განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 140100117002557384
N1/494-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.12.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გ------- მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
(ბრალდებულის დაუსწრებლად)
ბრალდების მხარე
პროკურორი - რუსუდან ლაბაძე
დაცვის მხარე
ადვოკატი - სოსო ჯოგლიძე
ბრალდებული - ი----- მ----–ის ა----–ი ა-------ე, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------./, დაოჯახებული, უმაღლესი გა--თლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.---------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: კ---ის რაიონი, სოფელი დ----ი.
კვალიფიკაცია
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და--შაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- ა-------ემ ჩაიდინა თაღლითობა - ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ი----- ა-------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 29 იანვარს, ქალაქ კ---ში, ვაჟა ფშაველას ქუჩა N---ში მდებარე ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ი----ა ა-------ემ და ა-- დ------–---–მა მოტყუებით, ვ----– ბ-----–---–ს გადასცეს ინდივიდუალურ მეწარმე ე-–------- ა-------ზე რეგისტრირებული „B--“-ის მარკის ავტომანქა--, სახელმწიფო ნომრით A------, რის სა--ცვლოდაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, ვ----– ბ-----–---–ს გამოართვეს ფულადი თანხა 5340 (ხუთიათას სამას ორმოცი) ლარის ოდენობით, რითაც ვ----– ბ-----–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ი----- ა-------ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- ა-------ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არამედ, ი----- ა-------ის მიერ განხორციელებულია თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამდენად, ი----- ა-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს გადაწყვეტილება ი----- ა-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ ემყარება ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ა--ლიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობად დაკვალიფიცირების შესახებ არ იქნა გაზიარებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
ამდენად, სასამართლო გა--ჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ყურადღებას მიაქცევს მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ერთი მხრივ, ბრალდების მხარის არგუმენტებს კვალიფიკაციის საკითხთან მიმართებაში, მეორე მხრივ, დაცვის მხარის პოზიციას ი----- ა-------ის უდა--შაულოდ ცნობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა არაერთი მოწმე, რამაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნა სასამართლო ი----- ა-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენაში. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გა--ჩენში ასახოს საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას დაკითხულ პირთა ჩვენებები.
ვ----– ბ-----–---–ის ჩვენებით, რომელიც იმავდროულად არის დაზარალებული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მას საცხოვრებელ სახლში - ქ. კ---ი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N--, გახსნილი ჰქონდა ავტომანქანების სახელოსნო, სადაც იგი ახდენდა დაზიანებული ავტომანქანების შეკეთებას. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა გ------ კ--–--------–---–თან, რომელსაც, თავის მხრივ, გერმანიიდან ჩამოჰყავდა დაზიანებული ავტომანქანები და შესაკეთებლად მიჰყავდა მასთან, რის შემდეგაც ხდებოდა შეკეთებული ავტომანქანების რეალიზება გ------ კ--–--------–---–ის მიერ.
2013 წელს, გ------ კ--–--------–---–მა, ვ----– ბ-----–---–ს შესაკეთებლად მიუყვა-- ვერცხლისფერი ,,B---ს“ მარკის ავტომანქა-- (სახელმწიფო ნომრით ,,A--------”), რომელიც დაზარალებულმა დაახლოებით ხუთ დღეში შეაკეთა. აღნიშნულიდან დაახლოებით ოცი დღის განმავლობაში - 2013 წლის აგვისტოს თვეში, გ------ კ--–--------–---–ი კვლავ დაუკავშირდა ვ----– ბ-----–---–ს და სთხოვა ზემოაღნიშნული ავტომანქანის შეკეთება, ვინაიდან იგი იყო დამტვრეული. 2014 წელს, ქ. რუსთავში, ავტომანქანების ბაზრობაზე, ვ----– ბ-----–---–ს შეხვდა გ------ კ--–--------–---–ი და უთხრა, რომ ავტომანქა--, რომელიც მასთან იყო შესაკეთებლად, იყიდებოდა და შესთავაზა მისი შეძენა, რითაც დაზარალებული დაინტერესდა და ითხოვა მესაკუთრესთან გასაუბრება.
დაახლოებით 2014 წლის 20 იანვარს, გ------ კ--–--------–---–ი და ი----- ა-------ე მივიდნენ ვ----– ბ-----–---–თან სახლში. ვინაიდან, ი----- ა-------ე დაზარალებულს გააცნეს როგორც ავტომანქანის მესაკუთრე, მხარეთა შორის მოხდა ავტომანქანის ფასზე შეთანხმება, რომლის თა--ხმადაც, თავდაპირველად ვ----– ბ-----–---–ი ი----- ა-------ეს გადაუხდიდა 3000 აშშ დოლარს, ხოლო მანქანის მის სახელზე გადაფორმების შემდეგ კი და--რჩენ თანხას - 200 აშშ დოლარს. აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 29 იანვარს, დაზარალებულთან სახლში, ტაქსით მივიდნენ ი----- ა-------ე და ა-- დ------–---–ი, რა დროსაც ვ----– ბ-----–---–მა, ი----- ა-------ეს გადასცა 3000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, მას მთელი ამ პროცესის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ი----- ა-------ესთან, როგორც ავტომანქანის მესაკუთრესთან, ხოლო ა-- დ------–---–თან მას არა--ირი შემხებლობა არ ჰქონია - ა-- დ------–---–ი იჯდა სამარშრუტო ტაქსში მძღოლთან ერთად. თანხის გადაცემის შემდეგ, ვ----– ბ-----–---–მა ი----- ა-------ეს გადასცა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რათა, უკვე შეძენილი ავტომანქანის დაზარალებულზე გადაფორმების მიზნით, გაკეთებულიყო გენერალური მინდობილობა. აღნიშნულის შემდეგ, ი----- ა-------ესთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა ამ უკა--სკნელის მიზეზით.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ვ----– ბ-----–---–თან მივიდნენ ლომბარდის თა--მშრომლები, რომელთაც მას აცნობეს, რომ ავტომანქა--, რომელიც მან შეიძინა ი----- ა-------ისგან, იყო ლომბარდის საკუთრება, ხოლო თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა არა ი----- ა-------ე, არამედ ა-- დ------–---–ი. აღნიშნულის თაობაზე დაზარალებულმა აცნობა გ------ კ--–--------–---–ს, რომელიც თავადაც გაკვირვებული დარჩა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ლომბარდის თა--მშრომლები ვ----– ბ-----–---–თან სახლში იმყოფებოდნენ, გ------ კ--–--------–---–ის ტელეფონით, ი----- ა-------ე გაესაუბრა მათ და უთხრა, რომ სალომბარდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას დაფარავდა ერთ თვეში. ვინაიდან დაზარალებულმა კვლავ ვერ მოახერხა ი----- ა-------ესთან კომუნიკაცია, მან გაიგო მისი მისამართი - კ---ის რაიონის სოფელი დ----ი და სცადა ნაცნობის, ი----- ა-------ის მეზობლის - შ--–-- ტ-----–---–ის მეშვეობით დაკავშირებოდა მას. აღნიშნულის შემდეგ, შ--–-- ტ-----–---–მა, ი----- ა-------ის დავალებით, ვ----– ბ-----–---–ს გადასცა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უთხრა, რომ ავტომანქა--სთან დაკავშირებული საკითხებიც მალევე მოგვარდებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ი----- ა-------ე და ა-- დ------–---–ი მივიდნენ ვ----– ბ-----–---–თან და დაპირდნენ მის მიერ ავტომანქა--ში გადახდილი თანხის - 3000 აშშ დოლარის ერთ თვეში დაბრუნებას, რაზედაც დაზარალებული დათანხმდა და მის მიმართ განხორციელებული ფაქტის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი არ შეიტა--, თუმცა, პირობა არ შესრულებულა - ა-- დ------–---–მა დაზარალებულს გადაუხადა მხოლოდ 300 აშშ დოლარი და კვლავ სთხოვა დრო თანხის გასასტუმრებლად.
ვ----– ბ-----–---–ის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობას ადასტურებს მისი მეუღლე ნ-----–ა ბ-----–---–ი. მოწმის ჩვენების თა--ხმად, 2014 წლის 29 იანვარს, მან და მისმა მეუღლემ - ვ----– ბ-----–---–მა ი----- ა-------ისგან შეიძინეს ,,B--“ მარკის ავტომანქა--, სახელმწიფო ნომრით ,,A-- 2--“. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქა--, თავდაპირველად, გ------ კ--–--------–---–მა ვ----– ბ-----–---–თან მიიყვა-- შესაკეთებლად, რის შემდეგაც, დაახლოებით ერთ კვირაში, ავტომანქა-- შეკეთდა. აღნიშნულიდან ძალიან მალე, გ------ კ--–--------–---–მა იგივე ავტომანქა-- კვლავ მიიყვა-- შესაკეთებლად ვ----– ბ-----–---–თან, რომლის სახელოსნოშიც ავტომანქა-- თვეების განმავლობაში დარჩა. ავტომანქა--ს ხშირად აკითხავდა გ------- კ--–--------–---–ი, რომელმაც ვ----– ბ-----–---–ს შესთავაზა ავტომანქანის ყიდვა.
2014 წლის 20 იანვარს, გ------ კ--–--------–---–მა ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში მიიყვა-- ი----- ა-------ე და მათ გააცნო როგორც ავტომობილის მესაკუთრე, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ ავტომანქანის ნასყიდობაზე, ხოლო ფასად კი განისაზღვრა 3200 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 29 იანვარს, მათთან მივიდნენ გ------ კ--–--------–---–ი, ი----- ა-------ე და ა-- დ------–---–ი. მათ ვ----– ბ-----–---–მა გადასცა 3000 აშშ დოლარი და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამის შემდეგ ისინი ხშირად უკავშირდებოდნენ ი----- ა-------ეს, მაგრამ ი----- ა-------ე ტელეფონზე ხშირ შემთხვევაში არ პასუხობდა, ან პასუხობდა და ჰპირდებოდა ავტომანქანის გადაფორმებას მის საკუთრებაში. მოწმის განმარტებით, ი----- ა-------ე ამბობდა, რომ საბუთების საკითხი უნდა მოეგვარებინა ა-- დ------–---–ს, რომელიც იმჟამად საქართველოში არ იმყოფებოდა. ნ-----–ა ბ-----–---–ის განმარტებით, მათ არ იცოდნენ, რომ ი----- ა-------ისგან შეძენილი ავტომანქა-- წარმოადგენდა ლომბარდის საკუთრებას. აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მათთან სახლში მივიდნენ ლომბარდის თა--მშრომლები. მოწმემ და მისმა მეუღლემ მათგან შეიტყვეს, რომ ავტომანქა-- წარმოადგენდა ე-–------- ა------ის საკუთრებას.
აღნიშნულის შემდეგ, ნ-----–ა ბ-----–---–ი თავად დაუკავშირდა ი----- ა-------ეს და სთხოვა მათთან მისვლა, რის შემდეგაც მათ შეხვდნენ ი----- ა-------ე, ა-- დ------–---–ი და ახალგაზრდა მამაკაცი. ი----- ა-------ე მათ დაჰპირდა თანხის სრულად დაბრუნებას.
ვ----– ბ-----–---–ის ჩვენებას ადასტურებს შ--–-- ტ-----–---–ი, რომლის განმარტებითაც, 2014 წელს, ვ----– ბ-----–---–მა მას სთხოვა ი----- ა-------ესთან მისვლა, რათა მისგან წამოეღო დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმის განმარტებით, იგი იყო ი----- ა-------ის მეზობელი, ხოლო ვ----– ბ-----–---–ს კი იცნობდა ამ უკა--სკნელის საქმიანობიდან გამომდინარე.
მოწმე გ------- კ--–--------–---–ი, რომელსაც აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც გ------ს, ადასტურებს ვ----– ბ-----–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამასთან განმარტავს, რომ იგი იცნობს ი----- ა-------ეს, ხოლო ა-- დ------–---–ი გაიცნო მას შემდეგ, რაც 2013 წელს მას მიჰყიდა გერმანიიდან ჩამოყვანილი ავტომანქა-- ,,B---“ (სახელმწიფო ნომრით ,,A------”). გ------- კ--–--------–---–ის განმარტებით, ზემოაღნიშნული ავტომანქა--, გაყიდვის შემდეგ დაამტვრიეს, რის შესახებაც მას აცნობა ი----- ა-------ემ. მოწმე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა ა-- დ------–---–ი დედასთან ერთად და შესთავაზა მათ ავტომანქანის შეკეთებაში დახმარება. აღნიშნულის შემდეგ დამტვრეული ავტომანქა-- გ------- კ--–--------–---–მა წაიყვა-- მის საცხოვრებელ სახლში - სოფელ მ-----ში, რის შემდეგაც მან ნახა ვ----– ბ-----–---–ი - მისი ნაცნობი ხელოსანი და სთხოვა ავტომანქანის შეკეთება, რაზეც იგი დათანხმდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქა-- ვ----– ბ-----–---–თან დაახლოებით რვა თვე ეყენა. მოგვიანებით, მოწმეს ქ. რუსთავში, ავტობაზრობაზე, შეხვდა დაზარალებული და ჰკითხა ხომ არ აპირებდნენ ავტომანქანის გაყიდვას. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ ჰკითხა ი----- ა-------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანის გაყიდვას აპირებდა ა-- დ------–---–ი და სთხოვა წა----–იყვნენ ხელოსანთან. 2014 წლის ზამთარში, მოწმემ ი----- ა-------ე მიიყვა-- ვ----– ბ-----–---–თან, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ავტომანქა--ს ა-- დ------–---–ი გაყიდდა 3000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მისთვის ცნობილია ი----- ა-------ისგან. მან აგრეთვე განმარტა, რომ მისთვის უცნობია, უთხრა თუ არა ი----- ა-------ემ დაზარალებულს ავტომანქანის მესაკუთრის თაობაზე. გარკვეული პერიოდის შემდგომ, გ------- კ--–--------–---–მა ჰკითხა ვ----– ბ-----–---–ს თუ რა ხდებოდა ავტომანქანის გადაფორმების საკითხზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერ არ გადაუფორმებია და პირადობა გადასცა ი----- ა-------ეს გენერალური მინდობილობის გაკეთების მიზნით. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია უშუალოდ თანხის გადაცემის დრო და ის გარემოება, იცოდა თუ არა ვ----– ბ-----–---–მა იმის თაობაზე, რომ მანქა-- ლომბარდის კუთვნილება იყო. მისივე განმარტებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ი----- ა-------ესთან და იცოდა რომ ეს უკა--სკნელი ყველაფერს აკეთებდა ა-- დ------–---–თან შეთანხმებით.
მოწმე ა-- დ------–---–ის ჩვენებით, იგი ი----- ა-------ეს იცნობს 2013 წლის თებერვლის თვიდან. მოწმის განმარტებით, ი----- ა-------ეს - მისივე თქმით, ჰყავდა ბიძა გერმანიაში, რომელიც დაეხმარებოდა ა-- დ------–---–ს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკის შეძენაში, რისთვისაც მოწმემ ი----- ა-------ეს გადასცა ფულადი თანხა და ძვირფასეულობა.
ვინაიდან ი----- ა-------ემ იცოდა, რომ ა-- დ------–---–ს სურდა ავტომანქანის შეძენა, მან მოწმესთან მიიყვა-- ვერცხლისფერი ,,B---ს“ მარკის ავტომანქა-- (სახელმწიფო ნომრით ,,A------”) და უთხრა რომ მას ყიდიდა გ------ კ--–--------–---–ი 6000 აშშ დოლარად. ვინაიდან ი----- ა-------ე იმ ვალს არ აბრუნებდა, რაც ა-- დ------–---–ი ოჯახისგან ჰქონდა წაღებული და არც შეპირებული ტექნიკა ჩანდა, მან მიუტა-- მოწმეს ავტომანქანის შესაძენად საჭირო თანხა და უთხრა, რომ თავად არ უნდოდა გამოჩენილიყო გ------ კ--–--------–---–თან როგორც მყიდველი. აღნიშნულზე მოწმე დათანხმდა, 6000 აშშ დოლარი გამოაკლო ი----- ა-------ის მიერ დასაფარ ვალს და 2013 წლის 25 ივნისს ავტომანქა-- გაფორმდა ა-- დ------–---–ის სახელზე.
2013 წლის 22 აგვისტოს სალომბარდე ხელშეკრულების საფუძველზე, ა-- დ------–---–ზე გაიცა სესხი 2400 აშშ დოლარი, ხოლო გარანტიის სახით ა-- დ------–---–ის კუთვნილი ავტომანქა-- ,,B--“ (სახელმწიფო ნომერი ,,A-- 2--“, გამოშვების წელი 1999) საკუთრებაში გადაეცა ლომბარდის თა--მშრომელს - ე-–------- ა-------ს, თუმცა, ავტომანქა-- დარჩა მოწმის მფლობელობაში. მოგვიანებით, ი----- ა-------ემ ა-- დ------–---–ს სთხოვა ავტომანქა--. მოწმის ჩვენების თა--ხმად, მან ი----- ა-------ეს დროებით გადასცა როგორც ავტომანქა--, აგრეთვე ავტომობილის საბუთები, მათ შორის, სალომბარდე ხელშეკრულება. დაახლოებით 2013 წლის სექტემბრის თვეში, ი----- ა-------ემ დაურეკა მოწმეს და უთხრა, რომ მოუვიდა ავარია მისი მანქანით. ა-- დ------–---–ი დედასთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ი----- ა-------ე და გ------ კ--–--------–---–ი. ამ უკა--სკნელმა გამოიძახა ე.წ ,,ევაკუატორი“ და ავტომაქა-- გადაიყვა-- მის საცხოვრებელ სახლში, ხოლო შემდეგ კი ვ----– ბ-----–---–თან სახელოსნოში.
2015 წელს, იანვრის თვეში, კ--ა გ------ის ავტომობილით, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი, ა-- დ------–---–ი და ი----- ა-------ე მივიდენენ ვ----– ბ-----–---–თან სახლში. მოწმეს უშუალოდ ვ----– ბ-----–---–ი არ უნახავს, არამედ მან ნახა ავტომობილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შეკეთებული. მოწმის ჩვენების თა--ხმად, იგი დაზარალებულისა და ი----- ა-------ის მოლაპარაკებას არ შესწრებია, თუმცა, უკან დაბრუნებისას ი----- ა-------ემ მას უთხრა, რომ ავტომანქანის შეკეთება ჯდებოდა ძალიან ძვირი და ამიტომ მიჰყიდა ვ----– ბ-----–---–ს 3200 აშშ დოლარად, საიდა--ც 3000 აშშ დოლარი მან უკვე აიღო, ხოლო 200 აშშ დოლარს მას დაზარალებული გადასცემდა მაშინ, როდესაც მანქა-- გადავიდოდა მის საკუთრებაში. ა-- დ------–---–ის განმარტებით, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ი----- ა-------ემ მას თანხა არ გადასცა. ამასთან, მოწმის განმარტებით, მას ე-–------- ა------ისთვის არ უთქვამს ავტომანქა--სთან დაკავშირებული გარიგების თაობაზე, არამედ ე-–------- ა------- თავად ჩავიდა მასთან სახლში და ამ დროს გაარკვია, რომ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქა-- იმყოფებოდა ქ. კ---ში მდებარე ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში.
აღნიშნულის შემდეგ ა-- დ------–---–ს დაუკავშირდა ვ----– ბ-----–---–ი და სთხოვა მას მის მიერ შეძენლი ავტომანქანის საკუთრებაში გადაცემა. მოწმის განმარტებით, ი----- ა-------ესთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა და როგორც მისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, ი----- ა-------ეს წამოღებული ჰქონდა ვ----– ბ-----–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იმ პირობით, რომ საკუთრებაში გადასცემდა ე-–------- ა------ის კუთვნილ ავტომობილს.
დ--–- დ------–---–ი ადასტურებს ა-- დ------–---–ის მიერ საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას მიცემულ ჩვენებას და განმარტავს, რომ ი----- ა-------ემ ვ----– ბ-----–---–ს ე-–------- ა------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქა-- გადასცა ა-- დ------–---–ის ნებართვის გარეშე, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე არაფერი იცოდა.
მოწმე ვ----– ჩ-----–---–ის ჩვენებით, იგი არის ტაქსის მძღოლი და ი----- ა-------ეს იცნობს მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ი----- ა-------ე მას დაუკავშირდა, როდესაც შეემთხვა ავტოავარია და სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა - ავტომაგისტრალზე, ახალქალაქთან. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მას დახვდნენ ი----- ა-------ე, ა-- დ------–---–ი, ამ უკა--სკნელის დედა - დ--–- დ------–---–ი და პატარა ბავშვი. ი----- ა-------ემ მოწმეს სთხოვა წაეყვა-- იგი კ---ის რაიონის სოფელ დ----ში - მის საცხოვრებელ სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ, მას კვლავ დაუკავშირდა ი----- ა-------ე, რომელსაც სურდა ესარგებლა ტაქსით და ამასთა--ვე საუბრის დროს მოწმეს უთხრა, რომ ავტოავარია მოუვიდა ა-- დ------–---–ს.
მოწმე კ--აბერ გ------ის განმარტებით, იგი დიდი ხანია იცნობს ი----- ა-------ეს და ა-- დ------–---–ს. სახელდობრ, როდესაც იგი 2013-2014 წლებში მუშაობდა ტაქსის მძღოლად, ისინი იყვნენ მისი კლიენტები. 2014 წლის 29 იანვარს, მას დაუკავშირდა ი----- ა-------ე და სთხოვა წაყვა-- ქ. კ---ში. მოწმის განმარტებით, ი----- ა-------ეს თან ახლდა ა-- დ------–---–ი. კ--აბერ გ------ე ა-- დ------–---–თან ერთად მივიდა სახლთან განთავსებულ ავტომანქა--სთან და დაინახა ვერცხლისფერი ,,B---ს” მარკის ავტომობილი, რომელიც იყო დაზიანებულ მდგომარეობაში. აღნიშნულის შემდეგ ა-- დ------–---–ი და კ--აბერ გ------ე წამოვიდნენ და ჩასხდნენ ტაქსში, ხოლო ი----- ა-------ე სახლის ეზოში შევიდა, საიდა--ც მათთან მოგვიანებით დაბრუნდა. ამ დროს, სახლიდან გამოვიდა შუა ასაკის მამაკაცი, მივიდა ავტომობილთან ა-- დ------–---–ის მხარეს - სადაც იგი იჯდა, გამოაღო მანქანის კარი და დაიწყო საუბარი, რომლის შინაარსიც მოწმეს არ გაუგია, თუმცა, გზაში შეამჩნია, რომ ა-- დ------–---–ი და ი----- ა-------ე თვლიდნენ დოლარის კუპიურებს, რომელთა წარმომავლობაც მოწმისთვის უცნობია.
მოწმე ე-–------- ა------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, არის ინდივიდულაურ მეწარმე „ე-----–-----ის“ პარტნიორი, რომელსაც ქ. გორში აქვს ლომბარდი. სალომბარდე საქმიანობის შესაბამისად, ხდება სესხის გაცემა ავტომანქანის უზრუნველყოფით - ე.ი. ავტომობილი გადადის ე-–------- ა------ის საკუთრებაში, თუმცა, ყოფილ მესაკუთრეს უნარჩუნდება მისი ექსპლუატაციის უფლება.
2013 წლის 22 აგვისტოს ე-–------- ა-------სა და ა-- დ------–---–ს შორის დაიდო სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თა--ხმადაც ა-- დ------–---–ის სახელზე სესხის სახით გაცემულ იქნა 2400 (ორი ათას ოთხასი) აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად კი ე-–------- ა-------ზე გადაფორმდა ა-- დ------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქა-- - ,,B--“ (სახელმწიფო ნომერი ,,A--------“, გამოშვების წელი 1999). მხარეთა შორის გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულების თა--ხმად, აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენდა ე-–------- ა-------, ხოლო ავტომანქა-- ტარების უფლებით გადაეცა ა-- დ------–---–ს. ა-- დ------–---–ი გარკვეული დროის განმავლობაში იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. ე-–------- ა------ის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ა-- დ------–---–მა შეწყვიტა თანხის გადახდა, მოწმე მივიდა მასთან და სთხოვა თანხის დაბრუნება ან ავტომანქანის მიყვა--. აღნიშნულის შემდეგ, მოწმისთვის ა-- დ------–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ ავტომანქა-- იმყოფებოდა კ---ში, ხელოსან ვ----– ბ-----–---–თან. 2015 წლის აპრილის თვეში ე-–------- ა-------, ე-----–-----ესთან ერთად, მივიდა ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა 2013 წელს ავტომანქა-- შეიძინა ი----- ა-------ისგან. აღნიშნულის შემდეგ, მოწმე დაუკავშირდა ი----- ა-------ეს, რომელიც მას დაჰპირდა ვალის გასტუმრებას.
მოწმის განმარტებით, ვ----– ბ-----–---–მა არაფერი იცოდა ა-- დ------–---–სა და ე-–------- ა-------ს შორის არსებული სალომბარდე ხალშეკრულების თაობაზე.
მოწმე ე-–------- ა------ის ჩვენება დადასტურებულია მასსა და ა-- დ------–---–ს შორის 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებით.
საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, ი----- ა-------ემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და იყენებდა მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
დასახელებული ნორმების არსი და მათი სამართლებრივი მნიშვნელობა განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა--მტკიცებს უდა--შაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თა--ხმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდა--შაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს გა--ჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთა--ვე, და--შაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული და--შაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, გა--ხორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდა--შაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას ი----- ა-------ის ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობად დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „და--შაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ და--შაულის ერთობლივად ჩასადენად.“ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება ა-- დ------–---–ის თა--მონაწილეობა ი----- ა-------ის მიერ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებულ და--შაულებრივ ქმედებასთან.
საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ა-- დ------–---–ს განზრახული ჰქონდა ვ----– ბ-----–---–ის მიმართ თაღლითური ქმედების განხორციელება. უშუალოდ დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებათა ერთობლიობითაც დგინდება, რომ დაზარალებულს ავტომანქა--სთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ი----- ა-------ესთან, როგორც ავტომანქანის მესაკუთრესთან და თანხაც გადასცა უშუალოდ მას. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა-- დ------–---–მა ი----- ა-------ესთან წინასწარი შეთანხმებით გა--ხორციელა ვ----– ბ-----–---–ის მიმართ თაღლითური ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯგუფურობა, გულისხმობს და--შაულის ჩამდენ პირთა წინასწარ შეთანხმებას და--შაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე - იმ გეგმისა და ტაქტიკის წინასწარ დასახვას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შეთანხმებული ქმედება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ი----- ა-------ე და ა-- დ------–---–ი ტაქსის მძღოლთან ერთად იმყოფებოდნენ ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ ა-- დ------–---–ი საქმის კურსში იყო და მეტიც, მონაწილეობდა ი----- ა-------ის მიერ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებულ თაღლითობაში, მითუმეტეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველ მოწმეთა და უშუალოდ დაზარალებულის ჩვენებებით საწინააღმდეგო დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ა-------ის ქმედებაში არ იკვეთება ჯგუფურობის ნიშანი და შესაბამისად მის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ი----- ა-------ემ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ გა--ხორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დაზარალებულ ვ----– ბ-----–---–ისა და მისი მეუღლის ნ-----–ა ბ-----–---–ის ურთიერთთავსებადი ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომანქანის ნასყიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათ კომუნიკაცია ჰქონდათ უშუალოდ ი----- ა-------ესთან, რომელიც მიაჩნდათ ავტომანქანის მესაკუთრედ, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია მათ ჰქონდათ თავად ბრალდებულისგან. აგრეთვე, ფულადი თანხა 3 000 აშშ დოლარის ოდენობით ვ----– ბ-----–---–მა გადასცა უშუალოდ ი----- ა-------ეს. ვ----– ბ-----–---–ს ა-- დ------–---–თან შემხებლობა ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მის მიმართ ი----- ა-------ის მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედების თაობაზე.
ა-- დ------–---–ის ჩვენების თა--ხმად, ი----- ა-------ემ იცოდა ის გარემოება, რომ ავტომანქა-- აღარ იყო ა-- დ------–---–ის საკუთრებაში და სწორედ ამ პირობებში მოახდინა ლომბარდის კუთვნილი ავტომანქანის ვ----– ბ-----–---–ისთვის მიყიდვა, რის თაობაზეც ა-- დ------–---–ისთვის ცნობილის გახდა ი----- ა-------ის მიერ თანხის აღების შემდეგ.
მოწმე ე-–------- ა------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს სალომბარდე ხელშეკრულების თა--ხმად, ა-- დ------–---–მა მას მისი კუთვნილი ავტომანქა-- გადასცა საკუთრებაში.
საყურადღებოა აგრეთვე გ------ კ--–--------–---–ის ჩვენებაც, რომლის თა--ხმადაც, იგი გარკვეულწილად მონაწილეობდა ავტომანქანის გაყიდვაში, თუმცა, კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ი----- ა-------ესთან, რომლისგა--ც ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ა-- დ------–---–ის სახელით მოქმედებდა.
მოწმე კ--აბერ გ------ის განმარტებით ცალსახად დგინდება, რომ იგი ი----- ა-------ესა და ა-- დ------–---–თან ერთად იმყოფებოდა ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი შეესწრო კომუნიკაციას ვ----– ბ-----–---–ს, ი----- ა-------ესა და ა-- დ------–---–ს შორის. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც კ--აბერ გ------ე და ა-- დ------–---–ი დაბრუნდნენ ტაქსში, ი----- ა-------ე გა--გრძობდა დაზარალებულთან კომუნიკაციას სახლის ეზოში. იგი ავტომანქა--ში ჩაჯდა მოგვიანებით, ხოლო შემდეგ მასსა და ა-- დ------–---–ს შორის მიმდინარეობდა კომუნიკაცია, რომლის შინაარსიც მოწმისთვის გაუგებარი იყო, თუმცა, მან დაინახა დოლარის კუპიურები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია ი----- ა-------ის მიერ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობა, რაც შეეხება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გულისხმობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის და--წესის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზია--დ სსკ-ის 180-ე მუხლის მიზნებისათვის ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ვ----– ბ-----–---–ის მიერ ი----- ა-------ისადმი 3000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რამაც ეროვნულ ვალუტაში და--შაულის ჩადენის დროს - 2014 წლის 29 იანვარს შეადგინა 5340 (ხუთი ათას სამას ორმოცი) ლარი, რაც თავის მხრივ დადასტურებულია 2017 წლის 31 იანვრის ოქმით ვალუტის კურსის დადგენის თაობაზე და ამონაწერით საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონული გვერდიდან.
ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი----- ა-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ვ----– ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და გა--ჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გა--ჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თა--ხმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი გა--ჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მა--მ, სა--მ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს (ადვოკატ ნ------- ც--–--ის, მოწმეების - ე--------- გ--------–---–ის, თ--ა ა-------ის, დ-----------–---–ის ჩვენებები და სხვ.), რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ი----- ა-------ის მსჯავრდებისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააა--ლიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი----- ა-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისთვის.
4. სამართლებრივი შეფასება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ი----- ა-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- ა-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აა--ზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის პოზიციას. დაკითხვისას ვ----– ბ-----–---–მა აღნიშნა, რომ მას ი----- ა-------ის მიმართ პრეტენზია გააჩნია, ითხოვს ზიანის ა--ზღაურებას და მის დასჯას.
პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ი----- ა-------ეს ჩადენილი თაღლითობისათვის ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თა--ხმად, 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თა--მდებობის დაკავების უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი და--შაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----- ა-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი----- ა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თა--ხმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თა--მდებობის დაკავების უფლება.
2. მსჯავრდებულ ი----- ა-------ისათვის თა--მდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთა--ვე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. ბრალდების მხარის მიერ გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით 1 (ერთი) თვის ვადაში მისი სათა--დო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ან გა--ჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლევან დარბაიძე