განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
820100119002985013
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002985013 (№1-105/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.12.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რამაზ შანიძე

 

ბრალდებული - ანტონ რაკაუ

ადვოკატი - დავით გოგვაძე

 

თარჯიმანი - დალილა მაკალათია

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173060419002 საქმე,ბრალდებული: ანტონ რაკაუს მიმართ,მამის სახელი: ვლადიმერი

დაბადების ადგილი: ბელორუსია

დაბადებული: 02.03.1981 წელი

მოქალაქეობა: ბელორუსის

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული: ბელორუსია, გომელი

ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი, ანტონ რაკაუ 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე დროის პერიოდში თავის მეუღლეს აქსანა დიასამიძეს, აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, რამაც გამოიწვია აქსანა დიასამიძის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ანტონ რაკაუმ 2019 წლის 6 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს აქსანა დიასამიძეს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, ფიზიკური ძალადობის შედეგად აქსანა დიასამიძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ანტონ რაკაუმ, 2019 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს აქსანა დიასამიძეს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, ფიზიკური ძალადობის შედეგად აქსანა დიასამიძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩადენილი არაერთგზის;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩადენილი არაერთგზის;

 

4. ბრალდებულმა ანტონ რაკაუმ უარყო დანაშაულის ჩადენა. განმარტა, რომ 2019 წლის 6 აპრილს მას აქსანა დიასამიძისათვის შეურაცხოფა არ მიუყენებია, თითიც არ დაუკარებია. კონფლიქტი მომდინარეობს იმის გამო, რომ მისი ფულით, 6000 აშშ დოლარით შეიძინეს ბინა, რომელიც გაფორმდა აქსანას ძმის სახელზე. უნდათ მისი სახლიდან გაგდება და აქსანა აწყობს პროვოცირებას, რომ გააგდოს სახლიდან. 2019 წლის 6 აპრილს, ღამის საათებში მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა, დღისით კი თხოვდა აქსანას მიეცა მისთვის სიგარეტი და შარვალი, უნდოდა წასვლა დასალევის საყიდად. ამ ფაქტს ესწრებოდა მეზობელი თემურ ქოქოლაძე. დასალევი სალიბაურში ვერ იპოვა და ჩავიდა ბარცხანაში, საიდანაც ნასვამი დბრუნდა სახლსი, აქსანას კვლავ თხოვდა სიგარეტს, მან კი გამოიძახა პოლიცია. აქსანას ჩვენება არის არასწორი, რადგანც მიუთითებს, რომ მას ზურგში ჩაარტყა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი დაზიანება აქვს სხვა ადგილზე. ანტონ რაკაუ აცხადებს, რომ არის უდანაშაულო და ითხოვს გამართლებას.

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დაცვის მხარის უარყოფისა და ბრალდებულის მიერ ბრალის არ აღიარებისა, ანტონ რაკაუს მხრიდან აქსანა დიასამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

 

6. დაზარალებულმა აქსანა დიასამიძემ განაცხადა, რომ ანტონ რაკაუ მასზე არერთხელ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ აძლევდა სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ანტონ რაკაუ სისტემატიურად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ძალადობის გამო ის იმყოფებოდა პატიმრობაში, რამდენჯერმე არის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 6 აპრილს ღამით სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, უმიზეზოდ ეჩხუბა და ჩაარტყა ხელი ზურგის არეში, მეორე დღეს დილიდანვე დაიწყო დასალევის ძებნა, შევიდა მათი სახლის გვერდით მდებარე მაღაზიაში, სადაც თვითონაც შეყვა და გააფრთხილა არ მიეცათ მისთვის დასალევი, წამოიყვანა სახლში, რაზეც გაღიზიანებულმა ანტონ რაკაუმ კიბეებზე ასვლისას ზურგის არეში ჩაარტყა ხელი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდგომ ის ისევ წავიდა დასალევად, სახლში დაბრუნდა ნასვამი არა ადეკვატურ მდგომარეობაში, კვლავ გააგრძელა მის მიმართ ძალადობა, წაქცეულს ჩაარტყა ფეხი, რის გამოც იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია.

 

7. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გენადი ფუტკარაძისა და ირაკლი ფუტკარაძის ჩვენებების თანახმად 2019 წლის 06 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ანტონ რაკაუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს აქსანა დიასამიძეს. იყო უზომოდ ნასვამი, ვერ უწევდა თავს კონტროლს, იქცევოდა აქსანა დიასამიძის მიმართ აგრესიულად, რის გამოც ის გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ანტონ რაკაუს მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, მეუღლეებს შორის კონფლიქტს აქვს სისტემატიური ხასიათი, გამოწერილია შემაკავებელი ორდერები, ანტონ რაკაუ სისტემატიურად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამი ვერ უწევს თავს კონტროლს.

 

8. მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა ღუღუნი უჩანეიშვილმა განაცხადა, რომ მან როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა 2019 წლის 07 აპრილს აქსანა დიასამიძის ჯანმრთელობის დაზიანების დასადგენად ჩაატარა ექსპერტიზა, და გასცა შესაბამისი №003013619 დასკვნა - პირადი შემოწმების მონაცემებით აქსანა დიასამიძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

9. მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა ქეთევან დიასამიძემ აჩვენა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აქსანა დიასამიძის მიმართ და დადგენილი იქნა, რომ მეუღლის, ანტონ რაკაუს ქმედებებიდან გამომდინარე აქსანა დიასამიძე განიცდიდა შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟსა და დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა და ანტონ რაკაუს ქმედებებს შეიძლება გავლენა მოეხდინა მეუღლის აქსანა დიასამიძის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

10. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული №77153002388 ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ აქსანა დიასამიძე და ანტონ რაკაუ 2015 წლის 28 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

11. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 30 ოქტომბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მეუღლის, ანტონ რაკაუს ქმედებებიდან გამომდინარე აქსანა დიასამიძე განიცდიდა შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟსა და დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა და ანტონ რაკაუს ქმედებებს შეიძლება გავლენა მოეხდინა მეუღლის აქსანა დიასამიძის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

12. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 06 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5002795119 დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, აქსანა დიასამიძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

13. საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი ანტონ რაკაუს მიმართ, რომელიც მსჯავრდებულ იქნა მეუღლის - აქსანა დიასამიძის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის, რაც კიდევ მეტად დამაჯერებელს და სარწმუნოს ხდის ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ანტონ რაკაუს მიმართ ისევ ოჯახის იმავე წევრის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.

 

14. ანტონ რაკაუს მიერ მეუღლის აქსანა დიასამიძის მიმართ განხორცილებული ოჯახური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია ასევე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ნუგზარ ძნელაძის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერებით.

 

15.ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ანტონ რაკაუმ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

16. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული ანტონ რაკაუ და დაზარალებული აქსანა დიასამიძე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

17. როგორც უკვე აღინიშნა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით ანტონ რაკაუ მსჯავრდებულ იქნა მეუღლის - აქსანა დიასამიძის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. ანტონ რაკაუს აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს, მაგრამ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული.

 

18. საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის.

 

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ანტონ რაკაუმ არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლოს მიაჩნია, რომ ანტონ რაკაუმ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. ანტონ რაკაუს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

23. ანტონ რაკაუს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენა ადრე ნასამართლევი პირის მიერ

 

სასჯელის დასაბუთება:

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

25. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

26. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

28. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

29. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ანტონ რაკაუს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ანტონ რაკაუს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

31. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

32.ანტონ რაკაუს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელდა რამოდენიმეჯერ და თვლის, რომ ანტონ რაკაუს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს არაერთგზისობა, ანუ წინა ნასამართლობა, სასამართლო არ გამოიყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს და დაუნიშნავს თავისუფლების აღკვეთის სახით კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ანტონ რაკაუ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ანტონ რაკაუს სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2.ანტონ რაკაუს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

3.ანტონ რაკაუს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 აპრილიდან.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე