გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26590-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ბე----------ე
წარმომადგენელი - თო--------------ე
მოპასუხე - თი---------------–---–ი
წარმომადგენელი - შა-–------------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - თა----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ლი------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხის თი---------------–---–ისათვის მოსარჩელის ბე----------ის სასარგებლოდ 1490 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 აშშ დოლარი, სარგებლის სახით დარიცხული პროცენტი - 280 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 70 დღეზე დარიცხული საურავი სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით, 210 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული, ბე----------ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქან-ს - „TOYOTA” მოდელი: “VITZ” (ფერი - რუხი; წელი - 2005), სახელმწიფო ნომრით „T------” - გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება.
სარჩელში განმარტებულია, ბე----------ესა და თი---------------–---–ს შორის 2015 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №4--, რომლის 2.2 პუნქტის თანახმად, თი---------------–---–ს გადაეცა 1000 აშშ დოლარი. მოპასუხეს 2016 წლის 3 მაისის შემდეგ აღარ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ძირი და პროცენტი (7%, ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტი - 70 აშშ დოლარი) და მოპასუხის მიერ გადასახდელმა პროცენტმა (სარგებელმა) შეადგინა 280 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების 2.7 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს - 0,5%-ის გადახდა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, თუმცა მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით თხოვს 0,3%-ის გადახდას, რის მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 210 აშშ დოლარს.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თი---------------–---–ის მიერ, მისი კუთვნილი ავტომანქანა „TOYOTA” მოდელი: “VITZ” (ფერი - რუხი; წელი - 2005), სახელმწიფო ნომრით „T------” გაცემული სესხის დაცვის მიზნით 2015 წლის 3 ოქტომბერს გადაფორმებული იქნა ბე----------ის სახელზე და შსს-ის მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა, როგორც მოსარჩელის საკუთრება. ავტომობილი პირდაპირ მფლობელობაში იმყოფებოდა და იმყოფება მოპასუხესთან.
ბე----------ის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 2016 წლის 11 ივლისის დაზღვეული წერილით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა, პროცენტი და ვადაგადაცილებულ დღეებზე დარიცხული პირგასამტეხლო. მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ სესხის ხელშეკრულებაზე თი---------------–---–ის ხელმოწერის მიუხედავად, სესხის თანხა აიღო მესამე პირმა გი--------–-–---–მა.
ავტომობილი წარმოადგენს არა თი---------------–---–ის საკუთრებას, არამედ გარდაცვლილი გი--------–-–---–--ა. ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ ფიქსირდება მოპასუხე თი---------------–---–ი, თუმცა გი--------–-–---–ს არ ჰქონია ავტომობილის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის სურვილი და არც თი---------------–---–ს ჰქონია საკუთრებაში ნივთის მიღების განზრახვა. ავტომობილი დარჩა გი--------–-–---–-- პირდაპირ მფლობელობაში. მოპასუხე არ წარმოადგენს ავტომობილის არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ მფლობელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 03 ოქტომბერს ი/მ ბე----------ესა (გამსესხებელი) და თი---------------–---–ს ( მსესხებელი) შორის გაფორმდა „ავტო სესხის ხელშეკრულება №4--“.
ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელი გასცემდა სესხს, ხოლო მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას დაეფარა სესხი ხელშეკრულებით დადგენილი წესით. კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 1000 აშშ დოლარი, მოქმედების მაქსიმალურ ვადად - 1 თვე. ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა სესხის თანხის 7.0%-ით. ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგენდა 70$-ის ექვივალენტი ლარში. გადახდის დროდ განისაზღვრა 2015 წლის 03 ნოემბერი, პროცენტის გადახდის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ავტომატურად კიდევ ერთი თვით.
პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა კრედიტის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის („მხარეთა ვალდებულებები და მათი უზრუნველყოფა“) თანახმად: „აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მსესხებელი (ან/და მესაკუთრე) ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით გამსესხებელს საკუთრებაში გადასცემს (გადაუფორმებს) მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ საკუთრებას - ავტოსატრანსპორტო საშუალებას; ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებია: მარკა, მოდელი, გამოშვების წელი 2005; სახელმწიფო სარეგისტრაციო № T------; ტიპი-TOYOTA VITZ ; ფერი-რუხი 1/8; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია № AL------1; საიდენტ. № KSP905010238.
გამსესხებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადით, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცემს მსესხებელს (ან/და მოსარგებლეს) ავტოსატრანსპორტო საშუალებას. გამსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით არ განახორციელოს ა/ სატრანსპორტო საშუალების მესამე პირებზე გასხვისება, იჯარით ან სხვა ფორმის მფლობელობით გადაცემა ან/და ა/სატრანსპორტო საშუალების გირავნობის უფლებით ან სხვა ვალდებულებებითა და შეზღუდვებით დატვირთვა. მხარეების წინასწარ თანხმდებიან, რომ თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად დაფარავს ვალდებულებებს გამსესხებლის წინაშე ( სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით) გამსესხებელი ვალდებულია ამ პირობების დადგომიდან 3 დღის განმავლობაში მისცეს უფლება მსესხებელს გადაიფორმოს ან გადაუფორმოს სხვა მესამე პირს მოცემული ავტომანქანა. მსესხებლის მიერ შეთანხმებულ ვადებში ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამის ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას (ან/და მოსარგებლეს) ჩამოერთმევა ა/ სატრანსპორტო საშუალება და ერთჯერადად გაეგზავნება შეტყობინება (სრული ოდენობის დასაფარი თანხის მითითებით) 14 დღის ვადაში ვალდებულებების სრულად შესრულების თაობაზე. შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება და იგი კარგავს ყოველგვარ უფლებას ა/სატრანსპორტო საშუალებაზე და მას გამსესხებლისთვის რაიმე სახის პრეტენზიის წაყენების უფლება აღარ გააჩნია. ა/სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობის, მისი შემთხვევით განადგურების ან დაზიანების რისკი ეკისრება მსესხებელს (ან/და მოსარგებლე) და აგებს პასუხს სხვა მისი მოძრავი ან უძრავი ქონებით. დავალიანების სრულად დაფარვამდე გამსესხებელმა მისი კანონიერი მოთხოვნები დაიკმაყოფილოს როგორც ნასესხები თანხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონებით, ასევე მსესხებლის ნებისმიერი სხვა ქონებით, დააყადაღოს ამგვარი ქონება და მოახდინოს იძულებით რეალიზაცია კანონით დადგენილი წესით. გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს მას ნასესხები თანხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება სარეალიზაციოდ. ამგვარი რეალიზაციის შემთხვევაში, ამონაგები თანხით დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და სესხმოთხოვნები, ხოლო ნარჩენი თანხა დაუბრუნდება მსესხებელს“.
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება გაგრძელდა კიდევ რამდენიმე თვით, აღნიშნული დასტურდება ექვსი თვის მანძილზე განხორციელებული ყოველთვიური გადახდებით 2015 წლის 03 დეკემბრიდან 2016 წლის 03 მაისის ჩათვლით.(ს.ფ. -23) მოპასუხის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შედავება არ განხორციელებულა. მოსარჩელე მხარემ ანგარიშსწორება 1490 აშშ. დოლარის ოდენობით მოითხოვა 2016 წლის 11 ივლისის წერილით.(ს.ფ.-27) თუმცა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდა აღარ განხორციელებულა. მოსარჩელემ საბოლოოდ სარჩელის აღძვრით მოითხოვა 4 თვის სარგებელი 280 აშშ. დოლარის ოდენობით, 2016 წლის 03 მაისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის და სესხის ძირითადი თანხის 0.5%-იდან შემცირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 70 დღეზე დარიცხული საურავი სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით, 210 აშშ. დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება
„ავტო სესხის ხელშეკრულება №4--“ (ს.ფ. 21-23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი გამსესხებლისა (ბე----------ე) და მსესხებლის (თი---------------–---–ი) უფლება-ვალდებულებების წარმოშობის საფუძველს.
სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა მოწესრიგებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთებზე, მათ შორის, ავტომობილზე, საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016)“ (იხ, სუსგ საქმეზე №ას-899-2018, 25 სექტემბერი, 2018 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, ბე----------ეს ნივთი (ავტომანქანა) არ გადასცემია. ამდენად, ავტომანქანაზე ბე----------ის საკუთრების უფლება წარმოშობილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, 2015 წლის 03 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბე----------ე, როგორც საკუთრების შემძენი ვერ განახორციელებს უფლებამოსილებას. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბე----------ეს, როგორც გამსესხებელს, უფლება აქვს მოითხოვოს სესხის თანხა თი---------------–---–ისაგან.
მოპასუხის განმარტება, რომ მას სესხის თანხა არ მოუხმარია და თანხა მიიღო მესამე პირმა (გი--------–-–---–მა) (იმის გათვალისწინებით, რომ არ არის სადავო გამსესხებლის მიერ სესხის თანხის გაცემა), სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული იმის გათვალისწინებთ, რომ თი---------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა სესხის ხელშეკრულებაზე არ არის სადავო; ხოლო სესხის თანხის თი---------------–---–ის თანხმობით მესამე პირისათვის გადაცემის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს ფაქტი მისი როგორც მსესხებლის ვალდებულებების წარმოშობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ბე----------ის სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეებს ბე----------ესა და თი---------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება მსესხებლისათვის გადაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა შეთანხმებული წესით. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხა 1000,00 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის ძირი თანხის 1 000,00 აშშ დოლარის დაბრუნება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებლის (7%) გადახდევინება სესხით სარგებლობისათვის, შეთანხმებულ ვადაში. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება გაგრძელდა კიდევ რამდენიმე თვით, აღნიშნული დასტურდება ექვსი თვის მანძილზე განხორციელებული ყოველთვიური გადახდებით 2015 წლის 03 დეკემბრიდან 2016 წლის 03 მაისის ჩათვლით. (ს.ფ. -23) მოპასუხის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შედავება არ განხორციელებულა. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მოსარჩელე მხარემ ანგარიშსწორება 1490 აშშ. დოლარის ოდენობით მოითხოვა 2016 წლის 11 ივლისის წერილით. (ს.ფ.-27) აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ვალდებულების შესასრულებლად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოვალეს თი---------------–---–ს ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 თვის სარგებელი 280 აშშ. დოლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეთა მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ თი---------------–---–ს ვალდებულება არ შეუსრულებია და არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (210 აშშ დოლარი) სესხის ძირითად თანხასთან (1000 აშშ დოლარი) მიმართებით არ არის შეუსაბამოდ მაღალი სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარემ თავად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის 0.5%- ისა, ის ითხოვს შემცირებულ პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 70 დღეზე დარიცხულ საურავს სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით, 210 აშშ. დოლარს. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 210 აშშ. დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისათვის გადახდილი 37 ლარის, საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი 13.1 ლარისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ავტომობილის სარგებლობის აკრძალვისათვის გადახდილი 101 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 58.11 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 153 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბე----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 490 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 280 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 210 აშშ დოლარი.
2. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისათვის გადახდილი 37 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი 13.1 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ავტომობილის სარგებლობის აკრძალვისათვის გადახდილი 101 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 153 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 58.11 ლარის ანაზღაურება.
7. მოპასუხე თი---------------–---–ს მოსარჩელე ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე