გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
330210019002951933
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8450-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი 2019 წელი ქ.თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ე-–---------–------

წარმომადგენელი ჟ-------------

მოპასუხე ა-–-----–------

წარმომადგენელი ი----------

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე #2/2-----14), ა-–-----–------სათვის (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაკისრებული თანხის - 200 ლარის, გაზრდა 500 ლარამდე.

 

1.2. მოპასუხე ა-–-----–------სათვის (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი მ--------–-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დამატებითი ხარჯის სახით - 812,5 ლარის გადახდის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ე-–---------–------ და ა-–-----–------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2006 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ-------–-----ი და მ--------–-----ი. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოხდა დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მოპასუხე ა-–-----–-----ს არასრულწლოვანი შვილის მ--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა 2014 წლის 27 დეკემბრიდან სრულწლოვანებამდე. მ-------–-----ი არის სრულწლოვანი და მის მიმართ საალიმენტო ვალდებულება მამას აღარ გააჩნია. სამწუხაროდ მოპასუხე ფინანსურად არ ეხმარება სრულწლოვან შვილს.

 

მ--------–-----ს მიღებული აქვს მარჯვენა იდაყვის ტრამვა, რის შედეგად მას განუვითარდა მარჯვენა სახსრის პიოგენური ართრიტი და ოსტეომიელიტი. ამ დროიდან მ--------–-----ი მკურნალობს მედიკამენტოზურად, გარდა აღნიშნულისა მას ჩაუტარდა ელექტროსიმულაცია, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში და მექანოთერაპიის სამედიცინო მომსახურება. რეაბილიტაციის კურსის გავლა საჭირო არის სახსრის ფუნქციური მდგომარეობის სრულ აღდგენამდე. აღნიშნული ტრამვა მ--------–-----მა მიიღო 2015 წლის ზაფხულის თვეში, თუმცა ამის შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის ნოემბრის თვეში, როდესაც ჩივილებით მიმართეს ი-–---–-- ს----–----ს ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მ--------–-----ს გამოუვლინდა მას შემდეგ, რაც გაიზარდა მ--------–-----ის სასარგებლოდ ა-–-----–------სათვის დადგენილი ალიმენტის ოდენობა (2015 წლის 21 სექტემბრის შემდგომ). მ--------–-----ს სჭირდება მუდმივი მკურნალობა და არაერთი კურსის გავლა ჯანმრთელობის სრულ აღდგენამდე. სარეაბილიტაციო კურსის გავლა მას ესაჭიროება სამ თვეში ერთხელ და მისი ღირებულებაა 1625 ლარი. მ--------–-----მა აღნიშნული კურსიდან ჩაიტარა მხოლოდ ერთი პროცედურა და შემდგომი პროცედურა ვერ განხორციელდა ფინანსების უქონლობის გამო.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ მ--------–-----ს აღენიშნება პერიოდონტული დაავადება ზედა ყბის კისტა ინფექციის ნიშნებით, რის გამოც იგეგმება ოპერაცია, აღნიშნული ასევე დასტურდება სიმონ ხეჩინაშვილის ს----–----ს საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემული ცნობით, სადაც მითითებულია, რომ მ--------–-----ი საჭიროებს კისტების ამოკვეთას ძვლის ქირურგიული სანაციით.

 

საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ჩანს, რომ ა-–-----–------ს ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით მერყეობს 1600 აშშ დოლარიდან 1800 აშშ დოლარამდე. ა-–-----–------ს მიერ ბანკისათვის წარდგენილი, შპს ,,კ---–-------–--------------“ ჯ-------ას მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ა-–-----–------ს ბაზისური შემოსავალი შეადგენს 700 აშშ დოლარს 2015, 2016, 2017 წლებში, ამავე ცნობით ირკვევა, რომ ხელშკრულების გაგრძელება იგეგმებოდა, რაც სწორედ ასე მოხდა და ბაზისური ხელფასიც გაიზარდა, რადგან სესხის ხელშკრულებები 2018 და 2019 წლებში აქვს დადებული ა-–-----–-----ს, სადაც უთითებს შემოსავალს 1600 აშშ დოლარს და 1800 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე ე-–---------–------ არის დასაქმებული და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 640 ლარს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უფროს შვილს ფინანსურად უზრუნველყოფს დედა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით მ--------–-----ი არის გამოჯანმრთელებული, საქმეში წარმოდგენილ ცნობას, რომელზედაც აპელირებს მოსარჩელე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და არ არის სავალდებულო. ბავშვის მკურნალობის საჭიროება არ წარმოადგენს ალიმენტის გაზრდის საფუძველს, აღნიშნული არის დამატებითი ხარჯები, რომლის მოთხოვნასაც გააჩნია კანონით დადგენილი მოთხოვნის წესი და მტკიცების საშუალებები. მოპასუხის განმარტებით ალიმენტის დაკისრების პერიოდისათვის და დღესაც იგი დასაქმებულია შპს ,,კო-–-------–-------------- ჯ-------აში“ და მისი ხელფასი მაშინაც და დღეის მდგომარეობითაც არის უცვლელი. შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის თანახმად 01.01.2017 წლიდან 31.05.2019 წლის მდგომარეობით მას დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი შვილის მ--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი 200 ლარის ოდენობით არ შეცვლილა მისი მატერიალური მდგომარეობა უკეთესობისკენ, უფრო მეტიც მისი მდგომარეობა შეიცვალა არა როგორც ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი, არამედ როგორც ალიმენტის ოდენობის შემცირების კუთხით. მას გარდა მ--------–-----ისა ასევე ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილი და ისიც ისეთივე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, როგორც სხვა არასრულწლოვანი შვილი.

მოპასუხის განმარტებით გახდა ვალაუვალი, ერიცხება დავალიანება ბანკების წინაშე და ცხოვრების პირობების გაუარესების გამო მისი მატერიალური მდგომარეობაც დღითიდღე უარესდება. მოპასუხისთვის ალიმენტის - 200 ლარის გადახდის დაკისრების პერიოდისათვის, ე-–---------–------ იყო უმუშევარი და სასამართლომ გაიზიარა მისი მატერიალური მდგომარეობა. მოსარჩელე განათლებით არის ექიმი და ამჟამად გააჩნია სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით, აღსანიშნავია, რომ მასაც აკისრია შვილის რჩენის ვალდებულება. მოპასუხე მიუთითებს, რომ ყოველთვიურად იხდის მოსარჩელის ანგარიშზე შემოსავლების მიხედვით ალიმენტს, ამასთან, მის მიერ მოხდა დამატებითი ხარჯების მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხვა, რადგან დადასტურებული იყო ბავშვის საჭიროება. სასარჩელო მოთხოვნა განპირობებულია შურისძიების სურვილით და გამომდინარეობს მოსარჩელის პირადი საჭიროებებიდან, ვინაიდან მას ჰყავს სხვა ოჯახი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-–---------–------ და ა-–-----–------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2006 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ-------–-----ი და მ--------–-----ი. მ-------–-----ი არის სრულწლოვანი, ხოლო მ--------–-----ი - დაბადებული 2----–-–----------ს არის არასრულწლოვანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.17).

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი მ--------–-----ი ცხოვრობს დედასთან - ე-–---------–-----თან ერთად მისამართზე: ქ. თ---–---, დ--–--------- ქ--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მოპასუხე ა-–-----–------ ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება თ-------------–---–თან, რომელთანაც ჰყავს შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული დ------–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-დაბადების მოწმობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.131)

 

3.1.4. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე-–---------–------ს სარჩელი ა-–-----–------ს მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ა-–-----–------სათვის, არასრულწლოვანი შვილების 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ისა და მ-------–-----ის სასარგებლოდ, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკისრებული ალიმენტი 100 (ასი) ლარი გაზრდილ იქნა 100 (ასი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 27 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. საქმე #2/2-----14 ს.ფ.294-295).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2019 წლის 13 მაისის შემოსავლების სამსახურის #21-11/49536 ინფორმაციით, ა-–-----–-----ს 2018 წლის 01 იანვრიდან 13.05.2019 წლის მდგომარეობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 13 მაისის შემოსავლების სამსახურის #21-11/49536 ინფორმაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35).

 

3.2.2. 2019 წლის 10 ივნისის, შემოსავლების სამსახურის #21-11/62175 ინფორმაციით, ე-–---------–------ს მიერ, 2018 წლის აპრილის თვიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიღბული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 9723.73 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 1932.5 ლარს, შესაბამისად მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს - 649,26 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 10 ივნისის შემოსავლების სამსახურის #21-11/62175 ინფორმაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35).

 

3.2.3. სს ,, ს----------–----------“ მიერ 2019 წლის 27 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით ა-–-----–------ს ფინანსური ვალდებულების სრული მოცულობა სს ,,ს----------–----------“ წინაშე 27.06.2019 წლის პერიოდისთვის შეადგენს - 20878.95 ლარს;

სს ,, თ------------“ მიერ 2019 წლის 26 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით ა-–-----–------ს ჯამური დავალიანება სს ,,თ------------“ წინაშე 26.06.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს იპოთეკურ სესხზე - 68529.37 ლარს, ხოლო Prime Card- ზე - 9264.72 ლარს;

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–--“ მიერ 2019 წლის 27 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით ა-–-----–------ს სასესხო ვალდებულება 27.06.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 9462.74 ლარს, რომელიც უზრუნველყოფილია მოძრავი ქონების (ძვირფასი ლითონები) მფლობელობითი გირავნობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,, ს----------–----------“ მიერ 2019 წლის 27 ივნისს გაცემული ცნობა (იხ.ტომი1, ს.ფ. 84);

-სს ,, თ------------“ მიერ 2019 წლის 26 ივნისს გაცემული ცნობა (იხ.ტომი1, ს.ფ. 85);

-სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–--“ მიერ 2019 წლის 27 ივნისს გაცემული ცნობა (იხ.ტომი1, ს.ფ. 87);

 

3.2.4. შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით ა-–-----–------ ნამდვილად მუშაობს ,,C----------------------’’ -ის გემებზე, ხელშკრულებით, მოტორისტის თანამდებობაზე და ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დროს, საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ (კვიპროსი), გემთმფლობელების მიერ, რომლის გემებზეც ის მუშაობდა, ბაზისური ყოველთვიური ანაზღაურება გემის ბორტზე ყოფნისას შეადგენს 700 აშშ დოლარს, შემდეგი ხელშკრულება იგეგმება 2018 წლის მაისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 145).

 

3.2.5. შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, ა-–-----–------ ნამდვილად მუშაობს ,,C---------------------- (Cyprus)“ -ის გემებზე, ხელშკრულებით, მოტორისტად და ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დროს, საქართველოს ფარგლებს გარეთ (კვიპროსი), გემთმფლობელების მიერ, რომლის გემებზეც ის მუშაობს, ხოლო ნაპირზე ყოფნის დროს (6 თვე) ითვლება უმუშევრად და ხელფასი არ ერიცხება. ყოველთვიურმა ანაზღაურებამ გემთმფლობელთან დადებული ბოლო ხელშეკრულების საფუძველზე შეადგინა 588 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 95).

 

3.2.6. სს ,,თ------------“ 2019 წლის 12 ივლისს მიერ გაცემული ინფორმაციით #398/121-38, ა-–-----–------ს დავალიანება სს ,,თ----------ში შეადგენს 78501.17 ლარს. სესხის აღებისათვის ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა ამონაწერი ,,C---------------------- (Cyprus)“-იდან ჩარიცხული თანხების შესახებ, რომლის მიხედვით 2018 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეებში, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეში ა-–-----–-----ს ჩარიცხული აქვს 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის მარტის თვეში 648.19 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,თ------------“ 2019 წლის 12 ივლისს მიერ გაცემული ინფორმაცია (ტომი 1, ს.ფ. 126-127).

 

3.2.7. 2019 წლის 18 ივნისს ა-–-----–-----ს და სს,,თ----------ს“ შორის დადებული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა - 10500 ლარით. განაცხადის ფორმაში, რომელიც ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა 2019 წლის 17 ივნისს, ა-–-----–------ს ფინანსური შემოსავალი მითითებული იქნა 5000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,თ------------“ 2019 წლის 12 ივლისს მიერ გაცემული ინფორმაცია (ტომი 1, ს.ფ. 126-131).

 

3.2.8. სს ,,საქართველოს ბანკს“ და ა-–-----–-----ს შორის დადებული იქნა საკრედიტო ხელშკრულება და 2019 წლის 29 მარტის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხის თანხა განისაზღვრა 20020 ლარით. აღნიშნულ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ა-–-----–------ს შემოსავალი ხელფასის სახით მითითებული იქნა 1066 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის 28 მარტის სამომხმარებლო სესხის განაცხადში, რომელსაც ხელს აწერს ა-–-----–------, მისი შემოსავალი ორგანიზაცია - ,,C----------------------’’-იდან მითითებული იქნა 1800 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება და სამომხმარებლო სესხის განაცხადი (ტომი 1, ს.ფ. 215-219).

 

3.2.9. შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2019 წლის 04 ოქტომბერს გაცემული მიმართვის მიხედვით, შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------აში“ ხორციელდება ,,C----------------------’’-ისათვის დაინტერესებული მეზღვაურების საბუთების შეგროვება და გადაგზავნა სათაო ოფისში, სათაო ოფისიდან ხორციელდება მათი შემდგომი დაქირავება, დასაქმება ხელშკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ინფორმაცია ა-–-----–------ს ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას, ნებისმიერი სახის დანამატს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ 2019 წლის 04 ოქტომბერს გაცემული მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 264).

 

3.2.10. 2015 წლის 13 ნოემბერს, სს ,,ს------–----------------–----------“ - მ----–---–-- ს----–----ს ბ--–-----–--------–----- საავადმყოფოს მიერ გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #------ის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა) მიხედვით პაციენტი - მ--------–-----ი კლინიკაში შევიდა მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში ტკივილის, მოძრაობის შეზღუდვის, მაღალი ტემპერატურის და იდაყვის შესიების ჩივილებით. დაისვა დიაგნოზი მარჯვენა იდაყვის სახსრის ართრიტი. პაციენტი საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას სახსრის გახსნისა და დრენირების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 13 ნოემბრის, სს ,,ს------–----------------–----------“ მიერ გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #------ის (ტომი 1, ს.ფ.19).

 

3.2.11. 2016 წლის 06 იანვარს მ--------–-----ს კონსულტაცია გაეწია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის - ფრიდონ თოდუას მიერ, რომელმაც ივარაუდა, რომ შესაძლებელია სახეზე იყოს ოსტეომიელიტის დასაწყისი და საჭირო იყო მორფოლოგიური და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 06 იანვარის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის - ფრიდონ თოდუას მიერ გაცემული ცნობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 20);

 

3.2.12. შპს ,,მედიქლაბჯ-------ა“-ს მიერ 2016 წლის 29 თებერვალს გაცემული MCG ფორმა IV-200-5/ა პაციენტის გასინჯვის ფურცლის ( მოზრდილი) მიხედვით მ--------–-----ის სრული დიაგნოზია პიოგენური ართრიტი დაუზუსტებელი, ოსტეომიელიტი, დაუზუსტებელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,მედიქლაბჯ-------ა“-ს მიერ 2016 წლის 29 თებერვალს გაცემული MCG ფორმა IV-200-5/ა პაციენტის გასინჯვის ფურცელი (იხ. ტომი1, ს.ფ. 22);

 

3.2.13. 2017 წლის 28 ივნისს და 2017 წლის 16 თებერვალს მ--------–-----ს ჩაუტარდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით, იდაყვის სახსარში შემავალ ძვლებში ხილული ტრამვული და დესტრუქციული ცვლილებები არ ვლინდება, ძვლოვანი სტრუქტურა დინამიკაში დადებითია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 28 ივნისის და 2017 წლის 16 თებერვლის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რენტგენოლოგიური კვლევა (იხ. ტომი1, ს.ფ. 23-24);

 

3.2.14. 2018 წლის 15 დეკემბერს შპს ,,კ-–------------–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #0----ის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა) მიხედვით მ--------–-----ის სრული დიაგნოზია - მარჯვენა იდაყვის სახსრის კონტრაქტურა M24,5 და ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება მექანოთერაპია, ელექტროსტიმულაცია, ინდ. ვარჯიში, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 1625 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 15 დეკემბერს შპს ,,კ-–------------–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეასხებ ცნობა #0--- (იხ. ტომი1, ს.ფ. 25);

- ჩატარებული სამედიცინო მომსახურების კალკულაცია (იხ. ტომი1, ს.ფ. 26);

 

3.2.15. 2019 წლის 10 ოქტომბერს, შპს ,,კ-–------------–ის“ მიერ გაცემული იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #3769-ის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა), რომლის მიხედვით მ--------–-----ის სრული დიაგნოზია - მარჯვენა იდაყვის სახსრის კონტრაქტურა M24,5 და ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება ინდ. ვარჯიში R4R160, ელექტროსტიმულაცია R4R110, მექანოთერაპია R4R160, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 1625 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 15 დეკემბერს შპს ,,კ-–------------–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეასხებ ცნობა #0---(იხ. ტომი1, ს.ფ. 280);

- ჩატარებული სამედიცინო მომსახურების კალკულაცია(იხ. ტომი1, ს.ფ. 281);

 

3.2.16. 2019 წლის 15 ოქტომბერს გერმანული ჰოსპიტალის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #9599-ის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა) მიხედვით მ--------–-----ი რამდენიმე თვეა მკურნალობს პერიოდონტულ დაავადებას, ასევე აქვს ზედა ყბის კისტა ინფექციის ნიშნებით, სტომატოლოგთან გასაუბრებით იგეგმება ოპერაცია, საჭიროებს ანტიბაქტერუილი მკურნალობის კუთხით რეკომენდაციებს.

ს. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა) მიხედვით კი მ--------–-----ის დიაგნოზია ფესვის კისტა მარცხენა ზედა ყბის ძვლის ოდონტოგენური კისტები, გამწვავების ფაზა. ფესვის კისტა მარჯვენა ზედა ყბის ძვლის ოდონტოგენური კისტა ჰაიმორის წიაღში ზრდით, ქრონიკული ჰაიმორიტი მარჯვენა მხრივი ქრონიკული ჰაიმორიტი. ესაჭიროება კისტების ამოკვეთა, ძვლის ქირურგიული სანაციით, მარცხენამხრივი ჰაიმოროტომია, ცისტექტომიით და ორო-ქნტრალური ფისტულის დახურვით, ასევე ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2019 წლის 15 ოქტომბერს გერმანული ჰოსპიტალის მიერ გაცემული ცნობა(ტომი 1, ს.ფ.282-283);

- ს. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ტომი 1, ს.ფ.284-285);

 

3.2.17. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე #2/2-----14) გამოტანის შემდეგ, რომლითაც ა-–-----–-----ს, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად - 200 ლარის გადახდა, გაუმჯობესდა ალი ღონტის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, გაიზარდა მისი შემოსავალი.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ე-–---------–-----მა, არასრულწლოვანი შვილების - მ-------–-----ის და მ--------–-----ის სასარგებლოდ, 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/10910-10), თითოეულისათვის დადგენილი ალიმენტის - 100 ლარის გაზრდის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბერს, რაც 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე #2/2-----14) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმის მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მოპასუხე ა-–-----–------ს შემოსავალი აღნიშნული პერიოდისათვის შეადგენდა 588 აშშ დოლარს (იხ, საქმე #2/2-----14, ს.ფ. 77, 162-166).

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია ინფორმაცია მოპასუხის სახელფასო ანაზღაურების შესახებ, კერძოდ, 2018 წლის 30 აპრილს შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------ას“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ა-–-----–------ს ბაზისური ყოველთვიური ანაზღაურება გემის ბორტზე ყოფნისას შეადგენდა - 700 აშშ დოლარს, ხოლო იგივე ორგანიზაციის მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, ა-–-----–------ს ყოველთვიურმა ანაზღაურებამ გემთმფლობელთან დადებული ბოლო ხელშეკრულების საფუძველზე შეადგინა - 588 აშშ დოლარი. იგივე ორგანიზაცია, 2019 წლის 04 ოქტომბერს გაცემული მიმართვის მიხედვით, რაც სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა განმარტავს, რომ შპს ,,ქ---–-------–-------------- ჯ-------აში“ ხორციელდება ,,C----------------------’’-ისათვის დაინტერესებული მეზღვაურების საბუთების შეგროვება და გადაგზავნა სათაო ოფისში, სათაო ოფისიდან ხორციელდება მათი შემდგომი დაქირავება, დასაქმება ხელშკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია ა-–-----–------ს ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას, ნებისმიერი სახის დანამატს.

გამომდინარე იქედან, რომ ერთი და იგივე ორგანიზაციის მიერ მიღებული პასუხები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ერთ შემთხვევაში გასცემს ინფორმაციას დასაქმებული პირის შემოსავლის ოდენობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ მათ არ გააჩნით ინფორმაცია დასაქმებული პირის ყოველთვიური ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ ვერ მიიჩნია ამავე ორგანიზაციიდან მოწოდებული ინფორმაცია სარწმუნოდ და 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოთხოვილი იქნა სს ,,საქართველოს ბანკიდან“ და სს ,,თ----------იდან“ მოპასუხის სახელზე გახსნილი საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, რა ქონებრივი მდგომარეობისა და შემოსავლების საფუძველზე გაიცა ა-–-----–------ს ფინანსური ვალდებულებები.

სს ,,თ------------“ 2019 წლის 12 ივლისს მიერ გაცემული ინფორმაციით (#398/121-380), ა-–-----–------ს დავალიანება სს ,,თ----------ში შეადგენს 78501.17 ლარს. სესხის აღებისათვის ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა ამონაწერი ,,C---------------------- (Cyprus)“-იდან ჩარიცხული თანხების შესახებ, რომლის მიხედვით 2018 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეებში, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეში ა-–-----–-----ს ჩარიცხული აქვს 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის მარტის თვეში 648.19 აშშ დოლარი (იხ.ტომი 1, ს.ფ. 126-127). ასევე, 2019 წლის 18 ივნისს ა-–-----–-----ს და სს,,თ----------ს“ შორის დადებული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა - 10500 ლარით. განაცხადის ფორმაში, რომელიც ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა 2019 წლის 17 ივნისს, ა-–-----–------ს ფინანსური შემოსავალი მითითებული იქნა 5000 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 126-131).

 

სს ,,საქართველოს ბანკს“ და ა-–-----–-----ს შორის დადებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება და 2019 წლის 29 მარტის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხის თანხა განისაზღვრა 2020 ლარით. აღნიშნულ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ა-–-----–------ს შემოსავალი ხელფასის სახით მითითებული იქნა 1066 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის 28 მარტის სამომხმარებლო სესხის განაცხადში, რომელსაც ხელს აწერს ა-–-----–------, მისი შემოსავალი ორგანიზაცია - ,,C----------------------’’-იდან მითითებული იქნა 1800 აშშ დოლარი.

 

მითითებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საბაკო დაწესებულებებში წარდგენილი განაცხადების საფუძველზე მოპასუხე თავად უთითებს მისი შემოსავლების შესახებ სასესხო ვალდებულების მიღების მიზნით, შესაბამისად სს ,,თიბის ბანკიდან“ და სს ,,საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ნათლად დასტურდება, რომ ა-–-----–------ს ყოველთვიური შემოსავალი ბევრად აღემატება იმ შემოსავლის ოდენობას, რასაც სასამართლო დაეყრდნო 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე #2/2-----14) გამოტანის დროს (588 აშშ დოლარი), შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოპასუხე ა-–-----–------ს მატერიალური მდგომარეობა.

 

გარდა მითითებული გარემოებისა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სარჩელის წარმოდგენის პერიოდისათვის, მოპასუხე ა-–-----–-----ს შვილის - მ-------–-----ის მიმართ მისი სრულწლოვანების გამო საალიმენტო ვალდებულება აღარ ეკისრება, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით დადასტურებულია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხის შემოსავალი გაიზარდა იმ თანხის ოდენობით, რასაც იხდიდა მოპასუხე ალიმენტის სახით შვილის - მ-------–-----ის სასარგებლოდ, კერძოდ 200 ლარით, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ა-–-----–------ აგრძელებს სრულწლოვანი შვილისათვის და არ შეუწყვეტია მატერიალური დახმარება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

3.2.18.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სადავო ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაუმჯობესდა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, ამასთან არსებობს დამატებითი ხარჯის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის და დამატებითი ხარჯის დაკისრების შესახებ შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარი #14, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18, 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1234-ე, 1215-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ე-–---------–-----მა მოითხოვა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, გაიზარდა მოპასუხე ა-–-----–------ს ყოველთვიური შემოსავალი. სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი და მისი შემოსავალი არ არის საკმარისი სრულად უზრუნველყოს არასრულწლოვანის საჭიროებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანამხად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, თუმცა ასეთი შეთანხმების მიუღწევლობისას 1214-ე მუხლი დავის გადაწყვეტას სასამართლოს მიანდობს. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი განსაზღვრავს ყოველი მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობასაც. ჩვეულებრივ, შვილისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაზე თანხმდებიან მშობლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო შეაფასებს ბავშვის საჭირობებს მისი ასაკისა და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეული მშობლის ოჯახურ და მატერიალურ მდგომაროებას (იმყოფება თუ არა მათ კმაყოფაზე ოჯახის ისეთი წევრი, რომელსაც დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლია), რის შედეგადაც დაადგენს ალიმენტის ობიექტურ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეალურ და აუცილებელ მოთხოვნილებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–---------–------ და ა-–-----–------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2006 წელამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ-------–-----ი და მ--------–-----ი. მ-------–-----ი არის სრულწლოვანი, ხოლო მ--------–-----ი - დაბადებული 2----–-–----------ს არის არასრულწლოვანი. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი მ--------–-----ი ცხოვრობს დედასთან - ე-–---------–-----თან ერთად მისამართზე: ქ. თ---–---, დ--–--------- ქ--------.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე-–---------–------ს სარჩელი ა-–-----–------ს მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ა-–-----–-----სათვის, არასრულწლოვანი შვილის 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ის სასარგებლოდ,თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკისრებული ალიმენტი 100 (ასი) ლარი გაზრდილ იქნა 100 (ასი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 27 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლების შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას; არ არის საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯების გასაწევად.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მ--------–-----ის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები გაზრდილია. მას მისი ასაკიდან გამომდინარე გარდა სხვა საჭიროებებისა ესაჭიროება მშობლების დახმარება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, სამედიცინო დოკუმენტაციიის ფორმებით (IV/100ა), რენტგენოლოგიური კვლევებით მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებულია, ამასთან, არასრულწლოვანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ნაწილობრივ ეთანხმება მოპასუხე მხარეც.

 

დადგენილია რომ 2019 წლის 10 ივნისის, შემოსავლების სამსახურის #21-11/62175 ინფორმაციით, ე-–---------–------ს მიერ, 2018 წლის აპრილის თვიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიღბული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 9723.73 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 1932.5 ლარს, შესაბამისად მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს - 649,26 ლარს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ხელფასის გარდა აქვს დამატებით სხვა შემოსავალი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, სს ,,თ------------“ 2019 წლის 12 ივლისს მიერ გაცემული ინფორმაციით, ა-–-----–-----ს სს ,,თ------------“ მიმართ გააჩნია სასესხო ვალდებულება და აღნიშნული სესხის მიღებისათვის ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა ამონაწერი ,,C---------------------- (Cyprus)“-იდან ჩარიცხული თანხების შესახებ, რომლის მიხედვით 2018 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეებში, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეში ა-–-----–-----ს ჩარიცხული აქვს 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის მარტის თვეში 648.19 აშშ დოლარი (იხ.ტომი 1, ს.ფ. 126-127). ასევე, 2019 წლის 18 ივნისს ა-–-----–-----ს და სს,,თ----------ს“ შორის დადებული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, სადაც განაცხადის ფორმაში, რომელიც ა-–-----–------ს მიერ წარდგენილი იქნა 2019 წლის 17 ივნისს, ა-–-----–------ს ფინანსური შემოსავალი მითითებული იქნა 5000 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 126-131).

 

სს ,,საქართველოს ბანკს“ და ა-–-----–-----ს შორის დადებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, საქმეში წარმოდგენილი აკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ა-–-----–------ს შემოსავალი ხელფასის სახით მითითებული იქნა 1066 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის 28 მარტის სამომხმარებლო სესხის განაცხადში, რომელსაც ხელს აწერს ა-–-----–------, მისი შემოსავალი ორგანიზაცია - ,,C----------------------’’-იდან მითითებული იქნა 1800 აშშ დოლარი.

 

შესაბამისად მოპასუხე მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში თავად მიუთითებს მის ყოველთვიურ შემოსავალს სწორედ იმ პერიოდის განმავლობაში (2019 წელი), რაც მნიშვნელოვანია მიმდინარე სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძოდ, ნათელია, რომ ა-–-----–------ს ყოველთვიური შემოსავალი ბევრად აღემატება იმ შემოსავლის ოდენობას, რაც მოპასუხეს გააჩნდა 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე #2/2-----14) გამოტანის დროს, რაც ადასტურებს ამავე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ა-–-----–------ს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მისი შემოსავლებიდან გამომდინარე.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ მოპასუხე ა-–-----–------ შვილს - მ-------–-----ს აღარ უხდის ალიმენტს, რადგან მ-------–-----ი გახდა სრულწლოვანი, შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე არა 400 ლარის არამედ მხოლოდ 200 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 21 სექტემბრის შემდეგ ალიმენტგადამხდელის ოჯახური მდგომარეობის ცვლილება სარჩენი პირების გაზრდის სახით საქმის მასალებით არ დასტურდება. გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას გარდა მ--------–-----ისა ჰყავს ასევე არასრულწლოვანი შვილი მეორე ქორწინებიდან - დ------–-----ი და ეკისრება მისი რჩენის ვალდებულებაც, რადგან თავად მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ დ------–-----ი დაბადებულია 2----–-–-----------------ს და შესაბამისად, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების პერიოდისათვის (2015 წლის 21 სექტემბერი) აღნიშნული ცნობილი და გათვალისწინებული იქნა სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და ერთობლივად შეფასებით მიიჩნევს, რომ ვინაიდან გაუმჯობესდა ა-–-----–------ს მატერიალური მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობის ცვლილების გარეშე, სახეზეა სსკ-ის 1221-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ა-–-----–------ს მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუმჯობესების სახით, ასევე, არასრულწლოვნების ასაკის ზრდასთან ერთად აუცილებელი მოთხოვნილებების მატება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიური საჭიროებები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო დავის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებებს და ხარჯებს, რაც არასულწლოვანისათვის არ არის ერთჯერადი და საჭიროებს პერმანენტულ დახმარებას, აღნიშნული კი არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე, ალიმენტვალდებული პირის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია და ვერ შეძლებს გაზრდილი ოდენობის თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქმის მასალებით არ დასტურდება სესხის გადახდაში სხვა პირის დახმარება, რაც მხარის გადახდისუნარიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, ამასთან, მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, ვინაიდან არიან არასრულწლოვნები და მათი აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი საარსებო მოთხოვნილებები. ამასთან, არასრულწლოვნების ასაკის და განვითარებისათვის აუცილებელ პირობებთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთებიან მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს რომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, ამასთან მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას, რაც მოცემულ შემთხვევაში მოიაზრებს იმას, რომ უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს უპირველესად ბავშვის რჩენა-აღზრისათვის საჭირო აუცილებლი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი, მინიმალური პირობების შექმნას.

 

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, უპირველესად არასრულწლოვანის რეალური საჭიროებების და იმის გათვალისწინებით, რომ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, გაუმჯობესდა მოპასუხე ა-–-----–------ს მატერიალური მდგომარეობა, გაიზარდა ბავშვის მოთხოვნილებები და საჭიროებები, ამასთან, მისი ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა, იხდის საკრედიტო ვალდებულებებს, არის შესაბამისი პროფესიული უნარებისა და გამოცდილების მქონე პირი, მხარეთა ქონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 300 (სამასი) ლარით და მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 17 აპრილიდან არასრულწლოვანი შვილს სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

ამდენად, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რომ 2018 წლის 15 დეკემბერს შპს ,,კ-–------------–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეასხებ ცნობა #0----ის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV/100ა) მიხედვით, არასრულწლოვანი მ--------–-----ის სრული დიაგნოზია - მარჯვენა იდაყვის სახსრის კონტრაქტურა M24,5 და ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება მექანოთერაპია, ელექტროსტიმულაცია, ინდ. ვარჯიში, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 1625 ლარი. მოსარჩელე ე-–---------–------ დამატებითი ხარჯის სახით ითხოვს არასრულწლოვანი მ--------–-----ის სასარგებლოდ მოპასუხე მ--------–-----ის ერთი თვის კურსის ღირებულების - 1625 ლარის ნახევრის დაკისრებას, რაც წარმოადგენს 1215-ე მუხლით გათვალისწინებულ დამატებით ხარჯს, რომლის გაღების ვალდებულებაც ეკისრება ორივე მშობელს თანაბაწრილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ა-–-----–-----მა სარჩელი ცნო დამატებითი ხარჯის - 812.50 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ე-–---------–------ს სარჩელი ა-–-----–------ს მიმართ არასრულწლოვანი შვილის მ--------–-----ის სასრგებლოდ დამატებითი ხარჯის - 812.50 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ე-–---------–------ ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ა-–-----–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 79 (სამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა, ხოლო დამატებითი ხარჯების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე და უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-39-ე, 41-ე 46-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–---------–------ს სარჩელი ა-–-----–------ს მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის და დამატებითი ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. ა-–-----–-----ს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე #2/2-----14) დაკისრებული ალიმენტი 200 (ორასი) ლარი გაეზარდოს 300 (სამასი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. ა-–-----–-----ს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული მ--------–-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს დამატებით ხარჯის გადახდა - 812.50 (რვაასთორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

3. ა-–-----–-----ს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 79 (სამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე