განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1718-15
გამოძიების #0------
თბ ილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თ---------- სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---------------–---
დაცვის მხარე:
განსასჯელი - დ----- დ------ის ძე ბ--–---, - დაბადებული 1--- წლის 8------------ს (ძებნილი), რეგისტრირებული: თ---–---- მ-------- მ---- მრ/ნი, კორპუსი #--, ბინა #---
ადვოკატი - დ--–- ი----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ანგარებით - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის განაჩენით დ----- ბ--–---, მცხოვრები: თბილისში, მ-------- მ---- მიკრორაიონის, 2--- კორპუსი, ბინა #4--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ ჯგუფური ყ ა ჩ ა ღ ო ბ ი ს ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.2. ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დ----- ბ--–---, 2004 წლის 8 იანვარს მივიდა მოქალაქე თ---------- კ-------–---–თან, რომელსაც სასურსათო მაღაზია ჰქონდა იჯარით აღებული და მცირედი ბიზნეს საქმიანობით არჩენდა ოჯახს. მისი და ოჯახის წევრების მკვლელობის და სხეულის დაზიანების მუქარით მოსთხოვა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა, რაზედაც თ---------- კ-------–---–მა კატეგორიული უარი განუცხადა. განზრახვის განუხორციელებლობის გამო, ანგარების ნიადაგზე და თ. კ-------–---–ის დასჯის მიზნით, დ----- ბ--–---მ 2004 წლის 10 იანვარს, ,,კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მარჯვენა ფეხსა და სათესლე ჯირკვალში განზრახ დაჭრა თ---------- კ-------–---–ი. დ----- ბ--–--ის ქმედებით თ---------- კ-------–---–მა განიცადა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დ----- ბ--–--- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1.3. 2004 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში, მ-------- 4- მიკრორაიონში მდებარე #----ე საბავშვო ბაღსა და სკოლა „ა-------ს“ შორის არსებულ ტერიტორიაზე დ----- ბ--–---ს, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, კონფლიქტი მოუვიდა გ------- დ------–--თან, რომელსაც თან ახლდნენ მისი მეგობრები მ----- ს------- და უ-- მ--–---–---–ი. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ----- ბ--–---მ თანნაქონი აკ-74 სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მას წარსულში უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, ამასთან უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გ------- დ------–--ს, ხოლო მისმა თანამზრახველებმა ასევე სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს როგორც გ------- დ------–--ს, ასევე მასთან ერთად მყოფ მ----- ს------სა და უ-- მ--–---–---–ს. მას შემდეგ, რაც დ----- ბ--–--- და მისი თანამზრახველები შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მათ შემოხვდათ სროლის ხმაზე ძმის - მ----- ს-------ს დასახმარებლად მისული თ----- ს-------, რომელსაც გამოძიებით დაუდგენელმა ერთ-ერთმა პირმა, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა პისტოლეტის სისტემის იარაღიდან. ტყვია თ.ს------ს მოხვდა წინ აფარებულ მარცხენა ხელში, რითაც გადაურჩა სიკვდილს და ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი დამნაშავე პირის განზრახვა. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, დ----- ბ--–--- თანამზრახველებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ანგარებით:
2.1. დაზარალებულ თ---------- კ-------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2004 წელს იჯარით ჰქონდა აღებული სუპერმარკეტი და ეწეოდა მცირედ ბიზნესაქმიანობას. 2004 წლის 8 იანვარს, მასთან მივიდა, წარსულში მეზობელ კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო შ---- ბ--–--ის სახელით, უთხრა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო და მოსთხოვა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა. თ---------- კ-------–---–მა კატეგორიული უარი განუცხადა შ---- ბ--–---ს მის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე. კატეგორიული უარის მიუხედავად, იმავე საღამოს, შ---- ბ--–---მ მიუგზავნა უცნობი გოგონა, რომელმაც შ---- ბ--–--ის სახელით და დავალებით დაზარალებულს მოსთხოვა თანხა, თ---------- კ-------–---–მა თანხის გადაცემაზე კვლავ უარი განუცხადა. 2004 წლის 10 იანვარს, თ---------- კ-------–---–თან სახლში მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ შ---- ბ--–--- ელოდებოდა ეზოში და უნდა ჩასულიყო. თ---------- კ-------–---–ი შ---- ბ--–--ის მოთხოვნით ჩავიდა კორპუსის ეზოში, მათ შორის საუბარი შეეხო კვლავ თანხის გადაცემის საკითხს, დაზარალებულმა შ---- ბ--–---ს კვლავ კატეგორიული უარი განუცხადა მის მიერ ყოველთვიურად მოთხოვნილი თანხის გადაცემაზე. საუბრის დასრულების შემდეგ, დაზარალებულმა მოასწრო ერთი ნაბიჯის გადადგმა და ზურს უკან გაიგონა იარაღის ხმა, სახით შეტრიალდა, შეტრიალების შემდეგ შ---- ბ--–---მ თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად დაიჭრა ფეხის არეში, თუმცა მაინც შეძლო მსროლელთან შერკინება, ჭიდაობითა და ძალის გამოყენებით, ხელი მოჰკიდა იარაღის ლულას და მჭიდი მოაძრო. დაჭრილმა თ---------- კ-------–---–მა შ---- ბ--–---სთან შერკინებაში დაკარგა გონება. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ პირი, რომელიც მას შ---- ბ--–---დ გაეცნო და იარაღით დაჭრა 2004 წლის 10 იანვარს არის განსასჯელი დ----- ბ--–---. დაზარალებულის ჩვენებით, 2004 წლის მდგომარეობით ქვეყანაში კრიმინოგენული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, სამართალდამცავ სისტემაშიც იყო პრობლემები დამნაშავე პირებთან ბრძოლის კუთხით, გარდა ამისა, ეშინოდა დ----- ბ--–--ის, დაჭრილი იწვა საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაიცავდა ოჯახს, დასახელებული მიზეზების გამო საწყის ეტაპზე, პირველი დაკითხვის დროს (2004 წლის 12 იანვარი) არ გაამჟღავნა დანაშაულის ჩამდენი პირის დ----- ბ--–--ის ვინაობა.
2.1.1. დაზარალებულ თ.კ-------–---–ის ზეპირი ჩვენების პარალელურად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულის დაკითხვის ოქმები:
2.1.2. 2004 წლის 30 მარტის, დაკითხვის ოქმის მიხედვით: შ---- ბ--–---მ, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო, თ---------- კ-------–---–ს მოსთხოვა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა. შ---- ბ--–--- თ---------- კ-------–---–ს დაემუქრა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოკლავდა, დაუწვავდა სუპერმარკეტს, გაუსწორდებოდა ოჯახის წევრებს, მეუღლესა და ბავშვებსაც. დ----- კ-------–---–ი ფიქრობდა, რომ შ---- ბ--–--- მუქარას ვერ აღასრულებდა, ამიტომ უარი უთხრა თანხის გადახდაზე. კატეგორიული უარის მიუხედავად, შ---- ბ--–---მ, თ---------- კ-------–---–ს სამუშაო ადგილზე, სუპერმარკეტში მიუგზავნა უცნობი გოგონა, რომელმაც შ---- ბ--–--ის სახელით დაზარალებულს მოსთხოვა თანხის გადაცემა. თ---------- კ-------–---–მა შ---- ბ--–--ის სახელით მიგზავნილ გოგონას უარი უთხრა თანხის გადახდაზე. 2004 წლის 10 იანვარს, შ---- ბ--–---მ თ---------- კ-------–---–ს მიაკითხა საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაზარალებულმა იმჯერადაც აუხსნა, რომ ვერ შეძლებდა მოთხოვნილი თანხის გადახდას, ვინაიდან ხელფასი ჰქონდა სულ რაღაც 200 ლარი. დიალოგში თ. კ-------–---–მა დ. ბ--–--ის გვერდზე, მიწაზე შავი ფერის ჩანთა შენიშნა. კიდევ ერთხელ უთხრა უარი თანხის გადახდაზე, შეტრიალდა ზურგით, ამ დროს გაიგონა იარაღის გადატენის ხმა, მოტრიალდა და დაინახა, რომ შ---- ბ--–---ს ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კალაშნიკოვის სისტემის და უმიზნებდა. თ.კ-------–---–მა უმალ სტაცა ხელი ლულაში და არ მისცა საშუალება წელს ზემოთ სროლისა. შ---- ბ--–---მ გაისროლა ოთხჯერ. გასროლილი ორი ტყვია თ. კ-------–---–ს მოხვდა სხეულზე, ერთი მარჯვენა ფეხის ბარძაყში და მეორე სათესლე ჯირკვალში. სროლის შემდეგ დაზარალებულმა შეძლო ავტომატისათვის მჭიდის მოძრობა და დაეცა ძირს.
2.1.3. 2015 წლის 28 თებერვლის დაკითხვის ოქმის მიხედვით: 2004 წლის 10 იანვარს, თ---------- კ-------–---–ი, შ---- ბ--–--ის მოთხოვნით, ამ უკანასკნელს შეხვდა საცხოვრებელი სახლის ეზოში. საუბარი შეეხო რამდენიმე დღის წინ მოთხოვნილი თანხის გადახდას, რაზედაც თ---------- კ-------–---–მა კატეგორიული უარი განუცხადა და შეეცადა შეხვედრის ადგილის დატოვებას. ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მან გაიგონა იარაღის გადატენის ხმა. მოტრიალებისას დაინახა, რომ შ---- ბ--–---ს ხელში ეჭირა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და უმიზნებდა. თ---------- კ-------–---–მა მოასწრო და ხელი მოჰკიდა ავტომატის ლულაზე, რომელიც ქვემოთ დააწევინა. ამ დროს შ---- ბ--–---მ ოთხჯერ გაისროლა და დაჭრა თ---------- კ-------–---–ი, დაჭრის მიუხედავად დაზარალებული ხელებში ეცა განსასჯელს და გამოაძრო ავტომატის მჭიდი, რის შემდეგაც დაკარგა ძალა და დაეცა. წაქცევისას ხელიდან გაუვარდა მჭიდი, რომელიც შ---- ბ--–---მ აიღო და გაიქცა. სროლის ხმაზე სახლიდან ჩამოვიდნენ ოჯახის წევრები და მეზობლები. დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 21 დღე დაჰყო. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ შემთხვევის შემდეგ მისმა მეუღლემ იპოვა შავი ფერის ჩანთა, ჯემპრთან ერთად, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. თ---------- კ-------–---–ის ჩვენებით, შემთხვევამდეც იცნობდა სახეზე განსასჯელს. შ---- ბ--–---, იგივე დ----- ბ--–---, 2000 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2-------პუსის, ბინა 4--–- და მისი ოფიციალური სახელი იყო დ-----ი, ხოლო შ---- - მეტსახელი, რომელსაც ეძახდნენ უბანში.
2.1.4. დაზარალებულმა თ---------- კ-------–---–მა 2004 წლის 30 მარტის და 2015 წლის 28 თებერვლის გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების შემდეგ, ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ სრულად ეთანხმება აღნიშნულ ჩვენებებს და დამატებით, კატეგორიულად და დარწმუნებით განაცხადა, რომ 2004 წლის 10 იანვარს, იგი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დ----- ბ--–---მ, ზედმეტსახელად შ----მ.
2.2. დაზარალებულის თ---------- კ-------–---–ის მეუღლის - ნ----- ა------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2004 წლის დასაწყისში, წარსულში, მისი საცხოვრებელი კორპუსის უკან კორპუსში მცხოვრები, ციხიდან ახლად გამოსული დ----- ბ--–---, ზედმეტსახელად შ----, თ---------- კ-------–---–ს, რომელსაც იჯარით აღებული ჰქონდა სუპერმარკეტი და გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, სძალავდა თანხას. კონკრეტულად კი, დ----- ბ--–--- თ---------- კ-------–---–ისგან მოითხოვდა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდას. შემთხვევის დროს, ნ----- ა------ეს ქუჩიდან შემოესმა ხმაურის ხმა, გარეთ გასულმა დაინახა, რომ მისი მეუღლე თ---------- კ-------–---–ი დაჭრილ მდგომარეობაში გადაჰყავდათ საავადმყოფოში. ნ----- ა------ის ჩვენებით, მეუღლემ უამბო, რომ იგი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დ----- ბ--–---მ, თუმცა მისი ვინაობა თავიდან არ განუცხადეს პოლიციას, რადგან ერთი მხრივ ეშინოდათ განსასჯელის და მეორე მხრივ, იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის გამო სამართალდამცავებს არ შეეძლოთ მოქალაქეების დაცვა.
2.3. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის #1-- დასკვნით დგინდება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად თ. კ-------–---–ი, 2004 წლის 10 იანვრიდან, სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა #4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა სათესლე პარკის ჭრილობა მაგისტრალური სისხლძარღვის მარჯვენა სათესლე ჯირკვლის, ბაგირაკის ურეთრის დაზიანებით. ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით. ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს (ექსპერტი: ი-----–----ე).
2.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნის თანახმად, სასამართლო სამედიცინო შემოწმების #1-- აქტზე დაყრდნობით თ. კ-------–---–ს, რომელიც 2004 წლის 10 იანვრიდან, სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა #4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა სათესლე პარკის ჭრილობა მაგისტრალური სისხლძარღვის მარჯვენა სათესლე ჯირკვლის, ბაგირაკის ურეთრის დაზიანებით. ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით. ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს (ექსპერტი: ტ--–------ე).
2.5. 2004 წლის 10 იანვარს, გამომძიებლისა და დამსწრე პირების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თბილისში, მ-------- მ---ა მ/რ, 1---ორპუსის გვერდზე მდებარე გადახურული ფაცხის ტერიტორია. ფაცხა მდებარეობს, მე-1---ორპუსის, მე-2 სადარბაზოს მარჯვენა მხარეს 5-10 მეტრის რადიუსზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ფაცხაში მდგარი მაგიდის შუაში, გზის პირის მხარეს ნაპოვნია ოთხი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გილზი რომლებიც ეყარა გაფანტულად ფაცხის ტერიტორიაზე ორი მეტრის მიდამოში. (გამომიძებელი: გ------–---–-; მონაწილე პირები ლ----------–--ე, მ-------–--–---–-, რ-----–-–---–ი).
2.6. ბალისტიკური ექსპერტიზის #---- დასკვნით დადგინდა, რომ:
ა) გამოკვლევაზე წარმოდგენილი მასრები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის სამხედრო ვაზნების შემადგენელ ნაწილს (მასრებს), განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-74Y ავტომატებისათვის და RPK ხელის ტყვიამფრქვევისთვის.
ბ) გამოკვლევაზე წარმოდგენილი მასრები გადაეგზავნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ტყვიამასროთეკაში, იდენტური მასრების აღმოსაჩენად (ექსპერტი: ი-–----------ი).
2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირის რ----- მ---–-–---–-ს ზეპირი ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს თ---------- კ-------–---–ის მეზობლად. დაზარალებულის დაჭრის დღეს, მოწმის თანდასწრებით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მასრები. შედგა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც აღიწერა ამოღებული ნივთები - მასრები, ოქმს მოაწერა ხელი.
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე მ--------- გ---–---ის 2004 წლის 5 თებერვლის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათისათვის, ქუჩიდან შემოესმა რამდენიმე გასროლის ხმა. გასროლის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მეზობელი თ---------- კ-------–---–ი.
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ე-------------–---–ის 2004 წლის 12 თებერვლის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 10 იანვარს, საღამოს 19:00 საათისთვის, ქუჩიდან შემოესმა გასროლის ხმა. აივნიდან დაინახა ეზოში შეკრებილი მეზობლები. გასროლის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მეზობელი თ---------- კ-------–---–ი.
2.10. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ----- ბ--–--- კრიმინალური მენტალიტეტის აფიშირებით, რომ ციხიდან ახლად გამოსული იყო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თ---------- კ-------–---–ისგან მოითხოვდა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდას. მოთხოვნა შეიცავდა მსხვერპლის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარას. მუქარის მიუხედავად, თ---------- კ-------–---–ი თანხის გადაცემაზე მკაფიო უარს ეუბნებოდა დ----- ბ--–---ს. თანხის გადაცემაზე უარი 2004 წლის 10 იანვარს დასრულდა მსხვერპლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით.
2.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად შეფასებისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: 1) ქმედებაში, 2) მძიმე შედეგში, 3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზემოთდასახელებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- ბ--–---მ, ზედმეტსახელად შ----მ, 2004 წლის 10 იანვარს, ანგარებით, ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გამოძალვის მოტივით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მარჯვენა ფეხსა და სათესლე ჯირკვალში, განზრახ დაჭრა თ---------- კ-------–---–ი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მძიმედ ითვლება, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. დაზიანების ხარისხი - მძიმე შედეგი უნდა განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დგინდება, რომ მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა სათესლე პარკის ჭრილობა მაგისტრალური სისხლძარღვის მარჯვენა სათესლე ჯირკვლის, ბაგირაკის ურეთრის დაზიანებით ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დ----- ბ--–--ის განზრახი ქმედება, თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან თ---------- კ-------–---–ის სხეულის მძიმე დაზიანებასთან.
განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ:
2.12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2004 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში, მ-------- 4- მიკრორაიონში მდებარე #----ე საბავშვო ბაღსა და სკოლა „ა-------ს“ შორის არსებულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღებით მოკლეს გ------- დ------–--ი, მ----- ს-------, უ-- მ--–---–---–ი, ასევე დაიჭრა თ----- ს-------.
2.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მკვლელობის თვითმხილველი მოწმე მ--–--- მ-----ოვა. მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, მცირეწლოვან შვილთან ერთად, სეირნობდა #--- საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. ეზოში შესვლამდე, ბაღის ჭიშკართან არსებულ მაგიდასთან შენიშნა რამდენიმე უბნელი ბიჭი, რომელთა შორის იყვნენ მ----- ს------- და გ------- დ------–--ი. დაინახა, რომ ბიჭებთან მივიდა 3-4 პირი, მათ შორის შ---- ბ--–--- და შევიდნენ ბაღის ეზოში. ბაღის ეზოში დაიწყო კამათი და ჩხუბი, გ------- დ------–--მა შ---- ბ--–---ს ხელი დაარტყა, დარტყმის შემდეგ შ---- ბ--–---მ ყუთიდან, რომელიც ხელში ეჭირა, ამოიღო ავტომატის მსგავსი, დიდი ზომის იარაღი და მიყოლებით გაისროლა გ------- დ------–--ის და მასთან მყოფი ბიჭების მისამართით. მოწმის ჩვენებით, სხვა იარაღებიდან გასროლის ხმებიც ესმოდა, დაინახა, რომ გასროლების დროს გ------- დ------–--ი მიწაზე დაეცა, მიწაზე დაეცა მ----- ს-------ც და სხვა პირიც. მსროლელები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოწმემ კატეგორიულად და დამაჯერებლად განაცხადა, რომ ერთ-ერთი მსროლელი, რომლის გასროლასაც სხვა მსროლელებთან ერთად მოჰყვა პირთა გარდაცვალება, იყო შ---- ბ--–---.
2.13.1. მოწმე მ.მ-----ოვას ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა 2004 წლის 16 მაისის, 2008 წლის 11 თებერვლისა და 2015 წლის 6 მარტის დაკითხვის ოქმები:
2.13.1.1. 2004 წლის 16 მაისის დაკითხვის ოქმის მიხედვით: 2004 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათისათვის, შვილს ასეირნებდა მ------ში #----ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. ბაღის ჭიშკრამდე, მოწმემ შენიშნა, რომ კორპუსის პირდაპირ არსებულ მაგიდასთან ბიჭები იყვნენ შეკრებილები და სვამდნენ. დაინახა როგორ მიუახლოვდა მათ დაახლოებით ოთხი ბიჭი. აღნიშნული ბიჭები, სუფრასთან მყოფ რამდენიმე მამაკაცთან ერთად შევიდნენ ბაღში. ბიჭების ჯგუფში მოწმემ ამოიცნო უბნელები: მ----- ს-------, დ------–--ი, რომლის სახელიც მოწმეს არ ახსოვდა და შ---- ბ--–---. ამ უკანასკნელის ნამდვილი სახელია დ-----ი, ხოლო შ---- მეტსახელი. შ---- ბ--–---ს ხელში ეჭირა მუყაოს თეთრი ფერის ყუთი. ბიჭების ჯგუფმა გადაინაცვლა ბაღის უკანა მხარეს და იქ განაგრძეს საუბარი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. დ------–--მა ხელი გაარტყა ბ--–---ს, რასაც მყისიერად მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება შეკრებილებს შორის. დაპირისპირების დროს, უეცრად შ---- ბ--–--- გაიწია უკან, თეთრი ფერის მუყაოს ყუთიდან ამოიღო ავტომატი და ცეცხლი გაუხსნა მის წინ მყოფებს. სროლისას მოცელილივით დავარდა მიწაზე დ------–--ი, ბ--–--- განაგრძობდა სროლას დანარჩენების მიმართულებით. სროლა გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, ისმოდა სხვადასხვა იარაღებიდან გასროლის ხმა. მ.მ-----ოვამ, შიშის გამო ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოეფარა ელექტროგანათების ბოძს, საიდანაც დაინახა, რომ რამდენიმე ბიჭი ეგდო მიწაზე, ხოლო ოთხი პირი გარბოდა ნაკვეთების მიმართულებით. გაქცეულები გადაძვრნენ ღობეზე და დაეშვნენ ბაღების მიმართულებით. მათი გაქცევის შემდეგ ძირს დავარდნილ ბიჭებთან, მალევე მივიდა უამრავი ადამიანი. პირველი მივიდა მ----- ს-------ს ძმა, რომელიც ხელში იყო დაჭრილი. მოწმეს წინა დღეებშიც ნანახი ჰყავდა შ---- ბ--–---, რის გამოც მარტივად ამოიცნო მისი სახე ხსენებულ ჯგუფში.
2.13.1.2. 2008 წლის 11 თებერვლის დაკითხვის ოქმში მოწმე მ--–--- მ-----ოვამ დაადასტურა, მის მიერ მიცემული წინა ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, დანამდვილებით დაინახა, რომ ავტომატიდან მ----- ს------ს, გ------- დ------–--სა და სხვა პირს ესროლა შ---- ბ--–---მ.
2.13.1.3. 2015 წლის 6 მარტის დაკითხვის ოქმში მ.მ-----ოვა ადასტურებს წინა ჩვენებებს და დამატებით განმარტავს, რომ ცხოვრობდა თბილისში, მ-------- მ--- მიკრორაიონში, მ---- კორპუსის #- ბინაში. 2004 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში შვილს ასეირნებდა #--- ბაღში. ეზოში შესვლამდე, ბაღის ჭიშკართან არსებულ მაგიდასთან შენიშნა რამდენიმე უბნელი ბიჭი, მათ შორის მ----- ს------- და გ------- დ------–--ი. ბაღში ყოფნისას დაინახა, რომ ბიჭებთან მივიდა 3-4 პირი, მათ შორის შ---- ბ--–---. ბ--–--ის ნამდვილი სახელია დ-----ი, ზედმეტსახელად ეძახდნენ შ----ს. მოწმე პირადად არ იცნობდა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, უბანში ყოფნისას, შ---- ბ--–--- დაანახა მეუღლის დისშვილმა, თ------ ხ--–-–---–მა და უთხრა, რომ ეს იყო შ---- ბ--–---. ბაღის წრეზე შემოვლისას შენიშნა, რომ ბიჭები კამათობდნენ. მ.მ-----ოვამ დაინახა, როგორ გაარტყა ხელი დ------–--მა ბ--–---ს, რის შემდეგაც ატყდა მათ შორის ჩხუბი. კონფლიქტის დროს, შ---- ბ--–--- გაიწია უკან, ხელთ არსებული თეთრი ფერის ყუთიდან ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ცეცხლი გაუხსნა მის წინ მდგომებს. სროლისას მიწაზე უგონოდ დაეცა დ------–--ი. ბ--–--- ისროდა დანარჩენებისკენაც. მოწმეს შეეშინდა და ამოეფარა განათების ბოძს და როდესაც კვლავ გაიხედა, ნახა დ------–--ის გარდა ძირს მწოლიარე კიდევ ორი ბიჭი. ამის პარალელურად, ოთხი ბიჭი გარბოდა ნაკვეთების მიმართულებით, მათ შორის იყო შ---- ბ--–---ც, რომელიც მირბოდა ყველაზე ბოლოს. ნაწილი გასროლა იყო ავტომატური ჯერით, ნაწილი ერთჯერადი.
2.14. მოკლული მ----- ს-------ს ძმის მოწმე თ----- ს-------ს ჩვენებით, 2004 წლის 1 აპრილს, შემთხვევის დროს, ეზოში გაიგონა გასროლის ხმები, იცოდა, რომ მისი ძმა მ----- ს------- და გ------- დ------–--ი იყოფებოდნენ ბაღის უკან, ამიტომ მათი მიმართულებით გაიქცა. ბაღის შესასვლელთან თ----- ს------ს შეიარაღებულმა მამაკაცმა ესროლა, გასროლილი ტყვია მოხვდა ხელში.
2.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე კ------- ბ----------–---–ის 2004 წლის 5 აპრილის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 1 აპრილს, 20:00 საათისთვის, ბაღის მხრიდან გაიგონა ავტომატური იარაღისა და პისტოლეტის არაერთი გასროლის ხმა. ფანჯრიდან დაინახა, რომ ბაღიდან გამორბოდა 4 ბიჭი. მათგან ერთი, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი შემოტრიალდა და ესროლა ბაღში, ფეხზე მდგომ პირს. დაკვირვების შემდეგ დაინახა, რომ ბაღის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე პირი მიწაზე დაგდებული. გაქცევისას, ბოლოს მიმავალ პიროვნებას, გზაში შეეჩეხა ვიღაც კაცი, რომელსაც ასევე ესროლა იარაღი. ოთხივე პირი გადაძვრა ღობეზე და დაეშვნენ მ-------- ნაკვეთებისკენ. იარაღის სროლით გზა გადაუღობეს მომავალ წითელი „ფორდი-ს“ მარკის მიკროავტობუსს. მძღოლი გადმოიყვანეს იძულებით, ჩასხდნენ მასთან ერთად და გაიქცნენ.
2.16. მოწმე მ------ ქ-----ას ჩვენებით, შემთხვევის დროს, საბავშვო ბაღის ეზოდან გაიგონა ავტომატის სროლის ხმა. ფანჯრიდან დაინახა, რომ ბაღის ტერიტორიიდან გამოდიოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ავტომატი ზევით ჰქონდა მიმართული და ისროდა, მას ახლდა სამი პირი. მ------ ქ-----ამ ბაღის ეზოში ნახა, რომ მიწაზე იწვნენ დაჭრილი დ------–--ი, ს------- და მ--–---–---–ი. მოწმე ყვიროდა დროულად დაერეკათ სასწრაფოში. მალევე მოვიდნენ უბნის ბიჭები, რომლებმაც ჩასვეს მანქანაში დაჭრილები და წაიყვანეს საავადმყოფოში.
2.16.1. მოწმე მ.ქ-----ას ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა, 2004 წლის 1 მაისის დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, 2004 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 20:00-21:00 საათებში, სახლში შემოესმა რამდენიმე გასროლის ხმა. ფანჯრიდან დაინახა, კორპუსის წინ მდებარე ბაღის ეზოში, მიწაზე ეგდო ორი პიროვნება. მათ გარშემო კი იყო დაახლოებით 4-5 მამაკაცი, რომლებსაც ხელში ეკავათ იარაღები. ხსენებული პირები იგინებოდნენ, ისროდნენ და თან გარბოდნენ მ-------- სააგარაკე ნაკვეთების მიმართულებით. შემდეგ გადახტდნენ ღობეზე, დაეშვნენ დაღმართზე, სადაც შეაჩერეს სამარშუტო ტაქსი. ბაღში შესვლისას მ.ქ-----ამ ნახა, რომ მეზობლებს: მ----- ს------ს და გ---- დ------–--ს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულზე, მათ შორის სახეზეც და უკვე იყვნენ გარდაცვლილები. მათთან ახლოს რამდენიმე მეტრში იწვა უ-- მ--–---–---–იც, რომელსაც სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი და ისიც გარდაცვლილი იყო.
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ა-–------ გ--–------–---–ის 2004 წლის 5 აპრილის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 1 აპრილს მოწმემ გაიგონა გასროლის ხმები. ფანჯრიდან დაინახა, რომ გარბოდა ვიღაც პიროვნება, რომელიც შეტრიალდა და ვიღაცეებს დაუძახა „შეეშვით წავედითო“ და წავიდნენ ქვედა მხარეს. იყვნენ ოთხნი ან სამნი, ერთ-ერთის ხელში დაინახა ავტომატი. მათ გააჩერეს მიკროავტობუსი, მძღოლი გადმოიყვანეს მანქანიდან, ერთი დაჯდა საჭესთან, ჩაისვეს მძღოლიც და წავიდნენ.
2.18. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები პირის - მოწმე ი----- შ-------ას ჩვენების და დაკითხვის ოქმის მიხედვით, შემთხვევის დღეს, საღამოს, სახლში ყოფნისას, მოწმეს საბავშვო ბაღის ეზოდან შემოესმა გასროლის ხმა. გაიქცა ბაღის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა, რომ ბაღიდან გამორბოდა სამი ახალგაზრდა ბიჭი. დაჭრილები იყვნენ გ------- დ------–--ი, უ-- მ--–---–---–ი და მ----- ს-------. სამივე დაჭრილი იმავე საღამოს გარდაიცვალა.
2.19. მოწმე ა------ ტ--------ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მ-------- დასახლებაში. უბანში ყოფნისას გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. მიირბინა ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ნახა მიწაზე სამი პირი, უგონო მდგომარეობაში. ერთ-ერთი დაჭრილი იყო მისი ნაცნობი გ------- დ------–--ი.
2.20. დოკუმენტური მტკიცებულებით - რ------ ბ---------ს ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2004 წლის 1 აპრილს, საღამოს, რ.ბ--------- იმყოფებოდა მ-------- მ---ა მიკრორაიონის მე-15 კორპუსთან, რა დროსაც შემოესმა გასროლის ხმები. დაინახა, რომ შ----, იგივე დ----- ბ--–---, რომელსაც იცნობდა სახეზე, გამორბოდა სროლა-სროლით, ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ესროდა იქ მყოფ ვიღაც პირებს. მოწმის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული ინფორმაციის გამო, მოხდა მისი დაკითხვა გამოძიებაში 2015 წელს. სასამართლოში გამოქვეყნდა 2015 წლის 7 მარტის დაკითხვის ოქმი. დაკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2004 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში, მ-------- 4- მიკრორაიონში, #--- საბავშვო ბაღთან, რ. ბ---------ს საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას შემოესმა იარაღის სროლის ხმა, შეაჩერა ავტომობილი. მოწმემ დაინახა შ----, იგივე დ----- ბ--–---, რომელიც გამორბოდა ბაღის ტერიტორიიდან ავტომატით და პერიოდულად ახორციელებდა გასროლებს იქვე მყოფი პირების მისამართით. განსასჯელთან ერთად ბაღიდან გამორბოდა კიდევ სამი ადამიანი. დ----- ბ--–--- მათთან ერთად გაიქცა. მოწმე მივიდა შემთხვევის ადგილზე შეკრებილ ხალხთან, სადაც ნახა, რომ გარდაცვლილი იყო სამი პირი. რ. ბ--------- დაკითხვის ოქმში უთითებს, რომ დ----- ბ--–---, რომელსაც ზედმეტსახელად ეძახდნენ შ----ს, ცხოვრობდა მ------ში, აღნიშნულიდან გამომდინარე მას სახეზე იცნობდა. მოწმის დაკითხვის ოქმით და ზეპირი ჩვენებით დგინდება, რომ მოწმეც მ------ში ცხოვრობდა.
2.21. მოკლული გ------- დ------–--ის დედის - დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ--–- ტ------ე-დ------–--ის ჩვენებით და დაკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დ----- ბ--–---ს იცნობდა 14-15 წლის ასაკიდან. უ-- მ--–---–---–ი და მ----- ს------- იყვნენ მისი შვილის გ------- დ------–--ის მეგობრები. 2004 წლის 1 აპრილს, შეატყობინეს, რომ გ------- (გ----) დ------–--ი დაჭრილ მდგომარეობაში გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. ლ. ტ------ე-დ------–--ს საავადმყოფოს ეზოში დახვდნენ მეზობლები და ნაცნობები, რომლებმაც უთხრეს, რომ დ----- ბ--–---მ, რომელსაც მ-------- დასახლებაში ყველა იცნობდა სახელით შ----, თანმხლებ 3 პირთან ერთად მოკლა გ------- დ------–--ი და მასთან ერთად მ----- ს------- და უ-- მ--–---–---–იც. საავადმყოფოში მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უ-- მ--–---–---–ი, მ----- ს------- და გ------- (გ----) დ------–--ი, საბავშვო ბაღის ეზოში იყვნენ, როცა მათთან მივიდა ოთხი ბიჭი, მათ შორის შ---- ბ--–---. გაიყვანეს გვერდით, სადაც ადგილი ჰქონდა კამათს და ჩხუბს, რასაც მოჰყვა იარაღით არაერთი გასროლა, შემთხვევას ჰყავდა ძალიან ბევრი თვითმხილველი. შ---- ბ--–---მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ავტომატებით ჩახოცეს ბიჭები, ასევე ხელში დაჭრეს მ----- ს-------ს ძმაც და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოსახლეობა, რომელიც შეესწრო ფაქტს, აცხადებდა, რომ მხოლოდ შ----, იგივე დ----- ბ--–--- ამოიცნეს, დანარჩენი 3 ბიჭი მათთვის უცნობები იყვნენ. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებით, მან უბნელი ბიჭების ძმები რუხაძეებისგან შეიტყო, რომ მკვლელობის წინ, დ----- ბ--–--- უბანში გადაადგილდებოდა ყუთით და მასში მოთავსებული ავტომატით, ძმებ რუხაძეებს ჰკითხა გ------- დ------–--ის ადგილსამყოფელი, სწორედ დასახელებულმა ძმებმა მიასწავლეს მოკლულის ადგილსამყოფელი. ლ.ტ------ის ჩვენებით, გ------- დ------–--ი და დ----- ბ--–--- ერთ საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს, სწორედ ციხეში გაიცნეს ერთმანეთი.
2.22. მოკლული გ------- დ------–--ის მეუღლის - მოწმე ნ----- მ-----–--ის ჩვენებით, 2004 წლის 1 აპრილს, საღამოს, გ------- (გ----) დ------–--ი გავიდა ბიჭებთან უბანში. მოგვიანებით, ნ----- მ-----–--ემ გაიგონა გასროლის ხმა, კივილი და ხალხის ჩოჩქოლი. ჩაირბინა ეზოში და დაინახა, რომ გ------- დ------–--ი დაჭრილ მდგომარეობაში, სხვა ორ დაჭრილთან ერთად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. მოწმემ ეზოში შეკრებილი ხალხისგან შეიტყო, რომ დანაშაულში ფიგურირებდა დ----- ბ--–---.
2.23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ----- დ------–--ის 2004 წლის 2 აპრილის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 1 აპრილს, ძმასთან გ------- (გ----) დ------–--თან ერთად იმყოფებოდა უბანში ბიჭებთან და სვამდა. შემდეგ ჩავიდა მეტრო ახმეტელთან ტოტალიზატორში დაახლოებით თხუთმეტი წუთი. უკან დაბრუნებულს, ეზოში შეხვდნენ უბნელები, რომლებიც მიდიოდნენ საავადმყოფოში და უთხრეს რომ მის ძმას ესროლეს. მოწმემ პოლიციის განყოფილებაში შეიტყო ძმის გარდაცვალების ფაქტი. პოლიციაში ასევე იმყოფებოდა მოკლული მ----- ს-------ს ძმა თ----- ს-------, რომელსაც ესროლეს თავდამსხმელებმა. თ----- ს-------სგან შეიტყო, რომ თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. თ.დ------–--ის ჩვენებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნის წინ შ---- (დ-----ი) ბ--–--- და გ---- (გ-------) დ------–--ი ერთად იხდიდნენ სასჯელს. ციხეში მათ მოუვიდათ შეკამათება და ამის შემდეგ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა.
2.24. მოკლული მ----- ს-------ს დედის - დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა---–--ი ს-------ს ჩვენებით დადგინდა, მკვლელობის მოწმეებისგან გაიგო, რომ გ------- დ------–--ს ჰქონდა კონფლიქტი დ----- ბ--–---სთან. 2004 წელს 1 აპრილს, დ----- ბ--–--- ყუთით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა იარაღი, თანმხლებ პირებთან ერთად სწორედ გ------- დ------–--ს ეძებდა. ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, ბაღის ეზოში შეიყვანეს გ------- დ------–--ი, რომელსაც უკან გაჰყვნენ უ-- მ--–---–---–ი და მ----- ს-------. მალევე გაისმა სროლის ხმა. თ----- ს------- გაიქცა ძმის მ-----ის დასახმარებლად. ბაღის შესასვლელთან თ----- ს------მა დაინახა, რომ ბაღის ეზოდან გამორბოდა დ----- ბ--–--- და თანმხლები 3 პირი, ყველა იყო შეირაღებული, დანახვისთანავე, ერთ-ერთმა იარაღი ესროლა თ----- ს------ს ხელში და დაჭრა. უბნელებმა ერთ-ერთ მსროლელში ამოიცნეს დ----- ბ--–---, რომელიც გვერდით უბანში ცხოვრობდა, გ------- დ------–--ის მეზობლად. დ----- ბ--–---მ და მისმა 3 თანმხლებმა პირმა მოკლეს მ----- ს-------, გ------- დ------–--ი და უ-- მ--–---–---–ი, ხოლო დაჭრეს თ----- ს-------.
2.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა უ-- მ--–---–---–ის დედის - დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ---- ვ-–------ის 2004 წლის 4 აპრილის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 1 აპრილს, შვილები გ---- და უ-- მ--–---–---–ები, სახლიდან გავიდნენ დაახლოებით 17-18 საათისთვის, მეგობრებთან შესახვედრად, მ---ა მ/რ მე-17 კორპუსთან. დაახლოებით 20:00 საათისათვის, ნ---- ვ-–------მა გაიგონა იარაღებიდან სროლის ხმები. იყო ავტომატის ჯერიც. სროლები გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. საბავშვო ბაღის შესასვლელ ჭიშკართან შეკრებილი იყო ბევრი ადამიანი. მოწმე ეძებდა შვილებს და მათ სახელებს ყველას ეკითხებოდა. მალევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ უ-- მ--–---–---–ი, გ------- დ------–--ი და თ----- ს------- დაჭრილ მდგომარეობაში გადაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში, ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხდა.
2.26. 2004 წლის 1 აპრილს, გამომძიებლისა და დამსწრე პირების მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: თ---–---- მ-------- მ---ა მიკრორაიონში მდებარე #----ე საბავშვო ბაღისა და სკოლა „ა-------ის“ ეზო. შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე ლოკაციაზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის შედედებული სისხლის მაგვარი მასის გუბეები და ბლანტი ტვინის მაგვარი მასა. ერთ-ერთი სისხლის გუბის გვერდით და მიმდებარედ აღმოჩენილი იქნა 11 ცალი გასროლილი ტყვიის მასრა, 3 ტყვიის გულა, ერთი ტყვიის გარსით, სისხლის 4 ნიმუში და 6 სიგარეტის ნამწვი. თითოეული ეს ობიექტი, სხვა ობიექტებთან ერთად დაილუქა გლდანი ნაძალადევის რაიონული პროკურატურის #13 ბეჭდით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო ოქმს (გამომძიებელი: ა-----–--ე; ექსპერტი: გ----------ე; მონაწილე პირები: ლ--------–---–ი, დ---–--ე).
2.27. ბალისტიკური ექსპერტიზის #1------ დასკვნით დადგინდა, რომ მ.ს-------სა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის #------- საქმეზე წარმოდგენილი:
ა) #6 და #7 პაკეტებში მოთავსებული 4 მასრა არის საბჭოთა წარმოების 5,5 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილი განკუთვნილი AK-74 ავტომატისათვის და RPK-74 ხელის ტყვიამფრქვევისათვის. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ერთი და იმავე ავტომატში.
ბ) #1, #5, და #- პაკეტებში მოთავსებული 7 მასრა არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტში.
გ) #1 პაკეტში მოთავსებული ერთი ტყვია არის საბჭოთა წარმოების 5,45მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილი განკუთვნილი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღებისათვის. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატის ლულიდან.
დ) #2 და #4 პაკეტებში მოთავსებული ორი ტყვია არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. გასროლილია 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან და ვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
ე) #3 პაკეტში მოთავსებული მოყვითალო ფერის ლითონის საგანი არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი ტყვიის გარსი.
ვ) მ.ს-------სა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ #------- სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მასრების და ტყვიების შედარებისას ტყვიამასროთეკაში მოთავსებულ გაუხსნელ საქმეებთან, დადგინდა, რომ მ.ს-------ს და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ #------- საქმეზე წარმოდგენილი ოთხი მასრა პირობითი აღნიშვნით „1“ იდენტურია თ.კ-------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის #0------ საქმეზე წარმოდგენილი ოთხი მასრი (ექსპერტი: ლ---–---–---ი).
2.28. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნის თანახმად, მ----- ს-------ს სიკვდილის უშუალო კატეგორიული მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან არ მომხდარა თავის ქალას ღრუს გამოკვლევა (მოკლულის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს). მაგრამ ექსპერტებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ მ.ს-------ს გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები /4 გამჭოლი და 3 ბრმა ჭრილობა / შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში /ჭრ. N I-Iა N 2-2ა/ ფილტვის, ღვიძლის, დიაფრაგმის, ხერხემლის სვეტის, ზურგის ტვინის დაზიანებით, კუდუსუნისა და ნეკნების შეერთების დაზიანებით და ასევე ნანახი იქნა თავისუფალი სისხლი, პლევრისა და მუცლის ღრუში დაახ. 2500 მლ-ის რაოდენობით, სიკვდილის მიზეზად მიიჩნიეს ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა.
ა) მ.ს-------ს გვამზე აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა პირ. /N I-Iა/ შესავალი ხვრელით ზურგის არეში მარცხნივ და გამოსავალი ხვრელით გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ჭრილობის არხი მიემართება უკანიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N 2-2ა/ შესავალი ხვრელით წელის არეში ხერხემლის ხაზზე და გამოსავალი ხვრელით მარჯვნივ თეძოს არეში. ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ. ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N 3-3ა/ შესავალი ხვრელით მარჯვნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე, გამოსავალი ხვრელით მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ჭრილობა არხი მიემართება უკნიდან წინ. ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N 4-4-/ შესავალი ხვრელით მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე და გამოსავალი ხვრელით სიმფიზის არეში. არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ ქვემოდან ზემოთ. ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N 5/ შესავალი ხვრელით ზურგის არეში ბეჭის ხაზზე მარჯვნივ ამავე მხარეს ხერხემლის გვერდით ხაზზე გაკეთდა დამატებითი განაკვეთი საიდანაც ამოღებული იქნა ლითონის უცნო სხეული, ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ. ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N6/ შესავალი ხვრელით მარჯვენა მხრის ქვემო მესამედში შიგნითა ზედაპირზე. ამავე მხრის გარეთა ზედაპირზე გაკეთდა დამატებითი განაკვეთი საიდანაც ამოღებული იქნა ლითონის უცხო სხეული. ჭრილობის არხი მიემართება შიგნიდან გარეთ, ცეცხლნასროლი ჭრილობა /პირ. N7/ შესავალი ხვრელით მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში. გარეთა ზედაპირზე ჭრილობის არხი მიემართება შიგნითა მიმართულებით, სადაც გაკეთდა დამატებითი განაკვეთი და ამოღებული იქნა ლითონის უცხო სხეული, ზემოთ აღწერილი ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით. ცეცხლნასროლი ჭრილობები /პირ. N I-Iა N 2-2ა/ შემავალი მუცლისა და გულმკერდის ღრუში, ფილტვისა და ღვიძლის დაზიანებით, დიაფრაგმის, ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის დაზიანებით, კუდუსუნის ძვლის მოტეხილობით და მე-7-8-9 შეერთების დაზიანებით მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ცეცხლნასროლი ჭრილობები /პირ. N 3-3ა, N 4-4-, N5, N6, N7/, მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
ბ) მ.ს-------ს გვამზე გარეგნულად არსებული ორი ცალი ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, ე.ი. განვითარებულია სიკვდილამდე უმოკლესი დროის შუალებში.
2.29. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნით დადგენილია, რომ გ.დ------–--ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა სხეულის მრავლობითი - 8 გამჭოლი და ერთი შემხები ცეცხლნასროლი დაზიანება, ორივე ფილტვის, დიაფრაგმის, ღვიძლის, ელენთის, სიგმოიდური კოლინჯის და შარდის ბუშტის დაზიანებით/ რომლებიც განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე, ხარისხს. ჭრილობები #1, #3, #5, #7, #9, #11, #13, #15 წარმოადგენენ ტყვიის შესავალ ხვრელებს, ხოლო ჭრილობები #2-4-6-8-10-12-14-16 ტყვიის გამოსავალ ხვრელებს.
ა) გ.დ------–--ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა განვითარებული სხეულისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად.
2.30. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნის მიხედვით,ა) უ-- მ--–---–---–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებანი: თავის ქალას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით. ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ. სროლა ნაწარმოები უნდა იყოს ახლო მანძილიდან გაზების მოქმედების ზონაში.
ბ) უ.მ--–---–---–ის გვამს მუცლის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობები /ჭრილობა პირობითად N3-3ა/ წვრილი ნაწლავის დაზიანებით. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან ზემოდან ქვემოთ.
გ) უ.მ--–---–---–ის გვამს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა შემავალი გულმკერდის და მუცლის ღრუში. მარცხენა ფილტვის, დიაფრაგმის და წვრილი ნაწლავის დაზიანებით. /ჭრილობა N4-4-/ ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ. ყველა ზემოთ აღწერილი ჭრილობა მიყენებულია რაიმე ცეცხლმსროლელი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც გამოიწვია უ.მ--–---–---–ის სიკვდილი.
დ) უ.მ--–---–---–ის გვამს მარცხენა მტევანზე აღენიშნებოდა გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა /ჭრილობა N1-1ა/ და მარცხენა წინამხარზე ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა /ჭრილობა N2/. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებთ და ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
ე) უ.მ--–---–---–ის გვამს მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
2.31. 2004 წლის 28 მაისს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრიდან, ექსპერტების: ე-----–--–---–ის, კ----------ის და ი-----–----ისაგან ამოღებულ იქნა:
ა) მ.ს-------ს გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული 2 ცალი ვერცხლისფერი ლითონის ტყვია და ერთი ცალი ოქროსფერი ლითონის ტყვია. აღნიშნული ტყვიები დაილუქა დამსწრეთა თანდასწრებით, გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის #13 ლუქით პაკეტებისათვის.
ბ) უ.მ--–---–---–ის გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული ვერცხლისფერი ლითონის ერთი ტყვია. აღნიშნული ტყვიები დაილუქა დამსწრეთა თანდასწრებით, გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის #13 ლუქით პაკეტებისათვის.
გ) გ.დ------–--ის გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული სამი ცალი ოქროსფერი ტყვიები, ორი არის მოგრძო, წვეტიანი, ხოლო ერთი არის მომრგვალებული თავით.
დ) ამოღებული ნივთები და საგნები შეიფუთა და დაილუქა გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის #13 ლუქით პაკეტებისათვის (გამომძიებელი: ა-----–--ე; მონაწილე პირები: ნ--------–-, რ.დ-----ულიანი, ე-----–--–---–ი, კ----------ი, ი-----–----ე).
2.32. სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნით დადგენილია, რომ მ.ს-------სა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ #------- სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი:
ა) ორი საგანი არის საბჭოთა წარმოების 5,45მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილი განკუთვნილი AK-47 კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატისათვის და RPK-74 ხელის ტყვიამფრქვევისათვის. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
ბ) ორი ხუთი საგანი არის საბჭოთა წარმოების 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტის ლულიდან.
წარმოდგენილი შვიდი ტყვიის ერთმანეთთან შედარებისას დადგინდა:
გ) ორი ტყვია პირობითი აღნიშვნით „1“ გასროლილი 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ერთი და იმავე ავტომატის ლულიდან იარაღი პირობითად „A”.
დ) ორი ტყვია პირობითი აღნიშვნით „2“ გასროლილი 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან იარაღი პირობითად „B”.
ე) სამი ტყვია პირობითი აღნიშვნით „2“ გასროლილი 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან იარაღი პირობითად „B”.
2.33. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, და შედეგი - სიკვდილის სახით. დ----- ბ--–--ის და ჯგუფის წევრების ქცევა დინამიკაში მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. განზრახვის სირულეში მოსაყვანად დ----- ბ--–---მ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, შეიარაღებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მრავალჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღი გ. დ------–--ს და სხვა პირებს, ოთკაციანი ჯგუფის წევრების ქმედებებმა გამოიწვია 3 მსხვერპლი. ჯგუფის მიერ გ------- დ------–--ზე, უ-- მ--–---–---–ზე და მ----- ს------ზე ცეცხლსასროლი იარაღებით მრავალჯერადად განხორცილებული დამიზნებითი გასროლები მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელთა სიცოცხლის მოსპობას. მიყენებული ჭრილობების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- ბ--–--- ჯგუფის წევრებთან ერთად მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში, ჭრილობების მიყენება მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. ჯგუფის წევრების მოქმედება - ცეცხლსასროლი იარაღებით რამდენიმე გასროლა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში, იყო გ. დ------–--ის, უ. მ--–---–---–ის და მ. ს-------ს სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა. ანუ, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
2.34. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
2.35. სასამართლო განსასჯელის მიმართ წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილ იქნა, რომ პირთა ჯგუფის მიერ, რომლის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურანტიც იყო დ----- (შ----) ბ--–---, 2004 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით ადგილი ჰქონდა გ------- დ------–--ის, უ-- მ--–---–---–ის და მ----- ს-------ს განზრახ მკვლელობას, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ კი, ასევე დაჭრილი იქნა თ----- ს-------ც. სხდომაზე დაიკითხა თვითმხილველი მოწმე მ--–--- მ-----ოვა, რომლის თვალსაწიერშიც მოხდა მკვლელობა. მოწმე მ--–--- მ-----ოვამ, როგორც ზეპირ ჩვენებაში, ასევე გამოკითხვის ოქმებში კატეგორიულად და დამაჯერებლად მიუთითა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, იგი იმყოფებოდა მოვლენების ეპიცენტრში, მან დაინახა, რომ ბაღთან მსხდომ პირებთან გ------- დ------–--თან, მ----- ს------თან და უ-- მ--–---–---–თან მივიდა დ----- ბ--–---, ზედმეტსახელად შ----, რომელსაც უბნიდან იცნობდა მოწმე სახეზე. დ----- ბ--–---ს ახლდა სამი, მოწმისთვის უცნობი პირი. დ----- ბ--–---ს ხელში ეჭირა მუყაოს ყუთი, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ეს ყუთი ფიგურირებს სხვა მოწმეთა ჩვენებებშიც და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც, რაც ამყარებს და მეტად სარწმუნოს ხდის მ. მ-----ოვას ჩვენებას. მოწმის ჩვენებით სწორედ ამ ყუთში ჰქონდა დ----- ბ--–---ს მოთავსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. დ----- ბ--–---მ და მისმა თანხმლებმა პირებმა გ------- დ------–--ი შორიახლოს გაიყვანეს, გ------- დ------–--ს გაყვნენ მ----- ს-------ც და უ-- მ--–---–---–ი, ორ ჯგუფს შორის იწყება კამათი და ჩხუბი, გ.დ------–--მა დ. ბ--–---ს ხელი დაარტყა, რასაც საპასუხოდ მოჰყვა უკიდურესად შემზარავი მოვლენები, მოწმემ დაინახა, თუ როგორ ამოიღო მუყაოს ყუთიდან დ----- ბ--–---მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ცეცხლი გაუხსნა წინ მდგომ ბიჭებს, გაიგონა სხვა ცეცხლსასროლი იარაღებიდანაც ინტენსიური გასროლების ხმა და გ------- დ------–--ი დაეცა მიწაზე, მოწმემ დაინახა მიწაზე განუნძრევლად მწოლიარე, დაჭრილი სხვა ბიჭებიც. აღნიშნული სურათის შემდეგ დ----- ბ--–--- იარაღის დემონსტრირებით თანხმლებ პირებთან ერთად გარბის და ტოვებს შემთხვევის ადგილს. სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება იმ მტკიცებულებით ჯაჭვს რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული. მოწმე მ------ ქ-----ა, რომელიც გასროლების შემდეგ ფანჯრიდან უყურებს მოვლენებს, აცხადებს, რომ ბაღიდან გამორბოდა მამაკაცი, რომელსაც ავტომატი ზემოთ ჰქონდა ამართული და ისროდა. რ------ ბ---------ს დაკითხვის ოქმის მიხედვით, სწორედ დ----- ბ--–--- გამორბის ბაღიდან ავტომატით ხელში სამ თანმხლებ პირთან ერთად და პერიოდულად ახორციელებს გასროლებს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და პისტოლეტის რამდენიმე ათეული გასროლის ხმა გაიგონა მოწმე კ------- ბ---------–---–მაც, იგი ხედავს ბაღიდან მორბენალ 4 ბიჭს, ერთ - ერთი ავტომატით შეიარაღებული თავდამსხმელი (მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ავტომატი დ----- ბ--–---ს ეჭირა), ტრიალდება მოწმის თვალსაწიერში და ავტომატიდან ახორციელებს გასროლებს ბაღში ფეხზე მდგომი პირის მიმართულებით. თავდამსხმელებმა იარაღის სროლით გზა გადაუღობეს მიკროავტობუსს, მძღოლი გადმოიყვანეს იძულებით, შემდეგ ჩაისვეს მანქანაში და გაიქცნენ. მოკლული მ----- ს-------ს ძმა თ----- ს-------, რომელიც გასროლების ხმაზე მირბის ძმის მ----- ს-------ს დასახმარებლად, ბაღის შესასვლელთან ეჩეხება ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც მისი მიმართულებით ახორციელებს გასროლას. მოწმე ა-–------ გ--–------–---–მა ასევე დაინახა შეირაღებული ოთხკაციანი ჯგუფი, რომლის ერთ წევრსაც ხელში ავტომატი ეჭირა და გარბოდნენ მკვლელობის ადგილიდან. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე, მყისიერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, პირებს რომლებსაც აქვთ თვალითი კონტაქტი, მეზობელ უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ თავდამსხმელთან დ----- ბ--–---სთან, მოკლული მ----- ს-------ს და გ------- დ------–--ის დედებს უყვებიან, რომ ერთ-ერთი მკვლელი სწორედ დ----- ბ--–--- იყო. სასამართლოსთვის ნათელია, რატომ არ სურდათ მოწმეთა გარკვეულ ნაწილს გამოძიებასთან თანამშრომლობა და ვინაობის იდენტიფიცირება, მათ ეშინოდათ უკიდურესად სახიფათო, შეიარაღებული ჯგუფის წევრების, რომლებიც მოქალაქეების თანდასწრებით, საზოგადოებისათვის თავშეყრის ადგილზე (კორპუსის ეზო, ქუ--, საბავშვო ბაღი) დემონსტრაციულად კლავდნენ ადამიანებს. მოქალაქეების თვალსაწიერში მომხდარ შემზარავ მკვლელობას ჰყავს სამი გარდაცვლილი მ----- ს-------, გ------- დ------–--ი და უ-- მ--–---–---–ი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ თითოეულ მათგანს, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში მიყენებული აქვთ არაერთი სასიკვდილო ჭრილობა და ეს ჭრილობები მიყენებულია, სწორედ მოწმეთა ჩვენებებით დასახელებული ცეცხლსასროლი იარაღებით. მკვლელობის გამოკვეთილი ფიგურანტი, რომ დ----- ბ--–---ა, ეს სასამართლოსთვის კითხვის ნიშანს არ ბადებს, თუმცა ის არ იყო მარტო. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით, მოკლული პირების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, გვამებიდან ამოღებული ტყვიებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და ასევე ამოღებული გასროლი ტყვიებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით უყუარად მტკიცდება, რომ გ------- დ------–--ს, მ----- ს------ს და უ-- მ--–---–---–ს ჰქონდათ ცეცხლნასროლი ჭრილობები, ასევე დასტურდება, რომ გასროლები ხორციელდებოდა როგორც კალაშნიკოვის, ასევე ტოკარევის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რაც მიუთითებს ჯგუფურ დანაშაულზე. მკვლელობაში დ----- (შ----) ბ--–--ის როლს ასევე ადასტურებს ბალისტიკური ექსპერტიზის #1------ დასკვნა. დასკვნის მიხედვით მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ოთხი მასრა რომლებიც წარმოადგენენ საბჭოთა წარმოების 5,45მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელ ნაწილს, იდენტურია იმ ოთხი მასრისა, რაც ამოღებულ იქნა 2004 წლის 10 იანვარს, თ---------- კ-------–---–ის დაჭრის ადგილიდან. ამდენად, თ---------- კ-------–---–ის დაჭრის და სამი პირის მკვლელობის საქმეში ფიგურებს ერთი და იგივე კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი - კალაშნიკოვი, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ ორივე დანაშაულში დ----- ბ--–--ის მონაწილეობას. მოწმეთა ჩვენებები, წერილობით მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან დ----- ბ--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის დადასტურების ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ურთიერთთანხვედრაშია, შესაბამისად არ არსებობს სამართლოს მიერ მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარება:
2.36. დაზარალებულ თ---------- კ-------–---–ის ზეპირი ჩვენების და გამოქვეყნებული დაკითხვის ოქმების მიხედვით დ----- ბ--–---მ დაზარალებულს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა თანნაქონი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. დაზარალებულის ჩვენების სანდოობას და დ----- ბ--–--ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ტარების ფაქტს მოწმობს 2004 წლის 10 იანვარს, დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში, შემთხვევის ადგილიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრების ამოღების ფაქტი. ბალისტიკური ექსპერტიზის #---- დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის სამხედრო ვაზების შემადგენელ ნაწილს (მასრებს), განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-74Yავტომატებისათვის და RPK ხელის ტყვიამფრქვევისათვის.
2.37. მ--–--- მ-----ოვას ჩვენებით, 2004 წლის 1 აპრილს, მოწმის თვალსაწიერში დ----- ბ--–---მ მკვლელობა ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. გარდა მ. მ-----ოვას ჩვენებისა, რ------ ბ---------ს დაკითხვის ოქმით და სხვა პირთა ჩვენებებით მკვლელმა (დ----- ბ--–---) დანაშაული ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.
2.38. 2004 წლის 1 აპრილს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, #----ე საბავშვო ბაღის ტერიტორია, საიდანაც ამოღებულ იქნა: 11 ცალი გასროლილი ტყვიის მასრა, 3 ტყვიის გულა, ერთი ტყვიის გარსით. სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის #1------ დასკვნით დადგინდა, რომ მ.ს-------სა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ #------- საქმეზე წარმოდგენილი მასრების და ტყვიების შედარებისას ტყვიამასროთეკაში მოთავსებულ გაუხსნელ საქმეებთან, დადგინდა, რომ მ.ს-------ს და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ #------- საქმეზე წარმოდგენილი ოთხი მასრა პირობითი აღნიშვნით „1“ იდენტურია თ.კ-------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის #0------ საქმეზე წარმოდგენილი ოთხი მასრის.
2.39. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის #1-- დასკვნით დადასტურდა, რომ თ.კ-------–---–ს დაუდგინდა მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა სათესლე პარკის ჭრილობა მაგისტრალური სისხლძარღვის მარჯვენა სათესლე ჯირკვლის, ბაგირაკის ურეთრის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით.
2.40. სასამართლო სამედიცინო #---- #--- და #--- ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გარდაცვლილების სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
2.41.2004 წლის 28 მაისს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრიდან, ექსპერტების: ე-----–--–---–ის, კ----------ის და ი-----–----ისაგან ამოღებულ იქნა: ა) მ.ს-------ს გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული 2 ცალი ვერცხლისფერი ლითონის ტყვია და ერთი ცალი ოქროსფერი ლითონის ტყვია. ბ) უ.მ--–---–---–ის გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული ვერცხლისფერი ლითონის ერთი ტყვია. გ) გ.დ------–--ის გვამის გაკვეთის შედეგად სხეულიდან ამოღებული სამი ცალი ოქროსფერი ტყვიები, ორი არის მოგრძო, წვეტიანი, ხოლო ერთი არის მომრგვალებული თავით.
2.42. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით იარაღის ყიდვას, ნაპოვნის დაუფლებას, საჩუქრად მიღებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია მას შემდეგ, რაც პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება. შენახვა კი გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება კი ნიშნავს, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ტარება შეიძლება განხორციელდეს მანქანით, ჩანთით, ტანსაცმლით, ყუთით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2004 წლის 10 იანვარს და იმავე წლის 1 აპრილს, დ----- ბ--–--- ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლის კანონიერად შეძენის და შენახვის უფლება მას არ გააჩნდა. უკანონოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას ასევე უკანონოდ ატარებდა. ტარებას მოწმობს ის გარემოება, რომ 2004 წლის 10 იანვარს, თ.კ-------–---–ის სახლამდე მივიდა ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით და ამ ობიექტების გამოყენებით ჩაიდინა დანაშაული. რა თქმა უნდა, ტარება არ დასრულებულა 10 იანვარს, 2004 წლის 1 აპრილს, #--- საბავშო ბაღის ტერიტორიაზე, მუყაოს ყუთში შენახული ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით გადაადგილდა შემთხვევის ადგილზე და ჯგუფთან ერთად ჩაიდინა სამმაგი მკვლელობა.
2.43. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 26 სექტემბრის №604-აპ გადაწყვეტილებაში დაადგინა პრაქტიკა, - იმ შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი არაა ამოღებული, ქმედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მაინც უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი. დ----- ბ--–--ის მიმალვიდან გამომდინარე, მართალია, გამოძიება დაბრკოლდა ამოეღო დანაშაულის იარაღი, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, გვამებიდან ტყვიების ამოღებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 იანვარს და 2004 წლის 1 აპრილს დ----- ბ--–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტს.
2.44. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულება შეფასდა სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, შეაფასა ისინი თავისუფალი შინაგანი რწმენით, თუმცა ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. სასამართლო განმარტავს ფაქტებთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ დასკვნებს, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.
დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
მკვლელობის ეპიზოდი
2.45.დაცვის მხარის მცდელობა მოახდინოს მკვლელობის თვითმხილველი მოწმის მ--–--- მ-----ოვას იმპიჩმენტი და მკვლელობაში დ----- ბ--–--ის მამხილებელი ჩვენებები შეაფასოს, როგორც დაინტერესებული პირის ჩვენებებად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს თუ რა პირადი დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს მ--–--- მ-----ოვას ცრუდ ამხილოს დ----- ბ--–--- სამმაგ მკვლელობაში და რატომ შეიძლება იგი დაინტერესებული იყოს საქმის შედეგით. სასამართლო თვითმხილველი მოწმის ზეპირ ჩვენებას და დაკითხვის ოქმებს, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე აფასებს სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებად შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან კრიტიკულად დაკითხული მოწმე მ--–--- მ-----ოვას ჩვენება იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული და მისი სანდოობა დაცვის მხარის არგუმენტებმა ვერ გააბათილა. 2. მ--–--- მ-----ოვას ზეპირი ჩვენებები თანხვედრაშია მკვლელობის ეპიზოდში სხვა ზეპირ და წერილობით მტკიცებულებებთან (მოწმეთა ჩვენებები, დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ) და არ არსებობს გონივრული ეჭვი, მოწმეს ამოძრავებდეს ფარული ზრახვები ცრუდ ამხილოს დ----- ბ--–---, რომელთანაც არასდროს არანაირი სახის ურთიერთობა არ ჰქონია. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმე მ--–--- მ-----ოვას ურთიერთობა არ ჰქონდა მოკლულ პირებთან, რაც ასევე გამორიცხავს მისი მხრიდან სუბიექტური ჩვენების მიცემის ალბათობას უცნობი პირების მკვლელობაში ცრუდ ამხილოს ასევე უცნობი დ----- ბ--–--- (უცნობში სასამართლო გულისხმობს ურთიერთობის არარსებობას).
2.46.ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის პირდაპირი მოწმის მ--–--- მ-----ოვას ზეპირ და გამოკვლეულ ჩვენებებს ვერ აბათილებს დაცვის მხარის მოწმის თ----- ხ--–-–---–ის ზეპირი ჩვენება. თ----- ხ--–-–---–ი 2019 წლის 10 მაისს, სასამართლო სხდომაზე, ზეპირ ჩვენებაში შეეცადა გამოერიცხა, 15 წლის წინ, მკვლელობამდე, ბიძის ყოფილი მეუღლისთვის მ--–--- მ-----ოვასთვის, უბანში შემთხვევით ნანახ პირზე ეთქვა, რომ ეს პირი იყო შ---- ბ--–---. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე თ----- ხ--–-–---–ს მეხსიერების განსაკუთრებული ფენომენალური ნიჭი ზეპირ ჩვენებაში არ გამოუვლენია, მან არათუ 2004 წლის, არამედ შემდეგი წლების მოვლენებიც კი ვერ გაიხსენა. მოწმე თ. ხ--–-–---–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ 15 წლის წინ, 16 წლის ასაკში, ბიძის ყოფილ მეუღლესთან მ--–--- მ-----ოვასთან ერთად უბანში მოძრაობის დროს ადგილი არ ჰქონია ვიზუალურ მითითებას პირზე, რომ იგი იყო შ---- ბ--–---, მაშინ როცა საკუთარი კლასელების გვარებიც და 2004 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მასთან ერთად მცხოვრები მ. მ-----ოვას შვილის ასაკიც არასწორად ახსოვს (მოხდა მეხსიერების გადამოწმება), მიუთითებს მასზედ, რომ თ. ხ--–-–---–ი მოტივირებულია არასწორი ინფორმაციის მიწოდებით შეარყიოს მ--–--- მ-----ოვას ჩვენებების სარწმუნოობა. სასამართლო მოწმეების თ. ხ--–-–---–ის და მ. მ-----ოვას ჩვენებების შეფასებისას დ----- (შ----) ბ--–--ის პიროვნების ცნობადობასთან დაკავშირებით, აკეთებს დასკვნას, რომ მ. მ-----ოვას ჩვენება როგორც სხვა, ასევე ამ ნაწილში არის მეტად სანდო და სარწმუნო, განსხვავებით თ. ხ--–-–---–ისა, რომლისთვისაც დ----- (შ----) ბ--–--ის პერსონას არ ჰქონდა განსაკუთრებული დატვირთვა და ობიექტურად მას ვერ ეხსომებოდა ნიუანსი, შორიდან გააცნო თუ არა 15 წლის წინ იგი მ. მ-----ოვას. მ. მ-----ოვასთვის კი დ----- (შ----) ბ--–--- ასოცირდება მკვლელობასთან, რომლის უშუალო თვითმხილველიც იყო და ცხოვრების ეს ავად გასახსენებელი ეპიზოდი გონივრულად დარჩა მის მეხსიერებაში წლების გასვლის მიუხედავად. მ--–--- მ-----ოვას არაგულწრფელობას გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ მას გამოძიების ეტაპზე, ჰქონდა არჩევანის თავისუფლება, არ დაესახელებინა თ----- ხ--–-–---–ი და მიეთითებინა ნებისმიერ სხვა პირზე რომელსაც დაუკავშირებდა დ----- (შ----) ბ--–--ის გაცნობას, ან საერთოდ მესამე პირის მითითების გარეშე სხვა ფორმით ემტკიცებინა დ----- ბ--–--ის ნაცნობობა.
2.47. მოწმე რ------ ბ---------ს ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ახსნა-განმარტება და შემდგომ, 2015 წლის 7 მარტს საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენება, რაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე სრულ თანხვედრაშია დ----- ბ--–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებებთან და აღნიშნულიდან გამომდინარე გაზიარებული იქნა. რაც შეეხება რ------ ბ---------ს ზეპირ ჩვენებას და ამ ჩვენების ირგვლივ მოწმის მხრიდან გაკეთებულ განმარტებებს,-სასამართლო არ იზიარებს. სასამართლომ იგივე სტანდარტით და პრინციპით შეაფასა დასახელებული მოწმის ზეპირი ჩვენება, როგორც ეს მ--–--- მ-----ოვას შემთხვევაში განხორციელდა. მოწმე რ. ბ---------ს ზეპირ ჩვენებაში გამოვლინდა უკიდურესი დაბნეულობა, არათანმიმდევრულობა, მოწმემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, 2015 წლის 7 მარტს, საკუთარი ხელით რატომ შეადგინა დ----- ბ--–--ის მამხილებელი ჩვენება თუკი არ ეთანხმებოდა. რ------ ბ---------მ ასევე ვერ ახსნა ორჯერ რატომ ამხილა დ----- ბ--–---, მხილება მოხდა როგორც 2004 წელს წერილობით დოკუმენტში ახსნა-განმარტებაში, ასევე 2015 წლის 7 მარტის დაკითხვის ოქმში. მოწმის ჩვენებით, 2004 წლის ახსნა-განმარტებაში დ----- ბ--–--ის მხილება მოახდინა პოლიციის განყოფილების ნაცნობი უფროსის თხოვნით, რომლის არც სახელი იცის და არც გვარი, მისი აღწერილობაც კი არ შეუძლია, ხოლო 2015 წლის 7 მარტს დაკითხვის ოქმში იგივე მამხილებელი ინფორმაცია მისი ხელით დააფიქსირა მხოლოდ იმიტომ, რომ შებოჭილი იყო ახსნა-განმარტებაში მიცემული ინფორმაციით და ვარაუდობდა, თუკი იგივეს არ დაადასტურებდა, რაც ახსნა-განმარტებაში ეწერა, მაშინ მოხდებოდა მისი პასუხისგებაში მიცემა ცრუ ჩვენების ბრალდებით. დასახელებული არგუმენტები მიუთითებს როგორი არაგულწრფელია მოწმე ამ დასაბუთების გაკეთების დროს, რ. ბ---------ს დაკითხვა გამოძიებაში მოხდა მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 7 მარტს, იმ დროისთვის რაიმე შემბოჭველი გარემოება, არ მიეცა დ. ბ--–--ის მამხილებელი ჩვენება არ არსებობდა, ვინაიდან წარსულში იგი მოწმის სახით დაკითხული არ ყოფილა. გარდა ამისა, გამომძიებლის პაატა ნოზაძის ჩვენებით დადგინდა, რომ რ. ბ---------მ დ----- ბ--–--ის მამხილებელი ჩვენება საკუთარი ხელი დაწერა, დაკითხვის ბოლოს ოქმს ხელი მოაწერა, რასაც თავის მხრივ რ------ ბ---------ც ვერ უარყოფს. დაკითხვის დროს გამომძიებლის მხრიდან რაიმე სახის იძულებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამომძიებლის ჩვენებით მოწმე რ. ბ--------- თხრობით რეჟიმში გადმოსცემდა ფაქტებს, რისი თვითმხილველიც გახდა 2004 წლის 1 აპრილს. სასამართლოს შეფასებით რ.ბ---------ს ზეპირ ჩვენებაში გაცხადებული არგუმენტაცია მიუთითებს მის განზრახვაზე არ ამხილოს მკვლელი იმ ეტაპზე, როცა მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა და არსებობს სამართლებრივი პერსპექტივა განსასჯელის მსჯავრდების. ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც, მკვლელი დ. ბ--–--- და მოწმე რ. ბ--------- ერთ დასახლებაში ,,მ------ში“ ცხოვრობდნენ, მეზობელ მიკრორაიონებში.
2.48. ფაქტი იმის შესახებ, რომ მკვლელობის ეპიზოდში ზეპირი და წერილობითი ჩვენებებით მოხდა მხოლოდ დ----- ბ--–--ის იდენტიფიცირება და არა ჯგუფის სხვა წევრების, ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი დ----- ბ--–--ის გამართლების, როგორც ამას დაცვის მხარე გამართლების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს. თუ რატომ არ მოხდა ჯგუფის სხვა წევრების მხილება, ამას აქვს ობიექტური ახსნა, დანაშაულის თვითმხილველი მოწმეებისთვის მკვლელობის ჯგუფის სხვა წევრები იყვნენ უცნობები, მოწმეები იცნობდნენ მხოლოდ დ----- ბ--–---ს და ეს ნაცნობა გამომდინარეობდა დ. ბ--–---სთან მეზობლობით. დ. ბ--–--- ცხოვრობდა მ---- მიკრორაიონში, მკვლელობა მოხდა მ---ა მიკრორაიონში, მოწმეებიც იგივე ან მომიჯნავე მიკრორაიონში ცხოვრობდნენ.
2.49.დაცვის მხარის არგუმენტი, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ჯგუფური მკვლელობა, არის არასწორი შეფასება. სასამართლო მიმოიხილავს იმ მტკიცებულებებს და არგუმენტებს რომლებიც ადასტურებენ ჯგუფურ მკვლელობას, რომლის მთავარი ფიგურანტიც იყო დ----- ბ--–---:
2.49.1. 2004 წლის 1 აპრილს, შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე ლოკაციიდან ამოღებული იქნა 11 ცალი გასროლილი ტყვიის მასრა, 3 ტყვიის გულა, ერთი ტყვიის გარსით. ბალისტიკური ექსპერტიზის #1------ დასკვნით დადგინდა, რომ მ.ს-------სა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები, ტყვიები განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის: 4 მასრა არის საბჭოთა წარმოების 5,5 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილი განკუთვნილი AK-74 ავტომატისათვის და RPK-74 ხელის ტყვიამფრქვევისათვის. 7 მასრა არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტში. 1 ტყვია არის საბჭოთა წარმოების 5,45მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილი განკუთვნილი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღებისათვის. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატის ლულიდან. 2 ტყვია არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. გასროლილია 7,62მმ კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან და ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. მოყვითალო ფერის ლითონის საგანი არის 1930/33წ. ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილის ტყვიის გარსი.
2.49.2. მ.ს-------ს, გ. დ------–--ის და უ. მ--–---–---–ის გვამებს აღენიშნებოდათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები.
2.49.3. სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნით დადგენილია, რომ მ.ს-------ს, გ. დ------–--ის და უ.მ--–---–---–ის გვამებიდან ამოღებული ტყვიების ნაწილი გასროლილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატიდან, ხოლო ნაწილი ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტიდან.
2.49.4. მ--–--- მ-----ოვას ზეპირი და წერილობით ჩვენებებით კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღით ისროდა სწორედ დ----- ბ--–---, იგივე დასტურდება რ------ ბ---------ს 2015 წლის 7 მარტის დაკითხვის ოქმით. მ--–--- მ-----ოვას ჩვენებებით ასევე ირკვევა, რომ დ----- ბ--–--- მკვლელობის დროს მარტო არ იყო, მას ახლდა 3 პირი. ავტომატის გარდა, ასევე ესმოდა პისტოლეტიდან გასროლის ხმები.
2.49.5. მოწმე კ------- ბ----------–ილმა დაინახა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამორბოდა 4 ბიჭი, მათგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ავტომატი ეჭირა, შეტრიალდა და ბაღში ფეხზე მდგომ პირს ესროლა. გაქცევისას, ასევე ერთ-ერთ მსროლელს ბაღთან შეეჩეხა ვიღაც კაცი (საუბარია თ. ს------ზე), რომელსაც ესროლა. მოწმე ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ სანამ მსროლელებს დაინახავდა, მას ესმოდა როგორც ავტომატის, ასევე პისტოლეტის გასროლის ხმა.
2.49.6. მოწმე მ------ ქ-----ამ დაინახა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამორბოდა ახაგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ავტომატი ზევით ჰქონდა მიმართული და ისროდა, მას ახლდა 3 პირი.
2.49.7.მოწმე ა-–------ გ--–------–---–მა იარაღიდან გასროლების შემდეგ დაინახა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამორბოდა პირი, რომელმაც უკან მყოფებს დაუძახა ,,შეეშვით წავედითო“, იყვნენ ოთხნი ან სამნი, ერთ-ერის ხელში დაინახა ავტომატი.
2.49.8. სასამართლო აღნიშნავს, ჯგუფური დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია დადგენა იმისა, რომ ჯგუფის წევრები ერთობლივად მოქმედებდნენ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი აწესებს ჯგუფური დანაშაულების დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მკვლელობაში მონაწილეობდა მინიმუმ ორი ამსრულებელი, ერთი დ----- ბ--–--- რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მ. მ-----ოვას ჩვენებით დაჭრა გ------- დ------–--ი, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. ერთ-ერთი ამსრულებელი, რომ ავტომატით შეირაღებული მამაკაცი იყო, დასტურდება მოწმეების კ------- ბ----------–ილის, ა-–------ გ--–------–---–ის და მ------ ქ-----ას ჩვენებებითაც. დ.ბ--–--ის მიერ, ავტომატიდან გასროლი ტყვიები ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ გასროლათა ნაწილი ნაწარმოებია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატიდან, ხოლო სხვა გასროლები ნაწარმოებია რადიკალურად განსხვავებული ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კონკრეტულად კი ტოკარევის პისტოლეტიდან. ჯგუფური დანაშაულისათვის არ არის არსებითად აუცილებელი, ჯგუფური მკვლელობის დროს თითოეული პირის ინდივიდუალურ გასროლებს სათითაოდ გამოეწვია დაზარალებულების მოკვდინება, ასევე არ არის აუცილებელი ყველა პირს მოეხდინა გასროლა, არსებითია დადგენა იმისა, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს ამოძრავებდა დაზარალებულების მოკვდინების განზრახვა. მოცემულ საქმეში პირთა შეიარაღებული თავდასხმიდან გამომდინარე ეს განზრახვა დადასტურებულია, დ----- ბ--–---სთან ერთად ჯგუფის სხვა პირის/ანდა პირების მიერ იარაღიდან გასროლების განხორციელება მიუთითებს ერთიან განზრახვასა და მათ საერთო სურვილზე მოეკლათ გ. დ------–--ი, მ. ს------- და უ. მ--–---–---–ი. მოკლულ პირებს სხეულზე მიყენებული ჰქონდა მრავალი ჭრილობა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ჭურვების მოქმედებათა შედეგად, ექსპერტიზის დასკვნების ეს შედეგი უტყუარად ადასტურებს ჯგუფურ მკვლელობას. ჯგუფურობაზე მიუთითებს ასევე ა-–------ გ--–------–---–ის მიერ გაგონილი სიტყვები ,,შეეშვით წავიდეთ“, ჯგუფის ერთი წევრის მითითება და სხვა პირთა დამორჩილება, რომ გასროლები უნდა შეწყვეტილიყო და გაქცეულიყვნენ, მიუითებს მასზედ, რომ გასროლების შეწყვეტის და გაქცევის შესახებ ერთობლივი შეთანხმება მოხდა, რაც ასევე ამტკიცებს დანაშაულის ჯგუფურობას. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, როგორც მ. მ-----ოვას ჩვენებებით ირკვევა, გასროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც გ------- დ------–--მა ხელი გაარტყა დ----- ბ--–---ს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელის გარტყმამდე, ჯგუფის წევრები ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის იყვნენ მზად, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ გ------- დ------–--თან ისინი შეირაღებულები მივიდნენ. რაც შეეხება გ------- დ------–--ის და დ----- ბ--–--ის ურთიერთობას 2004 წლის 1 აპრილამდე, გ------- დ------–--ის ძმის თ----- დ------–--ის ჩვენებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნის წინ, გ------- დ------–--ი და დ----- ბ--–--- ერთად იხდიდნენ სასჯელს, ციხეში მათ მოუვიდათ შეკამათება და ამის შემდეგ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ეს ორი პირი სასჯელს ერთად რომ იხდიდნენ, დასტურდება ლ--–- ტ------ე-დ------–--ის ჩვენებითაც, გარდა აღნიშნულისა, გამოძიებისთვის ოპერატიული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მოკლულ გ. დ------–--ს და ,,შ----ს“ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოუვიდათ შეკამათება.
2.49.9.დაცვის მხარის პოზიცია, არ მოხდეს მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაზიარება, რადგან ოქმით არ იკვეთება დამსწრე პირების მხრიდან ლუქებზე ხელმოწერის ფაქტი, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დასახელებული საგამოძიებო მოქმედების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული ობიექტები დაილუქა. ოქმში არაერთგზის არის მითითება მასზედ, რომ ობიექტები დაილუქა გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურატურის #13 ბეჭდით, ობიექტების დალუქვას ასევე მოწმობს ბალისტიკური ექსპერტიზის აღწერილობითი ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ობიექტები საკვლევად ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის #13 ლუქით, რომლის მთლიანობაც არ იყო დარღვეული.
თ. კ-------–---–ის დაჭრის ეპიზოდი
2.49.10.დაცვის მხარის არგუმენტი არ იქნეს გაზიარებული თ---------- კ-------–---–ის მხრიდან განსასჯელის მამხილებელი ჩვენებები, გამომდინარე იქედან, რომ მან მყისიერად არ მოახდინა პოლიციელთა ინფორმირება დამნაშავის იდენტიფიცირების კუთხით, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლოსთვის უჩვეულოდ და არადამაჯერებლად არ ჟღერს თ---------- კ-------–---–ის და მისი მეუღლის ნ----- ა------ის განმარტებები ამ საკითხთან მიმართებაში. დასახელებულმა პირებმა განაცხადეს, რომ 2004 წელს ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური ვითარება, დ----- ბ--–--ის პიროვნება და მისი კრიმინალური მენტალიტეტი იყო ის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც მათი მხრიდან მყისიერად არ მოხდა დ----- ბ--–--ის მხილება. დაზარალებულს და მის ოჯახს, რომ ჰქონდათ შიშის საფუძველი დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ დ----- ბ--–--- დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა ქუ--ში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და თ. კ-------–---–ის დაჭრიდან ორთვე ნახევარში ჯგუფური მკვლელობა ჩაიდინა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თ---------- კ-------–---–ს მართალია დასჭირდა გარკვეული დრო შიშების დასაძლევად, თუმცა ფაქტია, რომ მისმა ოჯახმა 2004 წლის 11 მარტს, მკვლელობის ჩადენამდე მოახდინა გამოძიებაში დ----- ბ--–--ის მხილება.
2.49.11.დაცვის მხარის არგუმენტი, არ მოხდეს თ. კ-------–---–ის ეპიზოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და ამოღებული გილზების მხედველობაში მიღება, გამომდინარე იქედან, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული მოხდა თუ არა ამოღებული გილზების დალუქვა, ასევე მოწმე მ----- კ-----–--–---–ი რომელიც ოქმის მიხედვით ესწრებოდა დათვალიერებას და გილზების ამოღებას, ზეპირ ჩვენებაში უარყოფს მის მონაწილეობას დათვალიერების და ამოღების პროცესში, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის მითითება დალუქვის პროცედურაზე, თუმცა სხვა გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნამდვილად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გილზების ამოღება და ობიექტების დალუქვა. აღნიშნულს მოწმობს შემდეგი მტკიცებულებები: 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში დამსწრე ერთ-ერთი პირის რ----- მ---–-–---–-ს ზეპირი ჩვენებით დასტურდება, რომ მეზობლად მცხოვრები თ---------- კ-------–---–ის დაჭრის დღეს, მისი თანდასწრებით სამართალდამცავებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოიღეს მასრები. შედგა დათვალიერების ოქმი, რომელშიც აღიწერა ამოღებული ნივთები - მასრები, მოწმემ ოქმს ხელი მოაწერა. 2. ბალისტიკური ექსპერტიზის #---- დასკვნის აღწერილობითი ნაწილით დასტურდება, რომ ობიექტები გამოკვლევაზე წარდგენილი იქნა დალუქული სახით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის საგამოძიებო სამსახურის მრგვალი ბეჭდით, პაკეტის და ბეჭდის ანაბეჭდის მთლიანობა დარღვეული არ იყო. 3. ბალისტიკური ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის - გამომძიებლის ი---------ს წერილით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად გაიგზავნა ნივთიერი მტკიცებულება - მასრები დალუქული ფორმით. 4. დაცვის მხარის მოწმე მ----- კ-----–--–---–ის მიერ 2019 წლის 10 მაისს სასამართლოზე მიცემული ზეპირი ჩვენება, თითქოს მას შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში არ მიუღია მონაწილეობა გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 10 ივნისს, 19:45 საათზე პიანინოზე ამეცადინებდა შვილიშვილს, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ფენომენალური მეხსიერების ნიჭი ზუსტად ახსოვდეს რას აკეთებდა 15 წლის წინ, კონკრეტულ საათზე. მოწმეს, რომ არ გააჩნია მახსოვრობის ფენომენალური ნიჭი იმითაც დასტურდება, რომ მას 2019 წლის 10 მაისს, არ ახსოვდა თუ როგორ აწერდა ხელს 2004 წლის 10 ივნისის მდგომარეობით. მოწმის არასანდოობაზე მიუთითებს მისი დაუფარავი უარყოფითი დამოკიდებულება დაზარალებულ თ---------- კ-------–---–ის და მისი ოჯახის წევრებისადმი, მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას მეზობლად მცხოვრებ კ-------–---–ის ოჯახთან ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება, და სწორედ ამ დამოკიდებულებით არის განპირობებული მისი განზრახვა ეჭვქვეშ დააყენოს მისი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
2.49.12.სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, - არ მოხდეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებების საბრძოლო მასალათა მხედველობაში მიღება, გამომდინარე იქედან, რომ ექსპერტიზის პარკში მოთავსებულ ობიექტებს თან არ ერთვის პირველადი ლუქები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულება წარმოდგენილი იქნა დალუქული სახით #FCD 705668 პაკეტში, ნივთიერ მტკიცებულებას ერთვოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარატამენტის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მოადგილის თ----------ს წერილი, რითაც დასტურდება, რომ ეს ობიექტები წარმოადგენენ ტყვიამასროთეკაში #0------ და #-------- საქმეზე შენახულ ტყვიებს, მასრებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო ექსპერტიზის კვლევის შემდეგ დალუქულ პაკეტში მოხდეს პირველადი ლუქის მოთავსება, სასამართლოსთვის უპირობოდ აუცილებელია საკვლევი ობიექტები სწორედ ექსპერტიზაზე იქნეს წარდგენილი დალუქული სახით.
2.49.13. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ გამოკვეთილა იმგვარი არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმათა დარღვევა, რაც გახდებოდა უპირობო საფუძველი გამამართლებელი განაჩენის მიღების. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს განყენებულად არ განიხილავს თითოეულ მტკიცებულებას, მტკიცებულებები ფასდება ერთობლიობაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელ განაჩენი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაამტკიცა, რომ 2004 წლის 10 იანვარს, დ----- (შ----) ბ--–---მ, ანგარების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება თ---------- კ-------–---–ს. იმავე წლის 1 აპრილს, დ----- (შ----) ბ--–---მ განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად მოკლა უ-- მ--–---–---–ი, გ------- დ------–--ი, მ----- ს------- (მკვლელობის გარემოებებში მოხდა თ. ს-------ს დაჭრაც). დ----- ბ--–---მ შეიძინა, შეინახა და 2004 წლის 10 იანვარს და 2004 წლის 1 აპრილს უკანონოდ, დანაშაულების ჩასადენად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. დ----- ბ--–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ----- ბ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. დ----- ბ--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის ჩადენის ხერხი, დანაშაულის და მსხვერპლთა სიმრავლე, დანაშაულის რეციდივი, დანაშაულის ადგილი - მოქალაქეების თავშეყრის საჯარო სივრცე (საცხოვრებელი კორპუსის ეზო, ქუ--, საბავშვო ბაღი).
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3.სასამართლო აკეთებს ხაზგასმას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პასუხისმგებლობის არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, იგი მრავლად არის საქმეში:
5.3.1. დანაშაულის მასშტაბი, სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია განზრახი დანაშაულის 3 ეპიზოდი დროის მცირე (2004 წლის 10 იანვარი - 1 აპრილი) მონაკვეთში.
5.3.2.დანაშაულის ხერხი: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და 3 პირის მკვლელობაც ჩადენილია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. აქვე საყურადღებოა დამნაშავე პირის დამოკიდებულება ცეცხლსასროლი იარაღებისადმი. წარსულში დ----- ბ--–--- ნასამართლევი იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენაში.
5.3.3. სასტიკი დანაშაულის დემონსტრაციულობა - სამმაგი მკვლელობა ჩადენილი იქნა მოქალაქეების თანდასწრებით, საჯარო ადგილზე - ქუ--ში, რაც დამნაშავე პირის განსაკუთრებულ საშიშროებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით სტრესულია დანაშაულის თვითმხილველი მოქალაქეებისთვის და არა მარტო მათთვის. გარდა ამისა, დანაშაულის იმგვარი დემონსტრაციულობა რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეში მიუთითებს მასზედ, რომ დ----- ბ--–---ს ჰქონდა დაუსჯელობის განცდა, იგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მუყაოს ყუთით ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ავტომატს (კალაშნიკოვი), მკვლელობის შემდეგაც, მოქალაქეების თვალსაწიერში საბავშვო ბაღიდან გამორბოდა ავტომატ მომარჯვებული და აგრძელებდა გასროლებს.
5.3.4. დ----- ბ--–--ის პიროვნული მახასიათებელი - წარსულში კანონთან კონფლიქტი ჯგუფური ჯაჩაღობის ჩადენით, რამაც გამოიწვია დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. პიროვნული მახასიათებლის კონტექსტში მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სასჯელი სრულად არ მოუხდია, გათავისუფლებიდან მცირე დროში ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2012 წლის 28 დეკემბრის #202-რს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევ დ----- ბ--–---ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, ამდენად, მას უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც ამნისტიის გავრცელების მიუხედავად გასცემს ადეკვატურ და თანაზომიერ პასუხს ჩადენილ დანაშაულებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სამმაგი მკვლელობა და ანგარებით სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, პირიქით ამ შემთხვევაში ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც მოკლული ოჯახის წევრების, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლო მსჯელობს იმ ობიექტებზე, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა როგორც ნივთიერი მტკიცებულება: საბრძოლო მასალა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის. ელექტრონული დისკეტა - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, მე-500, 503-ე 507-509-ე, 512-ე, 514-ე, 52--- მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ბ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. დ----- ბ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 2(ორი) წლით და 3(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. დ----- ბ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. დ----- ბ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 8(რვა) წლით და 3(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა 15(თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, ხოლო სრულად დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და დ----- ბ--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18(თვრამეტი) წლის და 9 (ცხრა) თვით ვადით.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 აპრილის ბრძანებით დ----- ბ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმდეს. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულება:
საბრძოლო მასალა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
ელექტრონული დისკეტა - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი პროკურორის და ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა