განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002992315
საქმე №1-382/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ--------------–ის
ბრალდებულების - გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის, რ----- ა--–--ის
ადვოკატების _ მ-----–----------------------–--------------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172030419003 საქმე :
1. ბრალდებულ რ----- ა--–--ის მიმართ
მამის სახელი: მ--------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
2. ბრალდებულ რ----- კ---–--–--ის მიმართ
მამის სახელი: მ--------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–--------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
3. ბრალდებულ გ------- გ-----–---–ის მიმართ
მამის სახელი: ა--------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------------------–------–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–----–----------------–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, წინასწარი შეთანხმებით, რ----- ა--–--ემ, რ----- კ---–--–--ემ და გ------- გ-----–---–მა, დანით შეიარაღებულები მივიდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–----–-ში მდებარე მ------ ა----–--ის საცხოვრებელ სახლში და სახლის მეორე სართულზე განლაგებულ მისაღებ ოთახში მ------ ა----–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქციეს იატაკზე, ასევე დანის გამოყენებით მიაყენეს დაზიანებები და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მ------ ა----–--ის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
2. გ------- გ-----–---–ს, რ----- ა--–--ეს და რ----- კ---–--–--ეს წარედგინათ ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით;
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- გ-----–---–ი, რ----- ა--–--ე და რ----- კ---–--–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯფუფის მიერ :
4. დაზარალებულმა მ------ ა----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე მასთან მივიდნენ გ------- გ-----–---–ი და რ----- ა--–--ე და "მარიხუანა" მოსთხოვეს. აუხსნა, რომ არ ჰქონდა და ვერ მისცემდა. გ-----–---–ი და ა--–--ე წავიდნენ. იქნებოდა დაახლოებით საღამოს 20:30 საათი, იჯდა სახლში და ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც კარებზე "ჯახუნის" ხმა მოესმა, გააღო კარი და დაინახა რ----- კ---–--–--ე, რ----- ა--–--ე და გ------- გ-----–---–ი, რომლებიც შევარდნენ სახლში, დაუწყეს გინება, ითხოვდნენ "მარიხუანას". დაინახეს მაგიდაზე დაყრილი "მარიხუანა", კ---–--–--ემ აიღო, რასაც ა----–--ის პროტესტი მოყვა - ჩემს სახლში უკითხავად რა უფლებით იღებთ რამესო. პასუხად სამივე ბრალდებულმა უმოწყალოდ ცემა დაუწყო ხელებით და ფეხებით და მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ემუქრებოდნენ დანით. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო და საკუთარი თვალით ხედავდა ყველაფერს ა----–--ესთან სახლში მყოფი ნათესავი - თ------ ი----ე.
5. მოწმე თ------ ი----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ ა----–--ე მისი ნათესავია, რომელსაც ეხმარება სამეურნეო საქმეებში და ხშირად იმყოფება მასთან სახლში. 2019 წლის 3 აპრილს საღამოს საათებში ა----–--ესთან სახლში მივიდნენ რ----- ა--–--ე, გ------- გ-----–---–ი და რ----- კ---–--–--ე. მ------ ა----–--ე ესაუბრებოდა მათ, საუბარი მალე კამათში გადაიზარდა და მოხდა ჩხუბი ამ პირებსა და ა----–--ეს შორის. მოწმე თ------ ი----ე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში არაფერს ამბობს ბრალდებულების მიერ დაზარალებულის კუთვნილი "მარიხუანას" მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაზე, ამასთან, არ ადასტურებს მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის შინაარსს და აცხადებს, რომ არ იცის წერა-კითხვა (არის შეზღუდული შესაძლებლობის), ამიტომ მისთვის უცნობია იმ ჩვენების შინაარსი, რომელზეც გამომძიებელმა მოაწერინა ხელი. ასოები პოლიციელების კარნახით მოხაზა ისე, რომ ჩვენების წაკითხვა ვერ შეძლო. შესაბამისად, უცნობია რა ჩაწერეს პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვის ოქმში.
6. რ----- კ---–--–--ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კ---–--–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულეთის რაიონის სოფ. გ----------ში. პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პატარა ზომის პარკი, რუხი ფერის მცენარეული მასით, ქარხნულად დალუქული ერთი ცალი აბი, მარჯვენა ჯიბიდან - "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი.
7. რ----- ა--–--ის დაკავების და პირადი ჩხრკის ოქმის თანახმად, ა--–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულეთის რაიონის სოფ. გ----------ის შიდა სასოფლო გზაზე. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი.
8. გ------- გ-----–---–ის დაკავების და პირადი ჩხრკის ოქმის თანახმად, გ-----–---–ი დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულთის რაიონის სოფ. გ----------ში. პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაგლეჯი, მოყავისფრო ფერის მცენარეული მასით, ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან - "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი.
9. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის Nქ/119 ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- გ-----–---–ისგან ამოღებული მცენარეული მასა არის ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა", წონით 0,705 გრამი. რ----- კ---–--–--ისგან ამოღებული მცენარეული მასა ასევე არის ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა", წონით - 1,412 გრამი.
10. ბრალდებულებმა - გ------- გ-----–---–მა, რ----- კ---–--–--ემ და რ----- ა--–--ემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ ა----–--ესთან ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელთან, არაერთხელ შეუძენიათ მისგან "მარიხუანა" და 2019 წლის 3 აპრილს ა----–--ესთან მათი მისვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო. ა----–--ემ უარი უთხრა "მარიხუანას" მიცემაზე, მათი თანდასწრებით კი უნობ პირს სატელეფონო საუბრისას დაპირდა ნარკოტიკულ საშუალებას, აღნიშნულის გამო კამათი წარმოიშვა კ---–--–--ესა და ა----–--ეს შორის, რაშიც გ-----–---–ი და ა--–--ე არ ჩარეულან. არც ერთი ბრალდებული არ ადასტურებს მათ მიერ ა----–--ის სახლიდან ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტს.
11. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე ითხოვს გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის დამნაშავედ ცნობას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სასჯელად 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო კი, აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება და კრიტიკული ანალიზი გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
14. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული მ------ ა----–--ის ჩვენება, რომელშიც ის საუბრობს ბრალდებულების მხრიდან "მარიხუანას" მოთხოვნაზე, რასაც თან ერთვოდა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ასევე კ---–--–--ის მიერ დაუკითხავად მაგიდიდან "მარიხუანას" აღება, რამაც ა----–--ის გულისწყრომა და პროტესტი გამოიწვია, თუ როგორ ბედავდა მისი ნებართვის გარეშე მისი კუთვნილი ნარკოტიკის აღებას რ----- კ---–--–--ე და ამ პროტესტის საფუძველზე წარმოიშვა კონფლიქტი ბრალდებულებთან, რაც ა----–--ის ცემით და მისი კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით დასრულდა.
15. ამდენად, დაზარალებულის ეს განმარტება შეუსაბამოა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობასთან, რომლის თანახმად, ბრალდებულების მხრიდან ა----–--ეზე ფიზიკურ ძალადობას და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას მოყვა ამ უკანასკნელების მიერ "მარიხუანას" მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. სასამართლო განხილვისას დაზარალებულის მიერ მიცემული განმარტებით კი კ---–--–--ის მიერ მაგიდაზე დაყრილი ნარკოტიკული მცენარის მისი პატრონისგან დაუკითხავად აღება გახდა საფუძველი მისი პროტესტის და ამის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის, რასაც მოყვა ა----–--ის მიმართ მუქარა და ცემა.
16. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მ------ ა----–--ის ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორე არ დასტურდება არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. ინციდენტის შემსწრე თ------ ი----ემ არ დაადასტურა ბრალდებულების მიერ "მარიხუანას" დაუფლების ფაქტი. ბრალდებულების პირადის ჩხრეკის შედეგად მხოლოდ ორ მათგანს - გ-----–---–ს და კ---–--–--ეს აღმოაჩნდა ჯიბეში "მარიხუანა", მცირე ოდენობით, რაც არ არის საკმარისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამასთან, სამივე ბრალდებული ადასტურებს, რომ "მარიხუანას" მომხმარებლები არიან, მათთვის აღმოჩენილი "მარიხუანა" კი არის თუ არა სწორედ ა----–--ის სახლიდან წაღებული ნარკოტიკული საშუალება, გაურკვეველია. რ----- ა--–--ეს პირადი ჩხრეკისას "მარიხუანა" არ აღმოაჩნდა. დაზარალებული მხოლოდ კ---–--–--ის და არა სამივე ბრალდებულის მიერ მაგიდაზე დაყრილი "მარიხუანას" დაუფლებაზე საუბრობს ჩვენებაში.
17. ცალკე აღნიშვნის საგანია რამდენად შეესაბამება სსკ-ის 264-ე მუხლის დისპოზიცია განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. იმისათვის, რომ ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას ჰქონდეს ადგილი, მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალება ინახებოდეს ლეგალურად, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ზედამხედველობის ქვეშ. სასამართლო პრაქტიკა იცნობს მითითებული მუხლით დაკვალიფიცირებული შემთხვევების სწორედ ამგვარ მოცემულობას. სასამართლო განხილვისას დაკითხული მოწმეების გარკვეული ნაწილი დაზარალებულ ა----–--ეზე მიუთითებდა, როგორც ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" უკანონოდ გამსაღებელზე. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ბრალდებულები მისგან (და არა ვინმე სხვა პირისგან) "მარიხუანას" ითხოვდნენ. მოწმე შ------ ი----ემ, რომელიც არა ბრალდებულებთან, არამედ დაზარალებულთან დაკავშირებული პირი და ახლობელია, დაადასტურა, რომ მისთვისაც, ისევე, როგორც მთელი ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი ა----–--ის საქმიანობა, რაც "მარიხუანას" გასაღებასთანაა დაკავშირებული. იმ სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, სადაც ა----–--ე ცხოვრობს, უარყოფით პიროვნებად ახასიათებს მას (იხ. დახასიათება). ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანასთან" დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული რიგი საკანონმდებლო შეღავათები არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემძენი, შემნახავი თუ გამსაღებელი პირების მიმართ, არ მომხდარა დეკრიმინალიზაცია მსგავსი დანაშაულების. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც, ცხადია, რომ ის არ ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებას კანონიერად, ხოლო საერთოდ ფლობდა თუ არა და მოხდა თუ არა ბრალდებულების მიერ მისი მართლსაწინააღდეგო მისაკუთრება, როგორც უკვე აღინიშნა, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
18. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ერთის მხრივ სახეზეა ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების სწორის სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობა, რომლის ნაცვლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ამ ერთი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას.
19. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
22. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- გ-----–---–ის, რ----- ა--–--ის და რ----- კ---–--–--ის ბრალდების დადასტურება.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- გ-----–---–ის, რ----- ა--–--ის და რ----- კ---–--–--ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მათს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც გ------- გ-----–---–ი, რ----- აბაშიზე და რ----- კ---–--–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ სსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
25. 2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ----- ა--–--ემ, გ------- გ-----–---–მა და რ----- კ---–--–--ემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–----–-ში მდებარე მ------ ა----–--ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მ------ ა----–--ეს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
26. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
27. დაზარალებულმა მ------ ა----–--ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს---------–-ში, კარგად იცნობს სამივე ბრალდებულს, რომლებიც მეზობელ სოფლებში ცხოვრობენ. 2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე მასთან მივიდნენ გ------- გ-----–---–ი და რ----- ა--–--ე და "მარიხუანა" მოსთხოვეს. აუხსნა, რომ არ ჰქონდა და ვერ მისცემდა. გ-----–---–ი და ა--–--ე წავიდნენ. იქნებოდა დაახლოებით საღამოს 20:30 საათი, იჯდა სახლში და ტელევიზორს უყურებდა, მასთან იმყოფებოდა ბიძაშვილი თ------ ი----ეც, რა დროსაც კარებზე "ჯახუნის" ხმა მოესმა, რომელი ხარო, იკითხა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, გააღო კარი და დაინახა რ----- კ---–--–--ე, რ----- ა--–--ე და გ------- გ-----–---–ი, რომლებიც შევარდნენ სახლში, დაუწყეს გინება, ითხოვდნენ "მარიხუანას". დაინახეს მაგიდაზე დაყრილი "მარიხუანა", კ---–--–--ემ აიღო, რასაც ა----–--ის პროტესტი მოყვა - ჩემს სახლში უკითხავად რა უფლებით იღებთ რამესო. პასუხად კ---–--–--ემ სახეში გაარტყა, გ-----–---–მა ძირს დააგდო და დაიწყეს მისი ცემა, სამივე უმოწყალოდ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებს და ფეხებს, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. წუთიერად გაითიშა კიდეც. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა და თავიდან ბოლომდე ხედავდა თ------ ი----ე.
28. მოწმე თ------ ი----ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მ------ ა----–--ე მისი ნათესავია, რომელსაც ეხმარება სამეურნეო საქმეებში და ხშირად იმყოფება მასთან სახლში. 2019 წლის 3 აპრილს საღამოს საათებში ა----–--ესთან სახლში მივიდნენ რ----- ა--–--ე, გ------- გ-----–---–ი და რ----- კ---–--–--ე. მ------ ა----–--ე ესაუბრებოდა მათ, საუბარი მალე კამათში გადაიზარდა და მოხდა ჩხუბი ამ პირებსა და ა----–--ეს შორის. მათი წასვლის შემდეგ, ა----–--ემ გამოართვა მობილური ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლებმა ი----ეც გადაიყვანა განყოფილებაში, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშვეს. ჩვენებას, რომელიც მიცემული აქვს პოლიციის განყოფილებაში არ ადასტურებს, მან არ იცის წერა-კითხვა, ჩვენება არ წაუკითხავს და უცნობია რა ჩაწერეს პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვის ოქმში.
29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 ივნისის N003214019 სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის და პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, მ------ ა----–--ეს აღენიშნებოდა ნასკდომი ჭრილობა მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში, ნაკაწრები მარცხენა ყურის ნიჯარის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე, მარცხენა მხრის წინა შიგნითა ზედაპირზე, კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა წვივის ქვედა მესამედში მოწითალო ფერის, ფუფხით დაფარული, ოვალური ფორმის ნაჭდევი. ასეთივე ნაჭდევი აღენიშნებოდა მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში. ენის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორმასწორო, მოთეთრო-მორუხო ფერის ნადებით დაფარული კიდეების და ფსკერის მქონე ოვალური ფორმის ნასკდომი, ირგვლივ მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთით. მარცხენა ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე მოწითალო ნაჭდევი, ასეთივე ნაჭდევი - მარჯვენა ლოყის არეში. ნაჭდევები კისრის წინა მხარეს, მარცხენა მუხლის დაჟეჟილი ნაკაწრები, ესკორიაციები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ- ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში და ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
30. საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ლ-----------------ემ დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
31. თავად ბრალდებულებმა - გ------- გ-----–---–მა, რ----- კ---–--–--ემ და რ----- ა--–--ემ არ დაადასტურეს მათი მხრიდან მ------ ა----–--ის ცემის ფაქტი და განმარტეს, რომ ეს უკანასკნელი ცნობილი ე.წ. "ბარიგაა", რომელიც ასაღებს ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას". თავადაც არაერთხელ შეუძენიათ მისგან ნარკოტიკი და 2019 წლის 3 აპრილს ა----–--ესთან მათი მისვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო. ა----–--ემ უარი უთხრა "მარიხუანას" მიცემაზე, მათი თანდასწრებით კი უცნობ პირს სატელეფონო საუბრისას დაპირდა ნარკოტიკულ საშუალებას, აღნიშნულის გამო კამათი წარმოიშვა კ---–--–--ესა და ა----–--ეს შორის, რაშიც გ-----–---–ი და ა--–--ე არ ჩარეულან. ა----–--ე თავად დაეცა და თავი მიარტყა მაგიდას, შემდეგ დაეცა იატაკზე, რამდენჯერმე წამოდგა და ისევ დაეცა, თავად ფორთხავდა მუხლებზე, ამის გამო აქვს სწორედ სხეულზე დაზიანებები და არა იმიტომ, რომ ბრალდებულებმა სცემეს.
32. სასამართლოსთვის ცალსახად არადამაჯერებელი და ალოგიკურია ბრალდებულების აღნიშნული განმარტებები, რომლებიც მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ და სრულ წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. გარდა დაზარალებული ა----–--ის ჩვენებისა, რომელმაც დეტალურად განმარტა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თვითმხილველი მოწმე თ------ ა----–--ე ასევე ადასტურებს ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის კამათის და შემდეგ ჩხუბის ფაქტს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის მითითებული ის დაზიანებები, რომლებიც ა----–--ეს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში - ყურების და ლოყის მიდამოში, ენაზე, კისრის, მხრების, წვივის, საფეთქლის არეში და ა.შ. ა----–--ის სხეულის სხვადასხვა მიდამოში არსებული ეს დაზიანებები, მათი ლოკაციიდან გამომდინარე, ცხადია, იატაკზე უმიზეზოდ დავარდნის და საკუთარი ინიციატივით ფორთხვის შედეგად ვერ იქნება მიღებული, მით უფრო, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დაზიანებები ყურის და ლოყის არეშე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად შესაძლოა იყოს მიყენებული. ასეთ საგნად ა----–--ე დანას ასახელებს და აცხადებს, რომ ბრალდებულებმა დანა დაუსვეს ყურის მიდამოში.
33. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა, დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, რომელიც შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული უფრო მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
34. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულებმა გ------- გ-----–---–მა, რ----- ა--–--ემ და რ----- კ---–--–--ემ ფიზიკურად იძალადეს მ------ ა----–--ეზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც ადასტურებს ა----–--ე თავის ჩვენებაში, თუმცა დაზიანებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, არ გამოუწვევია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 126-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული დანაშაული.
ქმედება ჩადენილი ჯგუფურად :
35. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
36. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
37. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცემის/ძალადობის ჯგუფურად ჩადენისთვის, შესაბამისად, წინასწარი შეთანხმების არსებობა არ არის აუცილებელი ერთზე მეტი პირის მხრიდან ცემის/ძალადობის ჩადენის შემთხვევაში ქმედების ჯგუფის მიერ ჩადენილად დაკვალიფიცირებისთვის, საკმარისია მხოლოდ ორი ან მეტი პირის ერთობლივი, თუნდაც წინასწარშეუთანხმებელი მოქმედება. ამდენად, 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯგუფური დანაშაულის უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილთან შედარებით და ორი ან მეტი პირის თუნდაც შეუთანხმებელ მოქმედებას განიხილავს ჯგუფური დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად. დაზარალებული ა----–--ის, მოწმე ი----ის ჩვენებებით დადასტურებულია სამივე ბრალდებულის ჯგუფური მონაწილეობა დანაშაულში. ეს პირები არ მიუთითებენ მხოლოდ კ---–--–--ის მონაწილეობაზე ა----–--ის მიმართ ჩადენილ ძალადობაში და სამივე ბრალდებულის ერთობლივ ქმედებაზე საუბრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგ. ი----ეს, რომელმაც საერთოდ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოებებზე ისაუბრა სასამართლოში დაკითხვისას, არაფერი შეუშლიდა ხელს მიეთითებინა მხოლოდ კ---–--–--ეს და ა----–--ის შორის მომხდარ ჩხუბზე და არა ბრალდებულებს და ა----–--ეს შორის დაპირისპირებაზე. თავად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ანალიზიც, მასში მითითებული დაზიანებების სიმრავლით, ლოკაციით, რომელმაც ა----–--ის თითქმის მთლიანი სხეული მოცვა, სრულ თანხვედრაშია ა----–--ის და ი----ის ჩვენებებთან, სადაც ეს უკანასკნელები სამივე ბრალდებულის მიერ ა----–--ის ჯგუფურად ცემაზე საუბრობენ.
38. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------- გ-----–---–მა, რ----- ა--–--ემ და რ----- კ---–--–--ემ ჩაიდინეს ჯგუფურად მ------ ა----–--ის ცემა.
39. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
40. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
41. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
44. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
45. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
46. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
47. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
48. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
49. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
50. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------- გ-----–---–ის, რ----- ა--–--ის და რ----- კ---–--–--ის მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კვალიფიკაციის შეცვლა:
51. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ-----–---–ს, რ----- კ---–--–--ეს და რ----- ა--–--ეს ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, რაც შემდეგში გამოიხატა : 2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ----- ა--–--ე, გ------- გ-----–---–ი და რ----- კ---–--–--ე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–----–-ში მდებარე მ------ ა----–--ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევით, თავს დაესხნენ ა----–--ეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წააქციეს იატაკზე, დანის გამოყენებით მიაყენეს დაზიანებები და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მ------ ა----–--ის კუთვნილ ფულად თანხას 80 ლარის ოდენობით, ოქროს ძეწკვს „აიფონ იქს მაქსის“ მოდელის მობილურ ტელეფონს, „სამსუნგ ალფა 5“ მოდელის მობილურ ტელეფონს, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და ერთ შეკვრა „პარლამენტის“ დასახელების სიგარეტს.
52. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას, მასში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ყაჩაღური თავდასხმის ჩადენა, ა----–--ის კუთვნილი ნივთების და თანხის დაუფლება არ დასტურდება ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი, მყარი მტკიცებულებების ერთობლიობით და ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები შეიცავს მხოლოდ სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული და არა 179-ე მუხლით გათვალისწიებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ:
53. დაზარალებულმა მ------ ა----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა "მარიხუანა" მოსთხოვეს და პასუხად უარი მიიღეს, დაიწყეს მისი ცემა, პარალელურად გაზარდეს მოთხოვნის ფარგლები და ნარკოტიკთან ერთად ფულიც მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. არ დაჯერდნენ ა----–--ის განმარტებას, რომ არც ფული ჰქონდა და არც ნარკოტიკი, დაჩხრიკეს ყველა ოთახი, "დაამტვრიეს და დაამსხვრიეს ყველაფერი". იპოვეს და წაიღეს სამი ცალი მობილური ტელეფონი, კ---–--–--ემ ყელიდან შეაწყვიტა ოქროს ძეწკვი, თან სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ დანით. წაიღეს სამი ცალი ტლეფონი, ოქროს ძეწკვი. ფიზიკურ და მორალურ ზიანთან ერთად, მიაყენეს, დაახლოებით, 4500 ლარამდე მატერიალური ზიანი .
54. მოწმე თ------ ი----ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მ------ ა----–--ე მისი ნათესავია, რომელსაც ეხმარება სამეურნეო საქმეებში და ხშირად იმყოფება მასთან სახლში. 2019 წლის 3 აპრილს საღამოს საათებში ა----–--ესთან სახლში მივიდნენ რ----- ა--–--ე, გ------- გ-----–---–ი და რ----- კ---–--–--ე. მ------ ა----–--ე ესაუბრებოდა მათ, საუბარი მალე კამათში გადაიზარდა და მოხდა ჩხუბი ამ პირებსა და ა----–--ეს შორის. იმავე ოთახში იყო და ხედავდა ყველაფერს, რაიმე ნივთების დაუფლების და სახლიდან წაღების ფაქტი არ დაუფიქსირებია, მხოლოდ იჩხუბეს ბრალდებულებმა და ა----–--ემ. მათი წასვლის შემდეგ, ა----–--ემ გამოართვა მობილური ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. პოლიციამ ი----ეც გადაიყვანა განყოფილებაში, საიდანაც რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშვეს. ჩვენებას, რომელიც მიცემული აქვს პოლიციის განყოფილებაში არ ადასტურებს, არ იცის წერა-კითხვა, ჩვენება არ წაუკითხავს და უცნობია რა ჩაწერეს პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვის ოქმში.
55. მოწმე ე------ ი----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ ა----–--ე მისი ნათესავია, რომელიც 2019 წლის 3 აპრილს, ღამით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მასთან სახლში მისვლა სთხოვა, მიზეზი არ დაუსახელებია. მ------ს სახლში მისულს ფეხდაფეხ მიყვა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ამიტომ მ------სთან საუბრის შესაძლებლობა და კითხვა იმისა, თუ რატომ დაიბარა თავისთან, არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ფაქტს არ შესწრებია და არ ფლობდა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას, პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და ორი დღის განმავლობაში არ გაუშვეს სახლში. მისცა ჩვენება, თუმცა შემდეგ მისი ჩვენება შეცვალეს და მოსთხოვეს ხელი მოეწერა შეცვლილ ჩვენებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრნენ. შეშინდა, ტელეფონი არ ჰქონდა, ვერავის მოუხმობდა საშველად, ამიტომ იმ იმედით, რომ შემდეგ სასამართლოს მოახსენებდა სრულ სიმართლეს, მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს, რომელშიც არ იყო აღწერილი მისი მხრიდან მოთხრობილი ფაქტები.
56. საქმეში წარმოდგენილია შეტყობინება N856606, რომლის თანახმად 112-ის სამსახურში დარეკა მ------ ი----ემ (იგივე ა----–--ე) და შეატყობინა, რომ თავს დაესხნენ და დაჭრეს.
57. 2019 წლის 03 აპრილს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–----–-ში, მ------ ი----ის (იგივე მ------ ა----–--ის) საცხოვრებელ სახლში. ოქმში აღწერილია ოთახების განლაგება და ოთახებში არსებული ნივთები. დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას "დამსხვრეულ და დამტვრეულ" ნივთებთან დაკავშირებით, რომლებზეც თავის ჩვენებაში ა----–--ე მიუთითებდა. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქები, შავი ფერის ხელჩანთა და სუნის ნიმუში. ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი.
58. რ----- კ---–--–--ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კ---–--–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულეთის რაიონის სოფ. გ----------ში. პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პატარა ზომის პარკი, რუხი ფერის მცენარეული მასით, ქარხნულად დალუქული ერთი ცალი აბი, მარჯვენა ჯიბიდან - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი.
59. რ----- ა--–--ის დაკავების და პირადი ჩხრკის ოქმის თანახმად, ა--–--ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულეთის რაიონის სოფ. გ----------ის შიდა სასოფლო გზაზე. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი.
60. გ------- გ-----–---–ის დაკავების და პირადი ჩხრკის ოქმის თანახმად, გ-----–---–ი დაკავებულ იქნა 2019 წლის 3 აპრილს 23:30 საათზე ქობულთის რაიონის სოფ. გ----------ში. პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაგლეჯი, მოყავისფრო ფერის მცენარეული მასით, ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი
61. 2019 წლის 04 აპრილს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------ში, ბრალდებულ რ----- ა--–--ის მფლობელობაში არსებული „ნისან ნოტეს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო სანომრე ნიშით P--------) ჩხრეკის შედეგად, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ქვემოდან ამოღებული იქნა მეტალისაგან დამზადებული, ვერცხლისფერი კორპუსის მქონე სახსნელი დანა, რომელსაც დანის პირზე გააჩნია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
62. გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკის შედეგად გამოძიებისთვის საინტერესო ნივთების მოძიება და ამოღება ვერ მოხდა.
63. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004964219 დასკვნის მიხედვით, მ------ ა----–--ის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ მუქი ყავისფერი პოლიეთერულ ბოჭკოებს და რ----- კ---–--–--ის მანტოს ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვაროვნული კუთვნილება. მ------ ა----–--ის სვიტერზე აღმოჩენილ მოცისფრო ფერის ბამბის ბოჭკოებს და რ----- ა--–--ის პულოვერის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
64. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N006550519 დასკვნის თანახმად, რ----- ა--–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ა----–--ეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ანაწმენდებზე, მ------ ა----–--ის ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ა----–--ეს.
65. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა შ-----------–-----ემ მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
66. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
67. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
68. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
69. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
70. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულების - გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის, რ----- ა--–--ის, მოწმეების - ნ----- ვ----ის, შ------ ი----ის ჩვენებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიო-ჩანაწერი, აუდიო- ჩანაწერის დათვალიერების ოქმი.
71. ბრალდებულებმა - გ------- გ-----–---–მა, რ----- კ---–--–--ემ და რ----- ა--–--ემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ მ------ ა----–--ე არის ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი, რომლისგანაც არაერთხელ შეუძენიათ "მარიხუანა". ა----–--ე რამდენიმე დღით ადრე რ----- კ---–--–--ეს დაპირდა "მარიხუნას" მიყიდვას, გამოართვა შესაბამისი თანხაც, მაგრამ 2019 წლის 3 აპრილს "მარიხუანას" წასაღებად მასთან მისულ კ---–--–--ეს, გ-----–---–ს და ა--–--ეს კატეგორიული უარი განუცხადა - "მარიხუანა" არ მაქვს და ვერ მოგყიდითო. თუმცა ტელეფონის საშუალებით მასთან დაკავშირებულ მორიგ კლიენტს, ბრალდებულების თანდასწრებით, დაპირდა ნარკოტიკის მიცემას. აღნიშნულით განაწყენებულ კ---–--–--ესა და ა----–--ეს შორის მოხდა სიტყვიერი კამათი, ფიზიკური შეხება, ა----–--ე მაგიდაზე დაეცა, თავი დაარტყა, შემდეგ წამოდგა და ისევ დაეცა, მუხლებით მიფორთხდა ღუმელთან, აიღო ზედ დადებული ჩაიდანი და უნდოდა კ---–--–--ისთვის დაერტყა, თუმცა არ მისცეს ამის საშუალება. გ-----–---–მა და ა--–--ემ, რომლებიც არ ჩარეულად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, გააშველეს ა----–--ე და კ---–--–--ე. შემდეგ სამივემ დატოვა ა----–--ის სახლი და წავიდნენ კ---–--–--ის ახლობლის პანაშვიდზე. იქიდან წამოსულები კი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ისე რომ არ აუხსნიათ არანაირი მიზეზი, გადმოათრიეს მანქანიდან და დააკავეს. დანა, რონელიც ამოიღეს ა--–--ის მანქანიდან და რომელიც დათვალიერდა სასამართლო განხილვისას, არ ეკუთვნის არც ერთ მათგანს. ა--–--ეს თან ჰქონდა მხოლოდ მცირე ზომის, ე.წ. "ბრელოკი" დანა და როდესაც პოლიციელებისგან შეიტყო მის მანქანაში ნაპოვნ დანაზე, იფიქრა, რომ სწორედ ამ ნივთზე ესაუბრებოდნენ. ა--–--ისვე განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაინახა როგორ ეჭირა პოლიციელს ხელში შპრიცი, მასში არსებული მოწითალო ფერის სითხით, სავარაუდოდ იმ სისხლით, რომელიც შემდეგ, თითქოსდა, მანქანიდან ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა.
72. მოწმე ნ----- ვ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ რ----- ა--–--ე მისი შვილია, კარგად იცნობს დაზარალებულად ცნობილ მ------ ა----–--ესაც, რომელსაც მთელი სოფელი უარყოფითად ახასიათებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ის "მარიხუანას" გამსაღებელია, ნებისმიერ უარყოფით ქმედებაზე წამსველი ადამიანია, ამიტომ არ დაიჯერა პროკურატურის ვერსიის, რომ თითქოს მისმა შვილმა კ---–--–--ესთან და გ-----–---–თან ერთად ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ა----–--ეზე. შეიტყო, რომ ამ დროს ა----–--ესთან ერთად იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი თ------ ი----ეც, შეხვდა ამ უკანსკნელის ძმას შ------ ი----ეს, რომლის მობილური ტელეფონით ერთად დაუკავშირდნენ მ------ ა----–--ეს. შ------მ ჰკითხა მ------ს რატომ გახვია მისი ძმა თ------ი უსიამონვნებაში და რატომ უწევდა მას სიარული პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მ------მ განუცხადა, რომ ბრალდებულებთან მოხდა მხოლოდ შელაპარაკება, ჩხუბი, მეტი არაფერი მომხდარა და თ------ს ამით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, ზედმეტად არავინ შეაწუხებდა.
73. მოწმე შ------ ი----ემ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა ნ----- ვ----ის ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორე.
74. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ის აუდიო-ჩანაწერი, რომელზეც მიუთითებენ ჩვენებებში ნ----- ვ----ე და შ------ ი----ე. ჩანაწერში ისმის ორი მამაკაცის საუბარი. ერთი მათგანის შეკითხვაზე - რა მოხდა ასეთი, რატომ გარიე ჩემი ძმა ამ საქმეში, თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ბრალდებულებსა და მას შორის მხოლოდ ჩხუბი მოხდა, სხვა არაფერი.
75. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას ყაჩაღობის ჩადენაში და არ ქმნის მათ მიმართ აღნიშნული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
76. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
77. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
78. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული მ------ ა----–--ის ჩვენება, რომელშიც საუბრობს ბრალდებულების მხრიდან თავდასხმაზე, რასაც თან ერთვოდა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუკი არ შეასრულებდა თავდამსხმელთა მოთხოვნას "მარიხუანას" და თანხის გადაცემაზე. თავდამსხმელთა მხრიდან, ა----–--ისვე განმარტებით, მოხდა მობილური ტელეფონების და ოქროს ძეწკვის, ასევე სიგარეტი "პარლამენტის" ორი ბლოკის გატაცება, თუმცა მის ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდება არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. ამასთან, ა----–--ე არაფერს ამბობს ფულადი თანხის გატაცებაზე, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კი, ბრალებულები სხვა ნივთებთან ერთად ფულად თანხასაც დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ.
79. მოწმე თ------ ი----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ უშუალო თვითმხილველია მ------ ა----–--ესა და ბრალდებულებს შორის მომხდარი ინციდენტის, რაც მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში - ჩხუბში გამოიხატა. მოწმე იმნაზე არ ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან ოთახების დაჩხრეკის და მ------ ა----–--ის კუთვნილი ნივთების გატაცების ფაქტს, მხოლოდ "მარიხუანას" გამო წარმოშობილ უთანხმოებასა და ჩხუბზე საუბრობს. ამასთან, მიუთითებს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსი არ იცის, მასზე ხელი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოაწერა.
80. კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსი, ე------ ი----ეა. მისი გამოკითხვის ოქმი საწყის ეტაპზევე თავისი არსით მხოლოდ ირიბ მტკიცებულაბას წარმოადგენდა და მ------ ა----–--ის მიერ მოყოლილ ფაქტებზე იყო აგებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი, თუმცა ე------ ი----ემ სასამართლოში დაკითხვისას ეს ირიბი ინფორმაციაც არ დაადასტურა, ისაუბრა პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი ჩვენების შეცვლაზე, რომელზეც ხელი დაჭერის მუქარით მოაწერინეს. ამასთან, ე------ ი----ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მ------ ა----–--ესთან მივიდა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. ახსოვს, რომ ა----–--ემ დარეკა თავისი მობილური ტელეფონიდან და სატელეფონო ზარის შესვლისას არ გასჩენია კითხვა ვინ ურეკავდა, ტელეფონმა ამოიცნო კონტაქტი.
81. ე------ ი----ის ამ განმარტების პარალელურად, საყურადღებოა ბრალდების არსი, რომელიც ბრალდებულების მიერ მ------ ა----–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონების გატაცებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონები დღემდე აღმოჩენილი და საქმეზე დართული არ არის. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას არ ამოღებულა არც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ტელეფონები, არც ოქროს ძეწკვი თუ საგარეტის შეკვრა. საგულისხმოა, რომ ბრალდებულები სულ 2-3 საათის შემდეგ იქნენ დაკავებული მომხდარი ფაქტიდან და მათ თან არ ჰქონიათ მ------ ა----–--ის კუთვნილი არც ერთი ნივთი. ისეთ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მ------ ა----–--ის სისხლით დასვრილი დანა ავტომანქანით დაქონდათ ბრალდებულებს და არ მოუშორებიათ თავიდან, რატომ არ აღმოაჩდათ დაკავებისას ა----–--ის სახლიდან გატაცებული ნივთები, - მხოლოდ უპასუხო კითხვებს ტოვებს. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო დამაჯერებელი და შეთანხმებული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და დატოვა ვარაუდების და ეჭვის არსებობის საფუძველი, რაც არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
82. რაც შეეხება რ----- ა--–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანას, რომელზეც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ ა----–--ის სისხლის კვალი აღმოჩნდა, დაცვის მხარის ვერსით, ეს დანა არ არის ა--–--ის კუთვნილი ნივთი, მასზე არსებული სისხლის კვალი კი პოლიციის თანამშრომლებმა გამიზნულად დატოვეს. ა--–--ემ დაინახა პოლიციელი შპრიცით ხელში, რომელშიც მოწითალო სითხე ესხა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვერსია მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებაა ანუ ერთი მტკიცებულების საფუძველზე გააჟღერა დაცვის მხარემ და არ დასტურდება სხვა პირდაპირი ინფორმაციით, დანის, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულების მნიშვნელობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარეოებაზე:
83. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკისას ამოღებული დანა არის ლითონის ვერცხლისფერი კორპუსით (პროკურორის განმარტებით, კორპუსში დანის ტარი იგულისხმება), დანის აღწერილობისას სხვა რაიმე ფერის არსებობაზე მითითება ოქმში არაა. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ზემოაღნიშნული დანა, რომლის ტარი მკვეთრად გამოხატული მწვანე-იისფერ ფერებში გარდამავალია და არა ვერცხლისფერი. აღნიშნული გარემოება არ იძლევა საფუძველს ცალსახად და დადასტურებულად იქნეს მიჩნეული სწორედ ამ დანით დაზარალებულის მიმართ მუქარის და დაზიანებების მიყენების ფაქტი, მით უფრო, რომ ა----–--ის განმარტებით საამისოდ ბრალდებულები ორ სხვადასხვა დანას იყენებდნენ. მეორე დანის ბედი საერთოდ გაურკვეველია და ბრალდების მხარე არ ფლობს რაიმე ინფორმაცია მასთან დაკავშირებით.
84. ისეთი დანაშაულის ცნების განსაზღვრისათვის, როგორიც ყაჩაღობაა, საჭიროა გულდასმით იქნეს შესწავლილი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმად "ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით."
84. ამდენად, იმისათვის, რომ დანაშაული ყაჩაღობად დაკვალიფიცირდეს, ის უნდა შეიცავდეს სამ აუცილებელ ნიშანს: ა)თავდასხმას;
ბ)სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს;
გ) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას.
86. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა განმარტა, რომ ,,ყაჩაღური თავდასხმა წარმოადგენს დაზარალებულზე ძალდატანებით ზემოქმედებას მისი წინააღმდეგობის დასათრგუნად, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით."
87. ყაჩაღური თავდასხმა ხშირ შემთხვევაში ხდება (იწყება) მოთხოვნის წაყენებით, რომელსაც თან ახლავს მუქარა, რომელიც არის ერთ-ერთი სახე ფსიქიკური ძალადობისა. თავდასხმა აგრესიული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც დანაშაულის ჩადენის მიზნით ქმნის ძალადობის გამოყენების რეალურ და უშუალო საშიშროებას, რაც შეადგენს ამ მიზნის მიღწევის საშუალებას.
88. ყაჩაღურ თავდასხმას ახასიათებს დაზარალებულთან უეცარი, მოულოდნელი, უშუალო შეხვედრა;
89. ყაჩაღური თავდასხმასას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის ან ასეთი ძალადობის გამოიყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით.
90. ნივთის გადაცემის მოთხოვნა დაზარალებულის იძულების საშუალება რომ გახდეს, აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა. ამიტომ, ყაჩაღური თავდასხმის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ობიექტურად და სუბიექტურად საშიში გარემოს შექმნა, რომელსაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი ეცდება ნივთის დაუფლებისას წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმაში ჩამალული ძალადობის საშიშროება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების გზით. ე. ი. თავდასხმა ყოველთვის უთავსდება ისეთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება თავდამსხმელის მიერ ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ანდა უშუალოდ ძალადობის გამოყენების მუქარით. თავდასხმა – ერთაქტიანი მოქმედება კი არაა, რომელიც ამოიწურება ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულზე ზემოქმედების პროცესია, რომელშიც იმალება რეალური საშიშროება ძალადობის გამოყენებისა მთელი გარკვეული დროის მონაკვეთში, სანამ გრძელდება თავდასხმა.
91. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.
92. დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
93. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან ყაჩაღობა ყველაზე უფრო მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი დანაშაულია და სახელმწიფომ, სამართალდამცავის სისტემის მეშვეობით მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს მისი ჩამდენი პირების გამოვლენაზე და ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი, ობიექტური მტკიცებულებების მოპოვების და სასამართლოში წარდგენის გზით უნდა უზრუნველყოს ბრალდების დადასტურება. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, ვერ ქმნის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
94. გასათვალისწინებელია დაცვის მხარის მოპოვებული ინფორმაციაც. მოწმე შ------ ი----ემ, რომელიც ნეიტრალური მოწმეა, არ არის დაკავშირებული ბრალდებულებთან, პირიქით - დაზარალებულის ნათესავია, სასამართლოს განუმარტა, რომ პირადად ესაუბრა მ------ ა----–--ეს და კითხა რა მოხდა მასსა და ბრალდებულებს შორის, ა----–--ის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ჩხუბს და მეტს არაფერს. სატელეფონო საუბრის ეს ჩანაწერი, რომელიც გამოთხოვილია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოკვლეულ იქნა არსებითი განხილვისას. მასში სწორედ ის განმარტებები ისმის, რაზეც მოწმეები ვ----ე და ი----ე საუბრობდნენ ჩვენებებში.
95. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია მ------ ი----ის დახასიათება. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, სადაც ა----–--ე ცხოვრობს, უარყოფით პიროვნებად ახასიათებს მას. ბრალდებულების და დაცვის მხარის მოწმეების, მათ შორის ა----–--ის ბიძაშვილის განმარტებით, დაზარალებული ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას" ყიდის და ამის შესახებ იცის ყველამ.
96. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება და არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებაში - ყაჩაღობაში ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის.
97. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ და მათ შორის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში ყურადღება გაამახვილა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის მნიშვნელობაზე და მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
98. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ გ------- გ-----–---–მა, რ----- ა--–--ემ და რ----- კ---–--–--ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
99. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
100. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
101. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
102. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
103. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- გ-----–---–ის და რ----- ა--–--ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით, ასევე რ----- კ---–--–--ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის "ა" და ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულების სასიკეთოდ, ამოერიცხოთ ბრალდებიდან და მათ მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით.
სსამართლებრივი შეფასება:
104. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ----- ა--–--ემ, გ------- გ-----–---–მა და რ----- კ---–--–--ემ, ჯგუფურად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–----–-ში მდებარე მ------ ა----–--ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მ------ ა----–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
105. გ------- გ-----–---–ს, რ----- კ---–--–--ესა და რ----- ა--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნიათ.
106. გ------- გ-----–---–ს, რ----- კ---–--–--ესა და რ----- ა--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებება არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
107. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
108. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
109. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
110. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
111. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
112. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- გ-----–---–ს, რ----- კ---–--–--ეს და რ----- ა--–--ეს უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები. რაც შეეხება სასჯელის ზომას, გ------- გ-----–---–ს და რ----- ა--–--ეს, რომლებიც არ არიან ნასამართლევები, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა თითოეულს ცხრა თვის ვადით, ხოლო რ----- კ---–--–--ეს, რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის და სახეზეა დანაშაულის რეციდიცი, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის და ექვსი თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განაჩენით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- კ---–--–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
113. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულების საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
114. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხელჩანთა, მ------ ა----–--ის ტანისამოსი, „ნისან ნოტეს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით P--------, გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სუნის ნიმუში, იატაკიდან აღებული ორი ანაწმენდი, მოწითალო ფერის ლაქები ოთხ ნიმუშად, მ------ ა----–--ის სისხლის ნიმუში, საკეცი დანა, გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული რ----- მ--------ს ძე ა--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებულ რ----- ა--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული: რ----- მ--------ს ძე ა--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ რ----- ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან.
2. ბრალდებული რ----- მ--------ს ძე კ---–--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებულ რ----- კ---–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული: რ----- მ--------ს ძე კ---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განაჩენით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- კ---–--–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან.
3. ბრალდებული გ------- ა--------ს ძე გ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებულ გ------- გ-----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული: გ------- ა--------ს ძე გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- გ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხელჩანთა, მ------ ა----–--ის ტანისამოსი, „ნისან ნოტეს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით P--------, გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სუნის ნიმუში, იატაკიდან აღებული ორი ანაწმენდი, მოწითალო ფერის ლაქები ოთხ ნიმუშად, მ------ ა----–--ის სისხლის ნიმუში, საკეცი დანა, გ------- გ-----–---–ის, რ----- კ---–--–--ის და რ----- ა--–--ის ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი