გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15604-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - ე---------- შ--–--------ა, ი-- ს------–---ი
მოპასუხე -დ----- ც--–----–---–ი, თ---------- ც--–----–---–ი
წარმომადგენელი - ე---------- მ------–---–ი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება რეალიზაციის გზით
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს დ----- ც--–----–---–ის, თ---------- ც--–----–---–ის, ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ის საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ. დ------–---–ის #83, მდებარე 451 კვ.მ., ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი #0--------------- საზიარო უფლება, განხორციელდეს უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია და თანამესაკუთრეებს შორის მათი წილების პროპორციული თანხების განაწილება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა რ.დ------–---–ი (ყოფ.შ------ს) N 83-ში მდებარე 451 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეები არიან მოსარჩელეები ე---------- შ--–--------ა და ი-- ს------–---ი 1/3 წილის, ხოლო მოპასუხეები დ-----ი ც--–----–---–ი და თ---------- ც--–----–---–ი 2/3 ნაწილის. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საზიარო საგნის - ნატურით გაყოფა შეუძლებელია. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად. სადავო ბინის წინა თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელეების და, ა-------- შ--–--------ი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაევალა მოსარჩელეების საერთო ბინის სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუმცა ა-------- შ--–--------მა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზნით, თავისი წილი გაასხვისა საკუთარ შვილსა და შვილიშვილზე - დ----- ც--–----–---–სა და თ---------- _ ც--–----–---–ზე.
სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 15 მაისის წერილიდან ირკვევა, რომ აღმასრულებელი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები, ახალი მესაკუთრეების მიმართ, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ სააღსრულებო წარმოების მხარეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მიუხედავად ამისა, რომ ისინი წარმოადგენენ აღნიშნული ქონების 1/3 წილის თანამესაკუთრეებს, მოპასუხეები ხელს უშლიან აღნიშნული ქონებით სარგებლობაში. წართმეული აქვთ ყოველგვარი შესაძლებლობა ისარგებლონ სადავო მიწის ნაკვეთით და იცხოვრონ მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებში. ამ მიზნით განხორციელებული მოსარჩელეების ყველა ვიზიტი მთავრდება საპატრულო პოლიციის გამოძახებით. სადავო უძრავი ქონების მდგომარეობა არ შეცვლილა 2008 წლიდან დღემდე.
შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ საზიარო ქონების გამიჯვნა ვერ ხდება ნატურით გაყოფის გზით, მოსარჩელ მხარის მოთხოვნას წარმოადგენს საზიარო უფლების გაყოფა აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის ფორმით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა დ----- ც--–----–---–მა და თ---------- ც--–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ქ.თბილისი, რ. დ------–---–ის (ყოფ.შ------ს) ქ. #83-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) დღეის მდგომარეობით წარმოადგენს თანასაკუთრებას, 2/3 წილის მესაკუთრეები და მფლობელები არიან დ----- და თ---------- ც--–----–---–ები, ხოლო 1/3 წილის მესაკუთრეები ე---------- შ--–--------ა და ი-- ს------–---ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე---------- შ--–--------ასა და ი-- ს------–---ას სასარჩელო მოთხოვნები საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სასამართლომ ჩათვალა, რომ უძრავი ქონების ნატურით გაყოფა არ შეესაბამება კანონის ნორმებს, ხოლო რაც შეეხება თანხის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით არის უსაფუძვლო და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული ვინაიდან ე---------- შ--–--------ამ და ი-- ს------–---ამ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება ვერ შესძლეს.
ა-------- შ--–--------ი არის დ----- ც--–----–---–ის დედა და თ---------- ც--–----–---–ის ბებია, ასევე მოსარჩელეების და. 2014 წლის 12 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია მოსამართლე ბ-----------ის მიერ ა-------- შ--–--------ს აღეკვეთა მოსარჩელეებისათვის ქ.თბილისში, რ. ფ.შ------ს) ქ. #83-ში (ს/კ 0---------------) მისამართზე მდებარე 451 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით სარგებლობით უკანონო ხელშეშლა.
მოპასუხე მხარის განმარტებით, ვინაიდან ა-------- შ--–--------ი იყო ქ.თბილისში, რ, დ------–---–ის (ყოფ.შ------ს) ქ. #83-ში (ს/კ 0---------------) უძრავი ქონების 2/3 წილის მესაკუთრე მას სრული უფლება ჰქონდა თავის კუთვნილი წილის განკარგვის გაყიდვის, გაჩუქების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ). ა-------- შ--–--------მა კანონით მინიჭებული ნება გამოხატა, ჩუქება განახორციელა შვილზე და შვილიშვილზე, არა იმიტომ რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დარჩეს აღუსრულებელი, არამედ იმიტომ, რომ მას ქონდა სურვილი (კეთილი ნება), რომ მისი კუთვნილი წილი ეჩუქებინა შვილისთვის და შვილიშვილისათვის. სადავო უძრავი ქონების 2/3 წილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში. აღირიცხნენ მესაკუთრეებად დ----- და თ---------- ც--–----–---–ები.
მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ მოსარჩელეებთან შეთავაზება იმისა, რომ მათი წილის (1/3) შესაბამის საბაზრო ღირებულებას კომპენსაციის სახით (ფულადი თანხით) გადაუხდიდნენ და 1/3 გადაეცათ მათ საკუთრებაში (ნასყიდობის საფუძველზე), მაგრამ მოსარჩელეების მხრიდან ყოველთვის მოდიოდა აგრესია მოპასუხეების მიმართ, არაერთ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ სიტყვებს ეუბნეოდნენ, მოპასუხეების ოჯახის წევრებს აყენებდნენ შეურაცხოფას და თავადვე იძახებდნენ საპატრულო პოლიციას (დასწრების პრინციპით) და ასევე განყოფილებაში არაერთხელ აქვთ შეტანილი საჩივრები ძველი მესაკუთრის ა-------- შ--–--------ის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარეებს საქმეში აქვთ წარმოდგენილი ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ეხება იმ დროს როდესაც თავდაპირველი მესაკუთრე იყო ა-------- შ--–--------ი და არა ახალ მესაკუთრეებზე დ----- და თ---------- ც--–----–---–ებზე. მიუხედავად მოპასუხეების არაერთი მცდელობისა მოსარჩელე მხარეები არ მოდიან მორიგებაზე (მედიაციაზე, პირიქით ყველანაირად ცდილობენ მოპასუხე მხარეს მიაყენონ ზარალი: კერძოდ ჯერ იყო და თავდაპირველი მესაკუთრის ა-------- შ--–--------ის წინააღმდეგ შეიტანეს მერიაში (ზედამხედველობის სამსახურში) არაერთი საჩივარი უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ დ----- და თ---------- ც--–----–---–ების წინააღმდეგ ანალოგიური მოთხოვნით. მიუხედავად ყველაფრისა დ----- და თ---------- ც--–----–---–ები გამოთქვამენ მზაობას მორიგების გონივრულ პირობებზე, რათა სამომავლოდ აიცილონ ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, რ. დ------–---–ის (ყოფ. შ------ს) #83, საკადასტრო კოდი #0--------------- თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით დ----- ც--–----–---–ს, ე---------- შ--–--------ას, თ---------- ც--–----–---–ს და ი-- ს------–---ას, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: დ----- ც--–----–---–ი, თ---------- ც--–----–---–ი - 2/3 ნაწილი, ე---------- შ--–--------ა, ი-- ს------–---ა - 1/3 ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ას სასაჩელო მოთხოვნები საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, რ. დ------–---–ის (შ------ს) ქ. #83, რომლის თანამესაკუთრეებსაც წარმოადგენენ ე---------- შ--–--------ა, ი-- ს------–---ა და ა-------- შ--–--------ა, საზიარო უფლების გაუქმება მისი ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2009 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-28);
- სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ე---------- შ--–--------ის და ი-- ს------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა-------- შ--–--------ს აღეკვეთა მოსარჩელეების - ე---------- შ--–--------ასთვის და ი-- ს------–---ისთვის თბილისი, რ. დ------–---–ის (ყოფ. შ------ს) ქუჩა #83 მისამართზე მდებარე 451 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (საკადასტრო კოდი #0---------------) სარგებლობის უკანონო ხელშეშლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 37-39);
- სასამართლოს 2014 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-45);
- 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 46);
- 2015 წლის 15 მაისის #42345 წერილი (ს.ფ. 47-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. უნდა გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით სრულფასოვანად და მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობისას თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
მითითებული ნორმის შესაბამისად, საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც ერთ-ერთი მესაკუთრე საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ხოლო ამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ქონებაზე უნდა მოხდეს მისი ნატურით გაყოფის გზით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი რეალიზაციის და ამონაგები თანხის განაწილების მეშვეობით. მითითებულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა უნდა იქნეს დადგენილი ქონების ნატურით დაყოფის შეუძლებლობა, რაც თავისთავად საზიარო უფლების სხვაგვარი სახით გაუქმების მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ნატურით გაყოფისას გამოყოფის შედეგად მიღებულმა თითოეულმა ქონებამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირებულება, რაც გულისხმობს მისი იმგვარი სახით გამიჯვნას, რაც იძლევა შესაძლებლობას თითოეული მესაკუთრის საკუთრებაში დარჩენილი ქონების სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნებასა და არ გამოიწვევს მისი ღირებულების შემცირებას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ას სასარჩელო მოთხოვნები საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, რ. დ------–---–ის (შ------ს) ქ. #83, რომლის თანამესაკუთრეებსაც წარმოადგენენ ე---------- შ--–--------ა, ი-- ს------–---ა და ა-------- შ--–--------ა, საზიარო უფლების გაუქმება მისი ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების სავარაუდო გაყოფის შემთხვევაში, სახლზე უნდა განხორციელდეს გარკვეული გადაკეთებები: #2 და #3 ოთახებს შორის არსებული კარები ამოშენდეს, #3 და #4 ოთახებს შორის მოეწყოს კარი. დასკვნაში ასევე მიეთითა, რომ მოსარჩელეების აბაზანა-ტუალეტის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დასკვნაში შემოთავაზებული გაყოფის შემთხვევაში იგი უნდა მოეწყოს ეზოში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი შეადგენს 451 კვ.მ.-ს, რომლის გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია, რაც მოწმობს, რომ მისი რეალურად გაყოფა მხარეთა წილების შესაბამისად ვერ მოხდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შეუძლებელია უძრავ ქონებაზე საიზარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით, უნდა მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ალტერნატიული გზით - ქონების აუქციონზე რეალიზაციით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%.
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეებს დ----- ც--–----–---–ს და თ---------- ც--–----–---–ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ე---------- შ--–--------ასა და ი-- ს------–---ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს დ----- ც--–----–---–სა (პირადი ნომრით 0----------) და თ---------- ც--–----–---–ს (პირადი ნომრით 0----------) აეკრძალოთ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2/3 წილის მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა რ. დ------–---–ი (ყოფილი შ------ს, N 83; ნაკვეთი 0------ დაზუსტებული ფართობი 451.00 კვ.მ. ს/კ: 0--------------- - ის გასხვისება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ე---------- შ--–--------ას, ი-- ს------–---ს, დ----- ც--–----–---–ს და თ---------- ც--–----–---–ს შორის საზიარო უფლება ქ. თბილისი, რ. დ------–---–ის (ყოფ. შ------ს) N83-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ N0---------------), ამ ქონების რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად.
3. დ----- ც--–----–---–ს და თ---------- ც--–----–---–ს მოსარჩელეების ე---------- შ--–--------ას და ი-- ს------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე