გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
080210017001999761
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210017001999761

საქმე № 2/1913-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - პაატა ბობოხიძე

შესავალი ნაწილი

მოსარჩელე - სს ”თ----- ბანკი“;

წარმომადგენელი -ი----ე წუ-–---;

მოპასუხე - გა-–-------ნ ხა------ე;

წარმომადგენელი - მე-–------ გო-------ძე;

მოპასუხე - ი- ბ-----ე;

წარმომადგენელი - გა-–-------ნ ხა------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს გა-–-------ნ ხა------ეს და ი- ბ-----ეს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალი-ნების 19940.46 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17413.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 1422.02 აშშ დოლარი, ჯარიმა- 1104.58 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხეებს გა-–-------ნ ხა------ეს და ი- ბ-----ეს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (05.07.2017წ), კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის - 17413.86 აშშ დოლარის წლიური 16% -229 აშშ დოლარის გადახდა, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი თვისა (05.11.2017წ.), რაც ჯამში შეადგენს 916 აშშ დოლარს.

1.3. ი- ბ-----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხის 21219 აშშ დოლარის ფარგლებში.

1.4. დავალი-ნების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული გა-–-------ნ ხა------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წ---–--უბო, სოფელი ფ---–----ყანები (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------

1.5. თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალი-ნების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გა-–-------ნ ხა------ის და ი- ბ-----ის კუთვნილ სხვა ქონება.

1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2013 წლის 23 მაისს სს „ბანკი კო--------ას“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N2-------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48% დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 05 ივნისს სს „თ----- ბანკს“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 20209 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16% გადახდის პირობით. 2013 წლის 23 მაისის N2-------------- გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, კრედიტორსა და გა-–-------ნ ხა------ეს შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე წ---–--უბო, სოფელი ფ---–----ყანები (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------ ასევე, 2015 წლის 05 ივნისს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი- ბ-----ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, თავდებობის ზღვრული თანხის - 21219 აშშ დოლარის ფარგლებში. მოპასუხეები არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც 2017 წლის 05 ივლისის მდგომარეობით მათი დავალი-ნება შეადგენს 19940.46 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17413.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 1422.02 აშშ დოლარი, ჯარიმა- 1104.58 აშშ დოლარი. 2015 წლის 20 ი-ნვარს კანონით დადგენილი წესით განხორციელდა სს „ბანკი კო--------ას“ და სს „თ----- ბანკის“ შერწყმა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გა-–-------ნ ხა------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში, მისი განმარტებით, 2017 წლის მაისში ერთდროულად გადაიხადა 1600 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოკლდებოდა ძირ თანხას, დანარჩენი კი უნდა უნდა შეეტანა ეტაპობრივად, თუმცა მოსარჩელემ მოატყუა. ამასთან, პირგასამტეხლო კაბალურია და უნდა შემცირდეს 0.01%-მდე.

2.2. მოპასუხე ი- ბ-----ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გა-–-------ნ ხა------ემ სარჩელი ცნო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილშიც.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2013 წლის 23 მაისს სს „ბანკი კო--------ას“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N2-------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48% დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 05 ივნისს სს „თ----- ბანკს“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 20209 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16% გადახდის პირობით.

მტკიცებულება:

- N2-------------- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 21-28 );

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-44 );

3.1.2. 2013 წლის 23 მაისის N2-------------- გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და გა-–-------ნ ხა------ეს შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე წ---–--უბო, სოფელი ფ---–----ყანები (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------

მტკიცებულება:

-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.29-33);

3.1.3. 2015 წლის 05 ივნისს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი- ბ-----ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 21219 აშშ დოლარის ფარგლებში.

მტკიცებულება:

- თავდების განცხადება (ს.ფ. 45);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-50);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 19940.46 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17413.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 1422.02 აშშ დოლარი, ჯარიმა- 1104.58 აშშ დოლარი.

მტკიცებულებები:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.53);

3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მაისს გა-–-------ნ ხა------ემ გადაიხადა დავალიანების დაფარვის მიზნით 1600 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 655.44 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი 944.56 აშშ დოლარი.

მტკიცებულება:

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ.51-52);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში კი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-317-ე, 411-412-ე, 417-ე, 463-464-ე, 799-ე, 867-868-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 23 მაისს სს „ბანკი კო--------ას“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N2-------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48% დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 05 ივნისს სს „თ----- ბანკს“ და გა-–-------ნ ხა------ეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 20209 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16% გადახდის პირობით.

დადგენილი გრაფიკის შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეების დავალიანება 2017 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 19940.46 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17413.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 1422.02 აშშ დოლარი, ჯარიმა- 1104.58 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა სესხის ძირითადი თანხის 17413.86 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, როგორ უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - სს “თ----- ბანკთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში (17413.86 აშშ დოლარის ფარგლებში) დაკმაყოფილების საფუძველს.

რაც შეეხება პროცენტის თანხას, მართალია მოპასუხეებმა ამ ნაწილში სარჩელი არ ცნეს, თუმცა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ მიუთითებიათ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის სახით 1422.02 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9-2.10 პუნქტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას სესხის ძირ თანხას და დარიცხულ პროცენტზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 7 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადაცილების 1 დღის შემდეგ. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძალიან დიდი და კაბალურია, შესაბამისად, ითხოვენ მის შემცირებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1104.58 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 500 აშშ დოლარამდე.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც მის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე №ას-681-652-2016) „საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.

განსახილველ შემთხვევაშიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, ოთხი თვის სარგებლის თანხის - 916 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 05 ივნისს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი- ბ-----ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 21219 აშშ დოლარის ფარგლებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალეზე საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანებების დაკისრების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებში.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 23 მაისის N2-------------- გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და გა-–-------ნ ხა------ეს შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე წ---–--უბო, სოფელი ფ---–----ყანები (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------ ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებები, სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის და ამ გზით დავალიანების დაფარვის თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.6. აღსრულების წესის განსაზღვრა - მხარეებს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 4.6. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ბანკი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში გენერალური ხელშეკრულების 14.2 პუნქტით, იპოთეკის ხელშეკრულების 5.2. პუნქტით და თავდებობის ხელშეკრულების 4.9. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1755.14 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 18329.86 აშშ დოლარის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1319.36 ლარი, ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 253.91 ლარი, რადგან მან მოთხოვნა შეამცირა 3527.60 აშშ დოლარით. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 138.34 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 43.53 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხეებს გა-–-------ნ ხა------ეს და ი- ბ-----ეს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 19335.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17413.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 1422.02 აშშ დოლარი, ჯარიმა- 500 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხეებს გა-–-------ნ ხა------ეს და ი- ბ-----ეს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (05.07.2017წ), კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის - 17413.86 აშშ დოლარის წლიური 16% -229 აშშ დოლარის გადახდა, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი თვისა (05.11.2017წ.), რაც ჯამში შეადგენს 916 აშშ დოლარს.

1.3. ი- ბ-----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხის 21219 აშშ დოლარის ფარგლებში.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული გა-–-------ნ ხა------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წ---–--უბო, სოფელი ფ---–----ყანები (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------

1.5. თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალი-ნების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გა-–-------ნ ხა------ის და ი- ბ-----ის კუთვნილი სხვა ქონება.

1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. დაუბრუნდეს სს „თ----- ბანკს“ 2017 წლის 06 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1573.27 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

3. მოპასუხეებს გა-–-------ნ ხა------ეს და ი- ბ-----ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 138.34 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 43.53 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში,4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე