განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119002953453
საქმეN1-298/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.12. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორები - ირ---–------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: რუ--–----------ა
მამის სახელი: რუ----
დაბადებული: 3--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: რუსეთის ფედერაციის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
მცხოვრები: ქ.ბათუმი, გრ-–-–---–----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი
ბრალდებულის ადვოკატი - არ---–-–---–---–ი, მე-----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე №1-----------
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. რუ--–----------ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -26,3519 გრამ ნარკოტიკული საშუალება ჰერიონს, რაც მისი სხეულიდან 2019 წლის 22 მარტს შპს ,,ბა-----------------–---------–----------------------ოში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა
2.1. 2019 წლის 21 მარტის, უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის რო------------ის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ რუ--–----------ა (დაბ. 3--0--1--- წელს, პ/ნ 6----------) და უკრაინის მოქალაქე მარგარიტა ხელაძე (დაბ. 11.11.1988) იმყოფებიან ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, სა-----ს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც შესაძლებელია ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორც პირადად ასევე სხეულში (ს/ფ 2);
საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას რო------------ემ დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის იმ შინაარსით მიღება, როგორც განაცხადა ინფორმაციული პატაკით და აცნობა ხელმძღვანელს; (იხ სხდომის ოქმი)
2.2. რუ--–----------ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის ზუ-----–---–---–ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის შო-------------ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის და---------–--–--ის და თარჯიმნის თე----------–--–------ის მონაწილეობით 2019 წლის 21 მარტს, რუსლან რუ----ს ძე ბასარიას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 16:25 საათიდან 17:10 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის რაიონში, სა-----ს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რუ--–----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონ საწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა. (იხ. ს/ფ 30-33).
2.3. რუ--–----------ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის ზუ-----–---–---–ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის შო-------------ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის და---------–--–--ის, თარჯიმნის თე----------–--–------ის და ექიმ-რადიოლოგი ის--------------ის მონაწილეობით 2019 წლის 21 მარტს, დათვალიერებულ იქნა რუსლან რუ----ს ძე ბასარიას სხეული 20:43 საათიდან 21:05 საათამდე დროის შუალედში, შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავდამყოფოს“ შენობაში ექიმ რადიოლოგი ის--------------ის მიერ კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით რუსლან რუ----ს ძე ბასარიას ჩაუტარდა მუცლის ღრუს და მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, დათვალიერებისას სწორ ნაწლავში გამოვლინდა 6 (ექვსი) ცალი ოვალური ფორმის უცხო სხეული შიგთავსით. (იხ. ს/ფ 40-44).
2.4. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ზუ-----–---–---–ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის და---------–--–--ის და თარჯიმნის თე----------–--–------ის მონაწილეობით, 2019 წლის 21 მარტს 22:05 საათიდან 22:58 საათამდე შუალედში შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს “ექიმი პროქტოლოგის“ ამირან მახარაძის მიერ წარმოდგენილ იქნა 6 (ექვსი) ცალი ოვალური ფორმის შავი ფერის მწებავი ლენტი, ერთი ცალი შენაფუთი გახსნილ იქნა რომელშიც აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ფხვნილისებრი მასა, გახსნილი შენაფუთი, შიგ არსებული ფხვნილისებრი მასით და შავი ფერის მწებავი ლენტით შეფუთულ იქნა თეთრი ფერის თაბახის ფურცელში, ხოლო დანარჩენი 5 (ხუთი) ცალი ოვალური ფორმის შენაფუთი მოთავსებულ იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილში, რის შემდეგაც აღნიშნული 6 (ექვსი) ცალი შენაფუთი მოთავსებულ და დალუქულ იქნა შესაბამის პაკეტში, აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო მოქმედება დამოწმებულ იქნა ხელმოწერებით, ექიმ ამირან მახარაძის განმარტებით ზემოაღნიშნული შენაფუთები მის მიერ ამოღებულ იქნა რუ--–----------ას სხეულიდან, კერძოდ მისი სწორი ნაწლავიდან.(იხ.ს-ფ 50-55);
2.5. ნივთიერი მტკიცებულება ასევე დათვალიერებული იქნა საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით (იხ სხდომის ოქმი)
2.6. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ზუ-----–---–---–ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების შო-------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და---------–--–--ის და თარჯიმნის თე----------–--–------ის მონაწილეობით 2019 წლის 21 მარტს, 22:58 საათზე, ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში“, საგამოძიებო მოქმედების, ამოღების ოქმის დასრულებისთანავე, რა დროსაც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რუსლან რუ----ს ძე ბასარია (იხ. ს/ფ 56-61).
2.7. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლებმა: გა------–-------–-ძემ, რო-------–--–--ემ და ზუ-----–---–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება, განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა; ზუ-----–---–---–ის განმარტებით შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული იყო გამოძიება სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე რუ--–----------ას და მისი თანმხლები პირის მიმართ; გავიდა პოლიციის თანამშრომლებთან შოთა გორგოძესთან და და---------–--–--ესთან ერთად სა-----ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე; მანამ საინფორმაციო ბაზით გაეცვნენ პიროვნებას, ვინაიდან იცოდნენ, რომ სავარაუდოდ პირი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, მათთან ერთად იმყოფებოდა თარჯიმანი; მიუახლოვდნენ სარფში საჯაროს კოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, გააცნო მას დადგენილება ჩხრეკის ჩატარებაზე და მიაწოდა ინფორმაცია მასზე, რომ დაწყებული იყო გამოძიება; რუ--–----------ას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება არ ამოღებულა, ამის შემდეგ მისივე თანხმობით გადაიყვანეს რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სხეულის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა რამდენიმე შენაფუთი, რომელიც ექიმ რადიოლოგის მიერ ინქნა ამოღებული სწორი ნაწლავიდან; საგამოძიებო მოქმედებას აქ უკვე ესწრებოდნენ ესქსპერტ კრიმინალისტები; შენაფუთები დასურათდა მათ მიერ, შეიფუთა და დაილუქა, ამის შემდეგ რუ--–----------ა დააკავეს და გადაიყვანეს დროებით დაკავების იიზოლატოშრი, მან ნარკოლოგიურ შემოწმებაზე განაცხადა უარაი; რუ--–----------ას რომელიმე სახის საგამოძებო მოქმედების მიმდინარეობისას წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ ოქმები 28.06.2019წ , 18.10.2019წ, 11.11.2019წ)
2.8. ქიმიური ექსპერტიზის Nქ----დასკვნით, 22.03.2019 წ დადგენილია, რომ სს N1----------- საქმეზე წარდგენილი 1 (ერთ) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრი მასა წონით 8,681 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 4,052 გრამს; 5 (ხუთ) ცალად დაფასოებული პრესირებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონა 47,854 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 22,2999 გრამს.
ანუ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ფხვნილისებრი მასები, წონებით 8,681 გრამი და 47,854 გრამი საერთო ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს, წონით 26,3519 გრამს.
2.9. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 03.07.2019 წ დადგენილია, რომ ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც, საჭიროა გამოსაკვლევი პირის, რუ--–----------ას სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.
ზემოთაღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა საფუძველზე მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა რუ--–----------ამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
2.10. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რუ--–----------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას; (იხ სრულად ოქმი 13.12.2019წ)
2.11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას საქმეში არსებული მტკიცებულების დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შეფასებებს, მოსაზრებებს და მხოლოდ მოსაზრებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მხარეთა მიერ შეთანხმებული, უდავო და საქმის განხილვისას გამოკვლეული სადავო მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების გასაბათილებლად;
საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე;
მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით წარმოადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება; პროცესის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებენ თავიანთ პოზიციებს და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურებენ მათ. მოქმედი კანონმდებლობით ბრალდების მხარის ვალდებულებაა რა ამტკიცოს პირის ბრალეულობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, როცა ის არ ეთანხმება ბრალდებას დაცვის მხარესაა, ბუნებრივია მისი საპროცესო უფლება და კომპეტენციაა რა ფორმით მოახდენს მტკიცებულებაზე შედავებას;
2.12. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების შესადავებლად წარმოდგენილია მოსაზრებები, შეფასებები და ის არანაირად არ ადგენს საქმის განხილვით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოს;
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევისას მათი ერთობლიობით ანალიზით, სადაც თითოეული მათგანი გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, - სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ არსებობს და სახეზეა უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა რუ--–----------ამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება; კერძოდ გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ბაზას პირის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მოწმეთა მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. გამოკვლეულ მოწმეთა - პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში.
2.14. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდებას. სასამრთლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება;
2.15. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენას-შენახვა რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ/365 დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’, ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ნარკოტიკული ს,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ბრალდებულს არ ჰქონია.
2.16. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა რუ--–----------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურა რუ--–----------ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი;
3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
3.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით რუ--–----------ას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რუ--–----------ას ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რუ--–----------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, რუ--–----------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - 2019 წლის 21 მარტს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული-1 (ერთი) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრი მასა წონით 8,681 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 4,052 გრამს,5 (ხუთ) დაფასოებული პრესირებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონა 47,854 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს, წონით 22,2999 გრამს. ანუ ფხვნილისებრი მასები, წონებით 8,681 გრამი და 47,854 გრამი საერთო ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს, წონით 26,3519 გრამს.
ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რუ--–----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით;
რუ--–----------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ რუ--–----------ას მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ რუ--–----------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რუ--–----------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დროიდან - 2019 წლის 21 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 21 მარტს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული-1 (ერთი) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრი მასა წონით 8,681 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 4,052 გრამს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - 5 (ხუთ) დაფასოებული პრესირებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონა 47,854 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს, წონით 22,2999 გრამს. ანუ ფხვნილისებრი მასები, წონებით 8,681 გრამი და 47,854 გრამი საერთო ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს, წონით 26,3519 გრამს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე