გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
040210019003151141
საქმე N2/56
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი-ნანა ყვირილიანი
მოსარჩელე-გ------- გ-------–---
წარმომადგენელი-ო----- გ-------–---
მოპასუხე -ჯ------–- ც-------–---–-
წარმომადგენელი-მ----- დ--------–---
დავის საგანი- დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს-ჯ------–- ც-------–---–-, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21131.00 ლარი-,,ტ-1---“მარკის ტრაქტორისა და მისაბმელი გუთნის ღირებულება.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
სარჩელში მითითებულია, რომ 1999 წელს, მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ა-------–------- ,,ს-----------------“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ტრაქტორი ,,ტ-1---“ მარკის მისაბმელით და გუთნით, რომელიც ეკუთვნოდა ჯ------–- ც-------–---–-. ჯ------–- ც-------–---–- ვალდებული იყო გამართულ მდგომარეობაში ჩაებარებინა მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი ქონება. მოპასუხემ, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, აღნიშნული ქონება ჩააბარა ჯართში, თანხა კი მიითვისა.
ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- საპროცესო განაჩენით, მოპასუხე ჯ------–- ც-------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის. განაჩენით, ჯ------–- ც-------–---–- ჰქონდა რა მინდობილი ქონება, განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ი/მ ,,გ------- გ-------–----“ ქონება ,,ტ1---“ მარკის ტრაქტორი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯართის სახით ჩააბარა აღნიშნული ტრაქტორი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ--------- ს----–---- ს----------–--- განაჩენით, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. ტრაქტორი, რომლის ღირებულება , როგორც შავი ლითონის ჯართის, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–---------------–---------------–--------------------------------------------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 930 ლარს, რომელიც მის მიერ ანაზღაურებულია. ამიტომ, გ------- გ-------–---ს დანაშაულით მიყენებული ზიანის ხელახლა ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- საპროცესო განაჩენით, ჯ------– ც-------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- განაჩენი(ს.ფ.112-118)
3.1.2 დადგენილია, რომ მოპასუხის-ჯ------–- ც-------–---–- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 930 ლარს, თანახმად სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–---------------–---------------–---------------------------------------------------------------
განაჩენი დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში, ზიანი ანაზღაურებულია.
3.1.4
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- -ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- განაჩენი.
- (ს.ფ 112-118)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 155-ე, 158-ე, 373-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- განაჩენით დადგენილი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ანუ მოსარჩელე მოითხოვს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამიტომ, მოთხოვნა მომდინარეობს დელიქტური ურთიერთობიდან, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
გ------- გ-------–---- მიერ სარჩელი აღძრულია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა 30917-ე მუხლით განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მტკიცებულებათა დასაშვებობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მირე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- განაჩენით, მინდობილი ტრაქტორის ,,ტ-1---“ მართლსაწინააღმდეგო მითვისების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 930 ლარით, რა დადასტურებულია ს-----–----------------–--------–-----------------–--------------------------------------------------- დასკვნით და რაც ანაზღაურებულია მოპასუხის მიერ.
ამდენად, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღოდეს.
დადგენილია, რომ ქ--------- ს----–---- ს----------–--- 2--- წლის 2- ა--------- საპროცესო განაჩენით, ჯ------– ც-------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მოპასუხის-ჯ------–- ც-------–---–- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 930 ლარს, თანახმად სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–---------------–---------------–---------------------------------------------------------------
6.2. სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ მოპასუხის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის სწორედ გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს, 1) მოპასუხემ აუნაზღაურა თუ არა ზიანი სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილ გ------- გ-------–---ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
ს----------–--- მიერ დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ა--------- განაჩენში მითითებულია როგორც მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი.
ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით - განაჩენით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მოპასუხემ ზიანი სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილ გ------- გ-------–---ს აუნაზღაურა.
6.3. სასამართლო თვლის, რომ გ------- გ-------–---- მიმართ ზიანის ანაზღაურებით მიიჩნევა, რომ ზიანი ანაზღაურებულია მოსარჩელის მიმართ, .
სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიადგა ზიანი, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული ზიანი ანაზღაურებულია, რასაც ადასტურებს მოსარჩელე მხარეც, რაც გამორიცხავს მიყენებული ზიანის ხელახალ ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ------- გ-------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ--------- სააპელაციო ს----------–--- სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული ს----------–--- მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი