გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2019
საქმის ნომერი
010310017001850996
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/181-17(010310017001850996)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24.12.2019 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ლ------------–----

წარმომადგენლები - რ------------------------------------------

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

მესამე პირი - ფ--------------–---- - (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 24 ნოემბრის #49 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება (ფ--------------–----ს ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 02 დეკემბრის საკუთრების უფლების #15573 მოწმობა.

 

2019 წლის 09 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი წერილობითი შუმდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა ლ------------–----ს თანამესაკუთრეთ ცნობის თაობაზე თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლისა უკან იქნა გახმობობილი და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველი (იხ. განცხადება. 2019 წლის 09 დეკემბრის სხდომის ოქმი.)

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე. (იხ. ჩაბარების დასტური, 2019 წლის 09 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.მესამე პირის პოზიცია:

3.1. მესამე პირი ფ--------------–----, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე. (იხ. საჯარო შეტყობინება. 2019 წლის 09 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ლ------------–----- გადაწყვიტა მის საკუთრებაში - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, სოფელი დაგვა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში, კერძოდ მას ეს უძრავი ქონება დარეგისტრირებული აქვს საადგილმამულო წიგნში, რისთვისაც მიმართა საჯარო რეესტრს, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკომლო ქონება 2008 წლის 02 დეკემბერს დაურეგისტრირებია ფ--------------–------ბიძას მამის ძმას), თანახმად 2008 წლის 02 დეკემბერს გაცემული საკუთრების უფლების N15573 მოწმობისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. საკუთრების უფლების N15573 მოწმობა.

 

4.2. ზემოთაღნიშნული ინფორმაციის მოსაკვლევად მოსარჩელემ მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, აღნიშნულზე 2017 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დაცული ადმინისტრაციული მასალები, რომელიც შეეხებოდა 2008 წლის 02 დეკემბერს გაცემული საკუთრების უფლების N15573 მოწმობას.

წარმოდგენილი ადმინისტრაციული მასალებით დგინდება შემდეგი: 2008 წლის 2 დეკემბერს ფ--------------–-----ე გაცემული იქნა საკუთრების უფლების N15573 მოწმობა და მას საკუთრებაში გადაეცა 4911,1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 288კვ.მ. შენობა-ნაგებობა; 2008 წლის 24 ნოემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ოქმი N49, რომლიდაც დგინდება, რომ განიხილეს ქობულეთი, სოფ. დაგვაში მცხოვრები მოქალაქე ფ--------------–----ს განცხადება სოფელ დაგვაში თვითნებურად დაკავებული 4911,1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების შესახებ, საიდანაც 3500 კვ.მ. მართლზომიერი მფლობელობაა, ხოლო 1411,1 კვ.მ. თვითნებურად დაკავებული. წარდგენილია განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, აზომვითი ნახაზი და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ერთობლივი განცხადება. კომისიის მიერ შესწავლილი იქნა რა აღნიშნული დოკუმეტაცია დაადგინეს: გადაწყვეტილება მოქალაქე ფ--------------–----სათვის ქობულეთი, სოფელი დაგვაში მდებარე 4911.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებულია. აქედან 3500 კვ.მ. არის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ 1411.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების საფასური 63 ლარის ოდენობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე, რაზედაც უნდა ეცნობოს წერილობით; ფ--------------–----ს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ითხოვს მხოლოდ სოფ. დაგვაში უძრავი ქონების აღიარებას; 2008 წლის 20 აგვისტოს ფ--------------–----ს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ითხოვს სოფ. დაგვაში 4911,1 კვ.მ. სასოფლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებას, როგორც თვითნებურად დამკავებელი, და წარდგენილი აქვს აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი; 2008 წლის 14 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოქალაქეებმა რ---------------- მცხ. ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N65 და რ----------–------ მცხ. ქობულეთი სოფ. ქვედა კვირიკე დაადასტურეს, რომ მოქალაქე ფ--------------–---- 1990 წლიდან თვითნებურად სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მდებარე ქობულეთი, სოფელი დაგვა; 2008 წლის 12 აგვისტოს ფ--------------–----ს დაკვეთის შესრულებული აზომვითი ნახაზი, სადაც აზომილია მხოლოდ 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შეეხება შენობა-ნაგებობას მისი აზომვითი ნახაზი არ არის შედგენილი, მხოლოდ მითითებულია, 01 შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი, აშენებული, სართულიანობა 2, ფართობი 288 კვ.მ., გაშენებული 144 კვ.მ. ფართზე; 2008 წლის 2 დეკმბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N1745 წერილი, რომლითაც ფ--------------–---- ეცნობა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს 63 ლარი საკუთრების უფლების აღიარების საფასური, რის შემდეგაც მოხდება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი თქმის შესახებ; საგადასახადო დავალება N272873, რომლითაც დგინდება, რომ რ---------------- გადაიხადა 63 ლარი 2008 წლის 2 დეკემებრს და დანიშნულებაში მითითებულია - შემოსულობა მიწაზე უფლების აღიარებიდან; ფ--------------–----ს პირადობის მოწმობის ასლი; მინდობილობა დამოწმებული 2008 წლის 7 აგვისტოს, რომლითაც ფ--------------–---- რ---------------- უფლებას აძლევს მისი სახელით იმოქმედოს საჯარო რეესტრში, დაარეგისტრიროს ხელშეკრულება და ხელზე აიღოს ამონაწერი, სანოტარო ბიუროში, სამოქალაქო რეესტრში, ბანკში და ყველა კომპეტენტურ ორგანოში, შეაგროვოს და ხელი მოაწეროს ყველა იმ საბუთს, რაც საჭირო იქნება აღნიშნული დავალების შესასრულებლად; მიღება-ჩაბარების აქტი, შედგენილი 20-- წლის 29 მარტს, რომლითაც დგინდება, რომ ის შედგენილი იქნა ფ--------------–----ს სასარგებლოდ, რომელსაც საკუთრებაში გამოყოფილი აქვს 0,35 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საიდანაც დგინდება, რომ რეფორმამდე ქონდა 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფ. დაგვაში საცხოვრებელ სახლთან, ხოლო შემდგომ დამატებით გამოეყო 0,10 ჰექტარი სოფელ დაგვაში, საფუძვლად მითითებულია დაგვის სოფლის საკრებულოს 2001 წლის 20 აგვისტოს სარეფორმო კომისიის სხდომის N5 ოქმი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება.

 

4.3. წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ფ--------------–----- ქობულეთის მუნიციპალტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2008 წელს მიმართა ორჯერ, ერთ-განცხადებაში არ აქვს მითითებული მიწის ფართი, რა ფორმით აქვს დაკავებული და რა დოკუმენტები აქვს წარდგენილი, ხოლო მეორე განცხადებაში კი მითითებულია მიწის ფართის რაოდენობა და ასევე მიუთითებს, რომ ეს მიწის ნკავეთი არის მის მიერ თვითნებურად დაკავებული და რა დოკუმენტები აქვს წარდგენილ, კერძოდ აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი, რაც შეეხება შენობა-ნაგებობას მასზედ არაფერია არ არის მითითებული, არც თავად ფ--------------–----ს განცხადებაში და არც აღიარების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ოქმი N49, ამ ოქმით დგინდება მხოლოდ ის, რომ კომისიამ იმსჯელა ფ--------------–----ს განცხადებაზე და საკუთრების უფლებით უღიარეს 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, კერძოდ მათ მიერ შესწავლილი იქნა განცხადება თანდართული დოკუმენტებით და დაადგინეს, რომ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთიდან 3500 კვ.მ. წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს, ხოლო 1411,1 კვ.მ. კი თვითნებურად დაკავებულს, მაგრამ ეს ფაქტი საიდან იქნა დადგენილი უცნობია, რადგანაც წარდგენილ დოკუმენტებით აღნიშნული არ დგინდება და არც დასტურდება, კერძოდ ოქმი N49 დგინდება, რომ წარდგენილია განცხადება, აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ერთობლივი განცხადება. სხვა დოკუმეტი არ არის საუბარი და არც არის დართული. ამასთან არც მოწმეთა ერთობლივი განცხადებით არ დგინდება, რომ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან 3500 კვ.მ. არის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო 1411.1 თვითნებურად დაკავებული, ამასთან არ დგინდება ის გარემოებაც, რომ ფ--------------–---- თავისი განცხადებით მოითხოვს შენობა ნაგებობის აღიარებას და საკუთრებაში გადაცემას, მაშინ როდესაც უკვე საკუთრების უფლების მოწმობაში აღიარების კომისიას მითითებული აქვს, რომ ფ--------------–---- საკუთრებაში გადაეცა 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 288 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, აღნიშნულზე არც გადაწყვეტილებაში - ოქმში საუბარი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება.

 

4.4. არქივიდან გამოთხოვილი იქნა სხვადასხვა წლების, საარქივო ცნობები საკომლო ამონაწერებით. 2017 წლის 03 იანვრის საარქივო ცნობით Nაა2017000087-03, რომელიც ეხება 1976-1979წწ, 1983-1985წწ, 1991-1993წწ, დგინდება, რომ 1976-1979 წწ კომლის უფროსია ლ------------–---- (რომელიც არის მოსარჩელის ბაბუა), კომლს აწერია მიწა 0.41 ჰა. და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს, კომლის წევრებია პ---–------–------- - კომლის უფროსი, პ---–--------–-- - ცოლი, პა--–-------------- - შვილი, პ---–------------------- შვილი, პ---–----------- - შვილი, კ----------------–-------–- - რძალი, პ---–------–-------- - შვილიშვილი. 1983-1985 წწ კომლის უფროსია ლ------------–---- (რომელიც არის მოსარჩელის ბაბუა), კომლს აწერია მიწა 0.41 ჰა. და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს განაშენიანების საერთო ფართით 100 კვ.მ., კომლის წევრებია პ---–------–------- - კომლის უფროსი, პ---–--------–-- - ცოლი, პა--–-------------- - შვილი, პ---–------------------- შვილი, პ---–----------- - შვილი გადახაზულია ჩანაწერით 25.10.86წ. გათხოვდა, პ---–------------ - რძალი, პ---–--------–----- შვილიშვილი. 1991-1993 წწ. საკომლო წიგნები ქობულეთის სახელმწიფო არქივში შესანახად არ შესულა. აღნიშნული საარქივო ცნობით დგინდება, რომ სადაო უძრავი ქონება არის საკოლმეურნეო კომლის ქონება და ამ კომლს ეწერა 0.41 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი განაშენიანებული 100 კვ.მ. ფართით, მის წევრებს 1976-1979წწ წარმოადგენდა მოსარჩელე ლ------------–---- და ასევე ფ--------------–----, ამასთან გაურკვევლია, ის ფაქტი, რომ 1983-1985 წწ. მოსარჩელე მითითებული არ არის, მაშინ როდესაც ის არსად არ წასულა დ მუდამ ცხოვრობდა და სარგებლობდა სადაო ქონებით, აღნიშნული დგინდება 2016 წლის 14 დეკემბრის საარქივო ცნობით Nაა2016082145-03, საიდანაც ირკვევა შემდეგი 2001-2006წწ კომლის უფროსია პ---–--------–-- (მოსარჩელის ბებია) და კომლის წევრია ასევე მოსარჩელე ლ------------–----. საცხოვრებელ სახლისა და მიწის ფართის შესახებ მონაცემები შევსებული არ არის, მაშინ როდესაც კომლს ეწრა 0.41 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს განაშენიანებული 100 კვ.მ. ფართზე. აგრეთვე 1997-2000წწ დაგვის საკომლო წიგნები ქობულეთის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შესულა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სხვაგან საცხოვრებელად არ წასულა და დაბადებიდან ფლობს და სარგებლობს სადაო ქონებით დასტურდება შემდეგი გარემოებით, მოსარჩელემ, როდესაც პირველად 1995 წელს აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ის ჩაწერილი / რეგისტრირებული იქნა სადაო ქონებაში, მასზე პირველად პირადობა გაცემული იქნა 1995 წელს, როდესაც ის გახდა სრულწლოვანი, სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მონაცემები არ არის, რადგანაც აღნიშნული მოსარჩელეზე არ გაცემულა. ასევე მოპოვებული იქნა პირადობის მოწმობის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტა, სადიანაც ირკვევა, რომ აღნიშნული დადასტურებულია ბობოყვათის თემის საკრებულოს თანამშრომლის მიერ, ვინაიდან სოფელი დაგვა შედიოდა ბობოყვათის თემის საბჭოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. 2017 წლის 03 იანვრის საარქივო ცნობა Nაა2017000087-03, 2016 წლის 14 დეკემბრის საარქივო ცნობა Nაა2016082145-03, საინფორმაციო ბარათი განცხადება - ანკეტა.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადაო გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ------------–----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 24 ნოემბრის #49 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება (ფ--------------–----ს ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 02 დეკემბრის საკუთრების უფლების #15573 მოწმობა. და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში სოფ. დაგვაში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 4911.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფ--------------–----ს განცხადებასთან დაკავშირებით.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

7.5. სასამართლო მიუთითებს ;ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

7.7. საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც ასევე იყო გათვალისწინებული სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი (ამჟამად ძალადაკარგული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი” შესახებ)

 

7.8. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. 2. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის თანახმად 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით. 5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობრით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისიწინებით. ასევე დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ;ე; ქვეპუნქტის თანხმად დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება

 

ზემოთხსენებული განმარტებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს კანონმდებლის იმპერატიული მითითება იმისთვის, რომ სახეზე არსებობდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მისი დაკანონების შესაძლებლობა და სახეზე იყოს დაინტერსებული პირი, აუცილებელია კუმულატიურად ორი ფაქტორის არსებობა პირველი მიწის ნაკვეთზე, რომლის მომიჯნავედ მოხდა მიწის ნაკვეთის დაუფლება უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი ან რაიმე შენობა, მეორე დაუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა იყო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.

 

სასამართლო ზემოთ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ ომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში აღიარებით კომისიას), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი: 2008 წლის 2 დეკემბერს ფ--------------–-----ე გაცემული იქნა საკუთრების უფლების N15573 მოწმობა და მას საკუთრებაში გადაეცა 4911,1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 288კვ.მ. შენობა-ნაგებობა; 2008 წლის 24 ნოემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ოქმი N49, რომლიდაც დგინდება, რომ განიხილეს ქობულეთი, სოფ. დაგვაში მცხოვრები მოქალაქე ფ--------------–----ს განცხადება სოფელ დაგვაში თვითნებურად დაკავებული 4911,1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების შესახებ, საიდანაც 3500 კვ.მ. მართლზომიერი მფლობელობაა, ხოლო 1411,1 კვ.მ. თვითნებურად დაკავებული. წარდგენილია განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, აზომვითი ნახაზი და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ერთობლივი განცხადება. კომისიის მიერ შესწავლილი იქნა რა აღნიშნული დოკუმეტაცია დაადგინეს: გადაწყვეტილება მოქალაქე ფ--------------–----სათვის ქობულეთი, სოფელი დაგვაში მდებარე 4911.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებულია. აქედან 3500 კვ.მ. არის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ 1411.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების საფასური 63 ლარის ოდენობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე, რაზედაც უნდა ეცნობოს წერილობით; ფ--------------–----ს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ითხოვს მხოლოდ სოფ. დაგვაში უძრავი ქონების აღიარებას; 2008 წლის 20 აგვისტოს ფ--------------–----ს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ითხოვს სოფ. დაგვაში 4911,1 კვ.მ. სასოფლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებას, როგორც თვითნებურად დამკავებელი, და წარდგენილი აქვს აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი; - 2008 წლის 14 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოქალაქეებმა რ---------------- მცხ. ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N65 და რ----------–------ მცხ. ქობულეთი სოფ. ქვედა კვირიკე დაადასტურეს, რომ მოქალაქე ფ--------------–---- 1990 წლიდან თვითნებურად სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მდებარე ქობულეთი, სოფელი დაგვა; 2008 წლის 12 აგვისტოს ფ--------------–----ს დაკვეთის შესრულებული აზომვითი ნახაზი, სადაც აზომილია მხოლოდ 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შეეხება შენობა-ნაგებობას მისი აზომვითი ნახაზი არ არის შედგენილი, მხოლოდ მითითებულია, 01 შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი, აშენებული, სართულიანობა 2, ფართობი 288 კვ.მ., გაშენებული 144 კვ.მ. ფართზე; 2008 წლის 2 დეკმბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N1745 წერილი, რომლითაც ფ--------------–---- ეცნობა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს 63 ლარი საკუთრების უფლების აღიარების საფასური, რის შემდეგაც მოხდება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი თქმის შესახებ; საგადასახადო დავალება N272873, რომლითაც დგინდება, რომ რ---------------- გადაიხადა 63 ლარი 2008 წლის 2 დეკემებრს და დანიშნულებაში მითითებულია - შემოსულობა მიწაზე უფლების აღიარებიდან; ფ--------------–----ს პირადობის მოწმობის ასლი; მინდობილობა დამოწმებული 2008 წლის 7 აგვისტოს, რომლითაც ფ--------------–---- რ---------------- უფლებას აძლევს მისი სახელით იმოქმედოს საჯარო რეესტრში, დაარეგისტრიროს ხელშეკრულება და ხელზე აიღოს ამონაწერი, სანოტარო ბიუროში, სამოქალაქო რეესტრში, ბანკში და ყველა კომპეტენტურ ორგანოში, შეაგროვოს და ხელი მოაწეროს ყველა იმ საბუთს, რაც საჭირო იქნება აღნიშნული დავალების შესასრულებლად; მიღება-ჩაბარების აქტი, შედგენილი 20-- წლის 29 მარტს, რომლითაც დგინდება, რომ ის შედგენილი იქნა ფ--------------–----ს სასარგებლოდ, რომელსაც საკუთრებაში გამოყოფილი აქვს 0,35 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საიდანაც დგინდება, რომ რეფორმამდე ქონდა 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფ. დაგვაში საცხოვრებელ სახლთან, ხოლო შემდგომ დამატებით გამოეყო 0,10 ჰექტარი სოფელ დაგვაში, საფუძვლად მითითებულია დაგვის სოფლის საკრებულოს 2001 წლის 20 აგვისტოს სარეფორმო კომისიის სხდომის N5 ოქმი;

 

ზემოთ აღნიშნული წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ფ--------------–----- ქობულეთის მუნიციპალტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2008 წელს მიმართა ორჯერ, ერთ-განცხადებაში არ აქვს მითითებული მიწის ფართი, რა ფორმით აქვს დაკავებული და რა დოკუმენტები აქვს წარდგენილი, ხოლო მეორე განცხადებაში კი მითითებულია მიწის ფართის რაოდენობა და ასევე მიუთითებს, რომ ეს მიწის ნაკვეთი არის მის მიერ თვითნებურად დაკავებული, და რა დოკუმენტები აქვს წარდგენილ, კერძოდ აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი, რაც შეეხება შენობა-ნაგებობას მასზედ არაფერია არ არის მითითებული, არც თავად ფ--------------–----ს განცხადებაში და არც აღიარების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ოქმი N49, ამ ოქმით დგინდება მხოლოდ ის, რომ კომისიამ იმსჯელა ფ--------------–----ს განცხადებაზე და საკუთრების უფლებით უღიარეს 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, კერძოდ მათ მიერ შესწავლილი იქნა განცხადება თანდართული დოკუმენტებით და დაადგინეს, რომ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთიდან 3500 კვ.მ. წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს, ხოლო 1411,1 კვ.მ. კი თვითნებურად დაკავებულს, მაგრამ ეს ფაქტი საიდან იქნა დადგენილი უცნობია, რადგანაც წარდგენილ დოკუმენტებით აღნიშნული არ დგინდება და არც დასტურდება, კერძოდ ოქმი N49 დგინდება, რომ წარდგენილია განცხადება, აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ერთობლივი განცხადება. სხვა დოკუმეტი არ არის საუბარი და არც არის დართული. ამასთან არც მოწმეთა ერთობლივი განცხადებით არ დგინდება, რომ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან 3500 კვ.მ. არის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო 1411.1 თვითნებურად დაკავებული, ამასთან არ დგინდება ის გარემოებაც, რომ ფ--------------–---- თავისი განცხადებით მოითხოვს შენობა ნაგებობის აღიარებას და საკუთრებაში გადაცემას, მაშინ როდესაც უკვე საკუთრების უფლების მოწმობაში აღიარების კომისიას მითითებული აქვს, რომ ფ--------------–---- საკუთრებაში გადაეცა 4911.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 288 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, აღნიშნულზე არც გადაწყვეტილებაში - ოქმში საუბარი არ არის. აგრეთვე N1745 წერილით ფ--------------–---- ეცნობა, რომ გადასახდელი აქვს 63 ლარი თვითნებურად დაკავებული 1411.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ფ--------------–----ს მიერ კი აღნიშნული თანხა არ არის გადახდილი და არც ქვითარი არ არის წარდგენილი, მართალია საქმეში მოიპოვება საგადასახადო დავალება N272873, მაგრამ ის გადახდილია რ---------------- მიერ, ამასთან არც დანიშნულებაში არ არის მითითებულია, რომ ეს ეხება ფ--------------–----ს საქმეს, აგრეთვე მართალია წარმოდგენილია მინდობილობა, მაგრამ ამ მინდობილობით განსაზღვრულია თუ რა უფლება მიეცა რ----------------, მას არ აქვს უფლება აღიარების კომისიაში წარმოადგინოს ფ--------------–----, ამასთან ის არის მოწმე და არა მინდობილი პირი, რაც შეეხება მოწმეებს ისინი არ წარმოადგენენ მეზობელი - მომიჯნავე მიწის ნაკვეთის პირებს, ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელია, ხოლო მეორე კი სულ სხვა სოფლის, ამდენად უცნობია თუ რატომ გაიზიარა აღიარების კომისიამ ამ მოწმეთა ჩვენებები, ასევე უცნობია თუ რატომ მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთებიდან 3500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის მართლზომიერ მფლობელობაში, ხოლო 1411.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის თვითნებურად დაკავებული და რატომ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა მართლზომიერი მფლობელობის მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე. რაც შეეხება წარმოდგენილ მიღება-ჩაბრების აქტს ის ჩამოთვლილ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, ამასთან ის შედეგნილია 20-- წელს, შესაბამისად ის წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთის ე.წ. აზომვით ნახაზს, რომელიც განსაზღვრავს თუ სად მდებრეობს, რა კონფიგურაციის და ვინ ესაზღვრება და ის არ წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე პირს წარმოეშვება რაიმე უფლება. ის ფაქტი, რომ ეს მიწის ნაკვეთი არის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მოსარჩელე ლ------------–---- წარმოადგენს კომლის წევრს, შესაბამისად არის მისი მესაკუთრე / თანამესაკუთრე დგინდება შემდეგი დოკუმენტებით: არქივიდან გამოთხოვილი იქნა სხვადასხვა წლების, საარქივო ცნობები საკომლო ამონაწერებით. 2017 წლის 03 იანვრის საარქივო ცნობით Nაა2017000087-03, რომელიც ეხება 1976-1979წწ, 1983-1985წწ, 1991-1993წწ, დგინდება, რომ 1976-1979 წწ კომლის უფროსია ლ------------–---- (რომელიც არის მოსარჩელის ბაბუა), კომლს აწერია მიწა 0.41 ჰა. და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს, კომლის წევრებია პ---–------–------- - კომლის უფროსი, პ---–--------–-- - ცოლი, პა--–-------------- - შვილი, პ---–------------------- შვილი, პ---–----------- - შვილი, კ----------------–-------–- - რძალი, პ---–------–-------- - შვილიშვილი. 1983-1985 წწ კომლის უფროსია ლ------------–---- (რომელიც არის მოსარჩელის ბაბუა), კომლს აწერია მიწა 0.41 ჰა. და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს განაშენიანების საერთო ფართით 100 კვ.მ., კომლის წევრებია პ---–------–------- - კომლის უფროსი, პ---–--------–-- - ცოლი, პა--–-------------- - შვილი, პ---–------------------- შვილი, პ---–----------- - შვილი გადახაზულია ჩანაწერით 25.10.86წ. გათხოვდა, პ---–------------ - რძალი, პ---–--------–----- შვილიშვილი. 1991-1993 წწ. საკომლო წიგნები ქობულეთის სახელმწიფო არქივში შესანახად არ შესულა. აღნიშნული საარქივო ცნობით დგინდება, რომ სადაო უძრავი ქონება არის საკოლმეურნოე კომლის ქონება და ამ კომლს ეწერა 0.41 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი განაშენიანებული 100 კვ.მ. ფართით, მის წევრებს 1976-1979წწ წარმოადგენდა მოსარჩელე ლ------------–---- და ასევე ფ--------------–----, ამასთან გაურკვევლია, ის ფაქტი, რომ 1983-1985 წწ. მოსარჩელე მითითებული არ არის, მაშინ როდესაც ის არსად არ წასულა და მუდამ ცხოვრობდა და სარგებლობდა სადაო ქონებით, აღნიშნული დგინდება 2016 წლის 14 დეკემბრის საარქივო ცნობით Nაა2016082145-03, საიდანაც ირკვევა შემდეგი 2001-2006წწ კომლის უფროსია პ---–--------–-- (მოსარჩელის ბებია) და კომლის წევრია ასევე მოსარჩელე ლ------------–----. საცხოვრებელ სახლისა და მიწის ფართის შესახებ მონაცემები შევსებული არ არის, მაშინ როდესაც კომლს ეწრა 0.41 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს განაშენიანებული 100 კვ.მ. ფართზე. აგრეთვე 1997-2000წწ დაგვის საკომლო წიგნები ქობულეთის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შესულა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ლ------------–----. სხვაგან საცხოვრებელად არ წასულა და დაბადებიდან ფლობს და სარგებლობს სადაო ქონებით დასტურდება შემდეგი გარემოებით, მან, როდესაც პირველად 1995 წელს აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ის ჩაწერილი / რეგისტრირებული იქნა სადაო ქონებაში, მასზე პირველად პირადობა გაცემული იქნა 1995 წელს, როდესაც ის გახდა სრულწლოვანი, სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მონაცემები არ არის, რადგანაც აღნიშნული მოსარჩელეზე არ გაცემულა. ასევე მოპოვებული იქნა პირადობის მოწმობის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტა, სადიანაც ირკვევა, რომ აღნიშნული დადასტურებულია ბობოყვათის თემის საკრებულოს თანამშრომლის მიერ, ვინაიდან სოფელი დაგვა შედიოდა ბობოყვათის თემის საბჭოში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (1964 წლის რედაქცია). აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი). აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრულია ასევე საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად: საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. ამდენად 2001 წლის 20 აგვისტო დაგვის სოფლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება N5 ფ--------------–---- მიეცა არა სარეფორმო ან/და სარეზერვო მიწიდან მიწის ნაკვეთი, არამედ კომლის საკუთრებიდან არსებული მიწის ნაკვეთი, რაც თავის მხრივ არ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით შეფასებული და გამოკვლეული.

 

7.9. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“, მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. კომისიამ კი ისე განიხილა ფ--------------–----ს განცხადებასთან დაკავშირებული საკითხი, რომ არც კი მოიწვია ადმინისტრაციული წარმოების დროს და არ მისცა შესაძლებლობა ლ------------–---- წარედგინა მის მოსაზრება ან შეხედულება ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხთან დაკავშირებით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი კომისის მიერ ისე იქნა მიღებული სადოა გადაწყვეტილება ფ--------------–----ს ნაწილში თვითნებურად დაკავებული 1411.1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღიარების თაბაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ კი გამოუკვლევია დაინტერსებული პირის ვინაობა ვისი სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლება შელახულიყო სადაო გასაჩივრებული აქტის მიღებით, მაშინ როდესაც მოსარჩელის განმარტებით ის, როგორც კომლის წევრი ასევე მართლზომიერად სარგებლობდა აღნიშნული სადაო მიწის ნაკვეთით.

 

7.10. მოსარჩელეს უფლება სადაო სახლზე/უძრავ ქონებაზე არ დაუკარგავს, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა ხდებოდა ქონების ნატურით გაყოფის გზით და არანაირ გამოყოფას ადგილი არ ქონია. რომ ეს კომლი ფაქტიურად გაყოფილი იყო ორ ოჯახად ერთ ოჯახს წარმოადგენდა ფ--------------–---- მეუღლითა და შვილებით, ხოლო მეორე ოჯახს წარმოადგენდა მოსარჩელე მარწმუნებელი და ბებია, რაც შეეხება თავდაპირველ ოჯახის უფროს მოსარჩელის ბაბუას ლ------------–---- ის 1991 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა, შესაბამისად მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელესთან ერთად კომლის წევრი იყო მხოლოდ ბებია ო-–-------–----. ამდენად 2008 წლის 2 დეკემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N15573 იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ------------–---- და არა სახელმწიფოს, ანუ აღიარებულ იქნა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, არამედ კერძო - კომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთს ანუ ობიექტს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებები არის უკანონო და დაუსაბუთრებელი, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს დაბადებიდან დღემდე უწყვეტად ფლობეს ლ------------–----. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ისე იქნა გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ შეუფასებია ადმინისტრაციული წარმოების მასალები. ამასთან მხოლოდ და მხოლოდ ფ--------------–---- არ წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთის არც თვითნებურად დამკავებლს და არც მართლზომიერ მფლობელს და არც მოსარგებლეს, ამ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ფ--------------–------- ერთად წარმოადგენს - ლ------------–----ც, საარქივო ცნობებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, 2008 წლის 24 ნოემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ოქმი N49 არის უსაფუძლო და დაუსაბუთებელი ფ--------------–----ს ნაწილში და ასევე მის საფუძველზე 2008 წლის 2 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობაც N15573, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგანაც ფ--------------–----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონსა და პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან აღიარებული იქნა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, არამედ ფიზიკურ - კერძო პირების საკუთრებაში - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაც დგინდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომ მოსარჩელეც არის ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - მართლზომიერი მფლობელი. აგრეთვე წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კომლს აწერის 0.41 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც მთლიანად მოიცავს 2008 წლის 24 ნოემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ოქმი N49 და რომელზეც მთლიანად გაცემულ იქნა 2008 წლის 2 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობა N15573.

 

7.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

7.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს იმას, რომ სახეზეა აქტების გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელით სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა.

 

7.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

7.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 24 ნოემბრის #49 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება (ფ--------------–----ს ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 02 დეკემბრის საკუთრების უფლების #15573 მოწმობა. და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში სოფ. დაგვაში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 4911.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფ--------------–----ს განცხადებასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინება, რითაც ყადაღა დაედო ფ--------------–----ს (პ/ნ. 610040--277) საკუთრებაში რიცხულ ქობულეთში, სოფელ დაგვაში მდებარე 4913. კვ.მ. ფართის უძრავ ქონებას (ს/კ. 20.45.01.0--) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევსლამდე დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ------------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 24 ნოემბრის #49 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება (ფ--------------–----ს ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 02 დეკემბრის საკუთრების უფლების #15573 მოწმობა.

 

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში სოფ. დაგვაში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 4911.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფ--------------–----ს განცხადებასთან დაკავშირებით.

 

4. მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე - ლ------------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე Mკობა გოცირიძე