გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(2/ 99–19) 090210119003195195
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.11. 2019 წელი ქ. ა--როლაური
შესავალი ნაწილი
ა--როლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი – ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე - სს ,, ფ----------------------–--’’
წარმომადგენელი - დ-----------–---
მოპასუხე – ე-–--------–-----–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ამ--------------–---–ის მემკვიდრეს, ე-–--------–-----–---–ს დაეკისროს დავალიანების – 2617.63 ლარის გადახდა, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხაა - 1839.63 ლარი, სარგებლი – 630.45 ლარი, საურავი –147.55 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე-–--------–-----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასრჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულება მის მიერ არ იქნას შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნეული, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა აბსოლუტურად უკანონოა, რადგან სესხი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას და ხელშეკრულების პირობებში, არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დავალება მემკვიდრეზე. ასევე, მას აქვს ცხრა სასესხო ვალდებულება სხვადასხვა ბანკებში. იმავდროულად მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი სამართლებრივი საფუძველია პირის გარდაცვალება, რადგან სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი ცოცხალი აღარ არის.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ე-–--------–-----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 20---–-–----------–---ს ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელმა ამ--------------–---–მა სს,, ფ----------------------–--საგან’’ აიღო სესხი – 2120 ლარის ოდენობით. 20---–-–----------–---დან – 2019 წლის 05 ივლისამდე, ანუ 723 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 60% – წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა დაიბეგრებოდა საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა – 10 ლარს, ხოლო შემდეგ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საურავი შეადგენდა გადაუხდელი თანხის – 1.0% –ს. ამასთან, საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა მხოლოდ – 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სესხის ხელშეკრულება
–სესხის გადახდის გრაფიკი
–პირადობის მოწმობის ასლი
3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ, არ მომხდარა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც, დავალიანება სს,, ფ----------------------–--ს’’ მიმართ, შეადგენს – 2617.63 ლარს , საიდანაც ძირი თანხაა –1839.63 ლარი, სარგებელი –630.45 ლარი, საურავი – 147.55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–გადახდის ისტორია
3.1.3 დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს, ამ--------------–---–ის მეუღლეს მომავალ (მემკვიდრეს) გაეგზავნა გაფრთხილება, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკი მზადაა მასთან, როგორც ამ--------------–---–ის სავარაუდო მემკვიდრესთან/ უფლებამონაცვლე პირთან, გააფორმოს სათანადო შეთანხმება. მას შეტყობინებიდან უმოკლეს ვადაში, უნდა წარედგინა პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, აღნიშნული წერილობითი გაფრთხილებით განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა სს,, ფ----------------------–--’’ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ელ--------–-----–--–--გან , როგორც ამ--------------–---–ის სავარაუდო მემკვიდრისაგან, მოითხოვდნენ დავალიანების სრული ოდენობით დაფარვას. ამ შემთხვევაში, სს,, ფ----------------------–--‘’ იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, როგორც სავარაუდო მემკვიდრის იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენება. აღნიშულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე გვიან, ამ დროისათვის, უკვე ცნობილი იყო ბანკისათვის მათი ძირითადი მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, სწორედ ამიტომ, გაეგზავნა გაფრთხილება ამ--------------–---–ის მეუღლეს ე-–--------–-----–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–20---–-–---------------- გაფრთხილება
3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებელი ამ--------------–---–ი გარდაიცვალა - 2----–-–------------------------–-–---------------------------------–---------------ის მიერ, გაცემულია ს---------------–----------------- და შესაბამისად, ამ--------------–---–ის სამკვიდრო მიიღო ე-–--------–-----–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ს---------------------------–-ობა .
3.1.5. დადგენილია, რომ ბოლო გადახდა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია - 2----–-–--------------ერს.
3.1.6. დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონება (მდებარე ა-------–-------------------------–----------––---------------------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - 2-----–-–---------------ს, აღირიცხა ე-–--------–-----–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საჯარო რეესტრის ამონაწერი
3.1.7. სს ''ფ----------------------–--ს’’ წარმომადგენელმა სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა – 2-----–-–-----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად, მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ, მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდის ვადა უნდა დამდგარიყო 2----–-–----------–----
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დარყდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მსესხებლის ამ--------------–---–ის მემკვიდრისათვის, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსი თვის განმავლობაში, არ წარუდგენია მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლო აღნიშნულის დადგენისათვის, მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელი ამ--------------–---–ი გარდაიცვალა - 20---–-–-----------------, შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319- 1320-ე მუხლები). ასევე დადგენილია, რომ ბოლო გადახდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია - 2----–-–----------------ს.
- დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ე-–--------–-----–---–ი, რომელმაც სამკვიდროს გახსნიდან, ექვსი თვის ვადაში - 2----–-–------------–ს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (სსკ 1421-ე, 1424-ე მუხლები), მაგრამ სამკვიდრო მიიღო და ფაქტობრივად მემკვიდრე გახდა მოვალისა –2----–-–---------------ს.
მოცემულ საქმეზე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ს------------------------------–----' წარმომადგენელმა - 2----–-–---------------ს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი მემკვიდრე, გაფრთხილება გაუგზავნა ამ--------------–---–ის მეუღლეს – ე-–--------–-----–---–ს, სადაც უთითებს, რომ ბანკი მზადაა მასთან, როგორც ამ--------------–---–ის სავარაუდო მემკვიდრესთან/ უფლებამონაცვლე პირთან, გააფორმოს სათანადო შეთანხმება. მას შეტყობინებიდან უმოკლეს ვადაში, უნდა წარედგინა პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, აღნიშნული წერილობითი გაფრთხილებით განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა სს,, ფ----------------------–--’’ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ე-–--------–-----–---–ისგან, როგორც ამ--------------–---–ის სავარაუდო მემკვიდრისაგან, მოეთხოვა დავალიანების სრული ოდენობით დაფარვა. ამ შემთხვევაში, სს,, ფ----------------------–--‘’ იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, როგორც სავარაუდო მემკვიდრის მიმართ, იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენება. აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე გვიან, ამ დროისათვის, უკვე ცნობილი იყო ბანკისათვის მათი ძირითადი მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, სწორედ ამის გამო გაეგზავნა გაფრთხილება ამ--------------–---–ის მეუღლეს ე-–--------–-----–---–ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს ,,ფ----------------------–--სათვის'' (კრედიტორისთვის) ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე არა უგვიანეს - 20---–-–----------------- შესაბამისად, იმ მოცემულობაში, როდესაც 2----–-–--------------ის შემდეგ, სესხზე აღარ ფიქსირდებოდა გადახდა და გარკვეული ხნის განმავლობაში, მოსარჩელის მხრიდან, კერძოდ: 2-----–-–--------------ს გაფრთხილება გაეგზავნა ე-–--------–-----–---–ს. ამდენად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა გონივრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მასზედ, რომ ბანკისათვის მაქსიმუმ, ყველაზე გვიან - 2----–-–----------------ს ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმის მასალების, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს (კრედიტორს) მოვალის გარდაცვალებიდან, არა უგვიანეს - 20---–-–----------------ა ცნობილი იყო მსესხებლის ამ--------------–---–ის გარდაცვალების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მემკვიდრეს, შესაბამისად, კრედიტორისათვის უნდა იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ ''პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა.
მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ, იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ, მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო, ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (''სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ'' საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს,, ფ----------------------–--სათვის’’ არაუგვიანეს 20---–-–----------------ათვის, ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, აღნიშნული თარიღიდან – 6 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 06 მაისის ჩათვლით, კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ, მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს ''ფ----------------------–--ს’’ არ გაუკეთებია, რის შესახებაც, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. სარჩელი სასამართლოში, უშუალოდ, მემკვიდრე ელ---------–-----–---–-ს მიმართ, წარადგინა მხოლოდ - 20---–-–---------------------–ი. შესაბამისად კრედიტორის მიერ, პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ს------------------------------–--სა'' და ამ--------------–---–ს შორის, ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბანკმა ა----------------–---–ზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, საპროცენტო სარგებლისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებით, სკ-ის 867- 868-ე, 417– 418-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა - 2----–-–---------–--ს, 723 დღის ვადით, მსესხებელი კი გარდაიცვალა - 20---–-–-----------------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივების ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად, მეორე ნაწილის თანახმად, თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით, სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას, შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ, წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყველაზე გვიან, 2----–-–-----------------ს, კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მოვალის გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული თარიღიდან – 6 თვის ვადაში, ანუ 2-----–-–-----------------, კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ, მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს ',, ფ-----------------------–--- '' არ გაუკეთებია, შესაბამისად, კრედიტორის მიერ, პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარადგინა - 2-----–-–-----------------ს. შესაბამისად, კრედიტორის მიერ, პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით, კრედიტორმა დაკარგა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რაც მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების აბსოლუტური საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად, აეკრძალა მოპასუხე ე-–--------–-----–---–ს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ა--რ---–-------------------------–---------––-------------------- გასხვისება, ან/და იპოთეკით დატვირთვა, რაც უნდა გაუქმდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს-----------------------------–------ სარჩელი მოპასუხე ელ---------–-----–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს გადახდილად, სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გაუქმდეს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალა მოპასუხე ე-–--------–-----–---–ს-------------------- მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ა-------–-------------------------–---------––--------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ა--როლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ა--როლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე