გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
330210119003023411
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/12481-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელეები - თ------------–-–---–ი, მ-----------------–---–ი

წარმომადგენელი - ა---------–---------–---–ი

 

მოპასუხეები - გ------------–---–ი, ც---------–-------ე, მ---------------–----ე, ნ-------------–---–ი

 

ც---------–-------ისა და მ---------------–----ის წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი

 

დავის საგანი - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 11 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების თ------------–-–---–ისა და მ-----------------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და იპოთეკისგან გათავისუფლდეს თბილისში, ბ-------–---ს ქ. N3-, ბინა N57 , მოსარჩელეთა კუთვნილი წილების პროპორციულად - 1/3-1/3 ნაწილში.

 

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

თ------------–-–---–ი და გ------------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მ-----------------–---–ი არის მათი შვილი, თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს თბილისში, ბ-------–---ს ქ. N3--ში მდებარე ბინა N57 და ქონებაზე დარეგისტრირდა სამივეს თანასაკუთრება. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა 2015 წლიდან დაიძაბა და 2016 წლიდან ისინი ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

2015 წლის 11 მარტს გ------------–---–მა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოპასუხეებთან, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა მათ შორის თ------------–-–---–ისა და მ-----------------–---–ი თანასაკუთრებაში არსებული დასახელებული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს ასეთ მოქმედებაზე თანხმობა და უფლებამოსილება არ მიუციათ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 11 ივლისს, მოპასუხე ც---------–-------ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეთაგან შესაგებელი წარმოადგინეს ც---------–-------ემ, მ---------------–----ემ და ნ-------------–---–მა, რომლებმაც არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

ც---------–-------ემ და ნ-------------–---–მა განმარტეს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს გ------------–---–ი მოქმედება მოსარჩელეთა სახელითაც, მათ მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამდენად, აბსურდული იყო მოსარჩელეთა პოზიცია, რომ მათ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება არ გაუციათ.

 

მოპასუხე მ---------------–----ემ დამატებით განმარტა, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა არ იწვევს მინდობილობის ძალადაკარგულად ცნობას და თუკი მოსარჩელეებს ჰქონდათ სურვილი, მათ შეეძლოთ მინდობილობების გაუქმება. სადავო ხელშეკრულების დადების დროს მინდობილობები იყო ძალაში და მათი ნამდვილობის შემოწმება ნოტარიუსის მიერაც განხორციელდა.

 

მოპასუხე გ------------–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა და სასამართლოსთვის უცნობია სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ბ-------–---ს ქუჩა N3--ში მდებარე ბინა N57 (საკადასტრო კოდი N0----------------------) წარმოადგენს მოსარჩელეების თ------------–-–---–ის, მ-----------------–---–ის და მოპასუხე გ------------–---–ის თანასაკუთრებას, სადაც თითოეულის წილი წილთა თანაბრობის საფუძველზე არის 1/3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. 2014 წლის 28 ივლისს სანოტარო ფორმის დაცვით, მოპასუხე გ------------–---–ის სახელზე გაიცა 2 მინდობილობა, სადაც მინდობილობის გამცემ პირებს წარმოადგენენ მოსარჩელეები - თ------------–-–---–ი და მ-----------------–---–ი. მინდობილობებში აღნიშნულია, რომ მინდობილობის გამცემმა პირებმა გ------------–---–ს მიანიჭეს შემდეგი უფლებამოსილებები: იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ-------–---ს ქ. 3-, ბინა 57, ფართობი 73,20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) მის მიერ ნებისმიერი კომერციული ბანკიდან ან ნებისმიერი ფიზიკური პირისგან აღებული /ასაღები სესხ(ებ)ის და/ან სხვა საბანკო პროდუქტ(ებ)ის (აკრედიტივი, საბანკო გარანტია, ოვერდრაფტი და სხვ) უზრუნველსაყოფად. რწმუნებული უფლებამოსილია გააფორმოს სესხისა და იპოთეკის, იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ა და თავისი შეხედულებით განსაზღვროს იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის ყველა პირობა.

 

მინდობილობები გაიცა ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.07.2014 წლის მინდობილობა, N---------;

- 28.07.2014 წლის მინდობილობა, N---------;

 

3.1.3. 2015 წლის 11 მარტს სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ერთის მხრივ „იპოთეკარებს“ - ც---------–-------ეს, მ---------------–----ესა და ნ-------------–---–ს და მეორეს მხრივ - „მესაკუთრეს- მსესხებელს“ გ------------–---–ს შორის, რომლის თანახმად:

· ც---------–-------ემ გ------------–---–ს ასესხა 7000 აშშ დოლარი,· ნ-------------–---–მა გ------------–---–ს ასესხა 18000 აშშ დოლარი,· მ---------------–----ემ გ------------–---–ს ასესხა 32000 აშშ დოლარი.

 

სამივე სესხი გაიცა 8 თვის ვადით, 2015 წლის 11 ნოემბრამდე, ყოველთვიურად სარგებლის სახით 3%-ის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------------–---–ის, მ-----------------–---–ის და თ------------–-–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ბ-------–---ს ქ. 3-, ბინა N57.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ხელშეკრულების შედგენის დროს გ------------–---–ი მოქმედებდა როგორც თავისი სახელით, ასევე მ-----------------–---–ისა და თ------------–-–---–ის სახელით, მარწმუნებლების მიერ 28.07.2014 წელს გაცემული მინდობილობის საფუძველზე და მინდობილობის გამცემებს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს, ისე წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.03.2015 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, N---------;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.4. 2015 წლის 11 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე კრედიტორების - ც---------–-------ისა და მ---------------–----ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლები. სააღსრულებო ფურცლებით აღსასრულებელ ვალდებულებასთან ერთად დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცლები აღსასრულებლად წარედგინათ აღმასრულებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ბიუროს მიერ განცხადების მიღების ბარათი;

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 31.05.2019 წლის წერილი;

- 11.07.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი, N--------5;

- 06.08.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი, N---------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს სადავო ხელშეკრულებიდან სესხის მოპასუხე გ------------–---–ისთვის გადაცემის ბათილად ცნობის ნაწილში იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეები არ აკონკრეტებენ სადავო გარიგებიდან რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება სესხის გაცემის ნაწილში მისი სადავოობა. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მსესხებელს მხოლოდ გ------------–---–ი წარმოადგენდა, ხოლო თ------------–-–---–სა და მ-----------------–---–ს სახელით მოქმედებდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფარგლებში. ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი გ------------–---–ის, როგორც მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღების ფაქტი და არც სესხის ხელშეკრულების დასადებად მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამდენად, ამ მოცემულობით, მოსარჩელეებს არ შეიძლება გააჩნდეთ სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს გ------------–---–ი, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე, გამოხატავდა მოსარჩელეების თ------------–-–---–ისა და მ-----------------–---–ის ნებასაც, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაეტვირთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო კოდექსის ადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც სამართალსუბიექტებს არამარტო ხელშეკრულების დადების, არამედ ამ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ლეგიტიმურ ბოჭვას სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილის წესში ჰპოვებს - ხელშეკრულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს დადებული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. სახელშეკრულებო დავის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელშეკრულებაში გადმოცემული მხარეთა რეალური ნების დადგენა, მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა (იხ. სუსგ საქმე #ას-1003-964-2014, 17 დეკემბერი 2015 წელი).

 

იპოთეკის საგანზე რეგისტრირებულია მოსარჩელეებისა და მოპასუხე გ------------–---–ის თანასაკურების უფლება. მოსარჩელეები იპოთეკის ნაწილში ხელშეკრულების ბათილობას აფუძნებენ ერთდაერთ გარემოებაზე - უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისას მათ ამის ნება არ გამოუხატავ და გ------------–---–ს ასეთ მოქმედებაზე მოსარჩელეთა თანხმობა და უფლებამოსილება მიღებული არ ჰქონია. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე იპოთეკარები განმარტავენ, რომ იპოთეკით დატვირთვის დროს გ------------–---–ი მოქმედებდა მისთვის 28.07.2014 წლის რწმუნებულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის შინაარსი (ნამდვილობა) მოსარჩელეების მიერ შედავებული არ ყოფილა. დასახელებულ მინდობილობებში პირდაპირ არის განმარტებული, თუ რა ფარგლებში გაიცა და რისი უფლება აქვს გ------------–---–ს მარწმუნებლების სახელით, კერძოდ: იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ-------–---ს ქ. 3-, ბინა 57, ფართობი 73,20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) მის მიერ ნებისმიერი კომერციული ბანკიდან ან ნებისმიერი ფიზიკური პირისგან აღებული /ასაღები სესხ(ებ)ის და/ან სხვა საბანკო პროდუქტ(ებ)ის (აკრედიტივი, საბანკო გარანტია, ოვერდრაფტი და სხვ) უზრუნველსაყოფად. რწმუნებული უფლებამოსილია გააფორმოს სესხისა და იპოთეკის, იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ა და თავისი შეხედულებით განსაზღვროს იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის ყველა პირობა.

 

საგულისხმოა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეების მიერ გაცემული მინდობილობები იყო ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.07.2014 წლის მინდობილობები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111-ე მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. ხოლო ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილის თანახმად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით, უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით, სადაც სხვა სავალდებულო პირობებთან ერთად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე. ამდენად, კანონი სავალდებულოს ხდის იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენას და განსაზღვრავს სავალდებულო რეკვიზიტებს, რაც იპოთეკარისთვის არის საჭირო, პირველ რიგში კი ასეთად კანონი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს ასახელებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

სადავო შემთხვევაში ხელშეკრულებაში იპოთეკით დასატვირთი უძრავ ნივთის მესაკუთრეებიდან მოსარჩელეები წარმოდგენილი არიან მინდობილობის საფუძველზე, სადაც მარწმუნებლებმა გ------------–---–ს უფლება მიანიჭეს ბანკიდან ან ნებისმიერი ფიზიკური პირისგან აღებული ან ასაღები სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე თბილისი, ბ-------–---ს ქ. 3-, ბინა 57), შესაბამისად გაეფორმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავაზე პასუხის იძლევა 2014 წლის 28 ივლისის მინდობილობების შინაარსი, რომელთა მიხედვით, მოსარჩელეებმა მინდობილობით მათი ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება მიანიჭეს გ------------–---–ს. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელეთა ნამდვილი ნების საფუძველზე განხორციელდა და არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველიც.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები, (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 591,80 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 592,28 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად, ამავდროულად მოსარჩელეს უნდა დაევალოს 0,48 ლარის დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეები ც---------–-------ე და მ---------------–----ე შუამდგომლობენ მათ მიერ გაწეული იურიდიული ხარჯის 3000 ლარის მოსარჩელეთათვის დაკისრებას. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეებს დასახელებულ მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, 790 ლარის ოდენობით გადახდა.

 

6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 11.07.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული აღსრულება. ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------–-–---–ის და მ-----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის, 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა, ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2018 წლის 11 ივლიის გაცემული N--------5 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A-------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

3. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 591,80 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. მოსარჩელეებს თ------------–-–---–ს და მ-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ - 0,48 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელეებს თ------------–-–---–ს და მ-----------------–---–ს ც---------–-------ისა და მ---------------–----ის სასარგებლოდ დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 790 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე