განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2019
საქმის ნომერი
330100119002973585
თარიღი
30.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1907-19

(გ/ნ 0-----------; 0-----------;

0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-----------–---

სტაჟიორ-პროკურორი - ნ--–--------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ--–---------------–---–- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ლ-------------------–----------------–-----------------; ფაქტობრივი საცხოვრებელ მისამართი: ქ. თბილისი, წ--------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდებების არსი:

 

კერძოდ, 2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 19:50 საათზე, ქ. თბილისში, ვ-----------------–-------------ში მდებარე სს ,,ფ-----------------------–-----------------–-’’ ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა სს ,,ფ------------’’ კუთვნილ ერთ ბოთლ ,,სარაჯიშვილი X.O-ს’’ ბრენდის კონიაკს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით სს ,,ფ-----------“ მიადგა 217 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 20:05 საათზე, ქ. თბილისში, დ--------------–---–-----------------ში მდებარე შპს ,,ფ--------–-------–--------“ კუთვნილი სუპერმარკეტიდან ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა 178 ლარად და 89 თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ ,,სარაჯიშვილი X.O-ს’’ ბრენდის კონიაკს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით შპს ,,ფ--------–-------–------ს“ მიადგა 178 ლარის და 89 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 6 სექტემბერს, ქ. თბილისში, დ-------–-----–--------------------–----------- არსებულ სავაჭრო ცენტრს ,,თ---–--------––-“ მდებარე ჰიმერმარკეტ ,,კ---------–--’ (შპს ,,მ---------–------------------------------------’’), ვ--–---------------–---–- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 26 ლარის და 50 თეთრის ღირებულების ფრჩხილის საჭრელსა და 565 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების ერთ ბოთლ ,,ჰენესის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა ის შეჩერებულ იქნა ჰიპერმარკეტის თანამშრომლის მიერ. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით შპს ,,მ---------–------------------------------------ს’’ შესაძლოა მისდგომოდა 592 ლარის და 45 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:08 საათზე, ქ. თბილისში, ხ----------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------------------–-----------------–-’’ ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 213 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ 0.7 ლ ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს - კონიაკი ,,სარაჯიშვილი X.O.’’, მოითავსა ქურთუკის შიდა მხარეს და თანხის გადაუხდელად დატოვა მარკეტის ტერიტორია. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით სს ,,ფ-----------“ მიადგა 213 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის შემდეგაც ნასამართლობის გაქარწყლებამდე, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

ასევე, 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 17:30 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ზ-------–-“, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ 197 ლარად და 80 თეთრად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს.

 

ასევე, 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 17:12 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-------–-, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ პროდუქციას, ღირებულს 195 ლარად.

 

ასევე, 2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–-–------------------–---–------------ში მდებარე სს ,,ფ----------–-“, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ პროდუქციას, ღირებულს 213 ლარად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

კერძოდ, 2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 19:50 საათზე, ქ. თბილისში, ვ-----------------–-------------ში მდებარე სს ,,ფ-----------------------–-----------------–-’’ ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა სს ,,ფ------------’’ კუთვნილ ერთ ბოთლ ,,სარაჯიშვილი X.O-ს’’ ბრენდის კონიაკს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით სს ,,ფ-----------“ მიადგა 217 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 20:05 საათზე, ქ. თბილისში, დ--------------–---–-----------------ში მდებარე შპს ,,ფ--------–-------–--------“ კუთვნილი სუპერმარკეტიდან ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა 178 ლარად და 89 თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ ,,სარაჯიშვილი X.O-ს’’ ბრენდის კონიაკს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით შპს ,,ფ--------–-------–------ს“ მიადგა 178 ლარის და 89 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 6 სექტემბერს, ქ. თბილისში, დ-------–-----–--------------------–----------- არსებულ სავაჭრო ცენტრს ,,თ---–--------––-“ მდებარე ჰიმერმარკეტ ,,კ---------–--’ (შპს ,,მ---------–------------------------------------’’), ვ--–---------------–---–- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 26 ლარის და 50 თეთრის ღირებულების ფრჩხილის საჭრელსა და 565 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების ერთ ბოთლ ,,ჰენესის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა ის შეჩერებულ იქნა ჰიპერმარკეტის თანამშრომლის მიერ. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით შპს ,,მ---------–------------------------------------ს’’ შესაძლოა მისდგომოდა 592 ლარის და 45 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:08 საათზე, ქ. თბილისში, ხ----------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------------------–-----------------–-’’ ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 213 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ 0.7 ლ ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს - კონიაკი ,,სარაჯიშვილი X.O.’’, მოითავსა ქურთუკის შიდა მხარეს და თანხის გადაუხდელად დატოვა მარკეტის ტერიტორია. ვ--–---------------–---–-ს ქმედებით სს ,,ფ-----------“ მიადგა 213 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის შემდეგაც ნასამართლობის გაქარწყლებამდე, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 17:30 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ზ-------–-“, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ 197 ლარად და 80 თეთრად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს.

 

2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 17:12 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-------–-, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ პროდუქციას, ღირებულს 195 ლარად.

 

2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ვ--–---------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–-–------------------–---–------------ში მდებარე სს ,,ფ----------–-“, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ პროდუქციას, ღირებულს 213 ლარად.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ვ--–---------------–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი);

 

მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი) და ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ--–---------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ვ--–---------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - სს ,,ფ------------’’ წარმომადგენლის ე----------------–----, სს ,,ფ------------’’ წარმომადგენლის ნ----------–----, სს ,,ფ------------’’ წარმომადგენლის ხ------–------ და ჰიპერმარკეტ ,,კ-----------’’ წარმომადგენლის დ---------–-------- გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - ნ----------–-–---–--, ლ----------------, თ----–--–--–---–--, გ-------------------, ს--------–--–---–--, გ---------------–---–--, ი-----–--------–---–--, ვ-----------–--------, ვ-–--------------–---–--, მ-----–-------–-–---–-- და ა-–----------------–---- გამოკითხვის ოქმებს, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვ--–---------------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის და 2019 წლის 30 იანვრის განაჩენებს ვ--–---------------–---–-ს მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ვ--–---------------–---–-- ჩაიდინა ქურდობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---------------–---–- ამოძრავებდა სხვისი კუთვნილი არაერთი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის, სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედებების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ვ--–---------------–---–-ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა გამოიხატა ქ. თბილისში, დ-------–-----–--------------------–----------- არსებულ სავაჭრო ცენტრი ,,თ---–--------––-“ მდებარე ჰიმერმარკეტ ,,კ---------–--’ (შპს ,,მ---------–------------------------------------’’) 26 ლარის და 50 თეთრის ღირებულების ფრჩხილის საჭრელისა და 565 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების ერთი ბოთლი ,,ჰენესის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელის ფარულად დაუფლებაში, თუმცა, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას შეესწრო ჰიპერმარკეტის თანამშრომელი. შესაბამისად, ვ--–---------------–---–- მოცემულ შემთხვევაში მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ქმედების ფარულად განხორციელების მცდელობა დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ვ--–---------------–---–- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ვ--–---------------–---–-ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ვ--–---------------–---–-ს მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–---------------–---–-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სუპერმარკეტ ,,ზ--------“, სუპერმარკეტ ,,ნ--------’’, სს ,,ფ-----------’’ და შპს ფ--------–-------–------ს’’ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო შპს ,,მ---------–------------------------------------ს’’ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს სუპერმარკეტ ,,ზ---------“ კუთვნილი 197 ლარად და 80 თეთრად ღირებული ალკოჰოლური სასმელი, სუპერმარკეტ ,,ნ--------’’ კუთვნილი 195 ლარად ღირებული პროდუქცია, სს ,,ფ------------’’ კუთვნილი 213 ლარად ღირებული პროდუქცია, სს ,,ფ------------’’ კუთვნილი 213 ლარად ღირებული ალკოჰოლური სასმელი, სს ,,ფ------------’’ კუთვნილი 217 ლარად ღირებული ალკოჰოლური სასმელი, შპს ფ--------–-------–--------’’ კუთვნილი 178 ლარად და 89 თეთრად ღირებული ალკოჰოლური სასმელი და შპს ,,მ---------–------------------------------------ს’’ კუთვნილი 26 ლარად და 50 თეთრად ღირებული ფრჩხილის საჭრელი და 565 ლარად და 45 თეთრად ღირებული ალკოჰოლური სასმელი, რომელთა ღირებულება აღემატება 150 ლარს.

 

სასამართლო არ ეთანხმება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ისეთ ნიშანს, როგორიც არის ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ვ--–---------------–---–-ს მიმართ საქმის მასალებში მოიპოვება ორი განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრისა და 2019 წლის 30 იანვრის განაჩენები), რომლებითაც დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, თუმცა საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემული განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ვ--–---------------–---–-- პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა (2019 წლის 30 ნოემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ქმედებისთვის).

 

მოცემულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენს, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და ვ--–---------------–---–- საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების გამოყენებით. აღნიშნულის საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა ვ--–---------------–---–-ს ბრალეულობაზე იმ საქმეში, რომელიც მან პირველი განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.

 

საკითხის შეფასებისას, წარმოადგენდა თუ არა ვ--–---------------–---–- მოცემულ შემთხვევაში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევ პირს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ანალოგიურად აფასებს მსგავს საკითხს და განმარტავს: „პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მხოლოდ განაჩენის თარიღებისა და მათი საერთო ჯამის მითითების საფუძველზე, პირის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის №1ბ/746-17 განაჩენი).

 

სასამართლო სრულად იზიარებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოყვანილ მსჯელობას, რომელიც გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც და ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურორის საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის №710აპ-17 განჩინება) და განმარტავს, რომ მართალია სახეზეა ორი დამოუკიდებელი განაჩენი, მაგრამ ვინაიდან მეორე განაჩენით გათვალისწინებული ქმედება ვ--–---------------–---–-- ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, მისი მსჯავრდება, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო ერთი განაჩენით, რათა ბრალდების მხარის მხრიდან აგვეცილებინა საქმეთა გაჭიანურება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბრალდების ხელოვნურად დამძიმება.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში ვ--–---------------–---–-ს ნასამართლობის არ ქონას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვ--–---------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას აფასებს არაერთგზის ჩადენილ დანაშაულად, რის გამოც მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (სამი ეპიზოდი) უნდა შეიცვალოს და გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი).

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვ--–---------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ასევე, ვ--–---------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვ--–---------------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ვ--–---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს: კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ვ--–---------------–---–-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის საკუთრებას, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ერთ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის საკუთრებას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მისი სურვილი ჩაედინა დანაშაულები), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს. ასევე, იმ გარემოებას, რომ ვ--–---------------–---–-- მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა წინა დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებიდან მცირე პერიოდში.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია ვ--–---------------–---–- თითოეული ქმედებისათვის სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვ--–---------------–---–- ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ანალოგიური განზრახი დანაშაულის ჩადენაში, რაც როგორც ჩანს მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის დანიშვნა, არ იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რის გამოც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის უდაბლეს ზღვარზე ზევით. სასამართლოს შეფასებით, ვ--–---------------–---–-სთვის დანიშნული სასჯელი სრულ შესაბამისობაშია სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვ--–---------------–---–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ სემთხვევაში ვ--–---------------–---–- საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ქუდი, მუქი ფერის შარვალი და ბოტასები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს/ანდა ნდობით აღჭურვილ პირს;

· ვ--–---------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ალკოჰოლური სასმელები - კანონიერ მფლობელს/ანდა ნდობით აღჭურვილ პირს;

· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–---------------–---–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან (სამი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე (სამი ეპიზოდი).

 

ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ ,,ზ---------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ ,,ნ--------’’ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შპს ,,ფ--------–-------–-------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შპს ,,მ---------–------------------------------------ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ ,,ზ---------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ ,,ნ--------’’ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შპს ,,ფ--------–-------–-------“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შპს ,,მ---------–------------------------------------ს“ ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–---------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, ვ--–---------------–---–- სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ვ--–---------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 აპრილიდან;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ქუდი, მუქი ფერის შარვალი და ბოტასები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს/ანდა ნდობით აღჭურვილ პირს;

· ვ--–---------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ალკოჰოლური სასმელები - კანონიერ მფლობელს/ანდა ნდობით აღჭურვილ პირს;

· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი