გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
330210018002532245
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20435-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველ--ნი

მოსარჩელე - შ-- „ჯ--- ე-------ი“

წარმომადგენელი - შ------ა კ--–-----ი

მოპასუხეები - ა-------- ა------ი, ლ-----ე გ-----------ი

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (რეგიტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი ქ------- მ------–---–ი);

 

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ქ------- მ------–---–ის მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (რეგიტრაციის ნომერი 1--------).

 

სარჩელში განმარტებულ--, რომ 2018 წლის 24 აპრილს ლ-- მ----–---–ი გახდა შ-- „ჯ--- ე-------ის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. კომპანიას ჰქონდა ფინანსური დავალ--ნებები, რაც იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში. ლ-- მ----–---–მა თანხმობა განაცხადა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გადახდაზე. 2018 წლის მარტიდან კომპანიის ძველ მესაკუთრესა და დირექტორთან ლ-----ე გ-----------თან დაიწყო მოლაპარაკებები, რასაც ესწრებოდა ლ-----ე გ-----------ის იურისტი - ა-------- ა------ი.

2018 წლის 31 მარტს ლ-----ე გ-----------მა შესთავაზა ლ-- მ----–---–ს კომპანიის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; კომპანიას გააჩნდა ფინანსური დავალ--ნებები, რასაც ლ-- მ----–---–ი გაისტუმრებდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას აამუშავებდა.

 

2018 წლის 23 აპრილს ლ-----ე გ-----------მა ლ-- მ----–---–ის მეუღლესთან გააფორმა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ვ--–------ დ------–---–ს ჰქონდა ლ-----ე გ-----------ის ვალი 40 000 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 19 ივნისს ლ-- მ----–---–მა შეიტყო, რომ ლ-----ე გ-----------ის ადვოკატს, ა-------- ა------ს მიუმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის. 2018 წლის 30 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლით, რომლის თანახმად თითქოს შ-- „ჯ--- ე-------ს“ ა-------- ა------ის მიმართ გააჩნია დავალ--ნება 40 000 ლარის ოდენობით 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, ვინაიდან ვალის წარმოშობის საფუძველ-- 2017 წლის 17 მარტს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული გარიგება, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ ლ-----ე გ-----------ი და მისი ადვოკატი ა-------- ა------ი.

 

აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა შემდეგი: ა-------- ა------მა ლ-----ე გ-----------ს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 40 000 ლარი, თანხა მსესხებლისათვის პირადად არ უსესხებია, არამედ როგორც კომპანიის დირექტორს. ა-------- ა------მა ზეპირი ფორმით დადო ხელშეკრულება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან და არა მის დამფუძნებელთან პირადად, თუმცა ეს თანხა კომპანიაში არ შესულა, რასაც პირად საუბრებში ადასტურებს ლ-----ე გ-----------ი.

 

ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს ნამდვილი შემდეგი მიზეზების გამო: 1. ზეპირი ფორმით არის დადებული უსასყიდლო სესხის ხელშეკრულბა შ---თან, 2. ხელშეკრულების ხელმომწერი პირები ურთიერთდამოკიდებულნი არიან, 3. ვალის აღიარების ხელწერილის გაფორმება მხოლოდ მაშინ გახდა საჭირო, როდესაც დაიწყო საუბარი შ-- - ის გადაფორმებაზე; 4. ვალის აღიარების ხელწერილით ვალდებულების შესრულების თარიღად განისაზღვრა 25/04/2018 წელი, როდესაც კომპანია ლ-- მ----–---–ის საკუთრებაში ერთი დღის აღრიცხული იყო 5. რატომ დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ლ-----ე გ-----------თან, როგორც შ---ს დირექტორთან და არა როგორც ფიზიკურ პირთან, 6. არ დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, 7. არ დასტურდება თანხის შ-- - ის ანგარიშზე შეტანის ფაქტი, 8. ლ-----ე გ-----------ი ადასტურებს, რომ 40000 ლარი კომპანიაში არ შეუტანია, 9. არ იკვეთება რომელიმე მხარის იურიდიული ინტერესი გარიგებების დადების, კერძოდ: თუ ა-------- ა------მა შ-- -ს ასესხა 40000 ლარი, რატომ გადასცა უსასყიდლოდ და რატომ არ გააფორმა რაიმე დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით; ასევე ლ-----ე გ-----------მა რატომ აღიარა ის ვალი, რომელიც რეალურად არსად იყო დაფიქსირებული; 10. ა-------- ა------ი პირად აფიქსირებს, რომ როდესაც შეიტყო, რომ ლ-----ე გ-----------ი კომპანიის წილს ასხვისებდა, შეეშინდა თანხის დაკარგვის და ამიტომ გააფორმებინა ვალის აღიარების ხელწერილი, თუმცა ა-------- ა------ს შიში არ წარმოეშვა 2017 წლის აპრილის თვეში, როდესაც შ-- -ს დაედო საგადასახდო გირავნობა, 11. ამასთან, ა-------- ა------ი პირად საუბრებში აფიქსირებს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება იმის გამო გააფორმებინა ლ-----ე გ-----------ს, რომ ის ყოფილიყო დაცული და იძულებული გაეხადა ლ-- მ----–---–ს ვალი (რომელიც არის ზუსტად 40000 ლარი) გადაეხადა. ლ-- მ----–---–ის მეუღლეს არ გააჩნია რაიმე ქონება, ხოლო შ---ს საკუთრებაშია სატრანსპორტო საშუალება.

 

შ-- „ჯ--- ე-------ის“ სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს აღნიშნული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა და არ არსებული ვალდებულების ჩამოწერა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელ--.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 18 აპრილს ა-------- ა------სა (კრედიტორი) და შ-- „ჯ--- ე-------ს“ (მოვალე) შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი ქ------- მ------–---–ი), რომლის თანახმად, მოვალემ აღიარა რომ აქვს ვალი 40 000 ლარის ოდენობით კრედიტორის წინაშე.

 

მხარეთა განცხადებით ვალის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა 2017 წლის 17 მარტს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება.

 

კრედიტორს თანხა უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25).

 

3.1.2. 2018 წლის 30 აპრილს ნოტარიუს ქ------- მ------–---–ის მიერ, 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი ქ------- მ------–---–ი) საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 40 000 ლარით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25).

 

3.1.3. 2018 წლის 24 აპრილამდე ლ-----ე გ-----------ი ირიცხებოდა შ-- „ჯ--- ე-------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ და კომპანიის დირექტორად, ხოლო 2018 წლის 24 აპრილიდან ლ-- მ----–---–ი ირიცხება შ-- „ჯ--- ე-------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ და კომპანიის დირექტორად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლ--ნი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელ--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები და ვინც ფიქრობს რომ სადავო გარიგებით შეილახა მისი უფლება, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ-- ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას, რაც საბოლოო ჯამში შექმნიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად. მოჩვენებითი გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს გარიგებისათვის აუცილებელი შედეგის არარსებობა და შედეგის მიმართ განზრახვის არქონა და შედეგები, რომლის თავიდან აცილებას ცდილობდნენ მხარეები. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობა, რა დროსაც მხარეებს სურთ მიღწიონ არა გარეგნულად გამოხატული ნების შედეგს არამედ, სხვა შედეგს. შესაბამისად, უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე’’ (იხ, სუსგ, №ას-863-1174-07, 2 აპრილი, 2008 წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ,,მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულ-- მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულ-- მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს’’ (იხ, სუსგ, №ას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნა მოწმე ვ--–------ დ------–---–ი (იხ. 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი). მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება წარმოადგენს შ-- „ჯ--- ე-------ის“ ეხლანდელი 100%-იანი წილის მესაკუთრისა და კომპანიის დირექტორის ლ-- მ----–---–ის მეუღლეს, რომელიც კომპანიის დაფუძნების დღიდან წარმართავდა კომპანიის საქმიანობას. აღნიშნულს ადასტურებს როგორც კომპანიის ყოფილი დირექტორის (მოპასუხე) ლ-----ე გ-----------ის ახსნა-განმარტება, ასევე მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: მინდობილობები გაცემული ვ--–------ დ------–---–ზე, ასევე სხვადასხვა ხელშეკრულებები, რომელთაც კომპანიის სახელით ხელს აწერს ვ--–------ დ------–---–ი, ასევე საბუღალტრო დოკუმენტაცია (იხ. ს.ფ. 120-121, 158-1710), აღნიშნული დაადასტურა მოწმემაც. შესაბამისად, მოწმე საქმის კურსში იყო კომპანიის ყველა საქმიანობის თაობაზე, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე. მოპასუხეთა მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ლ-- მ----–---–ის ხელწერილი დადასტურებული სანოტარო წესით 2018 წლის 23 აპრილს, რომლითაც ლ-- მ----–---–ი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილ-- კომპანიის ფინანსური ვალდებულებებისა და საგადასახადო დავალ--ნების თაობაზე და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (იხ. ს.ფ. 52-53).

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- „ჯ--- ე-------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 341-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელ-- წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალის აღიარება (ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება) სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად, ახალი სამართალურთიერთობის საფუძველი და ახალი ხელშეკრულებაა. მხარეებს უფლებამოვალეობები სწორედ აღნიშნული ახალი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობათ. შესაბამისად, უფლებამოვალეობათა ნამდვილობა ახალი გარიგების ნამდვილობაზეა დამოკიდებული. მითითებული ხელშეკრულება ფორმასავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ, ან ცალმხრივად ხელმოწერილ წერილობით დოკუმენტებს გაცვლ--ნ. ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, საიდანაც მოთხოვნა წარმოიშობა.

 

ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების ვალის არსებობის აღიარებად შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, განსახილველ შემთხვევაში ვალის არსებობის ხელშეკრულებით შ-- „ჯ--- ე-------მა“ აღიარა გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (40 000 ლარის გადახდის ვალდებულება ა-------- ა------ის წინაშე) და იკისრა მისი შესრულების ვალდებულება; განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღე. სსკ-ის 327-ე და 341-ე მუხლების შესაბამისად, 2018 წლის 18 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულება აკმაყოფილებს ნამდვილობის წინაპირობებს.

 

ვალის აღიარების დროს კანონით გათვალისწინებული ის წესები მოქმედებს, რომელიც გარიგების ნამდვილობისათვისაა სავალდებულო, შესაბამისად, უცილოდ ბათილად მიიჩნევა ვალის აღიარების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ფორმის დაუცველადაა დადებული, კანონით გათვალისწინებულ მართლწესრიგს და ზნეობის ნორმებს არღვევს, ნების გამოვლენა მოჩვენებითი, ან თვალთმაქცურია და ა. შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საყრდენი პრინციპი ნების გამოვლენაა და თუ ნების გამოვლენა ნაკლ--ნია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადამწყვეტია მხარეთა რეალური ნების დადგენა, განსაზღვრა იმისა, თუ რა იყო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიზანი, იყო და არის თუ არა, მხარეთა ნამდვილი ნება იმ მიზნის მიღწევა, რაც გაფორმებული ხელშეკრულების დადებით მიიღწევა.

 

აღსანიშნავია, რომ ერთნამეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გულისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულ-- გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელ-- ნების გამოვლენა ანუ ნების მატერიალიზება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დადებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და არ სურთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში კი გარიგება დადებულ-- სხვა გარიგების დასაფარად და მხარეები განიზრახავენ დაფარული ხელშეკრულების შედეგების მიღწევას. ამიტომ კანონი ამ გარიგებას ავტომატურად არ მიიჩნევს ბათილად. მოჩვენებითი გარიგების ბათილობა იწვევს თვალთმაქცური გარიგების ნორმების ამოქმედებას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ. თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

 

მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმება არ იყო შ-- „ჯ--- ე-------ის“ ნება, არამედ ამ უკანასკნელს გააჩნდა გამოხატული ნებისაგან განსხვავებული სხვა რაიმე ნება, რაც გამორიცხავს იმ გარემობის სადავოობას, რომ მხარეები რაიმე სხვა სახის ხელშეკრულების დაფარვას ცდილობდნენ ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებით, რაც მას აქცევდა მოჩვენებით გარიგებად და დაფარული ხელშეკრულების მიზნის განსაზღვრით გამოკვეთილი იქნებოდა ვალის აღიარების ხელშეკრულებისაგან განსხვავებული მიზანი, რაც გამოიწვევდა დაფარული გარიგების წესების ამოქმედებას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიუთითებია, რის (რა გარიგების, რა შედეგების) დაფარვას ცდილობდნენ მხარეები, რა დროსაც მხარეებს ენდომებოდათ არა გარეგნულად გამოხატული ნების (ვალის აღიარების ხელშეკრულებით გამოხატული ნების) შედეგის მიღწევა, არამედ სხვა შედეგისა, შესაბამისად, მოსარჩელეს არ დაუდასტურებია გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას (სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით (სსკ-ის 341 მუხლი) ვალდებულებები გადანაწილებულ-- ცალმხრივად (ამ შემთხვევაში თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა მოსარჩელემ, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია), მოპასუხის ა-------- ა------ის მიერ ვალდებულების შესრულებასა და შესაბამისად დამდგარ შედეგზე სასამარლო ვერ იმსჯელებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედეგების დადგომის თვალსაზრისით, როგორადაც შეიძლებოდა ეს ორმხრივად გადანაწილებული ვალდებულებების შემთხვევაში ყოფილიყო შესაძლებელი გარიგების თვალთმაქცურობის შესაფასებლად, ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნების მხარეთა ნამდვილ ნებასთან შეუსაბამობის განსაზღვრით. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად შეფასებისათვის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ აღიარებული ვალი ამავე კომპანიაში არ შესულა (ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით და ვერ მიუთითა ის გარემოებები, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს.

 

ვინაიდან დაუსაბუთებელ-- ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა, არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (1210 ლარი) ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- „ჯ--- ე-------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ქ------- მ------–---–ის მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე