განაჩენი

სისხლის სამართლის 29.12.2019
საქმის ნომერი
050100119002940830
დავის ტიპი
179 2 ბ
თარიღი
29.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0-----------------

საქმე N1-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2------------ი, 2-19 წელი ქ.ოზურგეთი

 

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: მა---------------ე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: და----------–--ე, რო-------------–---–ი

 

ღია სასამართლო სხდომაზე, არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

 

ბრალდებული: ნუ-------–--–-----ი

მამის სახელი: ნო-----ი

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ლა----------–---------------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის);

 

დაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19---–--–----- აგვისტოს განაჩენით ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა ნუ-------–--–-----მა, კვლავ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, კერძოდ იგი 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, შეიარაღებული დანით და კალაშნიკოვის კონსტრუციის ,,A------’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის მჭიდში მოთავსებული ჰქონდა საბრძოლო მასალა - 2- ცალი ვაზნა, ჯგუფურად სხვა პირთან ერთად, ქუდისგან დამზადებული ნიღბებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ,,ფო-----ს’’ მარკის U------ სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გი----------------ძეს, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს, რომელთა მიმართ გამოიჩინეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, იარაღების დამიზნებით ჩამოიყვანეს სამივე ძირს, დაუწყეს ცემა და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ზვ--------------ეს და გი----------------ძეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცეს მისი და ზვ--------------ის კუთვნილი საერთო თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1.2. ნუ-------–--–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვით---ებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატი, ასევე საბრძოლო მასალა 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის 2- ცალი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და 2-1- წლის 2---------ს გამოიყენა გი----------------ძის, ზვ--------------ის და სე------------–--ნის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისას.

 

1.3. ნუ-------–--–-----ი 2-1- წლის 2---------ს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 5, 45 მმ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატს, ასევე ამავე ავტომატის მჭიდში მოთავსებულ საბრძოლო მასალას - 5--- კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის 2- ცალ ვაზნას, რომლითაც შეიარაღებული ამავე რიცხვში, დაახლოებით 21:30 სათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა გი----------------ძეს, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, შეიარაღებული დანით და კალაშნიკოვის კონსტრუციის ,,A------’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის მჭიდში მოთავსებული ჰქონდა საბრძოლო მასალა - 2- ცალი ვაზნა, ჯგუფურად სხვა პირთან ერთად, ქუდისგან დამზადებული ნიღბებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ,,ფო-----ს’’ მარკის U------ სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გი----------------ძეს, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს, რომელთა მიმართ გამოიჩინეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, იარაღების დამიზნებით ჩამოიყვანეს სამივე ძირს, დაუწყეს ცემა და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ზვ--------------ეს და გი----------------ძეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცეს მისი და ზვ--------------ის კუთვნილი საერთო თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.2. ნუ-------–--–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვით---ებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატი, ასევე საბრძოლო მასალა 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის 2- ცალი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და 2-1- წლის 2---------ს გამოიყენა გი----------------ძის, ზვ--------------ის და სე------------–--ნის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისას.

 

2.3. ნუ-------–--–-----ი 2-1- წლის 2---------ს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 5, 45 მმ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატს, ასევე ამავე ავტომატის მჭიდში მოთავსებულ საბრძოლო მასალას - 5--- კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის 2- ცალ ვაზნას, რომლითაც შეიარაღებული ამავე რიცხვში, დაახლოებით 21:30 სათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა გი----------------ძეს, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია);

 

- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია);

 

ბრალდებულმა ნუ-------–--–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

3.1. დაზარალებულ სე------------–--ნის ჩვენების თანახმად, ზუსტი თ---იღი არ ახსოვს, შემთხვევით გაიგო, რომ ლე----–--–-----თან უნდა მისულიყვნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მსურველები. ვინაიდან, თავად ჰყავდა გასაყიდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაელოდა მათ მისვლას. ლე----–--–-----ის სახლში მივიდნენ ზვ--------------ე და გი----------------ძე, რომლებიც ახალციხიდან იყვნენ, ამ დროს იქ იყვნენ მეზობლები ამი-----–--–-----ი და ნუ-------–--–-----ი. ახალციხელები ლე-----ან საქონლის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, საუბარში ჩაერია ნუ-------–--–-----ი, რომელმაც მათ უთხრა, რომ დაბალ ფასს იხდიდნენ და უფრო მეტი უნდა გადაეხადათ. სე------------–--ნმა განმარტა, რომ ზვ--------------ეს და გი----------------ძეს, შესთავაზა ენახათ მისი კუთვნილი პირუტყვი და შემდეგ ფასზე შეთანხმებულიყვნენ, იმავე დღეს დაახლოებით 16.00 საათზე შეხვდა ახალციხელებს თავის შვილთან და ამი-----–--–-----თან ერთად და ზვ-----ს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, წავიდნენ ფერმაზე. ცუდი ამინდის გამო საქონლის სადგომამდე ვერ მივიდნენ და ხიდზე გააჩერეს მანქანა. მისი შვილი გი-----ი ნი----–---ი, ამი-----–--–-----ი და ზვ--------------ე წავიდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანახავად, თუმცა ვერ ნახეს, დაბრუნდნენ უკან ლანჩხუთისკენ, გზად გი----------------ძეს ტელეფონზე დაურეკა ბე----------–---–მა და უთხრა რომ საქონელი ჰყავდა დაჭერილი და აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, კითხვაზე თუ რა აუცილებლობა იყო იმ საღამოს მისვლა საქონლის სანახავად, ბე--მ უპასუხა, რომ დატყვევებული ჰყავდა გასაყიდი პირუტყვი და სურდა ენახათ, როდესაც მივიდნენ რკინიგზის გადასასვლელთან ძარაზე მსხდომ პირებთან ერთად აპირებდა ჩასვლას, თუმცა ზვ--------------ემ და გი----------------ძემ სთხოვეს გაყოლოდა ბე----------–---–ის ფერმაზე, რადგან გზა კარგად არ იცოდნენ, რაზეც დათანხმდა. დაზარალებულის განმარტებით ბე----------–---–ის ფერმამდე ვერ მივიდნენ, რადგან გზა იყო გაფუჭებული, გააჩერეს მანქანა, დაურეკეს ბე--ს და აცნობეს, რომ გზის გაგრძელებას მანქანით ვერ შეძლებდნენ, ხოლო თავად კი ფეხით ვერ წავიდოდა. ბე--მ უთხრა, რომ დალოდებოდნენ და თავად მიუყვანდა პირუტყვს. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, ვინაიდან ბე--ს შეაგვიანდა მისვლა კვლავ დაურეკეს, მან უპასუხა, რომ ცხენის კუდზე გამოაბამდა და მიდენიდა პირუტყვს მანქანამდე, აღნიშნულიდან დაახლოებით ოცი წუთის გასვლის შემდეგ მანქანის შუქებზე დაინახეს, ბე----------–---–ის ფერმის მხრიდან მომავალი სანადირო ფორმაში ჩაცმული ორი პიროვნება, როდესაც მიუახლოვდნენ მანქანას, უცნობებმა თავზე აიფარეს ხელი, მისი ჩვენებით, გი----------------ძემ უთხრა მათთვის სიგარეტი ეთხოვა, მართლაც სიგარეტის თხოვნის მიზნით გააღო მანქანის კარი, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაეტაკა, გადააგდო მანქანიდან მიწაზე, დაუშინა ფეხები ზურგის არეში, თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს, იგინებოდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ, უთხრა, რომ სომეხი სე---ო იყო და ფული არ ქონდა, ამის შემდეგ მისთვის ფული აღარ მოუთხოვიათ, მასთან ახლოს მყოფი თავდამსხმელი გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღბული, მისი შეფასებით, თავდამსხმელები მარცხენა მხარეს შეცდომით მივიდნენ, ზვ-----ს კუთვნილი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო, საჭესთან იჯდა გი----------------ძე, შუაში ზვ--------------ე, თავად კი მარცხენა მხარეს. სე------------–--ნმა, ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა პლასტმასის შესაკრავით შეუკრა ხელები, ამ დროს კარგად ესმოდა თუ როგორ ითხოვდნენ ფულს, როგორ ემუქრებოდნენ გი----------------ძესა და ზვ--------------ეს თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით, მან კარგად გაიგო გი----------------ძემ თავდამსხმელს უთხრა, ,,ფული ხომ მოგეციო“, როცა მეორე მხარეს მოახერხა გახედვა მანქანის შუქზე დაინახა ჩხუბის დროს, თუ როგორ წაართვა ზვ--------------ემ ავტომატი ერთ-ერთ თავდამსხმელს, აღნიშნული პირი იცნო რადგან ნიღაბი არ ეკეთა, ის იყო ნუ-------–--–-----ი, რომელიც შემდეგ ზვ-----ს დანით ემუქრებოდა და ავტომატის დაბრუნებას სთხოვდა, თუ როგორ მოძვრა ნიღაბი არ დაუნახავს, ალბათ ჩხუბის დროს ჩამოძვრა. ზვ--------------ემ, რომელიც ფიზიკურად მასზე გაცილებით დიდი იყო შეძლო მისი მოგერიება, მის მიერ მოქნეული დანა ზვ--------------ემ ავტომატით გადატეხა. ასევე კარგად გაიგო, თუ როგორ დაუძახა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორეს ,,ნუ------ი წამოდიო“, თავდამსხმელები გაიქცნენ, დაზარალებულებმა პოლიციაში თან წაიღეს შემთხვევის ადგილზე არსებული ავტომატი, დანის ტარი, მჭიდი და ვაზნები, მოგვიანეით გაიგო, რომ თავდამსხმელებს 3000 ლარი წაუღიათ.

 

დაზარალებულმა განმარტა, ნუ-------–--–-----ს ბავშვობიდან იცნობს, ბე----------–---–ის ფერმის ტერიტორიაზე ბოლო 2 წელია არ ყოფილა და გზის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ასევე განმარტა, ღამე თუ როგორ შეაფასებდნენ მყიდველები საქონელს ეს მისი საქმე არ იყო, მისი ჩვენებით პირადად დაინახა მანქანის შუქზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ნიღბის გარეშე, თუ როდის მოძვრა არ დაუნახავს, ხმით ვერ იცნობდა, რადგან მასთან ახლოს არ მიდიოდა, სე------------–--ნმა დაადასტურა, რომ აშკარად თვალნათლივ დაინახა, რომ ერთ-ერთი თავმდასხმელი ნუ-------–--–-----ი იყო.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ზვ--------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში. ლანჩხუთში 3-4 წელია დადის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად. გი----------------ძე არის მისი მეგობარი და ერთად ეწევიან საქმიანობას. დაუკავშირდა ნაცნობი ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრები ზვ-----, რომლის გვარი არ ახსოვს, ადრე გაიცნო და უთხრა, რომ მის მეზობლად მცხოვრებ პირებს გასაყიდი ჰყავდათ რამოდენიმე სული პირუტყვი და თუ სურდა შეძენა, ასევე ზვ-----მ სთხოვა, რომ მისთვის რამოდენიმე ცალი თივის შეკვრა ჩაეტანა, რომლის თანხას გადაუხდიდა ლანჩხუთში. 2-1- წლის 2---------ს დაახლობით 11.00 საათზე ახალციხიდან ქ. ლანჩხუთში ჩავიდა თავისი ავტომანქანით მეგობარ გი----------------ძესთან ერთად, ზვ-----ს ჩაუტანა თივის 10 შეკვრა, დაახლოებით 8-10 სული პირუტვის შეძენა სურდათ, შეხვდნენ ზვ-----ს, რომელიც გაჰყვა მეზობელ ლე-----ან, რომლის გვარი ასევე არ ახსოვს, რომელსაც 2 სული პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი, თუმცა იმ დროს სახლში მხოლოდ ერთი იყო, დაახლოებით 1500 ლარი მოითხოვა ერთ პირუტყვში, მისი განმარტებით მხლოდ მე-2 პირუტყვის ნახვის შემდეგ გადაწყვიტავდა შესყიდვის საკითხს, ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ამ დროს იქ იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც საუბრის დროს აქტიურობდა და თანხის მომატებას ითხოვდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რამოდენიმე პირუტყვის შეძენას აპირებდნენ, მოგვიანებით ამ პირმა განახორციელა მათზე თავდასხმა - ეს იყო ნუ-------–--–-----ი; ზვ--------------ემ აღნიშნა, რომ იქ მყოფ სე------------–--ნს შეუთანხმდნენ, რომ დაახლოებით 16.00 საათისთვის წავიდოდნენ მის ფერმაზე პირუტყვის სანახავად. დაზარალებულის განმარტებით, იმავე დღეს მისი ავტომანქანით გი----------------ძესა და სე------------–--ნთან ერთად, რომელსაც ახლდა მისი შვილი გაემართნენ სე---ოს ფერმისკენ, თუმცა უშედეგოდ, პირუტყვი ვერ ნახეს და დაბრუნდნენ უკან, გზად დაუკაშირდნენ ბე--ს, რომლის გვარი არ ახსოვს, მასთან ასევე შეთანხმებული იყო ფერმაზე პირუტყვის ნახვის თაობაზე, თუმცა ვინაიდან მისი ფერმის გზა არ იცოდნენ სე------------–--ნს სთხოვეს გაყოლა, რაზეც სე---ო დათახმდა, გზა ცუდი იყო ბოლოდე ფერმასთან ვერ შეძლეს მისვლა, ისევ დაურეკეს ბე--ს, რაზეც უპასუხა, რომ დალოდებოდნენ ადგილზე და თავად შესძლებდა ცხენის მეშვეობით პირუტყვის ავტომობილთან მიყვანას, რადგანაც შეაგვიანდა, 10 წუთის შემდეგ ისევ დაუკავშირდნენ, ბე--მ უთხრა, რომ მალე მივიდოდა იმ ადგილზე სადაც იმყოფებოდნენ, ამ დროს მანქანის შუქზე დაინახეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული ფერმის მხრიდან მომავალი ორი პიროვნება, მონადირეები ეგონათ, რადგან უცხო პირებს თვალებში მანქანის შუქი ანათებდათ, ახლო ნათებაზე ფარების გადართვა სთხოვა გი-----ის, რომელიც საჭესთან იჯდა, ზვ--------------ის ჩვენებით, სე------------–--ნს სთხოვა მათთვის სიგარეტი ეთხოვა, როდესაც მანქანას მიუახლოვდნენ უცნობი პირები სე---ომაც კარები გააღო მათთვის სიგარეტის თხოვნის მიზნით, მათ კი მანქანიდან ძირს გადააგდეს ჯერ სე---ო და მოთხოვეს ფული, შემდგომ გი-----ი და ბოლოს თავადაც გადმოაგდეს მანქანიდან. გაისროლეს იარაღი და მოსთხოვეს ფული, როგორც ახსოვს ორნი იყვნენ შეიარაღებულნი, თვალებამოჭრილი შავი ფერის ქუდის ნიღბები ეკეთათ, ერთ მათგანს ავტომატი ეჭირა, ხოლო მეორეს გადაჭრილი თოფი, გი-----იმ ერთ-ერთს მისცა 3000 ლარი და თხოვა არ დაეხოცათ ფულის გულისთვის, აღნიშნულ თანხას არ დასჯერდნენ, ზვ--------------ის განმარტებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჟინებით სთხოვდა ფულს, თავის არეში სცემდა ავტომატის კონდახით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ დახოცავდნენ თუ თანხას სრულად არ გადასცემდა, ერთ-ერთ თავდამსხმელთან მოახერხა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა და ავტომატის წართმევა, რომელიც შემდეგ დანით თავს დაესხა და გი----------------ძის შეძახილის საფუძველზე ,,ზუგში დანას გირტყამსო“ ავტომატის კონდახით მოიგერია და დანა გადაუტეხა, მასთან შეჭიდების დროს თავდამსხმელს ნიღაბი მთლიანად ჩამოძვრა და მანქანის შუქზე იცნო, რადგანაც აღნიშნული პირი იმავე დღეს ნახა, საქონლის ფასზე მოლაპარაკებას ესწრებოდა ლანჩხუთში მეზობელთან, იგი ფასის მომატებას ითხოვდა, სახელიც ახსოვდა, რომ ,,ნუ------ი“ ერქვა, გვარი იმ დროს არ იცოდა შემდეგ გაიგო, რომ წი-–-----ი ყოფილა. მისი განმარტებით, ავტომატის წართმევამდე ზურგში პისტოლეტიც ესროლეს, ნუ-------–--–-----მა სასიკვილოდ გაიმეტა, ავტომატიც გადატენა, მაგრამ შემთხვევით არ გაისროლა და გადარჩა, შემთხვევის დროს გი----------------ძე ჭაობში ჩავარდა, სე------------–--ნი კი მეორე თავდამსხმელს მანქანის გვერდზე მიწაზე ჰყავდა დაკავებული, დაზარალებულის განმარტებით გაიგონა თუ როგორ დაუძახა ერთერთმა მეორეს ,,ნუ------ი წავედით ხმები ისმისო“, ამის შემდეგ მალევე გაიქცნენ, ზვ--------------ემ სხდომაზე განმარტა, რომ სე------------–--ნი რომც არ ყოფილიყო ნუ-------–--–-----ს მაინც ამოიცნობდა. გი-----იმ უთხრა, რომ 3000 ლარი წაართვეს ყაჩაღებმა, შემდეგ წავიდნენ პოლიციაში, განცხადების გაკეთების შემდეგ მისი მანქანიდან ამოიღეს, შემთხვევის ადგილიდან წამოღებული ავტომატი, თავისი მჭიდით, 2- ცალი ვაზნა და დანის ტარი, გამოძიების მიმდინარეობისას ფოტოსურათით ამოიცნეს თავდამსხმელი, ეს იყო სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებული - ნუ-------–--–-----ი.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა გი----------------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ახალციხეში, 2-1- წლის 2---------ს მის მეგობარ ზვ--------------ესთან ერთად ავტომობილით ჩავიდნენ ქ. ლანჩხუთში, დაახლებით დილის 10-11 საათზე, ჩასვლისთანავე დაუკავშირდნენ ზვ-----ს, რომელთანაც წინა დღეებში ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, ჩაუტანეს თივის შეკვრა, თავის მხრივ იგი უნდა დახმარებოდა საქონლის შესყიდვაში, თივა მასთან დატოვეს და წავიდნენ მის მეზობელთან პირუტყვის სანახავად, ეზოში 4-5 პირი იყო, იმ დღეს გაიცნო სე------------–--ნი, უთხრა რომ ფერმა ჰქონდა და აპირებდა საქონლის გაყიდვას და საღამოს მისი საქონლის სანახავად წავიდოდნენ. გი----------------ძის განმარტებით, ზვ--------------ესა და სე------------–--ნთან ერთად, რომელსაც მისი შვილი და მათთვის უცნობის პირი გაჰყვათ იმავე დღეს წავიდნენ სე------------–--ნის ფერმაზე, თუმცა საქონელი ვერ ნახეს და წამოვიდნენ უკან, დაზარალებულის ჩვენებით, ასევე იმავე დღეს აპირებდნენ მეზობელ ფერმაზე წასვლას საქონლის სანახავად, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ საქონლის მეპატრონესთან, რადგან გზა კარგად არ იცოდნენ სე------------–--ნს სთხოვეს დახმარება გაყოლოდათ მათთვის უცნობ ფერმაზე, რაზეც დათანხმდა; მისი განმარტებით სე------------–--ნის ფერმიდან წამოიყვანეს სხვა პირებიც, რომლებიც რკინიგზის გადასასვლელთან ჩამოვიდნენ, გააგრძელა გზა, ფერმამდე პირუტყვის სანახავად ვეღარ მივიდნენ, რადგანაც გაუვალი ჭაობი იყო, გააჩერა მანქანა, დაურეკეს პირუტყვის მეპატრონეს, რომლის სახელიც არ ახსოვს, მან უთხრა დალოდებოდნენ და ცხენის მეშვეობით პირუტყვს მანქანასთან მიიყვანდა, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მანქანის შუქზე დაინახეს ჭაობებს მიღმა ორი პიროვნება, სამხედრო ფორმა ეცვათ, სე---ოს უთხრა სიგარეტი ეთხოვა მათთვის, (მონადირეები ეგონათ), ამ დროს თავად საჭესთან იჯდა, ავტომობილი მარჯვენა საჭიანი იყო, ზვ----- შუაში, ხოლო სე------------–--ნი მარცხენა მხარეს იჯდა, როდესაც უცნობი პირები მიუახლოვდნენ მანქანას სე---ომ გააღო კარები და სიგარეტი სთხოვა, ამ დროს სე---ო იარაღის მუქარით ჩააგდეს ძირს, მუქარითა და ყვირილით ითხოვდნენ ფულს, თავდამსხმელი ორი პიროვნება იყო, თვალებამოჭრილი ნიღბებით, მუქარის ფონზე თანხა რაც ჰქონდა ჯიბეში ძირს დაყარა, ერთ-ერთი მათგანი უმალვე დაეუფლა, დააწვინეს მიწაზე, თავზე დაადეს იარაღი და უთხრეს მოკლავდნენ თუ თავს ასწევდა ესმოდა, რომ ზვ--------------ეს ემუქრებოდნენ, თანხას თხოვდნენ, მისი ჩვენებით ერთ-ერთი თავდამსხმელი იცნო, იმავე დღეს დილის საათებში, როდესაც ზვ----მა წაიყვანა მეზობელთან პირუტყვის შესაძენად, იქ ნახეს აღნიშნული პირი, ჩაერია მათ საუბარში და აქტიურობდა ფასის თაობაზე, მან ისიც გაიგო, რომ სე------------–--ნის ფერმაზე აპირებდნენ წასვლას საქონლის სანახავად, მისი განმარტებით აღნიშნული პირი განსაკუთრებით აგრესიული იყო ტა-------ს მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ღამე იყო, მანქანის შუქზე დაინახა, როგორ შეეჭიდნენ ერთმანეთს ზვ--------------ე და თავდამსხმელი, გაიგო გასროლის ხმა, ასევე დაინახა მისმა მეგობარმა, როგორ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ყაჩაღს, დაინახა ჩხუბის დროს როგორ წაართვა იარაღი და როგორ ჩამოძვრა ნიღაბი ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელსაც ზვ----- ეუბნებოდა ,,ბიჭო შენა ხარ, რა გინდაო“, დაზარალებულის ჩვენებით მან მაშინვე შეიცნო უნიღბო თავდამსხმელი, რადგან იმავე დილით საქონლის ფასზე საუბრისას განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ფასის მომატებით, ეს პიროვნება იყო ნუ-------–--–-----ი, თავად ჭაობში იყო, როცა ზვ--------------ე ავტომატს იქნევდა, დაუყვირა, რომ დანას ურტყამდნენ და მანაც მოიგერია თავდამსხმელი, მის მიმართაც ჰქონდა ადგილი ცემას და ფიზიკურ შეხებას, წაართვეს 3000 ლარი, ახსოვს ერთ-ერთმა ყაჩაღმა, მეორეს დაუძახა „ნუ------ წამოდიო“, დაზარალებულმა დაადასტურა, კიდევ ერთხელ, რომ ნუ-------–--–-----ი იყო თავდამსხმელი, ძალიან რთულია ხელის დადება, თუმცა სიკდილის ჩახედეს თვალებში, რომ არა სე------------–--ნი და ზვ--------------ე თავადაც შეძლებდა ერთ-ერთ უნიღბოდ მყოფ თავდამსხმელში ნუ-------–--–-----ს ამოცნობას, რადგან იმავე დილით ჰყავდა ნანახი. ავტომატი რომელიც წაართვა ზვ--------------ემ ყაჩაღს, ასევე მჭიდი, ვაზნები და დანის ნაწილები ჩაალაგეს მანქანაში და წაიღეს პოლიციაში. ერთ-ერთი თავდამსხმელი ნუ-------–--–-----ი ფოტოსურათითაც ამოიცნო, დაადასტურა რომ ბრალდებული იყო ის პიროვნება, რომელიც მათ თავს დაესხათ.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გი-----ი კუკ---–---მ განმარტა, რომ 2-1- წლის 2---------ს ქალაქ ლანჩხუთში, კერძოდ ლაშისღელის ტერიტორიაზე, ბე----------–---–ის მეცხოველეობის ტერიტორიაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, სე------------–--ნზე, გი----------------ძესა და ზვ---- ტაბატაძეზე. ყაჩაღური თავდასხმა განახორიციელა ნუ------–ი-–-----მა სხვა პირთან ერთად, მისი ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ბე----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებები. მისი განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბე----------–---–მა მიუთითა, რომ ქუდზე, რომელიც აღმოაჩინეს ექსპერიმენტის დროს იყო მისი და თვალების ადგილი ამოჭრა ნუ-------–--–-----მა მასთან ფერმაზე ყოფნის დროს.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ვა-----------------ა განმარტა, რომ 2-1- წლის 2---------ს ქ. ლანჩხუთში, ლაშისღელის ტერიტორიაზე ტყის მასივში მოხდა ყაჩაღური თავდასხმა კერძოდ, ზვ--------------ეს, გი----------------ძეს და სე---ო ნი----–---ს თავს დაესხა სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით, პისტოლეტით, დანით, გადაჭრილი თოფით, აღნიშნულ პირები ცემეს, იარაღის მუქარით წაართვეს ფულადი თანხა. შემთხვევაზე ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება, რომელზეც დადგენილი იქნა ყაჩაღობაში მონაწილე პირი - ნუ-------–--–-----ი, რომელიც ემალებოდა გამოძიებას, აღნიშნულ საქმეზე მის მიერ არაერთხელ შედგენილ იქნა ბინაზე გამოცხადების ოქმი, მოწმის სახით ნუ-------–--–-----ის გამოკითხვის მიზნით, არაერთხელ იყო მისული მის საცხოვრებელ ადგილზე, ქ. ლანჩხუთში, ე---–--- წი-–-----ის განმარტებით ძმის - ნუ-------–--–-----ის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი იყო, 2-19 წლის 04 მარტს პროკურატურიდან, გადმოგზავნილი იქნა დადგენილება, ნუ-------–--–-----ის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე, ტარდებოდა შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები. მისი განმარტებით, სე------------–--ნმა პირად საუბრებშიც არაერთხელ უთხრა, რომ ამოიცნო ნუ-------–--–-----ი, მას ზვ--------------ემ დაყაჩაღების დროს ჩამოაძრო ნიღაბი და პირადად იცნო, დაადასტურა, რომ 06 იანვრის, 08 იანვრის, 10 იანვრის და 1- იანვრის ოქმები მის მიერ იყო შედგენილი.

 

3.6. N1-9--- შეტყობინებით, 2-1- წლის 2---------ს 23:08 საათზე, შსს ლაჩხუთის რაონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა გი----------------ძე, რომელმაც განაცხადა, რომ ლანჩხუთში, ტყის მასივში მოძრაობისას დახვდა შეირაღებული პირები და იარაღის მუქარით გასტაცეს 3000 ლარი.

 

3.7. 2-1- წლის 25 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2-1- წლის 25 იანვარს 00:45 საათზე და დასრულდა 01:40 საათზე. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლანჩხუთში ლაშისღელის ტერიტორია, ტყის მასივში შემავალი შიდა გზა და მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გი----------------ძის მითითებით. ლაშისღელის ტერიტორიაზე, ტყის მასივში შემავალი შიდა გზა არის ტალახიანი. გი----------------ძემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მას გაჩერებული ჰყავდა მის მიერ მართული, ზვ--------------ის კუთვნილი ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით V------, სადაც 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, ,,ფო-----ს’’ მარკის მიკროავტობუსში ყოფნის დროს გი----------------ძეს, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი, გი----------------ძის განმარტებით, იყო ნუ-------–--–-----ი. თავდამსხმელებმა გი----------------ძეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს ფული და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გი----------------ძემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იგი წინააღმდეგობას უწევდა ნიღბიან თავდამსხმელებს. გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის, მონაცრისფრო ჩანართებით და უცხოური წარწერით „Angell” ერთი ცალი ხელთათმანი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა დანის პირი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე, გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის ხუთი ცალი პლასტმასის ხამუდი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე, გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ორი ცალი, შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე, გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი (ნიღაბი), რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე, გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი „მალბოროს“ ფირმის სიგარეტის ცარიელი კოლოფი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე, გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა მამაკაცის, ერთი ცალი მუქი ფერის თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელზეც გი----------------ძემ მიუთითა, რომ ეკუთვნოდა, მის მეგობარს ზვ--------------ეს, რომელიც გაძვრა ჭიდილში და ტალახში ჩარჩა, როდესაც იგი წინააღმდეგობას უწევდა თავდამსხმელებს. ფეხსაცმელი მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. საგამოძიებო მოქმედების დროს, გადაიღეს ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების: გი----------------ძის და ექსპერტ თე---------------–-ძის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს გი----------------ძე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა (იხ. ტომი I- ს.ფ 5-11);

 

3.8. ამოღების ოქმით, დასტურდება გარემოება მასზედ, რომ 2-1- წლის 25 იანვრის სატვირთო ავტომანქანიდან ,,ფო----------------ი’’, სახელმწიფო ნომრით U------, ზვ--------------ის მონაწილეობით და მითითებით ამოღებულ იქნა დანის შავი ფერის ტარი, მის ბოლოზე არსებული ოქროსფერი ორნამენტით, ასევე მასზე არსებული ნომრით 3---- და ინიციალებით „ნ-–.“ ავტომანქანაში არსებულ, სავარძლებს შორის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი უნომრო, შავი ფერის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულის არხის შესასვლელიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ვაზნა. ავტომანქანაში არსებული მარცხენა სავარძლის ქვედა ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული თვრამეტი ცალი ვაზნით. ამოღების ოქმი ხელმოწერილია ზვ--------------ის, ექსპერტ თე---------------–-ძის და ოქმის შემდგენი პირის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ზვ--------------ე. ამოღების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები (იხ. ტომი I- ს.ფ 53-56);

 

3.9. ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „მე----–-------–-----------------–-----------–----–---------------–---------------------1--ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N543 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათ---იღებული 25.01.1-–-----------–----------------------------–---------------------–----------------------------------------–----–--------------------------------------–------------–----–-------------–-ს დიაგნოზით: სკალპის ღია ჭრილობა. სკალპის ზედაპირული ტრავმა. ცხვირის დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა მხრის სარტყლის ღია ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ღია ჭრილობა. მარცხენა მტევნის მე-2 თითის ღია ჭრილობა.

25.01.2-1-წ. 1-:2--1-:27 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზვ--------------ეს ცხვირის, მარჯვენა მტევნის, მარცხენა მეორე თითის, თხემ-კეფის მიდამოში ცენტრალურად, ბეჭის მიდამოში მარცხნივ ადევს მოთეთრო ფერის ნახვევი, სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები მარჯვენა ჰიპოტენარის მიდამოში, მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის დორსალურ კედელზე განვით---ებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვით---ებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.

დაზიანებები თხემის, ცხვირის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა მტევნის მეორე თითის არეში არსებული ჭრილობების სახით და ლოყის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაჭდევის სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანებები თხემისა და მარცხენა ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თ---იღს (იხ. ტომი I- ს.ფ 125-127).

 

3.10. ლე--- სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დასტურდება 25.01.2-1-წ. 1-:03-1-:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გი----------------ძის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვით---ებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თ---იღს (იხ. ტომი I- ს.ფ 132-133);

 

3.11.ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, დადგენილია, რომ 25.01.2-1-წ. 1-:12-1-:1-სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. სე------------–--ნს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვით---ებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თ---იღს. (იხ. ტომი I- ს.ფ 138-139);

 

3.12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, დადგენილია, რომ 2-1- წლის 25 იანვრის ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ზვ--------------ემ აღნიშნა, რომ 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.ლანჩხუთში, ლაშისღელის ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის სატვირთო ავტომანქანაში ყოფნისას მას, გი----------------ძეს, და სე------------–--ნს ყაჩაღურად თავს დაესხა ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მამაკაცი, რომელთაგან შეუძლია ერთ-ერთის ამოცნობა, რომელსაც გაუწია წინააღმდეგობა და მოძვრა ნიღაბი, ვინაიდან დაიმახსოვრა მისი სახე და აღნაგობა, ამასთანავე იმავე დღეს, შუადღის საათებში ნანახი ჰყავდა იგი ქ. ლანჩხუთში, ლე----–--–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას. აღნიშნული პიროვნება არის საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, ჭაღარა თმებით, სწორი, ოდნავ მოგრძო ცხვირით, ხშირი წარბებით და შეუძლია მისი ფოტოსურათით ამოცნობა. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო ნომერ მესამე ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება, ჭაღარა თმებით, სწორი, ოდნავ მოგრძო ცხვირით, ხშირი წარბებით და სახის მთლიანი მოყვანილობით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირი არის ნუ-------–--–-----ი (იხ. ტომი I- ს.ფ 143-148);

 

3.13. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ასევე დადგინდა, რომ 2-1- წლის 25 იანვრის ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა გი----------------ძემ აღნიშნა, რომ 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.ლანჩხუთში, ლაშისღელის ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის სატვირთო ავტომანქანაში ყოფნისას, მას, ზვ--------------ეს და სე------------–--ნს ყაჩაღურად თავს დაესხა ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მამაკაცი, რომელთაგან შეუძლია ერთ-ერთის ამოცნობა, რომელსაც ზვ--------------ემ გაუწია წინააღმდეგობა და მოძვრა ნირაბი, ვინაიდან დაიმახსოვრა მისი სახე და აღნაგობა. ამასთან, იმავე დღეს, შუადღის საათებში ნანახი ჰყავდა ეს პიროვნება ქ.ლანჩხუთში, ლე----–--–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას. აღნიშნული პიროვნება არის საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგონის, ჭაღარა თმებით, სწორი ოდნავ მოგრძო ცხვირით, ხშირი წარბებით და შეუძლია მისი ფოტოსურათით ამოცნობა. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო ნომერ მეორე ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება ჭაღარა თმებით, სწორი ოდნავ მოგრძო ცხვირით, ხშირი წარბებით და სახის მთლიანი მოყვანილობით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირის არის ნუ-------–--–-----ი (იხ. ტომი I- ს.ფ 155-160);

 

3.14. 2-1- წლის 25 იანვრის ოქმით ბინაზე გამოცხადების შესახებ დასტურდება, რომ შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, ქ.ლა-------–---–---------------------------ში 1-:00 საათზე, გამომძიებელი გამოცხადდა ნუ-------–--–-----ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა ნუ-------–--–-----ის ძმა - ე---–--- წი-–-----ი, რომლის განმარტებით, მისი ძმა სახლში არ იმყოფება და მისი ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია. (ტომი I- ს.ფ 163)

 

3.15. 2-1- წლის 25 იანვრის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ოთ--- წი-–-----ის მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი ,,სა----------–---------- მარკის და მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელშიც აღმოჩნდა ორი ფოტო. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია თვით ოთ--- წი-–-----ი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. ოთ--- წი-–-----მა განმარტა, რომ აღნიშნულ ფოტოზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ნამდვილად თვითონ არის აღბეჭდილი და ავტომატი ეკუთვნის მის მეზობლად მცხოვრებ ნუ-------–--–-----ს. მისივე განმარტებით, ფოტოები გადაღებულია 2-17 წლის 29 მარტს, როდესაც ნუ-------–--–-----ი თანქონებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა მასთან სახლში, ქ.ლანჩხუთში, რა დროსაც მას ნუ-------–--–-----მა უთხრა, რომ აღნიშნული ავტომატური იარაღი გაფორმებული ჰქონდა. დათვალიერებისას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ოთ--- წი-–-----ი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, გადაწერილი იქნა კომპიუტერში, კერძოდ მობილური ტელეფონი USB სადენით მიერთებული იქნა კომპიუტერის ქსელთან და სურათები გადაწერილი იქნა კომპიუტერში, რის შემდეგაც მოხდა ფოტოსურათების კომპიუტერიდან ამობეჭდვა და სურათები დაერთო ოქმს, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდა ოთ--- წი-–-----ს (იხ. ტომი I- ს.ფ 168-170);

 

3.16. ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-1- წლის 13 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,… პაკეტში წარწერით: ,, ..ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 1- ცალი ვაზნით...’’ მოთავსებულ იარაღსა და მჭიდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ( ობ. N10, 13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10, 13-ის გენეტიკური პროფილი და ამავე იარაღზე, მჭიდზე, მჭიდში მოთავსებულ თვრამეტ ცალ ვაზნასა და პაკეტში , წარწერით: ,,... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული 2 ცალი ვაზნა...’’ მოთავსებულ ორ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 9, 11, 12, 14) გენეტიკური პროფილი იდენტურია ზვ--------------ის (ობ. N28; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწვის ნიმუში აღებული იქნა ზვ--------------ისგან...’’) გენეტიკური პროფილის.

 

პაკეტში, წარწერით ,,... ზვ----- ტა-------საგან ამოღებული პირადი ტანსაცმელი შარვალი, ფეხსაცმელი და მაისური...’’ მოთავსებულ ორ ცალ მაისურზე, სვიტერზე და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ( ობ.N1--21) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზვ----- ტაბატაძეს (ობ. N28).

 

პაკეტში, წარწერით ,,... სე------------–--ნისაგან ამოღებული ტანსაცმელი ქურთუკი და შარვალი... ’’ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N 22, 23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი N22-ის გენეტიკური პროფილი სე------------–--ნის (ობ.N 26 პაკეტი, წარწერით: ,,... სე------------–--ნისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობიექტი N 23-ის გენეტიკური პროფილი ზვ--------------ის (ობ. N 28) გენეტიკური პროფილის იდენტურია (იხ. ტომი II - ს.ფ 2-1-211).

 

3.17. ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-1- წლის 10 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0------1- დასკვნითა და თანდართული ფოტოილუსტრაციით, დასტურდება, რომ გი----------------ძის ტანსაცმელზე (ჟილეტი, ჯინსის შარვალი) ჟილეტს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება მე--ნიკური ზემოქმედების შედეგად ხევით და რღვევით განვით---ებული დაზიანებები, ხოლო შარვალს ზემოდან პირველი შესაკრავი ღილი არ გააჩნია მისი კონსტრუქციული ნაწილების (ღერძის და თავის) მე--ნიური ზემოქმედებით ერთმანეთისაგან განცალკავებითა და ჩამაგრების მიდამოდან ამოვარდნით.

 

ზვ--------------ის ტანსაცმელიდან (გრძელსახელოებიანი მაისური, სვიტერი, მოკლესახელოებიანი მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წვილი წინდა, ერთი ცალი ფეხსაცმელი) გრძელსახელოებიან მაისურს, სვიტერს, მოკლესახლოებიან მაისურს, შარვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება მე--ნიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით და რღვევით განვით---ებული დაზიანებები (იხ. ტომი II - ს.ფ 223-226);

 

3.1-. 2-19 წლის 06 იანვარს, 08 იანვრს, 10 იანვარს, 16 იანვარს და 1- იანვარს გამომძიებლების მიერ შედგენილი ბინაზე შემოწმების ოქმებით დასტურდება, რომ არაეთხელ შემოწმების მიუხედავად, ნუ-------–--–-----ი საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება, ძმის - ე---–--- წი-–-----ის განმარტებით, ნუ-------–--–-----ი 2-1- წლის 25 იანვრის შემდეგ აღარ უნახავს და მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ძმის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია (იხ. ტომი II - ს.ფ 247-249).

 

3.19. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2-19 წლის 04 მარტის დადგენილებით, დასტურდება, რომ გამოცხადდა ნუ-------–--–-----ის ძებნა (იხ. ტომი II - ს.ფ 276-277).

 

3.2-. ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-19 წლის 8 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დასტურდება, რომ გამოსაკვლევი იარაღი და მისდამი კუთვნილი მჭიდი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატურ იარაღს, რომელიც არსებული სახით ტექნიკური თვალსაზრისით - უვარგისია გამოყენებისათვის დანიშნულებისამებრ, ამასთან მისგან შესაძლებელია ცალკეული გასროლების წარმოებაც. იარაღის ნაწილებზე ქარხნული მარკირება განადგურებულია უხეში მე--ნიკური ზემოქმედების შედეგად, ამასთან დამუშავებისას მხოლოდ ლულის კოლოფზე გამოვლინდა შემდეგი აღნიშვნა - ,, 84, 3305415’’.

 

- პაკეტებში მოთავსებული ვაზნები FC-------------------------- (2) წარმოადგენენ სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ (რუსული წარმოების) ზემოთ ხსენებული ნიმუშისა და მოდელის ავტომატური, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის სხვა იარაღებისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ 5.45 მმ კალიბრის 1--- წლის ნიმუშის - ვაზნებს, რომლებიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (სროლისათვის).(ტომი II - ს.ფ 281-285)

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით,მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს.

 

დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება N61-აპ-15 საქმეზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27.2 მუხლით, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულების - ზვ--------------ის, გი----------------ძისა და სე---ი ნი----–---ის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს განსახილველ საქმეში დაზარალებულთა ჩვენებები, ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებებს უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს, ვინაიდან მათ მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

5.1. დაზარალებულ ზვ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2-1- წლის 2---------ს დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის U------ სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გი----------------ძესა, სე------------–--ნთან ერთად, ყაჩაღურად, ქუდისგან დამზადებული ნიღბებით თავს დაესხათ ორი პირი, მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს ჯერ სე---ო, შემდგომ გი-----ი და ბოლოს თავად, თავდამსხმელები იარაღის მუქარით ითხოვდნენ ფულს, ერთ მათგანს ავტომატი ეჭირა, ხოლო მეორეს გადაჭრილი თოფი, გაიგონა თუ როგორ სთხოვდა გი----------------ძე ფულის გულისთვის არ დაეხოცათ, ერთ-ერთ მათგანს მისცა თანხა, თუმცა აღნიშნულ თანხას არ დასჯერდნენ, ზვ--------------ის განმარტებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი თავის არეში სცემდა ავტომატის კონდახით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დახოცავდნენ თუ თანხას სრულად არ გადასცემდა, რომელთანაც მოახერხა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა და ავტომატის წართმევა, რომელიც შემდეგ დანით დაესხა თავს, რომ არა გი----------------ძის შეძახილი ,,ზურგში დანას გირტყამსო“ ვერ შესძლებდა მოგერიებას, თუმცა გი-----ის წყალობით შეძლო ავტომატის კონდახით მოიგერია და დანა გადაუტეხა, მასთან შეჭიდების დროს თავდამსხმელს ნიღაბი მთლიანად ჩამოძვრა და მანქანის შუქზე იცნო, რადგანაც აღნიშნული პირი იმავე დღეს ნახა, საქონლის ფასზე მოლაპარაკებას ესწრებოდა ლანჩხუთში, იგი ფასის მომატებას ითხოვდა, სახელიც ახსოვდა, რომ ,,ნუ------ი“ ერქვა, გვარი იმ დროს არ იცოდა შემდეგ გაიგო, რომ წი-–-----ი ყოფილა. მისი განმარტებით, ავტომატის წართმევამდე ზურგში პისტოლეტიც ესროლეს, ნუ-------–--–-----მა სასიკვდილოდ გაიმეტა, ავტომატიც გადატენა, მაგრამ შეთხვევით არ გაისროლა და გადარჩა. დაზარალებულის განმარტებით გაიგონა თუ როგორ დაუძახა ერთერთმა მეორეს ,,ნუ------ი წავედით ხმები ისმისო“, ამის შემდეგ მალევე გაიქცნენ.

 

დაზარალებული ზვ--------------ე ყაჩაღური თავდასხმიდან რამდენიმე საათში გამოიკითხა მოწმის სახით, გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გამოკითხვა დაიწყო 2-1- წლის 25 იანვარს 00:37 საათზე და დასრულდა 01:15 საათზე. ზვ--------------ემ დეტალურად აღწერა მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს გაუწია წინააღმდეგობა, წაართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მოძვრა სახეზე დამაგრებული ნიღაბი, გაიგონა გასროლა პისტოლეტიდან, ბეჭის არეში იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ მეორე თავდამსხმელმა დაჭრა, რომელიც გარბოდა, ხოლო ის თავდამსხმელი რომელსაც ნიღაბი მოძვრა იცნო და იგი იყო ნუ-------–--–-----ი.

ასევე, 2-1- წლის 25 იანვარს, 2-:30 საათიდან 2-:50 საათის შუალედში, გამოიკითხა ზვ--------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთ-ერთ თავდამსხმელს ჩამოხსნა ნიღაბი, აღნიშნული პირი იყო ნუ-------–--–-----ი და შეეძლო მისი ამოცნობა.

 

2-1- წლის 25 იანვარს, 22:00 საათიდან 22:2- საათის შუალედში გამოკითხა ზვ--------------ე, რომელმაც დაადასტურა ნუ-------–--–-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტი.

 

2-1- წლის 26 იანვარს, 19:11 საათიდან 19:56 საათის შუალედში, გამოიკითხა ზვ----- ტაბატაძე, რომელმაც კვლავ დეტალურად აღწერა ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და მიუთითა, რომ თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი მოძვრა, მასთან ჩხუბის დროს იგი იყო ნუ-------–--–-----ი.

 

5.2. დაზარალებულ გი----------------ძის მიერ სასამართლოში ჩვენებით დადგენილია, რომ 2-1- წლის 2---------ს დაახლოებით ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის U------ სატვირთო ავტომანქანაში მყოფ ზვ--------------ესა და სე------------–--ნთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა ორი პირი, თვალებამოჭრილი ნიღბებით, მუქარის ფონზე თანხა რაც ჰქონდა ჯიბეში დაყარა ძირს, რასაც ერთ-ერთი მათგანი უმალვე დაეუფლა, დააწვინეს მიწაზე, თავზე დაადეს იარაღი და უთხრეს მოკლავდნენ თუ თავს ასწევდა, შემდეგ ესმოდა, რომ ზვ--------------ეს ემუქრებოდნენ, თანხას თხოვდნენ, მისი განმარტებით აღნიშნილი პირი განსაკუთრებით აგრესული იყო ტა-------ს მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ღამე იყო, მაქანის შუქზე დაინახა, როგორ შეეჭიდნენ ერთმანეთს ზვ--------------ე და თავდამსხმელი, გაიგო სროლის ხმა, ასევე დაინახა მისმა მეგობარმა, როგორ გაუწია ფიზკური წინააღმდეგობა ყაჩაღს, დაინახა ჩხუბის დროს როგორ წაართვა იარაღი და როგორ ჩამოძვრა ნიღაბი ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელსაც ზვ----- ეუბნებოდა ,,ბიჭო შენა ხარ რა გინდაო“, დაზარალებულის ჩვენებით მან მაშინვე შეიცნო უნიღბო თავდამსხმელი, რადგან იმავე დილით საქონლის ფასზე საუბრისას განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ფასის მომატებით, ეს პიროვნება იყო ნუ-------–--–-----ი, თავად ჭაობში იყო, როცა ზვ--------------ე ავტომატს იქნევდა, დაუყვირა, რომ დანას ურტყამდნენ და მანაც მოიგერია თავდამსხმელი, მის მიმართაც ჰქონდა ადგილი ცემას და ფიზიკურ შეხებას, წაართვეს 3000 ლარი, ახსოვს ერთ-ერთმა ყაჩაღმა, მეორე დაუძახა „ნუ------ წამოდიო“, ავტომატი რომელიც წაართვა ზვ--------------ემ ყაჩაღს, ასევე მჭიდი, ვაზნები და დანის ნაწილები ჩაალაგეს მანქანაში და წაიღეს პოლიციაში.

 

დადგენილია, რომ დაზარალებული გი----------------ძე გამოიკითხა მოწმის სახით ქმედების ჩადენიდან რამდენიმე საათში. გამოკითხვა დაიწყო 2-1- წლის 2---------ს 23:38 საათზე და დასრულდა 2-1- წლის 25 იანვარს 00:25 საათზე. გი----------------ძემ დეტალურად მიუთითა მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს მოძვრა ნიღაბი და იცნეს აღნიშნული პირი, რომელიც იყო ნუ-------–--–-----ი. 2-1- წლის 25 იანვარს, გი----------------ძის დაკითხვის დასრულების შემდგომ, გი----------------ძის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც დაიწყო 00:45 საათზე და დასრულდა 01:40 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გი----------------ძემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თავდასხმის დროს იცნეს ერთ-ერთი პირი, კერძოდ ნუ-------–--–-----ი.

2-1- წლის 25 იანვარს, 21:15 საათიდან 21:40 საათის შუალედში, გამოიკითხა გი----------------ძე, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთ-ერთ თავდამსხმელს, ზვ--------------ესთან ჩხუბის დროს, ზვ----მა ჩამოხსნა ნიღაბი, აღნიშნული პირი იყო ნუ-------–--–-----ი და შეეძლო მისი ამოცნობა.

2-1- წლის 25 იანვარს, 22:15 საათიდან 22:35 საათის შუალედში გამოკითხა გი----------------ძე, რომელმაც დაადასტურა - ნუ-------–--–-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტი.

2-1- წლის 26 იანვარს, 1-:10 საათიდან 1-:49 საათის შუალედში, გამოიკითხა გი----------------ძე, რომელმაც კვლავ დეტალურად აღწერა ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და მიუთითა, რომ თავდამსხმელი რომელსაც ნიღაბი მოძვრა, ზვ----თან ჩხუბის დროს იყო ნუ-------–--–-----ი.

 

5.3. დაზარალებულ სე------------–--ნის ჩვენებით დადგენილია, რომ 2-1- წლის 2---------ს დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის U------ სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გი----------------ძესა, ზვ--------------ესთან ერთად ჯგუფურად, ქუდისგან დამზადებული ნიღბებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ორი პირი, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაეტაკა, გადააგდო მანქანიდან მიწაზე, დაუშინა ფეხები ზურგის არეში, თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს, იგინებოდნენ და მოკვლით იმუქრებოდნენ, უთხრა, რომ სომეხი სე---ო იყო და ფული არ ქონდა, ამის შემდეგ მისთვის ფული აღარ მოუთხოვიათ, მასთან ახლოს მყოფი თავდამსხმელი გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული, სე------------–--ნმა, ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელთაგან პლასტმასის შესაკრავით შეუკრა ხელები, ამ დროს მართალია მეორე მხარეს ვერ ხედავდა, თუმცა კარგად ესმოდა თუ როგორ ითხოვდნენ ფულს, როგორ ემუქრებოდნენ გი----------------ძესა და მის მეგობარს თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით, მან კარგად გაიგო გი----------------ძემ თავდამსხმელს უთხრა, ,,ფული ხომ მოგეციო“, როცა მეორე მხარეს გახედვა მოახერხა მანქანის შუქზე დაინახა ჩხუბის დროს, თუ როგორ წაართვა ზვ--------------ემ ავტომატი ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც იცნო რადგან ნიღაბი არ ეკეთა - ის იყო ნუ-------–--–-----ი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს, რომელიც შემდეგ ზვ-----ს დანით ემუქრებოდა და ავტომატის დაბრუნებას სთხოვდა, თუ როგორ მოძვრა ნიღაბი არ დაუნახავს, ალბათ ჩხუბის დროს ჩამოძვრა. მისი ჩვენებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორეს დაუძახა ,,ნუ------ი წამოდიო“, თავდამსხმელები გაიქცნენ.

 

5.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 0---------------------------------- დასკვნებით დადგენილია, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს დაზარალებულებმა მიიღებს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ზვ--------------ისათვის მიყენებული დაზიანებები შეფასდა, როგორც სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო გი----------------ძისათვის მიყენებული დაზიანებები შეფასდა, როგორც სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე სე------------–--ნისათვის მიყენებული დაზიანებები შეფასდა, როგორც სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დამნაშავის აგრესიული, უეცარი მოქმედება, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, შესაბამისად, ყაჩაღობის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს. ყაჩაღობის ჩადენის დროს, დამნაშავეს შეგნებული აქვს თავისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს და სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგების დადგომა, ხოლო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, წარმოადგენს რა ყაჩაღობის დროს სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას, გამოიყენება მას შემდეგ რაც პირს გაუჩნდება სხვისი ქონების მისაკუთრების სურვილი.

 

სასამართლოს, მოხმობილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ლა-------–----–-–------–-ს ტერიტორიაზე გი----------------ძის, ზვ--------------ისა და სე------------–--ნის მიმართ ადგილი ქონდა ჯგუფურ თავდასხმას, რა დროსაც დანით და კალაშნიკოვის კონსტრუციის ,,A------’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის მჭიდში მოთავსებული ჰქონდა საბრძოლო მასალა - 2- ცალი ვაზნა, ნუ-------–--–-----ი სხვა პირთან ერთად, ქუდისგან დამზადებული ნიღაბი, ყაჩაღურად თავს დაესხა ზემოაღნიშნულ პირებს, რომელთა მიმართ გამოიჩინა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, იარაღების დამიზნებით ჩამოიყვანა სამივე ძირს, დაუწყეს ცემა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, ზვ--------------ეს და გი----------------ძეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცა მისი და ზვ--------------ის კუთვნილი საერთო თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

- ნუ-------–--–-----ის მამოძრავებელი ძალა, წინამდებარე შემთხვევაში, მიმართულია დაზარალებულების კუთნილი ფულადი თანხის მისაკუთრებისაკენ, რასაც ადასტურებს დაზარალებულების ჩვენებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო არის მიზანი, როცა ის მატერიალურ საკუთრებით წესრიგს ეწინააღმდეგება (lackner-kühl, Strafgesetzbuch Kommentar, 25, Auflage, § 242/27, Verlag C.H. Beck München 2-04). საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს, ნუ-------–--–-----ისათვის არ მიუციათ ნებართვა, მათ საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის დაუფლებაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუ-------–--–-----ს დაზარალებულების კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლებისას, ამოძრავებდათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ წინამდებარე შემთხვევაში გი----------------ძეს, ზვ--------------ესა და სე------------–--ნზე განხორციელებულ თავდასხმას თან ახლდა ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა, სახელდობრ დაზარალებული ზვ--------------ე თავის ჩვენებაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცემა, თავის არეში ავტომატის კონდახს ურტყამდა, ასევე დაზარალებული თავის ჩვენებაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავდამსხმელებს გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები. დაზარალებულები ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები მათ ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და ეუბნებოდნენ, რომ ესროდნენ თუ არ გადასცემდნენ თანხას, დაზარალებულების დაზიანების მიყენების ფაქტი დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების-N 0---------------------------------- დასკვნებით და ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, რომლებითაც დადგინდა, რომ ,,… პაკეტში წარწერით: ,, ..ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 1- ცალი ვაზნით...’’ მოთავსებულ იარაღსა და მჭიდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N10, 13) წარმოადგენდა ადამიანის სისხლს. ობ. N10, 13-ის გენეტიკური პროფილი და ამავე იარაღზე, მჭიდზე, მჭიდში მოთავსებულ თვრამეტ ცალ ვაზნასა და პაკეტში , წარწერით: ,,... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული 2 ცალი ვაზნა...’’ მოთავსებულ ორ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 9, 11, 12, 14) გენეტიკური პროფილი იდენტურია ზვ--------------ის (ობ. N28; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწვის ნიმუში აღებული იქნა ზვ--------------ისგან...’’) გენეტიკური პროფილის.ასევე, პაკეტში, წარწერით ,,... ზვ----- ტა-------საგან ამოღებული პირადი ტანსაცმელი შარვალი, ფეხსაცმელი და მაისური...’’ მოთავსებულ ორ ცალ მაისურზე, სვიტერზე და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ( ობ.N1--21) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზვ----- ტაბატაძეს (ობ. N28) (ტომი II - ს.ფ 2-1-211);

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნუ-------–--–-----მა სხვა პირთან ერთად განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-15 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნუ------ წილონის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნუ-------–--–-----ის უდანაშაულობის თაობაზე, საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ნუ-------–--–-----ის დანაშაულში მონაწილეობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.2 მუხლით, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ერთი მტკიცებულებაც კი რაც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეწინააღმდეგებოდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნუ-------–--–-----ის მიერ ბრალად შერაცხული აღნიშნული ქმედების ჩადენას, პირველ რიგში, ადასტურებს ბრალდების მოწმეები, კერძოდ, დაზარალებულების, ზვ--------------ის, გი----------------ძისა და სე------------–--ნის პირდაპირი ჩვენებები, ზვ--------------ემ უშუალოდ გაუწია წინააღმდეგობა ნუ-------–--–-----ს, დაზარალებულმა გი----------------ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ თავდამსმელბი თხოვდნენ ფულს და ამ მიზნით სცემდნენ მას. ზვ--------------ის ჩვენებაში მოცემული გარემოებები თანხვედრაშია დაზარალებულ გი----------------ძის ჩვენებასთან, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს, რომლებიც მას თხოვდნენ ფულს. დაზარალებულებმა ზვ--------------ემ, გი----------------ძემ და სე------------–--ნმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ნუ-------–--–-----ი ის პირია ვინც 2-1- წლის 2---------ს თავს დაესხა სხვა პირთან ერთად.

 

სასამართლოს მიაჩნია საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ დაზარალებულები არიან დაინტერესებული პირები ნუ-------–--–-----ის წინააღმდეგ, რომ მათ საამისოდ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენება სასამართლოსათვის და ნუ-------–--–-----ისათვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო მიზეზე არც თავად ნუ-------–--–-----ი მიუთითებს თავიან საბოლოო სიტყვაში. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავით---ი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში დაზარალებულები არიან დაინტერესებული პირები ნუ-------–--–-----ის მიმართ და მათი ჩვენებები უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.

 

7. ნუ-------–--–-----ის მიერ ქმედების არაერთგზის ჩადენა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნუ-------–--–-----ის მიერ ყაჩაღობის არაერთგზის ჩადენას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

ნუ-------–--–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში (ტომი 1, ს.ფ. 216) განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 26.01.2-1- წელს გაცემული ცნობა, ნუ-------–--–-----ის ნასამართლობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ნუ-------–--–-----ი გასამართლებულია 06.08.1997 წელს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1, 4, 5 ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის 1, 2, 3, 4 ნაწილებით, 240-ე მუხლის 1, 2, 3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. 19.10.2-06 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენი დატოვა უცვლელი. 29.06.2-11 წელს განთავისუფლდა სასჯელის მოხდით. საქართველოს პრეზიდენტის 25.10.2-13 წლის 2------- განკარგულებით მოეხსნა ნასამართლობა, ხოლო ნუ-------–--–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს, საქმეში არ მოიპოვება და ასეთი დოკუმენტი არც სასამართლო სხდომაზე ყოფილა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის განთავისუფლებული იყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

იმ ვით---ებაში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ ნუ-------–--–-----ს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს პრეზიდენტის 25.10.2-13 წლის 2------- განკარგულებით ნასამართლობა მოხსნილი აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ნუ-------–--–-----ის მიერ დანაშაული (ყაჩაღობა) არაერთგზის ჩადენილად არ შეიძლება ჩაითვალოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

 

კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულბები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით არ დასტურდება ნუ-------–--–-----ის მიერ დანაშაულის არაერთგზის ჩადენა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუ-------–--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში უნდა გამართლეს.

 

8. ქმედება: ნუ-------–--–-----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია), ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია)

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზვ--------------ემ განმარტა, რომ 2-1- წლის 2---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.ლანჩხუთში, ლაშისღელის ტერიტორიაზე, ,,ფო-----ს’’ მარკის სატვირთო ავტომანქანაში ყოფნისას მას, გი----------------ძეს და სე------------–--ნს ყაჩაღურად თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი, ერთ-ერთი მათგანი თავის არეში სცემდა ავტომატის კონდახით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დახოცავდნენ თანხას მიუცემლობის შეთხვევაში, რომელთანაც მოახერხა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა და ავტომატის წართმევა, მასთან შეჭიდების დროს თავდამსხმელს ნიღაბი მთლიანად ჩამოძვრა და მანქანის შუქზე ამოიცნო. ასევე დაზარალებულ გი----------------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2-1- წლის 2---------ს ყაჩაღურად თავს დაესხა ორი შეიარაღებული პირი, თვალებამოჭრილი ნიღბებით, თავზე დაადეს იარაღი და უთხრეს მოკლავდნენ თუ თავს ასწევდა, ესმოდა, თუ როგორ ემუქრებოდნენ ზვ--------------ეს, თანხას თხოვდნენ, მისი ჩვენებით ერთ-ერთი თავდამსხმელი იცნო მანქანის შუქზე, დაინახა, თუ როგორ შეეჭიდა ზვ--------------ეს, ჩხუბის დროს როგორ წაართვა იარაღი ზვ-----მ და როგორ ჩამოძვრა ნიღაბი, მან მაშინვე შეიცნო უნიღბო ეს პიროვნება იყო ნუ-------–--–-----ი, თავად ჭაობში იყო, როცა ზვ--------------ე ავტომატს იქნევდა, დაუყვირა, რომ დანას ურტყამდნენ და მანაც მოიგერია. ასევე დაზარალებულ სე------------–--ნის ჩვენებით დადგენილია, რომ 2-1- წლის 2---------ს ყაჩაღური თავდასხმის დრო თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ, მასთან ახლოს მყოფი თავდამსხმელი გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული, ესმოდა თუ როგორ ითხოვდნენ ფულს, როგორ ემუქრებოდნენ გი----------------ძესა და ზვ--------------ეს თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით, მანქანის შუქზე დაინახა ჩხუბის დროს, თუ როგორ წაართვა ზვ--------------ემ ავტომატი ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც იცნო რადგან ნიღაბი არ ეკეთა - ის იყო ნუ-------–--–-----ი, სე------------–--ნმა, ასვე განმარტა, რომ პოლიციაში წაიღეს შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელთა მიერ დატოვებული - ავტომატი, დანის ტარი, მჭიდი და ვაზნები;

 

2-1- წლის 25 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ სატვირთო ავტომანქანიდან ,,ფო----------------ი’’, სახელმწიფო ნომრით U------, ზვ--------------ის მონაწილეობით და მითითებით ამოღებულ იქნა დანის შავი ფერის ტარი, მის ბოლოზე არსებული ოქროსფერი ორნამენტით, ასევე მასზე არსებული ნომრით 3---- და ინიციალებით „ნ-–.“ ავტომანქანაში არსებულ, სავარძლებს შორის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი უნომრო, შავი ფერის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულის არხის შესასვლელიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ვაზნა. ავტომანქანაში არსებული მარცხენა სავარძლის ქვედა ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული თვრამეტი ცალი ვაზნით. ამოღების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. (ტომი I- ს.ფ 53-56)

 

2-1- წლის 25 იანვრის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, დასტურდება რომ ოთ--- წი-–-----ის მიერ წარდგენილ ,,სა----------–---------- მარკის შავი ფერის მობილური ტელეფონში აღმოჩნდა ორი ფოტო, სადაც აღბეჭდილია თვით ოთ--- წი-–-----ი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. ოთ--- წი-–-----მა განმარტა, რომ აღნიშნულ ფოტოზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ნამდვილად თვითონ არის აღბეჭდილი და ავტომატი ეკუთვნის მის მეზობლად მცხოვრებ ნუ-------–--–-----ს. მისივე განმარტებით, ფოტოები გადაღებულია 2-17 წლის 29 მარტს, როდესაც ნუ-------–--–-----ი თანქონებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა მასთან სახლში, რა დროსაც მას ნუ-------–--–-----მა უთხრა, რომ აღნიშნული ავტომატური იარაღი გაფორმებული ჰქონდა. (იხ. ტომი I- ს.ფ 168-170)

 

ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-19 წლის 8 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დადგენილია გარემოება მასზედ, რომ გამოსაკვლევი იარაღი და მისდამი კუთვნილი მჭიდი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 5------ კალიბრის, 1--- წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატურ იარაღს, რომელიც არსებული სახით ტექნიკური თვალსაზრისით - უვარგისია გამოყენებისათვის დანიშნულებისამებრ, ამასთან მისგან შესაძლებელია ცალკეული გასროლების წარმოებაც. იარაღის ნაწილებზე ქარხნული მარკირება განადგურებულია უხეში მე--ნიკური ზემოქმედების შედეგად, ამასთან დამუშავებისას მხოლოდ ლულის კოლოფზე გამოვლინდა შემდეგი აღნიშვნა - ,, 84, 3305415’’. ამავე დასკვნით პაკეტებში მოთავსებული ვაზნები FC-------------------------- (2) წარმოადგენენ სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ (რუსული წარმოების) ზემოთ ხსენებული ნიმუშისა და მოდელის ავტომატური, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის სხვა იარაღებისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ 5.45 მმ კალიბრის 1--- წლის ნიმუშის - ვაზნებს, რომლებიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (სროლისათვის).(იხ. ტომი II - ს.ფ 281-285)

 

ნუ-------–--–-----ს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნუ-------–--–-----მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-15 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნული ბრალდებების ნაწილში ნუ-------–--–-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. საქართველოს სახელმწიფო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი პოლიციის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის - იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენე---იის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მე--ნიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და სხვა. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ავტოფარეხში, მიწაში და ასე შემდეგ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ბრალის ფორმულირების მიხედვით დანაშაული განზრახია. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს (და ასე შემდეგ) სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია), იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს. „იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც მოძრაობს და ასე შემდეგ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებებით ნუ-------–--–-----მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია), ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია)

 

9. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთ---ი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2-06 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2-0- წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2-08 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში დაცვის მხარეს არ წამოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებიდან ერთ-ერთს გაამყარებდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულების პოზიციას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-12 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-14 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნუ-------–--–-----მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია) და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2-17 წლის 01 ივნისის რედაქცია), ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

10. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნუ-------–--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

11. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნუ-------–--–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2-17 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-15 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბე-- წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნუ-------–--–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნუ-------–--–-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

12. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი ხელთათმანი, დანის პირი, ხუთი პლასტმასის ხამუდი, ნაქსოვი ქუდი (ნიღაბი), სიგარეტ ,,მალბოროს’’ ცარიელი კოლოფი, უნდა განადგურდეს. დაზარალებულ გი----------------ძისაგან ამოღებული ქურთუკი და შარვალი, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------------ძეს. დაზარალებულ სე------------–--ნისაგან ამოღებული ქურთუკი და შარვალი, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ სე------------–--ნს. დაზარალებულ ზვ--------------ისაგან ამოღებული შარვალი, სვიტრი, მაისური და ერთი ცალი ფეხსაცმელი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ზვ--------------ეს. ზვ--------------ის ავტომანქანიდან ამოღებული დანის ტარი, უნდა განადგურდეს. ზვ--------------ის ავტომანქანიდან ამოღებული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და კვლევის შემდეგ დარჩენილი მასრები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დაზარალებულების: გი----------------ძის, სე------------–--ნის და ზვ--------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, შენახულ უნდა იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. მოწმე ბე----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქუდი (ნიღაბი) უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნუ-------–--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში გამართლდეს.

 

2. ნუ-------–--–-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

2.1. ნუ-------–--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

2.2. ნუ-------–--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით.

 

2.3. ნუ-------–--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2-17 წლის 1 ივნისის რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ნუ-------–--–-----ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

2.5. მსჯავრდებულ ნუ-------–--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2-19 წლის 19 სექტემბრის, 17:15 საათიდან.

 

3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი ხელთათმანი, დანის პირი, ხუთი პლასტმასის ხამუდი, ნაქსოვი ქუდი (ნიღაბი), სიგარეტ ,,მალბოროს’’ ცარიელი კოლოფი, განადგურდეს.

 

3.2. დაზარალებულ გი----------------ძისაგან ამოღებული ქურთუკი და შარვალი, დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------------ძეს.

 

3.3. დაზარალებულ სე------------–--ნისაგან ამოღებული ქურთუკი და შარვალი, დაუბრუნდეს დაზარალებულ სე------------–--ნს.

 

3.4. დაზარალებულ ზვ--------------ისაგან ამოღებული შარვალი, სვიტრი, მაისური და ერთი ცალი ფეხსაცმელი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ფეხსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულ ზვ--------------ეს.

 

3.5. ზვ--------------ის ავტომანქანიდან ამოღებული დანის ტარი, განადგურდეს.

 

3.6. ზვ--------------ის ავტომანქანიდან ამოღებული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A------’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და კვლევის შემდეგ დარჩენილი მასრები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

3.7. დაზარალებულების: გი----------------ძის, სე------------–--ნის და ზვ--------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3.8. მოწმე ბე----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქუდი (ნიღაბი), განადგურდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე