილს, არც აღნიშნული წერილით იკითხება ის შინაარსი, რომ შპს „ბლ--------------“ უპირობოდ დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. სასამართლო სხდომაზე შპს „ბლ--------------ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ დამკვეთის მხრიდან შესაბამის ხელშეწყობაში არ გულისხმობდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მოლოდინს, არამედ იგულისხმებოდა სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების დრიული შესრულება. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ოქმს და მოხსენებით ბარათს, მიუხედავად იმისა, რომ მათში საუბარი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობაზე, თავად სააგენტომ არ ჩათვალა მათში მოყვანილი გარემოებები არსებითად და ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად გაზიარებული იქნა შპს „ბლ--------------ს“ პოზიცია და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა დამატებითი ერთი თვით.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული შესრულების ხარვეზიანობაზე მითითებას, სააგენტო ეყრდნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 მარტის დასკვნას. დასკვნის თანახმად, კა----------–----–----------------–------–ეს მშენებარე საჯარო სკოლის +0.00 ნიშნულზე გადახურვის ფილის ბეტონის სიმტკიცე სხვადასხვა მონაკვეთზე ერთმანეთისგან განსხვავდება და არ შეესაბამება პროექტით დანიშნულ კლასს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი გადახურვის ფრაგმენტების შემოწმებითმა ანგარიშებმა, ფაქტიური ბეტონის სიმტკიცისა და რეალური არმირების გათვალისწინებით, დაადასტურა განსახილავი მონაკვეთების მზიდუნარიანობა სათანადო საექსპლუატაციო დატვირთვების მარაგით. ხოლო კვლევით ნაწილში დამატებით აღნიშნულია, რომ ბეტონის ნიმუშები აღებულია 23-24 დეკემბერს. პროექტის ბეტონის კლასი (Б25) შეესაბამება მხოლოდ ფილის „4-5-:-ა-ბ“ ღერძებს შორის ფრაგმენტებს, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე ბეტონის კლასი შედარებით დაბალია, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ფილის ბეტონირება მოხდა 2016 წლის 23-24 დეკემბერს, რის გამოც ზამთრის ცივ პერიოდში მოხდა ბეტონის სიმტკიცის შეყოვნება. იქვე აღნიშნულია, რომ ბეტონის სიმტკიცის პროცესი გაგრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ურღვევი მეთოდით უნდა ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს ამავე ნიშნულზე ბეტონის სიმტკიცე.

 

აღნიშნული დასკვნის შედავების მიზნით შპს „ბლ--------------მ“ მიუთითა ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 10 მაისის დასკვნაზე, სადაც საუბარია, რომ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში მშენებარე სკოლის +0 ნიშნულზე, გადახურვის ფილის ბეტონის ხარისხის განმეორებით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფილის ცალკეულ მონაკვეთებში მოხდა ბეტონის კუმშვაზე სიმტკიცის მნიშვნელოვანი ზრდა. შესაბამისად, ბეტონის მარკამ აიწია M200- დან M300-მდე.

 

ამდენად, მხოლოდ ამ გარემოებებზე მითითებით სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ შპს „ბლ-------------ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.01.2017 წლის სხდომის ოქმი N4;

- 17.01.2017 წლის სამსახურებრივი ბარათი;

- 02.02.2014 წლის წერილი N2----------;

- 06.04.2017 წლის წერილი;

- 11.04.2017 წლის წერილი;

- 12.04.2017 წლის წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- 07.03.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნა;

- 10.05.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, არ არსებობს არც შპს „ბლ--------------ს“ ძირითადი სარჩელის და არც სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე, 629-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. შპს „ბლ--------------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები:

შპს „ბლ--------------მ“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების იურიდიული მიზანი (ინტერესი) დაუკავშირა სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის შესახებ უფლების განხორციელების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების, ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვევს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომ, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.

 

იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

უდავოდ დადგენილია, რომ გარანტორის მიმართ მოთხოვნის მიუხედავად საბანკო გარანტიები სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მიერ გამოთხოვილი არ ყოფილა, გასულია სამივე საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა და სახეზე აღარაა სააგენტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სამივე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაკავშირებული იყო სააგენტოს მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის ალბათობასთან, რაც საგარანტიო ვადის გასვლის პირობებში დაუშვებელია. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია, ინტერესის არარსებობის პირობებში კი მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში შპს „ბლ--------------მ“ მთავარ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობა, რასაც არ დაეთანხმა სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ო. შესაბამისად სასამართლომ არსებითად განიხილა სარჩელი.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას, აღნიშნული განხილული უნდა იქნას სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში (იხ. გადაწყვეტილების 6.2. პუნქტი).

 

6.2. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბლ--------------მ“ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებისა და ვადების დაცვით ეწარმოებინა კა----------–----–----------------–------–ეს საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. თავის მხრივ სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების ფასის ანაზღაურება.

 

დასახელებული ხელშეკრულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ვალდებულება შპს „ბლ--------------ს“ მხრიდან დარჩენილ ვადაში მაინც ვერ შესრულდებოდა (ხელშეკრულების 12.4. პუნქტი). აღნიშნული საფუძვლით, ხელშეკრულების შესაბამისად მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ხელშეკრულებაში მისი გათვალისწინებით ხდება ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების 12.4 პუნქტით შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია შპს „ბლ--------------ს“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი). ამდენად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის არარსებობის პირობებში უსაფუძვლო იყო სააგენტოს მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბლ-------------ას“ სარჩელი სს---------------–---–-----------–--------------------------------------------------------ოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ბლ-------------ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს შეგებებული სარჩელი შპს „ბლ-------------ას“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სს---------------–---–-----------–-------------------------------------------------------ოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე