გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002659657
საქმე #2/3296-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.11.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი-სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ც-------------ე;
წარმომადგენელი- თ-------------–-ა, მ--–----------ე;
მოპასუხე- ააიპ ბ----------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ა, ააიპ ს----------–-------–----------------–-----------------------–--–ია (საკონკურსო საატესტაციო კომისია), სააპელაციო კომისია;
წარმომადგენელი- თ-------------–--–-–---–ი; ხ-------------–--ე;
დავის საგანი- კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის კონკურსის შედეგები მოსარჩელე ც-------------ის მიმართ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ც-------------ის საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე.
1.3. დაევალოს ააიპ ბ----------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ას ჩაატაროს ხელახალი კონკურსი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ც-------------ე 2010 წლიდან მუშაობდა ააიპ ბ----------------–------–-----------–--------–-----–-------–-------------------აში ძიძად, ხოლო 2012 წლიდან ექთნად ბ--------ის #1 საბავშვო ბაგა ბაღში. მოპასუხე ბ--------ის ს----–------–------------–--------–-----–-------–-------------------ის მიერ გამოცხადებულ იქნა კონკურსი, სადაც მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ექთნის ვაკანტურ პოზიციაზე. ც-------------ის მიერ წარმატებით იქნა გადალახული კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი, ხოლო 2018 წლის 04 სექტემბერს ეცნობა, რომ მან ვერ გადალახა კონკურსის მესამე ეტაპი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააპელაციო გასაუბრების კომისიის წევრებს წარმოადგენდნენ ის წევრები, ვინც იყვნენ თავდაპირველი გასაუბრების კომისიის წევრები. აღნიშნულით დარღვეული იქნა კონკურსის ჩატარების პირობები, რაც წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველზე. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით დავა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არ გააჩნია. (იხ. სარჩელი, 30.07.2019 წ სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ააიპ ბ----------------–------–-----------–--------–-----–-------–-------------------ის წარმომადგენელმა, წამოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ც-------------ე 2013 წლის 06 სექტემბრიდან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში დაინიშნა მედდის თანამდებობაზე. მოსარჩელემ წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი - საბუთების გადარჩევის ეტაპი, მეორე ეტაპი- ტესტირება მას არ გაუვლია, (ვინაიდან არ მიეკუთვნებოდა სასწავლო სააღმზრდელო პერსონალს), მესამე ეტაპი - გასაუბრება ც-------------ემ ვერ გადალახა, რაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მისი საჩივარი განხილულ იქნა სააპელაციო კომისიის მიერ და განმეორებითი გასაუბრების შემდეგ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 02 აგვისტოს ააიპ ბ----------------–------–-----------–--------–-----–-------–-------------------ასა და ააიპ ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იას შორის გაფორმებული #85 ხელშეკრულების თანახმად, ააიპ ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის ვალდებულებას წარმოადგენდა საკონკურსო მომსახურეობის გაწევა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ააიპ ბ----------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებით და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მისი გამოსწორების მოთხოვნის ვალდებულებით. (იხ. შესაგებელი).
2.2. მოპასუხე ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის და სააპელაციო კომისიის წარმომადგენელმა წამოდგენილი შესაგებლით, ასევე სასმართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტექნიკური პერსონალის, მათ შორის ექთნის შესარჩევი კონკურსი განისაზღვრა ორ ეტაპად: პირველი, საბუთების მიღება და შერჩევა; მეორე, ეტაპი გასაუბრება. ც-------------ემ პირველი ეტაპი გაიარა, რაც გულისხმობს პოზიციის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, კერძოდ შესაბამისი განათლება, გამოცდილება. ც-------------ემ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი-გასაუბრება. ც-------------ის პასუხები, გასაუბრების შედეგად კომისიის წევრების მიერ შეფასებული იყო 0 ქულით. სარჩელში მოყვანილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ შეიცავს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს. მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ ბათილად იქნას ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი და შეფასებული არც ერთი მტკიცებულება მოთხოვნის მატერიალური საფუძველი, რაც მოსარჩელის მიერ მიჩნეული იქნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ც-------------ემ 2001 წელს დაამთავარა ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში „მედეა 21„ სრული კურსი, ორთოპედიული სტომატოლოგიის სპეციალობით, საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა კბილის ტექნიკის კვალიფიკაცია.
2011 წლის 05 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, ც-------------ემ გაიარა პრაქტიკა, შპს #1 სტომატოლგიურ პოლიკლინიკა „დ-----–----–ი„ მედდის სპეციალობით 2004 წლის 03 მაისიდან 2004 წლის 31 ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ც-------------ის დიპლომის ასლი;
-05.08.2011წ გაცემული ცნობა;
3.1.2. მოსარჩელე ც-------------ე 2010 წლიდან მუშაობდა ააიპ ბ----------------–------–-----------–--------–-----–-------–-------------------აში ძიძად. 2013 წლის 06 სექტემბრიდან ც-------------ე დაინიშნა ბ--------ის #1 საბავშვო-ბაღის მედდის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-06.09.2013წ #122 ბრძანება;
3.1.3. 2018 წლის 02 აგვისტოს ა(ა)იპ ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ას და ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #85 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა- საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კონკურსის ჩატარების მომსახურეობის შეძენა გამარტივებული შესყიდვის გზით. მომსახურეობის შესყიდვა გულისხმობდა, საკონკურსო განაცხადის მომზადებას, კანდიდატების შერჩევას, ტესტების მომზადებას, საინფორმაციო შეხვედრას, ტესტირებას, გასაუბრებას, შეფასებას, საბოლოო შედეგების დადგენას და აპელაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #85 ხელშეკრულება.
3.1.4. 2018 წლის აგვისტოს თვეში ა(ა)იპ ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------აში, ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, მათ შორის ბ--------ის #1 საბავშვო-ბაღში ექთნის პოზიციაზე.
ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის ექთნის ვაკანტურ პოზიციაზე განსაზღვრღული იყო შემდეგი სამუშაო პასუხისმგებლობები და მოვალეობები: ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული ბავშვისათვის, ასევე დაწესებულების პერსონალისათვის, ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა, ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჯანსაღი კვების პრინციპის დაცვა, ბავშვებისათვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა, დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა, „დაწესებულებაში სანიტარულ-ჰოგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგურიებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინფორმაცია ვებ-გვერდიდან კონკურსის გამოცხადების შესახებ.
-მხარეთა ახსნა- განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კავშირი - ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის 2018 წლის 03 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო პროცედურები - ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბაშვო ბაგა-ბაღების კონკურსანტებისათვის, ასევე საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბავშვო ბაგა-ბაღების კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევისთვის. აღნიშნული ბრძანებით ტექნიკური პერსონალის (ექთანი, მზარეული, მზარეულის დამხმარე) შესარჩევი კონკურსი განისაზრღვრა ორ ეტაპარდ: საბუთების მიღება და შერჩევა (17/08/2018წ), გასაუბრება - თარიღი 29-30/08/2018წ.
ამავე ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, დანართი #2-ის მიხედვით, რომლის თანახმად, პირველი ჯგუფის კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს წარმოადგენდნენ ხ-------------–--ე (თავმჯდომარე), ც-----------ია, თ----–---------ე. ხოლო მეორე ჯგუფის კომისიის წევრებს თ--------------ე, ნ--------------ე, თ------------–--–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კავშირი - საქართელოს ბ--–----------------–-----------------------–--–იის 2018 წლის 03 აგვისტოს ბრძანება. დანართი #1, #2;
3.2.3. დადგენილია, რომ ააიპ ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------აში, 2018 წლის აგვისტოს თვეში სკოლამდელ სექტორში ჩატარებულ კონკურსში, (ბ--------ის #1 საბავშვო ბაგა-ბაღში) ექთნის პოზიციაზე მონაწილეობას იღებდა ორი კანდიდატი, რომლებმაც ვერ გადალახეს გასაუბრებისა და სააპელაციო ეტაპები. ც-------------ის შეფასება კონკურსის მეორე ეტაპზე - „გასაუბრება„- შეადგენდა „0„ ქულას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ააიპ ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის მიერ 2019 წლის 05 აგვსიტოს გაცემული ცნობა;
-ამონაწერი კონკურსის შედეგებიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. 2018 წლის 30 აგვისტოს გასაუბრების ოქმის ამონარიდის თანახმად, კომისიის წევრებს წარმოადგენდნენ თ--------------ე, ნ--------------ე და თ------------–--–---–ი.
კონკურსის ფარგლებში გასაუბრება ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში, ექთნის პოზიციაზე ჩატარდა 3 კონკურსანტთან (ც-------------ე, ნ.გ.; ე.ჯ). გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ც-------------ესთან კომისიის წევრთა მხრიდან დასმულ შეკითხვებზე კონკურსანტის პასუხები იყო ზოგადი და ბუნდოვანი, ის ვერ ახდენდა დიფერენცირებას პირველადი და გადაუდებელი დახმარების დროს ჩარევას და შემდგომი თერაპიური პროცედურების შესახებ. ც-------------ეს არ ჰქონდა საბავშვო ბაღის ექთნის როლისა და სამუშაო ამოცანების შესახებ ზუსტი წარმოდგენა.
კომისიის წევრთა მიერ, ც-------------ის ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში ექთნის პოზიციაზე აყვანის შესახებ მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონარიდი 2018 წლის 30 აგვისტოს გასაუბრების ოქმიდან.
3.2.5. 2018 წლის 07 სექტემბერს ც-------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა გასაუბრების შეფასების შედეგები. აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 08 სექტემბერს ჩატარდა განმეორებითი (სააპელაციო) გასაუბრება. გასაუბრებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ც-----------ია, თ--------------ე, ნ--------------ე და ხ-------------–--ე (სააპელაციო გასაუბრების კომისიის თავმჯდომარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონარიდი 2018 წლის 08 სექტემბრის გასაუბრების ოქმიდან.
3.2.6. დადგენილია, რომ ააიპ ბ--------ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების კონკურსის ჩატარების შესახებ 2018 წლის 10 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ექთნის პოზიციაზე განაცხადი შეიტანა 33 პირმა. შეირჩა მხოლოდ 8 აპლიკანტი. გასაუბრება შეფასდა 10 ქულით, საიდანაც 0-4 ქულით შეფასდა არგუმენტირებული მსჯელობა, 0-4 ქულით პოზიციის შესაბამისი პასუხისმგებლობების და ვალდებულებების ცოდნა/გაცნობიერება და 0-2 ქულით შეხედულებების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება.
ც-------------ემ მონაწილეობა მიიღო ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში ექთნის ვაკატური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა, ხოლო მეორე ეტაპი - გასაუბრება ვერ გადალახა. ბ--------ის # 1 საბავშვო ბაღში ტექნიკური პერსონალის - ექთნის პოზიციაზე, გასაუბრების შედეგად კანდიდატი ვერ შეირჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ააიპ ბ--------ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების კონკურსის ჩატარებუს შესახებ 2018 წლის 10 სექტემბრის ანგარიში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26.1 მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ, PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, მარსკი ბელგიის წინააღმდეგ MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“;
6.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, საკონკურსო შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულების შესახებ.
კონკურსი მიზნად ისახავდა ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირის გამოვლენას. დადგენილია, რომ ასეთი გამარჯვებული პირი კონკურსის შედეგად არ გამოვლენილა.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს, ბ--------ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებასა და ააიპ საქართველოს ბავშვთა ზრუნვის ასოციაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ააიპ ბ--–----------------–-----------------------–--–იის 2018 წლის 03 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო პროცედურები ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბაშვო ბაგა-ბაღების კონკურსანტებისათვის, ასევე საკონკურსო კომისიის შემადგენლობა ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბავშვო ბაგა-ბაღების კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევისათვის.
2018 წლის აგვისტოს თვეში ა(ა)იპ ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------აში, ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, მათ შორის ექთნის პოზიციაზე, სადაც ც-------------ემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. კონკურსის ფარგლებში ც-------------ესთან მეორე ეტაპზე განხორციელდა გასაუბრება. დადგენილა, რომ გასაუბრება ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში ექთნის პოზიციაზე ჩატარდა 3 კონკურსანტთან (ც-------------ე, ნ.გ.; ე.ჯ). გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ც-------------ესთან კომისიის წევთა მხრიდან დასმულ შეკითხვებზე კონკურსანტის პასუხები იყო ზოგადი და ბუნდოვანი, ის ვერ ახდენდა დიფერენცირებას პირველადი და გადაუდებელი დამხარების დროს ჩარევას და შემდგომი თერაპიური პროცედურების შესახებ. ც-------------ეს არ ჰქონდა საბავშვო ბაღის ექთნის როლისა და სამუშაო ამოცანების შესახებ ზუსტი წარმოდგენა. კომისიის წევთა მიერ, ც-------------ის ბ--------ის #1 საბავშვო ბაღში ექთნის პოზიციაზე აყვანის შესახებ მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება.
კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს გასაუბრების შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა მოსარჩელე ც-------------ე, რაც გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 07 სექტემბერს. აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 08 სექტემბერს ჩატარდა განმეორებითი (სააპელაციო) გასაუბრება. გასაუბრებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ც-----------ია, თ--------------ე, ნ--------------ე და ხ-------------–--ე (სააპელაციო გასაუბრების კომისიის თავმჯდომარე).
2018 წლის 08 სექტემბრის გასაუბრების ოქმიდან ამონარდში აღნიშნულია, რომ პირველივე გასაუბრებაზე, ასევე სააპელაციო გასაუბრებაზე დაფიქსირებული პასუხებიდან კომისიის წევრებს არ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ც-------------ემ იცოდა პირველადი დახმარება, ან გაეცნო შესაბამის სახელმძღვანელოს. ოქმის თანახმად სხვა კანდიდატებმა ჩამოაყალიბეს კონკრეტული ნაბიჯები და მოქმედებები, რაც ც-------------ის შემთხვევაში არ მომხდარა, მან გამოთქვა წუხილი და სურვილი, რომ მსგავს საკითხებზე უნდა გადიოდნენ ტრენინგს. ც-------------ემ ვერ ჩამოაყალიბა კონკრეტული მოქმედებები, რაც ექთნის პოზიციაზე მომუშავე პირმა უნდა მოიმოქმედოს პირველადი დახმარების სახით ექიმის/სასწრაფოს მისვლამდე.
მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ გასაუბრებისას ც-------------ის პასუხები დასმულ შეკითხვებზე წარმოადგენდა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
დადგენილია, რომ ბ--------ის #1 საბავშვო-ბაღში ტექნიკური პერსონალის - ექთნის პოზიციაზე კონკურსის შედეგად კანდიდატი ვერ შეირჩა.
მოსარჩელის მტკიცებით, სააპელაციო გასაუბრების კომისიის წევრებს წარმოადგენდნენ ის წევრები, ვინც იყვნენ თავდაპირველი გასაუბრების კომისიის წევრები. აღნიშნულით დარღვეული იქნა კონკურსის ჩატარების პირობები, რაც წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კავშირი - ს----------–-------–----------------–-----------------------–--–იის 2018 წლის 03 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო პროცედურები - ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბავშვო ბაგა-ბაღების კონკურსანტებისათვის, ასევე საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ბ--------ის მ----–----–--------------–------–-----------–-------–-----–-------–-------------------ის საბავშვო ბაგა-ბაღების კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევისთვის. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. დანართი #1-ის მე-5 პუნქტით განისაზღვრა სააპელაციო კომისიის წევრები, რომლის მიხედვით, ტესტირებისა და გასაუბრების შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავენ კომისიის ის წევრები, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკრეტული კონკურსანტის გასაუბრებისა და ტესტირების შეფასებაში. დანართი #2-ის მიხედვით, პირველი ჯგუფის კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს წარმოადგენდნენ ხ-------------–--ე (თავმჯდომარე), ც-----------ია, თ----–---------ე. ხოლო მეორე ჯგუფის კომისიის წევრებს თ--------------ე, ნ--------------ე, თ------------–--–---–ი;
დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს გასაუბრებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები თ--------------ე, ნ--------------ე და თ------------–--–---–ი, ხოლო 2018 წლის 08 სექტემბერს სააპელაციო გასაუბრების კომისიის წევრებს წარმოადგენდნენ ც-----------ია, თ--------------ე, ნ--------------ე და ხ-------------–--ე.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტებს, მოსარჩელის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, შესაბამისად არ წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.
6.4. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.“ საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“
მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ინფორმაციის მოპოვების და კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოაცხადა და ჩაატარა კონკურსი, რათა კონკრეტული ვაკანსიისთვის შესაბამისი კანდიდატი შერჩეულიყო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, კონკურსის შედეგების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან კონკურსის ჩატარება, კონკურსანტების გადარჩევა და გასაუბრება, მოიცავდა კომისიის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. კონკურსის ჩატარების პროცესში კომისია კონკურსანტების შეფასებისას მოქმედებდა თანამშრომლების შესარჩევი საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის წევრების მიერ თანამშრომელთა შერჩევისას ადგილი არ ქონია კანონის დარღვევას და შესაბამისად არ დარღვეულა მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლებები.
სასამართლოს დასკვნით, საკონკურსო კომისიას კონკურსის ჩატარებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ც-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ც-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე