გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/10-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი
მოსარჩელე ნ-------------–---–ი
წარმომადგენელი ნ-------------ე, ა---------–----------ე
მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი თ-------------ე
დავის საგანი შრომითი სტაჟის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2019 წლის 2- ივნისს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით მომართა ნ-------------–---–ის წარმომადგენელმა ნ-------------ემ შრომითი სტაჟის დადგენისა და აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დადგენილ იქნას, რომ ნ-------------–---–ი 1983 წლის 3--------დან 1993 წლის 2-------------მდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ ბ-----------–-------------------ში, ბ------–----ად. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, იძულებით გადაადგილებული პირი, ამჟამად ცხოვრობს რუსეთში, არის საპენსიო ასაკის და პენსიის დანიშვნისთვის ესაჭიროება შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი სტაჟის თაობაზე. მან აღნიშნული მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო პასუხი რომ არქივის არ არსებობის გამო, შესაძლებლობას მოკლებულია გასცეს სათანადო ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 2019 წლის 18 ივლისს მოპასუხე-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული ბ-----------–-------------------ში მოსარჩელის ბ------–----ად მუშაობის დადასტურების შესაძლებლობა არ გააჩნია სათანადო მასალების არარსებობის გამო. მოპასუხის განმარტებით, სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითბულ სტაჟს, არც თავად მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-------------–---–ი (დაბადებული: 1----–-–---------------ს პირადი №6----------) არის
აფხაზეთიდან დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო სამართლის იუირიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1- დეკემბრის N0------- წერილი და 2019 წლის 2- ოქტომბრის N0------- ცნობა (ს.ფ. 37-38);
3.1.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2019 წლის 2-------ს გაცემული წერილით №1--, ნ-------------–---–ის წარმომადგენელს ა---------–----------ეს უარი ეთქვა შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე, სამინისტროში სათანადო დოკუმენტაციის უქონლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 2-------ის №1-- წერილი (ს.ფ. 13).
3.1.3. მოწმის სახით დაკითხულმა მ--------–----მ და ნ-------------–---–მა დაადასტურეს, რომ ნ-------------–---–ი 1983 წლის 3--------დან 1993 წლის 2-------------მდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ ბ-----------–-------------------ში, ბ------–----ად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლო 2019 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ნ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდა მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტის ნამდვილობის აღიარებასაც ან ყალბი დოკუმენტის უარყოფასაც.
საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მხარე ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის, ხოლო შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილისა, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
მოწმე მ--------–----ს და ნ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ-------------–---–ი 1983 წლის 3--------დან 1993 წლის 2-------------მდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ ბ-----------–-------------------ში, ბ------–----ად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „უ“ პუნქტების თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნას, რომ ნ-------------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ №6----------) 1983 წლის 3--------დან 1993 წლის 2-------------მდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ ბ-----------–-------------------ში, ბ------–----ად.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა), 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა) მეშვეობით.
მოსამართლე ლელა ცანავა