გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210016001559743
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/31716-16

(330210016001559743)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - ტ---------–-----–-–---–-

წარმომადგენლები: თ------------–---–-, ნ------–-------–---–-

მოპასუხე - შ-----------–----–---------------------------“

წარმომადგენლები: თ--------------------–-, პ------------–---–-

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაევალოს მისივე ჟურნალისტების: დ--------------ს, ნ--------------–---–-სა და ნ-----------–---- მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა ამვე სამაუწყებლო კომპანიის მეშვეობით, შემდეგი სახით: ს-----–----–------------ ,,რ----------“ არ იზიარებს, უარყოფს და ემიჯნება ჩვენი სამაუწყებლო კომპანიის 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა ,,პ---------------ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა ,,კ--------------------“ ჟურნალისტების: დ--------------ს, ნ--------------–---–-სა და ნ-----------–---- მიერ ტ---------–-----–-–---–-ს მისამართით გავრცელებულ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ შემდეგ ცნობებს: ,,ტ---------–-----–-–---–- თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და რომ, თითქოსდა დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ-----–-–---–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ-------- წ-----–-–---–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თითქოსდა ტ---------–-----–-–---–- თ-----–-----------------დან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული“, არ შეესაბამება სინამდვილეს.

1.2. გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებებით მოსარჩელისათის მიყენებული მორალური ზიანის სხით მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში და 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს----------–-----------–-----------------------------------------------–----------–----“, რომლის მიზანს შეადგენს მშვიდობიანი მოლაპარაკებებითა და პოლიტიკური მეთოდებით ყველა სადაო და პრობლემატიკური საკითხების მოგვარებაში ხელშეწყობა. ამავე დროს, როგორც სამხედრო საქმის ექსპერტი, აწარმოებს მონიტორინგს თავდაცვის სფეროში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ამხელს თავდაცვის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს, ასევე სწავლობდა ტექნიკის შესაძენად გაწეული ხარჯების მიზნობრიობას.

თავისი აქტიურ საზოგადოებრივი პოზიციის გამო, ტ---------–-----–-–---–- მიუღებელი აღმოჩნდა იმ პერიოდში ხელისუფლებისთვის და ადგილი ჰქონდა მოსარჩელის დისკრედიტაციის არაერთგზის მცდელობას. კერძოდ, 2004 წელს, ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა ,,6--–------“ მიერ ტ---------–-----–-–---–-ს მიმართ გავრცელდა ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----–-----------------ში მუშაობის პერიოდში ტ---------–-----–-–---–- იარაღით ვაჭრობდა და, ასევე თითქოს იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ---------–---–-ს გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა და ს-----–----–------------ ,,რ---------“-ს და ჟურნალისტ ა-------------–---–ს დაევალათ ტ---------–-----–-–---–-ს პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა. 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე უკანონოდ იქნა დაპატიმრებული სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა).

2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს“ ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით უარყოფილ იქნა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.

აღნიშნულის ფონზე, მოპასუხე შპს ,,ს-----–----–------------ რ---------“-ის ჟურნალისტების: დ--------------ს, ნ--------------–---–-სა და ნ-----------–---- მიერ მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა ,,პ---------------ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა ,,კ--------------------“ გავრცელებულ იქნა შემდეგი განცხადებები: ტ---------–-----–-–---–- თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და რომ, თითქოსდა დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ-----–-–---–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ-------- წ-----–-–---–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თითქოსდა ტ---------–-----–-–---–- თ-----–-----------------დან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.

აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და არის მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე, შპს ,,ს-----–----–------------ რ---------“-მა სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საეთერო მასალებში წარმოჩენილია მხარეთა პოზიციები, არ არის დარღვეული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. წარმოდგენილი სარჩელითა და მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვა.

საეთერო მასალები მომზადდა გადაღების მომენტისათვის არსებულ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით. გადაცემაში წარმოჩენილია რამდენიმე მხარე, რომელთა აზრიც გაჟღერებულია საეთერო მასალებში. არ არის არცერთი რესპოდენტის აზრი კონკტექსტიდან ამოვარდნილი, დამახინჯებული სხვა პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მედიის პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა უსაუბროს სადავო თემებზე, შესაბამისად, ამ კონკრეტულ სადავო საქმეზე დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ფასეულობა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, პრევალირებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე, ვინაიდან სადავო განცხადებები წარმოადგენს მოპასუხის აზრს და არა ფაქტის შემცველ განცხადებებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე 1990-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელე ტ-------- წ-----–-–---–მა 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ს----------–-----------–-----------------------------------------------–----------–----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ,,ს----------–-----------–-----------------------------------------------–----------–----ს“ წესდება (ს.ფ:-ები 43-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2004 წელს, ს-----–----–------------ ,,რ---------“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა ,,6--–------“ მიერ ტ---------–-----–-–---–-ს მიმართ გავრცელდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----–-----------------ში მუშაობის პერიოდში ტ---------–-----–-–---–- იარაღით ვაჭრობდა და, ასევე იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ---------–---–-ს გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა და ს-----–----–------------ ,,რ---------“-ს და ჟურნალისტ ა-------------–---–ს დაევალათ ტ---------–-----–-–---–-ს პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ-ები: 51-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე დაპატიმრებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა). მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენი (ს.ფ-ები: 58-62);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს“ ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით უარყოფილი იქნა მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს“ ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილება (ს.ფ-ები: 63-73);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. მოპასუხე შპს ,,ს-----–----–------------ რ---------“-ის ჟურნალისტების: დ--------------ს, ნ--------------–---–-სა და ნ-----------–---- მიერ, მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა ,,პ---------------ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა ,,კ--------------------“ გავრცელებულ იქნა შემდეგი განცხადებები: ,,ტ---------–-----–-–---–- სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ-----–-–---–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ-------- წ-----–-–---–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ---------–-----–-–---–- თ-----–-----------------დან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- რეპორტაჟების ჩანაწერები DVD დისკებზე (ს.ფ-ები: 75, 78);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. მოსარჩელე ტ---------–-----–-–---–- წარმოადგენს საჯარო პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენს არა მოსაზრებებს, არამედ მტკიცებას ფაქტების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამებიან სინამდვილეს. ეს განცხადებები არის მოსარჩელისთვის, როგორც საჯარო პირისთვის ზიანის მიმყენებელი - რეპუტაციის შემლახველი და სახელის გამტეხი (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 5-ე პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- რეპორტაჟების ჩანაწერები DVD დისკებზე (ს.ფ-ები: 75, 78);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლი იცავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას; კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემგომში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „კონვენცია“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე კოდექსის 27.5-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში ,,სპეციალური კანონი“) მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის მე-14 მუხლით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

,,სპეციალური კანონის“ კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

 

5.2. ამდენად, სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად, ,,სპეციალური კანონი”, ისევე როგორც, სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი (კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული) პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).

 

5.3. კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის მხრივ, აზრის და, მეორეს მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

სპეციალური კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

5.4. ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მათი დამტკიცება შესაძლებელია.

 

5.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს ,,სპეციალური კანონის“ პირველი მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო პირს და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კანონის მე-14 მუხლით საჯარო პირისათვის დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას. ასევე, სარჩელის წარმატებისათვის უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).

 

5.7. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

5.8. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებელობის ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).

 

5.9. „სპეციალური კანონის“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

5.10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ Nას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება“ (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

 

5.11. გადაწყვეტილებებში საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria(no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01 , § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55).

 

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას. ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და „გადაჭარბებულად“ იქნას მიჩნეული. განცხადების კლასიფიკაცია ფაქტად ან შეფასებით მსჯელობად, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს, თვითონ შეაფასოს სადავო განცხადებები.

 

5.13. ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტული სამართლით დაადგინა სხვადასხვა კრიტერიუმი, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება: (1) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში შეიტანა; (2) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და მისი ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (3) განცხადების საგანი, შინაარსი, ფორმა და შედეგები; აგრეთვე, (4) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნოა ის. (ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ განაცხადი № 18925/09 20 სექტემბერი, 2018 წელი).

 

5.14. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. როგორც ევროპული სასამართლო ხშირად აღნიშნავს: აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესი გარანტიაა პირის დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, შესაბამისად სასამართლო სიფრთხილით უდგება, ყველა იმ შემთხვევას, სადაც პირი ჩივის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. პრაქტიკის დახვეწასთან ერთად შეიქმნა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ კრიტიკის თმენის მეტი ვალდებულება (მაგალითად პოლიტიკოსები).

 

5.15. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტებს, იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ,,რ---------“-ში, მათი ჟურნალისტების მეშვეობით გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს აზრს და არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

 

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2004 წელს, ს-----–----–------------ ,,რ---------“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა ,,6--–------“ მიერ ტ---------–-----–-–---–-ს მიმართ გავრცელდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----–-----------------ში მუშაობის პერიოდში ტ---------–-----–-–---–- იარაღით ვაჭრობდა და, ასევე იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ---------–---–-ს გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა და ს-----–----–------------ ,,რ---------“-ს და ჟურნალისტ ა-------------–---–ს დაევალათ ტ---------–-----–-–---–-ს პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა.

შესაბამისად, მოპასუხე ტელეკომპანიის მიერ სადავო განცხადებების გავრცელების დროს, უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ინფორმაციის მცდარობის შესახებ. მაშასადამე, მოპასუხისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადავო განცხადებების ეს ნაწილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეფასებული იქნა როგორც ფაქტის შემცველი, ცილიმწამებლური განცხადება, რის გამოც დაევალა აღნიშნული გამონათქვამების უარყოფა.

 

5.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------–----–---------------------------“-ის ჟურნალისტის, ნ-----------–---- მიერ სატელევიზიო გადაცემა ,,პ---------------ში“ 2016 წლის 31 ივლისს გავრცელებული სადავო განცხადებები: ,,პოლოვნიკ ტ-------- წ-----–-–---–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს“; ,,ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ---------–-----–-–---–- თ-----–-----------------დან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული“ და ამავე სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტების: დ--------------სა და ნ--------------–---–-ს მიერ სატელევიზიო გადაცემაში ,,კ--------------------“ 2016 წლის 1 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია: ,,სამშობლოს ღალატისათვის ერთხელ უკვე გასამართლებულ პოლკოვნიკს ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ. დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ-----–-–---–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ“, წარმოადგენს არა მოსაზრებებს, არამედ მითითებას ფაქტების შესახებ, რომელთა შინაარსით, გამოთქმის ფორმითა და კონტექსტით ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება მოპასუხის მხრიდან ფაქტობრივი ბრალდება მოსარჩელის მიმართ, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების, ძირითადად, სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის შესახებ (მაგ. საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 236.5, 313-314-ე, 319-320-ე მუხლები).

 

5.17. როგორც ეს საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, ასეთი ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენად სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v. France).

 

5.18. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ, მართალია არსებობს გამამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული არ იყო დაკავშირებული იარაღით ვაჭრობასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, ამასთან, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს“ ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით უარყოფილი იქნა მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.

 

5.19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,Dichand and Others v. Austria“ განმარტავს, რომ როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეში ,,Gas of Alithia publishing company Ltd & Constantinides V. Cyprus”, რომელშიც ევროპული სასამართლო განმარტავს: ,,რაიონულმა სასამართომ დეტალურად მოისმინა და გამოიკვლია განმცხადებელთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ ისინი მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, როდესაც ავრცელებდნენ უკიდურესაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ისე, რომ არ მიუღიათ საკმარისი ზომები, გამოქვეყნებამდე მათ გადასამოწმებლად. ამით დასტურდება განმცხადებელთა გულგრილი (ინდიფერენტული) დამოკიდებულება მათი განცხადების ჭეშმარიტების მიმართ“. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,რაც შეეხება შედავებას მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-10 მუხლს არსებითაც არ ეწინააღმდეგება ცილისწამების საქმეებზე ცილისმწამებლური განცხადებების ჭეშმარიტების მტკიცების ტვირთის გადაკისრება მოპასუხისთვის, რომლებსაც სურთ თავი დაიცვან განცხადების მართებულობის არგუმენტით“...

საქმეზე ,,ბრაზილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ “(Case Of Brasilier V. France) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადებების უკან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე“.

საქმეზე ,,პედერსენი დაბაადსგაარდი დანიის წინააღმდეგ” (Case Of Pedersen and Raadsgaard V. Denmark) სასამართომ მიუთითა, რომ ,,...სასამართლო, მსგავსად უზენაესი სასამართლოსი, ასკვნის, რომ ბრალდება კონკრეტულად დასახელებული თანამდებობის პირის მიმართ, თუმცა გაკეთებული ირიბად და კითხვა-პასუხის ფორმატში, წარმოადგენს ფაქტის შესახებ განცხადებას რომელიც ექვემდებარება მტკიცებას“.

ევროპული სასამართლოს საქმეზე ,,ნოვაია გაზეტა და ბორიდიანსკი რუსეთის წინააღმდეგ“ (Case Of Novaya Gazeta and Borodyanovski V. Russia), სასამართო განმარტავს, რომ ..შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დადგენა არ ექვემდებარება დამტკიცებას და უნდა მოხდეს შეფასებითი მსჯელობის გამიჯვნა ფაქტებისგან, რომელთა არსებობის დადგენა შესაძლებელია. თუმცა, რთულია განასხვავო ფაქტის განცხადება და შეფასებითი მსჯელობა, როდესაც აზრი გამოთქმულია და განცხადება გაკეთებულია მესამე პირის მოქმედებაზე“. ამავე გადაწყვეტიელბაში მითითებულია: ,, მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად არსებობს ამ განცხადების საკმარისი საფუძველი, რადგან შეფასებითი მსჯელობაც ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული. შეფასებითი მსჯელობის შემცველი განცხადების მინიმალურ ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, საფუძვლიანი გადამოწმება ან დამოკიდებელი გამოკვლევა, როგორც ეს ადრე დაადგინა სასამართლომ“.

 

5.20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. სადავო სტატიების ზემომითითებული ინფორმაცია ყველა ამ კრიტერიუმს აკამყოფილებს და არცერთი გადმოცემული ფაქტი არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს. ამავე საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის ძირითადი უფლება დაკარგავს თავის არსს, თუკი მას მოეხსნება შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. ამდენად, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის დაწესებულ კონსტიტუციურ საპირწონეს. მითითებული ნორმებიდან ჩანს, რომ ღირსებისა და რეპუტაციის საკითხს, საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია განიხილავს, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს. პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, მათი უფლებების დაცვაა, რომ ცნობები მათი ქცევის, საქმიანობის შესახებ, რაც გავლენას ახდენს გარშემომყოფთა მიერ მათ შეფასებაზე, სინამდვილეს შეესაბამებოდეს“ (იხ. სუსგ №ას-1011-972-2016, 26/07/2016წ.).

 

5.21. ,,სპეციალური კანონის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

5.22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იყო დაუსაბუთებელი, შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ეს განცხადება არის მისთვის ზიანის მიმყენებელი - რეპუტაციის შემლახველი და სახელის გამტეხი.

მაშასადამე, ვინაიდან მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

 

5.23. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. შესაბამისად, სახეზეა სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც იწვევს ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

5.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ექვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

 

მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს დაეკისრა გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, რაც წარმოადგენს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მნიშვნელოვან საშუალებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხა 30 000 ლარი ვერ იქნება პროპორციული და თანაზომიერი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 10000 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 300 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. ტ---------–-----–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე, შ-----------–----–---------------------------“-ს დაევალოს ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: ,,ტ---------–-----–-–---–-ს სარჩელისა გამო შ-----------–----–---------------------------“-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ შ-----------–----–---------------------------“-ის ჟურნალისტის, ნ-----------–---- მიერ სატელევიზიო გადაცემა ,,პ---------------ში“ 2016 წლის 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია: ,,პოლოვნიკ ტ-------- წ-----–-–---–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს“; ,,ს-----–----–------------ ,,რ----------“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ---------–-----–-–---–- თ-----–-----------------დან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული“ და ამავე სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტების: დ--------------სა და ნ--------------–---–-ს მიერ სატელევიზიო გადაცემაში ,,კ--------------------“ 2016 წლის 1 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია: ,,სამშობლოს ღალატისათვის ერთხელ უკვე გასამართლებულ პოლკოვნიკს ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ. დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ-----–-–---–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ“, არ შეესაბამება სინამდვილეს“.

3. გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებებით მოსარჩელე, ტ---------–-----–-–---–-ს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის სახით, მოპასუხე, შ-----------–----–---------------------------“-ს მოსარჩელე ტ---------–-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 10000 ლარის გადახდა.

4. მოპასუხე, მოპასუხე, შ-----------–----–---------------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი