განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100119002908395
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1219-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი--------------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ს------–-----------–--------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–----------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ადვოკატი - მარინე ჩიმაკაძე

 

თარჯიმანი - ელვინ თაღიევი, ვიტალი მინასაზოვი, ფირდანა ახმედოვი, თინა საბანაძე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–---------------- ქუჩის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოებთან, ი-------------- მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში კ-----------–------- და ე---–-------------- ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, აშკარად დაეუფლა რუსეთის მოქალაქე გ------------------- კუთვნილ ფულად თანხას 30 000 რუბლის ოდენობით (ათას ორას ექვსი ლარისა და ოცდათექვსმეტი თეთრის ექვივალენტი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად გ------------------ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.2. ი--------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დასადასტურებლად/უარსაყოფად მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: ნ---------------------, გ---–------------------, ტ------–--------------, თ----------------, მ---------–-----, ე---–------------, გ-----------------, გ------------------, დ-----------–---–--, დ-------------–---, ზ---------–----–---–--, ლ---------------, ს--------–---–---–--, ი---------------, ი--------------ს, ნ------------ და ე-–---------------- ჩვენებები; აგრეთვე, ე------------------–---–-- და ჯ------------------ გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ამოღების ოქმი. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ი--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულის დედა. შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ა/მანქანის სიგნალის ხმა, რის შემდეგაც მისი ვაჟი - გ------------------ გავიდა სახლიდან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა უთხრა, რომ არაფერი მომხდარა. დაახლოებით 03:00 საათზე იგი გააღვიძა გ------------------- და უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც გარეთ იყო გასული, ორმა პირმა ჩაისვა ა/მანქანაში და წაიყვანა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წაართვეს 30 000 რუსული რუბლი. მოწმემ გადმოცემით იცის, რომ იმ პირებიდან, ვინც მის შვილს ფული წაართვა, ერთ-ერთს ზედმეტსახელად „ხ----–-“ ერქვა. მომხდარის შესახებ განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მასთან მივიდა უცნობი ქალბატონი, რომელმაც სთხოვა საგამოძიებო ორგანოდან საჩივრის გამოტანა, თუმცა მან უარი განუცხადა.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ---–------------------ ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ გ------------------- დეიდა. მან 2019 წლის 29 იანვარს შეიტყო მომხდარი ძარცვის თაობაზე, რომლის ჩამდენი პირებიც ი--------------, კ-----------–---- და ე---–----------- იყვნენ. აღნიშნული ამბის მოსმენის შემდეგ, მან თავისი დის ოჯახს ურჩია, რომ დანაშაულებრივი ფაქტი ეცნობებინათ პოლიციისთვის. მოგვიანებით იგი წავიდა სახლში, სადაც ესტუმრა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ იყო კ-----------–----ს დედა - ჯ----–-------------- და უთხრა, რომ პოლიციიდან მისი შვილის წინააღმდეგ არსებული საჩივრის გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებულს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებდნენ. მოწმემ უცნობს დახმარებაზე უარი განუცხადა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------------------- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკისრებოდა ჩვენების მიცემის ვალდებულება, იგი დაჟინებით აცხადებდა, რომ დაკითხვის პროცესში მისთვის დასასმელი კითხვების შინაარსის არ ცოდნის გამო, ჩვენებას ვერ მისცემდა.

 

3.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (29.01.2019) დგინდება, რომ გ------------------- საგამოძიებო მოქმედების დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც 2019 წლის 28 იანვარს, იგი გაძარცვეს ა/მანქანაში მასთან ერთად მსხდომმა პირებმა: კ-----------–----- და ე---–------------.

 

3.7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იავარს, ქ. თბილისში, რ------------------–--–--------ში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან შავი ა/მანქანიდან გადმოდის ი--------------, რომელიც რუსულ რუბლს ახურდავებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის სტატუსით მონაწილეობდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში. მან საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გამოკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნ--------------------. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში მყოფ ნ---------------------თან მივიდა მ---------–----, რომელმაც ამ უკანასკნელს სთხოვა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიეწოდებინა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება. ასეთ შემთხვევაში, ძარცვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საუბარი გაიგო გამომძიებელმა ტ------–--------------, რომელმაც კარგად იცის აზერბაიჯანული ენა.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ტ------–-------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს პოლიციის განყოფილებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას (იგი იყო პასუხისმგებელი მორიგე), რა დროსაც გაიგო მ---------–----- საუბარი მოწმე ნ--------------------------. საუბრისას მ---------–---- ამ უკანასკნელს აზერბაიჯანულ ენაზე სთავაზობდა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, „ის სამი პირი“ დაუბრუნებდა თანხას. მოწმის განმარტებით, საუბრისას მ---------–----- არ დაუსახელებია იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც მისი სახელით ზიანის ანაზღაურებას სთავაზობდა.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე მ---------–----- არ დაუდასტურებია საქმის ირგვლივ ნ---------------------თან საუბარი. ამასთან, მას ი--------------სთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე---–------------ ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს, იგი არ მჯდარა ე-–---------------- კუთვნილ „ნ------“ ფირმის ა/მანქანაში და არც ი-------------- უნახავს.

 

3.12. ამოღების ოქმით (12.02.2019) დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა ე-–---------------- კუთვნილი ა/მანქანა, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.13. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული: ჯ------------------ და ე------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: გ-----------------, გ------------------, დ-----------–---–--, დ-------------–---, ზ---------–----–---–--, ლ---------------, ს--------–---–---–-- და ი--------------- დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

3.15. ბრალდებულმა ი--------------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რუსეთში სამუშაოდ წასული საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ გაერემონტებინა თავისი ბინა. დაახლოებით 2019 წლის 28-29 იანვარს, იგი მივიდა სავალუტო ჯიხურში და გადაახურდავა რუსეთიდან ჩამოტანილი რუსული ვალუტა - რუბლი. ბრალდებულის თქმით, მისი თანასოფლელები - კ-----------–---- და ე---–----------- შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს. მანვე უარყო, რომ ზედმეტსახელად „ხ----–-ს“ ეძახიან.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ------------ ჩვენებით დგინდება, რომ მას ჰქონდა ი--------------ს (რომელთან ერთადაც მუშაობდა რუსეთში) ვალი. მან ბრალდებულს რუსეთიდან საქართველოში წამოსვლის დროს უთხრა, რომ თავად დარჩებოდა იმავე ქვეყანაში და კუთვნილ ვალს ეტაპობრივად დაუბრუნებდა. 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში ყოფნის დროს, მან ი-------------- გადაუხადა ვალის ნაწილი - 30 000 რუსული რუბლის ოდენობით.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე-–---------------- ჩვენებით დგინდება, რომ მის საკუთრებაშია „ნ------“ ფირმის ა/მანქანა, რომლითაც ძირითადად თავად და თავის ბიძაშვილი - ი-------------- სარგებლობენ. 2019 წლის 28 იანვარს, აღნიშნული ა/მანქანა ჰყავდა თავად. მოწმემ დაადასტურა, რომ ი--------------- მას ნამდვილად გამოართვა კუთვნილი ა/მანქანა, თუმცა ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია.

 

3.18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

აღნიშნულ სტანდარტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება: „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41). ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იმსჯელებს რამდენად დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.19. სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც ცალსახად მიუთითებდა ი----------------, როგორც ძარცვის განმახორციელებელ პირზე. გ-------------------, რომელმაც დაზარალებულად ცნობის დადგენილების თანახმად, ი--------------სა და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკისრებოდა ჩვენების მიცემის ვალდებულება, დაჟინებით აცხადებდა, რომ ჩვენებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდა დაკითხვის ფარგლებში მისთვის დასასმელი კითხვების შინაარსი. სასამართლოს არაერთი მცდელობა - დაზარალებულად ცნობილი პირი გაერკვია საქმის ვითარებაში (თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო იგი გამოძახებული სასამართლოში და აეხსნა მისი, როგორც მოწმის უფლება-მოვალეობები), უშედეგოდ დასრულდა (დაზარალებულმა მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის არაერთი განმარტებისა, უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე). ამდენად, დაზარალებულად ცნობილი პირის პოზიცია განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით, სასამართლოსთვის უცნობია.

 

3.20. ბრალდების მხარე ი--------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოიაზრებდა დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გ------------------- საგამოძიებო მოქმედების დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც 2019 წლის 28 იანვარს, იგი გაძარცვეს ა/მანქანაში მასთან ერთად მსხდომმა პირებმა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ინფორმაციას, ვინაიდან დაზარალებული საგამოძიებო მოქმედების დროს უთითებდა, რომ მძარცველები, რომლებმაც მისი ფულადი თანხა მიისაკუთრეს, იყვნენ კ-----------–---- და ე---–-----------. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში ბრალდებულ ი---------------- ირიბი მითითებაც კი არ არსებობს, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ ოქმს ვერ მიიჩნევს ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.21. რაც შეეხება მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ვიდეომასალას (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები), სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ არის დანაშაულებრივი ინფორმაციის შემცველი, ვინაიდან მასზე ასახულია, თუ როგორ გადმოდის შავი ა/მანქანიდან ი--------------, რომელიც რუსულ რუბლს ახურდავებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ის ფაქტი, რომ ძარცვის შედეგად დაზარალებულს რუსული რუბლი წაართვეს და ბრალდებულიც იმავე ვალუტის კონვერტაციას ახდენდა სავალუტო ჯიხურში, უტყუარად არ ადასტურებს აღნიშნული ფულადი თანხის იდენტურობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დეტალურად ისაუბრა თავისი კუთვნილი ფულადი თანხის (30 000 რუსული რუბლის) წარმომავლობაზე.

 

3.22. სასამართლოს შეფასებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ნ---------------------ა და გ---–------------------ ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობა გ------------------- მონათხრობს. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც ნ---------------------ა და გ---–------------------ ჩვენებები არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, მით უფრო, როდესაც აღნიშნულ პირთათვის მიწოდებული ინფორმაციის წყარომ - დაზარალებულმა გ------------------- უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე, სასამართლო სავსებით იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და რომ მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52).

 

3.23. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს მოწმე ტ------–------------- ჩვენებას (თანხვედრაშია მოწმე თ---------------- ჩვენებასთან), რომლის თანახმად, მან საკუთარი ყურით მოისმინა მ---------–----- საუბარი დაზარალებულის დედასთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ბრალდებულ ი--------------ს წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უარყოფის სანაცვლოდ პირდებოდა, რომ „ის სამი პირი“ დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებდა. აღნიშნული ფაქტი თავის ჩვენებაში უარყო მოწმე მ---------–----მ, თუმცა ტ------–-------------- ჩვენების უტყუარად გაზიარების შემთხვევაშიც კი, სასამართლოსთვის მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად გაურკვეველი დარჩა „იმ სამი პირის“ ვინაობა, ვისი სახელითაც სთავაზობდა მ---------–---- დაზარალებულის დედას შეთავაზებული პირობის შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურებას. ტ------–-------------- განმარტებით, მ---------–----- საუბრისას აღნიშნულ პირთა ვინაობაზე არ უსაუბრია. შესაბამისად, ვერც აღნიშნულ მტკიცებულებას განვიხილავთ ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.24. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისობის, ურთიერთშეთანხმებულობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, უტყუარად ვერ ადასტურებენ განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, პუნქტი 93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი მათგანი ადასტურებს ი--------------ს ბრალეულობას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებიდან ყველა არის ირიბი ხასიათის, რაც მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო ხდის საკითხს - მართლა ჩაიდინა თუ არა ი--------------- მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ი--------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ი--------------ს ბრალეული ქმედების შესახებ, რომ იგი თანამზრახველებთან ერთად აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ------------------- კუთვნილ ფულად თანხას, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ი--------------ს ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ი-------------- (გამართლებულს) განუმარტავს მის უფლებას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა უნდა განადგურდეს;

· ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე ე-–----------------გან ამოღებული ა/მანქანა „ნ-----------“ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

· ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი-------------- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს;

· ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე ე-–----------------გან ამოღებული ა/მანქანა „ნ-----------“ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

· ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი