განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
110100119002796232
დავის ტიპი
179 3 , 179 2
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002796232

N1/3-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - თ----- ო------------, დ--–- ს---–-----–---;

 

ბრალდებული - მ------ ლ-------, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, რუსთაველის ქუჩა N----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით);

 

ბრალდებული - დ--- რ---–--, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ჭყონდიდელის ქუჩა N--;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ------ ლ------- და დ--- რ---–-- ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით თავს დაესხნენ ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სადარაჯოს შენობაში მცხოვრებ ჯ--- მ--------–---–ს, რომელსაც იმ დროისთვის მისსავე საცხოვრებელ ფართში ეძინა. მ------ ლ-------მ და დ--- რ---–--მ ჯ--- მ--------–---–ს დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ურტყამდნენ ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, თავზე ჩამოაფარეს პოლიეთილენის პარკი და ამავდროულად თხოვდნენ ფულად თანხას ათასი ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ჯ--- მ--------–---–ისგან თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ, მ------ ლ-------მ და დ--- რ---–--მ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, შარვლის ჯიბიდან ჯ--- მ--------–---–ს გასტაცეს მისი კუთვნილი ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით, ასევე, გასტაცეს მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის პირადი ნივთები, რითაც ჯ--- მ--------–---–ს მთლიანობაში მიადგა 277 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართალებრივი აღწერა:

 

ქმედება - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ჯ--- მ--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩაზე მდებარე ქოხში. 2018 წლის 20 სექტემბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 11 საათზე, ქ.ზესტაფონში, მაღაზიასთან შეხვდნენ დ--- რ---–-- და მ------ ლ-------. დ---მ მას თხოვა ფული ლუდისთვის, რაზეც უთხრა, რომ არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ორივე შეჰყვა მაღაზიაში, მ------მ დაუნახა ჯიბეში ფული და ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა 20 ლარი. ჯ--- მ--------–---–მა, მათ, ისევ უარი უთხრა ფულის მიცემაზე და წავიდა ქუთაისში, საბუთების გასაკეთებლად. როდესაც დაბრუნდა ქუთაისიდან და იმყოფებოდა ქოხში, რომელსაც იყენებს საცხოვრებლად, თავს დაესხნენ მ------ ლ------- და დ--- რ---–--. თხოვდნენ თანხას 1000 ლარს და თუ რაიმე ჰქონდა გადმოტანილი თურქეთიდან. უარის მიღების შემდეგ, ჯიბეებიდან ამოუყარეს ნივთები, მათ შორის, თანხა 45 ლარი, ტელეფონი, საფულე, რომელშიც ჰქონდა ბანკის და აფთიაქის ბარათები, მოხსნეს ცეფი და ჯვარი, რომელიც ეკეთა, სამაჯურები და ბეჭდები, ასევე, დაეუფლნენ რადიოს. დ--- რ---–--მ თავზე ჩამოაცვა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, მოუჭირა ხელი კისერზე და ცდილობდა გაგუდვას, ეძახდა რომ „მისნაირებით ჭამდა ფულს და მოკლავდა“. ჯ.მ--------–---–მა შეძლო პარკის გახევა და გაითავისუფლა თავი. მ------ ლ-------ც თხოვდა ფულს და შეახსნევინა ქამარი, რომელიც იყო შავი ფერის, ვერცხლისფერი რკინებით გაწყობილი, ასევე, მოხადა მზის ქუდი. ჯერ სახეში დაარტყეს წიხლი, შემდეგ გაიყვანეს ქოხის უკან, დ--- რ---–--მ კისერში ჩაავლო ხელი და კედელზე მიარტყა, მ------ ლ------- ფერდებში და გულ-მკერდის არეში ურტყავდა წიხლებს. ოთახში ჰქონდა თურქული ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო თურქეთიდან წამოღებული ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი. აღნიშნული ჩანთა დ--- რ---–--მ გაატანა მ------ ლ-------ს და უთხრა, რომ დალოდებოდა ტაქსების გაჩერებაზე, ასევე, მისცა ჯ---სგან დაუფლებული 45 ლარიდან 20 ლარი. მ------ს წასვლის შემდეგ, დ--- რ---–--მ მას ისეც ჩამოაცვა თავზე სხვა, თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი და ისევ ცდილობდა მის გაგუდვას. თან ეუბნებოდა ,,შენ ვერ მოგკლავ, შენისთანები მომიკლავსო?“. თხოვდა ფულს და თურქეთიდან გადმოტანილ ნივთებს. მ------ს წასვლიდან ნახევარ საათში, დ---მ წაიყვანა იგი, სადაც მ------ უნდა დალოდებოდა. მივიდნენ იმ ადგილას ტაქსით, მაგრამ მ------ ვერ ნახეს. ამის შემდეგ დ---მ ის წაიყვანა თავისთან სახლში, გზაში მსვლელობისას, დ--- რ---–-- მას აფრთხილებდა, რომ არსად არაფერი ეთქვა მომხდარის შესახებ, თორემ მოკლავდა. სახლში, სადაც იგი დ---მ მიიყვანა, იმყოფებოდა შ------- გ--–-–---–ი, რომელმაც იკითხა, თუ რა სჭირდა ჯ---ს. დ---მ უპასუხა, რომ თითქოს მას ვიღაც სცემდა ქუჩაში და გადაარჩინა. დ---სთან, სახლში ყოფნისას, მან შ-------ს მოუყვა მომხდარის შესახებ, რომ სცემა მ------მ და დ---მ, რომ სთხოვდნენ ფულს. დ---მ მისი საფულე დადო მაგიდაზე. შ-------მ იკითხა თუ ვისი იყო აღნიშნული, რაზეც ჯ---მ უპასუხა, რომ იყო მისი. დ---მ კვლავ ჯიბეში ჩაიდო მისი საფულე. დაზარალებულის განმარტებით, იყო ძალიან შეშინებული და სახლში წასვლისას გაცილება სთხოვა შ------- გ--–-–---–ს, რომელმაც იგი გააცილა და იმ დღეს გადაარჩინა სიკვდილს.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------- გ--–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს, ღამით, მას დაურეკა დ--- რ---–--მ და გავიდა სახლიდან მასთან შესახვედრად. დ---მ მისცა ფული, რომლითაც მაღაზიაში შეიძინა საკვები. ისინი შეხვდნენ მ------ ლ-------ს და ჯ--- მ--------–---–ს. მ------მ და დ---მ ჯ---ს თხოვეს ფული, რაზეც მან უარი უთხრა. მეორე დღეს, დ--- გვიან მივიდა სახლში და მიიყვანა ჯ--- მ--------–---–ი. დ---მ მას მიაწოდა საფულე და როდესაც საპირფარეშოში გავიდა, ჯ---მ მას უამბო, რომ მ------ ლ-------მ და დ---მ მას ფული სთხოვეს და სცემეს, შემდეგ კი დ---მ თავისთან წამოიყვანა. მას სილურჯე ჰქონდა მარცხენა თვალზე. მოწმის განმარტებით, საფულე იყო შავი და მასში იყო ჯ---ს სახელზე გაცემული ე.წ. „კარტები“. ჯ--- იყო შეშინებული, ამბობდა რომ იყო ცუდად, გვერდები ტკიოდა ცემის გამო. 10-15 წუთი გაჩერდა მათთან და შემდეგ, სახლში მან გააცილა. დ---მ უთხრა, რომ თითქოსდა ვიღაც სცემდა ჯ---ს ქუჩაში და გააშველა.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- კ------ემ განაცხადა, რომ მუშაოს შ---------------ში“, მიმღების მორიგე მედდად. 2018 წლის 22 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გამომძიებელ ე.გ--–--ის მიერ, მასთან მიყვანილი იქნა ორი ბრალდებული დ--- რ---–-- და მ------ ლ-------, რომელთაც აუღო სისხლის ნიმუშები. აღნიშნულის შესახებ შედგა ოქმები, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ნიმუშები აღებული იქნა ერთჯერადი ინექციის ნემსებით, ცალ-ცალკე, რაც გადასცა გამომძიებელს, დაილუქა და მოაწერა ხელი.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ც----- გ---–--ემ, გ----- მ-------–---–მა და ე-- შ----ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნები.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ჯ--- მ--------–---–მა განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და მის მიერ გამოკითხული იქნა ჯ--- მ--------–---–ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მასზე თავდასხმა განახორციელეს დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ. აღნიშნულის საფუძველზე, ქ.ზესტაფონში, რ---------–------------ის მიმდებარედ ბრალდებულის სახით დააკავეს დ--- რ---–-- და მ------ ლ-------. პირადად მან, ინსპექტორ-გამომძიებლებთან - გ--- ც---–---ესთან და გ------- შ------–-–---–თან ერთად, განახორციელა მ------ ლ------ის დაკავება. მ------ ლ-------ს ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ქუდი, მ--------–---–ის მობილური ტელეფონი, ორი სამაჯური, ხის ყელსაბამი ჯვრით და თანხა, რომლებიც დაილუქა. მ------ ლ-------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის, ზურგის და მუხლების არეში, რაზეც აღნიშნა, რომ წინა დღეებში დაცემის შედეგად ჰქონდა მიღებული. მოწმის განმარტებით, მან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე, განახორციელა ნიმუშის აღება, მ------ ლ------ის ტანსაცმლის ამოღება და მ------ ლ------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ქამარი, ტანსაცმელი და 4 კოლოფი სიგარეტი.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--- ც---–---ესთან ერთად გავიდა ქ.ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც №--–- მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდნენ დ--- რ---–-- და მ------ ლ-------. მან მონაწილეობა მიიღო მ------ ლ------ის დაკავებაში. გამომძიებელმა მას განუმარტა უფლება-მოვალეობები და ადგილზევე შედგა ოქმი. მ------ ლ-------ს, დაკავებისას, აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლის, ზურგისა და მუხლის არეში, რაზეც განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ დაეცა და დაცემის შედეგად დაზიანდა. დაკავებისას, მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, კეპიანი ქუდი, ხის ყელსაბამი ჯვრით, 5 და 20 ლარიანი კუპიურა, რამდენიმე მონეტა და გადახდის ქვითარი, რომლებიც დაილუქა შესაბამისი ბეჭდით.

 

8. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართოს მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- ც---–---ემ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ სხვა ნივთებთან ერთად, მ------ ლ------ის პირადი ჩხრეკის შედაგად ამოიღეს ბოქლომი, რაზეც მ------მ განაცხადა, რომ იყო მის მიერ ნაყიდი, ხოლო სხვა ნივთები იყო ჯ--- მ--------–---–ის.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მის მიერ განხორციელდა დ--- რ---–--ს ბრალდებულის სახით დაკავება და ასევე, ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა. დ--- რ---–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საფულე, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა, ჯ--- მ--------–---–ის სახელზე გაცემული „ლ-------ი ბ----ს“ და „ქ------- ბ----ს“ ბარათები, მობილური ტელეფონი, ორი ვერცხლისფერი ბეჭედი. გამოკითხა ბრალდებული და ექსპერტის მონაწილეობით აიღო ნერწყვის ნიმუშები.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, ქ.ზესტაფონში, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად მოახდინა დ--- რ---–--ს დაკავება ბრალდებულის სახით, ჯ--- მ--------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. მას დაკავების ადგილზე განემარტა უფლება-მოვალეობები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო დ--- რ---–--ს სახელზე გაცემული „ს----------–--------ის“ ბარათი და პირადობის მოწმობა, ასევე, ჯ--- მ--------–---–ის სახელზე გაცემული ბ----ს ბარათები, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და ბეჭედი.

 

11. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ----- ჯ------–მა.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ჯ--- მ--------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ვ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო მ------ ლ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა შავი ფერის ქამარი, რამდენიმე კოლოფი სიგარეტი, ჭადრაკის კოლოფი და ლურჯი ფერის პერანგი, რომლებზეც მ------ ლ-------მ განაცხადა, რომ ნივთები ეკუთვნოდა ჯ--- მ--------–---–ს.

 

13. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------– ვ-------ემ, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ მ------ ლ------ის სახლის ჩხრეკისას, ასევე, ამოიღეს მაიონეზის ბოთლი და პირსახოცი.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო დ--- რ---–--სა და მ------ ლ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელსაც ესწრებოდა ჯ--- მ--------–---–ი და ექსპერტი ზ------ გ--–-–---–ი. ჯ--- მ--------–---–მა მიუთითა ცელოფანზე, რომელიც მას თავზე ჩამოაცვა დ--- რ---–--მ და ცდილობდა მის გაგუდვას. ექსპერტის მიერ ცელოფნიდან ამოღებული იქნა თმის ღერები. შემდეგ, დაზარალებულმა მიუთითა ტერიტორიაზე, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იმ ადგილიდან, ამოღებული იქნა რადიო. მის მიერ ჩატარდა სისხლის ნიმუშების აღება, დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, გააცნო ბრალდების დადგენილებები ბრალდებულებს და გამოკითხა ისინი. მოწმის განმარტებით, ოთახი, სადაც ცხოვრობდა ჯ--- მ--------–---–ი იყო ძველი რკინიგზის შენობა, ერთ სართულიანი და ერთი ოთახი. ტერიტორია ეკუთვნოდა ზ------ ს------ეს და მისი თანხმობით ჩატარდა დათვალიერება.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩაზე, ყოფილი რკნინიგზის ტერიტორიაზე, სადაც მომხდარი იყო ყაჩაღობის ფაქტი. დათვალიერებული იქნა საყარაულო ოთახი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა გამომძიებელმა ე-–--- გ--–--ემ და მასში მონაწილეობას იღებდნენ თვითონ, დაზარალებული ჯ--- მ--------–---–ი და რკინიგზის წარმომადგენელი ზ------ ს------ე. მოახდინა ფოტოგადაღება. ჯ--- მ--------–---–მა, მათ, მიუთითა პოლიეთილენის შავ პარკზე და განაცხადა, რომ აღნიშნული პარკი ჩამოაცვეს თავზე და ცდილობდნენ მის გაგუდვას. აღნიშული პარკიდან ამოღებული იქნა თმის ღერები და ასევე, ამოღებული იქნა პარკიც, რომელიც იყო დახეული. ასევე, შენობის უკანა მხრიდან ამოღებული იქნა რადიო, რომელიც დაილუქა. მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ჯ--- მ--------–---–ისგან ხელის და ნერწყვის ნიმუშების აღებაში და ბრალდებულებისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაში.

 

16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია 2018 წლის 21 სექტემბერს, 21:25 საათიდან, 22:15 საათამდე პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, მ-------–-------------ში და წარმოადგენს რკინიგზის ყოფილ სარემონტო ეზოს. ეზოში შევდივართ დასავლეთის მხრიდან ორფრთიანი ლითონის ჭიშკრის გამოყენებით, ჭიშკართან სამხრეთით მდებარეობს ერთსართულიანი მცირე ზომის შენობა, რომელსაც წინა მხრიდან აქვს ხის ერთფრთიანი კარები და ფანჯარა მინის გარეშე, შენობაში უწესრიგოდ ყრია სხვადასხვა დასახელების ნივთები. ჯ--- მ--------–---–მა მიუთითა ადგილზე, სადაც მას ეძინა 2018 წლის 20 სექტემბერს ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამის შემდეგ, შესასვლელი კარებიდან 80 სმ-ში მიუთითა დაზიანებულ მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკზე, რომელსაც აქვს წითელი ფერის სახელურები, წინა მხრიდან წარწერა Zebra, განმარტა, რომ აღნიშნული პარკი დ--- რ---–--მ 2018 წლის 20 სექტემბერს ჩამოაცვა თავზე და ცდილობდა მის გაგუდვას. ექსპერტის მიერ აღნიშნული პარკიდან ამოღებული იქნა თმის ღერები, რომელიც დაილუქა №--------- პაკეტში. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკი, წითელი ფერის სახელურებით და წინა მხრიდან წარწერით Zebra, რომელიც დაილუქა F-------- პაკეტში. აღნიშნულის შემდეგ ჯ--- მ--------–---–მა მიუთითა შენობის გარეთ აღმოსავლეთ მხარეს და განმარტა, რომ მითითებულ ადგილზეც მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ. შენობის სამხრეთ მხარეს ესაზღვრება რკინიგზის ლიანდაგი. ჯ--- მ--------–---–მა მიუთითა სამხრეთ მხარეს შენობის უკან, სადაც მ------ ლ-------მ და დ--- რ---–--მ მას, ასევე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მითითებულ ადგილზე ასევე, ყრია სხვადასხვა დასახელების ნივთები და რადიო, რაზეც ჯ--- მ--------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები პარკიდან გადმოყარეს და მითითებულ ადგილზე დაყარეს დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ. რადიოზე კი განმარტა, რომ აღნიშნული რადიო არის ის, რომელიც წაიღეს მისი საცხოვრებლიდან დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მოშავო ფერის რადიო, რომელსაც ანტენა აქვს მოტეხილი, რადიო ექსპერტის მიერ დაილუქა F-------- პაკეტში.

 

17. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, 17:55 საათზე, ქ.ზესტაფონში, რ---------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ტერიტორიაზე, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ--- ც---–---ისა და გ------- შ------–-–---–ის მიერ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------ ლ------- და ჩაუტარდა პირადი ჩხრე--, რის შედეგადაც ამოღებული იქნა შავი ფერის კეპიანი ქუდი, თეთრი წარწერით „BROOKLYN Nety”, რომელიც მ------ ლ-------ს ეხურა თავზე, მ------ ლ------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი და მონაცრისფრო კორპუსიანი მობილური ტელეფონი წარწერით ,,BLU“, ბრტყელი ფორმის მოვერცხლისფრო სამაჯური, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა მარცხენა ხელზე, შავი ფერის სამაჯური, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა მარცხენა ხელზე, ხის ყელსაბამი, მასზე არსებული ხის ჯვრით, ჯვარზე ლითონის კონსტრუქციის ფონზე ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა ყელზე. მ------ ლ------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ბოქლომი, სამი გასაღებით, ბოქლომზე წარწერით „EXTRA TLAN“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ქვითარი, გაცემული ნარგიზ კვანტრიშვილის სახელზე, ერთი ცალი ოც ლარიანი კუპიურა ნომრით E 6-------, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრით E---------- ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა ნომრით AA05430892, სამი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, სამი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, 5 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, ექვსი ცალი გასაღები.

 

18. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, 17:55 საათზე, ქ.ზესტაფონში, რ---------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკან ტერიტორიაზე, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების პ----- ჯ------–ისა და მ--–---- ბ-----ის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ--- რ---–--, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც დ--- რ---–--ს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო დ--- რ---–--ს სახელზე გაცემული ,,ბ--–---ის“ სააბონენტო ხელშეკრულება, ქაღალდის ნაჭერი ოთარ მუმლაძის ტელეფონის ნომრით, ლურჯი ფერის წარწერით, პირადობის მოწმობა, ,,ლ-------ი“ ბ----ს, მეტრომანის, „ს----------–--------ის“ და „ა------ს“ პლასტიკური ბარათები, ჯ--- მ--------–---–ის სახელზე დამზადებული „ლ-------ი ბ----ს“ და „ბ---- ქ-------ს“ პლასტიკური ბარათები. წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, შავი და ლურჯი ფერის სანთებელა ორი ცალი, ორი ცალი ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი, ერთზე გამოსახული ჯვარით, რომლებიც დ--- რ---–--ს ეკეთა მარცხენა არათითზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ბეჭდები წაართვა ჯ--- მ--------–---–ს.

 

19. მ------ ლ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ა---------– ვ-------ის და რ---- კ-------ის მონაწილეობით ჩატარდა ქ.ზესტაფონში, რ---------–-----------/18-ში მდებარე მ------ ლ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, სამარკო ნიშნით ,,KARACA”, მოყავისფრო პირსახოცი, შავი ფერის ქამარი, პოლიმერული მასალის ბოთლი, სამარკო ნიშნით „BURCU“, ნარდის და ჭადრაკის სათამაშო კოლოფი, სათამაშო ქვებით, 4 კოლოფი სიგარეტი „LEADER“, რომლებიც მოთავსებულია გამჭირვალე პოლიეთილენის პარკებში.

 

20. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–ის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, რა დროსაც დ--- რ---–--სგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 20 სექტემბერს ყაჩაღური თავდასხმის დროს, კერძოდ, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის მაისური, რომლებიც დაილუქა პაკეტში №--------- და მონაცრისფრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი - ბოტასები თეთრი რეზინის ძირებით, რომელიც დაილუქა პაკეტში №---------.

 

21. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, რის შედეგადაც მ------ ლ------ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 20 სექტემბერს ყაჩაღური თავდასხმის დროს, კერძოდ, ღია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, წინა მხარეს ორი ჯიბით და მარჯვენა მხარეს ერთი შიდა პატარა ჯიბით, უკანა მხარეს ორი ჯიბით, სამარკო ნიშნით BB; მოცისფრო ფერის პერანგი, მონაცრისფრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ლურჯი თასმებით, თეთრი ძირებით.

 

22. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, რის შედეგადაც ჯ--- მ--------–---–ისგან ამოღებული იქნა მოშავო ფერის მაისური წინა მხრიდან წარწერით „NIKE“ და მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 20 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს.

 

23. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ე-–--- გ--–--ემ, ჯ--- მ--------–---–ისგან ამოიღო მოშავო ფერის ტყავის საფულე ლითონის შესაკრავით და სამარკო ნიშნით „GUCCI“, ცარიელ მდგომარეობაში, რაც დაილუქა სამმართველოს ბეჭდით.

 

24. 2018 წლის 21 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმებით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება. ექსპერტ ზ------ გ--–-–---–ის მიერ, ჯ--- მ--------–---–ისგან, ნებაყოფლობით, აღებული იქნა ხელის გულის და ხელის თითის კანის ნახჭის ნიმუში. ასევე, აღებული იქნა ჯ--- მ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში.

 

25. 2018 წლის 21 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება. ექსპერტ ზ------ გ--–-–---–ის მიერ, მ------ ლ------ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

26. 2018 წლის 21 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–ის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება. ექსპერტ ზ------ გ--–-–---–ის მიერ, დ--- რ---–--სგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

27. 2018 წლის 22 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება. შ-----------------ს“ მორიგე ექთნის ნ----- კ------ის მიერ, ბრალდებულ დ--- რ---–--სგან, ნებაყოფლობით აღებული იქნა სისხლი, ერთჯერადი ინექციის შპრიცით, რაც დაილუქა სამმართველოს ბეჭდით.

 

28. 2018 წლის 22 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება. შ-----------------ს“ მორიგე ექთნის ნ----- კ------ის მიერ, ბრალდებულ მ------ ლ------ისგან, ნებაყოფლობით აღებული იქნა სისხლი, ერთჯერადი ინექციის შპრიცით, რაც დაილუქა სამმართველოს ბეჭდით.

 

29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 21.09.2018წ. 23:33-23:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ჯ--- მ--------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით (უჩივის ტკივილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მარჯვნივ, ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდებებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,0X0,6სმ. ნიკაპის მიდამოში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5X1,0სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X1,0სმ. მარჯვენა იდაყის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2,5X1,0სმ. მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 3,0X1,5სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

30. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ჯ--- მ--------–---–ის შარვალზე არსებული არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ------ ლ------ის და დ--- რ---–--ს ჯინსის შარვლების ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკობს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება. ვინაიდან, ჯინსის შარვლების ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე და არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები არიან ფართოდ გავრცელებულნი (ჯინსის ქსოვილების შემადგენელი) ამიტომ გამოსაკვლევი ობიექტის ზედაპირზე არსებულ ართანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და მათი მიკუთვნება კონკრეტულ ობიექტთან შეუძლებელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--–- ნ-----–-–---–მა.

 

31. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნთ დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

,,პაკეტში წარწერით: ,,...შავი ფერის პოლიეთილენის პარკიდან...ამოღებულ იქნა თმა“.. მოთავსებულ მოყავისფრო თმებზე არსებული ბიომასალის (ობ№1) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47; პაკეტი, წარწერით: ,,...ჯ--- მ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ჭაღარა თმაზე (ობ.№2) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში წარწერით: ,,...შავი პარკი წითელი სახელურებით...“ მოთავსებულ პარკზე არსებული ბიომასალის (ობ.№3-5) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

- პაკეტში, წარწერით: ,,...შენობის უკან მხარეს მიწის გრუნტიდან ამოღებული მოშავო ფერის რადიო...“ მოთავსებულ მოწყობილობაზე არსებული ბიომასალის (ობ.№6) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

- პაკეტში წარწერით: ,,....მ------ ლ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ჩეკები“ მოთავსებულ:

 

- ქუდზე არსებული თმისა (ობ..№7), ამავე ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.№8) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№8-ის პროფილის მეორე წილი და მ------ ლ------ის (ობ№45; პაკეტი, წარწერით: ,,მ------ ლ------ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- ქვითრებზე (ობ.№9) და რეზინოვან თოკზე (ობ.№10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მ------ ლ------ის (ობ.№45) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- ხის მაგვარი მასალის მძივზე ჯვრით არსებული ბიომასალის (ობ№12) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და მ------ ლ------ის ობ№45) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ №12-ის პროფილის მინორული წილი, მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ№11) შერეული გენეტიკური პროფილი და გამჭირვალე პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიომასალის (ობ.№14) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო.

 

- პაკეტში მოთავსებულ სამაჯურებზე არსებული ბიომასალის (ობ.№13) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- ბოქლომსა და გასაღებებზე (ობ.№15) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,... მ------ ლ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ნივთები“ მოთავსებულ:

 

- პოლიმერული მასალის ბოთლზე (ობ.№16) და ქამარზე (ობ№18) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№16,18-ის პროფილების მინორული წილი და პერანგზე არსებული ბიომასალის (ობ№22) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პერანგზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.№22ა) სისხლს არწარმოადგენს.

 

- ოთხ ცალ მოწითალო ფერის კოლოფზე არსებული ბიომასალის (ობ.№17) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47), ხოლო მეორე წილი მ------ ლ------ის (ობ.№45) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

- ჭადრაკის კოლოფსა და მასში მოთავსებულ ნივთებზე არსებული ბიომასალის (ობ№19,20) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პირსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ.№21) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

პაკეტში წარწერით: ,,... დ--- რ---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები“ მოთავსებულ:

 

- მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.№23) გენეტიკური პროფილი და დ--- რ---–--ს (ობ.№46); პაკეტი, წარწერით: ,,...დ--- რ---–--ს ნერწყვის ნიმუში...“ გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- ბეჭდებსა (ობ.№24) და სანთებელებზე (ობ№25) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ.№26) შერეულ გენეტიკურ პროფილში დ--- რ---–--ს (ობ№46) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის, ხოლო მ------ ლ------ისა (ობ.№45) და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. საფულეში მოთავსებულ ნივთებზე (ობ.#27) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არაღმოჩნდა. საფულეში მოთავსებულ ბარათებზე, წარწერით: M------------- არსებული ბიომასალის (ობ.№28) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№28-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში წარწერით: ,,....ჯ--- მ--------–---–ის საფულე... მოთავსებულ საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ.№29) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№29-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში, წარწერით: ,,ბრალდებულ დ--- რ---–--ს ერთი წყვილი ბოტასი“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე (ობ.№30) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით: ,,...ბრალდებული დ--- რ---–--ს ლურჯი ფერის შარვალი, კარიჩნი ფერის ქამარი და თეთრი ფერის მაისური“ მოთავსებული:

 

- შარვლის ორივე ტოტის წინა ზედაპირზე, ქვედა ნახევარში, არსებული ბიომასალის (ობ.№31) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) ხოლო მეორე წილი დ--- რ---–--ს (ობ.№46) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

- მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.№32) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და დ--- რ---–--ს (ობ.№46) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.№32-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში წარწერით:,,...ბრალდებული მ------ ლ------ისგან ამოღებული ერთი წყვილი ნაცრისფერი ბოტასი...“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე (ობ.№33) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში წარწერით: ,,... ბრალდებულ მ------ ლ------ისგან ამოღებული ლურჯი ფერის შარვალი და ლურჯი ფერის პერანგი“.. მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო -მოყავისფრო ლაქები (ობ.№34-37) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ლ-------ს (ობ.№45). პერანგზე არსებული ბიომასალის (ობ.№40) გენეტიკური პროფილი და მ------ ლ------ის (ობ.№45) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პერანგზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.№38,39) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში, წარწერით: ,,...ჯ--- მ--------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალსა (ობ.№41,42) და მიასურზე (ობ.№43,44) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.

32. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - ვერცხლისფერი ლითონის ბეჭდებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი ვერცხლისფერი ბეჭედი. ჯ.მ--------–---–ის განმარტებით, მან ბეჭედი ამოიცნო ორი ერთმანეთზე გადამჯდარი რგოლით და პირველი რგოლის კიდეებში არსებული ოქროსფერი ფერით.

 

33. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - ვერცხლისფერი ბეჭდები ჯვრით, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე ვერცხლისფერი ბეჭედი. ჯ.მ--------–---–ის განმარტებით, მან ბეჭედი ამოიცნო ჯვრის გამოსახულებით, შავი ფერის ფონზე, მარჯვნივ და მარცხნივ ჯვრის მიმდებარე ორნამენტებით.

 

34. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - „BLU“-ს ფირმის მობილური ტელეფონები, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე მობილური ტელეფონი შავი და მონაცრისფრო კორპუსით, წინა და უკანა მხარეს კორპუსზე წარწერით „BLU“.

 

35. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - მოვერცხლისფრო სამაჯურებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი ბრტყელი ფორმის მოვერცხლისფრო ფერის სამაჯური, ბრტყელი მართკუთხედი ქსოვის დეტალებით, ერთ-ერთ დეტალზე დაკრულია ქრისტეს გამოსახულება.

 

36. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - შავი ფერის სამაჯურებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე შავი ფერის ხის სამაჯური, შავი ფერის მრგვალი ფორმის ბურთებით და შუაში მოგრძო ფორმის ასეთივე ფერის დეტალით, თეთრი ფერის უცხოურენოვანი წარწერით.

 

37. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - ხის, ჯვრიანი ყელსაბამებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი ყავისფერი ხის ჯვარი ხის ყელსაბამით, ჯვრის ბოლოებში ოთხივე მხარეს შავი დაბოლოებებით, ხის ჯვარზე ლითონის კონსტრუქციით გამოსახული ქრისტეს გამოსახულებთ, ჯვარზე შემბული მუქი ყავისფერი ხის მოგრძო ფორმის აცმის დეტალებით და მათ შორის მოშავო ფერის მცირე ზომის გიშრის დეტალებით.

 

38. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - შავი ფერის კეპიანი ქუდებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე კეპიანი ქუდი, კეპზე წინა მხრიდან თეთრი წარწერით „BROOKLYN Nety”, კეპზე შიდა მხრიდან წარწერით „NETY“, მცირე ზომის ნახვრეტებით, შუა ნაწილში შავი ფერის ნაჭრის ბრტყელი მრგვალი ფორმის დაბოლოებით და პოლიმერული მასალის შესაკრავით.

 

39. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 3 იანვარს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე-–--- გ--–--ემ დაზარალებულ ჯ--- მ--------–---–ის მონაწილეობით მოახდინა 2018 წლის 21 სექტემბერს მ------ ლ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული დალუქული ნივთმტკიცების გახსნა და დათვალიერება, ნივთმტკიცება დალუქულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- პაკეტში, ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გახსნისას მასში აღმოჩნდა ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, სამარკო ნიშნით „KARACA“, მოყავისფრო პირსახოცი, შავი ფერის ქამარი, პოლიმერული მასალის ბოთლი, სამარკო ნიშნით „BURCU“, ნარდის და ჭადრაკის სათამაშო კოლოფი, სათამაშო ქვებით, 4 კოლოფი სიგარეტი „LEADER“. აღნიშნულ ნივთებზე ჯ--- მ--------–---–მა განაცხადა, რომ არის მისი კუთვნილი, რომლებსაც 2018 წლის 20 სექტემბერს ყაჩაღურად თავდასხმის დროს დაეუფლნენ მ------ ლ------- და დ--- რ---–--. დათვალიერების შემდეგ ნივთები დაილუქა.

 

40. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივნისის განაჩენით დასტურდება, რომ დ--- რ---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 108-ე მუხლით, სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ დ--- რ---–--ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის.

 

41. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დ--- რ---–-- გათავისუფლდა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, 13 წელი შეუმცირდა ერთ მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 9 (ცხრა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

42. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ------ ლ-------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

43. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ--- რ---–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში. სამსახურიდან დაბრუნდა საღამოს შვიდ საათზე და მეუღლეს, შ------- გ--–-–---–ს დაურეკა ჩასულიყო მაღაზიაში, რომ ეყიდათ საჭმელი. როდესაც მეუღლეს ელოდებოდა, შეხვდა მ------ ლ-------ს, რომელიც იყო ნაბახუსევზე და უნდოდა დალევა. მას შესთავაზა სახლში წაყვანა, რა დროსაც, ასევე, შეხვდათ ჯ--- მ--------–---–ი. მას თხოვეს ეყიდა ლუდი, რაზეც ჯ---მ უთხრა უარი, რომ არ ჰქონდა ფული. რამდენიმე წუთში შენიშნეს, რომ ჯ--- გამოვიდა მაღაზიიდან ლუდის ბოთლებით, რაზეც იგი გაბრაზდა და ჰკითხა თუ რატომ მოიქცა ასე, მისი სახელი აღარ ეხსენებინა. იმ ღამეს მან და მ------ ლ-------მ დ--–-ეს ალკოჰოლური სასმელი და მ------ დარჩა მათთან. მეორე დღესაც, საღამოს ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ მიიღეს სასმელი. გვიან საღამოს, როდესაც მ------მ გადაწყვიტა სახლში წასვლა, დ---მ იგი გააცილა, რა დროსაც მათ გზაზე გაიგეს მუსიკების ხმა და ნახეს ძირს დაგდებული ტელეფონი, რომელიც მ------მ წაიღო თან, რადგან არ ჰქონდა ტელეფონი. 200-300 მეტრში იყო ოთახი, სადაც ცხოვრობდა ჯ--- მ--------–---–ი. როდესაც მას მიუახლოვდნენ, გადაწყვიტეს შესულიყვნენ მასთან და ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა მისი წინა დღის საქციელი. ნახეს რომ ჯ---ს ეძინა ცელოფნის პარკზე, სადაც მოთავსებული იყო ნასკები, საცვლები და ადიოდა საშინელი სუნი. უთხრა, თუ როგორ ეძინა იმ ნაგავში, აიღო პარკი და გახია, საიდანაც გადმოცვივდა ნაგავი. იქვე შენიშნა მეორე პარკიც, რაზეც ჰკითხა მასშიც ნაგავი ეყარა თუ არა. ჯ---მ უპასუხა, რომ იქ ჰქონდა თურქეთიდან გადმოტანილი ნივთები. მართლაც, მასში იყო საროჩკა და სიგარეტები, ისევ ჩაალაგებინა ისინი პარკში და მ------ს უთხრა დაედო თავის ადგილზე. მან რამდენჯერმე დაარტყა ხელი ჯ--- მ--------–---–ს, მაგრამ მისთვის ფული არ მოუთხოვია. მ------ს უთხრა წასულიყო სახლში, მაგრამ არ დაუნახავს მ------მ ის პარკი თან თუ წაიღო. ჯ---ს უთხრა რომ ჩაეცვა და თავისთან გაჰყოლოდა სახლში, აჭმევდა საჭმელს. მართლაც წავიდნენ და ავიდნენ ბინაში, სადაც იყო შ------- გ--–-–---–ი. იქ ჯ---ს დააბანინა ხელ-პირი და შ-------ს უთხრა, რომ წინა დღის საქციელის გამო სცემა ჯ---ს. მათ ცოტა დ--–-ეს და ჯ--- გავიდა გარეთ, რა დროსაც ამოუვარდა ჯიბიდან საფულე. უთხრა რომ კიდევ შეიძლებოდა სადმე ამოვარდნოდა და ამიტომ თვითონ დაიტოვებდა, მეორე დღეს კი, ან ის და ან მისი მეუღლე შ------- მიუტანდა, რის შემდეგაც ჯ--- წავიდა. დ--- რ---–--მ დაადასტურა, რომ ჯ--- მ--------–---–ს მართლაც ახსნეს ჯვარი, სამაჯური და ბეჭდები, რადგან მათზე გამოსახული იყო ჯვარი და ის, ჯვრის ტარების ღირსი არ იყო, თუმცა ყაჩაღობის და ამ ნივთების წამოღების მიზანი არ ჰქონიათ. მან შ-------სგან გაიგო, რომ მ------ს წამოღებული ჰქონდა ჯ---ს კუთვნილი ნივთები და ეძებდა მას, რომ ეთქვა დაებრუნებინა აღნიშნული პატრონისთვის, რადგან ეს არ იყო სწორი საქციელი და ამისთვის მათ ბიჭები უბანში გაამტყუნებდნენ. როდესაც ნახა მ------, უთხრა აღნიშნული, რასაც ის დათანხმდა, მაგრამ ვერ მოასწრეს ნივთების დაბრუნება ჯ---სთვის, ვინაიდან დააკავა პოლიციამ. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.

 

44. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება N618აპ-15 საქმეზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.

 

ასევე, დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. ბინა კი, ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა).

 

45. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულების საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ჯ--- მ--------–---–ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

46. დაზარალებულ ჯ--- მ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩაზე მდებარე ქოხში, რკინიგზის ყოფილ საყარაულო ოთახში. 2018 წლის 21 სექტემბერს, ღამით, როდესაც ეძინა თავის ქოხში, თავს დაესხნენ მ------ ლ------- და დ--- რ---–--. თხოვდნენ თანხას 1000 ლარს და თუ რაიმე ჰქონდა გადმოტანილი თურქეთიდან. ჯიბეებიდან ამოუყარეს ნივთები, მათ შორის - თანხა 45 ლარი, ტელეფონი, საფულე, რომელშიც ჰქონდა ბანკის და აფთიაქის ბარათები, მოხსნეს ცეფი და ჯვარი რომელიც ეკეთა, სამაჯურები და ბეჭდები. ასევე, დაეუფლნენ რადიოს. დ--- რ---–--მ თავზე ჩამოაცვა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, მოუჭირა ხელი კისერზე და ცდილობდა გაგუდვას, ეძახდა რომ „მისნაირებით ჭამდა ფულს და მოკლავდა“. ჯ.მ--------–---–მა შეძლო პარკის გახევა და გაითავისუფლა თავი. მ------ ლ-------ც თხოვდა ფულს და შეახსნევინა ქამარი, რომელიც იყო შავი ფერის, ვერცხლისფერი რკინებით გაწყობილი, ასევე, მოხადა მზის ქუდი. დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ, ფულის მოთხოვნის დროს, მას მიაყენეს დაზიანებები სხეულის სხვასდაასხვა არეში, კერძოდ ცემეს. ასევე, როდესაც სახლის უკან გაიყვანეს, დ--- რ---–--მ კისერში ჩაავლო ხელი და კედელზე მიარტყა, ხოლო, მ------ ლ------- ფერდებში და გულ-მკერდის არეში ურტყავდა წიხლებს. მ------ ლ-------მ მისი სახლიდან წაიღო ხელჩანთა, რომელიც მაინ ჩამოიტანა თურქეთიდან და მასში ედო სხვადასხვა ნივთები, პლასტმასის ბოთლი, ჭადრაკი, სიგარეტები, მაისური და სხვა.

 

47. მოწმე შ------- გ--–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 20 სექტემბერს, როდესაც დ---მ, გვიან ღამით, სახლში მიიყვანა ჯ--- მ--------–---–ი, მას თვალი ჰქონდა დალურჯებული. ჯ---მ შ-------ს უამბო, რომ მ------ ლ-------მ და დ---მ მას ფული სთხოვეს და სცემეს. ამბობდა რომ იყო ცუდად, გვერდები ტკიოდა ცემის გამო. დ--- რ---–--მ შ------- გ--–-–---–ს მიაწოდა საფულე, რომელშიც იდო ჯ---ს საბუთები.

 

48. მ------ ლ------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა შავი ფერის კეპიანი ქუდი, თეთრი წარწერით „BROOKLYN Nety”, რომელიც მ------ ლ-------ს ეხურა თავზე. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქუდზე არსებული თმისა (ობ..№7), ამავე ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.№8) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№8-ის პროფილის მეორე წილი და მ------ ლ------ის (ობ№45; პაკეტი, წარწერით: ,,მ------ ლ------ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით თანახმად კი, წარდგენილი სამი ნივთიდან - შავი ფერის კეპიანი ქუდებიდან, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე კეპიანი ქუდი, კეპზე წინა მხრიდან თეთრი წარწერით „BROOKLYN Nety”, კეპზე შიდა მხრიდან წარწერით „NETY“, მცირე ზომის ნახვრეტებით, შუა ნაწილში შავი ფერის ნაჭრის ბრტყელი მრგვალი ფორმის დაბოლოებით და პოლიმერული მასალის შესაკრავით. პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებული იქნა შავი და მონაცრისფრო კორპუსიანი მობილური ტელეფონი წარწერით ,,BLU“, ბრტყელი ფორმის მოვერცხლისფრო სამაჯური, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა მარცხენა ხელზე, შავი ფერის სამაჯური, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა მარცხენა ხელზე, ხის ყელსაბამი, მასზე არსებული ხის ჯვრით, ჯვარზე ლითონის კონსტრუქციის ფონზე ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც მ------ ლ-------ს ეკეთა ყელზე. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამაჯურებზე არსებული ბიომასალის (ობ.№13) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმებით კი, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ბრტყელი ფორმის მოვერცხლისფრო ფერის სამაჯური, შავი ფერის ხის სამაჯური, ყავისფერი ხის ჯვარი, ხის ყელსაბამით.

 

49. მ------ ლ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, სამარკო ნიშნით ,,KARACA”, მოყავისფრო პირსახოცი, შავი ფერის ქამარი, პოლიმერული მასალის ბოთლი, სამარკო ნიშნით „BURCU“, ნარდის და ჭადრაკის სათამაშო კოლოფი, სათამაშო ქვებით, 4 კოლოფი სიგარეტი „LEADER“. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 3 იანვარს, აღნიშნულ ნივთებზე ჯ--- მ--------–---–მა განაცხადა, რომ არის მისი კუთვნილი, რომლებსაც 2018 წლის 20 სექტემბერს ყაჩაღურად თავდასხმის დროს დაეუფლნენ მ------ ლ------- და დ--- რ---–--. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პოლიმერული მასალის ბოთლზე (ობ.№16) და ქამარზე (ობ№18) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ოთხ ცალ მოწითალო ფერის კოლოფზე არსებული ბიომასალის (ობ.№17) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47), ხოლო მეორე წილი მ------ ლ------ის (ობ.№45) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პირსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ.№21) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

50. დ--- რ---–--ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო დ--- რ---–--ს სახელზე გაცემული ,,ბ--–---ის“ სააბონენტო ხელშეკრულება, ქაღალდის ნაჭერი ოთარ მუმლაძის ტელეფონის ნომრით, ლურჯი ფერის წარწერით, პირადობის მოწმობა, ,,ლ-------ი ბ----ს“, მეტრომანის, „ს----------–--------ის“ და „ა------ს“ პლასტიკური ბარათები, ჯ--- მ--------–---–ის სახელზე დამზადებული „ლ-------ი ბ----ს“ და „ბ---- ქ-------ს“ პლასტიკური ბარათები. ასევე, სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ორი ცალი ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი, ერთზე გამოსახული ჯვარით, რომლებიც დ--- რ---–--ს ეკეთა მარცხენა არათითზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ბეჭდები წაართვა ჯ--- მ--------–---–ს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფულეში მოთავსებულ ბარათებზე, წარწერით: M------------- არსებული ბიომასალის (ობ.№28) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია. 2019 წლის 3 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმებით კი, ჯ--- მ--------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ვერცხლისფერი ბეჭდები.

 

51. დაზარალებულის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, კერძოდ, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და ცდილობდნენ გაგუდვას, ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ოთახში, სადაც ცხოვრობდა ჯ--- მ--------–---–ი ნანახი იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელიც ამოღებული იქნა. ასევე, ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნულ პარკში არსებული თმის ღერები. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ,,პაკეტში წარწერით: ,,...შავი ფერის პოლიეთილენის პარკიდან...ამოღებულ იქნა თმა“.. მოთავსებულ მოყავისფრო თმებზე არსებული ბიომასალის (ობ№1) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47; პაკეტი, წარწერით: ,,...ჯ--- მ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,...შავი პარკი წითელი სახელურებით...“ მოთავსებულ პარკზე არსებული ბიომასალის (ობ.№3-5) გენეტიკური პროფილი და ჯ--- მ--------–---–ის (ობ.№47) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

52. დაზარალებულისა და მოწმე შ------- გ--–-–---–ის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ ჯ--- მ--------–---–ი იყო ნაცემი და ეტყობოდა დაზიანებები ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაც, რომლის თანახმად, 21.09.2018წ. 23:33-23:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქ. ჯ--- მ--------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ის გარემოება, რომ დაზარალებულ ჯ--- მ--------–---–ს, მ------ ლ------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ უარყვია ბრალდებულ დ--- რ---–--საც.

 

53. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--- რ---–--მ და მ------ ლ-------მ განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სამართლებრივი შეფასება.

 

54. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

55. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით: დ--- რ---–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და მ------ ლ-------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ--- რ---–--ს და მ------ ლ------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ დ--- რ---–--ს და მ------ ლ------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

58. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ მოწმე შ------- გ--–-–---–ი დაავადებულია ფსიქიკურად, იღებს წამლებს, პენსიას და ამის გამო მის მიერ მიცემული ჩვენება არასარწმუნოა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ შ------- გ--–-–---–ს გააჩნია ისეთი ფსიქიკური ნაკლი, რომლის გამოც მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმე იღებს პენსიას, წამლებს და დადის ექიმთან, არ შეიძლება საფუძველი გახდეს, მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების უგულებელყოფის და არ გაზიარების. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმე შ------- გ--–-–---–ის ჩვენება თანმიმდევრულია დაზარალებულ ჯ--- მ--------–---–ის და თავად ბრალდებულ დ--- რ---–--ს ჩვენებებთან და არ არსებობს მასში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძვლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების ფორმირება გადის სამ სტადიას, ესენია: მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, აღქმული ფაქტის დამახსოვრება და დაკითხვისას ამა თუ იმ ფაქტის კვლავ წარმოქმნა. მოწმე ყოველივე იმას რაც დაინახა და მოისმინა ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს. მას შეეძლო ყურადღება მიექცია რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რაც მან თავისი თვალით დაინახა ან მოისმინა, რადგან მაშინ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ამ მოვლენის შესახებ შემდეგში მოუხდებოდა ჩვენების მიცემა. ასეთ ვითარებაში ერთსა და იმავე ფაქტს სხვადასხვა მოწმე ერთგვარად კი არ აღიქვამს, არამედ განსხვავებულად. იმისდა მიხედვით, თუ ამ ფაქტის რომელმა მხარემ დააინტერესა მოწმე. ამიტომ, ზოგჯერ საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მისი აღმქმელი მოწმეები სრულიად საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორად აღქმაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე ამ შემთხვევის აღქმის დროს. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზვიადებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა, როგორებიცაა მანძილი მოწმესა და იმ ადგილს შორის, საიდანაც მან აღიქვა ესა და თუ ის შემთხვევა, დღისით თუ ღამით დაინახა, მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენადაც ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, დაავიწყდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შ------- გ--–-–---–ის მხრიდან იმის მითითება, რომ დ---ს და ჯ---ს მისვლამდე მიიტანეს ჯ--- მ--------–---–იდან წამოღებული ნივთები, ვერ გახდება მოწმის მთლიანი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

59. დ--- რ---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, იგი წარსულში ნასამართლევია განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის და ამასთან, მას შემდეგ, რაც მის მიმართ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა პატიმრობიდან, თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და საქმის განხილვა გაგრძელებული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე.

 

60. მ------ ლ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

61. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

62. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ--- რ---–--ს და მ------ ლ-------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

63. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

64. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივნისის განაჩენით, დ--- რ---–-- მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ 108 მუხლით, სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების საფუძველზე, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დ--- რ---–-- გათავისუფლდა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, 13 წელი შეუმცირდა ერთ მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით. დ--- რ---–--, დაწესებულებიდან, სასჯელის მოხდით გათავისუფლებული იქნა 2017 წლის 10 ოქტომბერს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და არ არის გასული რვა წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას დ--- რ---–--ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

 

65. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. მ------ ლ------ის მიმართ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდგომ, ცხადდებოდა სასამართლოში და არ მიმალულა. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--- რ---–--ს და მ------ ლ------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი, კერძოდ: დ--- რ---–--ს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, ხოლო მ------ ლ-------ს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

66. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ლ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

მ------ ლ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

მსჯავრდებულ მ------ ლ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 სექტემბრიდან, 2019 წლის 10 ივნისის ჩათლით;

 

დ--- რ---–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

დ--- რ---–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

მსჯავრდებულ დ--- რ---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 სექტემბრიდან, 2019 წლის 10 ივნისის ჩათლით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ჯ--- მ--------–---–ისგან ამოღებული საფულე, მაისური და შარვალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რადიო, მ------ ლ------ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული კეპიანი ქუდი, მობილური ტელეფონი „BLU”, მოვერცხლისფრო სამაჯური, შავი ფერის სამაჯური, ხის ყელსაბამი, მასზე არსებული ჯვრით, დ--- რ---–--ს დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ჯ--- მ--------–---–ის სახელზე დამზადებული „ლ-------ი ბ----ს“ და „ბ---- ქ-------ს“ პლასტიკური ბარათები, 2 ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი, მ------ ლ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული პერანგი, პირსახოცი, ქამარი, ბოთლი, ნარდის და ჭადრაკის სათამაშო კოლოფი, ქვებით, 4 კოლოფი სიგარეტი - დაუბრუნდეს ჯ--- მ--------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

მ------ ლ------ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ვერცხლისფერი ბოქლომი, სამი გასაღებით, „ენერგო-პროჯორჯიას“ ქვითარი, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2 ქვითარი, 2 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 3 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 3 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 5 ცალი 10 თეთრიანი მონეტა და 6 გასაღები, ასევე, მ------ ლ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - შარვალი, პერანგი და ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს მ------ ლ-------ს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

დ--- რ---–--ს დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტყავის საფულე, მასში მოთავსებული „ბ--–---ის“ ხელშეკრულება, ქაღალდის ნაჭერი, პირადობის მოწმობა, „ლ-------ი ბ----ს“, მეტრომანის, „ს----------–--------ის“ და „ა------ს“ პლასტიკური ბარათები ,„ნოკიას“ ფირმის მობილური, 2 ცალი სანთებელა, ასევე, დ--- რ---–--სგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს დ--- რ---–--ს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმის ღერები და მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკი, ჯ--- მ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, მ------ ლ------ის ნერწყვის ნიმუში, დ--- რ---–--ს ნერწყვის ნიმუში, დ--- რ---–--სგან აღებული სისხლის ნიმუში, მ------ ლ------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

განაჩენი, მსჯავრდებულ დ--- რ---–--ს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე